ტოტალური კონტროლი - გლობალური გადატვირთვა, ანუ ახალი მსოფლიო წესრიგი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი
გლობალური გადატვირთვა, ანუ ახალი მსოფლიო წესრიგი
გლობალური გადატვირთვა
2019 წლის 18 ოქტომბერს ჯონ ჰოპკინსის სახელობის ჯანდაცვის ცენტრში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ბილ გეიტსის ფონდის თანამონაწილეობით შეიკრიბა "კეთილშობილთა" გუნდი, რომელიც ბიზნესის, სახელმწიფო მმართველობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის 15 წარმომადგენლისგან შედგებოდა, რათა მთელ პლანეტაზე კორონავირუსის საზოგადო პანდემიის "ჰიპოთეტური" ვითარების მოდელირება მოეხდინათ. ძირითადი მონაწილები იყვნენ აშშ-ს გენერალიტეტი, ასევე პოლიტიკური ლიდერები. ამ შეკრებამ მიიღო სახელწოდება Event 21.

ამ მოვლენიდან ძალიან მალე მსოფლიო შეიცვალა...

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც მსოფლიო ახალ პირობებში ცხოვრობს. დადგა წინსვლის დრო. და აი, "მსოფლიო მთავრობა" აცხადებს ახალ ნაბიჯზე მსოფლიო წყობის შეცვლის მიმართულებით.



კლაუს შვაბი

2020 წლის ივნისის დასაწყისში ჩატარდა ვირტუალური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პლანეტის ყველაზე გავლენიანი ბიზნეს-ლიდერები, ასევე სამთავრობო ჩინოვნიკები, აქტივისტები და სხვა გლობალისტები, ისეთები, როგორებიც არიან პრინც ჩარლზი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში, MasterCard-ის გენერალური დირექტორი აჯაი ბანგა, BP-ს გენერალური დირექტორი ბერნარდ ლუნი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი ჰოპინატი და მრავალი სხვა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ კლაუს შვაბი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამაარსებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე 1971 წლიდან.

კლაუს შვაბმა განაცხადა: "მსოფლიო უნდა გადაეწყოს. მან უნდა გადააფასოს თავისი საბაზისო სისტემა, ტუკი სურს გადაიტანოს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული აფტერშოკი.

COVID-19-ის კრიზისმა გვიჩვენა, რომ ჩვენი ძველი სისტემა ვერ შეეფერება 21-ე საუკუნეს. მან გააშიშვლა სოციალური ერთობის, სამართლიანობის, ინკლუზიურობისა და თანასწორობის ფუნდამენტური უკმარობა. ახლა დგება ისტორიული მომენტი, დგება არა მარტო დრო ვირუსთან ბრძოლისა, არამედ პოსტ-კორონის სისტემის ჩამოყალიბებისა".

შეხვედრაზე შვაბმა თქვა, რომ ეს "ფუნდამენტური უკმარობა" თანამედროვე საზოგადოების "ყველა ასპექტის გარდაქმნას" იწვევს, მათ შორის უნდა გარდაიქმნას ჩვენი აზროვნება და ქცევა, ასევე უნდა შეიქმნას ახალი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, რომელიც ახალ სოციალურ სამართლიანობაზე იქნება კონცენტრირებული.

ეს საზოგადოებრივი შეთანხმება, შვაბის თქმით, მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა გადასახადები სიმდიდრეზე და დამატებითი წესები კორპორაციებისთვის, ასევე "ეკოლოგიურად ორიენტირებული" სახელმწიფოებრივი პროგრამების დანერგვას, ისეთებისა, როგორიცაა თუნდაც "ახალი მწვანე კურსის" საკანონმდებლო აქტი, რომელსაც ავითარებენ დემოკრატები, ისეთები, როგორებიც არიან ბერნი სანდერსი და ნიუ-იორკის წარმომადგენელი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი.

ნიუ-იორკის წარმომადგენელი ალექსანდრია ოკასიო-კორტესი: "რამოდენიმე სიტყვით "ახალი მწვანე კურსის" საკანონმდებლო აქტის შესახებ". ამ პაკეტს ჯერ არ გააჩნია საკანონმდებლო ძალა. მასში დეკლარირებულია ამერიკის პოლიტიკის კურსი უახლოესი 10 წლისთვის, და მოიცავს ისეთ გეგმას, როგორიცაა გლობალური დათბობის თავიდან აცილება ნეგატიური შედეგების შესაძლო მინიმალიზაციით მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის..."

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, საზოგადოების რეკონსტრუქციას სახელად მიეცემა "დიდი გადატვირთვა". მისი მიზანია არა მარტო პოლიტიკის ქცევა, რომელიც გამოიწვევს სიმდიდრის ახალ გადანაწილებას, არამედ არსებული მსოფლიო სტრუქტურებისა და ინსტიტუტების სრულ გარდაქმნას.

კლაუს შვაბი ცნობილ ფრანგ მწერალ ტიერი მალერეს თანაავტორობით დაწერილ წიგნში "Covid-19: The Great Reset" ("Covid-19: დიდი გადატვირთვა"), ბრძანებს: "მრავალი ჩვენგანი ფიქრობს, როდის დაუბრუნდება ყველაფერი თავის ადგილს? ამაზე მოკლე პასუხი გვაქვს: არასოდეს...

ვერაფერი დაუბრუნდება ნორმალურობის "დარღვეულ" გრძნობას, რომელიც კრიზისამდე არსებობდა, რადგან კორონავირუსის პანდემია ჩვენი გლობალური ტრაექტორიის ფუნდამენტურ და გადამწყვეტ მომენტზე მიანიშნებს.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ამას სერიოზულ ბიფურკაციას, სხვები კი - "ბიბლიური მასშტაბის" ღრმა კრიზისს უწოდებსს, თუმცა არსი მაინც იგივე რჩება: მსოფლიო, როგორიც ჩვენ გვახსოვს 2020 წლის პირველ თვეებში, უკვე აღარ არსებობს, რადგან ის პანდემიის კონტექსტში გაითქვიფა".

შვაბი ამბობს, რომ "გლობალური გადატვირთვა" უახლოეს დროში უნდა მოხდეს.

ეს "გლობალური გადატვირთვა", აცხადებს შვაბი, წარმოადგენს "ვალდებულებას" ერთობლივად და გადაუდებლად ავაშენოთ ეკონომიკური და სოციალური სისტემების საფუძვლები, რათა გზა გავუკვალოთ "უფრო სამართლიან, სტაბილურ და მყარ მომავალს".

შვაბის თქმით, მომავალი 50 წლის პრობლემების გადაწყვეტა თუ სურთ, მსოფლიო ლიდერებმა უნდა აღადგინონ "ფუნქციონირებადი სისტემა", და დაამატა: ამ "გლობალურმა გადატვირთვამ" რომ იმუშაოს, მონაწილეობა უნდა მიიღოს ყოველმა ქვეყანამ აშშ-დან ჩინეთამდე, და ყველა დარგი, ნავთობიდან და გაზიდან, ვიდრე ტექნოლოგიებამდე, ანალოგიურად უნდა გარდაიქმნას. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება "კაპიტალიზმის გლობალური გადატვირთვა".

"გლობალური გადატვირთვა, - განაცხადა შვაბმა, - უახლოეს დროში უნდა მოხდეს, რადგან სარკმელი მისი რეალიზაციისთვის ძალზედ "მოკლეა".

მსოფლიო ერთობლივად და სწრაფად უნდა მოქმედებდეს, რათა გაანახლოს ჩვნეი საზოგადოებებისა და ეკონომიკების ყველა ასპექტი, განათლებიდან მოყოლებული ვიდრე სოციალურ კონტრაქტებამდე და შრომის პირობებამდე.

ჩვნე მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს, და ჩვნე ვიცით, რომ კლიმატის შეცვლა შეიძლება კაცობრიობისთვის მომდევნო გლობალური კატასტროფა გახდეს უფრო დრამატული შედეგებით. დარჩენილ მოკლე დროში ჩვენ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკის დეკარბონიზირება და კვლავ ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენი აზროვნება და ქცევა".

შარან ბეროუმ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მხარი დაუჭირა ამ ზომას, და თან შენიშნა, რომ COVID-19-ის შემდეგ ჩვენი ეკონომიკის "გადაბალანსება" თუ გვინდა, აუცილებელია შევიმუშაოთ იმგვარი პოლიტიკა, რომელიც შეთანხმებული იქნება ადამიანებსა და გარემოში ინვესტირების პრინციპთან. დღეს, ჩვენი ეკონომიკა, ირწმუნება შარან ბეროუ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით დიდ დეპრესიაზე უარესი ფინანსური კრიზისისკენ მიექანება.

კერძოდ მან თქვა: "ჩვენ გვსურს ბოლო მოვუღოთ ნებისმიერ ფასად მოგების მიღების მენტალიტეტს, რადგან თუ არ ავაშენებთ მყარი ჩარჩოების მქონე ეკონომიკურ მომავალს, რომელშიც პატივს მივაგებთ ჩვენს პლანეტარულ საზღვრებს და ჩვენი ენერგეტიკული და ტექნოლოგიური სისტემების ცვლილებათა აუცილებლობას, მაშინ ჩვენ არ გვექნება ცოცხალი პლანეტა, რომელიც გამოსადეგი იქნებოდა ადამიანებისთვის"

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა მდივანმა ანტონიუ მანუელ დე ოლივეირა გუტერიშმა ასევე მხარი დაუჭირა "გლობალურ გადატვირთვას":

"ჩვენ უნდა ავაშენოთ უფრო თანასწორუფლებიანი, ინკლუზიური და მყარი ეკონომიკა, ასევე საზოგადოება, რომელიც მედგარი იქნება პანდემიის, კლიმატის და მრავალი სხვა გლობალური ცვლილების წინაშე, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით".

ყველა როდი უჭერს მხარს ამ "გადატვირთვას".

როგორ აპირებენ ეს ლიდერები დაარწმუნონ ამერიკელები და სხვა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მოსახლეობა უარი თქვან თანამედროვე კაპიტალიზმზე? ისინი აშინებენ ადამიანებს, რათა მათ დაიჯერონ, რომ ეს ცვლილებები აუცილებელია, რათა შეჩერდეს მომდევნო გლობალური "კრიზისი", რომელსაც მსოფლიო გადააწყდება, როდესაც COVID-19-ის პანდემია ბოლოს და ბოლოს ჩაცხრება. ახალი კრიზისის სახელწოდება იქნება - "კლიმატის შეცვლა".

ჯეკ ჰოუტონის,  SkyNews-ის პლატფორმის დღევანდელი რედაქტორის თქმით, "გლობალური გადატვირთვა", რომელიც შვაბისა და მისი კოლეგების თქმით, განაახლებს "კაპიტალიზმს", სხვა არაფერი იქნება, თუ არა "20-ე საუკუნის ყველაზე მომაკვდინებელი სოციალური ექსპერიმენტების დაბრუნება". და რომ, თუკი ეს ოდესმე მოხდება, ადამიანთა უმრავლესობა კიდევ უფრო დაიტანჯება:

"კაპიტალიზმი მართლაც ქმნის უთანასწორობას, მაგრამ ეს ასევე ადამიანისთვის ცნობილი ერთადერთი სისტემაა, რომელიც თანასწორობასაც ქმნის. ეს იმიტომ, რომ სიმდიდრის შექმნა - ნულოვან თანხასთან თამაში არ არის. არ არსებობს ფულის ან სიმდიდრის საბოლოო რაოდენობა. თვით კაპიტალიზმითაც შეიძლება ფულისა და სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანების გამოყვანა ტრაგედიებიდან და სასოწარკვეთილებიდან"

ამასთან ერთად, ჯასტინ ჰასკინსი, Heartland Institute-ის კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, მკვეთრად უბიძგებს კაცობრიობას სახელმწიფოებრივი კონტროლისკენ, ის მხოლოდ გააორმაგებს არსებულ პრობლემებს, რომელსაც დღეს ადამიანები აწყდებიან:

""გლობალური გადატვირთვა" - ეს არის წინადადება სრულიად შეიცვალოს გლობალური ეკონომიკა და ის კაპიტალიზმიდან კოლექტივიზმისკენ წარიმართოს", რაც წარმოადგენს "ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს კაპიტალიზმისა და ინდივიდუალური თავისუფლებისთვის".

კონსერვატიული კომენტატორი ალექს ნიუმანი ეპიზოდში "ღრმა სახელმწიფოს მიღმა" ბრძანებს, რომ ეკონომიკის გარდაქმნის ნაცვლად, ეს "გადატვირთვა" მხოლოდ მის განადგურებას მოემსახურება, თანაც შენიშნავს, რომ ის ბოლოს მოუღებს თავისუფალი ბაზრის კონცეფციას და დაამკვიდრებს შეზღუდვებს მეწარმეებისა და კაპიტალისტებისთვის. მისი თქმით, იმის ნაცვლად უბრალოდ ნება მიეცეთ საწარმოებს აწარმოონ მომხმარებლისთვის აუცილებელი საქონელი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბიზნესის მფლობელებს სოციალური სამართლიანობის სახით აიძულებს "იხტუნაონ რგოლებში".

"ბიზნესი იძულებული იქნება იხტუნაოს ეკოლოგიურ რგოლებში, რომელსაც მთავრობა მიუთითებს. სოციალური რგოლები რომ გადალახოს - დიდი ფული უნდამ ისცეთ Black Lives Matter და სოციალური სამართლიანობის სახელით გამომავალ სხვადასხვა მარქსისტულ ორგანიზაციებს".

წყარო: https://fingaring.livejournal.com/26358.html
Назад к содержимому