ტოტალური კონტროლი - ამერიკაში ადამიანების იძულებით ჩიპიზაციას წინააღმდეგობას უწევენ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ტოტალური კონტროლი
ამერიკაში ადამიანების იძულებით ჩიპირებას წინააღმდეგობას უწევენ
გლობალური კონტროლი
უარი ჩიპიზაციას

აშშ-ს შტატ მიჩიგანის საკანონმდებლო კრების ქვედა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც კომერციულ კომპანიებს თავის თანამშრომელთა სხეულებში მიკროჩიპების იძულებითი ჩანერგვას უკრძალავს. როგორც ABC News იუწყება ნებადართულია მხოლოდ ნებაყოფლობითი ჩიპირება.

კრების წარმომადგენელმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ძირითადმა ავტორმა ბრონა კალემ (Bronna Kahle) განაცხადა, რომ, ტექნოლოგიების განვითარებისდა კვალად, კანონმდებლებს მოეთხოვებათ ადამიანთა ცხოვრებაში დაიცვან ბალანსი კომპანიის ინტერესებსა და მოსამსახურეთა სურვილს შორის და შეინარჩუნონ მოქალაქეთა პრივატულობა.

კალეს თქმით, ზოგიერთი კომპანია იყენებს მინიატურულ RFID-მიკროჩიპს, რომლის ზომა ბრინჯის მარცვალს არ აღემატება. ამ ჩიპს უნერგავენ მოსამსახურეებს (დიდ თითსა და საჩვენებელ თითს შორის), რათა თვალყური ადევნონ მისი მუშაობის ნაყოფიერებას და მთლიანობაში მთელ მის საქმიანობას. ჩიპები ცვლიან ბარათ-გასაღებებს, საიდენტიფიკაციო ბეიჯებს, ზოგჯერ კი საკრედიტო ბარათებს.

კალე დარწმუნებულია მზარდ ტენდენციაში, თუმცა აღიარებს, რომ ამგვარი მოწყობილობების ფართო გავრცელებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის. ამგვარად, მიჩიგანი, გადასწრებაზე მუშაობს. ახლა კანონპროექტი შტატის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

 
არც ისე გავრცელებული პრაქტიკა

ეს გახლავთ ჩიპების ჩანერგვის არა სრული აკრძალვა, არამედ მხოლოდ ძალდატანებითის. მიჩიგანი მერვე შტატი გახდა, რომელმაც აკრძალა ჩიპების სავალდებულო ჩანერგვები, რომელიც გათვალისწინებულია დაქირავების ან სამსახურის გაგრძელების პირობებში.

სინამდვილეში, ადამიანების ჩიპირება - ყველაზე გავრცლებული პრაქტიკა როდია: ფაქტობრივად აქ იგულისხმება ცალკეული შემთხვევები. მსგავსი სახის ყველაზე ცნობილი სიუჟეტი დაკავშირებულია ვისკონსინურ კომპანიასთან სახელწოდებით Three Square Market, რომლის 80 თანამშრომლიდან 50-მა RFID-ჩიპები ნებაყოფლობით ჩაინერგა. ინფორმაცია იძულებით ჩიპირებაზე არ არსებობს და უახლოეს მომავალში მისი გამოჩენაც არ ივარაუდება.

აშშ-ში პროდუქტებისა და წამლების ხარისხის კონტროლის სამმართველომ RFID-ჩიპების ჩანერგვა ჯერ კიდევ 2004 წელს მოიწონა, მაგრამ გავრცელებული კონსპიროლოგიური თეორიების მიუხედავად, ადამიანთა ჩიპირებამ მასობრივი გავრცელება ვერ ჰპოვა. ტექნოლოგიის მხოლოდ რამოდენიმე მოყვარული თუ ინერგავს ასეთ ჩიპებს, რადგან მას პირადი ცხოვრებისთვის მოხერხებულად მიიჩნევს.

მრავალი კომპანია იყენებს სამუშაო დროს თანამშრომელთა თვალთვალის ამა თუ იმ ფორმას, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ლაპარაკია სატარებელ მოწყობილობებზე - smart-ბრასლეტებზე, ელექტრონულ ბეიჯებზე და სხვა.

წყარო: zoom.cnews.ru

ფოტოსურათის წყარო: https://panorama.pub/35823-chipirovanie-moskvichej.html
Назад к содержимому