საეკლესიო სამართალი - სქიზმატიკოსთა ნათლობა - ნიკოდიმე მთაწმინდელი მიღების წეს-განგებათა იკონომიური თეორიის წინააღმდეგ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სქიზმატიკოსთა ნათლობა:
 
  ნიკოდიმე მთაწმინდელი - მიღების წეს-განგებათა იკონომიური თეორიის წინააღმდეგ
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება
საღვთისმეტყველო ლიტერატურაში (იხ. მაგალითად, Говорун С. Из истории богословских споров XVIII века по проблеме латинского крещения, п.2.1 https://www.pravoslavie.ru/archiv/anabaptism.htm) განმტკიცებულია აზრი ნიკოდიმე მთაწმიდელზე, როგორც ე. წ. "მიღების წეს-განგებათა იკონიმიური თეორიის" ავტორზე. მიაჩნიათ, რომ ნიკოდიმემ, აღიარებდა რა მღვდელმოწ. კვიპრიანე კართაგენელის პოზიციის სიმართლეს ყველა მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა მიერ აღსრულებული ნათლობებისა და სხვა საიდუმლებების არანამდვილობაზე, და აუცილებლობაზე იმისა, რომ მართლმადიდებლობასთან შემოერთების შემთხვევაში ისინი ყველანი უნდა მონათლულიყვნენ, - იპოვა შესაძლებლობა შეეთანხმებინა ეს პოზიცია მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებეთან მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა გარკვეული ჯგუფების მირონცხებით ან სინანულით მიღების თაობაზე.
 
მართლაც, ასეთ შეთანხმებას ჩვენ ვპოულობთ პიდალიონის შენიშვნაში, რომელიც მოცემულია მოციქულთა 46-ე კანონის განმარტებაში, წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს მოწვეული კრების კანონის განმარტებაში და (უფრო მოკლედ) - პიდალიონის ზოგიერთ სხვა განმარტებებში. მათ თანახმად, წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანეს პოზიცია წარმოადგენს ნორმას (აკრიბიას), მაგრამ იმ მწვალებელთა ან სქიზმატიკოსთა შეწყნარების თვალსაზრისით, რომლებსაც რცხვენიათ ნათლობის ან (ხარისხსში აყვანისას) ხელდასხმის განმეორება, - იკონომიით შესაძლებელია მათი მიღება ნათლისღებისა და განმეორებითი ხელდასხმის გარეშე.
 
ამავდროულად ჩვენ გვაქვს პიდალიონის მკვლევარის ფ. იანგუს ავტორიტეტული შეხედულება (იხ. პიდალიონის შედგენისა და რედაქტირების ზოგიერთი ვითარება მწვალებელთა მიღების საკითხში. https://www.apocalypse.ge/saeklesio_samartali_pidalionis_shedgenisa_da_redaqtirebis_zogierti_vitareba.html), რომელიც დაცული დოკუმენტებისა და ისტორიული მოწმობების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ ნიკოდიმე განიცდიდა მძაფრ ზეწოლას მწვალებელთა და სქიზმატიკოსთა საიდუმლოებების უარმყოფელთა მხრიდან, რომლებზეც იყო დამოკიდებული პიდალიონის დამტკიცება. იმისთვის, რათა პიდალიონის გამოცემის ნებართვა მიეღო, ნიკოდიმეს მოუწია გადაეწერა მთელი რიგი ადგილები მწვალებელთა მიღების წეს-განგებებთან დაკავშირებით უფრო ხისტი პოზიციის სასარგებლოდ, უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი აბზაცი (რომელშიც სქიზმატიკოსთა ნათლობა უარყოფილია საკმაოდ მძაფრად - წმ. კვიპრიანეს დროს მოწვეული კრების ერთ-ერთი კანონის განმარტებაში) - საერთოდ ნიკოდიმეს დაუკითხავად იქნა ჩასმული პიდალიონში.
 
მწვალებელთა მიღებასთან დაკავშირებულ კანონთა განმარტებების ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს აღვნიშნოთ უკიდურეს შემთხვევაში სამი ფრაგმენტი, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან "იკონომიური თეორიის" პოზიციებს. ორი მათგანი მოცემულია ადგილობრივ კრებათა კანონების განმარტებებში, რომლებიც ეხებიან კონკრეტულად და დიდი ხნის წინ გამქრალ სქიზმატიკოსთა და მწვალებელთა ჯგუფებს. როგორც ჩანს, ეს განმარტებები თვალთახედვიდან გამორჩათ რეცენზენტებს და კრიტიკოსებს. ხოლო მესამე მოცემულია მოციქულთა 47-ე კანონის განმარტებაში, რომელიც თითქოსდა "ჩამალულია" იკონომიური თეორიის არსის შემცველი, მოციქულთა 46-ე კანონის უზარმაზარი განმარტების ჩრდილში.
 
1. კართაგენის 419 წ-ის 66-ე კანონის (პიდალიონის ნუმერაციით) განმარტებიდან (1) (2): "... წინამდებარე კანონი განაწესებს: ჩვილ ასაკში დონატისტელთა მიერ ნათელღებულები, იმის შემდეგ რაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეიცნობენ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას, ცრუ სწავლებას კი მოიძულებენ, მათი გადანათვლა საჭირო არ არის, რადგან ისინი მონათლულნი იყვნენ ნათლობით, რომელიც აღსრულებული იყო მართლმადიდებლური გადმოცემის მიხედვით (ამგვარი ნათლისღება კი მხოლოდ ერთია, როგორც ამბობს პავლე...)..."

______________________
 
1. კანონი ფაქტობრივად მიღებულია კართაგენის 401 წ-ის მიერ, წმ. ნეტ. ავგუსტინეს მონაწილეობით და განაწესებს, რომ დონატისტთა მიერ მონათლული ყრმები კათოლიკე ეკლესიაში მიღებულ იქნენ ხელდადებით და, თუ ეს მიზანშეწონილია, - მომავალში კლერიკოსთა დასშიც იქნან აყვანილნი.
 
2. აქ და ქვემოთაც კართაგენის კრების კანონთა ნუმერაცია მოცემულია პიდალიონის მიხედვით. რუსულ კანონთა წიგნში ეს არის - 68-ე კანონი, ნიკოდიმე მილაშის განმარტებებში - 57. აი ის ადგილი, რომელიც მხედველობაში ჰქონდა ნიკოდიმე მთაწმინდელს "კანონთა წიგნის" თარგმანში (აღვნიშნავთ, რომ "კანონთა წიგნი" მისდევს ბერძნულ თარგმანს, რომელიც, კერძოდ, მოტანილია ტრულის სინტაგმაში, რომელსაც ზოგიერთ ადგილას ლათნური ორიგინალისგან აზრობრივად განსხვავდება):
 
"… ჩვილ ასაკში დონატისტელთა მიერ ნათელღებულები, რომლებსაც მაშინ არ შეეძლოთ გაეგოთ, თუ რა დამღუპველი საცთური მიიღეს, ზრდასრული ასაკის მიღწევისას, როდესაც განსჯას შეძლებენ, შეიცნობენ ჭეშმარიტებას და, თავიანთ ცთომას შეიგნებენ, დაუბრუნდებიან ჭეშმარიტების ცოდნას, უგუნურებით რომ იუკადრისეს, ძველი წეს-განგების მიხედვით, მთელ მსოფლიოში გავრცელებულ ღმრთის კათოლიკე ეკლესიაში ხელისდადებით შეიწყნარონ... ეს მარტივია, როგორც გვასწავლის წმიდა მოციქული: "ერთი არის ღმერთი, ერთი - სარწმუნოება, ერთი - ნათლისღება" (ეფეს. 4:5); რაც ერთხელ არის მისაცემი, დაუშვებელია ხელმეორედ მისცენ. ამიტომაც შეაჩვენებენ რა საცთურის სახელს, ხელის დადებით შეიწყნარებიან ერთ ეკლესიაში, რომელიც, როგორც ნათქვამია, არის "მტრედი" ( ქება 2:8), ქრისტიანთა ერთი დედა, რომელშიც ყველა სიწმიდე საცხონებლად და საუკუნო ნეტარების ღირსყოფის მისაღებად სრულ იქნება. თუმცა, მწვალებლობაში მყოფთ უდიდეს გმობას და სასჯელს უქვემდებარებს".
 
რუს. თარგმანში: "... в малолетстве крещенные донатистами, не могшие тогда познати, колико гибельно заблуждение их, но по достижении возраста, способнаго к размышлению, познавшие истину, и безумием их возгнушавшиеся, по древнему чину, возложением руки да приемлются в кафолическую Божию церковь, по всему миру распространенную.… Сие просто, как учит святый апостол, глаголя: един Бог, едина вера, едино крещение (Ефес.4:5), и то, что единожды преподавати должно, не позволительно вновь воспринимати. Сего ради по предании анафеме имени заблуждения, возложением руки, да приемлются в единую Церковь, которая, по реченному, есть голубица (Песнь песней 2,8), единственная матерь христиан, и в которой спасительно приемлются все таинства вечныя и животворящия, впрочем пребывающих в ереси подвергающия великому осуждению и казни»
 
______________________

აქ ნიკოდიმე მთაწმინდელი, მისდევს რა კომენტირებადი კანონის ასოს, მღვდელმოწ. კვიპრიანესა და "იკონომიური თეორიის" საწინააღმდეგოდ, - დონატისტთა ნათლობას აღიარებს იმ ერთადერთ ნათლობად, რომლის შესახებაც არის ლაპარაკი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში (ეფეს. 4:5), მაშასადამე, სარწმუნოების სიმბოლოშიც.
 
ამრიგად, მათი ნათლობის აღიარება ეფუძნება განწესებას ნათლისღების ერთადერთობის შესახებ, და არა იკონომიურ მოსაზრებებს. შევნიშნავთ, რომ პიდალიონის 1-ელ ტომში, მოციქულთა 46-ე კანონის შენიშვნებში, განმეორებულია (და დადასტურებულია) მღვდელმოწ. კვიპრიანე კართაგენელის საწინააღმდეგო პოზიცია, რომელიც მიიჩნევდა, რომ "ერთადერთ ნათლობად" შეიძლება იწოდოს მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღსრულებული ნათლობა (3).
______________________
 
3. "მართლაც, თუკი, როგორც კრება ამბობს, ერთია კათოლიკე ეკლესია და ერთია ჭეშმარიტი ნათლობა, როგორ არის შესაძლებელი ჭეშმარიტი იყო მწვალებელთა 1და სქიზმატიკოსთა ნათლობა, მაშინ როდესაც ისინი არ იმყოფებიან კათოლიკე ეკლესიაში, არამედ მწვალებლობათა გამო განდგნენ მისგან?" (Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 1. Правила Святых Апостолов, примечание 1).
______________________
 
2. ლაოდიკიის კრების მე-7 კანონის განმარტება (ნავატიანელთა, ფოტიანელთა და ტეტრადიტთა მირონცხებით მიღების შესახებ): (4)
 
______________________________
 
4. ლაოდ. 7: "მწვალებლობიდან მოქცეულნი, ანუ ნავატიანნი, ფოტინიანნი და მეათოთხმეტიანელები, როგორც კათაკმევლები, ასევე მათი აზრით მართლმორწმუნენი, მანამ არ უნდა შევიწყნაროთ, სანამ არ შეაჩვენებენ ყველა ერესს და უფრო იმას, რომლითაც თვით არიან შეპყრობილნი. იმ დროიდან მორწმუნედ სახელდებულებმა უნდა დაისწავლონ სარწმუნოების მრწამსი, ამის შემდეგ ცხებულ იქნენ წმინდა საცხებელით და ასე ეზიარონ წმინდა საიდუმლოს"
 
რუს. კანონთა წიგნიდან: "Обращающихся от ересей, то есть новатиан, или фотиниан, или четыренадесятников, как оглашенных, так и верных по их мнению, приимати не прежде, как проклянут всякую ересь, особенно же ту, в которой они находились: и тогда уже глаголемые у них верные, по изучении символа веры, да будут помазаны святым миром, и тако да причащаются святых тайн".
______________________________
 
"ეს განწესება, II მსოფლ. კრების მე-7 კანონის თანახმად, განსაზღვრავს, რომ ნავატიანელები (მათ შესახებაც იხ. I მსოფლ. 8), ფოტინიანელები (მათ შესახებ იხ. II მსოფლ. 1) და მეათოთხმეტიანელები (მათ შესახებ იხ. II მსოფლ. 7), - კათაკმევლები იყვნენ ისინი თუ ატარებდნენ მართლმორწმუნის სახელს, - მართლმარდიდებლობისკენ მოქცევის შემთხვევაში მანამ არ უნდა დაუშვან წმიდა საიდუმლოთა ზიარებაზე, სანამ არ შეაჩვენებენ ყოველგვარ მწვალებლობას, უპირველესად კი - საკუთარს. და მაშინ, როდესაც ამას გააკეთებენ და შეისწავლიან მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს, სცხებენ წმიდა მირონს, შემდეგ კი წმიდა საიდუმლოთაც აზიარებენ, რადგან ისინი ზუსტად ისევე იყვნენ მონათლულნი, როგორც მართლმადიდებელნი, და განმეორებით ნათლობას არ საჭიროებენ".
 
როგორც ჩანს, ბოლო ფრაზა, ისევე როგორც თვით კანონში - ეხება მხოლოდ "მათთან მართლმორწმუნედ წოდებულთ". მაგრამ, აქ არსებითი გახლავთ ხაზგასმული ადგილი. მღვდელმოწ. კვიპრიანეს ეკლესიოლოგიის თანახმადაც და "იკონომიური" თეორიის თანახმადაც, მწვალებლები და სქიზმატიკოსები ეკლესიასთან შემოერთებისას ნათლობას საჭიროებენ, რადგან მოუნათლავები არიან. წმ. კვიპრიანეს თანახმად, ისინი აუცილებლად უნდა მოინათლონ. ხოლო იკონომიური თეორიის თანახმად - მათი ნათლობა საჭიროა და ეს არის ნორმა (აკრიბია), თუმცა, შეწყალების სახით - იკონომიით - დასაშვებია მათი მიღება ნათლისღების გარეშეც.
 
ნავატიანელთა და ტეტრადიტთა განმეორებითი ნათლობის აუცილებლობის უარყოფა (5) დამოწმებულ ციტატაში, როგორც მინიმუმ ათანაბრებს აკრიბიას და იკონომიას: ნორმას და მისგან გამონაკლისს.
 
____________________________
 
5. კომენტარებში ღირ. ნიკოდიმე ამტკიცებს, რომ მოცემული კანონის მოქმედება არ შეიძლება გავრცელდეს მასში ნახსენებ ფოტინიანელებზე: "მიაქციე ყურადღება: კანონთა ანონიმური კომენტატორის თანახმად, რადგან ფოტინიანელებმა განაახლეს პავლე სამოსატელის, საბელიანოსის და მონტანის მწვალებლობები და მიიჩნევდნენ, რომ ღმერთი სიტყვა არ არის დაუსაბამო და არც საუკუნეთა შემოქმედი, არამედ ამასწინათ იშვა და დასაბამი მიიღო ქალწულისგან, უნდა მოინათლონ კიდეც, თუ ისინი მიიღებენ მართლმადიდებლობას, როგორც ნათლავენ პავლიანელებს (I მსოფლ. კრების 19-ე კანონის თანახმად), საბელიანოზთ და მონტანისტებს (II მსოფლ. კრების მე-7 კანონის თანახმად), და რომელთა მწვალებლობებიც ისესხეს".
 
ნიკოდიმე მთაწმინდელი აქ მისდევს არამართლმადიდებლური ნათლობის აღიარების ტრადიციულ კრიტერიუმს, რომლის შესახებაც წერდნენ წმ. დიონისე დიდი, არლის კრების (314) მამები, ღირ. იოანე დამასკელი, ღირ. თევდორე სტოდიელი და სხვები (იხ. პუბლიკაცია: "О недопустимости перекрещивания раскольников и еретиков-тринитариев. Ответы на типовые возражения", Приложение 1). ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე, ჩამოთვლილ ჯგუფთა (როგორც ანტიტრინიტარიელთა) ნათლობა შეუძლებელია აღიარებულ იქნას. მონტანისტთა ნათლობის უარყოფაზე ლაპარაკია იმავე ლაოდიკიის კრების მე-8 კანონში. შემონახული ისტორიული მოწმობები, რომლებიც, სავარაუდოდ, ცნობილი იყო ნიკოდიმე მთაწმიდელისთვისაც, შესაძლებლობას გვაძლევს ფოტინეს მივიჩნიოთ ანტიტრინიტარებად მივიჩნიოთ.
 
____________________________

3. მოციქულთ 47-ე კანონის განმარტება - ნათლისღებასან მიმართებაში ყველაზე "ანტიიკონომიურია" წეს-განგებებთან დაკავშირებული კანონებიდან. ჯერ დავიმოწმოთ თვით კანონი:
 
მოც. 47. "თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი".
 
კანონი არა მარტო კრძალავს "ჭეშმარიტად ნათელღებულის” კვლავ ნათლობას და განაწესებს აუცილებლად მონათლულ იქნას "უკეთურთაგან შებილწული", - არამედ სასულიერო ხარისხიდან პატივაყრის სასჯელს უწესებს მის დამრღვევთ. ამ კანონის ტრადიციული განმარტება (რომელიც შინაარსით ახლოსაა მოც. 46 და მოც. 68 კანონებთან) მოცემულია თევდორე სტოდიელის მიერ ნავკრატისადმი მიწერილ წერილში (6).
 
ამ განმარტების თანახმად (იხ. ქვემოთ), "უკეთურთაგან შებილწულად" შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ანტიტრინიტართა მიერ მონათლული ან ნათლობა რომელიც შესრულებულია არა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. აქედან გამომდინარე, ნესტორიანელთა, მონოფიზიტთა, ზომიერ არიანელთა, ასევე სხვადასხვა სქიზმატურ დაჯგუფებათა ნათლობები - აღიარებულ უნდა იქნას.
____________________
 
6. "რაც შეეხება შენ მიერ თქმულს, რომ კანონი არ განასხვავებს, არამედ განსაზღვრულად ბრძანებს, რომ მწვალებელთა მიერ ხელდასხმულნი ან მონათლულნი შეუძლებელია იყონ კლირიკოსნი ან მართალნი, - მხედველობაში მიიღე, რომ მოციქულთა კანონი მწვალებლებს უწოდებს მათ, ვინც მონათლულნი არ არიან ან არ ნათლავენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
 
 
ხოლო თუ მკითხავ, რატომ იწოდებიან მწვალებლებად ესენი და ყველა შემდგომნი, უწყოდე, რომ ვამბობთ და გვესმის ეს ასე: პირველნი - მწვალებლები არიან საკუთრივი აზრით, რადგან ისინი უკეთურად ასწავლიან ჩვენი სარწმუნოების არსზე, წმიდა სამებაზე. მეორენი მწვალებლებად იწოდებიან ამ სიტყვის ბოროტად გამოყენებით და იმიტომაც, რომ ისინი მომდინარეობენ პირველთაგან. ისინი აღიარებენ სარწმუნოებას, ნათლავენ სამების სახელით და იცავენ ყოველი იპოსტასისი განსაკუთრებულ თვისებას, და არა მარტო ერთს, რაც საერთოა სამივესთვის, თუმცა სხვა საგნებზე მწვალებლულრად ასწავლიან" (Преп. Феодор Студит. Послание 40. К Навкратию, сыну).
 
____________________
 
და მართლაც: მსოფლიო და ადგილობრივი კრებების კანონებიდან (იხ. I ВС 8, II ВС 7, VI ВС 95, Лаод. 7, Карф. 66 (68) 7) ვხედავთ, რომ ეკლესიასთან მწვალებელთა შემოერთების დროს მათი წარმომადგენლები არ გადაინათლებოდნენ.
 
იკონომიური თეორიის თვალსაზრისით - პირიქით, ყოველი ნათლობა, აღსრულებული მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ (მწვალებლებთან იქნება ეს თუ სქიზმატიკოსებთან) უნდა განხილულ იქნას, როგორც "უკეთურთაგან შებილწვა". მაგრამ მაშინ გამოდის, რომ ისინი, ვინც "იკონომიით" შეიწყნარებს მათ განმეორებითი ნათლისღების გარეშე, - პატივაყრილ უნდა იქნან, ანუ კანონის მიხედვით იკონომიით მიღება პირდაპირ აკრძალულია! თუ მივიჩნევთ, რომ თვით კანონი გამოხატავს იკონომიას, ანუ მითითებული ჯგუფების წარმომადგენლები განეკუთვნებიან "ჭეშმარიტი ნათლისღების მქონეთა" კატეგორიას, - მაშინ აკრძალული აღმოჩნდება "აკრიბია" - გადანათვლა.
 
პიდალიონში ვპოულობთ შემდეგ განმარტებას ამ კანონზე:
 
"ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, როგორც უფლისგან, ასევე ღვთაებრივ მოციქულთაგან და წმიდა მამათაგან გვემცნო ერთი ნათლობა (ეფეს. 4:5), რადგან ჯვარიც ერთი იყო, და უფლის სიკვდილიც ერთია, რომლის სახედაც აღსრულდება ნათლისღება. ამიტომაც მოციქულთა წინამდებარე კანონი განსაზღვრავს: თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა, ანუ ხელმეორედ, კვლავ და თავიდანვე, როგორც ნათლისღების სრულიად არმქონეს, ანუ იმას, ვინც ჭეშმარიტად მონათლული იყო, უფლის მცნების, მოციქულებისა და ღვთაებრივ მამათა თანხმიერად, ანუ მისი ნათლობა არაფრით განსხვავდება მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნათლისღებისგან, - ამდაგვარი პატივისგან უნდა დაემხოს, რადგან ამ მეორე ნათლობით ის კვლავ ჯვარს აცვამს ღმრთის ძეს და შეურაცხყოფს მას, რასაც პავლე შეუძლებლად მიიჩნევს (იხ. ებრ. 6:4-6), და იმეორებს უფლის სიკვდილს, თუმცა, იმავე პავლე მოციქულის თქმით, სივკდილს უკვე აღარა აქვს მასზე ძალაუფლება (რომ. 6:9).
 
ზუსტად ასევე ის ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, რომელიც კათოლიკე ეკლესიის ნათლობით არ მონათლავს იმას, ვინც შებილწულია, ანუ, ვინც ნათლობა მიიღო უკეთურთაგან (ანუ მწვალებელთაგან), უნდა დაემხოს პატივისგან, რადგან ის დასცინის ჯვარსაც და უფლის სიკვდილსაც, და გააჩნია გაფუჭებული და მცდარი შეხედულება, თითქოსდა მწვალებელთა ბილწი და საძაგელი ნათლობა ჯვრისა და უფლის სიკვდილის სახეა (ეს კი ასე არ არის), ამიტომ აღიარებს მას და მიიჩნევს, რომ ის მართლმადიდებლური ნათლისღების ტოლფარდოვანია.
 
გარდა ამისა, კიდევ იმიტომ, რომ ის არ განასხვავებს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ მღვდლებს მწვალებელთა ცრუმღვდლებისგან, არამედ ერთნაირად შეიწყნარებს ერთსაც და მეორესაც როგორც ჭეშმარიტთ. რადგან მწვალებელთა ბილწი ნათლობა ჭეშმარიტ ქრისტიანებად არ შეიქმს მათ, ვინც მათი ნათლობით ინათლება, არც მათი ხელდასხმა შეიქმს მათ ჭეშმარიტ მღვდლებად, მოციქულთა 68-ე კანონის მიხედვით... ".
 
გასაგები მიზეზების გამო "იკონომია" მოცემულ განმარტებაში ნახსენები არ არის. სხვა დანარჩენში, ერთი შეხედვით, კანონის ტექსტი მკაცრად შეესაბამება მღვდელმოწ. კვიპრიანე კართაგენელის მკაცრ ეკლესიოლოგიას, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს ორი გარემოებას.
 
ა) განმარტებაში (ისევე, როგორც კანონში) ნახსენებნი არ არიან სქიზმატიკოსები. უნდა მივიჩნიოთ თუ არა მათი ნათლობა - შებილწვად? მღვდელმოწ. კვიპრიანე სწორედაც რომ ასე ფიქრობდა. მოცემულ განმარტებაში ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნიკოდიმე მთაწმინდელს უბრალოდ დაავიწყდა ისინი ან საკმარისად მიიჩნევდა წინა 46-ე კანონის საკმაოდ დეტალურ განმარტებას, მაგრამ...
 
ბ) ყურადღება მივაპყროთ გამოყოფილი ადგილებიდან პირველს:
 
"... იმას, ვინც ჭეშმარიტად მონათლული იყო, უფლის მცნების, მოციქულებისა და ღვთაებრივ მამათა თანხმიერად, ანუ მისი ნათლობა არაფრით განსხვავდება მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნათლისღებისგან..."
 
того, кто был крещен истинно, согласно повелению Господа, апостолов и божественных отцов, т.е. совершенно неотличимо от крещения православных христиан
 
ვისზეა ეს ნათქვამი? მართლმადიდებლურ ეკლესიაში მონათლულებზე? მაგრამ მათი ნათლობის სახელდება იმგვარად, რომ ის "არაფრით განსხვავდება მართლმადიდებელ ქრისტიანთა ნათლისღებისგან" - რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურად ჟღერს.
 
მაშასადამე, ლაპარაკია მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ მყოფთა ნათლობაზე, მაგრამ იმავე წეს-განგებით, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში?
 
თუმცა, ქვემოთ, ორ სხვა გამოყოფილ ადგილას, ერეტიკოსთა ნათლობა (მიუხედავად იმისა სწორია ის ფორმით თუ არასწორი) - უკეთურთა ნათლობად და სიბილწედ იწოდება.
 
მოგვიწევს აღიარება იმისა, რომ ან ნიკოდიმე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, ან კიდევ ის მაინც ჭეშმარიტ ნათლობად აღიარებს აქ არმოხსენებულ სქიზმატიკოსთა (არა მწვალებელთა) ნათლობას, რომელიც არ შეიძლება განმეორდეს, ან კიდევ ტექსტის ნაწილი ეკუთვნის სხვა ავტორს.
 
4. პიდალიონის კიდევ ერთ განმარტებაში, რომელიც განეკუთვნება მიღების წეს-განგებას - გვხვდება აშკარა წინააღმდეგობა ან აზრობრივი დაუსრულებლობა. II მსოფლიო კრების მე-7 კანონის განმარტებასი, რომელიც განყოფს ეკლესიაში შემოსაერთებელ მწვალებლებს (რომლებსაც კანონი ნავატიანელთა მსგავსად სქიზმატიკოსებსაც განაკუთვნებს) ორ ჯგუფად: 1) ვინც მიიღებიან მირონცხებით და 2) ვინც მიიღებიან ნათლისღებით (7):
 
______________________
 
7. II მსოფლიო კრების მე-7 კანონი: "მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ".
 
______________________
 
"წინამდებარე კანონი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მივიღოთ მწვალებლობიდან მართლმადიდებლური სარწმუნოებისკენ მოქცეულნი, რომელთაც სურთ გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, და ამბობს, რომ არიოზელებს, მაკედონიოსელებს და ნოვატიანელებს, რომლებზეც ამ კრების 1-ელ კანონში ვილაპარაკეთ, ასევე საბატიანელებს, მეათოთხმეტელებს, ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ იმის შემდეგ, რაც ისინი მოგვცემენ ხელწერილს (λιβέλλους), ანუ წერილობით ქარტას (ლათინურ სიტყვა libellus-ს ზონარა თარგმნის, როგორც "შინაარსის წერილობით გადმოცემას"), რომ ანათემას გადასცემენ საკუთარ და ყოველგვარ სხვა ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმიდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. მსგავსადვე I-მა მსოფლიო კრებამ მე-8 კანონში მოითხოვან ასეთივე წერილობითი გადმოცემა ნოვატიანელთაგან. შემდეგ მათ ვცხებთ მირონს ჯერ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე, და ცხებისას ვიტყვით: "სული წმიდის ნიჭის ბეჭედი". ყველა ამგვართ ჩვენ ვიღებთ აღწერილი მეთოდით, არ ვნათლავთ მათ, რადგან, ზონარას თანახმად, წმიდა ნათლობის მათეული წესი არაფრით განსხვავდება ჩვენისგან და ისინი მართლმადიდებლებივით ერთნაირად ინათლებიან.
 
ხოლო არიოზელები და მაკედონიოსელები, თუმც ისინი აშკარა მწვალებლები არიან, კანონმა დააწესა მათი მიღება იკონომიით გადანათვლის გარეშე, ჯერ-ერთი იმიტომ, რომ იმ დროს მსგავს მწვალებელთა რაოდენობა იყო ძალიან დიდი, ხოლო მეორეც იმიტომ, რომ ისინი ჩვენნაირად ინათლებოდნენ...".
 
ამ ციტატის ანალიზისას შეიძლება აღვნიშნოთ ორი ვითარება.
 
ჯერ-ერთი, ნიკოდიმე მთაწმინდელი მწვალებელთა შორის, რომლებიც კანონის მიხედვით მიიღებიან გადანათვლის გარეშე - ერთი მხრივ განასხვავებს - ნავატიანელებს (კათარებს), მეორე მხრივ კი - არიოზელებს და მაკედონიოსელებს და იკონომიის გამოყენების შესახებ წერს მხოლოდ ამ უკანასკნელთა გამო, რომლებსაც "აშკარა მწვალებლებს" უწოდებს.
 
პირველთ (როგორც ჩანს, წმ. ბასილი დიდის კვალობაზე ნიკოდიმე სქიზმატიკოსებად მიიჩნევს) - ამ მიმართებით უპირისპირებს მეორეთ, რაც შესაძლებლობას გვაძლევს დავუშვათ ვარაუდი, რომ ისინი მიიღებიან არა იკონომიით, არამედ სხვა საფუძველზე. თუმცა, შემდეგ განყოფილებაში, რომელიც ამავე კანონს ეხება (იხ. პიდალიონი. შეთანხმება), უკვე არის მითითება იკონომიაზე ნავატიანელებთან მიმართებაშიც (8). მაგრამ, თუკი ნავატიანელთა ნათლობა, ისევე როგორც არიოზელთა - იკონომიითაა დაშვებული, - რისთვისღა დავუპირისპიროთ ისინი ერთმანეთს?
______________________
 
8. შეთანხმება: "ზუსტად ასევე, როგორც წინამდებარე კანონი, ლაოდიკიის მე-7 განწესებაც ითხოვს, რათა ნოვატიანელები და მეათოთხმეტელები, როდესაც ისინი მოექცევიან მართლმადიდებლობისკენ, მიღებულ იქნან იკონომიით, ანუ საკუთარი მწვალებლობის ანათემირებით და მირონცხებით, ხოლო ფრიგველები, თუ ისინი მოექცევიან, იმავე კრების მე-8 კანონის თანახმად უნდა მოინათლონ..." (Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 2. Правила Вселенских Соборов, с .82)"
______________________

მეორეც, დიდად საინტერესოა ეს ადგილი:
 
"... ყველა ამგვართ ჩვენ ვიღებთ აღწერილი მეთოდით, არ ვნათლავთ, რადგან, ზონარას თანახმად, წმიდა ნათლობის მათეული წესი არაფრით განსხვავდება ჩვენისგან და ისინი მართლმადიდებელთა მსგავსად ინათლებიან".
 
გამოყოფილ ნაწილში ნიკოდიმე ტექსტის მსგავსად (თუმცა არა სიტყვასიტყვით) გადმოსცემს ზონარას განმარტებას (თუმცა, ეს განმარტება ეხება მხოლოდ ნავატიანელებს). შევნიშნავთ, რომ ნიკოდიმე საერთოდ ძალიან ხშირად მისდევდა ზონარას განმარტებებს, რომელიც, მისი თქმით, ზონარა "ყველა სხვა მის შემდეგ არსებულ კომენტატორებზე უბრძენესი და საუკეთესო იყო. მან განმარტა წმიდა და ყოვლადქებულ მოციქულთა წმიდა და საღმრთო კანონები, ასევე შვიდი მსოფლიო კრებისა და წმიდა მამათა განწესებები" (Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 1. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский женский монастырь. 2019 г. стр. 158, примечание 2). გადმოცემული ადგილი ზონარასთან სიტყვა-სიტყვით ასე გამოიყურება:
 
"ეს მწვალებლები არ გადაინათლებიან, რადგან წმიდა ნათლობასთან დაკავშირებით ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან, არამედ მართლმადიდებელთა მსგავსად ინათლებიან" (Книга правил. Толкования на 7-е правило II Вселенского собора).
 
ზონარას თანახმად, ჩამოთვლილ მწვალებელთა გადანათვლა საჭირო არ არის, რადგან ისინი ისედაც მონათლულები არიან ("წმიდა ნათლობასთან დაკავშირებით ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან"). ამ ჯგუფთა ნათლისღების ფორმის იგივეობა მართლმადიდებლურთან ზონარასთვის მათი ნათლობის სინამდვილის აღიარების საფუძველს წარმოადგენს. "იკონომიური თეორიის" თვალსაზრისით კი ეს - ნამდვილი მწვალებლობაა! მაგრამ ნიკოდიმე მთაწმინდელი მაინც ზონარას იმოწმებს, და თავის გადმოცემაში მხოლოდ სიტყვა "წესს" ამატებს: "ნათლობის მათეული წესი არაფრით განსხვავდება ჩვენისგან და ისინი მართლმადიდებელთა მსგავსად ინათლებიან".
 
თუმცა, ზონარას სიტყვების ამგვარი განმეორება ნაკლებად წარმატებულია: მასში მეორე მტკიცება ("მართლმადიდებელთა მსგავსად ინათლებიან") პირველის აზრობრივ განმეორებას წარმოადგენს ("ნათლობის მათეული წესი არაფრით განსხვავდება ჩვენისგან").
 
არიოზელებთან და მაკედონიოსელებთან ნოვატიანელთა მითითებული დაპირისპირებისა (იხ. ზემოთ ლაოდიკიის კრების მე-7 კანონის განმარტება) და თვით ზონარას განმარტების ანტიიკონომიური მოწმობის, როგორც ერთ-ერთი განმარტების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნავატიანელებთან (და არა არიოზელებთან) მიმართებაში ნიკოდიმე, ისევე როგორც ზონარა, ნათლისღების ფორმის სიწორეში ხედავდა საფუძველს მისი სავალდებულო (და არა იკონომიური) აღიარებისა, მაგრამ რაღაც მიზეზებით (შესაძლოა, რეცენზენტთა მოთხოვნის საფუძველზე) შეარბილა ზონარას ფორმულირება და დაამატა შეთანხმებაში დაამატა სიტყვები იკონომიაზე (თუკი შეთანხმება საერთოდ ეკუთვნის თვით ნიკოდიმეს).
 
 
დასკვნა

პიდალიონში პირველად არის აღწერილი მწვალებელთა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიღების წეს-განგების "იკონომიური" თეორია. მაგრამ მოცემულ სტატიაში ჩვენ ვიმოწმებთ მთელ რიგ ადგილებს (რომელიც უპირატესად ეხება სქიზმატიკოსთა ნათლობას), რომელიც აშკარად ეწინააღმდეგებიან ამ თეორიას. ამგვარი ადგილების რაოდენობა და მათი ურთიერთთანხმობა - შესაძლებლობას არ გვაძლევს ისინი შემთხვევითობად მივიჩნიოთ და ყველაფერი ფორმულირებების უზუსტობით ავხსნათ. ამ სიტყვების ავტორის აზრით - შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ პიდალიონში გადმოცემულია წინააღმდეგობრივი სწავლება მწვალებელთა მიღების წეს-განგებების შესახებ.
 
ამგვარი წინააღმდეგობების მიზეზი შეიძლება იყოს ტექსტში იმგვარი ფრაგმენტების არსებობა, რომლებიც არ ეკუთვნიან თვით ნიკოდიმეს (ამგვარი ჩანართებიდან ერთი პირდაპირ ეხება მიღების წეს-განგებას - ამის შესახებ წერს პროფ. თეოდორ იანგუ თავის სტატიაში, რომელიც პიდალიონის რუსული თარგმანის დასაწყისშია მოცემული (Феодор Янгу. «Пидалион»: история составления и публикации» // Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 1. Правила Святых Апостолов — преподобный Никодим Святогорец (Калливурцзис), стр. 73).
 
ამავდროულად ამგვარი წინააღმდეგობრივი ადგილების არსებობას შეიძლება ჰქონდეს სხვა ახსნაც, ამ სიტყვების ავტორის აზრით - უფრო სავარაუდოც. ნებისმიერი ავტორი, რომელსაც რეზენზენტის შენიშვნების საფუძველზე აზრობრივი შესწორებები შეეტანა უწევდა სამეცნიერო სტატიაში ან წიგნში, - იცის, რაოდენ ძნელია შეხმატკბილებულ კონსტრუქციაში გააზრებული და მისითვის უცხო ელემენტების შეტანა. ყოველი ასეთი ჩამატება ითხოვს ერთდროულად მრავალი ადგილის შეთანხმებას - საჭირო ხდება ამ ადგილების გადაკეთება - ეს კი იწვევს სხვა ადგილთა გადაკეთების საჭიროებასაც. განსაკუთრებით ძნელია ისეთი გადაკეთებები, როდესაც თვით ავტორი ამგვარი ჩასწორების თანახმა არ გახლავთ...
 
პროფ. თ. იანგუს ხსენებული სტატიიდან ვიცით, რომ ნიკოდიმეს ხანგრძლივი მიმოწერა ჰქონდა პიდალიონის რეცენზენტ არქიეპისკოპოს დოროთე ვულისმასთან. რეცენზენტი ითხოვდა პიდალიონიდან ამოღებული ყოფილიყო მითითებები არა მარტო სქიზმატიკოსთა, არამედ მწვალებელთა ნათლობის მიღების შესაძლებლობაზე, და ა. შ. როგორც ცნობილია, ხანგრძლივი პოლემიკის შემდეგ ნიკოდიმემ, იმისთვის რათა, რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნაღვაწი ნაშრომი როგორმე მკითხველამდე მიეტანა, ბოლოს და ბოლოს დათანხმდა შეეტანა ის ჩასწორებები, რომელთაც რეცენზენტი ითხოვდა (რომელიღაც მომენტში ნიკოდიმე მზად იყო ვულისმა თვით პიდალიონის თანაავტორადაც კი ყოფილიყო მოხსენიებული). სრულიად სავარაუდოა, რომ ამასთან მან არ ჩაასწორა ის ადგილები, რომელთა შეცვლას ვულისმა არ ითხოვდა, მაგრამ რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდნენ მოთხოვნილ (ჩასასწორებელ) ადგილებთან. ასევე შესაძლებელია, რომ რეცენზენტის რეაქციის გათვალისწინებით, ნიკოდიმემ წინდაწინ "შეარბილა" ყველაზე "მძაფრი" ადგილები თავის განმარტებებში და მეტიც, სხვათა, მაგალითად, ზონარას განმარტებათა გადმოცემებიც.
 
რადგან პიდალიონის პირველი ვარიანტები დაკარგულია - ნიკოდიმეს საკუთარი პოზიციის რეკონსტრუქცია მწვალებელთა მიღების საკითხში ძნელად გადასაჭრელ ამოცანას წარმოადგენს. შეიძლება მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ ვულისმას შენიშვნით ნიკოდიმე ნორმალურად მიიჩნევდა მწვალებელთა ნათლობის აღიარებას (შესაძლოა, იკონომიით). ამიტომ, ლაოდიკიის მე-7 კანონის განმარტების მიხედვით (იხ. მოცემული ტექსტის მე-4 შენიშვნა), იკონომიის გავრცელება შეუძლებელი იყო მონტანისტებზე, საბელიანოზელებზე, ევნომეველებზე და სხვა.
 
ზემოთდამოწმებული ფრაგმენტები შესაძლებლობას გვაძლევენ გავაკეთოთ ფრთხილი ვარაუდი, რომ ღირ. ნიკოდიმე დაუშვებლად მიიჩნევდა სქიზმატიკოსთა გადანათვლას. მართლაც, მოტანილ განმარტებებში ამა თუ იმ ზომით მტკიცდება შემდეგი ჯგუფების ნათლობის აღიარების ნორმატიულობა და სავალდებულობაც კი. ესენი არიან: ნავატიანელები, ტეტრადიტები და დონატისტები. თუმცა, კანონებსა და პიდალიონის განმარტებებში სამივე ჯგუფი იწოდებიან, როგორც სქიზმატიკოსებად, ასევე მწვალებლებად, ცხადია, რომ მისთვის ამ ჯგუფთა "ერეტიკულობა" ხარისხობრივად განსხვავდება არიოზელთა და მაკედონიოსელთა მწვალებლურობისგან (რომლებიც "აშკარა ერეტიკოსებად" იწოდებიან). პიდალიონის ზოგიერთ ადგილში მოცემული "იკონომიის" ხსენება ამ ჯგუფებიდან გადმოსულთა მიღების წეს-განგებაზე ცარიელ სიტყვებად რჩება (რადგან იკონომია - ამ ტერმინის თვით შინაარსიდან გამომდინარე - შეუძლებელია ნორმატიული იყოს)ს და, შესაძლოა, ჩამატებულია იმისთვის, რათა გამოირიცხოს კრიტიკოსთა ზედმეტი შენიშვნა.
 
 წყარო: pravblog.ru
Назад к содержимому