რელიგია - ეკუმენიზმის აპოკალიპტური რელიგია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
ეკუმენიზმის აპოკალიპტური რელიგია
ეკუმენისტური მწვალებლობა
ავტორი: ალექსანდრე ბუზდალოვი.

ცვლილებები ბოლო ჟამის ქრისტიანთა ცნობიერებაში იმდენად მასშტაბურ და უპრეცედენტო ხასიათს ატარებს, რომ, ის, როგორი პარადოქსულიც იყოს,  ძნელად შესამჩნევია, და უმრავლესობა, წმიდა წერილის თანახმად, ამას თვით განკითხვის დღემდე ვერ შეამჩნევს, "ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი" (1 თესალონიკ. 5:3). ქრისტიანული საზოგადოების ქრისტესგან განდგომის ეს შეუგნებლობა სწორედ მოვლენის უჩვეულო სიდიდეზე მეტყველებს, რადგან თვალს ეპარება არა მარტო ყველაზე უმცირესი ნაწილაკი, არამედ ყველაზე უდიდესიც. სწორედ ამგვარ "მშვიდობას და უშიშობას" ელტვის "ზოგადსაკაცობრიო ძმობის" და "ეკლესიათა ერთობის აღდგენის" ეგიდით "მართლმადიდებლური ეკუმენიზმი".

გავიხსენოთ მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის შესვლა "საღვთისმეტყველო დიალოგში სხვაგვარად მადიდებელ ქრისტიანებთან". ამ იდეოლოგიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პოზიციას წარმოადგენდა (და წარმოადგენს) ის "მორატორიუმიც", რომელიც კათოლიკეებთან, პროტესტანტებთან და არაქალკიდონიტებთან მიმართებაში დაედო სიტყვა "მწვალებლობას" ("ერესს"). არსებითად მივიღეთ თვით ამ კონფესიათა არაერეტიკულობის მტკიცება ახალი თეოლოგების მხრიდან.

სულ უფრო ხშირად და ჯიუტად გვესმის განცხადებები იმის შესახებ, რომ სხვაგვარად მორწმუნეები, "ზუსტად ისეთივე ქრისტიანები არიან, როგორც ჩვენ"; რომ "ეკლესიათა გაყოფა" ატარებდა მხოლოდ "ისტორიულ" (ადამიანურად "ცოდვილ"), და არა სარწმუნოებრივ ხასიათს, და ამიტომაც "ქრისტიანთა ერთობის აღდგენა" ხვალინდელ დღესავით შეუქცევადია.



Р. Bleninger-ის ნამუშევარი, ვიტრაჟი, რომელიც განთავსდა კრეტას მართლმადიდებლური აკადემიის შესასვლელში 2016 წლის სრულიად მართლმადიდებლური კრების მომზადების ჩარჩოებში.

შეუმჩნევლად გნოსტიკურ სასულიერო ინსტიტუტებში და აკადემიებში აღიზარდა პროფესორებისა და მღვდელმთავრების ახალი თაობა, რომლებიც ერთხმად უჭერენ მხარს ეკუმენისტურ დოკუმენტებს უმაღლეს საღვთისმეტყველო კომისიებში და გნოსტიკურ კრებებზე, რომელთა დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს უკვე ვეღარსად გაასაჩივრებ, თუ არა თვით უფალ იესუ ქრისტესთან.

დღეს მართლმადიდებლობა და არამართლმადიდებლობა - ეს მხოლოდ ერთი და იგივე რწმენის განსხვავებული ისტორიული ტრადიციებია; მრავალრიცხოვანი ქრისტიანული კონფესიები (პერსპექტივაში - ყველა მონოთეისტური რელიგიები) - ეს თეოლოგიურად ერთარსება სამების თაყვანისმცემელთა ლეგიტიმური სახესხვაობებია პრინციპით - "ერთობა მრავალფეროვნებაში". გამოდის, არამართლმადიდებლობა ეს თვით მართლმადიდებლობის სხვა ფორმა ყოფილა, რომლის "მწვალებლობად" წოდება დასანანი შუასაუკუნეობრივი გადმონაშთია, ვულგარული ქსენოფობიაა და მძვინვარე ფუნდამენტალიზმია, ერთი სიტყვით, საღვთისმეტყველო მოვეტონია (მოვეტონი - შეუფერებელი საქციელი - "აპოკ." რედ.).

"მსოფლიო კრებათა პერიოდში... ქრისტოლოგიური დავისა და მის მიერ  გამოწვეული განხეთქილებების შედეგად აღმოსავლეთის (ბიზანტიის) იმპერიის ეკლესიას გამოეყვნენ ნესტორიანელები, მონოფიზიტები და მონოთელიტები (მარონიტები) და თავიანთი ეროვნული ეკლესიები ჩამოაყალიბეს... ამ გამოყოფილ ეკლესიათა წარმონაქმნებში მთავარ როლს თამაშობდა არა საღვთისმეტყველო, არამედ პოლიტიკური, ეროვნული და კულტურულ-ეთნიკური ფაქტორები". "კონფრონტაცია რომსა და კონსტანტინოპოლს შორის დასრულდა ურთიერთობათა საბოლოო გაწყვეტით და 1054 წლის ანათემებით. ისტორიაში მიღებულია ამ მოვლენას პირობითად ეწოდოეს "ეკლესიათა საბოლოო განხეთქილება", თუმცა ქრისტეს ეკლესია ყოველთვის იყო და არის ერთი წმიდა საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, და მას ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ შემუსრავენ, რადგან მასთან და მასშია - ქრისტე, ყოველთვის ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ფაქტობრივად და კანონიკურად 1054 წელს მოხდა მხოლოდ ურთიერთობის გახლეჩა, ურთიერთობის შეწყვეტა (და ანათემა) კარდინალ ჰუმბერტს, პაპ ლეონ IX-ს (რომელიც ამ დროისთვის უკვე მკვდარი იყო და მემკვიდრე არ ჰყავდა) ლეგატს და პატრიარქ მიქაელ კერულარიოსს შორის სხვა აღმოსავლელ პატრიარქთა მონაწილეობის გარეშე. მიუხედავად ამისა XI-XIII  საუკუნეებში ლათიინებსა და ბერძნებს შორის არსებული ეროვნული შუღლის ძალით, ეს განხეთქილება ორივე (როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის) მხარემ აღიქვა რეალური ცხოვრების ფაქტად, რომელიც დღემდე გრძელდება. თუმცა, პატრიარქ ათენაგორასა და პაპ პავლე VI შეთანხმებით "ანათემები" სადღეისოდ "მოიხსნა" და ორივე მხარემ (რომმა და კონსტანტინოპოლმა) ეს ანათემები "არარსებულად ჩათვალეს". ურთიერთობის გაწყვეტამ და გაყოფამ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის, ორივე მხარესთვის მძიმე და საშიში შედეგები გამოიწვია" (протопресвитер Виталий Боровой, Буевский А.С. Православная Церковь и экуменическое движение (историко-богословское обозрение). В кн.: Православие и экуменизм. Документы и материалы 1902-1998. «МФТИ», 1999. С. 9, 12).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თურმე ეკლესიის ისტორიისთვის იმ უმნიშვნელოვანეს საღვთისმეტყველო დავაში არ არსებულან მართლები და მტყუვნები, ჭეშმარიტებაში თუ ცთომილებაში დამკვიდრებულნი, სამოციქულო რწმენისა თუ ბოროტმორწმუნეობის დამცველები; ეს ყველაფერი, თურმე, მხოლოდ განმარტებათა ეროვნულ-კულტურული თავისებურებები ყოფილა ან კიდევ თითოეული მხარისთვის დამახასიათებელი ცოდვილი მიდრეკილება, რომელმაც "ორივე მხარესთვის მძიმე და საშიში შედეგები გამოიწვია". და ამიტომაც დღემდე ("ასტრალურ დონეზე" ეკლესიის ერთობის შენარჩუნებისდა მიუხედავად) "გაყოფილები ვართ ჩვენი წინამორბედებისგან მემკვიდრეობით მიღებული განსხვავებებით და ღმრთისადმი რწმენის განმარტებებით... დაე ჩვენმა შეხვედრამ მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს შთააგონოს ახალი მოშურნეობით მოუწოდონ უფალს, ილოცონ მისი ყველა მოწაფის ერთობისთვის... და ყველაფერი გააკეთონ, რათა გადაილახოს ჩვენს მიერ ისტორიულ მემკვიდრეობად მიღებული უთანხმოება..." (Совместное заявление Папы Римского Франциска и Святейшего Патриарха Кирилла. http://www.patriarchia.ru/db/text/4372074).

მაგრამ თუკი კლასიკური მწვალებლობები ორთოდოქსული ცნობიერებისთვის უკვე მწვალებლობად აღარ აღიქმებიან, თეოლოგიურად ამაზე რევოლუციური რაღა უნდა მოხდეს? და ამის შემდეგ, შეიძლება თუ არა ამგვარი ცნობიერება ორთოდოქსული იყოს? - ცხადია, არა. ყოველი მსოფლიო კრება ყველა ადრე ჩატარებული მსოფლიო კრების ანათემათა განმეორებით იწყებოდა (1). თავის მხრივ, ყოველ მათგანზე იგმობოდნენ არა მარტო ერესიარქები, არამედ ისინიც, ვინც თავს იკავებდა მათი დაგმობისგან ან ცდილობდა ნეიტრალიტეტის დაცვას, და მთელ ეკლესიასთან ერთად არ წარმოთქვამდა ეკლესიის მიერ "სხვაგვარადმადიდებელთა" ანათემირებისთვის გამოთქმულ სიტყვებს" (2).

_________________

1. «… ყველას წინაშე ვაღიარებთ, რომ ვიცავთ და ვქადაგებთ იმ რწმენას, რომელიც დიდი ღმრთისა და ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიერ თავიდანვე ებოძა წმიდა მოციქულებს და მათ მიერ ქადაგებულ იქნა მთელ მსოფლიოში, რომელსაც აღიარებდნენ, განმარტავდნენ და წმიდა ეკლესიებს გადასცემდნენ წმიდა მამები, უპირატესად ისინი, ვინც ოთხ მსოფლიო კრებაზე შეიკრიბა; ჩვენც ყოველივეში მათ მივდევთ და სრულიად შევიწყნარებთ მათ; ... და ვაღიარებთ ყოველივეს, რაც ზემოთხსენებული ოთხი წმიდა კრების მიერ განისაზღვრა ერთი და იმავე სარწმუნოების შესახებ; ხოლო დანარჩენთ, ვინც ოთხმა წმიდა კრებამ განიკითხა, სხვა მწვალებლებთან ერთად დაგმობისა და ანათემის ღირსად მივიჩნევთ" (Собор Константинопольский 2-й, Вселенский Пятый. Собрание третье / Деяния Вселенских Соборов. Казань, 1908. Т.5. С. 33).

2. "ყველამ შესძახა: "... ვინც ხელი არ მოაწერა ეპისტოლეს, რომელსაც წმიდა კრება ეთანხმება, მწვალებელია..."; "(ყველა") პატივდებულმა ეპისკოპოსმა შესძახა: "ვინც ანათემას არ გადასცეს ევტიქი მწვალებელია"" (ქალკედონის კრების მე-4 საქმე. იქვე. ტ. 4, გვ. 24-25).

_________________

ამიტომაც, "ქრისტიანული განყოფის ცოდვა", როგორც გნოსტიკური დოგმატი, მთელი სიცხადით მოწმობს "მართლმადიდებლური ეკუმენიზმის" განდრეკაზე წმიდა გადმოცემისა და წერილისგან. თვით "სხვაგვარად მადიდებლობის" იდეა (რომელიც წარმოადგენს "სხვა ქრისტიანულ სამყაროს", ისტორიულად "პირობითს", გარდამავალს, "პრინციპული განსხვავების არმქონეს სარწმუნოებრივ საკითხებში") წარმოადგენს "მართლმადიდებლური ეკუმენიზმის" განდგომას მართლმადიდებლური ეკლესიის დოგმატური სწავლებისგან, და ამასთანვე, უკვე რომელიღაც სხვა (გნოსტიკური, კვაზიქრისტიანული, აპოკალიპტური) რელიგიის აღიარებას.

მკაფიო წინააღმდეგობის მოჩვენებითი გადაწყვეტისთვის და თავისი ორაზროვანი დამოკიდებულებისთვის "სხვაგვარადმადიდებლობასთან", რომელთანაც მართლმადიდებლობას ტრადიციული მიდგომა გააჩნია (ანუ მიიჩნევს მას მწვალებლობად, რომელთან ურთიერთობა დაუშვებელია), "მართლმადიდებლური ეკუმენიზმის" რელიგიაში გამოიყენება შემდეგი სოფიზმი:

"უბრალო მორწმუნეთა ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში ადვილად აღსრულდა "მწვალებლობისა" და "მწვალებლების" ცნების გადატანა ყველა არამართლმადიდებელზე (კათოლიკეებსა და პროტესტანტებზე) და დასავლეთის სხვა აღმსარებლობებზე. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ღვთისმეტყველები მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა ერთგულები დარჩნენ იმის აღიარებით, რომ "მწვალებლები" ("ერეტიკოსები') - ესენი არიან ცრუსწავლებათა მატარებლები და გამავრცელებლები, რომელთა "ერესები" დაგმობილია მსოფლიო კრებათა მიერ და განკვეთილია ეკლესიისგან. კათოლიკეები განუდგნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ არ ყოფილან კრებითად დაგმობილნი, როგორც მწვალებლები, თუმცა მათ, ჩვენი თვალსაზრისით, არასწორი ეკლესიოლოგია გააჩნიათ (და ფილიოკვეც)" (Протопресвитер Виталий Боровой, Буевский А.С. Православная Церковь и экуменическое движение. Цит. изд. С.18).

ამ სოფიზმის უარსაყოფად წმიდა გადმოცემისადმი მიმართვაც კი არ არის საჭირო (რომლის მიხედვითაც საკმარისზე მეტია ლათინობის, როგორც მწვალებლობის გამოცხადების განსაზღვრებები), საკმარისია თვით "მართლმადიდებლური ეკუმენიზმის" მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტები.

"ავტორიტეტულობის მიხედვით მსოფლიო კრებათა მსგავს კრებებად უნდა ვაღიაროთ 1341, 1347 წლების კრებათა დადგენილებები, რომლებმაც მიიღეს განსაზღვრებები ღმრთის ქმედებებზე, მადლზე, ღვთაებრივ ნათელზე და წმ. გრიგოლ პალამასეული სარწმუნოებრივი აღსარება, რომელიც გამოითქვა 1351 წლის კრებაზე" (Комиссия при Священном Синоде Русской Православной Церкви по разработке каталога тем Всеправославного Предсобора. Проекты резолютивных документов. 1968 г. Ч.1. Вера и догмат / Митрополит Никодим и всеправославное единство.  СПб., изд. «Князь-Владимирский соборо», 2008. С.97).

ამასთან მითითებული კრებების განსაზღვრებები მიმართულნი იყვნენ არა მარტო და არა იმდენად ბარლაამიტების, რამდენადაც ლათინების (უფრო ზუსტად - "გალათინებული" ბარლაამიტების") წინააღმდეგ, ანუ იმათ წინააღმდეგ, ვინც ანალოგიურად ასწავლიდან კათოლიციზმის მადლმოსილებაზე, საითკენაც გადავიდა (ან უფრო სწორედ, დაბრუნდა) კონსტანტინოპოლის მიერ ანათემირებული ბარლაამ კარლამბრიელი და იქ ეპისკოპოსიც კი გახდა (3).

_____________________________

3. შეად.: "... შეძლებისდაგვარი გულის მოგებისთვის თავის მონათესავე ლათინებისა, არა იძულებით და ასე მოტყუები თცდილობს გადაგვიბიროს მათი აზრების წყობისკენ. მართლაც, როდესაც ჩვენ მოვისმენთ "ზისაგან მონიჭეუბულ სულზე", "ჩვენზე ძის მიერ მოფენილზე" (წმ. კირილე ალექსანდრიელი. სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემისთვის. РG 68, 148 А), ხოლო შემდეგ აღმოვაჩენთ ბასილი დიდთან, რომ "მოჰფინა ღმერთმა ჩუენ ზედა მდიდრად სული ძის მიერ" (ტიტ. 3:6), - მოჰფინა, როდი წარმოქმნა, მოგვმადლა, როდი შექმნა; მოგვანიჭა, როდი ჰქმნა" (ევნომეს წინააღმდეგ V: PG 29, 772 D), ამასთან თუ დავეთანხმებით რწმენას, რომ მადლი ქმნილია, მაშინ რა დაგვრჩება ჩვენ ძის მიერ მონიჭებულის, გამოგზავნილისა და მოფენილის საწოდებლად? განა არა თვით მადლის მაწარმოებელი (ე. ი. სულიწმიდის), თუკი მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს დაუსაბამო, ხოლო ყოველგვარ მის ენერგიას ქმნილი, როგორც ამტკიცებს ახლად გამოჩენილი ღმრთისმეტყველი? განა ეს არ არის ლათინთა პირდაპირი ის აზრი, რომლისთვისაც ისინი გააძევეს ჩვენი ეკლესიის საზღვრებიდან, - რომ არა მადლი, არამედ თვით სულიწმიდა წარმოიგზავნება ძისგან და გვეფინება ძის მიერ?" ... "მაშასადამე, ყოველი მისი სიტყვა - ფარისევლობაა, აბუჩად აგდებაა და დაცინვაა ჩვენი სარწმუნოებისა; როდესაც ვკითხულობთ მასთან ეკლესიისა და სინოდის საღმრთოსა და წმიდისთვის, გეგონება ის საუბრობს ლათინურისთვის; რომ ფილოსოფოსი ყველაფერში უხრის ქედს უმეტესადრე ლათინურ ეკლესიას, ამის მოწმობადაა, რომ ჩვენი ეკლესიისგან მას არ მიუღია თითქმის არავითარი განმწმენდელი საიდუმლო ლათინური უწმინდურობისგან განსაბანად". "ოქროპირი იოანე, თანხვდომით ბასილთან სიტყვების მნიშვნელობაში, არცხვენს ლათინელებს და არღვევს ჩვენი ამაოდბრძენის ვერაგულ მონაგონს, როდესაც განმარტავს, რომ განეფინება არა ღმერთი, არამედ მადლი" (იოანე ოქროპირი. საუბარი ტიტესადმი ეპისტოლეზე. მე-6, 5; PG62, 696). ... "... ვინმეს აზრად რომ მოსვლოდა ჩამოეთვალა უკუნითიდან დღემდე არსებული ეშმაკური ერესები, დაეწერა თითქოს სატანის წიგნი და დაეყო ის თავებად, იმას გააჩნია, ეს ერესები ყოველთვის როგორ ჩნდებოდა სხვადასხვანაირად მისი ჩაგონებით, მაშინ ყველაფრის ღირსეულ განსრულებად აღმოჩნდებოდა ამ ლათინწარმართის თხზულება" ((свт. Григорий Палама. Триады. III, 1, 3-8; III, 3, 16. Цит. по изд.: Св. Григорий Палама. Триады в защиту священно-безмолвствующих. М., «Канон», 1995) (ქართული თარგმანი აღებულია გამოცემიდან: წმ. გრიგოლ პალამა. ტრიადები. III, 1:3-8; III, 3:16. ციტ. წმ. გრიგოლ პალამა. ტრიადები საღმრთოდ მდუმარეთა დასაცავად. წიგნი II. გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი. 2015 წ.).

_____________________________

მეტიც, აღმოსავლეთში ბარლაამის "ქადაგების" (ან მისი საიდუმლო მისიის) ძირითადი მოტივი სწორედაც რომ პაპიზმთან უნიის მომზადება იყო, რის წინააღმდეგაც, უპირველეს ყოვლისა, გამოვიდა პალამა, რომელიც შესაბამისი საკრებო განსაზღვრებების ინიციატორად გამოვიდა. "1334-1335 წლებში განახლდა დისკუსია ლათინ ღვთისმეტყველებთან საკლესიო უნიასთან დაკავშირებით. 1335 წლის გაზაფხულზე, პაპის ლეგატებთან მოლაპარაკებისთანავე, ბარლაამი ადგენს თავის ე. წ. "ბერძნულ" ქადაგებებს - "თანხმობაზე" (De concordia) და "კრებისადმი" (Ad Synodum). ქადაგება "თანხმობაზე" ბარლაამმა წარმოთქვა ორი ლათინი ეპისკოპოსის და იმპერატორ ანა სავოელის წინაშე საიმპერატორო სასახლეში. ვინმე იოსები, გრიგოლ პალამას ერთ-ერთი მეგობარი, ჩამოვიდა რა ათონზე, გადასცა მას ამ ქადაგების შინაარსი. შემდეგ, როგორც ჩანს, 1335 წლის მე-2 ნახევარში, გრიგოლ პალამამ დაწერა ორი აპოდიქტური ტრაქტატი "ლათინების წინააღმდეგ", რომელშიც ლათინებთან საღვთისმეტყველო კომპრომისების ყოველგვარ შესაძლებლობას უარყოფდა ... და იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას სული წმიდის გამომავლობის შესახებ, რომელსაც სრულიად დამტკიცებად სწავლებად მიიჩნევდა" (Бернацкий М.М. Григорий Палама. Полемика с Варлаамом Каламбрийским / Православная энциклопедия. М., изд.: Церковно-научный центр «Православная энциклопедия», 2006. Т.13 С.12-41).

შესაბამისად, "პალამიტური" კრებების ზოგადსაეკლესიო სწავლა-მოძღვრებითი ავტორიტეტი, რომელიც დამტკიცდა 2016 წლის კრეტას კრებაზე თვითვე ჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის "მართლმადიდებლურ-კათოლიკური საღვთისმეტყველო დიალოგი", რადგან თვალსაჩინოდ წარმოაჩენს გადაუჭრელ წინააღმდეგობებს "მართლმადიდებელ ეკუმენისტ მორწმუნეთა ყოველდღიურ ფსიქოლოგიაში".

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორთოდოქსული ღვთისმეტყველების ჩარჩოებში კათოლიციზმთან, როგორც მსოფლიო კრებათა თანასწორი კრებების მიერ დაგმობილ მწვალებლობასთან, არანარი "დიალოგი" პრინციპში შესაძლებელი არ არის, რაც აღიარა თვით ეკუმენიზმმაც კი. ამიტომ აქ "ერთობის აღდგენა" ვარაუდობს ტრადიციულ ღვთისმეტყველებაზე (წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის საღმრთო ჭეშმარიტებებსა და ეკლესიის დოგმატურ სწავლებაზე) უარის თქმას, ანუ სარწმუნოებრივ განდგომას მართლმადიდებლობის მხრიდან. რაც, განსაკუთრებით, და ობიექტურად აღინიშნება მითითებულ "მორატორიუმში" და კათოლიციზმთან "დიალოგის" წარმოებას უკვე რომელიღაც გნოსტიკური (ფსევდოევანგელური, ცრუქრისტიანული) "სიყვარულის თეოლოგიის" პოზიციებიდან ვარაუდობს.

ეკუმენიზმის რელიგიის სხვა შიდა "უთანხმოება" ეხება იმას, თუ ვის ეკუთვნის პირველობის პალმა მისი "დოგმატური ჭეშმარიტებების" გამონათებაში? ვინ შედგა ყველაზე ადრე "მთელი მსოფლიოსთვის მაცხოვნებელ" ამ გზაზე? ვის ჰქონდა ყველაზე მეტი "გამბედაობა" ამ სფეროში? ერთი სიტყვით, მათ შორის, ვინც ყველაზე მეტად არის მზად უკანმოუხედავად გაწყვიტოს კავშირი ქრისტიანობასთან, ვისაც მეტი დამსახურება აქვს ამ სრულიად ერთობის მშენებლობაში, ყველაზე მაღლა უნდა იდგეს "პატივით" გნოსტიკური სრულიადეკლესიის დიპტიქში (სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დღემდე ვერ ხერხდება "ერთობის აღდგენა", მიუხედავად იმისა, რომ მთელი საუკუნეა ტიტანურ ძალებს ახმარენ გაერთიანების საქმეს; რის გამოც გაჩაღებულია ბოლო ჟამის მთელი საეკლესიო-გეოპოლიტიკური "არმაგედონი" და, სადაც მხედველობაშია მიღებული კრეტას კრების კოლიზიები და პარალელური ეკლესიის დაფუძნება უკრაინაში).

"სრულიად რუსეთის კრებამ 1918 წლის 7/20 სექტემბრის ბოლო სხდომაზე დაამტკიცა "ეკლესიათა გაერთიანების განყოფილების" დადგენილება. კრების დადგენილებებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიათა გაერთიანების საკითხი საეკლესიო ურთიერთობათა ისტორიაში პირველად დადგა ისეთ მაღალ (ყველაზე მაღალ) დონეზე, როგორიცაა საეკლესიო კრება (მოცემულ შემთხვევაში რუსეთის ეკლესიისა), თანაც ნათან სედერბლომის (ცნობილი შვედი არქიეპისკოპოპსი, რომელმაც წამოიწყო ეკუმენისტური მოძრაობა "სიცოცხლე და მოღვაწეობა") ეკუმენისტურ ინიციატივამდე, სამი წლით ადრე 1920 წლის კონსტანტინოპოლის ენციკლიკისა და 44 წლით ადრე ვატიკანის II კრებამდე (1962). 1918 წლის 20 სექტემბრის კრების დადგენილება კრების ბოლო საქმე იყო მისი დასასრულის წინ. ეს იყო კრების ბოლო სიტყვა: კურთხევა ყველა მათ, ვინც ქრისტიანთა გაერთიანებისთვის იღვწის; კურთხევა გაერთიანების საქმეს. ამისთვის კრებამ წმიდა სინოდს დაავალა შეექმნა მუდმივმოქმედი ორგანო; ის, რაც ადრე კრებაზე "ეკლესიათა გაერთიანების განყოფილებად" იწოდებოდა, ხოლო სინოდში უნდა ყოფილიყო "მუდმივი კომისია" განყოფილებებით რუსეთსა და უცხოეთში, დღეს იწოდება "მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა ურთიერთობის განყოფილებად" (Протопресвитер Виталий Боровой, Буевский А.С. Православная Церковь и экуменическое движение. Цит. изд. С. 27).

შეიძლება ითქვას, რომ "მართლმადიდებლური ეკუმენიზმის" იდეოლოგთა მხრიდან მეორე ვატიკანის მუდმივი დამოწმება, როგორც საღვთისმეტყველო ორიენტირისა და ავტორიტეტისა, მათ ახალ ბარლაამიტებად წარმოაჩენს (ლათინობის საიდუმლო აგენტურის თვალსაზრისით, რომლებიც უნიატობის აპოლოგიას ეწევიან) და ირიბად მოაწევს მათზე XIV ს-ის კონსტანტინოპოლის კრებათა განსაზღვრებებს... მაგრამ რისთვის არის საჭირო ასეთი რთული სილოგიზმები, თუკი მათ სულაც არ აწუხებთ, არ აშფოთებთ და არ აჩერებთ აწუხებთ, მსოფლიო კრებათა პირდაპირი ანათემებიც კი მათ მიმართ, ვინც ანათემას არ გადასცემს ანტიქალკიდონიტებს.

წყარო: history-of-ideas.ru
Назад к содержимому