რჩევები მშობლებს - უსაფრთხოების რეჟიმი youtube-ზე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > რჩევები მშობლებს

უსაფრთხოების რეჟიმი youtube-ზე

ინტერნეტი

youtube-ზე მრავალი სასარგებლო მასალაა განთავსებული ყველა ასაკის ადამიანისთვის. კერძოდ, ესენია: სასწავლო ფილმები, მულტფილმები, თამაშები, გადაცემები და მრავალი სხვა.

მაგრამ, ამასთანავე აქ დიდი რაოდენობითაა ბავშვებისთვის მავნე კონტენტი: რგოლები სერიიდან +18, ძალადობა, მავნე ჩვევების პროპაგანდა და კიდევ სხვა. ბავშვი შეიძლება შემთხვევით გადააწყდეს ამგვარ ვიდეოებს ან სპეციალურად მოძებნოს ასეთი კონტენტი, მაგალითად, რეკომენდირებული ვიდეო ლინკის დახმარებით

ბუნებრივია, რომ ბავშვების ქცევა YouTube-სა და ინტერნეტში მშობლებმა უნდა აკონტროლონ. YouTube-ში არის უსაფრთხოების დასაყენებელი ფუნქციები, რომლებიც სწორედაც რომ სასარგებლოა რგოლების ფილტრაციისთვის, რომელიც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს პატარა მომხმარებლისთვის. ხოლო მშობლებს გამოუთავისუფლდებათ დიდი დრო - უკვე აღარ იქნება საჭირო ბავშვის გვერდით ჯდომა, თუ ის, მაგალითად, უყურებს ინგლისურის გაკვეთილს. თუმცა, ვერ გვექნება იმისი გარანტია, რომ ბავშვი არ ჩართავს მულტფილმს, სამაგიეროდ გვექნება გარანტია, რომ ის არ გახსნის რაიმე აკრძალულს, ასე რომ, მშობელს შეუძლია წავიდეს თავის საქმეზე, ხოლო YouTube დატოვოს უსაფრთხო რეჟიმში.

ამრიგად, პირველი, რაც უნდა ახსოვდეს უსაფრთხოების რეჟიმზე გადასვლის მსურველს, არის ის, რომ ამგვარი რეჟიმი ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებულ და ავტორიზებულ მომხმარებელთათვის. ამიტომაც, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვს ფოსტა Google-ზე (ქართ.: "გუგლი"), არადა სწორედ მას ეკუთვნის YouTube-ც, უნდა შექმნათ იგი.

გავიმეორებთ, რომ "Google-ზე აკაუნტის ქონა" ნიშნავს, რომ თქვენ გაგაჩნიათ Google-ს ელექტრონული ფოსტა, რომელსაც ექნება ასეთი სახე: example1@gmail.com (გასაგებია, რომ სიტყვა example1 ჩვენ გამოვიყენეთ სანიმუშოდ, მაგალითისთვის, თქვენ ამ სიტყვის ნაცვლად ჩაწერთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სხვა სიტყვას), და მაშინ თქვენთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება Google-ს ნებისმიერი სერვისი, მათ შორის, YouTube-ს ვიდეოჰოსტინგიც.

"გუგლის" აკაუნტი თუ არ გაქვს, შექმენით იგი. ამისთვის, ვიდეოჰოსტინგის საიტზე, მარჯვენა მაღალ კუთხეში მოძებნეთ ფუნქცია "შესვლა" (იხ. სურ. ქვემოთ) და მონაცემთა შეყვანის ფორმაში დააჭირეთ ღილაკს "აკაუნტის შექმნა". შემდეგ კი შეიყვანეთ ყველა საჭირო მონაცემი, რომელსაც ფორმა ითხოვს, რის შემდეგაც დაასრულებთ პროცედურას და შეხვალთ საკუთარი მონაცემებით YouTube-ზე.





გამოიყენეთ პაროლის შენახვის ფუნქცია, რათა ყოველ შესვლაზე პაროლის თავიდან შეყვანა არ გახდეს საჭირო და საიტზე შესვლა გახდეს ავტომატური. უსაფრთხოების ფუნქციები იმოქმედებს მაშინაც კი, თუ ბავშვი დააჭერს ღილაკს "გამოსვლა". უსაფრთხოების გამოსართავად საჭირო გახდება აკაუნტის პაროლი, რომელიც ბავშვებისგან საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.


უფრო დეტალურად გადადით ლინკზე: "უსაფრთხო რეჟიმი"

ჩამოსწიეთ YouTube-ს გვერდი ქვემოთ, ე. წ. "სარდაფში" თქვენ ნახავთ ასეთ სურათს:




აქვეა ღილაკი "უსაფრთხოება", ან "უსაფრთხო რეჟიმი", როცა მას დააჭერთ ქვემოთ გამოჩნდება ცნობა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ეს ფუნქცია. ტექსტის ქვეშ აირჩიეთ ფუნქცია "ჩართვა" (ციფრი 1 ქვედა სურათზე). ამის შემდეგ თქვენ თუ დააჭერთ ღილაკს "შენახვა" (ციფრი 3 ქვედა სურათზე), მაშინ YouTube-ს უსაფრთხო რეჟიმის გამორთვა იქნება ისევე ადვილი, როგორც მისი ჩართვა.


რაც შეეხება მოზარდთა დაცვას არასასურველი კონტენტისგან, ან კიდევ უფრო გონებამახვილი პატარებისგან, უკეთესია ყველაფერი უფრო საფუძვლიანად იქნას დაბლოკილი. ამიტომაც, იმის შემდეგ, რაც აირჩევთ ფუნქციას "ჩართვა", საჭიროა დამატებით დააჭიროთ ლინკს "Зафиксировать безопасный режим в этом браузере" ("დაფიქსირდეს უსაფრთხო რეჟიმი ამ ბრაუზერში") (იხ. ციფრი 2-ე ქვედა სურათზე), ამის შემდეგ უნდა შეიყვანოთ თქვენი აკაუნტის პაროლი.



ახლა უსაფრთხოების რეჟიმის მოსახსნელად საჭირო გახდება პაროლი, მაშინაც კი თუ თქვენ დააჭერთ ღილაკს "გამოსვლა" გვერდის მაღალ მარჯვენა კუთხეში. მეტიც, - უსაფრთხო რეჟიმი იმოქმედებს Google-ის საძიებელში.

მაგრამ, მხედველობაში უნდა გქონდეთ, - ეს ფუნქციები ვერ იძლევა 100% გარანტიას. რეჟიმის დაყენების მომენტში YouTube გაფრთხილებთ, რომ იდეალური ფილტრი არ არსებობს, და იბლოკება მხოლოდ არასასურველი შინაარსის ის რგოლები, რომლებიც ამგვარი ნიშნით არის აღნიშნული მომხმარებლების ან სხვა ინსტანციების მიერ. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დატოვოთ დიდხანს თქვენი შვილები YouTube-სთან ან ინტერნეტთან, მშობლების კონტროლი მაინც აუცილებელია.

თუკი ბავშვები არ იმყოფებიან კომპიუტერთან და თქვენ გადაწყვიტეთ ნახოთ რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ დიდებისთვის არის რეკომენდირებული (არ არის სავალდებულო ეს იყოს რაიმე უხამსობა), YouTube-ს უსაფრთხოების რეჟიმის გამორთვა შესაძლებელია შემდეგი სახით:

1. შედით Google-ს თქვენს აკაუნტში. ამისთვის დაგჭირდებათ აკაუნტის ლოგინი და პაროლი.

2. შემდეგ გამორთეთ უსაფრთხოების რეჟიმი გვერდის ქვედა ნაწილში ღილაკით "უსაფრთხოება" ან "უსაფრთხო რეჟიმი" (იხ. ქვემოთ ნახატზე, წითელი ჩარჩოთი შემოხაზული ფუნქცია). ამისთვის დაგჭირდებათ საკუთარი ლოგინი და აკაუნტის პაროლი.

იხილეთ ვიდეო ზემოთ აღწერილი პროცესის ვიდეო გაკვეთილი:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/5-gsHiEnqJI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

შენიშვნა: უსაფრთხოების რეჟმის ჩართვის შემდეგ, თქვენ არ მოგეცემათ შესაძლებლობა დააკომენტაროთ სხვისი ვიდეოები.

წყარო: http://www.compgramotnost.ru/deti/kak-zashhitit-detej-na-youtube-rezhim-bezopasnosti

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню