რჩევები მშობლებს - რა და როგორ აშინებს ბავშვებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > რჩევები მშობლებს

რა და როგორ აშინებს ბავშვებს?

და როგორ უნდა დაიხსნან მშობლებმა ისინი ამ შიშებისგან

ღამის შიშები

რაში მდგომარეობს პატარების შიშების მიზეზი? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი ამ შიშებს გააჩნიათ რელიგიური შეფერილობა? როგორი შეცდომები არ უნდა დაუშვან დიდებმა ასეთ შემთხვევაში?

ამ შეკითხვებს პასუხობს პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის (მოსკოვი) რექტორი ანდრია ლორგუსი.


ბავშვური შიშები არსებობდა ყველა დროს და ყველა ხალხში. მათი შინაარსი შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ გარეგნული გამოვლინებები, და მიზეზები მათში ყოველთვის ერთი და იგივეა. ფობიების (შიშების) ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ბავშვი აწყდება მძიმე ცხოვრებისეულ ვითარებებს და ამასთან მოწყვეტილია მშობლების მხარდაჭერას, ის პირისპირ რჩება თავის პრობლემებთან.

თუმცა, შიშიც არის და შიშიც. ისეც ხდება, რომ განსაკუთრებით ემოციურ ბავშებს ხშირად აუთამაშდებათ წარმოსახვა, განსაკუთრებით, თუკი მათ წაიკითხეს ან ნახეს ისეთი რამ, რაც ჯერ კიდევ ადრეა მათთვის ასაკობრივი თვალსაზრისით, მაგალითად, გოგოლის "ვიი". მაგრამ ასეთი შიშები სწრაფად გადის, ეს, უფრო ფანტაზიაა, ვიდრე შიში.

***


სამყარო, რომელშიც იზრდებიან ჩვენი ბავშვები, - არც ისე სიმპათიური სამყაროა. მასში ხდება სტიქიური უბედურებები და ტერაქტები, მასში ადამიანები იტანჯებიან და შიმშილობენ. როგორ მოვუთხროთ ბავშვებს მის არასრულყოფილებაზე? როგორ მოვამზადოთ ისინი ცხოვრებისთვის? ბოლოს და ბოლოს, ამ სამყაროში ბავშვებს ჩაგრავენ არა მარტო სხვა ბავშვები, არამედ დიდებიც. რა ვქნათ? სასათბურე პირობებში გავზარდოთ ისინი თუ არ დავუმალოთ ცხოვრების სისაძაგლეები? დავიცვათ ისინი თუ გავაკაჟოთ? სად არის ოქროს შუალედი?

თუმცა არის უფრო სერიოზული შიშებიც. მათი მიზეზი - შფოთიანი, საგანგაშო მდგომარეობაა, რომელიც დანაშაულის გრძნობასთან არის დაკავშირებული. ხოლო დანაშაულის გრძნობა არცთუ იშვიათად ჩნდება უფროსების გამო, თანაც ყველაზე ახლობელი უფროსების გამო, როგორებიც არიან - მშობლები, წინაპრები და სხვა.და მე ვლაპარაკობ არა რომელიღაც მონსტრებზე, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებსაც წესით სიკეთე უნდა სურდეთ თავიანთი შვილისთვის, მაგრამ გაუაზრებლობის გამო საშინელ შეცდომებს უშვებენ.

უპირველეს ყოვლისა: დაუშვებელია რაღაც მოქმედების ან აღიარების მისაღებად ბავშვის შეშინება. ბავშვის ცნობიერებით ამგვარი მანიპულირება ხდება ტრავმის გამომწვევი სახეებით. ყოველგვარი განკარგულება, როგორიც არის, მაგალითად, - "თუ ფაფას არ შეჭამ - გუდიანი მოვა და წაგიყვანს", "არ დამემორჩილები? - პოლიციაში წაგიყვან", და მისთანანი. ასეთი ვაი-პედაგოგიკა არ ითვალისწინებს უმძიმეს შედეგებს, რომლებიც შეიძლება წლების და ათწლეულების განმავლობაშიც კი გაჰყვეს ბავშვს თავის ცხოვრებაში. თანაც ეს შედეგები შესაძლოა გამოვლინდეს ან არ გამოვლინდეს. შეუძლებელია ბავშვის ფსიქიკის პროგნოზირება და დაპროგრამება.

სამწუხაროდ, ამ თემას გააჩნია "საეკლესიო" ასპექტიც. ზოგჯერ მორწმუნე მშობლები პატარებს აშინებენ ეშმაკებით, საზვერეებით, ჯოჯოხეთის სატანჯველებით, და დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ქრისტიანული აღზრდაა. ეს ეხება საკვირაო სკოლების ზოგიერთ პედაგოგებსაც, და ვაი რომ ზოგიერთ მღვდელმსახურსაც. ჩემი აზრით, ეს უმძიმესი შეცდომაც კი არ არის, - ეს დანაშაულია!

საერთოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დემონებზე და ჯოჯოხეთზე საუბარს სკოლამდელი ასაკის (ასევე დაბალი კლასების) ბავშვებისთვის კატეგორიულად არ გირჩევთ. როდესაც ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ველაპარაკებით, ბავშვებს უპირველეს ყოვლისა უნდა ვესაუბროთ ქრისტეზე, სიყვარულს და სიხარულზე, ცოდვისა და სიკვდილის დამარცხებაზე და მარადიული სიცოცხლის გამარჯვებაზე. ეს, სხვათა შორის, ეხება ბავშვების ლოცვებსაც. მშობლებისა და პედაგოგის ამოცანაა - შექმნან განსაკუთრებული პირობები ბავშვთა ლოცვითი პრაქტიკისთვის. საჭიროა მისგან ამოვიღოთ ის ლოცვები, სადაც ნახსენებია ჯოჯოხეთური სატანჯველი, დემონები და მსგავსი რამეები.

ხოლო თუ ბავშვებს უჩნდებათ ასეთი შეკითხვები (რადგან სრულიად გასაგებია, რომ შეუძლებელია მათთვის აბსოლუტურად სტერილური გარემოს შექმნა, ვინაიდან ისინი მაინც სადმე რაღაცას მოჰკრავენ ყურს), მაშინ დაფიქრებული პასუხის მიცემა გვმართებს. უპირველეს ყოვლისა მათ უნდა ვუთხრათ, რომ ქრისტე ყოველთვის ჩვენთანაა, ყოველთვის აქვეა, გვერდითაა, ის ყოველთვის დაგვიცავს ნებისმიერი ბოროტებისგან, თუკი მას ამის შესახებ შევთხოვთ. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა დემონებისა და ჯოჯოხეთის არსებობაზე, არამედ იმაზე, რომ ქრისტიანს გააჩნია უძლიერესი დაცვა. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაშინოთ ბავშვები!

რომელ ასაკამდე შეიძლება გავატაროთ ამგვარი პოლიტიკა? აქ ცალსახა პასუხი არ არსებობს, აქ საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, და თუ მშობლები ყურადღებით მოეკიდებიან საკუთარ შვილებს, თუკი მათ გააჩნიათ მჭიდრო კონტაქტი ბავშებთან, მაშინ, შეიძლება გავიგოთ თუ როდის და რა დონით ან რა დოზით შეიძლება შევეხოთ მათთან ამგვარ თემებს.

ხოლო თუ უფროსები მოქმედებენ არასწორად, თუ ისინი აშინებენ ბავშვებს, მაშინ პატარებს შეიძლება ჩამოუყალიბდეთ დანაშაულის გრძნობა მშობელთა, წინაპართა, მასწავლებელთ მიმართ, და ისინი ამ დანაშაულის გრძნობას ვერ მოერევიან, ის დათრგუნავს მათ, გაუჩენს მოჭარბებულ მშფოთვარებას, განგაშის გრძნობას, ხოლო ამგვარი რამ ქმნის მეტად ნეგატიურ ემოციურ ფონს.

ამ გრძნობის განცდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალზედ ძნელია, და ამიტომაც ბავშვის ფსიქიკა თავდაცვას იწყებს. კერძოდ: ბავშვი შეგნებულად ირჩევს შიშის საგნებს და მათ საკუთარი შეშფოთებისა და დანაშაულის გრძნობის წყაროებად მიიჩნევს. მაგალითად, ის ფიქრობს: მე თუ დედას ვაწყენინე, მაშინ დემონები ჯოჯოხეთში რკინის კაუჭებით მაწამებენ და ცეცხლით დამწვავენ. ან კიდევ: მე თუ ვინმეს მოვატყუებ, მაშინ ღამ-ღამობით ჩემთან ეშმაკი მოვა და მაწამებს.

მოკლედ, ეს არის ბავშვის მცდელობა როგორმე მოახდინოს თავისი საგანგაშო მდგომარეობის რაციონალიზირება, როგორღაც ახსნას, თუ რა ხდება მის თავს და რატომ. ასეთია ხშირ შემთხვევაში ბავშვების შიშის გაჩენის მექანიზმი. რეალურად ამგვარი შიშის უკან დგას ნევროზი, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს წმიდად სამედიცინო პრობლემები, ასევე მცდარი აღზრდა. ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარი ნევროზი ჯერ უნდა გამოვლინდეს, შემდეგ კი მკურნალობას უნდა დაექვემდებაროს.

შიში, - ეს არის ორგანიზმის თავდაცვითი მექანიზმი, ის აუცილებელია ადამიანისთვის. არსებობს შიშები, რომლებსაც შეიძლება ბიოლოგიური შიში ვუწოდოთ. ისინი ჩვენში ბუნებრივად არის ჩადებული. მაგალითად, შიში დიდი და ბანჯგვლიანი ცხოველების წინაშე, რომლებსაც აქვთ დიდი კბილები, აგრეთვე სიმაღლის შიში, წყლის შიში და სხვა...

თუმცა ისეც ხდება, რომ ბავშვის თავს მართლაც რაღაც ცუდი რამ ხდება - არა ფანტაზია, არამედ რეალური მოვლენა, რომელსაც ის ფსიქიურ ტრავმამდე მიჰყავს. თანაც ასეთია ვითარებები, როდესაც ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში რჩება მარტო, უმწეოდ, მშობლებისა და უპირველეს ყოვლისა დედის გარეშე. ეს ტრავმატული ვითარება ასევე შობს ნევროტულ შიშს, და, ისეც ხდება, რომ ამგვარი შიშები ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. მაგალითად, სიბნელის ან სიმაღლის შიში, ღია სივრცის შიში, წყლის შიში, ცეცხლის, ავტომობილით, თვითმფრინავით მოგზაურობის შიში, შიში საჯარო გამოსვლების წინაშე და სხვა. შიშები შეიძლება უამრავი სახის იყოს, მაგრამ ყველა მათგანის უკან დგას ფსიქოლოგიური ტრავმა. აი ეს შიშები უკვე სერიოზული საქმეა და ძალზედ ძნელია მათთან მუშაობას.

ზოგჯერ ამგვარი შიშებით შეპყრობილი ადამიანები მიმართავენ არა მარტო ფსიქოლოგებს, არამედ მღვდლებსაც და აღსარებაზე უყვებიან მათ შეასხებ: რა ვქნა, მამაო, მე მეშინია ამისი და ამისი. მაგალითად, სამუშაო დაკავშირებულია მივლინებებთნ, მე კი ფრენის მეშინია. ან კიდევ, საჭიროა ხელი მოეწეროს ფინანსურ დოკუმენტებს, მე კი მეშინია არ დამაპატიმრონ. ამას ამბობენ ზრდასრული ადამიანები, მაგრამ მათი ამგვარი შიშების უკან დგანან ბავშვობაში განცდილი შიშები და ფსიქიური ტრავმები.

არსებობს კიდევ ერთი თემა, რომლის ავლას ვერანაირად მოვახერხებთ, და ის შესაძლაო ყველაზე მეტად აშფოთებდეს ბავშვებს მათი განვითარების უადრეს ასაკში. ეს არის სიკვდილის თემა.

სიკვდილის შიში (როგორც საკუთრი, ასევე ახლობელი ადამიანებისა) - ბავშვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია. მაგრამ პატარა, რომელიც იზრდება მორწმუნე ოჯახში მეტწლიად დაცულია ამგვარი ფობიისგან, ვიდრე მისი ის თანატოლები, ვისი მშობლებიც გულგრილნი არიან სარწმუნოებისადმი. რადგან ეკლესია ქადაგებს სიკვდილზე, ვნებაზე და ცხოვრებაში არსებულ ყოველგვარ სულიერ უბედურებებზე გამარჯვებას.

ყველა ქრისტიანი (უფროსებიც და ბავშვებიც) დაქვემდებარებულია სიკვდილის შიშს, მაგრამ ეკლესიაში ეს შიში სხვაგვარად იძლევა, მას უპირისპირდება მძლავრი კედელი: ქრისტეს აღდგომის სიხარული, რომელიც ყველა მკვდარს აღადგენს. ქრისტიანმა იცის: სიკვდილი - დროებითია. თუ მშობლები თვითონ არიან ამ ნათელი რწმენის მატარებლები, მაშინ არც ბავშვს შეეშინდება სიკვდილის, თუნდაც ის ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას შეეყაროს.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, თუ ისინი ამჩნევენ რაიმე ფობიას თავიანთ შვილებში?

ჯერ-ერთი, ისინი უნდა გაერკვნენ საკუთარ შიშებში, რადგან ხშირად სწორედ უფროსთა შიშები ხდებიან პატარების ფობიათა მიზეზები. მშობლებმა ბავშვების წინაშე რომც დამალონ თავიანთი შიშები, მათი მშფოთვარე მდგომარეობა, მათი ნევროზულობა მაინც შექმნის იმ ემოციურ ფონს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ნევროტული მდგომარეობის წარმოშობას.

მეორეც, საღად უნდა შევხედოთ მთლიანად საკუთარ ოჯახურ ცხოვრებას და გავიგოთ, რომ დაუშვებელია ბავშვისთვის შეიქმნას მძიმე, მატრამვირებელი ვითარებები.

მესამეც, თუ ბავშვს აქვს გაურკვეველი და აუხსნელი შიშები, საჭიროა მივიდეთ სპეციალისტებთან, ანუ ბავშვთა ფსიქოლოგებთან.

მეოთხე, საჭიროა ხშირად ვიყოთ ბავშვებთან, არ დავტოვოთ ისინი მარტო, განსაკუთრებით როცა იძინებენ და როდესაც იღვიძებენ, არ დავტოვოთ ისინი მარტო სახლში - მაგალითად, როდესაც ის სკოლიდან მოდის სახლის საკუთარი გასაღებით.

და საერთოდ, უნდა გვესმოდეს, რომ დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ პატარების მიმართ, უნდა დავაკვირდეთ მათ: რითი ცხოვრობენ ისინი, რას გრძნობენ. ბავშვები თავიანთი განცდებს ზოგჯერ ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი არ ანდობენ. ასე, რომ მეტი ყურადღება და მზრუნველობა ბავშვებს!

წყარო: https://foma.ru/chto-i-kak-pugaet-detey.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню