რჩევები მშობლებს - დაიცავით ბავშვები მასმედიის მავნე ზეგავლენისგან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > რჩევები მშობლებს

რჩევები მშობლებს: დაიცავით ბავშვები მასმედიის მავნე ზეგავლენისგან

ბავშვების დაცვა მასმედიისგან

ტელევიზორი




გაიტანეთ ტელევიზორი ბავშვის ოთახიდან;

მიეცით ბავშვს მხოლოდ იმ ფილმებისა და გადაცემების ნახვის უფლება, რომლებიც ჯერ თვითონ ნახეთ და სასარგებლოდ მიგაჩნიათ მისი განვითარებისთვის;

შეიყვანეთ პაროლი ტელევიზორზე (რათა ბავშვებს არ ჰქონდეთ ადვილდ წვდომადობის უფლება) და იმ არხებზე, რომლებიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისთვის;

ტელევიზორის ერთობლივი ყურების დროს განუმარტეთ ბავშვებს დადებითი და უარყოფითი მაგალითები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ეკრანზე;

უპირატესობა მიანიჭეთ ძველ ფილმებსა და მულტფილმებს;

შექმენით ოჯახის ვიდეოთეკა.


კომპიუტერი



შექმენით ბავშვებისთვის ცალკე პროფილი კომპიუტერზე და მოაწყვეთ წვდომის უფლება თქვენი შეხედულებისამებრ - ამისთვის ისარგებლეთ Windows-ის ფუნქციით "მშობლის კონტროლი" (რუს.: родительский контроль) (ინსტრუქცია 1; ინსტრუქცია 2).

განსაზღვრეთ დრო, რომელიც შეიძლება ბავშვმა დაჰყოს კომპიუტერთან;

კვირაში ერთხელ შეამოწმოეთ კომპიუტერთან ბავშვის მოქმედების ისტორია (ინსტრუქცია).


ინტერნეტი



დააყენეთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ზღუდავს იმ საიტების ნახვის შესაძლებლობას, რომელიც ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებუი (ფასიანი
როგ. უზრუნველყოფა: ნიმუში 1, ნიმუში 2; უფასო პროგ. უზრუნველყოფა: ნიმუში 1, ნიმუში 2);

შექმენით თქვენის აზრით სასარგებლო საიტების სია და შეიტანეთ ისინი სწრაფი წვდომადობის პანელში;

კვირაში ერთხე შეამოწმეთ ბავშვის მიერ ინტერნეტში ნანახი საიტების ისტორია;

ყოველკვირეულად დაუთმეთ დრო თქვენი და თქვენი ბავშვის საქმიანობას ინტერნეტში, რათა ასწავლოთ მას ამ რესურსის სასარგებლო გამოყენება.

ძირითად საძიებელ სისტემად დააყენეთ "იანდექსის საოჯახო საძიებელი" (family.yandex.ru), "Google-ს უსაფრთხო საძიებელი" და
"YouTube-ს უსაფრთხო რეჟიმი"


სოციალური ქსელები



განსაზღვრეთ დრო, როდის შეეძლება ბავშვს შევიდეს სოციალურ ქსელში სახლის კომპიუტერიდან;

შეუზღუდეთ ბავშვს აკაუნტების რაოდენობა სოცქსელებში, მათი მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს ორით, სასურველია ერთი აკაუნტი.

შექმენით საკუთარი აკაუნტი, "დაუმეგობრდით" საკუთარ შვილს სოცქსელში და კვირაში ერთხელ საკუთარი აკაუნტიდან შეამოწმეთ თქვენი შვილის გვერდი, ხომ არ არის მასზე დაუშვებელი ფოტოსურათები, პოსტები, ფრაზები (ეს თქვენ დაგეხმარებათ უკეთ ჩასწვდეთ თქვენი შვილის ინტერესებს: საყვარელ მუსიკას, ფილმებს, წიგნებს და ა. შ.).




აკონტროლეთ თანამეგობრობათა რაოდენობა, რომლებშიც შეიძლება გაწევრიანდეს თქვენი შვილი. მათი რაოდენობა შეზღუდეთ ათამდე, რომელთაგან ხუთი თვითონ აირჩიეთ. ეს შესაძლებლობას მოგცემთ მოაწესრიგოთ ბავშვის "ცნობათა ლენტი" და აავსოთ ის სასარგებლო კონტენტით.

გაეცანით სოციალური ქსელების ბავშვთა მიერ გამოყენების Microsoft-ისეულ რეკომენდაციებს.



ტელეფონი (პლანშეტი)



კვირაში ერთხელ შეამოწმეთ ბავშვის ტელეფონი (პლანშეტი) და გაარკვიეთ რა სახის პროგრამები აქვს მას დაინსტალირებული (მათ შორის თამაშებიც); განიხილეთ მათი აუცილებლობა, ასწავლეთ ბავშვს ტელეფონის მოწესრიგება;

დაბლოკეთ ტელეფონში სოცქსელებიდან ცნობების მიღება, რათა ბავშვი მუდმივად არ სარგებლობდეს ტელეფონით, როდესაც მას ვინმე რაიმე ცნობას გამოუგზავნის სოცქსელებიდან (იხ. iOS-ის ინსტრუქცია, ასევე ინსტრუქცია Android-ისთვის).

ბავშის სიმ-ბარათს მიუერთეთ "ბავშვთა ინტერნეტის" მომსახურეობა, რათა დაბლოკოთ წვდომადობა საშიში კონტენტისადმი.

1 გბ-მდე შეზღუდეთ ტელეფონის ან პლანშეტის თვიური ტარიფი (ტრაფიკის ოდენობა დამოკიდებულია ტარიფზე).



ბეჭდვითი გამოცემები



ბავშვთან ერთად აირჩიეთ რამოდენიმე პერიოდული გამოცემა და გამოიწერეთ ისინი (ან რეგულარულად იყიდეთ).

იკითხეთ (ან როგორც მინიმუმ დაათვალიერეთ) ის წიგნები, ჟურნალები და გაზეთები, რომლებითაც არის დაინტერესებული თქვენი მოზარდი.



"აპოკალიფსისის" რედაქცია - ინტერნეტ მასალების მიხედვით.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню