პუბლიკაციები - ვინ შეგვყარა ქალაქებში? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ვინ შეგვყარა ქალაქებში?
გლობალიზაციის შედეგები
გთავაზობთ დაითვალოთ მოზარდი თაობის რაოდენობა თქვენს ოჯახებში. შემდეგ თქვენი მშობლების ოჯახებში. და, ბოლოს, ბებიებისა და ბაბუების (თუ არ დაგეზარებათ და გეხსომებათ, - დიდი პაპებისა და ბებიების) ოჯახებშიც. ხშირ შემთხვევაში თანამიმდევრობა ასეთია: ბებია მამის მხრიდან იყო ოჯახიდან, სადაც 7-დან 9 შვილამდე იზრდებოდა; ბებია დედის მხრიდან ერთ-ერთი იყო 7, 8 ან 9 შვილიდან; მამას ჰყავს ორი და, ხოლო დედას ორი ძმა, ან ორი და და ერთი ძმა, ან კიდევ ორი ძმა და ერთი და (კომბინირება შესაძლებელია სამი შვილის ფარგლებში); უშუალო მშობლებს კი ჰყავთ მაქსიმუმ 3 შვილი, და ბოლოს თავად ჩვენ ერთი ან ორი თუ გვეყოლება...

ამ მიახლოებითი (თუმცა საკმაოდ ხშირი და საზოგადო) გამოთვლებიდან დასკვნა თვითონ გააკეთეთ. საკვების წარმოების ტექნოლოგია ითხოვს, რომ ადამიანები ცხოვრობდნენ სოფლებში, და არა ქალაქებში. ბოლო დრომდე ასე იყო. ჯერ კიდევ 20-ე საუკუნის დასაწყიში სოფლებში ქვეყნის მოსახლეობის 87% ცხოვრობდა, მაგრამ ტრაქტორების გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ტრაქტორზე მომუშავე ერთ ადამიანს შეეძლო ასობით ადამიანის გამოკვება. ეს ასობით ადამიანი დასაქმებულია იმით, რომ აკეთებენ ტრაქტორებს, და არა მარტო ტრაქტორებს. ადამიანთა დიდი რაოდენობა დასაქმებულია მანქანათწარმოებით, და ყველაფრით რაც საზოგადოებას სჭირდება. საშუალოდ ეს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობათა თანაფარდობით გამოიხატება.

ქვეყნის ურბანიზაციის დონე ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის შეფარდებით აისახება. როგორც სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს, ურბანიზაციის დონე, რომელიც ყველგან მატულობს, სულ უფრო და უფრო დიდ ქალაქებს წარმოშობს, რაც გარკვეულწილად სოფლების დაცარიელების ხარჯზე ხდება (ცხადია, დიდ ქალაქებში მოსახლეობის ბუნებრივი მატებაც არ უნდა გამოვრიცხოთ). ბოლოს საქმე იქამდე მიდის, რომ ქალაქების მცირე რაოდენობაში (ან დიდ ქალაქებში) თავს იყრის ქვეყნის მოსახლეობის 70%.

ურბანიზაცია - ქვეყნის განვითარების მაჩვენებელია. ქარხნებში, რომლებიც დიდ ქალაქებშია თავმოყრილი, აკეთებენ არა მარტო ტრაქტორებს, არამედ ტანკებს, და ამ ბოლო დროს ბირთვულ რაკეტებსაც. წმიდად სასოფლო-სამეურნეო, აგრარული ქვეყანას რომ დასჭირდეს, ბრძოლის ველზე ურბანიზირებულ ქვეყანას ვერ შეეჭიდება. მაგრამ მშვიდობიან პერიოდში აგრარული ქვეყანა ისტორიულად ყველაზე მოკლე დროში ყოველთვის დაამარცხებს ურბანიზირებულ ქვეყანას, რამდენი რაკეტაც გინდა ჰქონდეს მას, და ეს მოხდება იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა მშვიდობიან დროს გაზრდის თავის მოსახლეობას, მაშინ როდესაც მრეწველობაგანვითარებული ქვეყანა აუცილებლად გადაშენდება, ცხადია, თუ ის აგრარული ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე არ შეივსება. მაგრამ მაშინაც კი, გარკვეული დროის შემდეგ, ინდუსტრიალური ქვეყნის მოსახლეობა სოფლელების მიერ შევიწროვდება და ჩვენ მივიღებთ ან სამხრეთ-აფრიკულ რესპუბლიკას, რომელსაც, მაგალითად, ზანგები ხელმძღვანელობენ ან ალბანურ კოსოვოს, მომავალში კი ინდუსურ ლონდონს, ან კიდევ თურქულად მოლაპარაკე ბერლინს და არაბულ საფრანგეთს.

ქვეყნის ურბანიზაცია შობადობის კლების, დეპოპულაციისა და დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. რატომ ხდება ეს? რატომ იყო სოფლელთა ოჯახებში 15-მდე ბავშვი? რატომ არ სურთ ურბანიზებული ქალაქების მცხოვრებლებს გამრავლება? რატომ გამრავლდნენ ასე ჩინელები, და რა ელოდება დიდ და მდიდარ ქვეყნებს, ხომ არ იქნება, მაგალითად, "დამოუკიდებელი" რუსეთი ტაშკენტის პროტექტორატს დაქვემდებარებული ისლამური ქვეყანა? დღეს მიმდინარე პროცესების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სრულიად შესაძლებელია.

სოფლის ოჯახი წარსულში იყო წარმოება, სადაც ბავშვები მშობლების სასარგებლოდ მუშაობდნენ. რაც უფრო მეტი იყო მომუშავე მოზარდი, ოჯახიც ("საწარმოც") მით უფრო ძლიერი გახლდათ. გლეხები საშუალოდ აჩენდნენ 5-10 ბავშვს არა საკუთარი სიამოვნებისთვის ან ბავშვთა ყოლის ფსიქოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ან კიდევ მოდგმის გასაგრძელებლად, არამედ იმისთვის, რათა ოჯახს მძლავრი მუშახელი ჰყოლოდა. სიბერეში ბავშვები ინახავდნენ და უვლიდნენ მშობლებს და მათ მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ.

სოფლის ასეთი ცალსახა, როგორც იტყვიან, პატრიარქალური მეურნეობა ბავშვებს უხვად აჩენდა. მოსახლეობის რაოდენობა განისაზღვრებოდა მხოლოდ საჭმლის მისაწვდომობის მიხედვით. ომებითა და ეპიდემიებით გამოწვეული ადამიანური დანაკლისი დაუყოვნებლივ ახალი ადამიანებით ივსებოდა. მოსახლეობა ნელა იზრდებოდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ არსებობდა ბალანსი შობადობასა და სიკვდილიანობას შორის, არამედ იმიტომ, რომ ნელა იზრდებოდა ხელმისაწვდომი საკვების რაოდენობა. მელიორაციის განვითარებამ გაზარდა მოსავლიანობა (მაგალითად, კარტოფილმა, ერთის ნახტომით გაზარდა ევროპის მოსახლეობა) და ხელი შეუწყო შრომის იარაღების გაუმჯობესებას. დიდ ქვეყნებში ხდებოდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა, და არა ისეთი, როგორც ახლაა და როდესაც ქვეყნის მოსახლეობა უცხოტომელთა მიგრაციის ხარჯზე იზრდება.

კაპიტალიზმისა და დაქირავებული შრომის შემოსვლამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. მუშათა შვილები ახლა უკვე მამაზე და დედაზე კი არ მუშაობდნენ, არამედ კაპიტალისტზე. ოჯახისთვის სასარგებლო მუშებიდან ისინი უცებ უსარგებლო მდგმურებად იქცნენ, რომლებიც მშობლების კმაყოფაზე აღმოჩნდნენ. ქალაქებში დიდი ოჯახების არსებობის ეკონომიკური აზრი გაქრა, ცხადია გაქრა მრავალშვილიანი ოჯახებიც. ეს მოხდა 2-3 თაობის ფარგლებში და თანაც მყისიერად. სწორედ ამაშია, და არა წყალგაყვანილობასა და ტუალეტში, განსხვავება ქალაქსა და სოფელს, ურბანიზირებულ და აგრარულ საზოგადოებას შორის; მოხდა კატასტროფული ზეგავლენა შობადობაზე. რუსეთში, მაგალითად, ურბანიზაცია დღეს დაყვანილია სოფლის მოსახლეობის ქალაქებში დინებაზე, სადაც გლეხები ქალაქის დაქირავებული მუშები ხდებიან. სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია არსებითად ურბანიზაციის აქტია, რადგან კოლმეურნეობის შვილები მუშაობენ არა საკუთარ მშობელთა სასარგებლოდ, არამედ საკუთარი თავის სასარგებლოდ. ფორმალურად სოფლის მეურნეობის მუშაკები კვლავ ქოხებში ცხოვრობენ და გლეხებადაც კი იწოდებიან, მაგრამ ფაქტობრივად ისინი უკვე გლეხები აღარ არიან.

ურბანიზირებული ქვეყნების სოფელთა თანამედროვე მოსახლეობას მრავალშვილიანი ოჯახები უკვე აღარ სჭირდებათ. ისინი ან სოფლის მეურნეობის მუშები არიან, ან მცირე ბურჟუები (ფერმერები), რომლებიც ასევე არა ოჯახური, არამედ დაქირავებული შრომით არსებობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს უცხო ადამიანის დაქირავება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მშრომელი შვილის გამოზრდა. მრავალშვილიანი ოჯახი დღეს ერთშვილიან ოჯახად გადაიქცა. ინდუსტრიალური საზოგადოების შობადობა კატასტროფულად ეცემა.

მეტიც, მრავალი მშობელი უკვე ნაშობ შვილებსაც კი ზედმეტად თვლის. ბავშვებს ქუჩაში აგდებენ, რის გამოც იზრდება მიუსაფრობა და მოზარდთა დანაშაულობა. რადგან ვერ ხედავენ აზრს, თუ რატომ უნდა იტვირთონ დანახარჯები თუნდაც ერთ შვილზე, მამები ოჯახებიდან გარბიან. იზრდება გაყრების რაოდენობა, ირღვევა ე. წ. სამოქალაქო ქორწინება; თუ ადრე საერთო საქმე ერთად ჰკრავდა მრავალი თაობის ბავშვებს და ოჯახები მრავალშვილიანობით გამოირჩეოდნენ, ახლა ბავშვები, როგორც კი ამისი ხელსაყრელი შესაძლებლობა მიეცემათ, მშობლებსაც გაურბიან; და რაც უფრო სავალალოა, ხშირად ისინი შორდებიან არა მარტო მშობლებს, არამედ სამშობლოსაც.

ამასთან ერთად იზრდება ურბანიზებული ქალაქების ინტელექტუალური დაცარიელება, ანუ ინტელექტუალური მოქალაქეების უცხოეთში (უკეთეს საცხოვრებელ პირობებში) გადინება. კვლავ რუსეთის მაგალითს თუ ვისესხებთ, ამ ქვეყნის ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის მომაკვდავი რუსული მოსახლეობა შეავსოს ყირგიზებით ან უზბეკებით, რომლებშიაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია აგრარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ქცევა. თუმცა ეს პოტენციალი ტრადიციული ოჯახის გარეთ სწრაფად იკარგება. შობადობა ჩინეთშიც კი მცირდება. ისლამური ქვეყანაც რომ გავხდეთ, შობადობას მაინც დიდხანს ვერ შევინარჩუნებთ. უზბეკთა ნაყოფიერებაც ისევე მალე დაიშრიტება, როგორც რუსებისა, რომლეთა სიმრავლე ასე აღიზიანებდა ადოლფ ჰიტლერს გასული საუკუნის ორმოციან წლებში.

რუსები უკვე ღელავენ იმის გამო, რომ დღეს მათ ქუჩებს ჩინელები და უზბეკები ინაწილებენ, ხოლო დაახლოებით 200 წლის შემდეგ, ისინიც ნელ-ნელა ჩაცხრებიან. დანგრეულ მეგაპოლისთა ცარიელ ქუჩებს აავსებენ მოხეტიალე დამშეული ძაღლები, რომელთაც ოდესღაც ადამიანები ამრავლებდნენ, რათა პატარა და მიუსაფარ არსებებზე ზედმეტი დანახარჯების გარეშე ეზრუნათ. ამასობაში კი ადამიანთა საზოგადოება თითქმის გადაგვარდა.

წყარო: subscribe.ru
Назад к содержимому