პუბლიკაციები - როდესაც შუქი აღარ იქნება... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
როდესაც შუქი აღარ იქნება...

აპოკალიპტური ჩანახატი
გლობალიზაციის შედეგები
ავტორი: გერმან სტერლიგოვი (პროზაიკოსი)

1. პირველი საათები

2. პირველი დღეები

3. პირველი კვირეები

4. პირველი თვეები


***


ნაწილი 1

პირველი საათები ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ

გაზაფხული. ყველაფერი ჩაქრა. ყველა ქვეყნის ყველა სარეჟიმო, სამთავრობო და საშიშ ობიექტებზე მაშინათვე ჩაირთო სარეზერვო კვება. კავშირგაბმულობის სარეზერვო საშუალებებით გადაიცემა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელექტროენერგია გამოირთო სხვადასხვა კონტინენტზე და სხვადასხვა ქვეყნებში. სამხედრო ობიექტები მაშინათვე გადაიყვანეს საგანგებო საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში, ყველა სისტემა რამოდენიმე დღეზე გათვლილ სარეზერვო კვებაზე მუშაობს.

ყველა ატომურ ელექტროსადგურზე იწყება რეაქტორების ჩაქრობის პროცედურა, ქიმიურ საწარმოებში კი ტექნოლოგიური პროცესის შეჩერება. მეტროს გვირაბებიდან ადამიანები ზედაპირზე გამოჰყავთ, აეროპორტები მხოლოდ თვითმფრინავების მიღებაზე მუშაობენ და ისიც სარეზერვო ელექტრომომარაგებით. ერთი სიტყვით ყველა სარეჟიმო ობიექტი არასაშტატო ვითარების შესაბამისი განრიგით მუშაობს, როდესაც გამორთულია ცენტრალური ელექტრომომარაგება.

მოსახლეობის უმცირესი და ყველაზე გონიერი ნაწილი იმწუთასვე უშვებს შესაძლებლობას, რომ ეს შეიძლება იყოს არა დროებითი ავარია, არამედ ელექტრობის სრული და ხანგრძლივი ან სამუდამო გამორთვა, რომლის შესახებაც სხვადასხვა პირები ასე ბევრს ლაპარაკობდნენ. ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა ელოდება, რომ ელექტროენერგია ეს-ესაა ისევ ჩაირთვება.

ტელეფონები არ მუშაობენ, ტელევიზორები ჩაქრა, ინტერნეტი არ არსებობს. მთავარი ისაა, რომ უკვე ქალაქებში არსად არ მოედინება წყალი და საკანალიზაციო სისტემა შეჩერებულია. ოცმილიონიან მეგაპოლისში ყოველდღიურად მილიონზე მეტ ადამიანს აქვს კუჭში გასვლის მოთხოვნილება და ისინი საქმობენ მიუხედავად ყველაფრისა. საქმობენ ყველგან. ნეხვი ზემო სართულებიდან ქვემოთ მცხოვრებთა თავებზე თავისუფლად მოედინება. ოთხი საათის შემდეგ მეგაპოლისის 20 მილიონ ადამიანს წყალი სწყურია. მანქანები ჯერაც გადაადგილდებიან, მაგრამ ქალაქში საცობთა კოლაფსია, შუქნიშნები არ მუშაობენ, პოლიცია უმოქმედოა, ყველა პოლიციელს თავისი ოჯახი ადარდებს. ყველაზე ჭკვიანები და სწრაფები ასწრებენ ქალაქს ავტომანქანებით გაშორდნენ. და მოძრაობენ იმ ნარჩენებით, რაც მანქანების ბენზოავზებში ასხია, მოძრაობენ თავიანთი აგარაკების მიმართულებით, ქალაქგარეთ, სოფლებში.

პრაქტიკულად მთელი სამედიცინო საქმიანობა უკვე პირველი რამოდენიმე საათის შემდეგ შეწყვეტილია - მსოფლიოში მილიონობით ბავშვი აბორტს გადაურჩა, ათობის ათასი ადამიანი ორგანოებზე დანაწევრებას, რათა შემდეგ მათი ნაწილები მიეყიდოთ ტრანსპლანტოლოგებს, დაუყოვნებლივ ჩერდება ადამიანების კომერციული დასახიჩრება სრულად არასაჭირო ოპერაციებით და მოწამვლა ქიმიოთერაპიებით.

უწყლობიდან ხუთი-ათი საათის შემდეგ ადამიანები იწყებენ მაღაზიათა ვიტრინების მტვრევას, სასმელი წყლისა და საკვების გაზიდვას. შუქის წასვლიდან პირველი დღის ბოლოს მეგაპოლისის ყველა მაღაზია დატაცებულია მილიონობით ოჯახის მიერ. ქალაქელთა უმეტესობა ჯერ კიდევ არ ტოვებს ქალაქს და სანატრელი ელექტროენერგიის ჩართვას ელოდება, რომლის გარეშე მათ საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ შემდგომი ცხოვრება.

პირველი 24 საათის ბოლოს მაროდერებისა და მძარცველების მთავარი მიზანი უკვე ფული და ძვირფასეულობა კი არ ხდება, არამედ სასმელი წყალი. ქალაქის ახლოს მდებარე მდინარეთა წყალი უვარგისია - ის უკვე დიდი ხანია შხამქიმიკატების საცავი გახდა. ქალაქში არსაიდან შემოედინება სასმელი წყალი და არც არის მოსალოდნელი მისი შემოდინება. ელექტროენერგიის გარეშე ყველაფერი გარჩერდა. მათ შორის ყველა სარემონტო ბრიგადა, რომელთაც უნდა შეერემონტებინათ გაწყვეტილი მავთულები. კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და მმართველობის გარეშე დარჩენილებმა თავ-თავიანთ ოჯახებს მიაშურეს და ახლა წყლისა და საკვების პრობლემებით არიან დაკავებულნი, რადგან არ იციან როგორ დაარწყულონ და გამოჰკვებონ ოჯახები.

ასე გადიან პირველი დღეები მეგაპოლისებში და მსოფლიოს ქალაქებში იმის შემდეგ, რაც უცებ, ერთიანად გამოვიდა მწყობრიდან ელექტრო გადაცემის მაგისტრალური ხაზები. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელმძღვანელობა შოკშია და გაოგნებული აკვირდება მიმდინარე კოლაფსს. ამ გაოგნებას აძლიერებს ის მძაფრი შეგრძნებაც, რომ არავის ძალუძს მოვლენათა ბუნებრივი და ლოგიკური განვითარების შეჩერება, რადგან ელექტროენერგიის გარეშე ტექნოგენურ მსოფლიოში არაფერი მუშაობს.

გლობალიზაციის შედეგები
ნაწილი 2

პირველი დღეები ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ

თავიანთ ბნელ ოთახებში წყლისა და ტუალეტის გარეშე გატარებული ღამის შემდეგ, უდიდესი უმრავლესობა ქალაქიდან გასასვლელად ემზადება. ყველა ბინაში ოთახებიდან ერთ-ერთი აუცილებლად მოსვრილია, ყველგან აუტანლად ყარს, უწმინდურობებს უკვე ერთი დღე-ღამეა ფანჯრიდან ასხამენ. ადამიანები იწყებენ ყველაზე აუცილებელი ნივთების მოგროვებას, უთანხმდებიან სადარბაზოს მეზობლებს, რათა ქალაქიდან ჯგუფებად გავიდნენ და არა ცალ-ცალკე.

მსოფლიოს ქალაქები დილიდანვე ადამიანების ნაკადით ივსება, გზები გადახერგილია მიტოვებული მანქანებით, რომელთა შორის ბავშვიანი ოჯახები გზას ძლივსღა იკვლევენ. დიდ მეგაპოლისებში ქალაქის ცენტრიდან ქალაქგარეთ რომ გახვიდე დაახლოებით 20 კმ. მაინც უნდა გაიარო. საშუალო ქალაქებში ეს მანძილი დაახლოებით 2-3 კილომეტრია. ლუმპენებთან და პლანქტონთან ერთად ქუჩაში ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების ოჯახებიც დაეხეტებიან. ელექტრობის გარეშე ისინი მათხოვრები გახდნენ, რადგან მათი ფულები ხომ ელექტრონული იყო, ელექტრობის გარეშე კი ყველა ბანკი და მასში შეტანილი სიმდიდრე ერთ წამში გაქრა. ამასთან ერთად გაქრნენ მძღოლები, ლაქიები და დაცვაც. ყველაზე მეტად მდიდრებს უჭირთ. მაგრამ წყალი ყველას სწყურია და ამიტომ ისინიც სხვებთან ერთად მიაბიჯებენ გადახერგილ ქუჩებში.

მზე ულმობელად აცხუნებს, ათასობით ადამიანი, რომელიც უეცრად ერთ დიდ პრობლემად გაერთიანდა, ერთად მიაბიჯებს ჯერაც ბუნდოვანი ახალი ცხოვრებისკენ. ქალაქგარეთ ყველგან კოცონებია, ადამიანებს შესასვენებელი ადგილები მოუწყვიათ, განიხილავენ საკუთარ მომავალს, ელექტროენერგიის გამომრთველებს კი აგინებენ, ყველგან კარგად მივიწყებული ცოცხალი ურთიერთობაა. ადამიანები ჯგუფებად ერთიანდებიან, მეთაურებად ძლიერ და ინიციატივიან ადამიანებს ირჩევენ. ლიდერები უკვე პირველივე დღის მიწურულისთვის გამოვლინდნენ. ჯგუფების მეთაურებს შორის მყარდება პირველი კონტაქტები და იწყება პირველი კონფლიქტებიც - ხომ უნდა გაირკვეს ვინ უფრო ძლიერია.

მაგრამ კონფლიქტში ყველამ იცის თავისი ზომა - ადამიანებს თან მოაქვთ ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის უზარმაზარი რაოდენობა. სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ობიექტებზე ყველაფერი სტანდარტულად მიედინება. მუშაობენ გენერატორები, არსებობს კავშირი შტაბებსა და სამთავრობო ორგანოებს შორის, მაგრამ პირად შემადგენლობაში ფსიქოლოგიური დაძაბულობა უფრო იზრდება. არავინ იცის სად არიან სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები და რა ბედი ეწიათ მათ. სამხედრო გემებზე არის ელექტროენერგია და წყალი. წყალქვეშა ნავებზეც. სარაკეტო დანადგარები უპირატესად ტყეებში და მთებშია - იქ წყალთან, საკვებთან და ტუალეტებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. მაგრამ გენერატორებს საწვავის მარაგი უთავდებათ. წყალქვეშა ნავებსაც, ხოლო სარაკეტო დანადგარებს საწვავი სულ რამოდენიმე დღე თუ ეყოფათ.

ელექტროენერგიის გამორთვით სარაკეტო ან საჰაერო დარტყმების მოტივირებულობა მკვეთრად დაეცა. ელექტრობა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის, ამიტომ მთავრობებს საერთაშორისო გარჩევებისთვის აღარ სცხელათ.

ყველა ქვეყანაში ქაოსი და უმართაობაა. ელექტრო გადამცემი ხაზების შეკეთების მცდელობა ამაოა, რადგან შეუძლებელია სპეციალისტების და მუშების მოძიება, ასევე მათი სამუშაოს უზრუნველყოფა. ელექტროენერგიის გარეშე არანაირი მოწყობილობა არ მუშაობს, ყველაფერი ჩაქრა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკვე ვერავინ ვეღარავის იპოვის.

სარეზერვო კვების მარაგი ხან ერთ ადგილას მთავრდება და ხან მეორე ადგილას. სადიზელო საწვავის მარაგი სადაც ბევრია ყველაფერი გაჩახჩახებულია და მუშაობს, ოღონდ იქ, მომუშავე ელექტრო გადამცემი ხაზები არ არის და ელექტრობა ვეღარავის გადაეცემა.

ასეთ დროს ელექტრო-გადამცემი ხაზების ყოველი მიმართულებით უცნობი დივერსანტები დივერსიებს აწყობენ, ისინი, არ შემოიფარგლნენ რა ამასწინათ დამტვრეული იზოლატორებით, ახლა რამოდენიმე საყრდენის წაქცევით არიან დასაქმებულნი - ეს არის საკონტროლო გასროლა პლანეტის ელექტრიფიკაციის თავში. ელექტრო-გადამცემი ხაზების შერემონტება ელექტრობისა და ტრანსპორტის გარეშე ამიერიდან საერთოდ შეუძლებელი ხდება. ასე გადის პირველი დღე.

მრავალმა უკვე მიაღწია თავის აგარაკებს და ქალაქგარეთა სახლებს, აინთო ბუხრები, ადუღდნენ მადუღარები. სხვები, გზადაგზა, დროებით ისვენებენ, რადგან მათ ჯერ კიდევ ბევრის გავლა უწევთ საკუთარ აგარაკებამდე. ხოლო ისინი, ვისაც არსადა აქვთ წასასვლელი და თავშესაფარი სახლთა და კარმიდამოთა მფლობელებს უთანხმდებიან თანაცხოვრებაზე იმ პირობით, რომ მოემსახურებიან და დაიცავენ თავიანთ ახალ ბატონებს, ოღონდ პურის ნატეხი, წყალი და ჭერი ჰქონდეთ თავზე.

მამაკაცები ღამის მორიგეობას აწესებენ და სანადირო თოფებით თავიან ობიექტებს მაროდერებისა და მძარცველებისგან იცავენ. თუმცა, ასეთები ძალზედ მცირეა - ამიერიდან ხომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა სიცოცხლისთვის ფრიად საშიშია. აღარ არსებობს პოლიცია და სასამართლო, რომლებიც დააკავებდნენ და დაიცავდნენ დამნაშავეებს. აღარ არ არსებობენ საავადმყოფოები და პოლიკლინიკები. ახლა მსხვილი საფანტი რომ ვინმეს მკერდზე დაახალო - ჩათვალე განწირულია; ახლა მძარცველს და მოძალადეს უმცირესი აგრესიის გამოვლინების შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი რეაგირება ელის - გასროლა კარტეჩიდან. ამიერიდან ადამიანების უფლება თავდაცვაზე სრული და აბსოლუტურად შეუზღუდავია.

შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ შეიარაღებული სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც მარშირებული და დისციპლინირებული წესით ტოვებენ ქალაქებს. მათი ბრძანება კანონია გარშემომყოფთათვის. მათ უსიტყვოდ უთმობენ წყლის მარაგსა და საკვებს. სანაცვლოდ მათგან იღებენ სრულ დაცვასა და ხელშეუხებლობის გარანტიას. ძალაუფლება არა მარტო რჩება ძალაუფლებად, არამედ აბსოლუტურ შესაძლებლობებსაც იძენს. ოღონდ, ამჯერად პარლამენტების მიერ მიღებული აბსურდული კანონმდებლობის უაზრო და მახინჯი დანამატების გარეშე. ერთადერთი, რაც არ შეუძლია ხელისუფლებას გახლავთ ის, რომ არ ძალუძს სწრაფად შეარემონტოს ელექტრობა ელექტროენერგიის გარეშე.

სარემონტო სამუშაოთა ინფრასტრუქტურა სრულიად გაუქმებულია. პრაქტიკულად მისი აღდგენა შეუძლებელია. უშუქობის მესამე დღის საღამოსთვის მეგაპოლისებში მძარცველები და მაროდერებიც კი აღარ არიან. იმიტომ, რომ წყალი მაროდერებსაც სწყურიათ, დაცარიელებულ ტექნოგენურ ქალაქებში კი წყალი არ არის და არც შეიძლება იყოს.
გლობალიზაციის შედეგები
ნაწილი 3

პირველი კვირეები ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ

მიმდინარეობს მიწების ტოტალური დატაცება. მილონობით ახალგამომცხვარი გლეხი ცდილობს მიწაზე საკუთარი სამფლობელი შემოსაზღვროს. არავითარი კადასტრები, კომპიუტერები და სხვა რამე-რუმეები უკვე აღარ არსებობს. მიწას იყოფს ყველა, ვისაც კი მისი ამავე სეზონში დამუშავება ძალუძს.

ყველას კარგად ესმის, რომ მოახლოებული ზამთრის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რამეს დასთესავ, მოიმკი და შემდეგ, მომავალ ზაფხულსა და შემოდგომას დაამზადებ. ყველა სახის საქონელმა ფანტასტიური ღირებულება შეიძინა. მას არავინ ჰკლავს - ყველანი მხოლოდ გამრავლებაზე მუშაობენ. განსაკუთრებით ფასობს ცხენი. ისინი თითქმის აღარ არის. ხოლო, რაც არის იმისი რეკვიზირება ხდება სამხედრო შეიარაღებული ქვეგანაყოფების მიერ. დიდება ღმერთს, რომ ახლო-მახლო ჯერ კიდევ ბევრია დიზელის საწვავი და ბენზინი, ამიტომ ყველანი ტრაქტორებით ხნავენ ამ უკანასკნელ ტრაქტორულ სეზონს. ქალაქთა ირგვლივ ფაქტობრივად ყველაფერი იხვნება.

ადამიანები თესავენ ნებისმიერ თესლს, რაც კი ხელში ხვდებათ. ვისაც ტრაქტორზე ხელი არ მიუწვდება კვალი-კვალ ბარავენ მიწას რამდენიც ძალუძთ. ყოველ დღე და საათი ეძღვნება მოახლოვებულ ზამთარს, რომელიც შიშის ზარს სცემს ყოფილ ქალაქელებს, რომლებიც ახლა ეგუებიან ახალ და უჩვეულო შრომით ცხოვრებას. დღეები ჯერ კიდევ გრძელია, მყარდება ურთიერთობა მეზობლებს შორის, ადამიანები ყოფილი საოფისე პლანქტონიდან ერთმანეთს უცვლიან ინსტრუმენტებს და მუშახელს, რომელთაც საერთოდ არაფერი გააჩნიათ.

უჩვეულოდ დიდია სექსის შემოთავაზება მილიონობით არაფრის მაქნისი ბოზი სტუდენტებისა და მდივნების მხრიდან, მაგრამ მათზე მოთხოვნილება თითქმის არ არსებობს, ისინი არიან გამხდრები, ჩამოძონძილები და დაუბანლები, ამასთან მძიმე არაკვალიფიციური შავი სამუშაო მათაც უწევთ.

სამხედროები ცდილობენ შეაკეთონ ელექტრო-გადამცემი ხაზები, მაგრამ ეს სრულიად შეუძლებელია - ყველა მაკომპლექტებელი გადანაწილებულია უკვე მიტოვებულ საწყობებში, რომლებთანაც სპეციალური კავშირი არ არსებობს, წაქცეული ბოძების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქარხნები გაჩერებულია და დაცარიელებული, და რაც მთავარია, ელექტრო-გადამცემი ხაზების გაწყვეტის გამო, ელექტროსადგურები უკვე ექსტრემალურ პირობებშიც კი ვეღარ მუშაობენ. იქაც სიცარიელეა, ყველა გაქცეულია, სისტემა მთლიანად გაჩერებულია. შერემონტების მცდელობა დასაწყისშივე ჩერდება. გაუთავებელი დავა და კონფლიქტები ადგილობრივ მოსამართლეთა სტიქიურ არჩევნებს იწვევს, თანაც განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე. სასამართლო სწრაფი და სამართლიანია - ის აღესრულება ყველას თვალწინ. ქრთამი სასიკვდილოთ საშიშია და პრაქტიკულად შეუძლებელიც.

საზოგადოება მოსამართლეთა თემად გადაიქცა. დაქვემდებარებულობის ვერტიკალი იწყება უახლოესი სამხედრო ჯგუფებიდან და გრძელდება სამთავრობო ორგანოებამდე დედაქალაქთა ცენტრებში. ქვეყნებს შორის ბირთვული კონფლიქტის შესაძლებლობა სრულიად გამქრალია. უბრალოდ იმიტომ, რომ უკვე აღარ არსებობენ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებისთვის საჭირო მეგაპოლისები და საწარმოო ობიექტები. არ არსებობენ ისინი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. დასარტყმელი და გასანადგურებელი არაფერია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები იყენებენ ჯერ კიდევ არსებულ სპეცკავშირებს ატომურ წყალქვეშა ნავებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. მათი მეთაურები იღებენ ბრძანებას უდაბურ ადგილებში გამოიტანონ ბირთვული რაკეტები და ჯეროვნად გადამალონ.

ამის შემდეგ ისინი ბრუნდებიან თავიანთ პორტებში და მთელ შემადგენლობას ათავისუფლებენ. ანტისარაკეტო სამხედრო ნაწილები ჯერაც აგრძელებენ საბრძოლო მორიგეობას, მაგრამ გარშემო უკვე დგანან სპეციალური შენაერთები, რათა რაკეტების მომსახურე პერსონალი სახლში არ გაიქცეს. სარეზერვო კვებაც იწურება. ზოგჯერ მოაქვთ გენერატორებისთვის საჭირო დიზელი, მაგრამ ეს უკვე სასწაულად აღიქმება. არსად არ არის ცენტრალური შტაბები. დამცავი შენაერთებიც არამდგრადობას ავლენენ და თუკი ისინიც მიატოვებენ თავიანთ პოსტებს, მათი შემცვლელი აღარავინ იქნება.

სამხედრო დაცვამ პრაქტიკულად ყველა კოლონია მიატოვა და პატიმრები თავისუფლად მიმოიფანტნენ სხვადასხვა მხარეს. გაჩნდნენ ბანდები, რომლებიც თავს ესხმიან ახალმოსახლეებს. მათი მიზანი ერთია - საკვები. ბანდიტებს, როგორც სამხედრო შენაერთები, ასევე ოჯახთა ნებისმიერი შეიარაღებული მეთაური, ყოველგვარი სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, ადგილზევე ანადგურებს. ყოფილ პატიმართაგან მრავალი ნებაყოფლობით იწყებს ტყეში სოკოების, კენკროვნებისა და ბალახების შეგროვებას, რათა მოახლოვებული ზამთრისთვის მოემზადოს.

ავტომანქანების, ქარხნების, მეგაპოლისების და მექანიზმების გარეშე ტრავმები ფაქტობრივად არ არსებობს. ხოლო ყოფით ვითარებებში მიღებულ პატარ-პატარა ტრავმებს კუსტარულად მკურნალობენ, ჭრილობებს თიხით და მრავალძარღვათი ამუშავებენ. პარაცელსის მედიცინის ექიმი უნებურად გალენის მედიცინის ექიმი ხდება და იწყებს ბალახების, ფესვების, ნამყენებისა და რძის გამოყენებას.

ანესთეზიას ერთი ჭიქა არაყი ცვლის და მყარად დაფიქსირებული სხეული, ექსტრემალური ამპუტაციებისა და ოპერაციების დროს, პირველი მსოფლიო ომამდელი მედიცინის დონეზე იკვეთება.  თანდათანობით ატმოსფერო უფრო მშვიდი ხდება, ადამიანებს დროც კი არა აქვთ განცდებისთვის, ყველა შრომითაა დაკავებული, ყველანი დილიდან საღამომდე მუშაობენ. მიმდინარეობს მილიონობით გამოტელევიზორებული და ინტერნეტდამოკიდებული ადამიანის განკურნება.

ნელ-ნელა ყველა აზრზე მოდის და იწყებს იმის შეგნებას, თუ რა დაემართა კაცობრიობას ბოლო ასწლეულების განმავლობაში. ეს არის ტვინისა და აზროვნების ჯერაც შეუმჩნეველი აღდგენა, მაგრამ ნიშნები უკვე არსებობს. ყველაზე მეტად ახალი ვითარება ქალაქელ ბავშვებს უხარიათ. მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ მშობლების პრობლემებზე, თამაშობენ მინდვრებში, იჭერენ პეპლებს და იმყოფებიან სრულ უსაფრთხოებაში, რადგან ახლა ხომ მათი ორგანოები არავის სჭირდება - ელექტროენერგიის გარეშე ტრანსპლანტოლოგია არ არსებობს.
გლობალიზაციის შედეგები
ნაწილი 4

პირველი თვეები ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ

უკვე პირველი თვე წავიდა. ყველგან, სადაც კი თვალი წვდება, მცირე ხნის წინ დათესილ ელებზე ფაქიზი მწვანე ჯეჯილი ამოიწვერა. მობალახე საქონელი მცირეა და მას კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცები იცავენ. ახლა ყველაზე დიდი ღირებულება საქონელია - სხვა არაფერი მასზე ძვირად არ ფასობს. ფულადი ურთიერთობები გაქრა - ელექტრონული ფული ელექტროენერგიის გამორთვისთანავე გაუქმდა, ქაღალდის ფული კი არავის სჭირდება. მოსამართლეები, ძალოვნები და ცენტრალური ხელისუფლება დაპირებას იძლევიან, რომ გამოიტანენ ოქროს და ვერცხლის მონეტებს, მაგრამ ხელმარჯვეებმა ეს-ესაა დაიწყეს მონეტების ხელით დამზადება, თანაც ეს არც ისე სწრაფი საქმეა. ყველგან ნატურალური მიმოცვლაა გამეფებული.

დიდი მოთხოვნილებაა პროდუქტებზე, სათბობზე, უბრალო სასოფლო-სამეურნეო ინსტრუმენტებზე, სამშენებლო მასალებზე, ინვენტარზე, ვაზნებზე, თბილ ტანისამოსზე, ყველა სახის ფეხსაცმელზე, დიზელსა და ბენზინზე, ასევე ჭაჭაზე და თვითნახად არაყზე. ყველაზე კარგად თავს ის ოჯახები გრძნობენ, სადაც ძლიერი და გამბედავი მამაკაცები ცხოვრობენ. ყველაზე მეტად უჭირს იმათ, ვისაც ოჯახში ან საერთოდ არ ჰყავთ მამაკაცი ან უძლურია ან კიდევ მშიშარა. ყველა ჰომოსექსუალი ჯერ კიდევ პირველ თვეებში დახოცეს, იმის შემდეგ, რაც გაქრა მათი დამცველი პოლიცია.

იწყობა ძალაუფლების მკაცრი ვერტიკალი, ქაოსი დასრულდა. წესრიგი თითქმის რკინისებრია. არავითარი ზონები. სასჯელი მცირეა - ან საჯარო გამათრახება ან სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით - ვაზნებს უფრთხილდებიან. ქურდებს ხელებს აჭრიან ან ადგილზევე ჰკლავენ მეპატრონეები. ჯერ კიდევ დარჩენილია საწვავის გარკვეული რაოდენობა. მანქანებით და ცხენებით მხოლოდ ძალოვნები დადიან. ყველა დანარჩენი ფეხით დადის.

გაწყვეტილია კავშირი ათასობით კილომეტრზე დაშორებულ მშობლებსა და შვილებს, ძმებსა და დებს შორის. ცხადი ხდება, რომ ამ ცხოვრებაში ბევრი მათგანი უკვე ვეღარასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს. არსებობს და თავის გადაწყვეტილებას ელოდება დიასპორების პრობლემა.

სხვადასხვა ეროვნების ასიათასობით და მილიონობით ადამიანი აწყობს თავის კომპაქტურ და დამოუკიდებელ მმართველობას, ასევე აკონტროლებს უზარმაზარ ტერიტორიებს. მათ ბევრი შვილები და მომუშავე ქალები ჰყავთ. პრაქტიკულად ყველა მათი მამაკაცი ბრძოლისუნარიანი და შეიარაღებულია. ისინი უკვე მეორე და მესამე თაობაში სხვადასხვა ხალხის მიწებს თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ. აზიელთა და აფრიკელთა მასების თავიანთ სამშობლოებში დაბრუნების ვარიანტი არც კი განიხილება.  

სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება დისციპლინირებული შეიარაღებული ძალებით დიასპორების ძალაუფლების საზღვრების გადაწყვეტას აჭიანურებს და მით კიდევ უფრო აღრმავებს ამ პრობლემას. შეუმჩნევლად მოდის შემოდგომა. პრაქტიკულად ყველამ უკვე გაიპიროვნა საცხოვრებელი და იშოვა სამუშაო, ყველამ გაარკვია თუ სად, ვისთან და როგორ პირობებში გაატარებს ზამთარს. მონაგარი მრავალრიცხოვან ბეღლებსა და საწყობებში ნაწილდება, რომლებიც უკვე გამოუსადეგარია.

ზაფხულში პირწმინდად მოიკრიფა ყველა სოკო და კენკროვანი. ფუქტრებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად გამოიღეს თაფლის ბრწყინვალე მოსავალი და საერთოდ, უკვე აღარ არსებობს ფუტკრების გადაშენების საშიშროება. პირველი გამოზამთრების შიშმა გამოიწვია ის, რომ ადამიანებს საზამთროდ არა უბრალოდ ბევრი, არამედ უთვალავი პროდუქტი დაუგროვდათ.

მოსავლის აღების შემდეგ მილიონობით ადამიანის განწყობა საზეიმოა - მსოფლიოს ხალხებმა ნახეს, რომ არაფერი საშინელი არ მომხდარა; რომ თურმე ელექტროენერგიის გარეშეც შესაძლებელი ყოფილა არსებობა; პრობლემები არც მეტია და არც ნაკლები, ცხოვრება და ჯანმრთელობა კი უმჯობესდება და არ უარესდება.

თვალში საცემია ის, რომ თითქმის ყველა ახალგაზრდა ქალი, ვისაც კი შვილის გაჩენა შეუძლია, ფეხმძიმედაა, რაც არც არის გასაკვირი, რადგან სანთლები პრაქტიკულად არ არსებობს, ადამიანები მზის ჩასვლისთანავე წვებიან და მილიონობით აბორტიც, ელექტროენერგიის გარეშე, შეუძლებელია, ბავშვებზე ახლა უჩვეულო მოთხოვნილებაა, როგორც მშობლებში, ასევე სახელმწიფოებშიც. თებერვალსა და მარტში, მძიმე და უჩვეულო ზამთრის მიწურულს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ივსება ახალშობილი ყრმების ლუღლუღით. უძლურები მაშინვე კვდებიან, მაგრამ შობადობა ძლიერ მატულობს და ეროვნულ მასშტაბებში ყრმათა გარდაცვალების პროცენტი თითქმის შეუმჩნეველია.

გასული თვეების განმავლობაში ადამიანების უმეტესმა ნაწილმა, ასე თუ ისე, ღმერთისკენ მიიხედა, არადა, ასე ღმერთი არასოდეს გახსენებიათ. საზოგადოება სწრაფად და თავდაჯერებულად დაიყო სამ ფენად - სამხედროებად, სასულიერო დასად და გლეხობად. თანაც ჯამში სამხედროები და სამღვდელოება მოსახლეობის საერთო რაოდენობის ორ პროცენტამდეც კი ვერ აღწევს. ამიტომაც მათი გამოკვება და შენახვა გლეხებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

გადასახადის აკრების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა - მონეტების გარეშე ღალის აკრება უხერხულია. ყველანი მეორე თესვისთვის ემზადებიან. ამზადებენ ინვენტარს. სამხედროები ანაწილებენ დარჩენილ ძვირფას საწვავს და მას მხოლოდ და მხოლოდ ხვნა-თესვისთვის იყენებენ. მაგრამ, საწვავი უკვე ყველას ვეღარ ეყოფა. ამგვარ პირობებში ორსულდებიან არა მარტო ქალები, არამედ პირუტყვებიც. ჭაკებს აკვირდებიან და განსაკუთრებულად უფრთხილდებიან, რათა კვიცები არ დაიკარგონ.

ჯადოქრები და მეცნიერები ცდილობენ კვლავ ააფორიაქონ ცენტრალური ხელმძღვანელობის ცნობიერება, მაგრამ ძალოვანთა სულ უფრო მეტი რაოდენობა ხვდება თუ ვინ არის დამნაშავე ამგვარ ყოფაში და რა უნდა აკეთონ. ყველას მუდმივად მოტყუება შეუძლებელია. ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. მოუნანიებელ ჯადოქრებს ჰომოსექსუალთა ბედი ელოდებათ. გაგრძელება იქნება... დიდება უფალ იესუ ქრისტეს!

წყარო: https://sterligov.livejournal.com/647562.html
Назад к содержимому