პუბლიკაციები - როდესაც იტყვიან "მშვიდობა და უსაფრთხოება" - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

როდესაც იტყვიან "მშვიდობა და უსაფრთხოება"

(1 თესალონიკ. 5:1-3)

ცეცხლოვანი მთა

ინტერვიუ მ. ოლეგ სტენიაევთან.

დროება რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ჩემი აზრით არის ლაოდიკიის (გამოცხ. 3:14-18). აპოკალიფსისში მოცემულია ამ სამყაროში ეკლესიის არსებობის სხვადასხვა პერიოდები და ყველაზე რთულ ლაოდიკიის პერიოდი ეწოდება. მასზე ნათქვამია, რომ ეს იქნება ჟამი, როდესაც ადამიანები იტყვიან "ჩვენ გავმდიდრდით", "არაფერი გვჭირდება", მაგრამ ამავე დროს ისინი ვერ დაინახავენ საკუთარ სულიერ სიშიშვლეს და მათ თავზე მოწეული კეთილდღეობის გამო სულიერ სიბრმავეს მიეცემიან. ეს იქნება უთანასწორო საზოგადოება, სადაც ერთნი მედიდურობენ სხვებზე; ამ დროს მსოფლიოში დაიშრიტება სიყვარული, და ადამიანები თვითმოტყუებისა და ილუზიების სიამტკბილობას მიეცემიან. აი ამპერიოდ წოდება კიდეც ლაოდიკიის პერიოდი.

დღეს, სამყაროს აღსასრულზე არასწორად მსჯელობენ, რადგან ბიბლიის თვალსაზრისით ის ჯერ არ დადგება. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ სამყაროს აღსასრული მოვა მაშინ, როდესაც იტყვიან "მშვიდობა და უსაფრთხოება" (1 თესალონიკ. 5:1-3). შეწყვეტენ საუბრებს სამყაროს აღსასრულზე, და "სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი..." (1 თესალონიკ. 5:3); ანუ, ეს მოხდება მაშინ, როდესაც შეწყდება ყოველგვარი კრიზისი, სამხედრო კონფლიქტები, დამყარდება მსოფლიო მთავრობის მმართველობის ერთიანი გლობალური სისტემა, დადგება გარეგანი კეთილდღეობა და წესრიგი, ყველა დღევანდელი პრობლემა მოჩვენებითად მოგვარდება, და მაშინ, უეცრად მოხდება ის, რასაც ქრისტიანული გაგებით სამყაროს აღსასრული ეწოდება.

მაგრამ ბიბლიური გაგებით, რაიმეს დასასრული ყოველთვის გულისხმობს ახლის დაწყებას. და ჩვენ ველოდებით ახალ ცას და ახალ მიწას (გამოცხ. 21:1), ახალ ქალაქ იერუსალიმს, რომელიც ციდან ჩამოვა (გამოცხ. 21:19, 20).

ჩვენ ვიცით, რომ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დღეს, როგორც ეს წინასწარმეტყველ ესაიასთან არის ნათქვამი "აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს" (ესაია 35:5). მოხდება საყოველთაო აღდგომა მკვდრეთით და ყველანი "ქრისტეს ასაკის სისრულისანი", ანუ 33,5 წლისანი
შეიქნებიან.

ღმრთის წინასწარმეტყველი იობი ამბობდა: "განუახლდება ხორცი (ადამიანს) ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება" (იობი 33:35). იობი ქრისტეს შობამდე 2000 წლის წინათ ცხოვრობდა და აბრაამის თანამედროვე გახლდათ და მას სწამდა, რომ განუახლდებოდა ხორცი და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდებოდა იმ აზრით, რომ აღდგებოდა მკვდრეთით; რომ უფალი დაუბრუნებდა ადამიანებს ბედნიერებას და ნეტარ ცხოვრებას, როგორც ცხოვრობდნენ პირველწინაპრები ადამი და ევა სამოთხეში.

ამიტომაც, ის ადამიანები, რომლებიც მიწიერ ცხოვრებას სწორად გამოიყენებენ, ანუ შეურიგდებიან ღმერთს და მისი მცნებებით იცხოვრებენ, მიაღწევენ ამგვარ ნეტარებას, რადგან მიწიერი ცხოვრება ჩვენ მოგვეცა იმისთვის, რათა გავარკვიოთ - სიკეთეში გვსურს ცხოვრება თუ ბოროტებაში. ადამიანი ამ ცხოვრებაშივე აკეთებს თავის ამ არჩევანს და კვდება. ღმერთმა ჩვენ აბსოლუტური თავისუფლება მოგვანიჭა. ის ჩვენი ცხოვრების რეალობაში არ ერევა. ღმერთი სასწაულების კასკადით ჩვენი ცხოვრების რეალობაში რომ ერეოდეს, მაშინ ეს იქნებოდა ძალადობა ჩვენს თავისუფალ ნებაზე. ხოლო მიწიერი ცხოვრების აზრი გახლავთ ის, რომ განვსაზღვროთ ვისთან გვსურს ყოფნა. და როდესაც ადამიანი ამას განსაზღვრავს ის კვდება
(ცხადია არა იმ გაგებით, რომ განსაზღვრისთანავე მოკვდეს. აქ იგულისხმება ის, რომ ეს განსაზღვრება გრძელდება ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში. კაცი ისე ცხოვრობს, როგორი ცხოვრებაც მან აირჩია - ქრისტეს მცნებათა დაცვით თუ მის გარეშე - "აპოკ". რედ.). რა თქმა უნდა, ღმერთს შეაქვს თავისი კორექტივები, მან სამყაროს მართვა განა შეწყვიტა, მაგრამ ამას ის ძალზედ ფრთხილად და ფაქიზად აკეთებს, რათა არ დაარღვიოს ადამიანის თავისუფალი ნება.  

ქრისტემ დამალა თავისი მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის ჟამი და მან ეს შეგნებულად გააკეთა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია მისი დრო ჩათვალოს უკანასკნელ ჟამად. ამგვარი უცნობლობა აწესრიგებს ადამიანს, აქეზებს მას მიჰყვეს ღვთის მცნებებს, იყოს სულიერ მღვიძარებაში და ელოდოს თავის გარდაცვალებას. ამაშია ამ საიდუმლოს აზრი.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, სრულ უცნობლობაშიც რომ არ დავრჩენილიყავით და არავის ეფიქრა სამყაროს აღსასრული არ მოხდებაო, მან ამ მოვლენის დადგომის ნიშნები მოგვცა. ეს ნიშნები წარმოადგენენ ჩვენი ცხოვრების რეალობას. ელეონის მთაზე, როდესაც უფალი ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს, მან თქვა, რომ "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ" (მათე 24:7). აქ მსოფლიო ომები იგულისხმება, რადგან ძველად სამეფო სამეფოს წინააღმდეგ იბრძოდა და ხალხი ხალხის წინააღმდეგ ილაშქრებდა. ხოლო როდესაც ამგვარ ომებს ეძლება გლობალური ხასიათი, მაშინ ეს უკვე მსოფლიო ომებად იწოდება. ორი მსოფლიო ომი უკვე გადავიტანეთ, ამჯერად მესამის კარიბჭესთან ვდგავართ. ეს არის მძიმე ვითარება მუსლიმურ ქვეყნებთან და ისრაელ-ამერიკის (დასავლეთის ბლოკის) მათთან დაპირისპირება.

უფალმა ასევე თქვა, რომ "იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ" (მათე 24:7). მეცნიერები დღეს სერიოზულად ამბობენ, რომ მიწისძვრების სიხშირე ძალიან გაიზარდა. ჩვენს დროში, ბუკვალურად ახალი ათასწლეულის დასაწყისში, მათი რაოდენობა ბევრად უფრო მეტი გახდა, ვიდრე წარსულ პერიოდში, როდესაც ადამიანებს შეეძლოთ მიწისძვრების დაფიქსირება. ყოველივე ამას უკავშირებენ ეკოლოგიურ კრიზისს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ერთ-ერთი ნიშანია.

შიმშილი. სამყაროს აღსასრულის კიდევ ერთი ნიშანია. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანები მშიერნი წვებიან დასაძინებლად. უამრავ მათგანს ელემენტარული სარჩო-საბადებელი არ გააჩნია. მსოფლიოში შეიმჩნევა მტკნარი წყლის უკმარობა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფალი ამბობდა, რომ "იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). "მთელს ქვეყანაზე", ანუ მთელს მსოფლიოში. ადრე, საბჭოურ პერიოდში, შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ საერო ტელევიზიაში გამოვიდოდა მღვდელი და დაიწყებდა სამყაროს აღსასრულზე საუბარს? ახლა კი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ასეა.

ყველა უღმერთო იმპერია დაინგრა, ეკლესიებს მიეცა შესაძლებლობა იქადაგონ საპატიმროებში, ჯარში, საავადმყოფოებში, და საერთოდ, ყველგან. და ეს ხდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

რელიგიის თავისუფლება ეს გახლავთ ერთგვარი უკანასკნელი მოწოდება მთელი დედამიწისთვის, და როდესაც ეს ევანგელიზაცია დასრულდება, რომელშიაც ჩვენ, მართლმადიდებლები, ვმონაწილეობთ, აი ამ უკანასკნელი მოწოდების შემდეგ დაიწყება საშინელი კატაკლიზმები, გამეფდება ანტიქრისტე და სწორედ მაშინ იტყვიან "მშვიდობას და უსაფრთხოებას", რადგან ამდენი უბედურებებისა და ომებისგან გათანგულ კაცობრიობას ის დაუმყარებს ყალბ, გარეგნულ წესრიგს და მოჩვენებით მშვიდობას. აი მაშინ მოიწევა აღსასრული.

წყარო: https://www.youtube.com/watch?time_continue=31&v=VyAiWdsVJe0

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню