პუბლიკაციები - პანდემია - ქრისტიანობის გამოწვევა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
პანდემია - ქრისტიანობის გამოწვევა
 
ასევე ორიოდ სიტყვა ღმრთის ბეჭდისა და ეშმაკის დაღის შესახებ
წმ. დიდმოწამე ნიკიტა დემონთმდევნელი
სატანა პერიოდულად იწვევს ქრისტიანობას ათასგვარი განსაცდელებით. დღევანდელი ვითარება მსოფლიოში - ესეც გამოწვევაა: როგორ მოიქცევი შენ, ღმრთის მორწმუნე, როგორ იცხოვრებ მომავალში? გეშინია?
 
კაცობრიობის ისტორიაში დგება ჟამი, როდესაც სამყარო უკვე ვეღარასოდეს დაუბრუნდება ადრინდელ, ჩვეულ ცხოვრებას. ასე იყო მონარქიათა დაცემის, პირველი და მეორე მსოფლიო ომების, სოციალისტური სისტემის ნგრევის პერიოდები.
 
მსოფლიო იცვლება და იცვლება ადამიანის ცხოვრების წესრიგიც. ის უკვე ვერ დაუბრუნდება ურთიერთობათა ადრინდელ სისტემას. ჯერ კიდე ვგუშინ ჩვენ არც კი შეგვეძლო გვეფიქრა, მრავალ ამოცანას ადამიანის ნაცვლად გადაწყვეტდა ხელოვნური ინტელექტი. ასეთი მასობრივი, ზოგადსაკაცობრიო პანდემიაც არავის შეეძლო ევარაუდა. ჩვენ ხომ ასეთი განვითარებული მედიცინა გვაქვს...
 
ებოლას გრიპის და ღორის გრიპის დროს ასეთი რამ არ იყო. გვახსოვს რამოდენიმე წლის წინ ექსპერტები ამ დაავადებებით მასობრივ დასნებოვნებას გვიწინასწარმეტყველებდნენ. ეს თუ ამ უკანასკნელი ვირუსებით ვერ მოხერხდა, კორონავირუსმა ზუსტად განახორციელა.... ყველამ განახორციელეს - მმართველებმა, ბიზნესმენებმა, ექიმებმა...
 
და აწ რა ვქნათ?
 
პასუხი ცხადია: საყოველთაო ვაქცინაცია. ჯერ ნებაყოფლობითი, შემდეგ კი იძულებითი. როგორც ეს ყვავილის და პოლიემილიტის აცრების დროს ხდებოდა. თითქოსდა რა უნდა ყოფილიყო ას საშიში? ვაქცინა ვაქცინაა. მთავარია - სნეულება დავამარცხოთ და არ ვიავადმყოფოთს. მაგრამ არ გვაქვს ვაქცინის გამოცდის შემდგომ შორეული შედეგები, და უცნობია, როგორ მოიქცევა ორგანიზმი რამოდენიმე წლის შემდეგ. გარდა ამისა გვაშინებენ, რომ ვაქცინის შემოტანით ჩვენს ორგანიზმში შემოაღწევს მიკროჩიპი, რომელიც გავლენას მოახდენს ჩვენზე, ჩვენს ქცევაზე.
 
რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?
 
ეკლესიათა მრავალი მეთაური და ღვთისმეტყველი დღეს ამას საკუთარ თავს ეკითხება და ერთმნიშვნელოვან პასუხამდე ვერავინ მიდის. აცრა - ეს კარგია თუ ცუდი? ეს რა არის - მხეცის დაღია?
 
უნდა ითქვას, რომ ღმერთიც და ეშმაკიც ადამიანებს თავისებურად აღბეჭდავენ. ისინი არ სვამენ ხილულ ბეჭდებს ან სხვა ნიშნებს ადამიანზე. დაღები და ბეჭდები ადამიანებზე შეიძლება დასვან ადამიანებმა, მაგრამ არა სულიერმა არსებებმა.
 
იობის წიგნში ვკითხულობთ: "გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთ, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს. ... ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი" (იობი 37:5, 7).

იოანეს გამოცხადებაში ნათქვამია: "და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:3).
 
"და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე" (გამოცხ. 9:4).
 
ეს უხილავი ბეჭდებია, რომლითაც ღმერთი ადამიანებს აღბეჭდავს. ხოლო სატანა, თავის მხრივ, თავის დაღს ადებს მის მიმდევრებს, და ვინ დაინახავს მათ, თუ არა ღმერთი და მისი ანგელოზები!
 
ხშირად ადამიანის სახით, განსაკუთრებით მისი თვალებით, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ ვინ არის ის სულიერ სამყაროში, ვის ეკუთვნის - ღმერთს თუ ეშმაკს.
 
ავიცრათ თუ არ ავიცრათ - ეს ნებისმიერი ადამიანის პიროვნული არჩევანია. ჩვენს ნაცვლად არავის შეუძლია ამისი გაკეთება. მაგრამ ღმერთი, თუკი მასთან ერთობა გვაქვს, ყოველთვის გვეტყვის, როგორი გზა იქნება მართებული.
 
სხვა საქმეა, თუკი ეს ყოველივე ძალდატანებით მოხდება. და რა? განა ბევრი უფლება აქვს ეშმაკს მორწმუნეებზე?! გავიხსენოთ იობი, მოციქულები, პირველი ქრისტიანები, როდესაც სატანა მათ დასცინოდა, დევნიდა, მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწია.



წმ. დიდმოწამე ნიკიტა დემონთმდევნელი (IV ს.)
 
ასევე უნდა გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები:
 
"ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი" (მარკოზი 16:17-18).
 
ღმრთის ძალის მოწოდებისა და რწმენის გამოცდის დრო დგება...
 
ღმერთმა გააძლიეროს ყველა მართლმორწმუნე!

მასალა მოამზადა "აპოკალიფსისის" რედაქციამ.
 
Назад к содержимому