პუბლიკაციები - ელექტრონული ტატუ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ელექტრონული ტატუ

ელექტრონული ტატუ

15.01.17.

ელექტრონული ტატუირება წარმოადგენს პატარა ზომის ელექტრონულ პლასტირს, რომელიც ეწებება ადამიანის სხეულს და რომელსაც შეუძლია ელექტროფიზიოლოგიური სიგნალების ამოცნობა. ასეთი "ტატუირება" შეიძლება გახდეს თავის ტვინის აქტივობის სათვალთვალო აპარატის ალტერნატივა. მინიატურული ელექტრონული ტატუირება წარმოადგენს გამჭვირვალე პლასტირს, რომელზეც მაგრდება მინიატურული ელექტროდები, რომლებიც იჭერენ თავის ტვინის ატქივობის ტალღებს და გულისცემას.



პლასტირის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია არაინვაზიურად, ანუ გელის გამოყენებისა და კანქვეშ ჩანერგვის გარეშე განახორციელოს გაზომვები, რომელიც მხოლოდ ელექტროენცეფალოგრამით არის შესაძლებელი. ელექტროდები განლაგებულია უთხელეს პლასტინაზე, რომლის დეფორმირება ჩვეულებრივი პლასტირივით შესაძლებელია.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მოწყობილობა ტოდ კოულმანის ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2011 წელს წარადგინეს, მაგრამ მაშინ ტექნოლოგია ჯერაც დაუმუშავებელი გახლდათ. ამ დროისთვის კოულმანმა შეძლო მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა თავისი მოდელი, მოახდინა ელექტროდების განლაგების ოპტიმიზირება, რამაც შესაძლებლობა მისცა მოწყობილობას თავის ტვინის ტალღების უფრო ფართო სპექტრი მოეცვა.




ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენბა. ელექტრონული ტატუირება დაამაგრეს მოხალისეთა შუბლებზე, რომლებიც ახდენდნენ P300 სიგნალების გამოჩენის დეტექტირებას
(შენიშვნა: P300 - ტვინის რეაქცია გარეგან გამაღიზიანებელზე - რედ.). სწორედ ასეთი სიგნალები ჩნდება ტვინის წინა ნაწილში, როდესაც ყურადღება ჩერდება რაიმე ობიექტზე. ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენებდნენ სხვადასხვა სურათებს და სთხოვდნენ დაეთვალათ, რამდენჯერ ნახავდნენ ისინი ერთსა და იმავე სურათს. ყოველთვის, როდესაც მოხალისეები ხედავდნენ განმეორებას, "პლასტირი" არეგისტრირებდა P300 - სიგნალის ტალღას.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ გავა სულ მცირე დრო და ასეთი ტატუირებები ტელეპათიის მოწყობილობა გახდება. მეცნიერები აპირებენ ისეთი აპარატის შექმნას, როდესაც "ელექტრონული ტატუირება" გადასცემს მონაცემებს პირდაპირ თავიდან მობილურ მოწყობილობაში. თუ ამ განზრახვის განხორციელება შესაძლებელი გახდება, მაშინ შესაძლებელი იქნება ტექნიკის მართვა ცნობიერების დახმარებით. მეცნიერთა გეგმებშია ელექტრონული ტატუირების სერიის შექმნა ფეხმძიმე ქალთათვის, რომლებიც მათი მეშვეობით შეძლებენ ნაყოფის გულისცემის დაკვირვებას.




მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მათი გამოგონება ძვირი არ დადჯება და მისი შეძენა ყველა მსურველს შეეძლება.

წყარო: http://novate.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню