ფსი-ფაქტორი - თაგვების სამოთხე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
ექსპერიმენტი

ამქვეყნიური "სამოთხე", ანუ ის, რასაც ყოველთვის ელტვოდნენ "თავისუფალი ქვისმთლელები", ჯერ-ჯერობით აუხდენელ ოცნებად რჩება და დარჩება ასეთად მართლმადიდებლური ესქატოლოგიისა და აპოკალიპტური მოვლენების ფონზე, მაგრამ დავსვათ შეკითხვა - რა მოხდება, მავანმა ელიტარულმა საზოგადოებებმა ამგვარ ოცნებას რომც მიაღწიონ? რას დაემსგავსება ეს საზოგადოება და იქნება თუ არა ის ბედნიერი? რა იქნება ცოდვით დაცემულ, ვნებებით აღსავსე ადამიანთა მიწიერი "სამოთხე"? როგორი იქნება ის საზოგადოება, რომელსაც ექნება თავზე საყრელი სურსათ-სანოვაგე, თბილი კლიმატი, არ ეყოლება მტრები, და რაც მთავარია, არ ექნება ფიზიკური შრომის არანაირი მოთხოვნილება და საჭიროება. ადამიანთა უმტესობა ხომ ასეთ მიწიერი სამოთხეზე ოცნებობს, მაგრამ მცირედს თუ აქვს წარმოდგენა, თუ რითი შეიძლება ამგვარი საზოგადოების ცხოვრება დამთავრდეს.

ამ კითხვას ბრწყინვალე პასუხს აძლევს ექსპერიმენტი, რომელიც თაგვებზე ჩაატარეს.




სრული კომფორტი


ორმოცი წლის წინ ამერიკელმა მკვლევარმა ჯონ კელჰუნმა "მიწიერი სამოთხის" კონცეფციის შემოწმება გადაწყვიტა და მოაწყო ექსპერიმენტთა სერია, რომელსაც "სამყარო" შეარქვა. ექსპერიმენტის არსი, რომელიც თაგვებზე ჩაატარეს, მდგომარეობდა შემდეგში.

ჯერ ააშენეს იდეალური საცხოვრებელი თაგვებისთვის - უზარმაზარი სივრცე. მასში მუდმივად ნარჩუნდებოდა მღრღნელებისთვის ყველაზე კომფორტაბელური ტემპერატურა (20 გრადუსი ცელსიუსით); "სამოთხე" რეგულარულად მარაგდებოდა სუფთა სასმელი წყლით და ნარჩევი საკვებით; შიგნით ორგანიზებული იყო მრავალი მყუდრო და კომფორტაბელური კუთხე - ბუნაგები ფეხმძიმე დედლებისთვის ან საცხოვრებლები - მარტოხელა მამრებისთვის, თანაც ასარჩევად.




თაგვების "სამოთხე"


ასენიზატორების ჯგუფი წმენდდა მღრღნელების სკორეს და ნარჩენებს, ხოლო ექიმთა სპეციალური ჯგუფი აკვირდებოდა "სამოთხის" ბინადართა ჯანმრთელობას, მკურნალობდა მათ სნეულებათა შემთხვევაში და აკონტროლებდა ცხოველთა რაოდენობას, რათა ყველას ყველაფერი ჭარბად ჰქონოდა.

მტაცებლებისა და ინფექციების გამოჩენა გამორიცხული იყო. "სამოთხე" გათვლილი გახლდათ ერთდროულად ცხრა ათასი წრუწუნას უღრუბლო და კომფორტულ არსებობაზე, მაგრამ რეალურად კოლონიის მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ ცხოვრობდა მხოლოდ ორ ათასზე მეტი.




პირველი მოსახლენი


მაშ ასე, ექსპერიმენტი დაიწყო. ოთხი მამალი და ოთხი დედალი პირველი შევიდა თაგვების სამფლობელოში. კელჰუნის გრადაციის თანახმად ეს იყო სტადია "A", ანუ - უცნობი ტერიტორიის ათვისების პერიოდი. მალე დადგა სტადია "B" - ბინადრებმა შეაფასეს არსებობის ბრწყინვალე პირობები და აქტიურად იწყეს გამრავლება - თაგვების რაოდენობა ორმაგდებოდა ყოველი 55-ე დღე.

მაგრამ ათი თვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილები ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი იყო, ხოლო წყალი და საკვები თავზე საყრელად, დადგა სტადია "C" - პოპულაციის ზრდა მნიშვნელოვნად შემცირედა. ახლა თაგვების რაოდენობა ორმაგდებოდა ყოველი 145-ე დღე. სტადია "C"-ს დადგომის მომენტში "სამოთხეში" ცხოვრობდა დაახლოებით 600 თაგვი.




დაცემის დასაწყისი


მესამე სტადიაში "სამოთხე" წარმოადგენდა უკვე მკაფიოდ დაყოფილ იერარქიას. გაჩნდენ თაგვ-მბრძანებელნი, რომლებმაც საუკეთესო ადგილები დაიპყრეს კედლების გასწვრივ, და თაგვ-დევნილები, - მათ შუა ადგილისკენ მიერეკებოდნენ. დევნილები ჩამოძონძილებივით იყვნენ, გააჩნდათ ნაკაწრები და სისხლჩაქცევები - "თანამემამულენი" მუდმივად ესხმოდნენ მათ თავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ წყალი და საკვები ჭარბათ ჰქონდათ, ასევე ჰყავდათ დედლები და მყუდრო ოთახები.

ექიმთა ძალისხმევით მღრღნელების სიცოცხლის ხანგრძლივობა მესამედით გახანგრძლივდა, ამასთან "მცხოვნები" სულ უფრო და უფრო აგრესიულები ხდებოდნენ, სწორედ ისინი ახდენდნენ ახალგაზრდებზე თავდასხმის პროვოცირებას.

დედლებიც საკმაოდ შეიცვალნენ. მათ უარი თქვეს დაწყვილებაზე, მრავალი მათგანი კი უბრალოდ ჭამდა თავის ნაყოფს და თავს ძირითადი კოლონიიდან მოშორებით მდებარე საწოლარსა და თავშესაყარს აფარებდნენ, სადაც უკვე აღარავის ღებულობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "სამოთხე" ჯერ ნახევრადაც კი არ იყო ავსებული, თაგვების პოპულაციამ რაოდენობის მხრივ კლება იწყო.




"ლამაზმანები" და "დამოუკიდებელნი"


ამის შემდეგ კი დადგა სტადია "D" - სიკვდილის სტადია. ცოცხლად დარჩენილი ახალგაზრდა თაგვები მონებივით იქცეოდნენ, მათი ფსიქიკა დანგრეული იყო ხშირი თავდასხმებით. ჩვეულებრივ ისინი თავს მყუდრო და შორეულ ადგილებს აფარებდნენ, და აგრესიული მამალ-დედალი "მოხუცებისგან" თავდაცვასაც კი არ ცდილობდნენ, ხოლო "მოხუცები" ცდილობდნენ დაეპყროთ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რომელიც არსებითად არავის სჭირდებოდა.

დედლები არავის იკარებდნენ, რითაც პრაქტკულად ეწინააღმდეგებოდნენ გამრავლებას. ჯერ კიდევ "D" სტადიაში ყოფნისას კოლონიაში განვითარდა მამალ-თაგვების ახალი პოპულაცია, რომლებსაც მეცნიერებმა "ლამაზები" შეარქვეს.

ეს თაგვები მისდევდნენ ჰომოსექსუალიზმს, დასაქმებულნი იყვნენ მხოლოდ იმით, რომ ჭამდნენ, სვამდნენ, ეძინათ და საკუთარ ბეწვს წმენდდნენ. მათ თავს არავინ ესხმოდა, მაგრამ ისინი სიცოცხლეში არანაირ აქტიურობას არ ავლენდნენ, არ იბრძოდნენ არც დედლების და არც ტერიტორიების მოსაპოვებლად. ძალიან მალე თაგვების "სამოთხეში" მოსახლეობის უმეტესობას უკვე "ლამაზები", ანუ მამათმავალი-მღრღნელები და "მარტოხელად და დამოუკიდებლად" მცხოვრები დედლები შეადგენდნენ, რომლებსაც არ სურდათ გამრავლება.




კოლონიის აღსასრული


ბოლო, "D" სტადიის დადგომისთვის თაგვების საშუალო ასაკი 776 დღეს წარმოადგენდა, ანუ ის 200 დღით ამეტებდა რეპროდუქტიული ასაკის ზედა ზღვარს. მოზარდეულის სიკვდილიანობა შეადგენდა 100 პროცენტს, ხოლო დაფეხმძიმებულობა უტოლდებოდა ნულოვან პროცენტს.

ამასთან, საკვებისა და სასმელის სიჭარბის მიუხედავად, გაიფურჩქნა კანიბალიზმი, მამლებს შორის პრაქტიკაში დამკვიდრდა ჰომოსექსუალიზმი, დაფეხმძიმებულ დედალთა გარკვეული რაოდენობა კი უარს ამბობდა თავის პირმშოტა გაზრდაზე და მათ უბრალოდ ხოცავდნენ. ექსპერიმენტის დაწყებიდან 1780-ე დღეს მოკვდა "სამოთხის" უკანასკნელი ბინადარი.

ამ სამწუხარო აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე ჯონ კელჰუნმა კოლონიიდან ამოიყვანან "ლამაზი" მამლების და "მარტოხელ და დამოუკიდებელი" დედლების რამოდენიმე ჯგუფი და გადაასახლა ის სხვა "სამოთხეში" ისეთივე იდეალური პირობებით, როგორიც წინა "სამოთხეში" ჰქონდათ, ოღონდ ახალში ბევრად უფრო მეტი სივრცე იყო.

მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ თაგვები, როგორც კი დაუსახლებელ ტერიტორაზე მოხვდებოდნენ, ისევე მოიქცეოდნენ, როგორც პირველი მოსახლენი იქცეოდნენ პირველსაწყის "A" ეტაპზე. მაგრამ სასწაული არ მოხდა - "ლამაზები" და "მარტოხელები" უარს ამბობდნენ ოჯახის შექმნაზე და მალე სიბერისგან დაიხოცნენ.




ორი სიკვდილი


ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ჯონ კელჰუნმა შექმნა ორი სიკვდილის თეორია. პირველი სიკვდილი - ეს არის სულის სიკვდილი, როდესაც უსაზღვრო რესურსებისდა მიუხედავად, ახალგაზრდებს არ შეუძლიათ იპოვონ თავიანთი ადგილი ცხოვრებაში. "ლამაზი" მამრები და "დამოუკიდებელი მარტოხელა" მდედრები, კელჰუნის აზრით, პირდაპირი ანალოგიაა იმ ადამიანების, რომლებიც, სტრესისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში ცხოვრობენ, - ისინი უბრალოდ უარს ამბობენ ბრძოლაზე და საკუთარი მოდგმის გაგრძელებაზე.

ასეთი ადამიანები ხშირად თავს რუტინულ მუშაობაში ცხოვრობენ და უმარტივესად არსებობენ, რაშიც მხოლოდ საკუთარი თავის მოვლა შედის.

მეტიც, სამუდამოდ თქვეს რა უარი ბრძოლაზე რისთვისაც გინდა იყოს, "ლამაზმანები" ძალიან მალე კარგავენ ძლიერი ქცევის ყოველგვარ უნარს, ანუ კარგავენ მამაკაცურობას ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი გაგებით. ხოლო სულიერი სიკვდილის შემდეგ ძალიან მალე და გარდაუვალად დგება ფიზიკური სიკვდილი.

ჯონ კელჰუნმა ჩაატარა 25 ასეთი ექსპერიმენტი, და ყველა მათგანი ერთნაირად დასრულდა.

ადამიანებსაც გვმართებს დაფიქრება...



ინტერნეტ მასალების მიხედვით

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню