ფსი-ფაქტორი - რატომ უყვართ ადამიანებს საშინელებათა ფილმები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

რატომ უყვართ ადამიანებს საშინელებათა ფილმები?

საშინელებათა ფილმები

როგორც სხვა ჟანრის ფილმებს, საშინელებათა ფილმებსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ზოგიერთი მათ მრავალფეროვნებისთვის უყურებს, სხვები კი, ბუკვალური აზრით, უბრალოდ "აფანატებენ" სულისშემძვრელ სიუჟეტებს. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, ზუსტად ამ ჯგუფის ადამიანებზე და შევეცდებით გავარკვიოთ, რატომ უყვართ მათ საშინელებათა ფილმები.

უპირველეს ყოვლისა, კინოხელოვნების მოცემული ჟანრი ძალზედ ემოციურია. ის იწვევს შიშს, ადრენალინის სიჭარბეს, მკაფიო შთაბეჭდილებებს და სტრესსაც კი. ამა თუ იმ ადამიანს თავის ცხოვრებაში თუ ეს ემოციები აკლია, მას შეუძლია საშინელებათა ფილმების ყურებით ანაზღაუროს "დანაკლისი".

მეორეც, შიშის გამომწვევი სიტუაციები ავტომატურად იპყრობენ ადამიანთა ყურადღებას. ხოლო საშინელებათა ჟანრის ფილმები მთლიანად და სრულიად ამგვარი სიტუაციებისგან შედგება. ადამიანები, როგორც ცნობილია, საკმაოდ ცნობისმოყვარე არსებები არიან, ისინი იჩენენ ინტერესს ყოველგვარი იდუმალი მოვლენისადმი, მისტიკისადმი, კატასტროფებისადმი, სტიქიური უბედურებებისადმი და სხვა ამოუცნობი მოვლენებისადმი. როდესაც საშინელებათა ფილმს უყურებს, ადამიანი თითქოსდა დანაშაულის, კატასტროფის ან სხვა აღწერილი მოვლენის ადგილზე გადაინაცვლებს, გატაცებულია მისით და დაინტერესებულია მოვლენებით. ხოლო რადგან თუნდაც ნეგატიურ პროცესებთან დაკავშირებული ინტერესი, დადებით ემოციას წარმოადგენს, ამგვარი ფილმებისადმი მიდრეკილება, ამ თვალსაზრისით, სრულიად გასაგები ხდება.
მესამეც, ამ ჟანრის ყოველი ფილმი შეიცავს უზარმაზარი რაოდენობის შიშებსა და ფობიებს, რომელთაც ადამიანები არც თუ იშვიათად განიცდიან რეალურ ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს სიმაღლის შიში, წყალდიდობის, ქარიშხლის, ომის, ხანძრისა და მანიაკალური პიროვნებებისადმი შიში; ან შიში სიბნელისა, გველებისა, ობობებისა და სხვა ფობიებისა. ფილმში ყველა ამ სიტუაციის ესკალაცია სპეციალურად ხდება და მოწოდებულია მეტად მძაფრი ფორმით. მაგრამ ადამიანები, რომლებიც მსგავს შიშებს განიცდიან, ჩვეულ და კომფორტულ ვითარებაში, მაგალითად, მოხერხებულ სავარძელში, თბილ ბუხართან, მყუდრო და წყნარ გარემოში, საშინელებათა ფილმს ისე უყურებენ, თითქოსდა ებრძვიან საკუთარ შიშებს. ამასთან ისინი განიცდიან განსხვავებულ ემოციებს და მიიჩნევენ, რომ საშინელებათა ფილმების ყურებით დროს ბრწყინვალედ ატარებენ და ამავე დროს შესანიშნავ წამლად მიაჩნიათ ნებისმიერი ფობიისთვის.

და ბოლოს, მსგავსი ფილმები ადამიანთა მცირე ჯგუფისთვის შეიძლება ერთგვარი განმუხტვის და ქვეცნობიერი აგრესიის განტვირთვის საშუალებაც იყოს. ადამიანი თითქოსდა აიძულებს საკუთარ თავს ფილმის გმირთან ერთად განიცადოს რეჟისორის მიერ ჩაფიქრებული საშინელება, სულიერი ჭმუნვა და სხეულებრივი ტანჯვა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალურად ამგვარი ეფექტის მისაღებად არის შექმნილი. თანაც, მსგავსი აგრესია არ წარმოადგენს ფსიქიური დაავადების შედეგს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვეულებრივ, საშუალო სტატისტიკურ მაყურებელზე, და არა მანიაკზე ან სერიულ მკვლელზე.

ამრიგად, თუ დავაჯამებთ, შეიძლება ვთქვატთ, რომ საშინელებათა ყველა ფილმი იქმნება სპეცეფექტების გამოყენებით, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის ქვეცნობიერებაზე, აჭერენ მის რაღაც განსაკუთრებულ "ღილაკს", რითაც ადამიანში კინემატოგრაფიის სწორედ ამ ჟანრის ყურების სურვილს აღვივებენ.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню