ფსი-ფაქტორი - მასობრივი ფსიქოლოგიის მოდელი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
ტრანსევოლუცია. ადამიანის განადგურების ეპოქა
გამოქვაბულების პირველყოფილი ბრბო
მასობრივი ფსიქოლოგიის მოდელი

დღევანდელ ელიტას წინამორბედებიც ჰყავს: ეს არის წარმართული საკულტო რიტუალები, რომელმაც ეგვიპტისა და რომის იმპერიები გახრწნა. ხოლო ამ მაკონტროლებელ სტრუქტურებს თავისი ისტორია გააჩნიათ. ღირს გავერკვეთ აპოლონიოსის კუკლტის მემკვიდრეობითობაში.
 
არსებობს ე. წ. "შავი არისტოკრატიის" ოჯახები, რომელთა საერთო პოლიტიკური ტრადიციები რომის იმპერიის დროებამდე მიდის.
 
რესპუბლიკა და იმპერია, რომლის დროსაც ცხოვრობდნენ მათი წინაპრები, თავის მხრივ, კონტროლდებოდნენ აპოლონიოსის კულტის რომაული განშტოების მიერ. ეს კულტი იმ დროს, ამა თუ იმ სახით, წარმოადგენდა შუაზღვი მთავარ მევახშეობრივ ინსტიტუციას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში (How to Profile the Terrorist, EIR, Volume 5, number 37, September 26, 1978).
 
ეს კულტი წარმოადგენდა პოლიტიკური დაზვერვისა და სხვა კულტების შექმნის სამსახურს.
 
ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ და მანამ, სანამ აპოლონიოსის კულტი თვითონვე დაიშლებოდა და, ჩვ. წ-მდე II ს-ში სტოიციზმის კულტად გარდაიქმნებოდა, ეგვიპტის ელინისტური კულტის ბაზას წარმოადგენდა, საიდანაც ის რომს აკონტროლებდა. ეგვიპტეში აპოლონიოსის კულტს მიამატეს იზიდას და ოზირისის კულტები, რითაც ჩამოაყალიბეს დიონისეს ფრიგიული კულტის ზუსტი ასლი და მისი რომაული ვერსია - ბახუსის კულტი.
 
სწორედ იქ აპოლონიოსის კულტთან ერთად შეიქმნა სტოიკური ირაციონალიზმის კულტიც. სწორედ აპოლონიოსის კულტმა ააშენა რომის იმპერია, რომელმაც შემდეგ შექმნა რომაული სამართალი, რომელიც არისტოტელეს ანტიჰუმანურ "ნიკომაქეს ეთიკას" დაეყრდნო. ასეთია ტრადიცია, რომელსაც აგრძელებენ ძველი "შავი" რომაული ოჯახები. დროთა განმავლობაში ისინი ცნობილნი გახდნენ, როგორც "ვენეციური შავი არისტოკრატია". დღეს ამ ოჯახებს ყველაზე საკვანძო პოსტები უკავიათ ისეთ ორგანიზაციაში, როგორიც ბილდერბერგის კლუბია.
 
ეს ტრადიცია სხვადასხვა ინსტიტუციონალურ ფორმაში საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა. მან უცვალებლად დაიცვა სამყაროს თავისი ფუძემდებლური ხედვა და დოქტრინა. ბრიტანული მონარქია, ევროპის ლენდლორდებისა და მალტის ორდენის ფეოდალური გაერთიანებები, სადაც ევროპელები დომინირებენ, - ეს ყველაფერი გახლავთ იმავე აპოლონიოსის ძველი კულტის დაურღვეველი ტრადიციისა და პოლიტიკის თანამედროვე კონცენტრირებული გამოხატულება.
 
არისტოტელეს მიმდევრებმა იციან, რომ "... მთლიანობაში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, მისი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობებისა და ინოვაციათა თავისუფლების გათვალისწინებით, კაცობრივი გონების შემოქმედებითი პოტენციალის მიმართ მოქალაქეებში  აღზრდის ერთგულებას, რაც ოლიგარქიული სისტემის სრული ანტითეზაა.
 
ათასწლეულების განმავლობაში არისტოტელეველებს სძულდათ და სძულთ საკუთარი ცოდნა იმის შესახებ, რომ მზარდი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი მთლიანად, როგორც საზოგადოების განვითარების წარმმართველი კურსი, გარდაუვალად მიდის რესპუბლიკანურ ჰეგემონიამდე, რომელიც სამუდამოდ გამორიცხავს მსოფლიოში ოლიგარქული მმართველობის დამყარების შესაძლებლობას, და ეშინიათ ამისი" (იქვე).
 
დღევანდელი ელიტა მიმართავს იმავე მეთოდებს, რომლითაც სარგებლობდნენ ძველად აპოლონიოსის მოგვები - ისინი პროპაგანდას უწევენ ნარკოტიკების დიონისესეულ კულტს, ასევე ეროტიკისა და ორგიების კონტრკულტურას, მხარს უჭერენ "გამანადგურებელი მანქანების" თავმოყრას და ამრავლებენ მანიაკ-ტერორისტებს. ისინი იყენებენ ფსიქოლოგიურ ომებს, რათა ჭკუასუსტი ბრბოს ეს გაერთიანებული ძალა წარმართონ იმ საზოგადოებრივი ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ერთგულნი არიან სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის.
 
არ არსებობს ამ მიზნის მიღწევის უკეთესი საშუალება, ვიდრე ტვინთა მასობრივი "გარეცხვაა", ხოლო ადამიანთა გულებამდე და გონებამდე უმოკლესი გზა ყოვლისმომცველ გლობალურ კომუნიკაციებზე გადის.
ტელევიზიის ზემოქმედება
ტელევიზია
 
კონტროლის უდიდესი ფორმა ისაა, რომლის დროსაც მანიპულაციების მეშვეობით მოსახლეობას არწმუნებენ, თითქოსდა ის თავისუფალია, მაშინ როდესაც სინამდვილეში მათ უბრძანებენ და მათით მანიპულირებენ. დიქტატურის ერთ-ერთი ფორმაა - იმყოფებოდა ციხეში და ხედავდე გისოსებს. მაგრამ არის დიქტატურის სხვა, უფრო დახვეწილი ფორმა, როდესაც გისოსები არ ჩანს და ფქირობ, რომ თავისუფალი ხარ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჰიპნოტიზიორი - ეს არის ოთხკუთხედი ყუთი ოთახის კუთხეში, რომელიც ადამიანებს ეუბნება, თუ როგორ უნდა იფიქრონ და როგორ ირწმუნონ. ტელევიზია, რომელმაც ყოველი ადამიანის სახლში შეაღწია, მოქალაქეთა ცნობიერების მასობრივი მანიპულაციის ძლიერ საფუძველს ქმნის.
 
ტელევიზიის გამო ადამიანები აუქმებენ კრიტიკული აზროვნების საკუთარ უნარს, რადგან ხმებისა და სახეების შერწყმა მათ ძილის მსგავს მდომარეობაში აგდებს, რომელიც ზღუდავს აზროვნებით და შემეცნებით უნარებს (Wolfe, Lonnie Turn off your TV, New Federalist, p. 5, 1997).
 
ჰალ ბეკერი კომპანიიდან Futures Group ამტკიცებს, რომ სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებზე კონტროლის მეშვეობით მას შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი აზრი, მანიპულირებს რა მით, თუ როგორ ვფიქრობთ და ვაზროვნებთ.
 
ამერიკელები ფიქრობენ, რომ მათ მართავენ ვიღაც ვაშინგტონელი ბიუროკრატები, რომლებიც ქმნიან კანონებს და ანაწილებენ თანხებს. როგორ ცდებიან ისინი! ამერიკელებს თავიანთი ცრურწმენები მართავს, ხოლო მათი ცრურწმენები საზოგადოებრივ აზრად აყალიბებენ... ჩვენ ვფიქრობთ, რომ თვითონ ვირჩევთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს ყველაფერთან დაკავშირებით. როგორ ვიტყუებთ თავს! ჩვენს არჩევანს ჩვენს ნაცვლად აკეთებს ე. წ. საზოგადოებრივი აზრი. ის იყენებს ჩვენს ჯოგურ ინსტინქტს, თითქოსდა შეშინებული ცხოველებივით ვიყოთ.
 
მაგრამ პირუტყვსა და ადამიანს შორის უდიდესი განსხვავებაა. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მარადიული ჭეშმარტიების ძიებაშია, სიცოცხლის აზრის ძიებაშია. ჭეშმარიტება პროცესებში უფრო მაღალ კატეგორიებშია და ადამიანის ცნობიერების შემოქმედებით უნარებშია. ეს ზნეობრივი და ადამიანური ყოფიერების პრობლემა, რომელსაც ვერც ერთი პირუტყვი ვერასოდეს გადაწყვეტს.
 
ყოველი ახალი თაობა წინა თაობას უნდა უსწრებდეს. ნებისმიერი ადამიანის ცნობიერებაშიც სწორედ იმისი იმედი უნდა არსებობდეს, რომ ეს აღსრულდება. ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. სიბერეში კი ის იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მის ცხოვრებას რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა და მისი ცხოვრების წყალობით ქვეყნიერება ოდნავ  უკეთესი გახდა.

 
გაგრძელება იქნება.
 
წყარო: Даниэль Эстулин. Трансэволюция. Эпоха разрушения человека. // Книжный мир. 2015 г.

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2024 წ.
Назад к содержимому