ფსი-ფაქტორი - ინტიმური სირცხვილის არქონა - შიზოფრენიის ნიშანი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
ინტიმური სირცხვილის არქონა - შიზოფრენიის ნიშანი
ინტიმური სირცხვილი
ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც უხეში ფსიქიატრიული სიმპტომები - სწორედ ის სიმპტომები, რომლებიც მიეკუთვნება ნამდვილ ფსიქიატრიას, საღდება მოდისა და ქცევის ეტალონად.

ფსიქიატრიული დაზიანებები იწვევენ ზნეობრიობის დარღვევას, ხოლო ზნეობრივი დამახინჯებანი აუცილებლად მიდის ფსიქიკურ დეფორმაციამდე.

დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოებრივი ინსტიტუტის დირექტორის, ირინია მედვედევას რწმენით, მიმდინარეობს თანამედროვე მოქალაქეების ხელოვნური ფსიქიკური დასნებოვნება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, და თვით ბავშვებისაც კი. ზოგჯერ ამას "სექსუალურ განათლებას" უწოდებენ, ზოგჯერ სხვა ტერმინოლოგიას გვთავაზობენ, ამასთან ყოველგვარ სისაძაგლეს, ადამიანის ზნეობრიობისთვის და მისი ფსიქიკისთვის მიუღებელ უხამსობას ძალზედ ლამაზი "ჰუმანისტური ხრიკებით" ნიღბავენ.
ინტიმური სირცხვილი
"მიაქციეთ ყურადღება, - ამბობს ფსიქიატრი, - დღეს აქტიურად ეწევა პროპაგანდირება ფეთხუმობას, უსუფთაობას, უწესრიგობას, ულაზათობას - ბინძური აწეწილი თმები, დახეული წინდები და კოლგოტკები, დახეული ჯინსები, ულაზათო პალტო ან სხვადასხვა სიგრძის მქონე ან კიდევ სხვადასხვა ღილზე უსწორმასწოროდ შეკრული პერანგები.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იციან, რომ დაავადების ისტორიასი არსებობს ასეთი გრაფა: ავადმყოფის სისუფთავე. თუ ავადმყოფი არ იცავს სისუფთავეს, ეს ძალიან მძიმე ფსიქიატრიული დარღვევის სიმპტომია.
ინტიმური სირცხვილი
როდესაც ადამიანი მუდმივად ატარებს დახეულ წინდებს ან კოლგოტკებს, არ იბანს თმებს და არასწორად იკრავს პერანგს, ეს არის ფსიქიატრიული სიმპტომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ახალგაზრდული მოდის სახით არსებობს".

"ან ავიღოთ მრავალი ბოევიკისა და ტრილერის გმირები - ესენი არიან ზეძლიერი ადამიანები, რომლებიც ძალისმიერად წყვეტენ საკუთარ პრობლემებს და საკუთარ გზაზე სპობენ ყოველივე ცოცხალსა და არაცოცხალს. ეს ეფექტი ფსიქიატრიაში იწოდება ჰიპოიდურ შიზოფრენიად, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ყმაწვილებრივი პათოლოგიური სისასტიკე და გულის პათოლოგიური გაქვავება, ანუ პათოლოგიურ უგრძნობლობას", - შენიშნავს მედვედევა.

ადამიანის სხვა თვისება - ზედმეტი რაციონალიზმი, რომელსაც დღეს პრაგმატიზმს უწოდებენ, ასევე შიზოფრენიის ნიშანია. ობივატელი ხშირად ფიქრობს, რომ შიზოფრენიკი ირაციონალურია. ეს ასე არ არის. შიზოფრენიკი ზედმეტად რაციონალურია, მაგრამ ამასთან უგრძნობელი. საკუთრივ ამისკენ - "ნაკლები ემოცია, მეტი პრაგმატიზმი, - მოუწოდებენ დღეს ახალგაზრდებს ახალი მოდის იდეოლოგები, და ესეც ძალზედ მძიმე სიმპტომია ფსიქიატრიაში.


მაგრამ რა არის ინტიმური სირცხვილის გრძნობის განადგურება ფსიქიატრიის თვალსაზრისით?

ირინა მედვედევას აზრით, "ეს არის არა მარტო სხვადასხვა გარყვნილების თავსმოხვევა, როგორიც არის ვუაიერიზმი (როდესაც ტელევიზიასა და კინოში აჩვენებენ იმას, რაც ხდება სხვის საძინებელში), არამედ სექსოპათოლოგიური გადახრების პოპულარიზაცია. ხოლო სექსოპათოლოგია -ფსიქოპათოლოგიის ნაწილია". ეს ეხება ურთიერთობას ლგბტ საზოგადოებებში, რომლებსაც დღეს ასეთ პროპაგანდას უწევენ და აკანონებენ.დაფიქრდით: ფაქტობრივად აკანონებენ შიზოფრენიას და საზოგადოების შეგნებულ დეგრადაციას. დროა დავფიქრდეთ: რისკენ მიდის ეს ყოველივე? - რა თქმა უნდა კაცობრიობის გადაგვარებისკენ.
ინტიმური სირცხვილი
და ვის აწყობს ეს ყოველივე? ისეთივე შიზოფრენიკებს? სავარაუდოდ შიზოფრენიკებზე უარესებს, რომელთაც უფრო ღრმა დაავადებები აწუხებთ.

მაგრამ ყველაზე მთავარი ინტიმური სირცხვილის დანგრევაში არის ის, რომ როდესაც ახალგაზრდებს უსაფრთხო სექსზე უყვებიან, მათ სექსუალური ინტერესის დაკმაყოფილებისკენ აქეზებენ, და ამით ოჯახურ-საქორწილო ურთიერთობებს აკნინებენ, მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულება ქორწინებისა და ოჯახისადმი ჩვენში და უამრავ ხალხში ჯერ კიდევ უძველესი წინაპრებისგან არის ჩადებული, და ნორმალური ფსიქიკის აგებისა და შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს.

მათი არქონის შემთხვევაში გარდაუვალია სხვადასხვა დარღვევები, რომელიც ძალზედ საშიშია ფსიქკისთვის. საბოლოოდ, ყოველივე ამას მივყვართ მთელი საზოგადოების გონებრივ დეგრადაციამდე.
ინტიმური სირცხვილი
წყარო: http://econet.ru/articles/159786-irina-medvedeva-otsutstvie-intimnogo-styda-priznak-shizofrenii

ქვემოთ ფოტოებზე ფლეშმობი "ერთი დღე მეტროში უშარვლოდ" (2016 წ.)
ინტიმური სირცხვილი
ინტიმური სირცხვილი
ინტიმური სირცხვილი
Назад к содержимому