პროპაგანდა - 6 გრანდიოზული ილუზია, რომლითაც გვიმონებენ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > პროპაგანდა
6 გრანდიოზული ილუზია, რომლითაც გვიმონებენ

როგორ დავაღწიოთ თავი ამ მატრიცას
პროპაგანდა
როდესაც ფოკუსნიკს ან "მოგვს" თქვენი მოტყუება სურს, ჯერ მიმართავს თვალთმაქცობის ხელოვნებას, ქმნის ილუზიას, რათა თქვენი ყურადღება მოაშოროს რეალობას. სანამ აუდიტორია აღფრთოვანებით ადევნებს თვალს არაფრისმთქმელ ტრიუკებს, ფოკუსნიკს მისი გაბითურების შესაძლებლობა ეძლევა.

მაგრამ ზოგჯერ ბრიყვებისთვის იმდენად აუტანელია მოტყუების ფაქტის აღიარება, რომ წლების განმავლობაში სჯერათ იმისა, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

ჩვენ ილუზიათა სამყაროში ვცხოვრობთ. მრავალი პრობლემა, რომლითაც დაკავებულია ჩვენი ტვინი და კალენდარი, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვიღაცამ თავს მოგვახვია. ვინ იცის, შემთხვევით მოხდა ეს თუ არა, მაგრამ მაინც, ყველა ჩვენთაგანი (ან თითქმის ყველა) ავტორიტარულ-კორპორატიული მომხმარებლური კულტურის მსხვერპლნი გავხდით, რომელიც ადამიანებზე ახლაც დომინირებს.

ფსიქოპათებმა რეალურობის გრძნობა წაგვართვეს. ხოლო სოციალურმა ქსელებმა მათ შესაძლებლობა მისცა საკუთარი იდეები მოსახლეობის ფართო მასებისთვის უშუალოდ და მასმედიის მიერ მიეწოდებინათ. მათი მთავარი მავნეობა იმაშია, რომ მათ, საკუთარი თავდაჯერებულობისა და ხვალინდელი დღისადმი იმედის ჩანერგვით, ადამიანებს მიაყენეს აბსოლუტური და გამანადგურებელი დარტყმა.

რევოლუციურმა ქუჩის მხატვარმა ბენქსიმ ერთხელ შენიშნა: "ადამიანები ინტელექტუალურ შარდს ყოველდღიურად სვამენ, რომელმაც მათი ცხოვრება ნამწვად გადააქცია. ის გაიძულებთ დაიჯეროთ, რომ თქვენ არასაკმარისად სექსუალური ხართ. ან იმაში, რომ ყველაზე მხიარული ამბავი სხვაგან ხდება. ტელევიზიამ თქვენი მეგობარი გოგონა უკვე არაადექვატური გახადა. მათ ხელი მიუწვდებათ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ისინი გაშინებენ თქვენ. ისინი - რეკლამის ოსტატები არიან, და მწარედ დაგცინიან".

მაგრამ რეკლამა - აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. თუკი უფრო შორს გაიხედავთ, ნახავთ, რომ ჩვენი ცხოვრების მთელი ორგანიზაცია სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი მორჩილებაზე, ასევე ილუზიებისადმი, სხვა ადამიანებისადმი და იდეებისადმი მიდევნებაზეა აგებული.

ჩვენ ვართ მონები - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ჩვენ განვიცდით მომხმარებლურ უღელს და ტოტალურ კონტროლს. ისინი ბავშვობიდანვე იჭრებიან ჩვენს ცნობიერებაში და მას საკუთარი მორჩილებისკენ წარმართავენ.

აი ექვსი გრანდიოზული ილუზია, რომელსაც უნდა დაემშვიდობოთ, თუკი არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანი თავისუფლება.
 
 
1. სამართლის, წესრიგისა და ძალაუფლების ილუზია

მრავალი ჩვენგანისთვის კანონის წერტილ-მძიმის მიდევნება - მორალური ვალდებულებაა. მაგრამ კორუფცია და პოლიტიკური სკანდალები გვარწმუნებს, რომ კანონი - საკმაოდ მოქნილი რამეა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მისი მოდრეკის შესაძლებლობა გააჩნია.

პოლიციის სისასტიკე და დანაშაულობანი, რომელსაც ის ახორციელებს, - რეალურია არა მარტო უკრაინის და რუსეთისთვის, არამედ აშშ-სა და ევროპის მრავალი ქვეყნისთვისაც.

სასამართლოები ყოველთვის ამართლებდნენ მდიდრებს და გავლენიან ოჯახთა შვილებს. დღეს კი პირად ცხოვრებაში სახელმწიფო თვალთვალის შემოჭრისგანაც დაუცველები ვართ. და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობათა ეს ამორალურობა ასე თუ ისე იწვევს მკვლელობებს და მთელი ერებისა და კულტურების განადგურებას.

სოციალური წესრიგი - ეს არის ილუზია. და ის მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ თქვენ, კანონმორჩილი მოქალაქეები, ყველაფერში მორჩილნი ხართ და ყველაფერს ეთანხმებით.

რა არის სახელმწიფო? ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ძალადობის შიშით აიძულებს სხვებს დაემორჩილონ მათ ნებას და მათ პოლიტიკას.

სახელმწიფო - ეს არის ბანდა, რომელმაც მიიღო მონოპოლია ძალადობაზე. ისტორია კვლავ და კვლავ გვასწავლის: სახელმწიფო ინსტიტუტები საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რათა დაჩაგრონ, გააკონტროლონ და გაძარცვონ სხვა ადამიანები.

ნებისმიერი ე. წ. ძალაუფლება აუცილებლად ცრუ, პირმოთნე და უსამართლოა.

არ არსებობს არავითარი სამართალი, კანონიკური წესრიგი და მართლმსაჯულება. ეს ყველაფერი მხოლოდ ძალაუფლების ფუმფულა ატრიბუტებია, რომელიც სიმართლის დასაფარად სჭირდებათ. სიმართლისა იმის შესახებ, რომ მსოფლიო წესრიგი სხვა ადამიანთა კონტროლსა და სხვაგვარად მოაზროვნეთა დათრგუნვას ეფუძნება.

 
2. ბედნიერებისა და კეთილდღეობის ილუზია.

ყოველი ჩვენთაგანი სარგებლობს დღეს ისეთი რაოდენობის ძვირფასი მორთულობებითა და სათამაშოებით, რომ XIX საუკუნის მონარქებს შეშურდებოდათ. ილუზიების მხარდაჭერას და მათ განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთელი ამ მსოფლიო ფინანსური სისტემისთვის.

მაგრამ ამაოდ გავიწყდებათ ის, რომ მომხმარებლობის საფუძველში ყოველთვის ძევს თაღლითობა, კრედიტები და სესხები.

საბანკო სისტემა თავიდანვე იმიტომ მოიფიქრეს, რომ მდიდრები ღარიბთა ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებულიყვნენ. ამისთვის ღარიბები დაარწმუნეს იმაში, თითქოსდა მათ რაღაც ღირებულებები გააჩნიათ.

ნამდვილი წარმატების, გაფურჩქვნისა და ბედნიერების მოტანა მხოლოდ ბუნებას, ჯანმრთელობას, სიყვარულს და ახლობლებთან ურთიერთობას შეუძლია. ნუ მოახდენთ თქვენს იდენტიფიცირებას იმ მატერიალურ კეთილდღეობასთან, რომელსაც ფლობთ (ან გინდათ, რომ ფლობდეთ). ასე თქვენ კი არ მიუახლოვდებით, არამედ მხოლოდ დაშორდებით ჭეშმარიტ ბედნიერებას!

 
3. არჩევანის თავისუფლების ილუზია

ჩვენ გვგონია, რომ ყველას გვაქვს იმის არჩევის უფლება, თუ როგორ ვიცხოვროთ. მაგრამ სინამდვილეში ოდენ სხვადასხვა ვარიანტთა შეზღუდულ კრებულს გვთავაზობენ და ყველა მათგანი - ცუდია. როგორი გადაწყვეტილებაც გინდ აარჩიოთ, ყოველთვის თქვენი ქვეყნის სამართლებრივი და საგადასახადო სისტემის ტყვეობაში აღმოჩნდებით. ამ სისტემას კი ისინი ძალადობის მონოპოლიური უფლებით დაიცავენ.

დააკვირდით თანამედროვე დემოკრატიის ყალბ ინსტიტუტს და გაიგებთ, რომ არჩევნების შედეგები დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია უფრო წარმატებულად მოახერხებს თქვენს მოხიბლვას.

თავისუფალი არჩევანის ილუზია - ეს არის უმძლავრესი მჩაგვრელი, რადგან ბრიყვები - ეს მონები, - ფიქრობენ, რომ თავისუფლები არიან. ნუ იკვებებით ილუზიით: თქვენ მაინც ყველანი დაბმულები ჰყავხართ.

 
4. სიმართლის ილუზია

სიმართლე - ჩვენი კულტურის ფაქიზი თემაა. ჩვენ თითქოსდა დაპროგრამებულები ვართ იმაზე, რომ მუდმივად ვეძებოთ ჭეშმარიტება. ნებისმიერი საზოგადოების ერთი ნაწილი სახელმწიფოში დაუფიქრებლად ენდობა ყველაფერს, რასაც მას მასმედია ამცნობს, სხვა კი - საერთოდ არაფერს იჯერებს იმისგან, რასაც ჟურნალისტები იტყობინებიან. ორივე უკიდურესობა - წარმოუდგენელი სიბრიყვეა.

თუკი გსურთ თქვენს სულში შენარჩუნდეს მშვიდობა და თავისუფლება, ისწავლეთ დამოუკიდებელი აზროვნება, და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიმართლეს ყოველთვის აქვს ორი მხარე თუნდაც მას ვინმე მალავდეს.


5. დროის ილუზია

ისინი ამბობენ, რომ დრო - ფულია, მაგრამ ეს სიცრუეა. დრო - ეს არის სწორედ ჩვენი ცხოვრება. შეწყვიტეთ ხუთი გრძნობის კატეგორებისა და გრაფიკ-კალენდრის შესაბამისი აზროვნება.

ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ სული - მარადიულია, და ყოველი ადამიანური სული ამ მარადიულობის ნაწილია.

და მთავარი ტყუილი: ისინი ყოველმხრივ გვარწმუნებენ, რომ ნამდვილ მომენტს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია.

თითქოსდა ჩვენ ვალდებულნი ვართ ყოველთვის გავაანალიზოთ ჩვენი წარსული და დავგეგმოთ უკეთესი მომავალი. ამის ნაცვლად, ჩვენ, თავისუფალი ადამიანები, გთავაზობთ კონცენტრირდეთ იმაზე, რაც ხდება აქ, ახლა და ამ წუთას.

თუკი გონებას მიაპყრობთ არა იმას, რაც ახლა ხდება, არამედ იმას, რაც შეიძლება მოხდეს (ან არ მოხდება) მომავალში, თქვენ - რეკლამის ოსტატთა, ხელისუფალთა და სხვა სუტენიორთა იოლი ლუკმა გახდებით, რომლებიც ათასგვარი შიშებით ბინდავენ თქვენს ცნობიერებას.

ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ცხოვრება თავში არ გვირტყამს; როდესაც სპონტანურობა და შემთხვევითობა ჩვენთვის გრანდიოზულ გეგმებზე უფრო საინტერესოა; და როდესაც ჩვენი "დღევანდელი" ჩვენსავ "ხვალინდელზე" უფრო მნიშვნელოვანია.

 
6. დაცალკევების ილუზია

მასების მართვის სტრატეგიის სფეროში არაფერია იმ ტაქტიკაზე უფრო ეფექტური, რომლის დევიზია "დაჰყავი და იბატონე". ეს პრინციპი ყოველთვის გამოიყენებოდა ავტორიტარული ხელისუფლების დასამყარებლად ან იმისთვის, რათა გაემართლებინათ ამა თუ იმ ქვეყანაში წარმოებუილ სამხედრო ინტერვენცია. და დაცალკევების ეს ილუზია მართლაც მუშაობს.

ჩვენ დაპროგრამებულები ვართ იმის დასაჯერებლად, რომ, როგორც ცალკეული პიროვნებები მუდმივად კონკურენციულ მდგომარეობაში ვიმყოფებით მათთან, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა. ჩვენ საკუთარ მეზობლებსა და ნათესავებსაც კი არ ვენდობით!

მაგრამ დედამიწის ყველა ადამიანი ერთმანეთის კონკურენტები კი არა პარტნიორები არიან. და ამ პარტნიორობის ეფექტურობაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ, როგორი აირებით ვისუნთქებთ და დავლევთ თუ არა სუფთა წყალს.

ჩვენ ვართ გლობალური საზოგადოება, ხოლო სახელმწიფო საზღვრები მხოლოდ ილუზიაა, რომელიც მანამდე არსებობს, სანამ ჩვენ მისი გვჯერა.

ზოგიერთის აზრით დაცალკევების ილუზია (მაგალითად, ეროვნული დაცალკევებისა) ამშვიდებს ჩვენს ეგოს და გვაძლევს თვითიდენტიფიკაციის შესაძლებლობას. მაგრამ, პირიქით, სწორედ ის გვიმონებს და გვზღუდავს.

ჩვენ გვსურს, რათა ბრმად არ ენდოთ მატრიცის მაქინაციებს. დაუღალავად იბრძოლეთ თქვენი უფლებებისა და შესაძლებლობების გასაფართოვებლად. თუკი ისინი თქვენგან მონობასა და მორჩილებას მოითხოვენ, გახსოვდეთ: თქვენ მხოლოდ მომგებიან ფასში "მოგყიდეს" კანონიერებისა და "გონივრულობის" იდეა. მათ არ შეუძლიათ მოგვყიდონ ის, რაც ჩვენ არ გვჭირდება.
 
წყარო: nmsk.org.ua
Назад к содержимому