ლიტურგიკა - პრესვიტერი, მღვდელმონაზონი, იღუმენი: როგორ გავარჩიოთ საეკლესიო ხარისხები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
პრესვიტერი, მღვდელმონაზონი, იღუმენი: როგორ გავარჩიოთ საეკლესიო ხარისხები?
სამღვდლო ხარისხები
1. აქვთ თუ არა მღვდლებს იერარქია?
 
დიახ, აქვთ. საზოგადოდ არსებობს მღვდლობის სამი იერარქია: დიაკვანი, მღვდელი (იწოდება პრესვიტერადაც) და ეპისკოპოსი. ხელდასხმები, ანუ დიაკვნის, მღვდლისა და ეპისკოპოსის ხარისხებში მიმდინარეობს ეტაპობრივად. ნებისმიერი ეპისკოპოსი ოდესმე დიაკვნის ხარისხიდან იწყებს, შემდეგ კი პრესვიტერი ხდება. დიაკვანს, მღვდლებისგან და ეპისკოპოსებისგან განსხვავებით, არა აქვს უფლება აღასრულოს საეკლესიო საიდუმლოებანი, ის მხოლოდ მღვდელს ან ეპისკოპოსს ეხმარება ღვთისმსახურებისას. მღვდელს ყველა საიდუმლოს შესრულების უფლება აქვს გარდა ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა. ეპისკოპოსი - სამღვდელოების დასში ყველაზე უმაღლესი ხარისხია. ის ფლობს უმაღლეს ადმინისტრაციულ ძალაუფლებას და აქვს უფლებამოსილება აღასრულოს ყველა ღვთისმსახურება და საიდუმლო, მათ შორის ხელდასხმაც.
 
 
2. გვსმენია ე. წ. "თეთრ" და "შავ" სამღვდელოებაზე? ეს რას ნიშნავს?
 
თეთრი სამღვდელოება - ეს არის სამრევლო, როგორც წესი, დაოჯახებული მღვდელმსახური. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალი მღვდელი სანამ სამღვდლო ხელდასხმას მიიღებდეს უკვე დაოჯახებული და ჯვარდაწერილი უნდა იყოს თავის მეუღლზე. ხელდასხმის შემდეგ დაოჯახება მართლმადიდებლური ტრადიციით დაუშვებელია. თეთრ სამღვდელოებაში ასევე შეიძლება იყონ დაქვრივებული და - იშვიათ შემთხვევაში - უცოლო, ცელიბატური (ლათინურიდან caelibis - უცოლო) მღვდელმსახურები. ეს უკანასკნელნი არ დებენ მონაზვნურ აღთქმებს, მაგრამ, როგორც დაქორწინებული მღვდლები, მღვდლობის მიღების შემდეგ უკვე ვეღარ დაქორწინდებიან.
 
შავი სამღვდელოება - ეს ბერ-მონაზვნობაა. სახელწოდებები პირველი ორი საფეხურის თეთრ და შავ სამღვდელოებაში განსხვავებულია. ეპისკოპოსები კი მხოლოდ შავი სამღვდელოების წარმომადგენლები შეიძლება გახდნენ.
 
 
3. როგორ განსხვავდებიან სახელწოდებანი?
 
მაგალითად, თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი შეიძლება იყოს მღვდელი, იერეოსი (ბერძნ. hieros - სამღვდლო, წმინდა), დეკანოზი ან პროტოპრესვიტერი (ბერძნ.: presbyteros - უხუცესი. ეს ხარისხი მღვდლისთვის უმაღლესი ჯილდოა).
 
შავი სამღვდელოების წარმომადგენელს კი შეიძლება ჰქონდეს მღვდელმონაზვნის ან არქიმანდრიტის ხარისხი (შეესაბამებიან დეკანოზს თეთრ სამღვდელოებაში). თუ მღვდელმონაზონი ან არქიმანდრიტი მეთაურობენ მონასტერს, მაშინ მათ ეძლევათ იღუმენის ტიტული (ბერძნ.: hеgumеnоs, ბუკვალურად - წინ მავალი, ბელადი). მათ მიერ, ანუ თეთრი და შავი სამღვდელოების მიერ აღსრულებული საიდუმლოებები აბსოლუტურად ერთი და იგივეა და არც საიდუმლოს შესრულების ძალით და არც მნიშვნელობით ერთმანეთისგან არ განსხვავდება.
 
 
4. არის თუ არა განსხვავებანი დიაკვანთა შორის? მათ სახელწოდებებშიც არის განსხვავება?
 
დიახ, თეთრ სამღვდელოებაში არცევენ დიაკვანს და პროტოდიაკვანს (არქიდიაკვანს, რას უფროსს ნიშნავს). მონაზონ დიაკვნებში ამ ხარისხის მსახური ბერ-დიაკვნად (იეროდიაკვნად) იწოდება. ხანგრძლივი და უბიწო მსახურებისტვის იეროდიაკვანი შეიძლება არქიდიაკვნის ხარისხში იქნას აყვანილი. ზოგიერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში არქიდიაკვნის ხარისხი შეიძლება მიეცეს უფროს დიაკვანს, რომელიც პატრიარქთან მსახურობს, მაგრამ არ არის სავალდებულო მონაზონი იყოს.
 
 
 
5. ეპისკოპოსი - მღვდლობის უმაღლესი ხარისხია. მაშინ ვინ არიან არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი და პატრიარქი?
 
ყველა მათგანი ეპისკოპოსია, ან კიდევ, როგორც მათ უწოდებენ, მღვდელმთავრები არიან (ბერძნ.: ἀρχιερεύς - მთავარი მღვდელმსახური, მღვდელმთავარი). მაგრამ მღვდელმთავრობის შიდა ხარისხებს თავისი იერარქიულობა გააჩნია, რომელიც უფრო არის დაკავშირებულია ეკლესიის ადმინისტრაციულ მმართველობასთან. ამ შემთხვევაში სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიაში შეიძლება სხვადასხვა პრაქტიკა გვქონდეს. მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკაში არქიეპისკოპოსის ხარისხი ეძლევა იმ ეპისკოპოსებს, რომელთა ეპარქიები უფრო მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულებში არ შედიან, მაგალითად, - მიტროპოლიებში. ეპისკოპოსი, რომელიც მართავს მიტროპოლიას, მიტროპოლიტი ხდება. ხოლო პატრიარქი - ეს უმთავრესი ეპისკოპოსია, ხელმძღვანელია. საეკლესიო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, - ადგილობრივი ეკლესიის წინამძღვარია.
 
 
6. არსებობს კიდევ ასეთი სახელწოდება "ვიკარიუსი", და "იპოდიაკვანი". ესენი ვინ არიან?
 
ვიკარიუსი, ანუ ვიკარიული ეპისკოპოსი (ლათ. vicarius - ადგილნაცვალი), - ეს არის ეპისკოპოსი, რომელსაც საკუთარი ეპარქია არ გააჩნია. ის არის დიდი ეპარქიის ან მიტროპოლიის მმართველი მღვდელმთავრის თანაშემწე. ვიკარიუსის ტიტული ეპისკოპოსს ეპარქიის ერთ-ერთი ქალაქის მიხედვით ეძლევა, რომელშიც ის მოღვაწეობს.
 
იპოდიაკვანი არ გადის ხელდასხმის საიდუმლოს და ამიტომაც მღვდელმსახურად არ განიხილება (იპოდიაკვნის კურთხევა ხდება საკურთხევლის გარეთ, ამბიონზე). თანამედროვე პრაქტიკაში იპოდიაკვნები, როგორც წესი, - ეპისკოპოსს ეხმარებიან სამღვდელმთავრო წირვის ჩატარებისას. ისინი მოსავენ მას, უჭირავთ სალოცავი წიგნები, აძლევენ სანთლებს, სასანთლეებს, საცეცხლურს და სხვა. საკურთხევლის ჩვეულებრივი მსახურებისგან განსხვავებით, ისინი ატარებენ სტიქარს და ჯვარსახოვნად გადაკრული ოლარით იმოსებიან.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". პუბლიკაცია მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому