ლიტურგიკა - დიდი მარხვა - 25 რჩევა დიდი მარხვის დაწყებამდე - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
დიდი მარხვა
 
(25 რჩევა დიდი მარხვის დაწყებამდე)
წმიდა დიდი მარხვა
როგორია წმიდა ორმოცდღიანი მარხვის მიზანი და ნაყოფი? როგორ მოვემზადოთ მარხვისთვის და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? როგორ ვეზიაროთ ამ პერიოდში და რითი ვიკვებოთ? რა ვქნათ, თუკი არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა ტაძარში მისვლისა, და როგორ ვილოცოთ სახლში?
 
25 რჩევა დიდი მარხვის დაწყებამდე.
   
 
1) მარხვის მიზანი
 
მარხვა - ეს არის ასკეტური პრაქტიკა, მისი მიზანია - სიყვარულის მრავლობა, ღმერთთან მიახლება სულიერ ცხოვრებაზე კონცენტრაციით. დიდი მარხვის ერთ-ერთი მიზანი ქრისტიანის ღირსეული მომზადებაა მთავარი საეკლესიო ზეიმის - პასექისთვის.
 
რატომ დააწესა ეკლესიამ ესოდენ მრავალი მარხვა? ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სწორად დაცული მარხვა ეფექტური საშუალებაა ქრისტიანული ღვაწლის უმთავრესი მიზნის მისაღწევად, კერძოდ, ესენია: ღმრთისადმი მსგავსება, ღმერთთან ერთობა და განღმრთობა.
 
შევნიშნავთ ასევე, რომ მუცელღმერთობა - ფუძემდებლური ვნებაა, რომელიც სხვა დანარჩენი შვიდი მთავარი ვნების საფუძველი და მასაზრდოვებელია (კერძოდ, სიძვის, ვერცხლისმოყვარების, მრისხანების, მოწყინების, უსასოობის, სიამაყისა და ამპარტავნების). ამ ვნების დამარცხების გარეშე ამაო იქნება დანარჩენ ვებებთან ბრძოლა. მარხვის დაცვა კი ხელს, სხვა დანარჩენთან ერთად, ხელს უწყობს ამ ვნების პროფილაქტიკასა და გადალახვას.
 
რა გვიშლის ხელს ჩვეულებრივ ცხვორებაში, როდესაც მარხვა არ არის, მივიდეთ ღმერთთან? რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი განზრახვა და მისწრაფება? აუცილებლად რატომ უნდა შევიკავოთ თავი საკვებისგან და ყოველდღიური გართობისგან? აქ ყველაფერი ბუნებრივი თვისებებით აიხსნება. ადამიანის სული და ხორცი მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან და დიდ გავლენასაც ახდენენ ერთმანეთზე. მაგალითად, მჭიდროდ დანაყრების ან ალკოჰოლის მიღებისშემდეგ ძნელად თუ გადავჭრით რაიმე ამოცანას, რომელსაც სხვა დროს იოლად მოვერეოდით; ან, თუკი მთელი დღე დროს ვატარებდით ან უსაქმურად ვიყავით, საღამოს ძნელად თუ ვაიძულებთ საკუთარ თავს ვიფიქროთ რაიმე სერიოზულზე ან რთული პრობლემების გადაწყვეტაზე. ამიტომაც ნებისმიერი მარხვა თავშეკავებიდან იწყება - ეს არის უარის თქმა ნოყიერ და უხვ საკვებზე, გართობაზე, სიზარმაცეზე და უსაქმურობაზე.
 
 
2) მარხვის ნაყოფი.
 
ღმერთს არ სჭირდება ჩვენი მარხვა. მარხვა ჩვენ თვითონვე გვჭირდება. ცოდვით დაცემამდე ადამიანი ჰარმონიულად ცხოვრობდა ღმერთთან. მისი ხორცი ემორჩილებოდა მშვინვას, მშვინვა - სულს, ხოლო სული ელტოვა ღმერთს. ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი შეიცვალა: ხორცი მშვინვის, ხოლო მშვინვა - სულის მორჩილებიდან გამოვიდა, თვით სული კი ღმრთისკენ ლტოლვის ნაცვლად საერო ცოდვილ სიამტკბილობებს მიეძალა. როდესაც ადამიანი სწორად იცავს ქრისტიანულ მარხვას, ის თავის ხორც უმორჩილებს მშვინვას, ხოლო სულით უფრო ძლიერ ილტვის ღმრთისკენ (ცდილობს ხშირად და გულწრფელად ილოცოს, ხშირად ეწვიოს ეკლესიას, აღასრულოს ბევრი კეთილი საქმე და ა. შ.).
 
 
3) მომზადება დიდი მარხვისთვის.
 
მარხვა საჭიროა განსჯით. ამისთვის აუცილებელია ადრიდანვე (დაოჯახებული ადამიანებისთვის ოჯახურ თათბირზე):
 
ა) განისაზღვროს საკვების განრიგი ბავშვებისთვის და დიდებისთვის მარხვის მთელი დროის განმავლობაში და ეთხოვოს მღვდელს აკურთხოს ამ განრიგის დაცვა;
 
ბ) განისაზღვროს ტელევიზორის ყურების განრიგი (შეზღუდვებიდან სრულ აკრძალვამდე), კომპიუტერით სარგებლობა არასამუშაო მიზნით;
 
გ) ლოცვათა გახანგრძლივება;
 
დ) დაინიშნოს დრო პირადი ან ზოგადსაოჯახო მართლმადიდებლური ლიტერატურის საკითხავად, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის მისაწვდომი და გასაგები იქნება.
 
ე) განისაზღვროს ტაძარში მისვლის განრიგი, მოვემზადოთ სადიდმარხვო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად (სასურველია გვქონდეს სინანულის კანონის (საგალობლის) ტექსტი, მწუხრის ლოცვები, პირველშეწირულის ლიტურგიის ტექსტი, ვნების შვიდეულის სალოცავები);
 
ეს ყველაფერი უნდა აღსრულდეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რათა ოჯახში მარხვის დროს დაისადგუროს ღმრთისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარულის განსაკუთრებულმა ატმოსფერომ. მარხვა ოჯახის ყველა წევრისგან ითხოვს ნების სიმტკიცეს და ღვაწლს. დაე თქვენი პრინციპულობა და მტკიცე ნება ყველასთვის სამაგალითო გახდეს. დიდსულოვნებასთან და მოთმინებასთან ერთად თქვენმა მაგალითმა შეიძლება შეცვალოს თქვენთვის ძვირფასი და ახლობელი ადამიანებიც.
 
 
4) სიკეთის ქმნა.

არგი იქნება, თუ ვინმეს მოინახულებთ, ვინც თქვენს დახმარებას საჭიროებს, შეიტანთ შეწირულობს კეთილი საქმის აღსასრულებლად. ნუ დავივიწყებთ მარტოხელა და უძლურ ადამიანებს მარხვის დამთავრების შემდეგ პასექის მისალოცად.
 
ზემოთ ითქვა ვნებებთან ბრძოლის შესახებ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ სულიერი ბრძოლა - ეს მიზანი კი არ არის, არამედ მხოლოდ საშუალებაა სათნოებათა მოსახვეჭად, ქრისტესადმი მისამსგავსებლად. მოწყალების საქმენი გვეხმარებიან მოვიპოვოთ ესოდენ აუცილებელი მორჩილება.
 
 
5) არ არის საჭირო რომელიმე ცოდვისგან თავშესაკავებლად ფიცის დადება.

მავნე ჩვევები მხოლოდ და მხოლოდ "მარხვაზე" დავამარცხოთ: თუ ეს ცოდვაა, მისგან სამუდამოდ გვმართებს განშორება. ასე, მაგალითად, თუ თქვენ პრობლემები გაქვთ "ალკოჰოლთან" და ფიცს დადებთ, რომ მარხვაში არ დალევთ, ეს შეიძლება გადაიზარდოს იმაში, რომ თქვენ შვიდი კვირის განმავლობაში აღმოჩნდებით დასალევის მიღების და არა ქრისტიანულ პასექთან შეხვედრის სიხარულის წინასწარგანცდაში.
 
 
6) გარეგანი ქცევა.

უნდა მოვერიდოთ მაჩვენებლობით ღვაწლს, ამაო დიდების მოსაპოვებლად, ქების მისაღებად. იყავით მხიარულნი, მშვიდნი და ალერსიანნი. ერთდროულად ეცადეთი იყოთ თავმდაბალნი, რათა თქვენგან არ მოდიოდეს არანაირი ნეგატივი. არასწორი მარხვის ერთ-ერთი ნიშნია - გაღიზიანებადობა, მრისხანება. უფალმა გვამცნო: "როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად..." (მთ. 6:16).
 
 
7) გონივრულობა.

სიამაყეს ორი უკიდურესობა ახასიათებს: ან ყველაფერი - ან არაფერი. სამეუფო (საშუალო) გზით ამპარტავანს სიარული არ ძალუძს. მართლაც, როდესაც მარხვას ვიცავთ, უნდა გავექცეთ მის დამახინჯებულ აზრს და უკიდურეს მიზნებს. ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს, რათა ჩვენი ხორცი ლოცვაში ხელს არ უშლიდეს ჩვენს გონებას. შუძლებელია სრულყოფილი გახდე ერთი მარხვის განმავლობაში, მაგრამ შესაძლოა და საჭიროა მიუახლოვდე სრულყოფილებას თუნდაც ერთი ნაბიჯით ყოველი მარხვის პერიოდში. საკვებისგან თავშეკავება ხელეწიფება ყოველ ქრისტიანს, მაგრამ სიმკაცრის ზომა სხვადასხვანაირია. ერთია ზომა ბერ-მონაზვნებისთვის და სასულიერო პირთათვის, და სხვა - ჯერ კიდევ განუმტკიცებელ ერისკაცთათვის. მარხვის უნარი დროთა განმავლობაში მოდის, მარხვიდან მარხვამდე, გასტრონომიული მარხვა - ეს უფრო სკოლაა, ვიდრე გამოცდა.
 

8) ზიარება მარხვაში.

მათთვის, ვინც ჯერაც არ ეზიარება რეგულარულად, სასურველია მარხვის დროს რამოდენიმეჯერ ეზიაროს ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ.
 
 
9) მარხვის შემადგენელნი.

მარხვა, როგორც თავშეკავება შეიძლება დავყოთ: ინფორმაციულ, სულიერ (გართობა), გასტრონომიულ და ცოლ-ქმრულ შემადგენლებად. თანამედროვე ადამიანი ჭარბად იკვებება ინფორმაციით. მარხვამ უნდა შეამციროს ეს ნაკადი, გრძნობებისა და აზროვნების გაფანტვა. სწორი მარხვის პირობა მდგომარეობს გრძნობათა დაცვაში. საჭიროა თავი ავარიდოთ ფუჭ საუბრებს, გართობებს და ამაოებას. მარხვა - კარგი მიზეზია საბოლოოდ მიატოვო მავნე ჩვეულებები, განიკურნო ტელე და კომპიუტერული დამოკიდებულებისგან.
 
ვნებები და სათნოებები ადამიანში - ორი უთიერთდაპირისპირებულობაა. წუხილი - ეს არის, როდესაც ადამიანს არ ჰყოფნის იმედი, მრისხანება - როდესაც არ ჰყოფნის თავმდაბლობა, ეგოიზმი - როდესაც არ ჰყოფნის სიყვარული ღმრთისა და მოყვასისადმი. ასე, ყოველ ვნებას შეიძლება დავუპირისპიროთ თავისი სათნოება. არ შეიძლება ადამიანი ერთდროულად თავმდაბალიც იყოს და მრისხანეც. ეს პარადოქსია. თუკი თქვენ გადაწყვიტეთ დაამარცხოთ რომელიმე ვნება საკუთარ თავში, ეს შეუძლებელი იქნება მარტო მასთან ბრძოლით, სრულიად აუცილებელია საკუთარ თავში განავითაროთ მისი საწინააღმდეგო სათნოება.
 
 
10) საკვების შემადგენლობა.

საკვები, რომელსაც ვიღებთ მარხვის დროს, შეძლებისდაგვარად მარტივი უნდა იყოს. როდესაც იწყება განსჯა კალმარებზე და სხვა ნუგბარ საჭმელებზე - ეს უკვე მზაკვრობაა. შეიძლება ითქვას, რომ მარხვითი ღვაწლი იწყება არა მაშინ, როდესაც ჩვენ მაგიდას მივუჯდებით, არამედ მაშინ, როდესაც მაღაზიაში მივალთ.
 
 
11) მარხვის დონე.

მშრალი მარხვა, მცენარეული ზეთის გამოყენება.
 
განსტრონომიული მარხვის ხუთი დონე არსებობს. ფიზიკური ჯანმრთელობიდან გამომდინარე ქრისტიანს შეუძლია თავის მოძღვარს შეუთანხმოს საკუთარი ნორმა. ბოლო წლებში ჩატარდა მრავალი სამეცნიერო კვლევა ამა თუ იმ საკვებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაავადებების დროს, დააზუსტეთ, მართლაც გარდაუვალი ლეტალური შედეგი გელოდებათ, თუ კოტლეტს არ შეჭამთ, როგორც ამაში უბნის ექიმი გარწმუნებთ?
 
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი განაწესი - მონასტრულია, სამხრეთის განედებიდან. მცირედი თუ უფიქრდება იმას, თუ რატომ არის განაწესში მოცემული ზოგიერთ დღეს მცენარეული ზეთი ან მშრალი მარხვა. მიზეზი იმაშია, რომ ზეთის ნაცვლად სამხრეთის ქვეყნებში იყენებენ ზეთისხილს, და საკუთარ სამარხვო რაციონში კიდევ ზეთიანის დამატება მონაზვნურ პრაქტიკაში მიიღებოდა, როგორც ზედმეტობა. შეიძლება გავავლოთ ასეთი პარალელი: ნუ დაატკბობთ თქვენს გემოვნებას წვენებით, ჭამეთ ვაშლი. საჭიროა განსჯით აიღოთ საკუთარ თავზე გასტრონომიული ღვაწლი.
 
 
12) ფიქრები ჭამაზე.

მარხვის დროს საკვები არ უნდა იკავებდეს ჩვენს აზროვნებას. საჭიროა ეცადო საერთოდ არ იფიქრო საჭმელზე; ჭამა გადააქციო მხოლოდ ფიზიოლოგიურ პროცესად, და ამოიღო მისგან ესთეტიკური შემადგენელი.
 
არ დაგვავიწყდეს, რომ შიმშილი ხშირად კუჭში კი არ უნდა განვიცადოთ, არამედ თავში. როდესაც ძალიან მოგვინდება ჭამა, აიღეთ შავი პურის ნაჭერი წყალთან ერთად, ასე იოლად შეამოწმებთ, მართლა მშიერი ხართ თუ არა.
 
არ დაუჯეროთ მზაკვარ აზრებს, რომ მარხვაში საჭმელი მთავარი არ არის, შეიძლება შეწყვიტოთ მარხვა, მაგრამ სამაგიეროდ აქტიურად დაიწყოთ კეთილი საქმეების კეთება. არაფერი გვიშლის ხელს კეთილი საქმეების კეთებაში ისე, რომ ნაჭამი არ გვქონდეს ყველი ან ხორცი.
 
 
13) სტუმრები.

პრაქტიკულად ნებისმიერ სუფრას ამშვენებს სამარხვო პროდუქტი. შეიძლება მშვიდად ვჭამოთ ისინი ისე, რომ არ მივიქციოთ ზედმეტი ყურადღება.
 
სულიერი ცხოვრების გზაზე მყარად თუ შევდგებით შეიძლება საერთოდ უარი ვთქვათ არაეკლესიურ ადამიანებთან ერთად ტრაპეზობაზე მთელი მარხვის განმავლობაში, რადგან სტუმრად ყოფნისას საცდურები ალბათ იქნება: არა მარტო საკვების მხრივ, არამედ სიცილის, ხუმრობებისა და დროსტარების მხრივაც.
 
 
14) მარხვის დარღვევა.

არასოდეს არის გვიან მარხვის დაწყება ან დარღვეული მარხვის განახლება. წარუმატებლობის შემთხვევაში ნუ მიეცემით მზაკვარ აზრს მიატოვოთ ეს მარხვა, და შემდეგში (მომავალ წელს) დაიწყებს "ნამდვილ" მარხვას.
 
სასოწარკვეთა - საუკეთესო მრჩეველი არასოდეს ყოფილა, ნუ წამოეგებით პროვოკაციაზე. რატომღაც მიაჩნიათ, რომ სულიერი ცხოვრება - ეს ისაა, რაც თავისთავად გამოდის, და როდესაც ადამიანი პირველად "წაბორძიკდება" ღმერთთან მისასვლელ გზაზე, უცებ ცხვირს ჩამოუშვებს. მიუხედავად ამისა სულიერ ცხოვრებაში არსებობს თავისი პრინციპები და კანონზომიერებები, მათ შეისწავლის ასკეტიკა. ამიტომაც მიუდექით მარხვას გონივრულად, შეისწავლეთ წმიდა მოსაგრეთა გამოცდილება.
 
 
15) ბრძოლა ვნებებთან.

მრავალს შეუნიშნავს, რომ, მარხვის დაწყებასთან ერთად მრავლდება საცდურებიც. დიახ, ამას განსჯით უნდა მივუდგეთ. ეს საცდურები მადლიერებით მივიღოთ. რადგან მათი წყალობით ვხედავთ ჩვენ საკუთარ უძლურებას და ნაკლოვანებებს. დროულად არ ვჭამეთ? - გაღიზიანებულები ვხდებით. გვაკრიტიკებენ? - გვწყენს და გული გვტკივა. ვერ მოვასწქარით დაპირებულის აღსრულება? - მოწყენილობა გვეუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ უარესები გავხდით. უბრალოდ მარხვა გვაძლევს მცირედით მაინც დავინახოთ საკუთარი თავი ისეთებად, როგორიც სინამდვილეში ვართ. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, - საკუთარ თავზე მუშაობის ამოსავალი წერტილია, თემაა აღსარებისა, საგანია გამოსწორებისა.
 
როდესაც გაივლის ზედმეტი ამაოება და ნაყროვანება, ჩვენში ძლიერდება ცხოვრების აღქმა. მარხვაში საკუთარი თავი შეიძლება შევადაროთ ადამიანს, რომელმაც ტყეში დათვი დაინახა. ასეთ ადამიანს მხედველობაც უმძაფრდება და სირბილითაც ორჯერ უფრო სწრაფად გარბის.
 
ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი და უდარდელია, ვიდრე ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ (ისინი ჩვენზე ბევრად უფრო რელიგიურები იყვნენ). ნაყროვანება და უდარდელობა აძინებს ჩვენს სულიერ მზერას, ჩვენს მოთხოვნილებას ღმერთში.
 
 
16) ოჯახური ურთიერთობები.

უნდა ჩავთვალოთ, რომ ოჯახი მხოლოდ გვაშორებს სამარხვო ღვაწლს. მარხვის მიზანია სიყვარულის გამრავლება ყველა ადამიანის მიმართ, რომელთა შორის ოჯახი ჩვენთვის ყველაზე მახლობელია. მარხვის დროს კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ იმაზე, რათა მეტი ყურადღება და სითბო დავუთმოთ ჩვენს მოყვასთ, მეტი დრო გავატაროთ საოჯახო წრეში.
 
 
17) მშვიდობა მოყვასთან.

ამის გარეშე მარხვის ღვაწლი ყოველგვარ აზრს კარგავს. შემთხვევითი როდია, რომ დიდ მარხვაში ჩვენ შევდივართ მიტევების კვირის შემდეგ. უნდა ვეცადოთ შევურიგდეთ მოყვასს მარხვის წინ და ამის შემდეგ კატეგორიულად თავი ავარიდოთ კონფლიქტებს. ნებისმიერი პოტენციალურად კონფლიქტური ურთიერთგარჩევები გადადეთ და საქმე გაარკვიეთ მარხვის დასრულების შემდეგ, ისიც მშვიდობით და სიყვარულით.
 
იყავით ფხიზელნი, სწორედ მარხვაში კონფლიქტური სიტუაციები ბუკვალურად მოგაბეზრებენ თავს!
 
არსებობს ისტორია სამ ავაზაკზე, რომლებმაც მოკლეს მოგზაური და მის შულდაკში პური და ღორის ქონი იპოვეს. პური შეჭამეს, ქონს კი ხელი არ ახლეს. იმიტომ, რომ ეს ცოდვაა - მარხვაში ქონის ჭამა.
 
 
18) ურწმუნო ნათესავები.

მარხვა არ უნდა გახდეს ოჯახში დავის წყარო, როდესაც ერთ-ერთი მეუღლეთაგან ჯერაც ვერ დარწმუნდა მარხვის აუცილებლობაში, მეორეს კი ძლიერ სურს მარხვა. შეეცადეთ იპოვოთ საერთო ენა ახლობლებთან, განუმარტეთ მათ მარხვის მნიშვნელობა. და ძალიან სასურველია, რათა მათაც შენიშნონ თქვენში არა მარტო საკვების უარყოფა, არამედ მათდამი გამოჩენილი სითბო და სიყვარული.
 
 
19) წმიდა წერილის კითხვა.

ძალიან კარგია მარხვაში წმიდა წერილის კითხვა, თუმცა, საზოგადოდ, ეს ყოველდღიურადაც მისაღებია და საჭიროა. მაგრამ აქაც საჭიროა ზომიერი ღვაწლი. დიდი მარხვის ყოველდღიურ მსახურებაზე ყოველდღიურად იკითხება ბიბლიის სამი ძველაღთქმისეული წიგნის - დაბადების, ესაიას წინასწარმეტყველების და სოლომონის სიბრძნის საკითხავები. კარგი იქნება, თუ დიდ მარხვაში ამ წიგნებს სპეციალურად წაიკითხავთ.
 
 
20) მონაწილეობა საეკლესიო ღვთისმსახურებაში.

მარხვა ლოცვის გარეშე - უბრალოდ დიეტაა. როდესაც მარხვაში პალესტინელ ბერებს თუ ვემსგავსებით, არ დაგვავიწყდეს დღე-ღამეში რამდენს ლოცულობდნენ ისინი. დიდი მარხვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებებია: დიდი კანონი (საგალობელი), რომელიც პირველი შვიდეულის ორშაბათ-ხუთშაბათს იკითხება, ლიტურგია (მ. შ. პირველშეწირულის ლიტურგია სადაგ დღეებში (უფრო ოთხშაბათს და პარასკევს), მარიამისეული დგომა (მეხუთე შვიდეულის ხუთშაბათი; სრულდება ჩვეულებისამებრ ოთხშაბათს მწუხრზე), დიდი პარასკევის ცისკარი ვნების თორმეტი სახარების კითხვით (სრულდება ვნების შვიდეულის ხუთშაბათს მწუხრზე), დიდ პარასკევს გარდამოხსნის გამოყვანა (სრულდება დღის მესამე ჟამნზე).

 
21) საშინაო სადიდმარხვო ლოცვანი.

ლოცვა მარხვაში განუხრელად უნდა შესრულდეს. ეცადეთ გამოიყენოთ მარხვის დრო, როგორც სკოლა ლოცვისა. სასარგებლოა ლოცვებს მიუმატოთ წმ. ეფრემ ასურელის სინანულის ლოცვა. სასარგებლოა ყოველდღიურად იკითხოთ, თუნდაც მცირედი, სამარხვო ტრიოდიონი (შეიცავს სადიდმარხვო მსახურებას). მრავალ "სქელ" ლოცვანებში არსებობს ამონაწერები სამარხვო ტრიოდიონიდან, მათი პოვნა ინტერნეტშიც შეიძლება.
 
 
22) იესუს ლოცვაში გაწაფულობა.

ნებისმიერ დროს შეგვიძლია წავიკითხოთ იესუს ლოცვა: "უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი" (მეტანია).
 
ზოგჯერ გვაშინებენ იმით, რომ იესუს ლოცვა მხოლოდ ბერ-მონაზონთათვისაა და ერისკაცთათვის აკრძალულია, რადგან თურმე ამ ლოცვით შეიძლება სულიერ ხიბლში შთავარდნა. მეტისაც ვიტყვით, ერისკაცთათვის უბრალო წყალიც კი შეიძლება მომაკვდინებელი გახდეს... თუკი ერთბაშად ერთ ვედრო წყალს დალევს... მაშასადამე, პრობლემა ლოცვაში კი არ არის, არამედ მის უგუნურ გამოყენებაშია.
 
 
23) თუკი არ არსებობს ტაძარში მისვლის შესაძლებლობა.

სახლში შეიძლება დამოუკიდებლად წავიკითხოთ, მაგალითად, წმ. ანდრია კრიტელის კანონი, ღამითაც კი, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.
 
 
24) მარხვა და კატეხიზაცია.

მარხვის დროს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია მართლმადიდებლობის საფუძვლების შესწავლას. ქრისტიანული ღვთისმეტყველება სისტემურია, და მის შესწავლას აზრი აქვს მიზანმიმართულად, და არა ფრაგმენტარულად. კითხვაზე, რა დროა საჭირო იმისთვის, რათა სარწმუნოების შესახებ გავიგოთ ყოველივე აუცილებელი, სწორი პასუხია: "მთელი ცხოვრება". მართლმადიდებლობა - ეს თეორია არ არის, არამედ ცხოვრების წესია. ღმრთისშემეცნება - უსასრულო პროცესია, რომელიც აქ, დედამიწაზე იწყება და მარადისობაში გრძელდება.
 
 
25) მარხვა - გზა პასექისკენ.

მარხვა - ეს არის სულიერი და ფიზიკური განწმენდა პასექის უდიდეს და ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად. სამარხვო ღვაწლის კულმინაცია - პასქალური გახსნილება კი არ არის, არამედ პასექის ღამეს და მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში მაცხოვრის ხორცთან და სისხლთან ზიარებაა.
 
გფარავდეთ ღმერთი!
 
 
ტექსტი მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" მიერ. 2024 წ.
Назад к содержимому