კონსპიროლოგია - Google და ახალი მსოფლიო წესრიგი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > კონსპიროლოგია
Google და ახალი მსოფლიო წესრიგი
საყოველთაო კონტროლი
ხომ არ გგონიათ, Google უბრალოდ დაკმაყოფილდება მყუდრო ადგილის დაპყრობას თქვენს ჯიბეში? ამ ბოლო დროს, მსოფლიო ლიდერი ძიების სფეროში ავლენს მიდრეკილებებს გარკვეული მიმართულებით. Boston Dynamics-ის შეძენის შესახებ განცხადებამდე ძნელი იყო თქმა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო Google-ს სტრატეგიის ჭეშმარიტი მიზანი. ახლა კი ვიცით, რომ Google-ს სურს მსოფლიო მართოს. ყველაფერი დაიწყო საძიებელი სისტემით, მაგრამ ამით როდი დასრულდება ყველაფერი. თქვენს წინაშეა გეგმა, რომელიც შედგება ხუთი პუნქტისგან და რომელსაც მისდევენ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი მსოფლიო ბატონობისკენ მიმავალ პროცესში.


1. Google-ს საინფორმაციო ნაკადის კონტროლი

ამგვარი კონტროლი გაჩნდა სტენფორდის ასპირანტების პეიჯისა და ბრინის პროექტის განვითარების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ინფორმაციის ძიება.

1998 წელს, კომპანიის დაფუძნების მომენტიდან, ის უცებ გავიდა პირველ ადგილზე მსოფლიოში ძიების სფეროში და დღემდე ამ ადგილს ინარჩუნებს. მისი კონკურენცია დღემდე ვერავინ შესძლო - მხოლოდ IBM იწყებს თავისი Watson-ის დაქოქვას. დღეს, კომპანიის საფირმო ტექნოლოგიას ყოველდღიურად ემსახურება მილიარდზე მეტი საძიებელი მოთხოვნა მსოფლიოს 146 ენაზე. პერსონალური კომპიუტერებიდან მობილურ მოწყობილობებზე გადასვლამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი Google-ს, რადგან NetMarketShare-ს მონაცემებით მისი საერთო წილი მობილური ძიების სფეროში შეადგენს 90%, მაშინ როდესაც პერსონალურ კომპიუტერებზე მხოლოდ 70%-ს.

Google-ს ბუკვალურად უპყრია მსოფლიოს მთელი ინფორმაცია - ჩვენ ხომ ყველანი ამ კომპანიის მომსახურეობით ვსარგებლობთ ბოლოს და ბოლოს. Google-ს დამხმარე მომსახურეობები, Gmail-დან მოყოლებული ინტერნეტ რუქებით, YouTube-თი და Android-ის Play Store-თი დამთავრებული, მხოლოდ აუმჯობესებს ჩვენს წვდომადობას ინფორმაციისადმი და უზრუნველყოფს საძიებელი გიგანტის მოქნილ კონტროლს. ხვალ Google თუ გაქრება, ჩვენ ჯერ კიდევ შევძლებთ ალტერნატიული სერვისებით სარგებლობას, მაგალითად, ისეთებისას როგორიცაა "იანდექსი", "Bing"-ი Microsoft-ისგან და სხვა. მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მომსახურეობები ვერ გახდნენ იმაზე უკეთესნი, რასაც გვთავაზობს Google, ჩვენ ყოველთვის მას ვესტუმრებით. საძიებელი სისტემის შეცვლა ძალზედ მარტივია და არანაირ დანახარჯებს არ ითხოვს. Google-მ ეს იცის და კარგად ესმის, ამიტომაც ცდილობს უზრუნველყოს ძიების უკეთესი ხარისხი, თუმცა მარტო ამით როდი უზრუნველიყოფა მსოფლიო დიდება, მაშასადამე საჭიროა გადასვლა მომდევნო ეტაპზე.


2. ინფორმაციისადმი წვდომადობის მართვა

საძიებელი სისტემა - ეს მხოლოდ კარიბჭეა ინფორმაციის, ხოლო თქვენი ძიების აპარატული უზრუნველყოფა - მისი დარაჯი. ამასთან დაკავშირებით უკვე დღეს Google ემსახურება მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ მობილურ ოპერატიულ სისტემა Android-ს, რომელმაც სმარტფონების ბაზრის 81% დაიპყრო 2013 წლის მონაცემებით. Android-მა ასევე გაასწრო Windows-ს, და პრინციპში, გახდა ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა მსოფლიოში. ასეთი დომინირება ძნელია შეწყვიტო, და Apple ამას მიხვდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ჯერ კიდევ დომინირებდა Microsoft-ის სისტემის კომპიუტერები.

მაგრამ Google ამაზე არ შეჩერდება. მისი მობილური კომპიუტერები Glass მინიატურიზაციის კონკურენციაში მომდევნო ლოგიკური ჯაჭვი უნდა გახდეს, რომელიც კომპიუტერებს ჯიბიდან სახეზე გადაიტანს, და ისინი ჩვენს გამუდმებით ჩვენს თვალწინ იქნებიან. არც ერთ სხვა კომპანიას არ ძალუძს ასე ახლოს იყოს მომხმარებელთან მოწყობილობის ამგვარი ტიპის დახმარებით, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მალე ამგვარი მოწყობილობები უკვე ბაზარზე გამოვა. დარჩა სულ მცირე დრო, Google-მ კი უკვე ბევრი მოიგო პროგრამა Glass Explorers-ის არცთუ დიდი ბეტა-ტესტირებით.

თავისი არსით კომპიუტერები წარმოადგენენ ინფორმაციის ტუბროგამტარებს, და Google Glass წარადგენს ინფორმაციას ზუსტად ისევე, როგორც მას აღიქვამენ ადამიანები, რითაც, ტექნოლოგიათა ერთგვარი მეორე კანი გახდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი მუშაობს, როდესაც თქვენ იღლებით - ასე აღიქვამს Google Glass-ის მრავალი მომხმარებელი ამ ტექნიკას, და იყენებს მრავალ დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფას. ადამიანები უკიდურესად ლოიალურად ეკიდებიან iPhone-ს, მაგრამ ისინი გახდებიან Glass-ის ფანატიკოსები, რამეთუ სათვალეები განახორციელებენ ყოველივე იმას, რაც ასე სჭირდებათ ადამიანებს დღიდან დღემდე. შესაძლოა, ერთხელაც, არც ისე შორეულ მომავალში, თქვენ, გაიკეთებთ რა Google Glass-ის სათვალეს, გაიხსენებთ ამ სიტყვებს.


3. სატრანსპორტო ქსელის კონტროლი

ინფორმაციის კონტროლი - პირობითად რომ ვთქვათ, ეს ჯერ კიდევ კვირტებია. Google-ს არ შეუძლია რეალურად მართოს მსოფლიოს, თუ ის საკუთარ ხელში არ აიყვანს ონლაინ-ნაწილს. თვითმართვადი ავტომობილები - ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ისინი Google-ს მისცემენ სატრანსპორტო ქსელის გაკონტროლების შესაძლებლობას, რადგან სწორედ ამ მანქანებით დაიწყებენ ადამიანები უსაფრთხო გადაადგილებებს ერთი პუნქტიდან მეორეზე. დღეს ჩვენ ვსარგებლობთ Google Maps-ით, რათა ეს გავაკეთოთ, მაგრამ ამასთან გზაში ჩვენ მაინც მივმართავთ ინტერნეტს. რამდენ დროს ხარჯავენ ადამიანები საცობებში? მარადისობას.

საცობში ამაოდ და უაზროდ დახარჯული დროის უმეტესი ნაწილი ადამიანური შეცდომის შედეგია. საგზაო შემთხვევები პრაქტიკულად ყოველთვის წარმოადგენენ მძღოლის შეცდომას, და ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში ხდება მილიონობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. დამუხრუჭების ან მოვლენაზე თვალის შევლების მოსურვებააც კი აფერხებს მანქანების ყოველდღიურ ნაკადს. სატრანსპორტო ქსელში სუსტი ადგილების გაუქმება, ტრილიონობით დოლარის ეკონომიას მოიტანს, რომელიც ხმარდება მკურნალობას, ახალი მანქანების შეძენას, დროს, საცობებს და სხვა არასაჭირო საგნებს. როგორც კი მსოფლიო აივსება Google-ს თვითმართვადი ავტომობილებით, საძიებელი გიგანტი თავის თათს დაადებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, და ჩვენ ჯერ კიდევ მადლობელნი ვიქნებით. ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ ყოველდღიური შავი სამუშაოს შესრულება, მაგრამ აქ კვლავ თამაშში შემოდის Google-ს ბოლოს შენაძენი.


4. ფიზიკური შრომის ბაზრის კონტროლი

Boston Dynamics ფლობს ყველაზე მოწინავე რობოტების შექმნის რეპუტაციას მთელს პლანეტაზე. მისი ოთხფეხა ბოტები შემუშავებულ იქნენ სამხედროებისთვის, ხოლო ორფეხა PETMAN-ი შემაშფოთებლად მოგვაგონებს ადამიანის მოძრაობებს.

რა თქმა უნდა, არავის აშინებს, რომ რობოტი მოიპარავს ვინმეს სამუშაოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანივით სიარული ძალუძს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რობოტის შექმნა, რომელიც BigDog-ივით წარმატებით გადაადგილდება დასახლებულ პუნქტებში, რობოტექნიკის სამყაროში უზარმაზარ წინსვლას წარმოადგენს. ძნელი პრობლემების დაძლევის პროცესში რობოტების სიარული - ეს პირველი ნაბიჯია. წარმოიდგინეთ მსოფლიო, რომელშიც თქვენს გემრიელ საჭმელს რობოტი მოამზადებს, რომელმაც უბრალოდ იცის, როგორ უნდა გაფცქვნას კარტოფილი, მოხარშოს ქათამი, მოიტანოს მაგიდასთან და გითხრათ "გემრიელად მიირთვით". ოსტატობის საიდუმლო უბრალო ამოცანების მასაში მდგომარეობს, რომლითაც რობოტებს დააპროგრამებენ, და როგორც უკვე ვთქვით, სიარული ამ პროცესში მხოლოდ პირველი ნაბიჯია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ რობოტებმა უკვე შეცვალეს მუშები კონვეიერულ სამუშაოებზე. ამ პოზიციიდან თუ გადავხედავთ Boston Dynamics-ის შეძენა ძალზედ ხელსაყრელი გარიგებაა.

რადგან რობოტები საკუთარ თავზე იღებენ ხელის სამუშაოთა უდიდეს ნაწილს, ადამიანები უმეტეს დროს გონებრივ სამუშაოებზე დახარჯავენ (რომელშიც, სხვათა შორის, Google უდიდეს წარმატებებს აღწევს). თუ Google შესძლებს გონებრივი და ფიზიკური წინადადებების სიმბიოზის შექმნას, რომელიც ჩვენს ცხოვრებას გაამარტივებს, უკეთესს და სასიამოვნოს გახდის, მაშინ კომპანია წარმატებით შევა მსოფლიო ეკონომიკის ყოველ სეგმენტში და მყარადაც დამკვიდრდება მასში.


5. ცხოვრებისეული საიდუმლოებების კონტროლი

რამოდენიმე წლის წინ Google-მ ანონსირება გაუკეთა Calico-ს, რომელმაც უნდა დაიკავოს ყოფილი CEO Genentech-ის ადგილი და რომელიც ორთაბრძოლაში იწვევს სიცოცხლის გახანგრძლივების მოკრძალებულ მიზანს. პრესამ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა უკვდავების "გუგლისეულ" პროექტზე, რომელიც შესაძლოა არც თუ შორს იყოს ამისგან. გავიხსენოთ გენიალური მოაზროვნე ლარი პეიჯი, რომელიც მხოლოდ მომავალს უმზერს და ცდილობს გამოუშვას ისეთი პროდუქტები, რომელიც ათჯერ უკეთესია იმაზე, რაც ახლა გვაქვს. მერე რა რომ ეს უცებ არ მოხდება. უკვდავება ერთი ხელის გაწვდენაზეა, და მას ალბათ რამოდენიმე ათწლეულში მიაღწევენ, მაშინ როდესაც სიცოცხლის გახანგრძლივება 150 წლამდე, უკვე რეალობაა. ცნობილი გერონტოლოგი ობრი დი გრეი ამტკიცებს, რომ პირველი ადამიანი, რომელიც 150 წლამდე იცოცხლებს, უკვე დაიბადა. ხოლო პირველი ადამიანის დაბადებას, რომელიც ათას წლამდე მიაღწევს, 2030 წლის მიწურულისთვის ელოდებიან.

Google, როგორც ჩანს, სრულიად შემძლეა მოგვცეს თავზე დამონტაჯებული კომპიუტერები, უპილოტო ავტომობილები და რობოტიზირებული მუშახელი მანამ, სანამ საშუალოდსტატისტიკური ადამიანი 150 წელს მიაღწევს. მაგრამ პირველი გადაწყვეტილებები ფერმკრთალდებიან სიბერის პრობლემის გადაწყვეტის წინაშ. ამით Google არა მარტო გააკონტროლებს ინფორმაციის წვდომადობას, არამედ დროსაც, რომელიც ამ ინფორმაციის წვდომისთვის არის გამოყოფილი. შესაძლოა, Google-მ ვერასოდეს მიაღწიოს ამ მიზნებს, მაგრამ, მოდი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მიაღწევს. წარმოიდგინეთ გონებრივად მშრომელი საზოგადოება, რომლებიც მარადიულად ცხოვრობენ Google-ს ტექნოლოგიების დაცვის ქვეშ. რა არის ეს ლარისა და სერგის ოცნება? თუ, იქნებ სულ სხვა რამ?

წყარო: hi-news.ru
Назад к содержимому