კონსპიროლოგია - ევროკავშირი, კორონავირუსი და შეთქმულების თეორია - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > კონსპიროლოგია
ევროკავშირი, კორონავირუსი და შეთქმულების თეორია
ევროკავშირი და კონსპიროლოგია
ევროპული კომისიის საიტზე გაჩნდა საინტერესო მასალა, რომლის სათაურია "შეთქმულებათა თეორიების იდენტიფიკაცია". ის განთავსებულია განყოფილებაში, რომელიც ეძღვნება კორონავირუსს, უშუალოდ დაავადების ეპიდემიას უკავშირდება.



სტატიაში ძირითადად მოცემულია შეთქმულების თეორიის ზოგადი ცნებები, რომლებიც საერთო ნიშნებზე უთითებს, კერძოდ:

1. შეთქმულება (ვითომცდა) არის საიდუმლო.

2. არსებობს შეთქმულთა დაჯგუფება.

3. არსებობს "მტკიცებულებები", რომლებიც, როგორც ჩანს, ადასტურებენ შეთქმულების თეორიას.

4. (ცრუდ) ამტკიცებენ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და, რომ არ არსებობს არანაირი დამთხვევა; ყველაფერი ისე როდია, როგორც გვეჩვენება - და ყველაფერი ურთიერთკავშირშია.

5. არსებობს მსოფლიოს დაყოფა "კარგ" და "ცუდ" ნაწილებად.

6. ეძიებენ "განტევების ვაცს" გარკვეულ ადამიანთა ან დაჯგუფებათა სახით.

მასალის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი თეორიების გავრცელების ინიციატორები თავიანთ ვერსიებს გარეგანი თვალსაზრისით საკმაოდ ლოგიკურად აყალიბებენ, და ამიტომაც დიდი წარმატებითაც სარგებლობენ. ყველაფერი იწყება დაეჭვებით, შემდეგ ხდება პიროვნებათა ძიება, რომლებიც მოცემულ ვითარებაში არიან დაინტერესებულნი და, რომელთაც აკერებენ "შეთქმულის" იარლიყს. შემდეგ მიმდინარეობს მტკიცებულებათა შეკრება, და ამის შემდეგ თეორია იღებს არსებობისთვის მყარ ნიადაგს. "მათი უარყოფა ძნელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამის გაკეთებას ცდილობს, შეთქმულებაში მონაწილედ განიხილება".
 
ამგვარი თეორიების გავრცელების მეთოდები მრავალგვარია - ინტერნეტი, მეგობრები, ნათესავები და ნაცნობები. ასევე ამტკიცებენ, რომ ხშირად ამ თეორიების დახმარებით ცდილობენ ადამიანების მანიპულირებას პოლიტიკური და ფინანსური მიზნით.

იმის გასარკვევად, არის თუ არა რომელიმე ისტორია შეთქმულების თეორია, ევროკავშირის საიტზე მოცემულია ცხრილი, სადაც შეთქმულების თეორიას განეკუთვნება შემდეგი კატეგორიები:

1. ვტორი ჩვეულებისამებრ თვითმარქვია ექსპერტია და დაკავშირებული არ არის ორგანიზაციასთან, რომელსაც სერიოზული რეპუტაცია გააჩნია.
 
2. ავტორი ამტკიცებს, რომ მას აქვს უფლებამოსილებანი, მაგრამ ეს ვერ დასტურდება.
 
3. ინფორმაციის წყარო ბუნდოვანია.
 
4. ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ თვითმარქვია ექსპერტების მიერ.
 
5. დამოუკიდებელი საიტები ფაქტების შემოწმების თვალსაზრისით მხარს არ უჭერენ მოტანილ წყაროებს.
 
6. ავტორი წარმოადგენს ინფორმაციას, როგორც ჭეშმარიტებას ბოლო ინსტანციაში.
 
7. ავტორი იძლევა კითხვებს, მაგრამ პასუხებს არა.
 
8. ავტორი ახდენს იმათ დემონიზირებას, ვინც პოზიციონირებს, როგორც შეთქმულების მონაწილე.
 
9. ინფორმაციის მიწოდების ტონი სუბიექტური და ემოციურია.
 
10. ემოციური სახეები და ფრაზები გამოიყენება გზავნილის გასაძლიერებლად.

აქ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების შემდეგ დამკვიდრებულ იქნა ცენზურა, ხოლო დამოუკიდებელ მასმედიას ან აჯარიმებდნენ ან ხურავდნენ, თუკი ისინი გამოაქვეყნებდნენ ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამებოდა ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას. ასეთი რეპრესიული ზომები იწვევდნენ არა მარტო აღშფოთების ტალღას, არამედ ბადებდნენ ეჭვს ხელისუფალთა მოქმედების მართლზომიერებასა და ადექვატურობაში.
 
გარდა ამისა, მრავალი ავტორიტეტული მეცნიერი ეჭვ ქვეშ აყენებდა მიღებული ზომების სამართლიანობას.
 
საყურადღებოა ის, რომ ევროკომისიის საიტზე ნიმუშად მოტანილი არ არის შეთქმულების არც ერთი თეორია, რომელიც ევროკავშირში არსებულ აქტუალურ და კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობას ეხება.
 
საიტზე მხოლოდ ნათქვამია, რომ "საზოგადოების "გარეგანი ჯგუფები", რომლებიც ადვილად იღებენ შეთქმულებათა თეორიას ამგვარ თეორიათა ადვილი სამიზნე ხდებიან, მათი მეშვეობით ხდება სიძულვილისა და დეზინფორმაციის კამპანიის გაჩაღება. ესენი არიან სხვადასხვა წარმომავლობის, სარწმუნოების ან სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. COVID-19-ის კონტექსტში კონკრეტულ ჯგუფებს ხშირად აბრალებდნენ ევროპაში ვირუსის გავრცელებას, მათ შორის კონკრეტული აზიური წარმოშობის ადამიანებს, ებრაელებს, მუსლიმებს, ბოშებს და ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მიიჩნევენ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებად".
 
საიტზე ამტკიცებენ, რომ შეთქმულების თეორია შეიცავს სამ საშიშროებას:
 
1. "ისინი ასახელებენ მტერს და მიაწერენ მას საიდუმლო შეთქმულებას, რომელიც ადამიანთა სიცოცხლესა და სარწმუნოებას ემუქრება, ამით კი უშვებენ დამცავ მექანიზმს, რომელიც ჰკვებავს დისკრიმინაციას, ამართლებს დანაშაულობას სიძულვილის ნიადაგზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას მებრძოლი ექსტრემისტული ჯგუფების მიერაც.
 
2. ისინი ავრცელებენ უნდობლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური აპათია და საზოგადოების რადიკალიზაცია.
 
3. ისინი ავრცელებენ უნდობლობას სამეცნიერო და სამედიცინო ინფორმაციის მიმართ, რასაც შეიძლება მოჰყვეს სერიოზული შედეგები".


 
შემდეგ ნახსენებია ანტისემიტიზმი, როტშილდები და სოროსი, ისრაელი, ასევე სიონელ ბრძენთა ოქმები. გასაოცარია, რომ მასალის ავტორებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს სწორედ ამ თემებს. რატომ არ არის აღნიშნული ანტიქრისტიანობის ან ანტიმუსლიმობის, ან კიდევ მიგრანტების თემები, რომლებიც ასე აქტუალურია ევროკავშირისთვის - გაუგებარია. ჩანს, რომ აქ აქცენტი სპეციალურად ანტისემიტიზმზე, მათ შორის ხოლოკოსტის უარყოფაზე კეთდება, რისთვისაც ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთით და მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება.
 
შედეგად, ავტორებს მკითხველი მიჰყავთ ძირითად მარკერებთან, რომლებიც მათ შეთქმულებათა თეორიის ძირითად ნიშნებად მიაჩნიათ და, რომლებიც დაკავშირებულნი არიან კორონავირუსთან.
 
"ამტკიცებენ, რომ - ნათქვამია ევროკომისიის საიტზე, - რომ ვირუსი ხელოვნურად იყო შექმნილი (მაგალითად, ლაბორატორიაში) იმ ადამიანების მიერ, რომელთაც განსაკუთრებული ინტერესი გააჩნიათ (მაგალითად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება).
 
ამტკიცებენ, რომ ვირუსი შეგნებულად არის გავრცელებული - ან მისი ბუნებრივი გავრცელება ხელოვნურად არის გაზრდილი, რათა ზიანი მიაყენონ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ადამიანებს (მაგალითად, 5G სიგნალების მეშვეობით).
 
ამტკიცებენ, რომ ვაქცინები და წამლები შეგნებულად ყოვნდება, რათა ვირუსის გავრცელება გაგრძელდეს და ზიანი მიადგეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს.
 
ამტკიცებენ, რომ ვირუსთან საბრძოლველად გამიზნული განსაზღვრული სანიტარული ზომები საზოგადოებისთვის წინასწარგანზრახული ზიანის მისაყენებლად ან საზოგადოებაზე კონტროლის დასაწესებლად გამოიყენება (მაგალითად, ვაქცინები და პირბადეები)".
 
მეტიც, საიტზე რჩევებიც კი არის მოცემული, თუ როგორ უნდა ვეწინააღმდეგოთ შეთქმულების თეორიებს და როგორ ველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც იზიარებენ ამგვარ თეორიებს. მოცემულია მეთოდური მითითებები ინფოგრაფიკის სახით.
 
მთლიანობაში, მასალის გამოჩენა ევროკომისიის საიტზე ადასტურებს ევროკავშირის სახელისუფლებო ორგანოებისადმი ნდობის კრიზისს.
 
რადგან ევროკომისიის წევრები არ წარმოადგენენ დემოკრატიულად არჩეულ წარმომადგენლებს, მოცემულმა ფაქტმა შეიძლება საზოგადოებაში გაამყაროს აზრი იმის შესახებ, რომ ხალხისგან გაუცხოებული ევროკავშირის უზენაეს ხელისუფლებას მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი სპეციფიკური შეხედულება გააჩნია და ცდილობს ეს შეხედულება მასებსაც მოახვიოს.
 
წყარო: katehon.com

"აპოკალიფსისი". 22 თებერვალი. 2021 წ.


Назад к содержимому