კითხვა-პასუხი - როგორ აწესებენ წმინდანთა ხსენების ზეიმობას? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
როგორ აწესებენ წმინდანთა ხსენების ზეიმობას?
ეკლესიის წმინდანები
მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იცის ათასობით წმინდანი, რომელთაგან ყოველს კალენდარში თავისი ხსენების დღე აქვს. მაგრამ როგორ განისაზღვრება მათი ხსოვნის ეს დღე? როგორ აწესებს მათ ხსოვნას ეკლესია? რატომ აღინიშნება ზოგიერთი წმინდანის ხსენება რამოდენიმეჯერ? და, საერთოდ, როგორ გამოვარკვიოთ რომელ დღეს აღინიშნება წმინდანის დღე? მოდი გავერკვეთ ამ საკითხში.
 
 
1. მართლმადიდებლურ კალენდარში ყოველდღე რომელიმე წმინდანის ხსენებაა? ეს მისი დაბადების დღეა თუ სხვა რამ?
 
აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში წმინდანის ხსენების დღეს ეკლესია აწესებს არა მის დაბადების დღესთან, არამედ მის სიკვდილთან დაკავშირებით. ლოგიკა აქ ასეთია: წმინდანისთვის, მართალი ქრისტიანისთვის ფიზიკური სიკვდილი - ეს ახალ, ნეტარ ცხოვრებაში გადასვლაა, სადაც ის ღმერთთან ერთადაა ცათა სასუფეველში. ეს არის მისი მეორედ დაბადება.
 
 
2. აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში... მაშასადამე გამონაკლისი მაინც არსებობს?
 
დიახ, ეკლესია ცალკე ზეიმობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის შობას. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ეკლესია მათ განსაკუთრებულ პატივს მიაგებს. ღვთისმშობლის შობა - საყოველთაო მასშტაბისაა, რადგან კაცობრიობა მისი სამოთხიდან განდევნის შემდეგ ელოდა იმ ქალწულს, რომელიც მისთვის აღთქმულ მაცხოვარს დაჰბადებდა. ხოლო იოანე ნათლისმცემელზე თვით ქრისტემ თქვა, რომ "დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი" (მთ. 11:11).
 
 
3. კი, მაგრამ, მაშინ რა უნდა ითქვას წმ. ნიკოლოზის შობაზე? ესეც ხომ დღესასწაულია?
 
ზოგიერთ თანამედროვე თვენში მართლაც შეიძლება ვიპოვოთ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის შობის დღე, რომელიც 11 აგვისტოს უწევს. მაგრამ ამ დღესასწაულის დაწესების ისტორია უცნობია. მეცნიერები იმ ვერსიისკენ იხრებიან, რომლის მიხედვითაც ის თითქოსდა რუსული წარმოშობისა იყო და ამას რუსეთში წმ. ნიკოლოზის განსაკუთრებულ პატივისცემას უკავშირებენ. დღესასწაული რუსეთში XII-XIII საუკუნეებში აღინიშნებოდა, მაშინ როდესაც სხვა ადგილობრივ ეკლესიებში მის შესახებ არანაირი ცნობა არ მოიპოვება. სწორედ ამ მიზეზით, ჯერ კიდევ ეკატერინე II-ის დროს წმ. ნიკოლოზის შობის დღე ამოღებულ იქნა კალენდრებიდან. დღეს წმ. ნიკოლოზის შობის დღის ზეიმობა რუსეთში კვლავ აღორძინებას განიცდის.
 
 
4. რატომ აღინიშნება ზოგიერთი წმინდანის ხსენება რამოდენიმეჯერ?
 
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთი წმინდანის წმიდა ნაწილები მათი სიკვდილიდან უცებ როდი აღმოაჩინეს. და დღე, როდესაც ისინი ეკლესიის მიერ მოპოვებულ იქნა ამ წმინდანის ხსოვნის დღედ წესდება. სხვა შემთხვევაა, როდესაც რომელიმე წმინდანის ნაწილები ამა თუ იმ მიზეზის გამო სხვა ადგილას გადაჰქონდათ ან დაკარგული იყო და კვლავ მოპოვებულ იქნა. ასეთი მოვლენები განსაკუთრებულად აღინიშნება. ამ შემთხვევებში კალენდარში აუცილებლად უთითებენ მოცემული ზეიმის დაწესების მიზეზს. ასეთი ზეიმები იწოდება "წმიდა ნაწილთა მოპოვებად" ან "წმინდა ნაწილთა გადაყვანად", ან კიდევ "წმიდა ნაწილთა მეორე (ან მესამე) მოპოვებად" და ა. შ.
 
 
5. რას წარმოადგენენ წმიდა ნაწილები?
 
წმიდა ნაწილები - ეს არის წმინდანის სხეულის უხრწნელი ნაწილები, რომელთაც ეკლესია სიწმიდედ მიიჩნევს, რადგან მათ მიერ მოქმედებს მადლი ღვთისა.
 
 
6. როგორ გავიგოთ რომელ დღეს აღინიშნება ამა თუ იმ წმინდანის ხსენება?
 
ამის შესახებ შეიძლება გავიგოთ მართლმადიდებლურ კალენდრებში, რომლებიც ნებისმიერ ტაძარში იყიდება. კიდევ შეიძლება ვისარგებლოთ ინტერნეტში, კარგად ცნობილ მართლმადიდებლურ საიტებზე განთავსებული კალენდრებით. გარდა ამისა, როგორც წესი, ტაძრის შესასვლელთან გაკრულია უახლოესი დღეების წმინდანთა დღესასწაულობის თარიღები.

 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ.
Назад к содержимому