კითხვა-პასუხი - რა არის ჩვენი მიზანი - როგორ დავემალოთ ანტიქრისტეს? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რა არის ჩვენი მიზანი - როგორ დავემალოთ ანტიქრისტეს?
დამალვა
ზოგჯერ დემონები მორწმუნე ადამიანებს არ აძლევენ შესაძლებლობას დაინახონ ჭეშმარიტება, არამედ მას ამაო აზრებით ცვლიან და უმთავრესს განარიდებენ ადამიანს. მაგრამ, რა არის უმთავრესი?
 
კლაივ ლუისის ერთ-ერთ წიგნში ნარნიას შესახებ ძალიან სევდიანად მთავრდება. ეს ძალიან სევდიანი დასასრულია ბავშვური ცნობიერებისთვისაც კი. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ვცდილობთ ბავშვების ფსიქიკა არ დავაზიანოთ სევდიანი ამბებით. აქ კი ვკითხულობთ, თუ როგორ დაეცა ზღაპრული ქალაქი, ხოლო ასლანის ტახტი სულელმა ვირმა დაიკავა. რატომ მთავრდება ეს ზღაპარი ასე ცუდად?
 
ავტორი მომავლის სამართლიან სურათს გვიხატავს, რომელიც ბავშვებსაც კი არ უნდა დავუმალოთ, რომ ეს დედამიწა, და მისი ყოველი ქმნილება დაიწვება. და იმიტომ კი არა, რომ ანტიქრისტე მოვა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები იმდენად შეითავსებენ და შეიწყნარებენ ბოროტებას, რომ სამყარო უკვე ვეღარ შეძლებს არსებობას.
 
რა იქნება შემდგომ? მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი - ანტიქრისტეს დაძლევაა. და ძირითადად ეს განსაზღვრავს ჩემს სარდაფში კონსერვების რაოდენობას. მეყოფა თუ არა? შევძლებ თუ არა გადავლახო ეს რთული დროება? სწორედ ასე ემზადება მრავალი სამყაროს აღსასრულისთვის.
 
"მე ტყეში წავალ, იქ დავიმალები, დავრგავ კარტოფილს, მოვაშენებ საქონელს, ჩემი რძე მექნება. არ მივიღებ არანაირ პასპორტს, მობილურს, ბარათებს. ასე მე ვერავინ მიპოვის".


 
- მაგრამ შემდეგ?
 
- მთავარია, გადავლახო ანტიქრისტეს დროება! ის მე ვერ მიპოვის!
 
- კი მაგრამ, შემდეგ რა?
 
- როგორ თუ რა? მე ხომ ბეჭედი არ მივიღე!
 
აი რაზე აკეთებს აქცენტს მრავალი ქრისტიანი. არადა არავინ დააპირებს ძალდატანებით ამ ბეჭდის მიღებას, შენ აუცილებლად გკითხავენ: "გინდა მისი მიღება თუ არა?"
 
და არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნება ამის შემდგომ. არ ფიქრობს, რადგან ეშინია. გავიხსენოთ შიშისგან გაფითრებული ჰობიტი რას ეკითხება გენდელფს: "რა იქნება შემდგომ?", მან კი უპასუხა: "შემდეგ იქნება ცხოვრების გაგრძელება, შემდეგ მარადისობა დადგება".
 
იქნება ახალი მიწა და ახალი ცა. ჩვენ მივიღებთ ახალ სხეულებს, რომელშიც მარადიულად ვიცხოვრებთ. როგორ ვიცხოვრებთ? - ეს არის უმთავრესი კითხვა, რომელიც უნდა გვაღელვებდეს. და არა ის, როგორ დავემალოთ ანტიქრისტეს!


 
თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არ ემზადება მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის. ყველანი მხოლოდ დროებით ყოფიერებაზე ფიქრობენ, იმარაგებენ კონსერვებს და ადრიდანვე იმზადებენ ადგილს სოფლებში, ტყეებში თუ მიუვალ ადგილებში. სწავლობენ ცხოვრებას ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე.
 
მაგრამ ისინი არ ფიქრობენ იმაზე, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ დავტოვებს მიწიერ სხეულს და ანგელოზებივით ვიქნებით, არამედ ახალ სხეულებს მივიღებთ. ხოლო როგორი იქნება ის, დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს ახლანდელ ცხოვრებაზე.
 
კიდევ მორწმუნეები ფიქრობენ, რომ ანტიქრისტე საიდანღაც მოვა, ჩვენ მას შემოგვიგზავნიან და მმართველად დაგვიყენებენ. არა! ის "ჩვენთაგანი" იქნება! მორწმუნეთაგანი! ამის შესახებ მოციქული პავლეც ამბობდა. სწორედ ამიტომ მოატყუებს ის ასე იოლად მრავალს და მიიღებენ მას.
 
კლაივ ლუისმა სწორი შეხედულება შემოგვთავაზა მომავალზე. ეს შეხედულება - დასავლეთიდანაა. ჩვენკი მიგვაჩვიეს აზრს, რომ რაც დასავლეთიდანაა ყველაფერი ცუდია.
 
როგორც ჩანს ყველაფერი არა... ლუისი გვიჩვენებს, რომ ასლანის ნაცვლად ადამიანები თაყვანს სცემენ ვირს ლომის ტყავში გახვეულს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ძალიან მრტივად! ასე მოხდება და მორჩა!


 
ჩვენ ადრიდანვე უნდა შევამზადოთ ჩვენი გულები, რათა ის იყო მგრძნობიარე, ბრძენი, რათა შეუძლებელი გახდეს ჩვენი მოტყუება, შეუძლებელი გახდეს სიმართლის ნაცვლად შემოგვთავაზონ სიცრუე. აი ეს არის მთავარი! აი რატომ ვიარებით ტაძრებში, - არა იმიტომ, რომ იქ სილამაზეა, და იქაური გარემო სულს ამშვიდებს. არამედ იმიტომ, რომ აღვზარდოთ და მოვამზადოთ ჩვენი გულები მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის; რათა ჩვენი სხეული, რომელსაც სამყაროს აღსასრულის შემდეგ მოგვცემენ, არ იყოს მახინჯი, ჩვენი ვნებების ამსახველი უსახურობა. არამედ გვქონდეს ბრძენი და მგრძნობიარე, სიყვარულით აღსავსე გული, რათა არ მიიღოს მან არანაირი სიცრუე ჭეშმარიტების ნაცვლად.
 
მშვიდობა ყველას და სულის ცხონება!


 
 
წყარო: https://dzen.ru

პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023.
Назад к содержимому