კატეხიზაცია - მართლმადიდებლური ევქარისტოლოგიის ძირითადი პუნქტები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კატეხიზაცია
მართლმადიდებლური ევქარისტოლოგიის ძირითადი პუნქტები
წმიდა ევქარისტია
ევქარისტოლოგია - სწავლება ევქარისტიის შესახებ.

1. ევქარისტიის საიდუმლო დააფუძნა ქრისტემ და თავის მოწაფეებს მასში მონაწილეობა ამცნო. ამაში მდგომარეობს ქრისტეს სასუფეველისადმი მორწმუნეთა თანაზიარობის უმთავრესი პირობა (იოანე 6:51, 53-54).
 
2. ევქარისტიაში მონაწილეობა - ეს საიდუმლო სერობაში მონაწილეობაა, და არა მხოლოდ მისი სიმბოლური გამოსახვა ან გახსენება. ეს გამოხატულია ზიარებისწინა ლოცვებში: "საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე..."
 
3. ევქარისტიაში ხდება პურისა და ღვინის ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად შეცვალება, გარდაარსება (ორივე ტერმინი მისაღებია). ქრისტე რეალურად არსებობს ევქარისტიაში. ეს არის არა ხატი, ხილული რამ სახე ან სიმბოლო! ევქარისტულად ნაკურთხი ძღვენი განკაცებული მაცხოვრის, - ღმერთკაც იესუ ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია. ევქარისტული შეცვალება (გარდაარსება) აღესრულება არა ენერგეტიკულ, არამედ სუბსტანციონალურ პლანში. ამასთან პურისა და ღვინის ფიზიკური, ხილული თვისებები ნაკურთხ ძღვენში სახეს არ იცვლიან და იმავედ (პურად და ღვინოდ) რჩებიან.
 
4. წმიდა ძღვენის ყოველ ნაწილაკში ქრისტე მყოფობს მთელი სისრულით.
 
5. ყოველთვის, ევქარისტიის საიდუმლოს შესრულებისას, პური და ღვინო შეიცვალებიან მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის ხორცა და სისხლად, მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლოს დაწესება მოხდა საიდუმლო სერობაზე, ანუ მაცხოვრის ჯვარცმამდე, სიკვდილამდე და მკვდრეთით აღდგომამდე, ისევე, როგორც ნათლისღების საიდუმლო ქრისტემ დააწესა ეკლესიის დაბადებამდე (სულთმოფენობისას).
 
6. ევქარისტია - ეს არის ქრისტეს ხორცისა და სისხლის მსხვერპლი შეწირული ცოცხალთა და მკვდართათვის. ჯვარზე აღსრულებული ისტორიული მსხვერპლისგან განსხვავებით ევქარისტული მსხვერპლი უსისხლოა.
 
7. გოლგოთაზე ქრისტემ საკუთარი თავი შეწირა (ივნო) კაცობრივი ბუნებით, ხოლო ღვთაებრივი ბუნებით მიიღო იგი მამასთან და სულიწმიდასთან ერთად. ევქარისტული მსხვერპლი შეეწირება მთელ მსამებას - მამას, ძეს და სულიწმიდას.
 
8. ევქარისტია უნდა შესრულდეს აფუებულ პურზე, რადგან ყველა მახარობელი სწორედ აფუებულ პურზე მსჯელობს. ბერძნულ ენაში საკმაოდ მკაფიოდ განსხვავდებიან ტერმინები artos (აფუებული პური) და aximon (მაცა, აუფუვებელი პური). ყველა მახარობელი და მოციქული პავლე (1 კორინთ. 11:23), როდესაც ევქარისტიაზე ლაპარაკობენ, იყენებენ სწორედ სიტყვას artos.
 
9. ლიტურგიის ფუძემდებლურ სიტყვებს, სულიწმიდის ლოცვით მოწოდებას გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არა ამომწურავი. ევქარისტია აღესრულება არა მარტო ამ სიტყვების წარმოთქმის, არამედ მთელი ანაფორის განმავლობაში; შეიძლება ითქვას, რომ საღმრთო ლიტურგიის დაწყებისთანავე.
 
წყარო: azbyka.ru
Назад к содержимому