ისტორია - ჰეროდეს აღსასრული - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ჩვილების წინააღმდეგ ჰეროდეს განზრახვის შესახებ,

და თუ რა უ ბედურება შეემთხვა მას ცხოვრებაში

yrmata daxocva herodes brdzanebit

ავტორი: ევსები კესარიელი (IV ს.). საეკლესიო ისტორია. წიგნი I. თ. მე-8.

როდესაც წინასწარმეტყველებათა თანახმად ქრისტე იუდეის ბეთლემში იშვა, ჰეროდემ ამის მცოდნე აღმოსავლელ მოგვთაგან გამოიკითხა, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რადგან მათ მიერ მისი ვარსკვლავის ხილვამ და ამ მიზეზით ესოდენ დიდი მოგზაურობის შესრულებამ, აგრეთვე მათ მიერ შობილის, როგორც ღმერთის მოშურნედ თაყვანისცემამ, - ამ საქციელმა ჰეროდე ძალიან შეაშინა, ფიქრობდა, რომ მას წაერთმეოდა მთავრობა.

ერის რჯულთმოძღვართაგან გამოიკითხა, თუ სად იყო ქრისტეს შობა ნაწინასწარმეტყველები და როგორც კი გაიგო, რომ მიქეას წინასწარმეტყველება ბეთლემს წინამოასწავებდა, ერთი ბრძანებით დაახოცვინა ბეთლემში ძუძუთა ჩვილები და მის ყველა საზღვრებში ყრმები ორი წლისა და ქვემოთ (მოგვებისგან დაზუსტებული ჟამის მიხედვით); ფიქრობდა, რომ იესუ როგორც ყველანაირად მათი მსგავსი, მისი თანატოლების ბედს გაიზიარებდა. თუმცა, ყრმამ დაასწრო განზრახვის აღსრულება და ეგვიპტისკენ იქნა წაყვანილი მისი მშობლების მიერ, რომლებმაც ანგელოზის გამოცხადებით წიდაწინ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ამას სახარების წმიდა წერილიც ასწავლის. ამასთან ერთად აღნიშვნის ღირსია ქრისტესა და მის თანატოლთა წინააღმდეგ ჰეროდეს დანაშაულის საზღაური, როგორც მეყსეულად,მცირედი დაყოვნების გარეშე ეწია მას ღვთის სამართალი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე, რითაც აქედან განშორების შემდეგ მისაგებელის დასაწყისს აჩვენებდა; თუ როგორ დააბნელა მან ის, რაც მისი მეფობის დიდებად მიიჩნეოდა, შემდგომ მის სახლშიმომხდარიმოვლენებით, ცოლის, შვილების და სხვა მის გვართან განსკუთრებით ახლოს მყოფთა და უსაყვარლესთა სისხლისღვრებით, ამის მხოლოდ აღნუსხვაც კი შეუძლებელია. ნებისმიერ ტრაგიკულ დრამატურგიას დარჩდილავს მათ შესახებ არსებული ამბები, რაც იოსებმა
(ფლავიოსმა - "აპოკ." რედ.) ვრცლად მოგვითხრო თავის ისტორიებში. თუ როგორ სიკვდილამდე დევნა ჩვენი მაცხოვრისა და სხვა ჩვილების წინააღმდეგ შეთქმულების გამო მასზე მოწევნულმა, ღვთის ნებით დადგენილმა მათრახმა.

ურიგო არ იქნება ისტორიკოსის სიტყვები მოვისმინოთ, როდესაც მისი ცხოვრების უბედურებას "იუდაური სიძველეების" მეჩვიდმეტე წიგნში ამგვარად აღწერს: "ჰეროდე სნეულებამ უფრო მეტად წარიტაცა, ვიდრე შურისმგებელი ღმრთისგან იყო ეს დაწესებული. რადგან ცეცხლი ნელი იყო და მის გამსინჯველებს ბევრ ვერაფერს მიანიშნებდა ანთებაზე, რომელიც ამდენ ვნებას კვებავდა მის შიგნით, ხოლო ჭამისას იმ ზომის წადილი ჰქონდა, რომ ვერც მოემსახურებოდი: შიგნეულობა დაწყლულებული ჰქონდა, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის ტკივილი აწუხებდა და ფეხების გარშემო ლორწოვანი გამჭვირვალე სითხე გადმოდინდებოდა; მსგავსადვე იყო დაავადებული მუცლის არე, ასევე ულპებოდა მამაკაცის ასო და მასში მატლები უჩნდებოდა. სუნთქვა დაძაბული ჰქონდა, ძალიან უსიამოვნო იყო კუჭში გასვლა და ხშირი სუნთქვა. ასევე ყველა ასოების კანკალი აუტანელი ძალით. ეს ნათქვამი იყო მისანთა და მათ მიერ, რომლებმაც ეს ბრძნულად იწინასწარმეტყველეს, რომ ეს სასჯელი მეფეზე ღმერთმა დააწესა მისი მრავალი უღმერთო საქციელის გამო" (იუდაური სიძველენი. XVII, 6:5).

ამას აღნიშნავს ციტირებულ თხზულებაში ზემოთხსენებული მწერალი და "ისტორიათა" ("იუდაური ომების" - მთარგმნ.) მეორე წიგნში მის შესახებ მსგავს გადმოცემას აღწერს:

"მისი სხეულის ყოველი ნაწილი სხვადასხვა ვნებებით იყო დასნეულებული. ჰქონდა დაბალი სიცხე, მთელი კანის აუტანელი ქავილი, მუცლის განუწყვეტელი გვრემა, ფეხების გარშემო წალმანკის სიმსივნის მსგავსი რამ, მუცლის ანთება და ასოს ლპობა, რაშიც მატლები გაჩნდა, ამას თან ერთვოდა მძიმე სუნთქვა და სხეულის ყოველი ასოს სპაზმი.

მისნები ამბობდნენ, რომ ეს სნეულებები იყო სასჯელი. ასეთ ვნებებთან მებრძოლს მაინც უნარჩუნდებოდა სიცოცხლე, ხსნას იმედოვნებდა და განკურნებასაც ფიქრობდა. ასე რომ, გადავიდა იორდანეზე და იღებდა კალიროეს
(1) აბაზანებს, რომლებიც ჩაედინებოდა ასფალტის ტბაში (იგივე "მკვდარი ზღვა" - მთარგმნ.), რაც გემოთი ტკბილია და სასმელად ვარგისი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ იქ ზეთით სავსე აბაზანაში მთელი სხეული გათბებოდა თბილი ზეთით, იგი კი მოუძლურდა და მიცვალებულივით გადაატრიალა თვალები.

____________

1. კალიროე
- სამკურნალო წყარო თბილი გოგირდოვანი წყლებით

____________

როდესაც მკურნალებმა ხმაური ატეხეს, იგი დაუბრუნდა ტანჯვას, სამომავლოდ კი ხსნის იმედი დაკარგა და ბრძანა თითოეული ჯარისკაცისთვის ორმოცდაათი დრახმა გაენაწილებინათ და ბევრი ფული მიეცათ მმართველებისთვის და მეგობრებისთვის. თვითონ კი უკან დაბრუნდა, იერიქონში მოწყენილი ჩავიდა და ძლივს გადაურჩა თავის მოკვლას. ხოლო წარემატა დანაშაულებრივი საქმეების განზრახვაში. ბრძანა მთელი იუდეის ყოველი სოფლიდან სახელგანთქმული კაცების ე. წ. ჰიპოდრომში შემოკრება და ჩაკეტვა. ხოლო თავისთან მოხმობილ დას სალომეს და მის მეუღლეს ალექსას უთხრა: "ვიცი იუდეეველები ჩემს სიკვდილს იზეიმებენ, მე კი შემიძლია სხვა რამეებით ვაგლოვო ისინი და ბრწყინვალე დაკრძალვაც მქონდეს, თქვენ კი მოინდომეთ ჩემი ბრძანებების შესრულება. როგორც კი სულს დავლევ, დაცვის ქვეშ მყოფი კაცები სწრაფად დახოცონ გარშემორტყმულმა ჯარისკაცებმა, რათა მთელმა იუდეამ და ყოველმა სახლმა ძალაუნებურად დამიტიროს".

ცოტა მოგვიანებით იოსები ამბობს: "და კვლავ საჭმლის ნაკლებობით და სპაზმური ხველებით იტანჯებოდა და ტკივილებში მყოფმა გადაწყვიტა დაესწრო ბედისწერისთვის. აიღო ვაშლი და მოითხოვა დანა; რადგან ჩვევად ჰქონდა დაეჭრა და ისე ეჭამა; შემდეგ კი ირგვლივ მიმოიხედა, ხელს შეუშლიდა თუ არა ვინმე, და აღმართა მარჯვენა ხელი საკუთარ თავზე დასარტყმელად".

უფრო მეტიც, იგივე მწერალი მოგვითხრობს ამბავს, რომ ბრძანა მისი სხვა კანონიერი შვილის, ორი, უკვე გარდაცვლილის შემდეგ მესამის მისი სიცოცხლის დასასრულის წინ მოკვლა და მაშინათვე მრავალ ტკივილებში შეწყვიტა სიცოცხლე.

ასეთი იყო ჰეროდეს აღსასრული, სამართლიანად მიეზღო როგორც ბეთლემში ყრმების დახოცვის, ასევე ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ შეთქმულების გამო; ამის შემდეგ ეგვიპტეში დაყოვნებულ იოსებს ანგელოზი მოევლინა სიზმარში და ყრმისა და მისი დედის იუდეაში წაყვანა უბრძანა, ამასთან განუცხადა ყრმის სულის მაძიებელთა სიკვდილი.

შემდეგ მახარობელი ამბობს: "როდესაც მოისმინა, რომ არქელაოსი მეფობს მისი მამის ჰეროდეს ნაცვლად, იქ წასვლის შეეშინდაო; სიზმრით გაფრთხილებული დარჩა გალილეის საზღვრებში" (მთ. 2:22).

წყარო: ევსები კესარიელი. საეკლესიო ისტორია. წიგნი I. თ. მე-8. გამომცემლობა "ახალი ივირონი". თბილისი 2007 წ. გვ. 32-36.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню