იდუმალი სამყარო - მალაიზიაში მოჩვენება პაციენტებს აშინებს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > იდუმალი სამყარო
მალაიზიაში მოჩვენება პაციენტებს აშინებს
მოჩვენება მალაიზიაში
მოჩვენებამ, რომელიც მალაიზიის ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტებს აშინებდა, ხელისუფლება აიძულა დაეხურა საავადმყოფო.

mysteriousuniverse.org: როგორც შაჰ-ალამში (სელანგორი, მალაიზია) გამომავალი ყოველდღიური მალაიზიური გაზეთი Daily Sinar-ი იუწყება (7 მაისი. 2019 წ.), დესა ჰეზირ ტენგას რაიონული პოლიკლინიკა ჰულუ სელანგორის რაიონში დაიხურა იმ მიზეზით, რომ ... პაციენტებსა და მომსახურე პერსონალს თავს მოჩვენება ესხმის.



ინფორმაციის წყაროს (mysteriousuniverse.org) სკრინშოტი

კლინიკა სრულიად რეალურია და მის მიერ გამოქვეყნებული განცხადებაც, ამის დასტურად გაზეთს მოჰყავს კლინიკის ფოტო და მისამართი, ასევე თვით კლინიკის შესასვლელში გამოკრული უცნაური განცხადება (იხ. ფოტო).



მალაიზიის ხსენებული რაიონული ცენტრის კლინიკისა და მის კარზე გამოკრული განცხადების ფოტო (აღებული საიტიდან: thebigtheone.com)

საკითხით დაინტერესებული ჟურნალისტები მივიდნენ მოვლენის ადგილზე და, დასაწყისისთვის, ჯერ ახლო-მახლო მცხოვრები და მომუშავე ადამიანები გამოჰკითხეს.

პირველად ჟურნალისტებმა ინტერვიუ აიღეს პატარა საამქროს მფლობელ, 27 წლის მოჰდა ალიფა მოჰდ ნურასგან, რომელიც პირდაპირ კლინიკის წინ მდებარეობს. ამ საამქროში მისი მფლობელი ველოსიპედებსა და მოტიციკლებს არემონტებს. მისი თქმით თვით მას არავითარი მოჩვენება არ უნახავს, მიუხედავად ამისა, ის ჰყვება, რომ:

"ძალიან ბევრჯერ ამ კლინიკის ექთნები და პაციენტები კლინიკის კარებიდან წივილ-კივილით თავქუდმოგლეჯილები გამორბოდნენ და შველას ითხოვენ. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ხედავდნენ საშინელი სახის შავკანიან მოხუცი ქალი ან კორიდორებში მობაჯბაჯე შავი ქანდაკებას".

კლინიკის უკან იმყოფება რელიგიური სკოლა, ამიტომაც ჟურნალისტებმა ამის შემდეგ მას მიაკითხეს. სკოლაში მათ ამცნეს, რომ სამედიცინო დაწესებულების მუშაკებმა არაერთხელ მიმართეს მას დახმარებისთვის. რამოდენიმეჯერ სკოლამ შენობაში მუსლიმი მღვდელმსახურები მიაგზავნა, რომლებმაც იქ ასეთი შემთხვევებისთვის დაწესებული წეს-ჩვეულებები და ლოცვები წაიკითხეს, მაგრამ ამას საქმეს ვერ უშველა. ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ამის შემდეგ უკვე მღვდელმსახურები ძლიერ შეშინებული ექთნებისა და პაციენტების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ეწეოდნენ.

ჟურნალისტების სიაში უკანასკნელი გახდა თვით მედპერსონალი, რომელთან დაკავშირებასაც გაზეთი ტელეფონით ცდილობდა, მაგრამ ინტერვიუს მიცემაზე მხოლოდ ერთი ექთანი დათანხმდა.

მისი თქმით ის არის ერთადერთი ექთანი, რომელიც კლინიკაში 2012 წლიდან მუშაობს, რადგან დანარჩენები, იმის შემდეგ, რაც მოჩვენება ორჯერ თუ სამჯერ ნახეს, სამსახურიდან გაიქცნენ. თვით მას კი წასვლა არ შეუძლია, რადგან მანამდე ის სოფლის პოლიკლინიკაში მუშაობდა და უკან სოფელში წასვლა არ სურს.

პირველად მოჩვენების შესახებ ამ ექთანმა გაიგო ბავშვისგან, რომელიც პროცედურაზე მიჰყავდა. უეცრად ბიჭი აფორიაქდა, ეცადა გაქცეოდა ექთანს და ჰყვიროდა იმაზე, რომ "ვიღაც გრძელფრჩხილება მოხუცი" მისი სამი წლის დაიკოს თმებს ეფერება, რომელიც ახლოს იმავე ოთახში იმყოფებოდა.


ექთანმა ბიჭუნას მონაყოლს არავითარი ყურადღება არ მიაქცია, რადგან გადაწყვიტა, რომ ბავშვი უბრალოდ ჭირვეულობს, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ისევ და ისევ მეორდებოდა უკვე სხვა ბავშვებთან, თანაც მოჩვენების აღწერები გასაოცრად ემთხვეოდნენ ერთმანეთს.

ბოლოს, ერთხელ ექთანმა თვითონაც ნახა ეს მოხუცი, რის შემდეგ თავდავიწყებით გამოვარდა საავადმყოფოდან და შიშისგან აკანკალებული გამვლელ-გამომვლელს შველას სთხოვდა.

გარდა ამისა, მოჩვენებას უჩივიან დამლაგებლებიც, რომლებიც მუდმივად შენობაში იმყოფებიან და ყოველთვის ხედავენ ყვითელი დაყრილი ბრინჯისგან გაკეთებულ ვიწრო ბილიკებს. თავიდან ეს მათ ბავშვების ანცობად მიიჩნიეს, მაგრამ ოხუნჯის გამოჭერა მაინც ვერ შეძლეს.

ყველაზე ხშირად მოჩვენებას ხედავდნენ ბავშვები, თუმცა დიდებსაც გადაეყარა რამოდენიმეჯერ, როდესაც ისინი მარტონი იყვნენ. ამის გამო საავადმყოფოში მომსახურე პერსონალი რამოდენიმე წლის განმავლობაში წყვილ-წყვილად დაიარებოდნენ.

თუმცა, საქმეს ვერც ამან უშველა, რადგან ქალაქში ხმები გავრცელდა და შენობას უკვე სახელი ძლიერ წაუხდა. ამა წლის აპრილიდან ამ კლინიკაში უკვე აღარავინ დადის, რის გამოც ადმინისტრაციამ კლინიკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო: https://mysteriousuniverse.org/2019/05/hospital-in-malaysia-closed-because-of-ghosts/

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: პუბლიკაციაში გამოყენებულია კადრები საშინელებათა ფილმიდან "ზარი" (2002).


TOP. GE
Назад к содержимому