გნოსტიციზმი - გნოსტიციზმი, როგორც იუდაიზმის ვირუსი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
უსჯულოება > გნოსტიციზმი
გნოსტიციზმი, როგორც იუდაიზმის ვირუსი
გნოსტიკოცები
ავტორი: ოლგა ჩეტვერიკოვა.

ქრისტიანული ეკლესია დაიწყო იერუსალიმში და გადააქცია ის მთელი მსოფლიოს რელიგიური განახლების ცენტრად. იუდაზმი უმწვავეს კრიზისში მოექცა და მისი კონსოლიდაციის განხორციელებას შეუდგნენ რაბინები საკუთარი კასტის ინტერესებიდან გამომდინარე. იუდეველთა და ქრისტიანთა გზები გაიყო, მაგრამ იუდაიზმი ქრისტიანობის წინააღმდეგ ომს სხვა მეთოდებით - მწვალებლობათა ფორმით აგრძელებდა.


ქრისტიანული ეკლესია დაიწყო იერუსალიმში, რასაც უღრმესი აზრი ჰქონდა, რადგან ისრაელის ეს მისტიკური ცენტრი ახლა მთელი მსოფლიოს რელიგიური განახლების ცენტრიგახდა. მაგრამ პირველდაწყებითი ქრისტიანული თემი წარმოადგენდა "იუდაიზმის შიგნით არსებულ პატარა სექტას", რომელიც მოსეს სჯულისა და იუდაურ ჩვეულებათა შესრულებაზე უარს არ ამბობდა, რომელსაც აღიქვამდნენ არა როგორც გადმონაშთს, არამედ როგორც ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტ მოწმობას, რომელთანაც ძველი ჩვეულებები ახალი ნათლის შუქზე იხილვებოდა. იერუსალიმის ტაძარი მათთვის ჯერაც ლოცვისა და ქადაგების ადგილად რჩებოდა, რომლებმაც თავიანთ პირველსაფუძველში განსაზღვრეს ქრისტიანული ღვთისმსახურება. ასე რომ ქრისტიანული თემის ცხოვრების მოცემულ ეტაპზე შეიძლება ითქვას იუდეოქრისტიანობაზე, რომლის პირველი განხორციელება იყო იერუსალიმის ეპისკოპოსი იაკობი.

მაგრამ ქრისტიანული თემის არსებობის დასაწყისიდანვე თემებში მწიფდებოდა კონფლიქტი იუდაურ ხელისუფლებასთან - სინედრიონთან, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რათა ხელი შეეშალა ებრაელთა გაქრისტიანებისთვის, რომელთა გონებაში მოხდა "ღმრთის სასუფევლისა" და "ისრაელის სამეფოს" გაიგივება. ძველაღთქსმიეული ისტორიის აზრი კარგად გამოაშკარავდა სინედრიონის მიერ პირველმოწამე სტეფანეს გასამართლებაში, რომელმაც რჩეული ერი დაახასიათა როგორც მუდმივად იმათი მოწინააღმდეგე, ვისაც ღმერთი მას უგზავნიდა, რამაც შედეგადქრისტე-მესიის უარყოფა გამოიწვია: "რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი" (საქმე 7:52-53).

აქ მოცემულია ისრაელის რელიგიური ბედის ტრაგიკული პარადოქსის პირველი ქრისტიანული ფორმულირება. ფაქტობრივად ისრაელი თავისი სჯულით უარყოფდა იმას, ვისზეც ეს სჯული ქადაგებდა. ამიტომაც ქრისტეანული ეკლესია სულ უფრო მკაფიოდ გაიაზრებს, რომ ის არის ძველი სჯულის კანონიერი მემკვიდრე - ახალი ისრაელი.

სტეფანეს მოკვლის შემდეგ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და მათი ძალდატანებითი განთესვა იუდეისა და სამარიის სხვადასხვა დგილებში, რითაც ქრისტიანებმა შეიგნეს იუდეველობის საზღვრებს გარეთ გასვლის და სხვა ხალხებისთვის ქრისტეს ქადაგების აუცილებლობა, რითაც გამოააშკარავეს ქრისტეს სწავლების მსფოლიო დანიშნულება.

ცენტრალური როლი იუდაიზმის ვიწრო ჩარჩოებისგან ქრისტიანობის დახსნისა და მისთვის უნივერსალური რელიგიის მინიჭების საქმეში ითამაშა მოციქულმა პავლემ, რომელმაც ქადაგებაში იხილა თავისი განსაკუთრებული მოწოდება და ამიტომაც ეწოდა კიდეც "მოციქული წარმართთა". მისი ქადაგების შედეგად შეიქმნა მთელი რიგი თემები წარმართულ მცირე აზიაში, საბერძნეთში, და აი აქ მთელი სიმწვავით დადგა საკითხი, რომელმაც მთელი ქრისტიანობის ბედი განსაზღვრა: მოვალენი არიან თუ არა წარმართები დაიცვან მოსეს სჯულმდებლობა? ამ კითხვას, რომელსაც უნდა გაერკვია წარმართობიდან მოქცეულთა ადგილი ქრისტეს ეკლესიაში, პავლე უარყოფითად პასუხობს. თავის სწავლებაში სჯულისა და მადლის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და ასევე იმაზე, რომ ქრისტეანობა თავისუფალია სჯულისგან ის აღნიშნავს, რომ ძველი აღთქმის მნიშვნელობა სწორედ საკუთარი თავის გადალახვაში, ანუ ცხოვნება მხოლოდ ქრისტეში მიიღწევა. სჯული მხოლოდ ადგენს რა არის სიკეთე და რა - ბოროტება; ანუ ის იძლევა ნორმის ცოდნას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ცოდვისგან გასათავისუფლებლად. ცოდვისგან იხსნის მხოლოდ სიყვარული, ეს ძალა კი სჯულს თავის თავში არ გააჩნია, ის მხოლოდ ქრისტეში მოიცემა, და ამიტომაც მხოლოდ მისით და მასშია სჯული არასაჭირო. "რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით" (გალატ. 5:6). ქრისტეში მოკვდა სჯული და გამეფდა მადლი. თავისუფლების სახარებას მოციქული პავლე უპირისპირებს მათ, ვისაც სურს სჯულის მონობაში დაბრუნება.

რადგან ყველამ არ მიიღო პავლეს ეს სწავლება, ქრისტიანობის შიგნით გაჩნდა პირველი სერიოზული კონფლიქტი, რომლის გადასაწყვეტად მოწვეულ იქნა ისტორიაში მოციქულთა პირველი კრება, რომელიც იერუსალიმში შედგა ახ. წ. 49 წელს და რომელმაც არაებრაელი ქრისტიანები გაათავისუფლა იუდაური სჯულის შესრულების ვალდებულებისგან და შთააგონა ყველას, რომ საჭიროა ქრისტეს ზნეობრივი სჯულის შესრულება. ამ სულისკვეთებით იყო შედგენილი ეპისტოლე ანტიოქიელ, სირიელ და კილიკიელ ქრისტიანთა მიმართ. ასე იქნა შეგნებულ ქრისტიანული ეკლესიის მსოფლიო მოწოდება და დანიშნულება, და მიიჩნევენ, რომ ამით მთავრდება ეკლესიის ისტორიის იუდეოქრისტეანული პერიოდი.

მაგრამ, იუდეოქრისტიანთა ნაწილმა უარი თქვა ამ სწავლების მიღებაზე და დასაბამი დაუდო იუდაური სჯულით მცხოვრებთა სექტისარსებობას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქრისტიანობა ეს ახალი რელიგია კი არ არის, არამედ მხოლოდ იუდაიზმის გაგრძელება და იცავდნენ ებრაული სჯულის საწესჩვეულებო მოთხოვნებს (ასრულებდნენ წინადაცვეთას, იცავდნენ შაბათებს, იყენებდნენ ქოშერულ საკვებს). ახალი აღთქმის წიგნებიდან მათ აღიარეს მხოლოდ მათეს სახარება და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება. ქრისტეს ისინი უწოდებდნენ მესიას, მაგრამ უარს ამბობდნენ ეღიარებინათ იგი ღმერთ-გამომსყიდველად, მაცხოვრად, რადგან მასში მხოლოდ მოსეს მსგავს წინასწარმეტყველს ხედავდნენ, ანუ ადამიანს, მარიამისა და იოსების ძეს, რომელმსაც საღმრთო ძალა და ღირსება მხოლოდ ნათლობისას მიიღო. მან მხოლოდ განმარტა სჯული და შეავსო იგი ახალი მცნებებით.

რაც შეეხება იუდაიზმს, ქრისტიანობასთან მიმართებაში გადამწყვეტი შემობრუნება მოხდა 70 წელს რომაელ ჯარისკაცთა მიერ იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და იუდეველთა იამნიაში (იერუსალიმიდან ჩრდილო-დასავლეთით) გადასახლების შემდეგ. მაშინ იუდაიზმი ჩავარდა უმწვავეს კრიზისში, და მისი კონსოლიდაციის განხორციელებას შეუდგნენ რაბინები, რომლებმაც შეცვალეს მღვდლობა და გადაიქცნენ ნამდვილ კასტად თავიანთი დინასტიების ჩათვლით. მათ იამნიაში შექმნეს რაბინისტული აკადემია, რომელსაც სინედრიონის მნიშვნელობა ჰქონდა და წარმოადგენდა ებრაელთა სახალხო ცხოვრების ცენტრს, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნის იუდაური თემებიც ემორჩილებოდა. სწორედ აქ ქმნიდააკიბა ბენ იოსები, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა პოსტბიბლიური იუდაიზმის სწავლების განვითარებაში. შემდეგში რაბინისტული საქმიანობის ცენტრმა იუდეიდან გალილეაში, ქალაქ უშაში გადაინაცვლა. აქ იწყება თორას მრავალრიცხოვანი ზეპირი განმარტებების წერილობითი გადმოცემა, რომელიც ცნობილია მიშნას და გემარასსახით და, რასაც მოგვიანებით დაერთო ვრცელი კომენტარები, რომელმაც ბოლოს ცნობილი თალმუდი შეადგინა. ამ დროიდან თალმუდი იუდეველებისთვის თორაზე მეტს ნიშნავს. ასე ჩამოყალიბდა რაბინისტული ანუ თალმუდური იუდაიზმი, რომელიც ნაკლებად წააგავს მეორე ტაძრის იუდაიზმს. იუდეველთა და ქრისტეანთა გზები საბოლოოდ გაიყარა, და მათ შორის ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა..

მაგრამ იუდაიზმი სხვა მეთოდებით აგრძელებდა ომს ქრისტიანობის წინააღმდეგ. ქრისტიანებისთვის სხვა საშიშროება წარმოიქმნა წარმართობის მხრიდან, და გამოიხატებოდა ის მწვალებლობათა, ანუ ერესების მხრივ (ბერძნ.hairesis - უპირატესობა, განსაკუთრებული აზრი). იმ დროს არსებობსა მრავალი მისტიკური სექტა და საზოგადოება, რომელთაგან ყოველი შეპყრობილი იყო საკუთარი "სინთეტური რელიგიის" ძიებით, დაკავებული იყო რთული მსოფლმხედველობრივი კომბინაციების შექმნით, რომლებშიც არსებობდა მრავალი სხვადასხვა ფილოსოფიური და რელიგიური სისტემა. ამ სამყაროში ქრისტიანობის ჩათრევაც სცადეს. შედიოდნენ რა ქრისტიანულ თემებში, სინკრეტული მოძრაობების წარმომადგენლები ცდილობდნენ მათებურად გადაეწყოთ ქრისტიანული სწავლება და გამოეცალკევებინათ მისგან და მათებურად განემარტათ ის პოზიციები, რომლებიც მათებრ მსოფლმხედველობას შეესაბამებოდნენ. ქრისტიანობის ყველაზე გავლენიან და საშიშ დამახინჯებას წარმოადგენდა გნოსტიკოსთა და მანიქეველთა მწვალებლობანი.

გნოზისი (ბერძნ. Gnosis - ცოდნა, შემეცნება),  წარმოადგენდა რა ბერძნული ფილოსოფიისა და მისტერიული კულტების შერევას ეგვიპტურ, ბაბილონურ, ზოროასტრულ და იუდაურ სარწმუნოებებთან, სხვა სინკრებული სწავლებებისგან განსხვავდებოდა მით, რომ თავს ქრისტეს ეზოთერულ სწავლებად ასაღებდა. თავდაპირველად გნოსტიციზმის მოძრაობა იმ იუდაური მისტიური სწავლებებიდან გამოვიდა, რომლებმაც შეადგინეს კაბალის განვითარების პირველი ფაზები. როგორც ლ. ტიხომიროვი წერს: "გნოსტიციზმის მსგავსება კაბალისტურ შეხედულებებთან იმდენად დიდია, რომ მკვ ლევარებს უნებლიედ გამოჰყავთ გნოსტიციზმი კაბალიდან, ან პირიქით კაბალა - გნოსტიციზმიდან" (ихомиров Л. Религиозно-философские основы истории.  М., 1997. С. 176).

ცნობილია, რომ გნოსტიკოსებზე დიდი გავლენა მოახდინა იუდეველმა მისტიკოსმა ფილონ ალექსანდრიელმა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გნოზისსაც, და ებრაულ მისტიციზმსაც თავწყაროები გააჩნიათ: ეგვიპტის, ქალდეის და ბაბილონის საიდუმლო სწავლებებში. ბერძნული ფილოსოფიიდან აიღეს პლატონისა და სტოიკოსების სწავლებები. გნოსტიკოსები ფლობდნენ რწმენაში მოთხოვნილებას, მაგრამ იყვნენ მეცნიერების ადამიანები, და მათი ფილოსოფიური განვითარება აიძულებდა მათ ეძებათ მთლიანი მსოფლმხედველობა, რომელიც წარმოდგენილი იქნებოდა სისტემით, რომელიც მოიცავდა ფილოსოფიური ცოდნის ყველა მხარეს და ერთდროულად პასუხს გასცემდა ყველა საღვთისმეტყველო და კოსმოლოგიურ კითხვას. მათი მიზანი იყო არა მარტო ფილოსოფიურად განემარტათ ქრისტიანობა, არამედ მიეღწიათ განსაკუთრებული "ცოდნისთვის", რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მათ დაემყარებინათ პირადი კავშირი ღმერთთან და რეალური შეერთების შესაძლებლობა მისცემოდათ. რწმენა მათთვის უმაღლესი სიბრძნე იყო, ამიტომაც იზიდავდნენ თავისკენ განათლებულ წარმართებს, რომლებიც მას უპირატესობას ანიჭებდნენ ქრისტეანობის წინაშე.

გნოსტიციზმის პირველ მოძღვრად და პირველ ერეტიკოსად, ყველა მწვალებლობათა პირველ წინამორბედად ქრისტიანობის აპოლოგეტები მიიჩნევენ სიმონ მოგვს, რომელიც წარმოშობით იყო სამარიიდან და თავს ღმრთის განხორციელებულ ძალად თვლიდა.

II-III საუკუნეებში მისი სახელით იწოდებოდა მწვალებელთა მცირე პარტია, ხოლო IV ს.-ში სიმონიის სახელწოდებით აღინიშნებოდა ეკლესიაში ფულზე იერარქიული მსახურების შესყიდვის ცოდვა, რადგან სიმონს ფულით სურდა მოციქულთაგან მიეღო ხელდასხმა და მით სულიწმიდის მადლისმიერი ძალა მოეპოვებინა. ხოლო გნოსტიკური სწავლებები როგორც ასეთი ჩნდება II ს.-ის მეორე მესამედში. მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ მენანდრე, კერდონი, მარკიონი, ბასილიდე, სატურნილე, ვალენტინე, კარპოკრატე, ხოლო ყველაზე გავრცელებული სექტები იყვნენ - ოფიტები, სიფიტები, ანტიტაქტები, ადამიტები და კაინიტები. რადგან გნოსტიციზმი წარმოადგენდა საკმაოდ ჭრელ სურათს, რომელიც გამოვლინდა მრავალგვაროვან სისტემებში, მისი კლასიფიკაციის ყველა მცდელობა ან საკმაოდ ზოგადია, ან თვითნებური, ან კიდევ წარმოადგენს გნოსტიკური სისტემების უბრალო აღწერას. რამოდენიმე მკვლევარის აზრით, "გნოსტიციზმი" როგორც ტერმინი ნიშნავს უკიდურესად აბსტრაქტულ მიდგომას რეალობისადმი და, რომ სინამდვილეში შეიძლება ლაპარაკი ცალკეულ გნოსტიკურ სწავლებებზე, რომლებსაც საერთო ნიშნები გააჩნიათ და შესაძლებლობას იძლევიან გაერთიანებულ იქნენ ერთი სახელწოდებით.

გნოსტიციზმისთვის დამახასიათებელი იყო ის, რომ წარმოადგენდა არა განყენებულ სწავლებას, არამედ გამოიხატებოდა წარმართულიმისტერიების სახით და განდობის საკუთარი რიტუალებით. რადგან გნოსტიკოსთა სწავლებები იყო საიდუმლო, ეზოთერული, ისინი ქრისტიანობის განმარტებისთვის გამოიყენებდნენ ალეგორიებს, მოსავდნენ თავიანთ შეხედულებებს მათებრ ფორმაში, რომელიც გვაგონებს აღმოსავლურ თეოსოფიურ და კოსმოგონიურ მითებს. ეს პოეტური გადმოცემა და რელიგიური ეპოპეა უფრო იყო, რომელიც იყენებდა არა განყენებულ ცნებებს, არამედ სახეებს. საკუთარი სისტემების აგების დროს ისინი ეყრდნობოდნენ მაღალი რანგის აპოკრიფულ წყაროებს, რომლებიც, თითქოსდა, მოციქულთა ყველაზე წმიდა სწავლებას შეიცავდნენ.

გნოსტიკოსთა სისტემების საფუძველში ძევს ორი სამყაროს ურთიერთდაპირისპირების აღიარება: ერთია სულიერი, რომელიც არის სიკეთისა და ნათლის წყარო, და მეორე -მატერიალური, რომელიც არის ბოროტებისა და სიბნელის წყარო. ამასთან სიკეთის ცნება გაიგივებული იყო ცოდნასთან (გნოზისთან), ხოლო ბოროტებისა - უცოდინრობასთან. გრძნობითი სამყაროს შექმნაზე მათი წარმოდგენა ხშირად პანთეისტური იყო. ეს სამყარო არის ზეგრძნობითი პირველსაწყისის (სიღრმის) ანარეკლი, რომლისგანაც წყვილად გამომდინარეობენ საღმრთო ძალები - ეონები, რომლებიც იყოფიან მამაკაცურ და ქალურ საწყისებად. უკანასკნელი ეონი, რომელსაც სიბრძნე ანუ ღმრთის აზრი ეწოდება, შეიცავდა მატერიის საწყისს, რომლისგანაც მის მიერვე ნაშობმა დემიურგმა შექმნა კიდეც ხილული სამყარო და გახდა მისი ღმერთი. აზრი მატერიალურ სამყაროში ჩაგდებული აღმოჩნდა.

ამგვარად, ხილული სამყაროს შექმნა, რომელიც გნოსტიკოსებს წარმოუდგენიათ შემთხვევითობად ან კატასტროფადაც კი, თურმე ყოფილა უმდაბლეს ძალთა საქმე, ხოლო კოსმოსი - უზენაესი სამყაროს "დემონური ნამსხვერვი", "ნაყალბევი", ის იმართება ბოროტი ძალების მიერ და მასში უმეცრება მეფობს. ამიტომაც სამყაროს ალეგორიულ გამოსახვაში გნოსტიკოსები ყოველთვის უპირისპირებენ ერთმანეთს ნათელ და ბნელ საწყისებს, როგორც, მაგალითად, გნოსტიკოს ვალენტინეს ალქიმიურ სიმბოლოში.

ეს დუალიზმი მკაფიოდ არის გამოხატული ადამიანშიც, რომელსაც აქვს სხეულის ტყვეობაშიმყოფი ღვთაებრივი სული. შესაბამისად ცხოვრების მიზანი - სულიერი ელემენტის, სხეულისგან მის გათავისუფლებაში და აბსოლუტური ღვთაებრივი ყოფიერების სფეროში დაბრუნებაა, რაც მხოლოდ საიდუმლო მაცხოვნებელი ცოდნის (გნოზისის) მოპოვებით თუ არის შესაძლებელი და, რომელიც მოიტანა ამქვეყნად ღმრთის მიერ გამოგზავნილმა ძემ.  

მაგრამ ეს ცოდნა მისაწვდომია მხოლოდ რჩეულთათვის. რჩეულობის და უთანასწორობის იდეა, რომელიც იუდაიზმიდან გადავიდა გნოსტიციზმში, - გნოსტიკოსთა მეორე პრინციპული იდეაა. ისინი ყველა ადამიანს ყოფენ სამ კატეგორიად, რომელთა საბოლოო ხვედრი სხვადასხვაა, ისევე როგორც მათდამი გამოყენებული ზნეობრივი კანონები: პირველი - პნევმატიკოსები, ანუ "სულიერები", "სრულყოფილნი";მეორე - ფსიქიკოსები, ანუ მშვინვიერნი, რომლებსაც მხოლოდ მშვინვა გააჩნიათ, მაგრამ არა აქვთ სული; და მესამე - სომატიკოსები - ანუ ჰილიკები, ხორციელი, სრულიად მატერიალურში დანთქმულნი და გრძნობისმიერნი.

ეს ჯგუფები დაყოფილია ბუნებრივი, ანუ სულთა განვითარების ფაზების გადაულახავი განსხვავებით. საიდუმლო ეზოთერული სწავლება ეხსნებათ მხოლოდ პნევმატიკოსებს, რომლებიც უერთდებიან გამოცხადების ამა თუ იმ საიდუმლოს გამომდინარე იქიდან, როგორია მათი ბუნება მოსამზადებელი დისციპლინის დროს. და მხოლოდ ისინი ცხონდებიან როგორც ელიტისადმი მიკუთვნებულები და ღმრთისგან რჩეულები. რაც შეეხება დაბალ ადამიანებს, მათ არ ძალუძთ "პნევმატიკოსთა" სიბრძნის შემეცნება, რომელიც მათთვის საიდუმლოდ რჩება და გასაქრობად არიან განწირულნი.

მოცემულ მიდგომას გააჩნია მნიშნელოვანი ზნეობრივი შედეგები, რომლებიც გამოიხატება ლიბერტინიზმში - ზნეობრივი ნიჰლიზმის ფილოსოფიაში. გნოსტიკოსი, რომელიც თავს უმაღლესი ცოდნის მფლობელად მიიჩნევს, საკუთარ თავს აუცხოვებს მოცემული მდაბიო კულტურისგან, მისი ნორმებისგან და ამის ძალით თავისუფლად იქცევა და ცხოვრობს, საკუთარი შეხედულების მიხედვით.

აყალიბებენ რა ჩაკეტილ სექტას, "განდობილნი" თავს თავისუფლად გრძნობენ იმ კანონებისგან, რომლებიც მართავს საზოგადოებას, ისინი სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგანან -აქედან მომდინარეობს გნოსტიციზმისთვის დამახასიათებელი ორგიები, რომელიც არ ეწერება მორალის საზოგადოდ მიღებულ ნორმებში. მკვლევარი პიუეში წერდა: "აქ ლაპარაკია ამბოხზე... ჯიუტ, გააფთრებულ ამბოხზე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა და შორს მიმავალი შედეგები აქვს: ეს არის ამბოხრი ადამიანის ხვედრის წინააღმდეგ, თვით ყოფიერების და თვით ღმერთის წინააღმდეგ. ამ ამბოხს მიჰყავს ისინი დასასრულის დასასრულისკენ... ასევე ნიჰილიზმისკენაც, "გნოსტიკოს-ლიბერტინელთა" ნიჰილიზმისკენ, რომლებიც არღვევენ ყველა ბუნებრივ და ზნეობრივ კანონებს, ბოროტად იყენებენ თავიანთ სხეულს და ყველაფერს ამ ქვეყანაზე, რათა ყველაფერი დაამცირონ, გამოფიტონ, უარყონ და დაანგრიონ" (Цит. по: Элиада М. История веры и религиозных идей. М., 2002. Т.3. С. 315-316).

გნოსტიკური სექტები ღიად არსებობდნენ V და თვით VI საუკუნემდე, მაგრამ უკვე III საუკუნეში გნოსტიციზმით გატაცება საგრძნობლად შესუსტდა და დაკარგა თავისი მნიშვნელობა. მაგრამ ამ დროიდან გნოსტიკური მწვალებლობები ცოცხლდებიან ახალი ფორმით და სხვა სახელწოდებებით. კერძოდ, როგორც მანიქეველთა მწვალებლობა ანუ მანიქეველობა, რომელმაც ასეთი სახელწოდება თავისი დამფუძნებლის, -წინასწარმეტყველისა თუ მოგვის მანესის სახელისგან მიიღო.

ეს სექტა დაფუძნდა სპარსეთში, მაგრამ საკმაოდ სწრაფად გავრცელდა არა მარტო სპარსეთის სახელმწიფოს ვრცელ სამფლობელოში, არამედ შეაღწია ჩინეთსა და ინდოეთშიც კი. შემდეგ კი რომის იმპერიაშიც, სადაც თავის სრულ გაფურჩქვნას მიაღწია სწორედ მაშინ, როდესაც გნოსტიციზმი უკვე თითქმის გამქრალი იყო. გააერთიანა რა საკუთარ თავში გნოსტიკურ სექტათა ნარჩენები, დროთა განმავლობაში მანიქეველობა ქრისტიანობის საშიშ და ძლიერ მოწინააღმდეგედ იქცა.

მანი დაიბადა ბაბილონში, დაახლოებით 220 წელს. მის წარმომავლობაზე არსებობს ყველაზე განსხვავებული ვერსიები, რომელთაგან არც ერთი არ არის სრულიად სანდო. ცნობილია, რომ ის იზრდებოდა მანდეველთა გნოსტიკურ სექტაში (სირიულიდან "მანდა" ნიშნავს "ცოდნას"). მათი სწავლება წარმოადგენდა ქალდეური წარმართობისა და თალმუდისა და კაბალას იდეების ნარევს. ის ქმნიდა სპარსეთშიო ზოროასტრიზმისრელიგიის პირვანდელი სიწმიდით აღდგენის პერიოდში, რომელსაც ახასიათებდა დუალიზმი და მიტრას კულტი.

მანესმა ამას თავისი სწავლება დაუპირისპირა, რომელიც წარმოადგენდა სპარსული დუალიზმის, მანდეველთა კაბალისტური სწავლების, ბუდიზმის და ქრისტიანობის ელემენტების დახვეწილ კომბინაციას. რადგან მიიჩნევდა, რომ ყველა ეს სწავლება ერთი ჭეშმარიტი რელიგიის დამახინჯებაა, ის თავის მისიას ამ რელიგიის აღდგენაში ხედავდა და ზარატუშტრას, ბუდას და ქრისტეს თავის წინამორბედებად მიიჩნევდა. მანესის ქადაგებამ სპარსეთში რელიგიური არეულობა გამოიწვია, და თუმცა თვით მანესი იქიდან ინდოეთში გადაიხვეწა, მისმა იდეებმა, რომელიც მან წიგნში "ცოცხალი სახარება" გადმოსცა, ფართო გავრცელება ჰპოვა. სპარსეთში დაბრუნების შემდეგ მანესი მწვალებლობის გავრცელებაში დაადანაშაულეს და დასაჯეს: ის ცოცხლად გაატყავეს.

მანიქეველური სწავლების საფუძველში დევს იგივე იდეები, რაც გნოსტიკოსებს ჰქონდათ, მაგრამ გამოხატული იყო უფრო განსაზღვრულად. ეს არის სიკეთისა და ბოროტების  პანთეისტური დუალიზმი, რომელთა შორის მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა. სიკეთის სამეფოს წარმოადგენსკეთილი ღმერთი, ნათლის მამა, რომელშიც სუფევს აბსოლუტური მშვიდობა და ჰარმონია. ხოლო ბოროტების სამეფო წარმოდგენილია მატერიით, რომლისგანაც გამოდის ეშმაკი, "ბნელეთის მთავარი", რომელიც მოიხიბლა რა ნათლის სამეფოს სილამაზით, მასში თავისი მხედრიონით შეჭრას შეეცადა. თავი რომ დაეცვა, ნათლის მამამ მოუწოდა "სიცოცხლის დედას", რომელიც აჩენს პირველადამიანს, რომელსაც მანიქეველები ქრისტე-მაცხოვარს ანუ იესუს უწოდებენ. ის ებმება ბრძოლაში ეშმაკის ლეგიონთან, რომელშიც მარცხდება: ბნელეთის სამეფო ეუფლება მას და ნთქავს მის ნათელ ელემენტებს. მის გადასარჩენად ნათლის მამა მოუწოდებს მეორე ქმნილებას: - ცოცხალ სულს, რომელიც გამოქაჩავს პირველადამიანს ბნელეთის სამეფოს სიღრმიდან და თავის ზეციურ სამშობლოში დააბრუნებს. მაგრამ თუკი თვით პირველადამიანი გადარჩენილ იქნა (ეს იყო  "იესუ უვნებო"), მისი ნაწილაკები, ნათლის ელემენტები ანუ მშვიდობის სული ("ესუ ვნებული") მატერიის მიერ დანთქმული დარჩა. მშვიდობის სულისა და მატერიის ამ შერევიდან იქმნება სწორედ სამყარო. მშვიდობის სულის ნათლის სამყაროში დაბრუნება უწევს ცოცხალ სულს, და ამ ამოცანის განსახორციელებლად იწყება საკუთრივ მსოფლიო ისტორიის პროცესი.

მანესმა მთლიანად დაამახინჯა ქრისტიანული სწავლება ადამიანზე. ნათელი ნაწილაკების შესანარჩუნებლად მატერია ახდენს ნათლის უდიდესი ნაწილის კონცენტრირებას და ქმნის ადამს, რომელმაც არ იცის თავისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ, რადგან შექმნილია ყრუდ და ბრმად, ხოლო ეშმაკმა მას შემეცნების ხის ნაყოფის ჭამა აუკრძალა. მის გადასარჩენად ღმერთი ორჯერ ჩამოდის დედამიწაზე - ჯერ გველის სახით და აქეზებს ადამიანს იგემოს შემეცნების ხის ნაყოფი, შემდეგ კი ადამიან-იესუს სახით, რომელმაც ადამიანებს გაუხსნა მათი ღვთაებრივი წარმომავლობა და ასწავლა, როგორ გათავისუფლდნენ მატერიისგან.

რადგან იესუმ იცოდა, რომ მისი მოწაფეები (მოციქულები) დაამახინჯებდნენ მის სწავლებას (მანესის თეორიით - რედ.), აღუთქვა მათ მისი ამაღლების შემდეგ გამოეგზავნა სულიწმიდა, რომელიც არის კიდევაც მანესი, რომელიც მოწოდებულია დაუბრუნოს ადამიანებს ჭეშმარიტი ცოდნა. იესუს სული კვლავ უერთდება მზეს, საითაც უნდა გადასახლდნენ რჩეულთა სულები, მრავალი გარდასახვისა და მთვარესა და ვარსკვლავებში მოგზაურობის შემდეგ. ნათლის ყველა ნაწილის გამოთავისუფლების შემდეგ (რომლებიც იმყოფებიან არა მარტო ადამიანში, არამედ ვარკსვლავებსა და მთვარეშიც) დედამიწა განადგურდება, ხოლო ბნელეთის სამყარო წყეულებთან და არაცხონებულებთან ერთად შთავარდებიან უფორმო გროვაში, რომელიც დაინთქმება კოსმიური სივრცის სიღრმეში და შემდეგ დაიფარება უზარმაზარი ლოდით. ასე მთავრდება მანესთან მსოფლიო ისტორია, ხოლო ორი პრინციპი - სიკეთე და ბოროტება - აგრძელებენ არსებობას როგორც ორი განყენებული სუბსტანცია, მაგრამ ამასთან ბნელეთის ძალებს უკვე აღარ შეეძლებათ აღადგინონ თავიანთი თავდასხმა ნათლის ძალებზე (Виденгрен Г. Мани и манихейство. - СПб.: Издательская группа «Евразия», 2001. С. 82-87).

ჭეშმარიტი ცოდნის შესამეცნებლად მანესმა შექმნა მკაცრი, იდუმალებით და რიტუალებით მოცული თემური ორგანიზაცია, რომელსაც, ისევე როგორც სხვებს, გააჩნდა ოკულტური საზოგადოებები, მკაცრი სტრუქტურა და იერარქია. მანიქეველური სექტა იყოფოდა სამ ჯგუფად (ან განდობის სამ საფეხურად). სამივე საფეხურის განდობილს თავისი მოვალეობები ჰქონდა. ესენი იყვნენ: მსმენელები (მორწმუნენი), რჩეულნი და სრულყოფილნი (იქვე. გვ. 144-145). რამდენად ძნელი იყო ორ უმაღლეს რანგზე ასვლა ჩანს იქიდან, რომ ნეტარმა ავგუსტინემ, რომელიც ქრისტიანობისკენ მოქცევამდე ამ სექტას ეკუთვნოდა, მასში ცხრა წელი დაჰყო და პირველ, ანუ მსმენელთა საფერხურს ვერ გასცდა. რადგან უმაღლეს რანგზე მყოფები სრულყოფილად უნდა ცხოვრობდნენ, რომელიც გარკვეულ აკრძალვებსაც გულისხმობდა, თავიდანვე ანიჭებდა მანიქეველთა ორგანიზაციას დუალისტურ ხასიათს. აქ მოქმედებდა ბუდიზმის სისტემა, რომელშიც ბერ-მონაზონთა კვებასა და დაცვაზე ერისკაცნი ზრუნავდნენ.

ქვედა და ზედა ხარისხებს სხვადასხვა მოთხოვნებს უყენებდნენ. რჩეულები თავს უძღვნიდნენ ცხოვრებას, რომელიც მიმართული იყო სულის ცხოვნებისკენ და იღვწოდნენ ნათელი ნაწილაკების ნათლის სამყაროსთან შესაერთებლად. მათ უნდა დაეცვათ სამი ბეჭდის აღთქმა - "ბეჭედი ბაგეთა, ბეჭედი ხელთა და ბეჭედი მკერდისა". ეს მიანიშნებდა, რომ ჯერ-ერთი, სიწმიდეს აზრებსა და მეტყველებაში და თავშეკავებას იმისგან, რასაც შეეძლო სხეულის ხორციელი ვნების გაღვივება. მეორეც, ნებისმიერი ქმედების აკრძალვას, რომელსაც შეეძლო ზიანი მოეტანა ცხოველთა და მცენარეთათვის, რომლებშიც ასევე იმყოფება მშვიდობის სული.

ისინი, ვინც ამის წინააღმდეგ სცოდავდა, ჩადენილი დანაშაულის მიხედვით ისჯებოდა: ვინც ანადგურებს თავთავებს, მეორე ცხოვრებაში თავთავად მოვა, ვინც მოკლავს თაგვს, მომავალ ცხოვრებაში თაგვი იქნება და ა. შ. როდესაც რჩეული საკვებს მიირთმევდა, რომლის მოსამზადებლად საჭირო იყო მცენარის სიცოცხლის მოსპობა, ის წარმოთქვამდა შემდეგ ფორმულას: "მე კი არ მოგთიბე, მე კი არ დაგფქვი, მე კი არ შეგამზადე, მე კი არ შეგაგდე ღუმელში, არამედ სხვამ ქნა ეს და შემდეგ მე მომიტანა. მე შენ გჭამ და უდანაშაულო ვარ". უფრო დახვეწილი მანიქევლები მიიჩნევდნენ, რომ საკვები პროდუქტების მომზადებისას და მათი ჭამისას, ისინი ათავისუფლებდნენ ნათელ ნაწილაკებს, რომლებიც მატერიაშია ჩამწყვდეული, და ეხმარებიან მათ პირველწყაროსთან დაბრუნებაში. და მესამეც, მათთვის განწესებული იყო აბსოლუტური სქესობრივი თავშეკავება და ქორწინების აკრძალვა, ხოლო ყველაზე უარეს საქციელად გამრავლება ითვლებოდა, რამეთუ მის გამო ნელდება ნათლის ნაწილაკთა შეერთება. ყველა ქმედებას, რომელიც ეკრძალებოდათ რჩეულთ, მაგრამ აუცილებელი იყო სიცოცხლისთვის, ასრულებდნენ მსმენელები.

ამასთან, ორგანიზაციის საიდუმლო ხასიათი ბადებდა ორმაგ ზნეობრიობას: დეკლარატიულს და რეალურს. ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, იმაში, რომ მკაცრი ასკეზის გვერდით აქ დაშვებული იყო ზნეობრივი გარყვნილება იმ ზომებში, რომლებიც გამორიცხავდა შთამომავლობის გაჩენას, და არცთუ იშვიათად ყველა დამკვირვებელი მანიქეველებს უკიდურეს გარყვნილებაში ამხილებდა. ყველაზე მკაფიოდ ეს ვლინდებოდა საკუთარი თავის უცხოებისადმი დაპირისპირებაში. მანიქეველთა დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენდა ის, რომ შეგნება და მოვალეობის შესრულების აუცილებლობა გამოიყენებოდა მხოლოდ თემის წევრთა მიმართ, მაშინ როდესაც, გარშემომყოფებთან მიმართებაში დაიშვებოდა გულქვაობა და მოტყუება. როგორც ნეტ. ავგუსტინე მოწმობს, სექტაში ასწავლიდნენ: "არავის, თუ ის მანიქეველი არ არის, პური და წყალი არ მიაწოდო". სიცრუე ზოგჯერ პრინციპის დონეზე იყო აყვანილი. არცთუ იშვიათად განდობის უმაღლეს ხარისხებში ადეპტებს თავს ახვევდნენ ისეთ "ჭეშმარიტებებს", რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ეუბნებოდნენ განდობის დაბალ საფეხურებზე მდგომთ (რათა უცებ არ დაეფრთხოთ ნეოფიტები). ასე, მაგალითად, უძველესი მანიქეველური წესის მიხედვით: "დაიფიცე, დაარღვიე პირობა, ოღონდ ნუ გასცემ საიდუმლოს" (ლ. ტიხომიროვი. დასახ. შრ. გვ. 389). საზოგადოების საიდუმლოს, მისი სწავლების და მოქმედებების უმკაცრესი დაცვა, უმთავრესი პრინციპია, კულტია, მაშინ როდესაც სხვებთან დამოკიდებულებაში არ არსებობდა არც ღირსება, არც პატივი და არც სინდის-ნამუსი.

თავიანთი მკაცრი იერარქიულობისა და დისციპლინის წყალობით მანიქეველობამ, რომელიც იმეორებდა პითაგორელთა გზას, მოიპოვა პოლიტიკური ორგანიზაციის ხასიათი, ის ხომ სახელმწიფო და საეკლესიო ოპოზიციის წევრთაგან ყალიბდებოდა. ამიტომაც რომის იმპერიაში ის შეეჯახა ძლიერ წინააღმდეგობას სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მას უკიდურესად საშიშ და გავლენიან სექტად მიიჩნევდა და, რომელიც მტრული ირანიდან შემოვიდა (მანიქეველთა თემები არსებობდნენ საბერძნეთშიც, იტალიაშიც და ესპანეთშიც). 297 წელს, იმის შემდეგ, რაც ეგვიპტეში აჯანყდნენ რომის წინააღმდეგ, პროვოკაციებში სწორედ ამ სექტას ადანაშაულებდნენ. დიოკლეტიანემ გამოსცა ცნობილი ედიქტი მანიქეველების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ამ სექტის წინამძღოლნი და მწერალნი მათ თხზულებებთან ერთად უნდა დაეწვათ. მანიქეველთა თანამებრძოლთ ჰკლავდნენ, ხოლო მათი კერძო საკუთრება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემოდა.

მანიქეველობამ და გნოსტიციზმმა, რომელსაც იუდაიზმი იყენებს ქრისტეანობის ძირგამოსათხრელად და გასარყვნელად, უღრმესი კვალი დატოვა დასავლეთის ისტორიაში. მეორე სუნთქვა მათ უკვე XII ს.-ში მოიპოვეს, როდესაც მოიცვეს მთელი დასავლეთ ევროპა, მოქმედებდნენ რაკათარებისა და ალბიგოელების სექტების სახით. ამ უკანასკნელთა დამარცხების შემდეგ მისი ოკულტური სული სხვა მიმართულებებში გადავიდა. ესენია ახალი და უახლესი დროის ეზოთერული საზოგადოებები, რომლებმაც ასევე იქონიეს დასავლეთზე დიდი მსოფლმხედველობრივი ზეგავლენა, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ეს მრავალსაუკუნოვანი ოკულტიზმი "ნიუ-ეიჯის" მოძრაობაში გამოვლინდა.

წყარო: http://communitarian.ru/publikacii/okkultizm/gnosticizm_kak_virus_iudaizma___glava_iz_knigi_kultura_i_religiya_zapada_22012013
Назад к содержимому