განმარტებანი - სიყვარული და მიტევება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

სიყვარული და მიტევება

სიყვარული და მიტევება

მიტევება - არ ნიშნავს წარსულის განადგურებას ან ავტომატურად "ყოველივეს თავიდან დაწყებას", მიტევებაში ჩვენ ვბაძავთ თვით ღმერთს, თუ როგორ ამას პუბლიკაციიდან გავიგებთ.

შერიგება საჭიროა, თუნდაც თავს მართლად მიიჩნევდე.

მკაცრად რომ ვთქვათ, საეკლესიო განწესების მიხედვით, მიტევების ლოცვა ყოველდღე სრულდება სერობის ლოცვებზე, ცისკარზე ან ლიტურგიის დაწყებამდე. თუმცა, მორწმუნეები ამ ლოცვას თითქმის მექანიკურად ასრულებენ ისე, რომ მის არსზე არ ფიქრობენ.

სულ ახლახან, დიდი მარხვის დაწყებამდე, ეკლესიამ მიტევების კვირა იზეიმა, მიტევების ლოცვებიც აღასრულა, მორწმუნეებმაც ერთმანეთისგან მიტევება ითხოვეს, ბევრმა სოციალური ქსელებითაც დააგზავნა მიტევების თხოვნები "ღვთის გულისთვის, მომიტევეთ!", უკეთეს შემთხვევაში ზოგმა დაამატა: "... თუ რამე შემიცოდავს".




მაგრამ, მოდი უფრო გულისხმიერად დავუფიქრდეთ ამ საეკლესიო ჩვეულებას.

დიდ მარხვას თუ ისე აღვიქვამთ, როგორც ეკლესიის მამები გვირჩევენ, ანუ როგორც წელიწადის მეათედს, რომელსაც ვწირავთ ღმერთს, შერიგება და მიტევება მის დასაწყისში - სწორედაც რომ სახარებისეული მცნების აღსრულებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც: "თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი" (მათე 5:23-24).

ამგვარი გაგებით
, თხოვნას მიტევების შესახებ არავითარი კავშირი არა აქვს პატიების რიტუალურ თხოვნასთან, რომ თითქოსდა "ასეა საჭირო". მეტიც, მკაცრად რომ ვთქვათ, მას კავშირი არა აქვს საკუთარი დანაშაულის შეგნებასთანაც. შერიგება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, როდესაც თქვენ სულაც არ მიიჩნევთ თავს დამნაშავედ. ქრისტემ თქვა: "თუ ... გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის", - და არა: "თუ ... გაიხსენებ, რომ დააშავე შენი ძმის წინაშე".

შერიგების ამგვარი მცდელობა ითხოვს სულიერ დაძაბვას. რამდენი კონფლიქტი არსებობს, რომლებშიც არსებითად არავინაა დამნაშავე! ერთი მეგობრის სამართლიანმა შენიშვნამ შეიძლება მეორეში მომაკვდინებელი წყენა გამოიწვიოს. ცუდი კომენტარის დალაიქება, რომელიც მეგობარმა საკუთარ თავზე მიიღო, ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი გახდა ან უკიდრუეს შემთხვევაში, ძლიერ შეარყია მეგობრობა.

ამიტომაც, ყოველგვარი რიტუალის გარეშე თქვით "ჯადოსნური" ფრაზა: "მე შენი წყენა არ მინდოდა".

თქვენ თუ კატეგორიულადაც არ გსურთ ურთიერთობა ამ "ფეთქებადსაშიშ" ადამიანთან, ის თუ არ ღებულობს თქვენს ბოდიშებს და უარს ამბობს შერიგებაზე - არავინ გაიძულებთ ურთიერთობის "შეწებებას". უბრალოდ - ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რათა მას წყენა არ ტანჯავდეს. ეს არის ნორმალური ქრისტიანული საქციელი - გააკეთო მოძრაობა, რათა შეუმსუბუქო ადამიანს ტანჯვა. თუნდაც ეს ტკივილი ფანტომური იყოს.

მიტევებას აქვს მეორე მხარეც. როგორ ვითხოვოთ მიტევება და
თავადვე როგორ მივუტევოთ? როგორ მივუტევოთ სიცრუე? შეურაცხყოფა? უპატივცემობა? აქ მთავარია არ გადავამლაშოთ. მიტევება - არ ნიშნავს წარსულის განადგურებას. და, კვლავაც, პატიების თხოვნა - ავტომატურად როდი ნიშნავს "ყველაფრის თავიდან დაწყებას". მაგალითად, თუ ქმარი ცემს ცოლს ან ცოლი ღალატობს ქმარს, პატიებიდან სულაც არ გამოდის ურთიერთობათა აღდგენის აუცილებლობა.

მაგრამ მოჩხუბარი-ქმარი ან მოსეირნე-ცოლი, თუნდაც სრულიად გულწრფელად ინანიებდნენ თავიანთ ცოდვას, შესაძლოა სულაც არ ისწრაფოდნენ მოხსნან ტკვილის მიყენები მიზეზი - საკუთარი ქცევა. და ეს - უკვე სრულიად სხვა პრობლემაა, რომელიც მიტევების თემისგან განსხვავდება. სიტყვა "მაპატიე", - ჯერ კიდევ ის მომენტი როდია, როდესაც "ყველაფერს თავიდან იწყებ".

"მაპატიე, მეტს ასე აღარ ვიზამ", - უკვე თბილა. ცხელა - თუკი თავგატეხილი ცოლის ან გულგატეხილი ქმრის კითხვაზე: "რის გაკეთებას აპირებ, რათა მომავალი ასე აღარ მოიქცე?" - დამნაშავე პასუხობს: "ხვალვე - არა, დღესვე! - მივდივარ ფსიქოლოგთან" ან "წავშლი ყველა ჩემი თაყვანისმცემელი და ჩემთვის მოსაწონი მამაკაცის ნომრებს ტელეფონიდან და ელექტრონული ფოსტიდან, ჩემი ბლოკნოტიდან, ჩემი დევაისებიდან. აჰა, უკვე დავიწყე".

და ესეც პანაცეა როდია...

სიყვარული და ყველას მიტევება - ეს მოთხოვნა როდია. მიტევება ამას არც ითხოვს. მიტევება - ეს არის ცოდვათა განტევება. სხვა სიტყვებით, - მიუტევო ნიშნავს - მიემსგავსო ღმერთს,
რამეთუ მხოლოდ მას შეუძლია ცოდვათა მიტევება.

"მიტევების აქტს, - წერს მართლმადიდებელი ფილოსოფოსი პავლე ევდოკიმოვი, - ჩვენ წმიდა ღმერთსა და ცოდვილ ადამიანს შორის ურთიერთობის გულში შევყავართ, და აუცილებელია მისი უსასრულო მნიშვნელობის შეგნება".

"მამაო ჩვენოს" ლოცვის სიტყვები: "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა" ჩვენს მიტევებას პირდაპირ კავშირში აყენებს ღმრთისადმი ჩვენს "მიბაძვასთან": ჩვენ მოწოდებულნი ვართ ქრისტესთან ერთად შთავხდეთ დამნაშავეობის საყოველთაო ჯოჯოხეთში, სადაც ყველანი იმსახურებენ დასჯას".

დიახ, სწორედ მოყვასის ცოდვის ჯოჯოხეთში
ჩვენი თანაშთახდომა არის სწორედ მისდამი შეცოდების მიტევება.

მიუტევებთ თუ არა თქვენთვის
მხოლოდ ბოდიშის მომხდელს თუ საერთოდ ყველას მიუტევებთ ვინც კი გთხოვთ მოტევებას - თქვენი საქმეა. ზოგ ადამიანს საყოველთაო აღდგომა სწყურია, რათა გაცხადდეს საღმრთო მოწყალება, სხვები კი - ცოდვილთა და მართალთა მისაგებელს ელიან, რათა დამყარდეს ღმრთის სამართლიანობა.

მაგრამ იგივე ევდოკიმოვი ფრთხილად ვარაუდობს, რომ "ჯოჯოხეთი შესაძლოა დამოკიდებული იყოს წმინდანთა მოწყალებაზე და აპოკატასტაზისს ღმერთი მხოლოდ ჩვენი ლოცვებიდან ელოდება..."

ერთი მოსაგრე ამბობდა: "სამოთხეში რომ დაგსვან და იქიდან დაინახო, როგორ იწვიან ჯოჯოხეთის ცეცხლში ცოდვილნი, იქნები თუ არა
ამით კმაყოფილი და დამშვიდდება თუ არა შენი გონება?... სიყვარულს არ შეუძლია ამისი ატანა... საჭიროა ყველასთვის ლოცვა".

გიყვარდეს, ხოლო სიყვარულის მიერ მიუტევო ყველას - ეს მოთხოვნა როდია. სიყვარულს ძალდატანებით როდი აღწევენ. მაგრამ ჩვენ თუ გვსურს დიდი მარხვით მივაღწიოთ ქრისტეს აღდგომის სიხარულამდე, მაშინ ჩვენი ძალისაებრ უნდა გავიაროთ ქრისტეს გზა აღდგომამდე.

ამ გზის კულმინაცია ჯოჯოხეთში
მაცხოვრის ჩასვლა გახლდათ - გოლგოთის ტკივილიდან უფსკრულში ჩაძირვა, სადაც ცოდვილთა სულები იტანჯებიან - ვიდრე იმათ გათავისუფლებამდე, ვინც მისი მცნებები დაარღვია.

ჯოჯოხეთში ჩვენი ჩასვლის კულმინაცია ეს არის უდანაშაულოდ ჩვენ
შეურაცხმყოფელ მოყვასთან ერთად ჯოჯოხეთში თანაჩასვლა და ჩვენი თანამდებისადმი (მევალისადმი) ცოდვის მიტევება.

"მამაო ჩვენო... მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარც ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა".




მომზადებულია წყაროს: pravmir.ru მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню