განმარტებანი - როგორ წარმოიშვნენ რასები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

როგორ წარმოიშვნენ რასები?

სხვადასხვა რასები

I. ადამი და ევა

1. ძველი აღთქმის მოწმობა კაცობრიობის წარმოშობის შესახებ


დაბადება 1:26-28. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.



დაბადება 2:7-8. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

დაბადება 2:15-25. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.

უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.


2. ახალი აღთქმის მოწმობა ადამიანთა წარმოშობის შესახებ


საქმე მოციქულთა 17:26-27. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.
რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.

ამრიგად, ბიბლია (როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმა) ცხადად მოწმობს, რომ კაცობრიობა წარმოიშვა ადამისა და ევასგან, რომლებიც ღმერთმა თავის ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ შექმნა (ანუ ადამი და ევა იყვნენ ცოცხალი, მგრძნობიარე, მოაზროვნე და სულიერი არსებები).

იმის შემდეგ, რაც ადამმა და ევამ დაარღვიეს უფლის აკრძალული ხის ნაყოფი არ ეჭამათ (დაბ. თ. 3), განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.

ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნის შემდეგ კაცობრიობა გამრავლდა. ბიბლია მოწმობს იმის შესახებ, რომ ნოეს დროისთვის ადამიანები იმ დონემდე გაირყვნენ, რომ უფალს ქვეყნიერების განადგურებამ მოუწია და მოუვლინა მათ წარღვნა, რათა წარეხოცა ყოველი უკეთური პირისაგან მიწისა. წარღვნის დროს ყველა ადამიანი დაიღუპა ნოეს კიდობანში მყოფთა გარდა. ეს ნოეს ოჯახი გახლდათ.


II. ნოე და მისი ოჯახი

1. ნოეს ოჯახი მსოფლიო წარღვნის შემდეგ


დაბ. 7:5-7. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა. ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად. შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნვნ წარღვნას.



1. პეტრე 3:20. გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.

ნოე და მისი ცოლი = 2, შვილები: სემი, ქამი და იაფეტი = 3, შვილთა ცოლები =3. სულ 8 ადამიანი.


2. ღმრთის აღთქმა ნოესთან - დაბადება 8:1-17


უფალმა ღმერთმა აღთქმა დადო ნოესთან და მის ოჯახთან და აღუთქვა, რომ ამიერიდან ქვეყნიერებას წარღვნით აღარ გაანადგურებდა.



დაბადება 8:15-17, 20-22.
ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად. ... ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.


3. ნოეს შვილებმა აღავსეს მთელი დედამიწა


დაბ. 8:18-19. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.

ბიბლია მოწმობს იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ახლა დედამიწაზე ცხოვრობს, ნოეს შვილთა შთამომავლობაა. ამგვარად, გამოდის, რომ ჩინელები, რუსები, აფრიკელები, ინდოელები, ებრაელები, ჩუქჩები და ყველა სხვა ეროვნებები და ხალხები ნოეს შვილთა შთამომავლები არიან? - ეს წარმოუდგენელია!!! ამისი დაჯერება ძნელია! პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ყველა ეროვნება შეიძლებოდა წარმოშობილიყო ერთი ოჯახიდან. ჩვენ ხომ ესოდენ განსხვავებულები ვართ: განსხვავდებით კანის ფერით, თვალის მოყვანილობით, კომპლექციით, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ენებზე და ა. შ. ... ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო?


III. "რასის" ცნება

ა) რას ამბობს ამის შესახებ ბიბლია?


ბიბლიაში ტერმინი "რასა", ანუ "რასის" ცნება ნახსენები არ არის. წმიდა წერილში შეუძლებელია ამ სიტყვის პოვნა. რასა - ეს ევოლუციონისტთა მიერ გამოგონილი სიტყვაა. ევოლუციონისტური ტერმინოლოგიით "რასა - ეს არის სახეობის ინდივიდთა ნაწილი, რომელიც ახალ სახეობაში გადავიდა". სინამდვილეში მსგავსი არაფერი არსებობს და არც არსებულა. რაც შეეხება კაცობრიობას, არსებობს მხოლოდ ერთი - ადამიანური რასა, კაცობრიობა. ღვთის სიტყვის შესაბამისად, არიან ხალხები, ტომები და ენანი, მაგრამ არა რასები.


ბ) ხალხთა სამი ჯგუფი


როგოც უკვე ვთქვით, არსებობს მხოლოდ ერთი - ადამიანური რასა, კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ისტორიაში არსებობდა ადამიანთა სამი ჯგუფი, რომლებიც ნოეს სამი შვილისგან წარმოიშვა.


1. ხალხთა ინდოევროპული ჯგუფი - იაფეტის შთამომავლები, ანუ იაფეტიდები:

ეს არის პლანეტის თეთრკანიანი მოსახლეობა.

2. ხალხთა აფრო-აზიური ჯგუფი - ქამის შთამომავლობა, ანუ ქამიტები:

დედამიწის ყველა "ფერადი" ხალხი - ყვითლები, წითლები, ყავისფერები და შავები, ამერიკელი ინდოელების, ეგვიპტელების, შუმერების, ხეთებისა და ძველი ფინიკიელების ჩათვლით ქამიტების მოდგმას მიეკუთვნება.

3. ხალხთა სემიტური ჯგუფი - სემის შთამომავლები, ანუ სემიტები:


ესენი არიან ებრაელები და სხვა სემიტები.


IV. ნოეს შვილთა წყევლა და კურთხევა


დაბადება 9:20-29 გვიყვება იმის შესახებ, თუ რა მოხდა ნოეს ოჯახში წარღვნის შემდგომ:

1. ნოეს დათრობა.

დაბ. 9:20-21. "დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში".

2. ქამის ცოდვა.

დაბ. 9:22-23. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.

3. ნოეს წინასწარმეტყველება თავისი შვილებისა და მათი შთამომავლობის შესახებ:

დაბ. 9:24-27. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!



მრავალი ადამიანი, როდესაც კითხულობს ნოეს წყევლას, აკეთებს არასწორ დასკვნას იმის შესახებ, რომ ბიბლია თითქოსდა აკურთხებს ან ამართლებს მონობას. სინამდვილეში სიტყვა, რომელიც გამოყენებულია ძველ აღთქმაში, კერძოდ კონკრეტულ ბიბლიურ მუხლში და ბიბლიის ზოგიერთ გამოცემაში თარგმნილია როგორც "მონა", სინამდვილეში "მსახურს" ნიშნავს, და ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ, პრაქტიკულად როგორც განხორციელდა ნოეს მიერ ქანაანის დაწყევლა.


V. ნოეს წყევლის შედეგები

ა) ნოეს შვილები


იმისთვის, რათა სრულად გავიგოთ ნოეს და მის შვილების თავზე გარდამხდარი ამბავის არსი, მოცემულ ვითარებაში აუცილებელია დავაკვირდეთ მის სამივე შვილს - სემს, ქამსა და იაფეტს - და მათ მიდრეკილებებსა და უნარებს. წმიდა წერილის სწავლების შესაბამისად, ყველა ადამიანები სამნაწილოვანნი არიან და შედგებიან სხეულის, მშვინვისა და სულისგან.

1 თესალონიკელებს 5:23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

სწორედ ამის წყალობით ვართ, ჩვენ, ადამიანები ფიზიკური, ინტელექტუალური და სულიერი არსებები. მაგრამ, ყოველ ადამიანში ამ სამი ზღვარიდან ჭარბობს ერთი რომელიმე, ანუ ერთ რომელიღაცას უპირატესობა ენიჭება. მაგალითად, კაცთაგან თუ ზოგიერთს მხოლოდ ფიზიკური საკითხები ადარდებს და მათი მისწრაფებები მატერიალურით შემოიფარგლება, სხვებს - გონებრივი საქმიანობა იტაცებს, დანარჩენს კი - სულიერ-რელიგიური ძიება.

ზუსტად ასეა საქმე ხალხებთან დაკავშირებითაც: ერთნი უფრო ინტელექტუალურნი არიან, სხვები - უფრო მატერიალურნი და ათლეტურნი, მესამენი კი - რელიგიურნი და ზოგჯერ ფანატიკურნიც კი... სწორედ ეს იყო აღნიშნული ნოეს წინასწარმეტყველებაში თავის სამ შვილთან დაკავშირებით, რადგან მან იცოდა თავისი შვილების ხასიათი, თვისებები და მიდრეკილებები, ამიტომაც წინასწარმეტყველურად განჭვრიტა, რომლის შთამომავლობას უმთავრესად რა თვისება გაიტაცებდა, ვინ უფრო რელიგიური იქნებოდა (სემი), ვინ უფრო ინტელექტუალური (იაფეტი) და ვის მხოლოდ მატერიალური დააინტერესებდა (ქამი). ნოეს არ უთქვამს, რომ ერთნი მეორეზე უკეთესნი იქნებიანო, რომ ერთნი მეორეს მოემსახურებიან თავიანთი ცოდნით, ტალანტებით, აღმოჩენებითა და გამომგონებლობითო... არამედ ამ თვისებებით ისარგებლებენო.

1. სემი - რელიგიური ღვაწლი, სულიერი ძიება.

2. იაფეტი - გონებრივი უნარები.

3. ქამი - ფიზიკური, მატერიალური ლტოლვა და საჭიროებანი.


ბ) ქანაანის დაწყევლა


ქამის ცოდვის გამო მისი შვილი (ნოეს შვილიშვილი) - ქანაანი დაიწყევლა. ნოემ მას "თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი" (დაბ. 9:25) უწოდა. მოდი თვალი მივადევნოთ, როგორ აღსრულდა ნოეს წინასწარმეტყველება (წყევლა). ქამიტები კაცობრიობის უდიდესი "მორჩილები" იყვნენ:

1. ბაბილონის აღრევისა და ერთა განთესვის შემდეგ, პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა რეგიონი მათ დაასახლეს.

2. მათ პირველებმა დაამუშავეს მიწა და მოიყვანეს სხვადასხვა კულტურები (კარტოფილი, სიმინდი, მარცვლეული და ა. შ.), ასევე პირველებმა მოაშინაურეს პირუტყვთა უმეტესობა.

3. მათ შექმნეს სამშენებლო ინსტრუმენტებისა და მასალების ძირითადი ტიპები.

4. მათ პირველებმა შექმნეს ქსოვილები და ტანისამოსი, სხვადასხვა სამკერვალო ინსტრუმენტები.

5. ისინი აღმოჩდნენ გასაოცრად მრავალგვაროვანი სამკურნალო წამლებისა და პრეპარატების გამომგონებლები; მათ მიეწერებათ ქირურგიისა და ქირურგიული ინსტრუმენტების გამოგონებაც.

6. მათემატიკის ცნებათა უმეტესობა, ალგებრის, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიის ჩათვლით, სწორედ ქამიტებმა შექმნეს.

7. ვაჭრობის მექანიზმები - ფული, ბანკები, საფოსტო სისტემები და ა. შ. მათი გამოგონებაა.

8. მათ გამოიგონეს ქაღალდი, მელანი, ბეჭდვა ხის საბეჭდი ფორმების მეშვეობით, ასაწყობი შრიფტი და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება.

პრაქტიკულად ნებისმიერი მოწყობილობა, პრინციპი ან სისტემა (თუ მის საფუძვლებს ჩავაკვირდებით) სწორედ შუმერებისა და ეგვიპტელებისგან, ან ძველი ჩინელებისგან თუ უძველესი ქამიტური ხალხებისგან მოდის.


გ) წყევლის გაგრძელება


წინასწარმეტყველება კვლავ გვიჩვენებს თავის მეორე მხარეს. რატომღაც ისინი (ქამიტები) მხოლოდ განსაზღვრულ დონემდე მიდიოდნენ, და არა უმეტეს. ადრე თუ გვიან იაფეტიდები და სემიტები იპყრობდნენ მათ ტერიტორიებს, მათ გამოგონებებს, შემდეგ სრულყოფდნენ მათ და თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ. ხშირად ქამიტები (განსაკუთრებით ზანგები) ბუკვალური აზრით პირად მსახურებად და სხვათა მონებად ხდებოდნენ.

იაფეტიდები გამრავლდნენ თავდაპირველად ქამიტების მიერ დასახლებულ მიწებზე, შემდე კი მათვე განავრცეს ქამიტთა ტექნოლოგიები და ფილოსოფია. იაფეტიდებმა განსაზღვრეს კაცობრიობის ცხოვრების ინტელექტუალური ასპექტი, ქამიტებმა - ფიზიკური, ხოლო სემიტებმა - სულიერი.


VI. ერთი სისხლისგან...


საქმე მოციქულთა 17:26-27. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.


რა შეიძლება ითქვას კანის ფერის შესახებ?


ამჯერად მივადექით საკითხს, რომელიც მრავალს აღელვებს, კერძოდ, რატომ აქვს ზოგიერთ თეთრი ფერის კანი, ზოგს - ყვითელი, ზოგს - მოყავისფრო, ზოგს კიდევ - შავი? მრავალი ფიქრობს, რომ კანის ფერი დამოკიდებულია პიგმენტაციაზე. ეს თუ ასეა, მაშინ სხვადასხვა პიგმენტაცია ნიშნავს ორგანიზმში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების არსებობას, რომლებიც პიგმენტაციაზე არიან პასუხისმგებელნი და, საბოლოო ჯამში, კანის ფერზეც. და მაშინ წარმოიშვება პრობლემა: ასეთ მოკლე დროში როგორ იყო შესაძლებელი განვითარებულიყო და წარმოქმნილიყო ადამიანთა მრავალფეროვნება?



მიუხედავად ამისა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, ჩვენ ყველას კანის ერთი და იგივე პიგმენტური ფერი გაგვაჩნია: მეცნიერები მას მელანინს უწოდებენ. ეს არის მუქი-მოყავისფრო პიგმენტი, რომელსაც კანის სპეციალური უჯრედები სხვადასხვა რაოდენობით წარმოქმნიან. ადამიანს თუ იგი საერთოდ არა აქვს (როგორც, მაგალითად, ალბინოსებს, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს მუტაციური დეფექტი, რომლის გამოც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია მელანინის წარმოება), მაშინ მისი კანის ფერი თეთრია ან მოვარდისფრო. ადამიანის კანი თუ მცირე რაოდენობით მელანინს გამოყოფს, მაშინ ადამიანს გააჩნია თეთრი, ევროპული კანი. ხოლო თუ ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს მელანინის ჭარბ რაოდენობას, მაშინ მისი კანი ღებულობს მოშავო ფერს.

ამგვარად, კანის ფერი დამოკიდებულია ორგანიზმში მელანინის გამომუშავებასთან. ზუსტად ასევე წყდება თვალის მოყვანილობის საკითხი. სინამდვილეში ყველას თვალის ერთნაირი ჭრილი გაგვაჩნია. ჩინელებსაც და რუსებსაც, იაპონელებსაც და ფრანგებსაც ერთნაირი თვალები გააჩნიათ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რა რაოდენობის ცხიმია დაგროვილი თვალების გარშემო. აზიელ ხალხებს, უბრალოდ, ეს ცხიმი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ევროპელებს.


რაში მდგომარეობს მელანინის ფუნქცია?


ის ადამიანის კანს იცავს მზის ულტრაიისფერი სხივების გამანადგურებელი ზემოქმედებისგან. ადამიანის ორგანიზმი მელანინის მცირე რაოდენობას თუ გამოიმუშავებს, მაშინ ცხელ კლიმატში მზის დამწვრობისგან დაიტანჯება და არ არის გამორიცხული კანის კიბოც დაემართოს. მაგრამ, თუ ადამიანი ცხოვრობს ჩრდილოეთში, ხოლო მისი ორგანიზმი გამოიმუშავებს მელანინის ჭარბ რაოდენობას, მაშინ მას ვიტამინ "დ"-ს ნაკლებობა შეაწუხებს (რომელსაც კანი მზის სხივების ზემოქმედებით გამოიმუშავებს). ხოლო ვიტამინ "დ"-ს ნაკლებობას შუძლია ძლიერი ნეგატიური შედეგების გამოწვევა (მაგ, რაქიტი).


ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მელანინის რაოდენობა, რომლითაც ამქვეყნად ვიბადებით, არ წარმოადგენს გენეტიკურად დაპროგრამებულს. პირიქით, ჩვენ გაგვაჩნია გენეტიკური განპირობებული უნარი მელანინის გარკვეული რაოდენობა წარმოვქმნათ საარსებო გარემოს შესაბამისად. მაგალითად, ადვილი შესამჩნევია, რომ ადამიანები, რომლებიც ზაფხულში დროის უდიდეს ნაწილს სუფთა ჰაერზე ატარებს, კანი უმუქდებათ, ხოლო მათ, ვინც უმეტესად შენობაში ზის და გარეთ არ გადის, ასეთი მოვლენა არ შეემჩნევა. თუმცა ზაფხულის ბოლოს, მათაც კი, ვინც დროის უმეტეს ნაწილს დახურულ შენობაში ატარებს, კანის ფერი მაინც უმუქდებათ. ან როდესაც მივდივართ პლიაჟზე მზის სხივური აბაზანების მისაღებად ("დასაწვავად"), ერთნი კანს "იწვავენ" უფრო ძლიერ, ვიდრე სხვები... ეს იმიტომ, რომ ზოგიერთში ულტრაიისფერ სხივების ჭარბი რაოდენობის მიღების საპასუხოდ, კანი მეტ მელანინს წარმოშობს.


დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კანის ასეთი მრავალფეროვნება როგორ წარმოიშვა?


უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც კანის სხვადასხვა ფერზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ერთი და იგივე ფერის სხვადასხვა ელფერი, რომელსაც წარმოადგენს მელანინი.

შავკანიანი ადამიანი თუ თეთრკანიან გოგონაზე დაქორწინდება, მათი შვილები ღებულობენ ნათელ-მოყავისფრო ფერის კანს (მულატები). ასევე ცნობილია, რომ მულატებს შორის ქორწინების შედეგად იბადებიან კანის სხვადასხვა ფერის მქონე ბავშვები (შავებიც და თეთრებიც, ასევე ღია ყავისფერი კანის მქონენიც). ამგვარად, მათ შთამომავლობას შეუძლია ჰქონდეს პრაქტიკულად ნებისმიერი კანის ფერი.



ამ ფაქტის ცოდნა და გაგება პასუხობს ზემოთ დასმულ კითხვას.

ამრიგად, თუ ვივარაუდებთ, რომ ადამი და ევა იყვნენ შავგვრემანი ადამიანები (გააჩნდათ ღია-მოყავისფრო ფერის კანი), მათ შთამომავლობას შეეძლო კანის ნებისმიერი ფერი მიეღო. ამიტომაც ბიბლიურ მკვლევართა უმეტესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ ადამი და ევა იყვნენ შავგვრემანები, შავი ფერის თმებითა და წაბლისფერი (ან თაფლისფერი) თვალებით.


ანალოგიურად, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ ადამას, მაგალითად, გააჩნდა "ა" ჯგუფის სიხლის, ხოლო ევას - "ბ", მაშინ ადამისა და ევასგან უპრობლემოდ შეიძლებოდა წარმოშობილიყვნენ ადამიანები სისხლის დანარჩენი (I, II, III, IV) ჯგუფებით (ინგლ. A, AS, B, O).


მიტოქონდრიული ევა


ამ ტერმინით ოპერირებენ ბიოლოგები, რომლებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველა ადამიანი პლანეტაზე წარმოშობლია ერთი დედისგან. ასეთი დასკვნა ბიოლოგებმა გააკეთეს იმის შემდეგ, რაც თვალი მიადევნეს თანამედროვე ადამიანის დნმ-ს ისტორიასა და განვითარებას და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა დნმ წარმოიშვა ერთი "მიტოქონდრიული დნმ-სგან".



ამ ბოლო დრომდე ბიოლოგები ფიქრობდნენ, რომ ე. წ. მიტოქონდრიული დნმ არსებობდა დაახლოებით 70000 წლის წინათ. მაგრამ ყველაზე ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ეს პერიოდი შეადგენს არა 70 ათას წელს, როგორც ადრე ფიქრობდნენ, არამედ თავისუფლად შეიძლება მოექცეს ბიბლიის მიერ აღწერილ ჩარჩოებშიც.


დასკვნა


მრავალი ფილოსოფოსი ადამიანური რასების შესახებ თავის სწავლებას დღემდე აფუძნებს არა ბიბლიას, არამედ ევოლუციონისტთა შეხედულებებს. მაგალითად, ჰიტლერული ნაციზმი ეფუძნებოდა ევოლუციურ თეორიას და ვარაუდობდა, რომ ადამიანთაგან ერთმა, გარკვეულმა ნაწილმა მიაღწია მაღალ ევოლუციურ განვითარებას, ხოლო სხვამ ვერა. სწორედ ამიტომაც ფიქრობდა ჰიტლერი, რომ განვითარების ასეთი უპირატესობა ერთ ერს (მოცემულ შემთხვევაში - არიელებს) უფლებას აძლევს გაანადგუროს სხვა ერები და ხალხები. ჰიტლერს ჰქონდა ეროვნებათა სიაც, რომლებიც მან ე. წ. ევოლუციური განვითარების მიხედვით განალაგა. "განუვითარებელი" ეროვნებები ჰიტლერს მიწის პირისგან უნდა აღეგავა (ეს სია იხილეთ ქვემოთ).


უფალმა ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ჩვენ ყველანი ერთი სისხლისგან წარმოვიშვენით, და ამიტომაც ერთნაირად თანაბარნი და ღირებულნი ვართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე. გარეგანი და გონებრივი განსხვავებანი არც ერთ ერს არ აძლევს უფლებას დაამციროს, დაჩაგროს ან გაანადგუროს სხვა ეროვნება.



ჰიტლერის სია

დამატება სტატიისთვის "როგორ წარმოიშვნენ რასები"




1900 წ.-დან 1918 წლამდე, ვენაში, ყოფილმა კათოლიკე ბერმა ადოლფ ლანცმა (nom de plume Lanz von Liebenfels) თავის ყოველთვიურ ჟურნლში "Ostara" და წიგნში "ღმერთზოოლოგია" გადმოსცა თავისი თეორია რასების შესახებ. მისი აზრით, თავიდან დედამიწაზე არსებობდა მხოლოდ ორი რასა: არიული (ჰეროიკული, გმირული რასა) და ადამიანი-პირუტყვები (მაიმუნები). არიელებს ღვთაებრივი წარმომავლობა გააჩნდათ, ფლობდნენ სუპერინტელექტს და სუპერტალანტებს, და, ანგელოზთა მსგავსად, თეთრკანიანი და ცისფერთვალებანი იყვნენ.



ადამიანი-მაიმუნები დემონური წარმომავლობის რასები იყვნენ, გარეგნულად მახინჯნი და ყოვლად უმაქნისნი. მათ მხოლოდ სისულელეების ჩადენა და ნგრევა თუ შეეძლოთ. ერთადერთი, რაშიც ისინი წარემატებოდნენ, იყო სიცრუე და ბოროტება. მაიმუნებს არიელები ოდითგანვე სძულდათ. მათ შეიმუშავეს არიელთა განადგურების მეთოდი და გადაწყვიტეს მათ გენოფონდში დანამატების შეტანით ამ უმაღლეს რასაზე შეტევა განეხორციელებინათ. საბედნიეროდ, არიელი ქალები არ წამოეგნენ მაიმუნების ეშმაკობაზე (ლანცი დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ ევას ცთუნების ისტორია, რომელიც დაბადების წიგნშია აღწერილი, სხვა არაფერია, თუ არა გადასხვაფერებული თხრობა იმისა, თუ როგორ იქნენ არიელი ქალები ცთუნებულნი მაიმუნის მსგავს მონსტრების მიერ).



ასი წლის შემდეგ, ძველი არიელები და მაიმუნის მსგავსი ადამიანები გაქრნენ. ისინი შეცვალეს ადამიანებმა, რომლებიც არიელთა და მაიმუნის მსგავს ადამიანთა შერევისგან წარმოიშვნენ. ახლა მთელი დედამიწა ამ ორი რასის ნაჯვარი შთამომავლობით არის დასახლებული. ამასთან ეროვნებათაგან ერთნი, თავიანთი გენოტიპით, ახლოს არიან პირველ არიელებთან, სხვები კი - მაიმუნ-ადამიანებთან. ლანცმა გამოიყვანა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ერთი ერი შეიძლება სხვა ერზე უდიდესი იყოს მათ ძარღვებში არიული სისხლის პროპორციის საფუძველზე.

მოგვიანებით გაჩნდა სისხლის რასებშორისი აღრევის ცხრილიც, რომელიც ამ პრინციპის ილუსტრაცია გახლავთ:



როგორც ცნობილია, ადოლფ ჰიტლერმა ეს იდეა საფუძვლად დაუდო ნაციზმის ფილოსოფიას. სწორედ ამით აიხსნება მისი ჟინიანი სურვილი ამოეწყვიტა ჯერ ებრაელები, შემდეგ აზიელები და სლავები, შემდეგ კი ყველა შავკანიანი.

უფალმა ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად. ჩვენ ყველანი ერთი სისხლისგან ვართ წარმოშობილნი, და ამიტომაც, თანასწორნი და ერთნაირად ღირებულნი ვართ ზეციერი მამის წინაშე. ჩვენი გარეგანი და გონებრივი განსხვავებანი არავის აძლევს უფლებას უპირატესობა მიანიჭოს ერთ რომელიმე ერს სხვასთან შედარებით დაჩაგროს ან ფიზიკურად გაანადგუროს სხვა ერები.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню