განმარტებანი - როგორ უნდა გადარჩნენ ქრისტეანნი ბოლო ჟამს? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
როგორ უნდა გადარჩნენ ქრისტეანნი ბოლო ჟამს?
ქრისტიანთა განსაცდელი
ინტერვიუ არქიმანდრიტ პართენ მურელატოსთან.

- მრავალნი ამბობენ, რომ ბოლო ჟამი ახლოვდება. როგორ უნდა გადარჩნენ ქრისტეანნი ამ მძიმე ჟამს?

- ყველაფერი წმიდა წერილის მიხედვით მიმდინარეობს: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მარკ. 13:31), - ამბობს უფალი სახარებაში. ხოლო ყველაფერი, რაც კი ღმრთის მიერ იყო ნათქვამი, აღსრულდა და მთელი სისრულით კიდევ აღსრულდება. აპოსტასია (ბერძნ. Αποστασία - განდგომილება) ყოველდღე ვითარდება. მსოფლიო სულ უფრო ღრმად ეფლობა სულიერ კრიზისში. სიონისტები და სხვა ძალები, რომლებიც ბოლო დროინდელი სკანდალებისა და ანტიმართლმადიდებლური კამპანიების უკან დგანან, მიზნად მხოლოდ ერთ ამოცანას ისახავენ: მოწყვიტონ ადამიანები ღმერთს და დავიწყებას მისცენ მისი სახელი დედამიწაზე.

მაგრამ ისინი ამას ვერასოდეს მიაღწევენ! რამეთუ ღმრთის სასუფეველი მემკვიდრეობით როდი გადადის ამ სოფლიური ხელისუფლების მსგავსად. ზეციერი მეუფე მარადის იგივე რჩება. ღმერთი მართავდა, მართავს და მომავალშიც, დაუსრულებლად განაგებს სამყაროს არსებობას. მის სასუფეველს ვერ გააუქმებენ ვერც დემონები და ვერც ადამიანები.

რატომ განვიცდით დღეს ეკონომიკურ კრიზისს? ეს ღმრთის წყალობაა! გონს უნდა მოეგონ ის ადამიანები, რომლებმაც ღმერთი მიივიწყეს, და შეაჩერონ თავიანთი საბოლოო დაცემა. მაგრამ, სამწუხაროდ, კრიზისის ნამდვილ მიზეზებს ყველა როდი ხედავს. იმის ნაცვლად, რომ ილოცონ, ღმერთს მიმართონ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს შეევედრონ შეწევნას, - ადამიანები უცხოეთის დახმარებისადმი სასოებენ, ელოდებიან ეკონომიკურ რეფორმებს, სესხებს...

ღმერთმა ადამიანებს თავისუფლება უბოძა. სანამ ჩვენ არ დავეცემით, გონს არ მოვეგებით და არ შევთხოვთ მას დახმარებას - ის არ ჩაერევა ჩვენს საქმეებში. ხოლო როდესაც შევთხოვთ უფალს - მოგვცემს ყოველივეს, რაც გვჭირდება, რადგან ჩვენი უფალი კაცთმოყვარეა და არა ბოროტი, მოწყალეა და სიკეთის მომნიჭებელი. მას ყოველთვის და ყველასთვის მხოლოდ სიკეთე სურს.

- იქნებ ორიოდ სიტყვით გვითხრათ იესუს ლოცვის შესახებ. როგორია მისი მნიშვნელობა ბერ-მონაზონთა და ერისკაცთათვის?

- სულიერ ცხოვრებაში მარხვას, მღვიძარებასა და ლოცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნიათ. სწორედ ეს სამი ღვაწლი აკავშირებს ადამიანს ღმერთთან. სულის ცხოვნებისთვის ასევე აუცილებელია რწმენა და სიყვარული ღმრთისადმი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ყველგანაა, ის ჩვენს გვერდითაა ყოველ წუთს, ყოველ წამს; ესმის ჩვენი ყოველი თხოვნა და ამოსუნთქვა. მაგრამ, ჩვენ თვითონ უნდა მივმართავდეთ მას, რადგან ღმერთი არავის აიძულებს მასთან მისვლას. მან ბრძანა: "ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე" (ლუკა 9:23). "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მათე 7:7). "უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (იოანე 15:5).

ღმრთის გარეშე ჰაერსაც კი ვერ ჩავისუნთქავთ.

ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტეანთ, უნდა გვახსოვდეს: უფალი ყველგანაა. ჩვენი ცხოვრება - ქრისტეა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია, მთავარანგელოზები და ანგელოზებია, ყველა წმინდანია. ეკლესიის გარეთ არ არის გადმოცემა. ეკლესიის გარეთ არ არის სულის ცხოვნება. ეკლესიის გარეთ არაფერია გარდა ჯოჯოხეთისა. "ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი" (ფსალმ. 32:12). გავიხსენოთ ებრაელი ხალხის ისტორია. როდესაც ისინი ღმერთს ტოვებდნენ მრავალგვარი უბედურებები ატყდებოდათ: ტყვეობები, ომები, ჭირი და შიმშილობა. მაგრამ როგორც კი ღმერთს სთხოვდნენ შეწევნას ისიც არ აყოვნებდა.

იგივე ხდება დღესაც. იმ დროიდან არაფერი შეცვლილა.

- მამაო პართენ, შეიძლება კი დღეს გვქონდეს სასოება? იქნებ განსაცდელთა გავლით შევძლებთ უფალთან დაბრუნებას?

- ავიღოთ მაგალითად რუსი ხალხი. რუსების ღმრთისრჩეული ერია. მიიღეს რა ბერძნებისგან მართლმადიდებელი სარწმუნოება, უდიდესი სულიერი ნაყოფი გამოიღეს. ნახეთ რამდენი წმინდანია რუსეთში! რუს წმინდანთა რაოდენობა ბევრად აღემატება სხვა ხალხთა წმინდანების რაოდენობას ერთად აღებულს!

მაგრამ, თანდათანობით რუსეთი ჩამოშორდა უფალს, რუსი ხალხი უკეთურებაში გადავარდა და უფალმაც, თავისი მოწყალებით, დაუშვა რევოლუცია, რომელმაც ხელისუფლებაში უღმრთოები მოიყვანა. რამდენმა ქრისტეანმა მიიღო ამ დროს მოწამეობრივი გვირგვინი, რამდენმა ადამიანმა სიკვდილი არჩია სარწმუნოების ღალატს!

უღმთოება დაეცა, ეკლესია კი დგას. სახარებაში ნათქვამია: "ყოველი ნერგი, რომელიც არ დაურგავს ჩემს ზეციერ მამას, ძირფესვიანად აღმოიფხვრება" (მათე 15:13). გავიხსენოთ ჰიტლერი, ნაპოლეონი... მათ მთელი მსოფლიოს დამორჩილება სურდათ, დაღუპეს მრავალი ადამიანი, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. ამგვარ წამოწყებებს ღმერთი არ აგვირგვინებს.

გავიხსენოთ ბიზანტია - უდიადესი იმპერია კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც 1200 წელი გასძლო. და ისიც, ოდესღაც დიადი და ძლიერი, ჩაქრა. რატომ? ადამიანთა ცოდვების გამო.

სოდომი და გომორა, მსოფლიო წარღვნა... ისტორიამ მრავალი ასეთი მაგალითი იცის.

სამწუხაროდ, როდესაც დგება კეთილდღეობა (არ არის ომები, შიმშილი, ეპიდემია) ადამიანები ივიწყებენ ღმერთს და ანგარიშს არ უწევენ მას.

ყველაფერი რისი მიღწევაც შეგვიძლია, მხოლოდ ღმრთის შეწევნით თუ შეგვიძლია. ღმრთის გარეშე ჩვენ არარაობანი ვართ. ის არის ჩვენი საყრდენი და ჩვენი სასოება.


წყარო: http://www.pravmir.ru/kak-spasatsya-xristianam-v-poslednie-vremena/


TOP. GE
Назад к содержимому