განმარტებანი - რითი განსხვავდება სამოთხე ცათა სასუფეველისგან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

რითი განსხვავდება სამოთხე ცათა სასუფეველისგან

Gmerti da adamiani

ცნებები "სამოთხე" და "ცათა სასუფეველი" ("ღმრთის სასუფეველი") ჩვეულებისამებრ გაიგივებულია მართალთა სიკვდილისშემდგომ მარადიულ სამყოფელთან. დოტმატურად ეს ცნებები განყოფილი არ არის, მაგრამ მათ შორის მაინც არის გარკვეული განსხვავება.

სიტყვა "სამოთხე" წარმოდგება სპარსული ენისგან და ბუკვალურად ნიშნავს "ბაღს". ძველ აღთქმაში ნათქვამია, რომ, ღმერთმა, იმის შემდეგ, რაც შექმნა სამყარო, გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა" (დაბ. 2:7-8).

ბიბლიის მიხედვით, ეს იყო ღმერთთან ადამიანთა აბსოლუტური ერთობის ადგილი - როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისით. მოგვიანებით სამოთხე მასობრივ კულტურაში უკვე აღიქმება, როგორც მართალი სულის "საბოლოო პუნქტი", სულისა, რომელმაც დაასრულა ამქვეყნიური სარბიელი.

პირველქრისტიანები სამოთხეში სულის დროებით მდგომარეობას გულისხმობდნენ. სამოხთე მათი გაგებით გახლდათ არა ამქვეყნიური გზის ფინალი, არამედ მხოლოდ "შესვენების" ადგილი, სადაც სული ელოდება საყოველთაო აღდგომას, რომლის შემდეგაც დაიწყება მარადიული სიცოცხლე.

სახარებაში ქრისტე მხოლოდ ერთხელ ლაპარაკობს სამოთხის შესახებ, როდესაც მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეჰპირდება მასში შეყვანას. საერთოდ, თავის ქადაგებებში ქრისტე ლაპარაკობს არა საიქიო მისაგებელზე და არა იმის შესახებ, როგორ უნდა მოხვდე სამოთხეში სიკვდილის შემდეგ. მისი სწავლების ძირითადი თემა - ღმრთის სასუფეველია. და ეს სიკვდილის შემდგომი სამოთხე არ არის.

უპირველეს ყოვლისა, ღმრთის სასუფეველი - ეს კონკრეტული ადგილი როდია. ეს არის სამყაროს მდგომარეობა, როდესაც ღმერთსა და განახლებულ ფიზიკურ რეალობას შორის არ იქნება განყოფა. ეს არის ის, რაც, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ელოდება სამყაროს ქრისტეს მეორედ მოსვლისა და მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომის შემდეგ. მაგრამ ამ კავშირის აღდგენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ადამიანის ღმერთთან შეერთების შემდგომ.

ქრისტეში ეს ერთობა მთელი სისავსით აღსრულდა. ის არის პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავში ღმრთის სასუფევლის ნაწილი წარმოაჩინა. და ამისკენ მოუწოდებდა თავის მოწაფეებსაც. ქრისტე ამბობს, რომ ღმრთის სასუფეველი - ეს არის "ახალი რეალობა", რომელსაც თვით ღმრთის მოყვარული და ღმრთისკენ მსწრაფი ადამიანი ქმნის. და პირველ რიგში ამ რეალობას ის ქმნის საკუთარ თავში.

"ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია" (ლუკა 17:20-21). ის ადამიანის გულიდან იწყება: "ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ" (იოანე 14:23).

სახარების თანახმად, ღმრთის სასუფეველი, ეს ის კი არ არის, რაც უნდა დავიმსახუროთ, არამედ ის, რაც, როგორც ქრისტიანებმა თვითონ აღვაშენოთ, - უკვე აქ და ახლა, ღმერთთან და ერთმანეთთან მიმართებაში, და სიყვარულით გარდავქმნათ გარემომცველი სამყარო.

წყარო: https://cyrillitsa.ru/tradition/56417-chem-ray-otlichaetsya-ot-carstviya-nebesn.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню