განმარტებანი - მხცოვანთა სწავლებებიდან ბერ-მონაზვნობის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

მხცოვანთა სწავლებებიდან ბერ-მონაზვნობის შესახებ

ანგელოზური ცხოვრება



ხატი "აღკვეცა დიდ სქემაში" (XVI ს-ის სლავური ხატი). ა. ი. სტრუევის კოლექციიდან.


ცენტრში ცეცხლოვანი ფრთებით გამოსახულია ახალაღკვეცილი ახალგაზრდა ბერი, რომლის ირგვლივ ვხედავთ ძმებსა და მოძღვრებს. ხელში მას სახარება უჭირავს. მის უკან ჩანს საყდარი, გაღებული ზეცა, ანგელოზური ძალები და უფალი იესუ ქრისტე, რომელიც საიდუმლოდ ესწრება ყოველი ბერის აღკვეცას და მათგან დადებულ აღთქმებს პირადად იღებს.

***

ისმინეთ, საყვარელნო ძმანო, თუ როგორია ბერობის ღირსება, და როგორია ზეცითგან გამოქარგული ხატის დიდება, რომელიც შევიმოსეთ. თავიდან ის მიეცა პახომის, უდაბნოში: ღმერთმა მას მოუვლინა თავისი ანგელოზი და შემოსა ექვსფრთიანი ხარისხითა და ზეციური წარწერებით. ორფრთიანია ის, ვინც კუნკულსა და მანტიას ატარებს, ხოლო თუ მას დიდი სქემითაც შემოსავენ, ხდება ექვსფრთიანი ქერუბიმთა და სერაფიმთა მსგავსად.



წმ. პახომი დიდი და ანგელოზი


დიდი სქემა არ გახლავთ მოციქულთა ხატი: მოციქულები სხვა სამოსს ატარებდნენ, და არა კუნკულსა და სქემას. ისინი მოციქულებად იწოდებოდნენ და ღმერთმა ისინი კაცთა მოსაქცევად და ყველა ერის მოსანათლად წარაგზავნა, მადლიც სწორედ ამ ღვთაებრივი ღვაწლის შესაბამისი მიიღეს.

ხოლო ანგელოზური ხატი, უფრო მაღალი ხარისხია. როდესაც ქრისტიანი ბერად აღიკვეცება, ის ახალმონათლულივით ხდება, იწმინდება ცოდვებისგან და მის სახელს ანგელოზები ზეციურ წიგნში აღნუსხავენ, ხოლო თვით ანგელოზთა შორის უდიდესი სიხარული ისადგურებს. მაგრამ თუკი ბერი შერყვნის თავის პატივს, მისი სახელი ამოიშლება ზეციდან, და ანგელოზებიც ამგვარი ბერის დაცემას გლოვობენ.

თუმცა, ვინც ღვთისმოსაობასა და უცოდველობაში თავს დაიცავს მას ერისკაცებთან კი არ დაედება წილი, არამედ პირდაპირ ზეცად აღიყვანება იმ ხარისხში, რომელიც ოდესღაც ეკუთვნოდა სატანაელს და მის მომხრე ანგელოზებს მანამ, სანამ ისინი დემონნი გახდებოდნენ.

ბერ-მონაზონნი სწორედ ამ დაცემულ ანგელოზთა რიცხვს ავსებენ. დაიდგამს ადამი სატანაელისთვის განკუთვნილ გვირგვინს, და ანგელოზთა ადგილს ბერ-მონაზვნები მიიღებენ.



ლუციფერი - დაცემული ანგელოზი (იგივე სატანა)


როგორც დიდებული მხედართმთავარი იგვემება მისი ძალაუფლების სხვისთვის გადაცემის გამო,  დაცემული ანგელოზებიც წუხან დაკარგული პატივის ბერებისთვის გადაცემის გამო. ამიტომაც, როგორც მეფის რჩეულსა და აღზევებულ მეომარს ყოველნი პატივს მიაგებენ, თუმცა მტრები და მოშურნენი მის საწინააღმდეგოს იზრახავენ, დემონებიც შურით არიან აღვსილნი ანგელოზური ხარისხით შემოსილთა მიმართ და არავის ისე არ მტრობენ როგორც ბერებს.

მონაზვნური ხარისხის დამცველნი გაბედულად გამოდიან დემონთა წინააღმდეგ და მათ ხარისხს იკავებენ, ამიტომაც ცდილობს მტერი მთელი თავისი მზაკვრული მხედრიონით განდრიკოს მონაზვნობა ანგელოზური ცხოვრებიდან და ანგელოზური ხარისხიდან. მაგრამ ჩვენ, ვითარც მეომარნი ქრისტესნი, აღვიჭურვებით ჯვრით და დაუღალავ შეტაკებაში ვებრძვით დაცემულ ანგელოზებს!




წმ. ანტონი დიდის გამოცდა ეშმაკთა მიერ


"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ხსენებული სიტყვა მოცემულია XVI ს. კრებულში, რომელიც დაცულია ტროიცე-სერგიევო ლავრაში. ქართული თარგმანი შესრულებულია თანამედროვე რუსული თარგმანის მიხედვით.

წყარო: http://goloscerkvi.info/ikona_postrijenie_v_velikuu_shimu

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню