განმარტებანი - მწამს, რადგან ღირსია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

მწამს, რადგან ღირსია!

ქრისტე მაცხოვრის შობა

ავტორი: ვლადიმირ ლეგოიდა

"მწამს, რადგან აბსურდია". ამ ფრაზას ქრისტიან მოაზროვნე ტერტულიანს (III ს.)
მიაწერენ. მრავალს უყვარს ირონიზირება: "რას გამორჩები ქრისტიანთ? სწამთ აბსურდის, სჯერად სისულელის". მაგრამ ასეა თუ არა სინამდვილეში?

სინამდვილეში ტერტულიანეს ასეთი ფრაზა არა აქვს. მაშ რა აქვს? თუ ჩავიხედავთ მის წიგნში "ქრისტეს ხორცის შესახებ"
ვნახავთ, რომ იქ ტერტულიანი ამბობს: "ის, ვისი დატევნა მთელ სამყაროსაც არ ძალუძს, ბაგამ დაიტია. მან, ვინც შექმნა სამყრო, მიიღო ხატი მონისა - ეს გონებისთვის მიუწვდომელი და დაუტევნელი მოვლენაა. ამისი მოფიქრება შეუძლებელია და ამიტომაც - ეს რწმენიღირსია.

სულ სხვა აზრია არა? ანუ მწამს არა იმიტომ, რომ ყველაფერი გამრავლების ტაბულასავით მარტივი და გასაგებია
, რადგან იქ რწმენა საჭირო არ არის, და არც იმიტომ, რომ მე ეს დამიმტკიცეს, რაციონალურად ამიხსნეს, როგორც იტყვიან, თითებზე ჩამომითვალეს... და, მითუმეტეს არა იმიტომ, რომ ეს სისულელეა, არამედ იმიტომ, რომ ამისი წარმოდგენა შეუძლებელია. ქრისტიანობა იმდენად აღემატება ყველაზე გაბედულ და თამამ ადამიანურ წარმოდგენას ღმერთზე, რომ მის წინაშე მხოლოდ რწმენით თავდახრაღა თუ გვმართებს. ეს არის მოწიწება უდიდესი საიდუმლოს წინაშე.

ქრისტიანთა ღმერთი - მოხუცი პაპა როდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე ბრუნავს
და ადამიანს თიხისგან ძერწავს, როგორც საბჭოთა პერიოდში ცდილობდნენ ობრაზცოვის თოჯინების თეატრის მსახიობები ღმრთის წარმოდგენას. ღმერთი - სამყაროს შემოქმედია. ის არის არა მარტო სივრცის შემოქმედი, არამედ დროისაც. მაგალითად, ქრისტიანულ ღმერთს შეუძლებელია ვკითხოთ: "რას აკეთებდი შენ სამყაროს შექმნამდე?" რადგან ეს ჩვენ ვცხოვრობთ წარსულის, აწმყოსა და მომავლის კატეგორიაში; ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად, რომ კონცერტის დასაწყისამდე ფოიეში ვიდექი. მაგრამ, ღმერთი არ ცხოვრობს ამ კატეგორიებში, ის მათ არ ექვემდებარება. ღმერთს არ გააჩნია "მანამდე", "ადრე", "ძველად", "უწინ". ის არ ექვემდებარება დროის კანონებს, რადგან დრო თვით ღმერთმა შექმნა.

და აი
, ახლა, ღმერთი თვითონ შემოდის სამყაროში და თავდაყირა აყენებს ისტორიას, რადგან სამყარო ახალი აზრით ივსება. აი, რამ გააოგნა ტერტულიან,. აი, რამ აიძულა ის ერწმუნა ქრისტე.

მაგრამ, რისთვის შეკრა საკუთარი თავი ღმერთმა სივრცისა და დროის ჩარჩოებით, იმისთვის რომ ჩვენთან მოსულიყო? როგორია მისი მისია? რა თქმა უნდა, ეს არის ცოდვისა და სიკვდილისგან ადამიანის გამოხსნის მისია. და კიდევ, ქრისტე მოვიდა იმიტომ, რათა ადამიანებისთვის გაეცხადებინა მათთვის დაფარული ჭეშმარიტება. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე სამართლიანობაა. ეს არის მოწყალება, სიყვარულის კანონი, რომელიც ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას. როდესაც ქრისტემ ეს გააცხადა მთელი სამყარო და კაცობრიობის მომავალი ისტორიაც შეცვალა.

დღეს ჩვენ ბუნებრივად მიგვაჩნია დახმარება იმისადმი, ვისაც უჭირს. არსებობს მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია
, მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. სამყარო დღეს სულ სხვაა, რადგან 2000 წლის წინათ ღმერთი მასში ჯერაც არ იყო შემოსული.

ძმანო და დანო, დამდეგ ქრისტეს შობას გილოცავთ!

წყარო: pravoslavie.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню