განმარტებანი - ლაპარაკობენ ეშმაკნი... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ლაპარაკობენ ეშმაკნი...
დემონები
რედაქციისგან: წინამდებარე თხზულებაში ადამიანის წინააღმდეგ ეშმაკის ბრძოლა წარმოდეგნილია ორიგინალური ფორმით, - ეშმაკის პოზიციიდან, სადაც ავტორი ეშმაკს ალაპარაკებს, თუ რისი ეშინია მას და რისი არა, რა სძულს და რა უხარია. ჩვენ კი გულისხმავყოთ, ეშმაკის ეს "აღიარებანი" უმეტესწილად აღებულია წმიდა მამათა თხზულებებიდან და მეუდაბნოვე ბერთა სწავლებებიდან. ის გამოხატავს ბნელ ძალთა ბრძოლის იმ უმთავრეს მომენტებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ.

__________________________


ავტორი: მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (ლედინი). "დემონთა ხრიკები". ასევე: "უხილავი ბრძოლა. დემონთა ხრიკები ადამიანის წინააღმდეგ. გამომც. მართლმადიდებლური ფონდი " Благовест".


"ჩვენს შეცოდებაზე იმდენად არ ზრუნავს ეშმაკი,
რამდენადაც იმაზე, რათა არ დავინახოთ ცოდვა და ცოდვილებად დავრჩეთ"


(წმ. იოანე ოქროპირი).


გავიგე, რომ დემონებს ადამიანებივით ჰქონიათ ვნებები, მიდრეკილებები და ახირებები. თავიანთი "გემოვნებანი". რა თქმა უნდა, საერთოც ბევრი აქვთ, მაგრამ ინდივიდუალურებიც არიან, ვნებათა მიხედვით.

უნებლიედ გამახსენდა წმიდა მამათა ლიტერატურაში აღწერილი საზვერეები: მართლაც, დემონები ცოდვათა მიხედვით არიან დახარისხებულნი.

აბსოლუტურად ყველა ეშმაკს სძულს აღსარება. ზუსტად ასევე ისინი ვერ იტანენ ქადაგებებს, რომლებიც სწორ, მართლმადიდებლურ ცხოვრებას გვასწავლიან. ეს მათ, უფრო სწორედ, დასნებოვნებულთ, კარგად ეტყობათ: თუ ქადაგება ვრცელია - ზოგადია, აგებულია გარეგან მომხიბვლელობაზე და წყალყალაა, ეშმაკთ არ აშინებს. მეტიც, ისინი მისდამი ინტერესსაც კი იჩენენ და გეგმავენ როგორ ჩააგდონ მქადაგებელი თავმომწონეობის ვნებაში. ზოგიერთ სნეულს მაშინ სპეციფიკურად თვალებიც უელავს: ეშმაკი დაინტერესებულია და ფიქრობს. სამაგიეროდ, მოკლე, უბრალოდ, მახვილგონივრული ქადგება, რომელიც ეფუძნება წმიდა მამათა მოძღვრებას და სულიერებისა და სინანულისკენ მოგვიწოდებს, ასევე განმარტავს, რა არის ცოდვა და როგორ გავექცეთ მას, - აცოფებს ეშმაკთ. ტაძარში ამ დროს ხმაურს იწყებენ: ისმის ცხვირის დაცემინება, ხველება, ყვირილი, გმინვა და ა. შ. ...

- მორჩი, მოგვწყინდა, - გაისმის ყველა მხრიდან.

განსაკუთრებით ეზიზღებათ ეშმაკთ ქადაგებანი მორჩილებასა და მოთმინებაზე. ქრისტეს სარწმუნოებისთვის ტანჯვის უბრალო აღწერაც კი აუტანელია მათთვის.

ერთ ტაძარში იყო ძალზედ კარგი მეურნე - უბრალო, მორჩილი, ჩუმი მოხუცი ბებიაქალი, რომელსაც გულწრფელად უყვარდა თავისი ტაძარი და ქრისტეს მსახურნი; იყო საოცრად გულისხმიერი მოყვასთადმი და თავმდაბალი. ერთხელაც მოხუცი ქალი დასნეულდა და უხმაუროდ, ქრისტეანულად გარდაიცვალა... მის სახელზე მოსახსენებელი ბარათები დავამზადე და მრევლში დავარიგე, ვთხოვე მათ მოხუცი ადამიანის სულისთვის ელოცათ. მაგრამ დემონებმა შესაშური სოლიდარობა გამოავლინეს: იუკადრისეს მისი სახელის წარმოთქმა, უწოდეს მას "საძაგელი და მავნე დედაკაცს"; ერთმა კი განაცხადა: "არ ვილოცებ მისთვის - ძალზედ მორჩილი გახლდათ". ამ სნეულებმა არ იცოდნენ, ვის იხსენიებდნენ ისინი, ვისთვის უნდა ელოცათ, მაგრამ ეს იცოდნენ ამ ადამიანებში მსხდომმა ეშმაკებმა...

არ უყვართ ეშმაკთ საცხოვრებელის სიმარტივე და სიმყუდროვე, სალოცავი კუთხე, კანდელი ხატებთან, სიწმინდენი... და პირიქით, ხარობენ როცა ხედავენ თანამედროვე ავეჯით გადატვირთულ ბინას, საერო ბიბლიოთეკას გადატენილს არაფრისმომცემი წიგნებით, განსაკუთრებით დეტექტივებითა და ფანტასტიკით; ხარობენ როცა ხედავენ ფუჭ და არაფრისმომცემ სურათებს კედლებზე, მარკების კოლექციას, მონეტებს, სანთებელებისა და სიგარეტების ყუთებს, ლუდის ქილებს და სხვა... ეს ყოველივე მათ ძლიერ ახარებთ... რადგან ამგვარი ნივთების კოლექციონერი ადამიანი ხომ სრულ ამაოებასაა მიცემული...

არსებობს ნივთები, რომლებიც განსაკუთრებით იზიდავთ ეშმაკთ, კერძოდ, პლაკატები ტიტველი ადამიანების გამოსახულებით, წიგნები იოგაზე, ოკულტიზმზე, ასტროლოგიაზე, სიზმრებზე; მათ უყვართ ნიღბები, წარმართი ღვთაებების მინიატურული ქანდაკებები, და, რა თქმა უნდა, ტელევიზორი. ტელევიზორზე ყოველთვის დავობენ სნეულნი, არ უნდათ მასთან განშორება, და საქმე აქ, როგორც ვფიქრობ, მარტო ჩვევაში როდია. ტელევიზორი ხომ გონებისა და სულის შესაპყარია. განსაკუთრებით მავნეა საშინელებათა ფილმები, ეროტიკა და მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკა, როკ-კონცერტები და ყოველგვარი შოუ, რადგან ასეთი გასართობი საშუალებები ადამიანს უჩლუნგებს გონებას, უღვიძებს შიშს და მოკრძალებას დემონთადმი, უნელებს ღმრთისმოშიშებას და სიყვარულს... უნერგავს ყალბ სულიერებას და მრავალი სხვა.


ეშმაკნი ამბობენ...

- ჩვენ გივლენთ მცონარებას, ძილს, უდებებას, შიშს, რათა განგაშოროთ საუბრებს ღმერთზე! ჩვენ თქვენი გაღიზიანება ერთი თმის ღერითაც კი შეგვიძლია...

- საერო წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებში თქვენი წმინდანების გამოსახულებები მოვათავსეთ! მათზე კი შავი მაგიის შეფუცვები გავუშვით! აი, მოდიან ადამიანები და დგამენ ასეთ გაზეთებზე ქვაბებს, ჩაიდნებს და კიდევ სხვა ამგვარ ჭურჭელს, ზოგჯერ კი ფეხსალაგზეც კი იყენებენ და სანეხვეში აგდებენ!

- სამი ცოდვით დავიპყარით დედამიწა: სიძვით, სიმდიდრით და ლოთობით.

- ზოგიერთი ამბობს: "რასაც ვიმსახურებთ იმას მივიღებთ". ამბობენ, მაგრამ არ კი უწყიან, როგორი ტანჯვა ელოდებათ მათ და რომ იქიდან ვერავინ გამოვა რამდენიც გინდა იტიროს, რადგან ვერავინ შეისმენს მათ ვედრებას.

- განსაკუთრებით ვმოქმედებთ ჩვენ ტელევიზორით, რადგან ტელევიზორი დღევანდელი ადამიანების უმთავრესი "სიწმიდეა".

- ჩვენ ვაქეზებთ ადამიანთ ერთმანეთის წინააღმდეგ.

- ჩვენ ვიწერთ ყოველ ბილწ არზსა და მოქმედებას, რომელსაც თქვენ ეთანხმებით, თანაუგრძნობთ, შემდეგ კი ვიწერთ ჩვენს დავთრებში (ანუ ჩვენზე ადგენენ "დოსიეებს", რათა საზვერეების გავლისას წარმოგვიდგინონ ჩვენი ყოველი ცოდვა - რედ.) და წერტილებით აღვნიშნავთ. ჩვენ ვიწერთ თქვენს ყოველ სიტყვას. როდესაც ლოცულობთ, ყურადღებით გაკვირდებით.

- ჩვენ უმცირესიც კი არ გამოგვეპარება, ყველაფერს ვიწერთ, რათა შეგაყოვნოთ საზვერეებში და დაგიპყრათ.

- ყველა სარწმუნოება, მართლმადიდებლობის გარდა, ჯოჯოხეთისთვის არის განწირული.

- გვიყვარს ოქროს სამაჯურებიანი და საყურეებიანი ქალები, მაღალ ქუსლებზე შემდგარნი, მოკლეკაბიანნი ან მამაკაცურად ჩაცმულნი.

- არ გვიყვარს სიწმიდე. ძალზედ მაწუხებს დეტალური აღსარება.

- სინანულის მიერ ჩვენს ქარტიებში ცოდვები იშლებიან, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ ცრემლიანი სინანულის შემდეგ თუ წაიშლება.

- როდესაც ადამიანი ცოდვებს ნანობს, ჩვენი ბადენი ირღვევიან.

- ძალიან გვიხარია, როცა აღსარებაზე ცოდვებს არ ასახელებენ, არამედ ინანიებენ "ზოგადად": საქმით, სიტყვით, აზრით...

- ძალზედ გვაწუხებს გულწრფელი და დეტალური შენანება.

- გვმიხარია, როცა ტაძარში დგანან და წუთისოფელზე ფიქრობენ! მე კი გვერდით ვდგევარ და ყოველივე ჩემს ქარტიაში შემაქვს.

- გვიყვარს, როცა მღვდლები მსახურებას ამოკლებენ ან დიდებისთვის მსახურობენ, და ელიან ფულსა და ფუფუნებას.

- გვიყვარს ისინი, ვინც პირჯვარს არასწორად ან დაუდევრად იწერს.

-გვიყვარს, როდესაც პანაშვიდს უხდიან მწვალებლებს ან ურწმუნოებს

- ჯვრის გარეშე გარდაცვლილნი ყველანი ჩვენთან არიან ჯოჯოხეთში.

- ჩვენ ახლა ჯადოქრობით დავაბნიეთ მორწმუნენი, დაე დაივიწყონ, რომ ყველაფერზე არის ნება ღმრთისა.

- ბოლო ჟამს განსაკუთრებით გავაძლიერებთ უსასობას, რათა წუწუნებდნენ და მარადის უკმაყოფილონი იყვნენ ღმრთისადმი.

- ადამიანთა თავები გამოვტენეთ მომავალზე ფიქრით, ოღონდ ღმერთსა და ცოდვებზე არ იფიქრონ და იფიქრონ რაზეც უნდათ.

- ჩვენ შთავაგონეთ მათ ბუზღუნი და უკმაყოფილება, თუნდაც ამინდზე.

- განსაკუთრებით არ გვიყვარს ძველი წიგნები (წმიდა მამათა თხზულებები - რედ.), რადგან ისინი ეკალივით გვესობიან. ჩვენ შთავაგონებთ ადამიანთ მათ სიძულვილს.

- არ გვიყვარს სიკეთე და მოფერება.

- ძალიან გვეშინია მათი, ვინც კეთილ საქმეებს ჩუმად და იდუმალად იქმს, ყველას ვასწავლით როგორ მოიწონონ თავი კეთილი საქმეებით.

- დღეს სიკეთეს ისე აკეთებენ, რომ მის შესახებ ყველამ შეიტყოს. არავის უნდა ცაში ჯილდოს მიღება, სამაგიეროს ყველა დედამიწაზე ელოდება.

- ვინც მტრისთვის ლოცულობს, ნიადაგს გვაცლის.

- გვძულს მომთმენი და მლოცველი.

- არ გვიყვარს, როდესაც ორნი ან სამნი ლოცულობენ ერთად. რადგან ღმერთმა თქვა: "სადაც ორი ან სამი შეიკრიბოს ჩემი სახელით, მეც ვიყო მათ შორის".

- სასულიერო წიგნები - ყველაზე საუკეთესო მოწყალოებაა გარდაცვლილთათვის. არავის უთხრათ ამის შესახებ. დე იყვნენ უცოდინარნი...

- უჰ, როგორ გვიხარია, როდესაც ვინმე ეშმაკეული ხდება.

- გვიყვარს ისეთები, რომლებიც ზიარებაზე ჯვრის გარეშე მიდიან, არც ლოცვითი კანონი წაუკითხავთ და არც თავიანთი მტრებისთვის მიუტევებიათ.

- გვძულს მღვდლები, რომლებიც ადამიანებს აცხოვნებენ და ღმერთთან მიჰყავთ.

- მრავალი ნანობს, მაგრამ არა საქმით!

- გვძულს, ჭირთამთმენი და ვაჟკაცი, მრავალგვარი სათნოებებით შემკული.

- გვეშინია დაბალი ხარისხების მფლობელთა, რომელთაც აქვთ ამაღლებული და სპეტაკი სული; ხოლო მაღალ ხარისხთა მფლობელთ, მაგრამ სულმოკლეთ, ჩვენ არ ვუფრთხით.

- არ ვიმჩნევთ ჩვენთან ბრძოლას. საკმარისია ჩავუნერგოთ ვინმეს ცოდვილი აზრი, იმწამსვე ღებულობენ მას და იწყებენ მის აღსრულებას.

- ჩვენი თავადი როგორც კი მოგვცემს დავალებას, იმწამსვე მივდივართ მის აღსრულებად, თქვენ კი უგულებელჰყავით ღმრთის მცნებანი...

- სხვათა განსჯისთვის დღეს მრავალი მოექანება ჯოჯოხეთში საზვერეთა დაბალი საფეხურებიდან (განსაკუთრებით მღვდლები და ბერები). მუცელღმერთებიც ბევრი გვყავს: ყველას უყვარს გემრიელად ჭამა და დალევა. ისინი არაფერს ნანობენ, მიდიან ტაძარში, ჩამოსხდებიან სკამებზე და იზრახვენ წუთისოფლისას. მათი აზრადაც კი არა აქვთ რაიმეს შენანება.

- მრავალ ეკლესიაში ვგრძნობთ თავს თავისუფლად: განსაკუთრებით იქ, სადაც მორწმუნენი ლაპარაკობენ და ისე იქცევიან, თითქოსდა ბაზარში იყვნენ. მე კი ვდგევარ ტაძრის წინა შესასვლელში, რადგან უფრო ღრმად ვერ შევდივართ. ვდგევართ ქუჩაში და სტოასთან მიახლოვებისაც კი გვეშინია. ზოგიერთ დაუდევარ მღვდელთან კი არა მარტო სტოაში, არამედ საკურთხევლის მახლობლადაც კი ვიმყოფებით. ესენი არიან ლოთები და ბილწები. ჩვენ მათი არ გვეშინია.

- ძალიან გვიხარია, რომ დღეს არავინ ლაპარაკობს ღმერთსა და ღვთისმშობელზე. არ ლაპარაკობენ არც მღვდლებთან და არც ერთმანეთთან. დღევანდელი ადამიანები მხოლოდ ხორციელნიღა არიან, სულიერებისა არაფერი სცხიათ, ტაძარშიც კი წუთისოფლისაზე ბუტბუტებენ.

- გვიყვარს ამაონი, წუთისოფლისანი, სად სცალიათ მათ ღმერთისთვის?

- ჩვენ შთავაგონებთ მათ, რომ ანტიქრისტე უკვე დაიბადა.

- ჩვენ გვინდა, რათა ყველა მორწმუნემ თქვას: "ლოცვის დრო აღარა გვაქვს... ტაძარში სიარულის დრო აღარ დაგვრჩა, ბევრი საქმეები გვაქვს..." ან კიდევ: "ქმარი არ მიშვებს..." ან კიდევ: "სტუმრები მეწვია...". ჩვენ მოგაწვდით უამრავ "გამამართლებელ" მიზეზს, ოღონდ ნუ ივლით ტაძრებში და ნუ იტყვით აღსარებას.

- ჩვენს გეგმაში პირველ პუნქტად მონიშნული გვაქვს იმგვარი ღონისძიებები, რათა ადამიანები რაც შეიძლება იშვიათად იარებოდნენ ტაძრებში.

- არ გვიყვარს წმიდა მამათა წიგნები. მათში ხომ ყველაფერი ჩვენი საწინააღმდეგოა. ადამიანებს დღე და ღამ სასულიერო პირთა განსჯას ვასწავლით.

-გვიყვარს, როცა მღვდლები საღმრთო წიგნებს თვითნებურად განმარტავენ, და არ მიმართავენ წმიდა მამათ.

- თავს იმით ვინუგეშებთ, რომ მარტო არ დავიტანჯებით მომავალ საუკუნეში, არამედ უამრავ ადამიანს გავიყოლიებთ ჩვენთან ერთად.

- ვერ ვიტანთ, როდესაც მღვდელი აღსარებაზე ბევრს ეკითხება მონანულს, ათქმევინებს ცოდვებს და მიუტევებს მათ.

- ჩვენი მღვდლები აბნევენ ჭეშმარიტ მღვდლებს, ჩვენი ბერები აბნევენ ჭეშმარიტ ბერებს, ჩვენი მორწმუნენი აბნევენ ჭეშმარიტ მორწმუნეებს.

- ძალიან გვეშინია ლიტურგიის, კანდლის საკმევლისა და ქერუბიმთა საგალობლის.

- როდესაც საშინელი სამსჯავრო მოვა, ყველანი აღსდგებიან, აიღებენ ჯვრებს საფლავებიდან და წავლენ სამსჯავროზე. ხოლო ისინი, ვისაც ჯვარი არ ჰქონია, როგორ ფიქრობ, საით წავლენ?

- ჩვენ არაფერი გვინდა, ოღონდ შენ ერთი ადამიანი მაინც შეურაცხყავ, რათა ის შენგან გულგატეხილი გავიდეს ამქვეყნიდან! აი ჩვენი სიხარულიც მაშინ ნახე...

- აჰა, ცოდვილებო, ინანიებთ? ყველას გაგგლიჯავთ!

- ძალიან გვიყვარს საზოგადო აღსარება! ჩვენ ამგვარ აღსარებაზე ოცდაოთხი საათი ვივლიდით! არანაირი ცოდვის თქმა არ გინდა და სირცხვილიც ნაკლები გეუფლება. ... ჰა ჰა ჰა ჰა..

- ჩვენ შთავაგონებთ ყველას "მომავლისთვის" გადადოს აღსარება და კეთილი საქმეები. მერე წაიკითხეთ ლოცვა, მერე - სახარება, მერე წადით ეკლესიაში, მერე გააკეთეთ კარგი საქმე ... თუ მოასწრებთ ...

- ვერ ვიტანთ საღმრთო წიგნებიდან გაკეთებულ ამონაწერთ, განსაკუთრებით წმიდა მამათა აზრებს.

- მოგვწონს, როდესაც სიწმიდეს არ უფრთხილდებიან და დაუდევრად ეპყრობიან.

- გვიხარია, როდესაც საფლავებზე დგამენ ძეგლებს, ქანდაკებებს და არა ჯვერბს, როდესაც ჰკიდებენ მიცვალებულთა ფოტოსურათებს და არა ხატებს.

- ლოცვა გვაკავებს და ძალიან გვიშლის ხელს ჩანაფიქრის აღსრულებაში.

- გვეშინია მათი, ვინც თანაუგრძნობს ეშმაკეულთ, ხოლო მოგვწონს ისინი, ვისაც ეშმაკეულთა ეშინია, რადგან ეშმაკეულებში ჩვენ ვსხედვართ. ასევე გვიყვარს ისინი, ვისაც ჯადოქრების ეშინია.

- გვძულს ფსალმუნის მკითხველი, განსაკუთრებით ღამისმთეველი და მლოცველი.

- გვძულს ისინი, ვინც ნებისმიერი საჭმლით ხარობს და ღმერთს მადლობს ლუკმაპურისთვის. ხომ გასწავლეთ საჭმელთა გარჩევა და გემოთმოყვარება.

- ძალიან მოგვწონს, როდესაც კრიალოსნებს საჩვენებლად დაატარებენ, პირით ადიდებენ უფალს, გულით კი შორს არიან მისგან; და კიდევ -როდესაც სხვის დასანახად იწონებენ თავს, რომ მოწყალენი და ქველმოქმედნი არიან.

- განსაკუთრებით არ გვიყვარს ლუკას სახარება, კერძოდ, მისი 12-ე თავი!

- თქვენ, უდღეურო, გაპარსულო და გახდილო მორწმუნენო - ყველანი გვენი ლუკმა ხართ! გვიყვარს წუთისოფლით დასაქმებულნი, რომლებიც სულის გადარჩენაზე იოტისოდენადაც არ ფიქრობენ.

- მწეველებს ჩვენი სალამი, ცეცხლი და წუმწუბა არ მოგაკლოთ ეშმაკმა!

- ჩვენ შთავაგონებთ მორწმუნეთ დატოვონ ღამის ლოცვა. როგორ ფიქრობ, თუ ადამიანი ულოცველად დაიძინებს, და ძილში მოკვდება - საით წავა მისი სული? სამოთხეში ხომ არა? ჰა ჰა ჰა ჰა...

- აღიარებენ ცოდვებს, მისი მიზეზებისგან განშორება კი ეზარებათ. რა კარგია!...

- დაგიკოცნიდიტ ხელებსა და ფეხებს, კათოლიკეებთან და ლუთერანებთან თუ გადაიღებდიტ სურათს!

- გვიყვარს ჩემი ბერები, რადგან ისინი დაუდევრად ცხოვრობენ.

- გვძულს წმინდანები, რომლებმაც მიაღწიეს სიყვარულს და ცხოვრებაში მოთმინებით იტანდნენ საცთურებს.

- გვძულს მორჩილება.

- გვიჭირს ჭეშმარიტ მღვდლებთან ბრძოლა. ისინი მარხულობენ და ლოცულობენ: აი მაშინ ცუდ დღეში გვაყენებენ... არ გვინდოდა ამის თქმა, მაგრამ თქვენი სამკერდე ჯვრები გვაიძულებს, მოიხსენით იგი!
Назад к содержимому