განმარტებანი - ჯვარდაუწერელი ქორწინება არის თუ არა სიძვა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > განმარტებანი

ჯვარდაუწერელი ქორწინება არის თუ არა სიძვა?

Gvirgvinebi

ავტორი: დეკანოზი ანდრია ტკაჩოვი.

არა! სიძვა და ჯვარდაუწერელი ქორწინება სრულიად სხვადასხვა რამეა. ჯვარდაუწერელი ქორწინება ეს ჯვარდაუწერელი ქორწინებაა და არა სიძვა.

როდესაც ჩვენ აღვასრულებთ ჯვრისწერას, ვკითხულობთ სახარებისეულ საკითხავს იმაზე, თუ როგორ მივიდა იესუ ქრისტე გალილეას კანაში ქორწილზე. ეს ადამიანები ჯვარდაწერილები იყვნენ? არა! მაგრამ სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქრისტე გალილეას კანაში ეწვია ქორწილს და არა სიძვა-მრუშობას... ქორწინება შეიძლება არ იყოს ნაკურთხი, მაგრამ ეს მაინც ქორწინებაა.  

რა არის ქორწინება? ეს არის ერთი მამაკაცის თანაცხოვრება ერთ ქალთან, როდესაც ისინი შობენ შვილებს და, სადაც მამაკაცი ქალს საკუთარ მეუღლედ მიიჩნევს. რატომღაც ისინი შეიძლება არ იყონ ჯვარდაწერილნი: ან ორივენი ურწმუნონი არიან ან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ ისინი ერთად ცხოვრობენ, ერთად აშენებენ თავიანთ ბუდეს, ერთად იზიარებენ სიხარულსა და მწუხარებას. მაშ, როგორი სიძვაა ეს? ეს არავითარი სიძვა არ არის, ეს არის ჯვარდაუწერელი ქორწინება.

სამოქალაქო ქორწინება, სწორედაც რომ ხელმოწერილი ქორწინებაა, რომელსაც სამღვდლო კურთხევა არ გააჩნია. ხოლო თანამედროვე გაგებით სამოქალაქო ქორწინება ეს არის თანაცხოვრება. სიძვა-მრუშობაში თანაცხოვრებას არ ახლავს ურთიერთდაპირება და ეს დანაშაულია. ძირითადად ეს არის ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ქალი კაცს ეკითხება: "ეს, როგორ? ბუზებივით ვიცხოვროთ, უქორწინებლად?" კაცი პასუხობს: "დიახ, რა მოხდა, რა არის ამაში განსაკუთრებული?" მამაკაცისთვის სულაც არ არის ძნელი კურთხევის გარეშე ცხოვრება. მაშინ ქალი ეკითხება: "მაშ, არაფერს მპირდები? მაშინ მეც არაფერს შეგპირდები". და კაცსაც ეს უნდა.

და აი ასე ცხოვრობენ: ქალი 20 წლისაა, კაცი 28-ის. გადის წლები, ქალი 25-ისა გახდა, კაცი უკვე 33-ისაა და ქალიც მოყირჭდა. რაც წლები გადის ქალს სილამაზის ხიბლი სცილდება, მამაკაცსაც მოსწყინდა ერთი და იგივესთან ცხოვრება... თანაც მისი თანამცხოვრები რაც წლები გადის უკეთესი ვერ ხდება... ქალსაც არაფერი დაპირება არ მიუცია მისთვის, და უკვე არც ისე ახალგაზრდები არიან... ისინი, ვინც გუშინ 15 წლისა იყო დღეს უკვე 20 და მეტი წლისაა, და მათაც აწყობთ პასუხისმგებლობის გარეშე ცხოვრება.

ქალი მამაკაცს აძლევს თავისი სილამაზეს, სიყმაწვილეს, ახალგაზრდობას, იმ იმედით, რომ იქნებ აქედან რამე სერიოზული გამოვიდეს, ბავშვებს არ აჩენს, მაგრამ საუკეთესო წლები მასთან გაატარა. ახლა კი, ოდნავ რომ დაჭკნა, ქმრის თვალსაწიერზე ახალ-ახალი ნორჩი გოგონები გამოჩნდნენ და მანაც აიწყვიტა... ცოლს კი ეუბნება: "მე ხომ არანაირი დაპირება არ მომიცია, არც შენ მოგიცია რამე დაპირება... მოდი, შენც ეძებე ვინმე შენი ტოლი, მე ჩემსას მოვძებნი, ნახვამდის", და რამოდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს ასე დაშორდებიან.

მამაკაცს 50-60 წლამდე შეუძლია ყოველი მეხუთე წელი ვინმე 18 წლის გოგონას შეუძვრეს საწოლში, ღმერთმა თუ ჯანმრთელობა მისცა. ხოლო ქალი ვერა. ის არა თუ 50 წლისა ვერ იპოვის თავის შესაფერს, არამედ 30 წლის ასაკშიც კი გაუჭირდება თანამეცხედრის პოვნა, რადგან დღეს ისეთი დროება დადგა, რომ 14 წლის ასაკის გოგონები სრულიად უღმერთოდ ცხოვრობენ და ყველაფერზე თანახმანი არიან.

ამიტომაც, ამგვარი თანაცხოვრება, ურთიერთ დაპირებებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ქალის ბედის გადაწურვაა... ამიტომაც აქ ქალი აბსოლუტურად წამგებიან მდგომარეობაშია, მისით უბრალოდ სარგებლობენ, ხოლო მას, სულელს, ჰგონია, რომ ადრე თუ გვიან ვინმე შეიყვარებს. არა, არავინ შეიყვარებს! თუ თავიდანვე ყველაფერი კარგად მიდის და ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ერთმანეთთან სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უკავშირებენ, მაშინ ამგვარი თანაცხოვრების გაგრძელებაც კარგი და წარმატებულია, ხოლო პასუხისგმებლობის გარეშე თანაცხოვრება ყოველთვის ცუდად და გაყრით მთავრდება.

საერთოდ, ქალი რაც უფრო ხანგრძლივად უყვართ, მით უფრო სასურველია. ქალის გულის მოგებას თუ დიდხანს ცდილობენ, შემდეგ, როდესაც საწადელს მიაღწევენ, ასევე დიდხანს ჰყვარობენ, ეს დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ფსიქოლოგიური კანონია.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქალის მოვლა? რატომ არის ქალისთვის მნიშნელოვანი ერთგვარი მიუწვდომლობა, თუნდაც გათამაშებული? ... იმიტომ, რომ ბედნიერება გახანგრძლივდება! ის (მამაკაცი) უფრო მეტ ხანს იქნება მასთან, რაც უფრო ხანგრძლივად ექნება მას ქალის ნდომა. ხოლო ადვილად მისაწვდომობა კლავს ქალებს, აქცევს მათ გამოსაყენებელ მასალად.

ქალის ადვილად მისაწვდომობა, ქალური ყოვლისდამთმობლობა, ქალური აღვირახსნილობა, როდესაც მას არანაირი მორალური და სახელმწიფოებრივი ნორმები არ ჰკრავს მამაკაცთან, გახლავთ ტირაჟირებული უსირცხვობა, უხამსობა. ქალის სხეული დღეს 12 წლის ბიჭუნებისთვისაც კი ცნობილია და ეს კლავს ქალის ბუნებას, კლავს მისდამი ინტერესს, კლავს მოწიწებას მის მიმართ, კლავს საიდუმლოს. აი ეს არის სწორედ სიძვა-მრუშობითი თანაცხოვრება.

ქორწინება კი სულ სხვა რამეა! ... ვის მოუბრუნდება ენა მრუშები და მეძავები უწოდოს დაქორწინებულ, მაგრამ ჯვარდაუწერელ წყვილს, რომელიც უკვე 30, 40, 50 წელია ერთად ცხოვრობენ, აჩენენ შვილებს, ზრდიან მათ, ასწავლიან, აყენებენ ცხოვრების გზაზე, ზრდიან მათ შვილებს, მაგრამ ჯვარდაუწერლები არიან, რადგან ერთ-ერთი მათგანი ურწმუნოა და მოუნათლავია? ან კიდევ მეუღლეებიდან ერთი იუდაიზმის მიმდევარი ებრაელია, მეორე კი ქრისტიანი? აი მათაც მთელი ცხოვრება ერთად გალიეს, უკვე შვილიშვილებიც გაუჩნდათ. მაშ, ვის მოუბრუნდება ენა ამ გვარ წყვილებს მეძავები და მრუშები უწოდოს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ჯვარდაუწერლები არიან? თუ შეიძლება, ნუ აურევთ გეთაყვა ერთმანეთში ჯვარდაუწერელ ცხოვრებას და სიძვა-მრუშობას!

სიძვა ეს სიძვაა და ქორწინება კიდევ - ქორწინებაა. ჯვარდაუწერელობა ეს ერთი ქორწინებაა, ხოლო ჯვარდაწერილი მეორე. ჯვრისწერა კი სრული სერიოზულობით გვმართებს! დღესაც როდესაც მოდიან ადამიანები და ამბობენ: "მე დაქორწინება (ჯვრისწერა) მინდა!" ძალზედ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ სანამ პასუხს გავცემდეთ. იქნებ არ არის საჭირო მათი ჯვრისწერა? იქნებ ყველას არც ეკუთვნის ჯვრისწერა? იქნებ ჯერ საჭიროა გაიცნო ჯვარდასაწერნი და მერე მიიღო გადაწყვეტილება?

რადგან ნაჩქარევ ჯვრისწერასაც არ მოაქვს ხოლმე ბედნიერება! დღეს განქორწინებების რაოდენობამ, საეკლესიო გარემოშიც კი, 60 %-ს გადააჭარბა! ადამიანებს ჯვრისწერა უკვე ვეღარ აკავებს! დღეს ჯვრისწერა არავისთვის არ არის წინააღმდეგობა დაარღვიოს უფლისთვის მიცემული მეუღლეობრივი პირობა... დაანგრიოს ოჯახი... მიატოვოს მეუღლე... და შეუდგეს ახალი ოჯახის შექმნას... ვერა, ვერ იჭერს ამ ხალხს ჯვრისწერა! ვერ იჭერს! ვისთვის არის უცნობი ეს მწარე რეალობა?


წარმოიდგინეთ, მღვდლებსაც კი ვერ იჭერს ჯვრისწერა და ისინიც ეყრებიან ხოლმე თავიანთ მეუღლეებს! დედაოები არცთუ იშვიათად ღალატობენ მამაოებს, რის გამოც თმები ყალყზე გვიდგება - ამგვარი ისტორიები აურაცხელია!

ადამიანებს დღეს უკვე აღარაფერი იჭერთ, ადამიანები გასატანებულები არიან! ამიტომაც საკითხი დგას ასე, - არ არის საჭირო ყველას ასე ნაუცბათევად ჯვრისწერა, ზოგიერთი საერთოდ უნდა გააგდო ეკლესიიდან! ზოგიერთთან კი ხანგრძლივი მიუშაობაა საჭირო, რათა მოამზადო ჯვრისწერისა და ოჯახის შესაქმნელად.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню