განმარტებანი - ცოლ-ქმრული კავშირი მარხვაში - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > განმარტებანი
ცოლ-ქმრული კავშირი მარხვაში
მირონმდინარების სასწაული
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ამ ბოლო დროს ცხოველ ინტერესს იწვევს საკითხი მარხვებში ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ. არის თუ არა ის ნებადართული? რა სასჯელი უნდა დაეკისროთ ცოლ-ქმარს, თუ ისინი თავს ვერ შეიკავებენ მარხვებსა და დღესასწაულებში, როდესაც ასევე განწესებულია თავშეკავება? რას ბრძანებენ ძველი საეკლესიო და უფრო გვიანდელი ან თანამედროვე ეპითიმიური განაწესები?

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საკითხი საეკლესიო გარემოში არაერთგვაროვნად არის გადაწყვეტილი. არ ვიცით რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი. სავარაუდოდ ყოველ ეპოქაში ეკლესია თავისებურად რეაგირებდა მორწმუნე ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე, რაც აისახებოდა ეპითიმიურ ნომოკანონებში; ან კიდევ ყოველ ადგილობრივ ეკლესიას თავისი მიდგომა და ტრადიცია ჰქონდა მოცემულ საკითხთან მიმართებაში; ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქა-იქ მკვიდრდებოდა საეჭვო წარმომავლობის განწესებები და "ნომოკანონები".

მოკლედ, ასეა თუ ისე, წინამდებარე პუბლიკაციას ვაქვეყნებთ საკითხის დაინტერესებულ პირთათვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ - მოცემული პუბლიკაცია მოწოდებულია დაეხმაროს საეკლესიო თემატიკით დაინტერესებულ ადამიანებს უკეთ შეისწავლონ საეკლესიო სამართლისა და ლიტურგიკის ძველი ძეგლები, ასევე თანამედროვე მეცნიერთა ლიტურგიკული და კანონიკური ნაშრომები. იმედია, ამ პუბლიკაციის გამოქვეყნებით გარკვეულ სიცხადეს შევიტანთ ამ ბუნდოვანი საკითხის შესწავლაში. ჩვენი მხრიდან კი ვიტყვით, - ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საეკლესიო განწესებებიდან გამომდინარე, საკითხს კაცთმოყვარებით უნდა წყვეტდეს თვით მოძღვარი, ხოლო რთული პრობლემის შემთხვევაში, ასევე საეკლესიო განწესებათა გათვალისწინებით, - ეპისკოპოსი.

თარგმნილი მასალა აღებულია საიტიდან: წყარო: https://ruvera.ru/articles/intim_post#_ftn1

თარგმანი რუსულიდან შესრულებულია ჩვენს მიერ.
საკითხი მთელი კალენდარული წლის განმავლობაში მეუღლეთა ინტიმური ურთიერთობის შეზღუდვაზე, როგორც მრავალდღიან მარხვებში, ასევე შვიდეულის განსაზღვრულ დღეებში, საკმაოდ აღელვებთ აღსარებაზე მოსულ დაოჯახებულ ადამიანებს. საცთურთა ჩვენს საუკუნეში შეუძლებელია არ შეაფასო ეს თემა თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახურ გზას, ბერ-მონაზვნობისგან განსხავვებით, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს. მოცემული თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, მრავალ ქრისტიანს ერიდება პირადად ჰკითხოს მღვდელს მეუღლეთა ინტიმურ ურთიერთობაზე და იძულებული ხდება ეს დაუსწრებლად გააკეთოს, მაგალითად, დასვას საკითხი ინტერნეტში.

მაგრამ ამ თემაზე მკაფიო პასუხი დღემდე არ არის და ყოველი მოძღვარი, საკუთარი გამოცდილებიდან და გაგებიდან გამომდინარე, თვითონ წყვეტს ამ საკითხს. ძირითადად შეიმჩნევა "თავშეუკავებელ მეუღლეთა" ეპითიმიებით დასჯის ტენდენცია, რაც გამოიხატება ზიარებისგან განყენებაში. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ძველმართლმადიდებლურ სამრევლოებში, სადაც სხვა არსებულ წეს-განგებებს შორის გამოიყენება ყველაზე მკაცრი წეს-განგებანი. ეს ეხება საკვებთან, აღსარებებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კანონებს, რომლებითაც ხდება მორწმუნეთა სულიერი, საოჯახო და საზოგადოებრივი ცხოვრების რეგლამენტირება. სიტყვამ მოიტანა და აღვნიშნავთ, რომ უკრაინაში და მოლდოვაში, ე. წ. ბელოკრინიცული ეკლესიის მრავალ თემში არსებობს უცნაური და მყარად ფესვგადგმული ტრადიცია: დაოჯახებული ადამიანები პრაქტიკულად არ ეზიარებიან წმიდა საიდუმლოთ (ზიარებას), და არსებობს დაუწერელი გადმოცემა, რომ თითქოსდა ზიარება ეკუთვნით მხოლოდ ყრმებს, უცოლოებს და ქვრივებს.

მოდი, გავერკვეთ ამ არცთუ მარტივ, მაგრამ დაოჯახებული ადამიანებისთვის საკმაოდ მნიშნვნელოვან საკითხში.


წმიდა წერილი მეუღლეთა ურთიერთობების შესახებ

მოციქული პავლე წერს: "ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა. ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი. ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა. ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით. რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ" (1 კორ. 7:3-5).

ახალქართულით: "ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე" (1 კორ. 7:3-5).

ეკლესიის ისტორიაში თავშეკავებისა და სინანულის ერთ-ერთი უდიადესი მქადაგებელი, წმიდა იოანე ოქროპირი, ასე განმარტავს ამ სიტყვებს: "ცოლმა თავი არ უნდა შეიკავოს ქმრის ნების საწინააღმდეგოდ, ხოლო ქმარმა თავი არ უნდა შეიკავოს ცოლის უნებურადო. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი თავშეკავებიდან დიდი ბოროტება გამოდის; ამის გამო ხშირად მომხდარა მრუშობა, გარყვნილება და შინააშლილობა. თუკი ზოგიერთებს ცოლები ჰყავთ და მაინც მრუშობენ, მაშინ მით უფრო იმრუშებენ, როცა ამ ნუგეშს დაკარგავენ. კარგად თქვა: "ნუ განეშორებით ურთიერთას"; იმას, რასაც აქ განშორება უწოდა, ზემოთ ვალი დაარქვა, რათა ეჩვენებინა, რაოდენ დიდია მათი ერთმანეთზე დამოკიდებულება: ერთის თავშეკავება მეორის ნების დაურთველად განშორებას ნიშნავს, ხოლო ნებართვით - არა. მაგალითად, თუკი ჩემგან ჩემი თანხმობით აიღებ რამეს, ეს ჩემთვის წართმევა არ იქნება. ართმევს ის, ვისაც ნების საწინააღმდეგოდ და ძალით მიაქვს. ამას ბევრი ცოლი აკეთებს, რითაც სამართლიანობის წინაშე დიდად სცოდავს, ქმარს თავაშვებულობის მიზეზს აძლევს და ყველაფერს ურევს. ერთსულოვნება ყველაფერს უნდა ვამჯობინოთ; იგი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. რა სარგებლობას მოიტანს მარხვა და თავშეკავება, როცა სიყვარული ირღვევა? - არავითარს" (წმ. იოანე ოქროპირი. შრომები. XIV ტ. კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს განმარტება. მეცხრამეტე ჰომილია. 1 კორ. 7:1-2). თბილისი 2017 წ. გამომც. "ალილო". გვ. 223).

ეკლესიას ასევე აქვს წმ. ტიმოთე ალექსანდრიელის მე-13 კანონი: "კითხვა: ქორწინებით ერთმანეთთან შეერთებულმა შვიდეულის რომელ დღეებში უნდა შეიკავონ თავი ერთნამეთთან შეერთებისაგან და რომელ დღეებში აქვთ ამისი უფლება? პასუხი: რაც პირველად ვთქვი, იმას ვიტყვი ახლაც. მოციქული ამბობს: "ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ ლოცვისთვის და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით" (I კორ. 7,5). აუცილებლად საჭიროა ერთმანეთისაგან განშორება შაბათსა და კვირას, ვინაიდან ამ დღეებში შეიწირება ღმრთისადმი სულიერი მსხვერპლი".

წმ. დიონისე ალექსანდრიელის მე-3 კანონი ბრძანებს: "ქორწინებულები თვითონ უნდა კმაროდენ თავისი თავის მსაჯულად, რადგანაც მათ სმენიათ პავლესგან, რომელსაც დაუწერია: "რამდენიმე ხნით, ერთმანეთთან შეთანხმებით მათ უნდა შეიკავონ თავი ერთმანეთისაგან, რათა მოიცალონ ლოცვისათვის და შემდეგ ისევ ერთად იყვნენ" (I კორ. 7,5)".

წმ. ბასილი დიდი თავის პირველ ჰომილიაში (მარხვის შესახებ) წერს: "მარხვაში ზომიერების დაცვა საჭიროა ცოლ-ქმრულ საქმეშიც, რადგან აკავებს არაზომიერებისგან იმას, რაც სჯულით არის დაშვებული; ურთიერთთანხმობით უნდა გამოყონ დრო ლოცვისთვის".

პირველი ათასწლეულის მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმ დროს მეუღლეებს ევალებოდათ მხოლოდ ერთდღიანი მარხვა ზიარების წინ. მაგრამ დროთა განმავლობაში კანონები გამკაცრდა და მეუღლეებს უკვე მოუწოდებენ ინტიმური ურთიერთობისგან თავი შეიკავონ ლამის ნახევარი წლის განმავლობაში.

_____________

რომ ავიღოთ ცოლ-ქმარს შორის ინტიმურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ყველაზე მკაცრი განწესებები, რომლებიც ითვალისწინებენ წელიწადში ოთხ მრავალდღიან მარხვას, ოთხშაბათს, პარასკევს, კვირა დღეებს, ასევე დიდ დღესასწაულებს, მაშინ მეუღლეობრივი სიახლოვისთვის დარჩება მხოლოდ 90 დღე წელიწადში.

_____________

ამასთან ამ დღეებში ქალებს შეიძლება ჰქონდეს მენსტრუაცია და სხვადასხვა დაავადებები და არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც; ინტიმურ ურთიერთობაში ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ მეუღლეთა დაკავებულობა სამსახურით და საშინაო საქმეებით, ასევე ჩვეულებრივი დაღლილობა ან საჭირო განწყობის არქონა. ამიტომაც მრავალი მეოჯახე ადამიანისთვის ეს პირობები ობიექტურად აბსოლუტურად აუტანელია, ანუ ქრისტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ აკისრებენ "მძიმე ტვირთს, ძნელად სატვირთველს და მხრებზე ადებენ" (იხ. მათე 23:4).

უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის შვილები სრულიად რომ ასრულებდნენ ნომოკანონების განწესებებს, მათი შვილები მხოლოდ განსაზღვრულ დღეებსა და თვეებში დაიბადებოდნენ. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ისინი მთელი წლის განმავლობაში იშვებიან, ნოემბერსა და დეკემბერშიც კი, როდესაც გასული წლის დიდი მარხვიდან გასულია 9 თვე, რაც ნიშნავს, რომ "კანონთა" სიმკაცრის მიუხედავად, მათ ყველანი ბეჯითად როდი მისდევენ.

ცრურწმენა იმის შესახებ, რომ მარხვაში ჩასახული ბავშვები, თითქოსდა წყეულნი არიან, აშკარად უარიყოფა ძველრუსული ეკლესიის მღვდელმთავრების მიერ. XII ს-ში ისეთ რუს სასულიერო პირებს, როგორებიც იყვნენ ნოვგოროდელი კვირიკე, უკვე ჰქონდათ განკარგულებაში "ცუდი ნომოკანონები" ("худые номоканунцы"), - წიგნები, რომლებიც, არქიეპისკოპოს ნიფონტის თქმით, "ცეცხლს უნდა მიეცეს" (რუს.: "годятся сжечи") ((С. И. Смирнов. Материалы для истории древнерусской покаянной дисциплины, М. 1912, с. 7) (1).

_____________

1. "Прочтох же ему из некоторой заповеди: аще в неделю, или в субботу, или в пяток ляжет человек и зачнется дитя, то будет любо тать, любо блудник, любо разбойник, любо трепетив, а родителема епитимея два лета, и рече ми: тыи книгы годятся сжещи" (Вопрошания Кирика и ответы еп. Нифонта) (С. И. Смирнов. Материалы для истории древнерусской покаянной дисциплины, М. 1912, с. 7).

ქართულად: "წავიკითხე მისი (ხსენებული ნომოკანონის - "აპოკ." რედ.) რამოდენიმე განწესება: თუკი კვირადღეს ან შაბათს, ან პარასკევს ადამიანი იცხოვრებს ცოლთან და ბავშვი ჩაისახება, ან ქურდი გახდება ან მემრუშე, ან ყაჩაღი ან კიდევ მშიშარა, მშობლებს კი დაუწესდეს ორწლიანი ეპითიმია, და გეუბნები: ეს წიგნები დაწვის ღირსია".

უნდა აღინიშნოს, რომ მარხვები წმიდა მოციქულ პავლეს დროს არ იყო ესოდენ ხანგრძლივი, როგორც დღეს. მთლიანობაში მარხვა და ცოლ-ქმრული თავშეკავება - ეს ორი სხვადასხვა ღვაწლია, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული კავშირი ერთმანეთს შორის, მაგრამ არსებითად სხვადასხვაა. მარხვა, სახსნილო საკვებისგან თავშეკავების თვალსაზრისით, - პირადი ღვაწლია: ყველა თვითონ განსაზღვრავს, რამდენი და როგორი საკვები მიიღოს (თვით სამარხვო საჭმელებს შორისაც პროდუქტების დიდი მრავალფეროვნებაა). არც ერთი კანონი არ მოგვიწოდებს სრულიად შევიკავოთ თავი სამარხვო დღეების განმავლობაში ან მრავალდღიანი მარხვების პერიოდში, არამედ მხოლოდ მიგვითითებენ გამოვიყენოთ სხვა კატეგორიის საჭმელი, სამარხვო და შევზღუდოთ რაოდენობა.

ცოლ-ქმრული თავშეკავება კი - ორმხრივი ღვაწლია. ამასთან, საჭმლისგან განსხვავებით, ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეუძლებელია მარხვის დღეებში სხვა რამით შეიცვალოს. არადა ცოლ-ქმარს შორის მუდმივ ერთობას სწორედ მათ შორის ინტიმური კავშირი ინარჩუნებს, კერძოდ სულიერი და მშვინვიერი. ეს ურთიერთობები სხვა არაფერია, თუ არა თვით ღმრთის სიტყვების აღსრულება: "და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც" (მარკ. 10:8).

ხომ არ არის მრავალდღიანი თავშეკავებები ქრისტეს სწავლებისა და მოციქულთა მითითებების საწინააღმდეგო რიგორისტული დაწესება, რადგან ეწინააღმდეგებიან მცნებას: "ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ" (1 კორინთ. 7:5)

_____________

ასეა თუ ისე, ეკლესიაში ძველთაგანვე არსებობს მარხვის პერიოდში მეუღლეობრივი თანაცხოვრებისგან თავშეკავების ნორმა. მაგრამ, საკვები აკრძალვებისგან განსხვავებით, რომელთა დარღვევისთვის კანონები მორწმუნეს უზიარებლობით სჯიან, მარხვაში მეუღლეთა შორის ურთიერთობაზე წმიდა მამათა განწესებები უფრო სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ. ბუნებრივია, რომ მარხვაში თავშეკავების პრინციპი უნდა ეხებოდეს ცხოვრების ამ მხარესაც. ხოლო მარხვაში თავშეკავების ზომა და ურთიერთობათა სიხშირე თვით მეუღლეებმა უნდა გადაწყვიტონ შეთანხმებით, როგორც თვითკმარმა მსაჯულებმა, და საკვანძო მომენტი ამ შემთხვევაში გახლავთ - ურთიერთთანხმობა. იდეალში, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნება მეუღლეებმა რჩევისა და კურთხევისთვის სულიერ მოძღვარს მიმართონ.

ნომოკანონი მარხვებში და ზოგიერთ დღეებში მეუღლეთა ურთიერთობებზე

წმიდა წერილის გარდა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს წმიდა გადმოცემა.

დიდ მარხვაში მეუღლეობრივი თავშეკავების დაცვას დადებითად ეხმიანება "დიდი კურთხევანის" საეკლესიო განწესება: "ერისკაცს ცოლისგან თავშეკავება მართებს მთელი დიდი წმიდა მარხვის განმავლობაში. თუ წმიდა მარხვაში თავის ცოლთან დაეცეს, აღდგომაზეც კი არ ეზიაროს, რადგან მთელი მარხვა გააუწმინდურა: თეთრ სამღვდელოებას მოვუწოდებთ მთელი მარხვის განმავლობაში თავი შეიკავონ თავიანთ კანონიერ ცოლებთან თანაცხოვრებისგან" (იოანე მმარხველის ნომოკანონი, თ. 40. რუს.: Номоканон Постника, 40 гл.).

მაგრამ აი რას წერს ამ კანონის წარმომავლობაზე ცნობილი რუსი კანონისტი პროფ. ა. ს. პავლოვი თავის გამოკვლევაში "Номоканон при Большом Требнике" ("ნომოკანონი დიდ კურთხევანში"). "არც თუ მთლად მართებული მინაწერი სლავურ ტექსტზე იმის შესახებ, რომ მეუღლეებმა მთელი ორმოცდღიანი მარხვის განმავლობაში თავი შეიკავონ მეუღლეობრივი სარეცელისგან, პირველად გაკეთდა ნომოკანონის მესამე კიევურ გამოცემაში, რომელშიც მითითებულია მისი წყაროც: საბა (ბერი?), განაწესი, თ. 52 (Сава, уст. гл. 52) (სავარაუდოდ, ნაგულისხმევია წმ. საბა იერუსალიმელის განაწესი). ასეთივე კანონია მოცემული იოანე მმარხველის ნომოკანონში. ამ წესის დაცვას ითხოვენ: ბალსამონი მარკოზ ალექსანდრიელისადმი მიწერილ 52-ე პასუხში, ფსევდო იოანე, კიტროსელი ეპისკოპოსი (Кормчая, гл. 58, прав. 2) და პიდალიონის სქოლიასტი მოციქულთა 69-ე კანონის ერთ-ერთ შენიშვნაში" (Павлов А. С., Номоканон при Большом Требнике, М. 1897, стр. 166-167) ("ნომოკანონის" მესამე კიევური გამოცემა გამოვიდა 1629 წელს, კიევო-პეჩორის ლავრის არქიმანდრიტის პეტრე მოგილას წინასიტყვაობით - რედ. შენ.).

იმის შესახებ, რომ კვირას და ორმოცდღიან მარხვაში საჭიროა საკუთარი მეუღლეებისგან განშორება, ნათქვამია იოანე კიტროსელი ეპისკოპოსის მიერ დრაჩელ ეპისკოპოს კაბასილასადმი მიწერილ პასუხში: "მათ შესახებ ვინც საკუთარ ცოლებთან იბილწება კვირას და ორმოცდღიან მარხვებში" (სლავურ ტექსტშია: "О еже осквернятися своих жен в неделю и в четыредесятницу. Иже ниже в вечер господоименитого дне своих жен не хотящих осквернятися, яко же сказал апостол, да упразднитеся в молитве, запрещеньми в меру сице согрешающих, исправляти, такоже отнюд, и во святую четыредесятницу, инех дний множае себе чистых, от супружниц соблюдати") (რუსული თარგმანი: Тех, которые даже в вечер господоименитого дня не хотят уклоняться от своих жен, как сказал апостол, чтобы проводить время в молитве, должно исправлять запрещениями в меру; также и в Святую Четыредесятницу более чем в другие дни должно соблюдать себя чистыми от супруг") (Кормчая патриарха Иосифа, 1650 г., (напечатана тип. П.П. Рябушинского, 1912 г.), гл. 58, л. 598, об.) (ქართულად: "მათ, ვისაც საუფლოდ სახელდებულ დღეებშიც არ სურთ განეშორონ თავიან ცოლებს, რათა, როგორც მოციქულმა თქვა, დრო დაუთმონ ლოცვას, ზომიერად უნდა დაისაჯონ; ასევე, მათ, მთელი ორმოცი დღის განმავლობაში, სხვებზე მეტად მართებთ დაიცვან თავი წმიდად საკუთარი მეუღლეებისგან").

ნომოკანონის 63-ე განწესება ასევე გვირჩევს თავი შევიკავოთ კვირა დღეებსა და დიდ დღესასწაულებზე: "სხვა დღეებში კი ერთმანეთს ნუ მოაკლდებიან, მოციქულის თქმისაებრ, გარდა ზიარებისა და ანტიდორის მიღების დროს, ასევე კვირადღეებსა და განსაკუთრებულ დღესასწაულებზე, და ესეც ურთიერთთანხმობით". ამ განწესების წყაროს წარმოადგენენ ტიმოთე ალექსანდრიელის 5, 7 და 13-ე კანონები, დამატებით იოანე მმარხველის ნომოკანონიდან (Павлов А. С., Номоканон при Большом Требнике, М. 1897, стр. 186).

ანტიოქიის პატრიარქი თევდორე ბალსამონი ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზისადმი მიწერილ პასუხში თავშეუკავებელ მეუღლეთა ზიარების უღირსობაზე მიუთითებს. "შეკითხვა 52: დიდი ორმოცდღიანი მარხვის დროს თუ მეუღლეები თავს ვერ შეიკავებენ, ეღირსებათ თუ არა მათ საღმრთო საიდუმლონი დიდი პასექის ქყვენიერების გამომსყიდველ დღესასწაულზე თუ არა? პასუხი: ჩვენ თუ გვასწავლიან იმას, რომ თავი უნდა შევიკავოთ თევზის ჭამისგანაც კი და ასე მარტივად არ გავიხსნილოთ მთელი ორმოცდღიანი მარხვა, ასევე ოთხშაბათი და პარასკევი, მითუმეტეს იძულებულნი არიან მეუღლეები თავი შეიკავონ ხორციელი შეერთებისგან. ამიტომაც, იმ მეუღლეებს, რომლებმაც შეასრულეს ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მარხვისა და ხორციელი სიამოვნებების განშორებისგან მომდინარე მაცხოვნებელი სინანული სატანურ თავშეუკავებლობაზე გაცვალეს (თითქოსდა მთელი წელი არ ყოფნიდეთ თავიანთი ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად), არა მარტო არ უნდა ეღირსოთ წმიდა და საღმრთო ზიარება დიდი და წმიდა პასექის დღესასწაულზე, არამედ ეპითიმიებიც დაუწესდეთ".


რუსი კანონისტები მარხვებში მეუღლეთა ურთიერთობის შესახებ

ცოლ-ქმრული ურთიერთობის საკითხზე შუა საუკუნეების რუსი კანონისტები მერყეობდნენ დაექვემდებარებინათ თუ არა ერისკაცები მარხვებში მკაცრი შეზღუდვებისთვის და სხვადასხვა შემამსუბუქებელ ვარიანტებს გვთავაზობდნენ.

ნოვგოროდელი არქიეპისკოპოსის იოანე II-ს (ილია) სწავლებაში ვკითხულობთ: "…А от жен не отлучайте по нуже, оже сами не изволят по свету подружих своих. А нам повелено есть тако, еже чистей недели и страстней и воскресней до конца, то тех три недели возбраняйте. А се слышал же есмь, оже друзии попы глаголют детем своим: Оли все говенье не лежите с женами, тоже дадим причастие, — то того нетут. А вы, попове будуче, оже восхочете служити коли, то чи на много дней отлучаетеся от попадий своих?! И оли то попом будя, аже не простечи, то любо си будут и в говении не ублюлися от жен, дайте причащение… (Памятники древнерусского канонического права, Русская историческая библиотека, т. 6).

თანამედროვე რუსულში ეს ასე იკითხება: А от мужей не требуйте, чтобы воздерживались от жен, если только они сами не станут это делать по согласию со своими супругами. Ведь нам предписано соблюдать только лишь Чистую, Страстную и всю Светлую седмицы, так что относительно этих трех седмиц и поучайте. А еще я услышал, что некоторые священники заявляют своим чадам: Допустим причащаться на Пасху, только если весь Великий пост воздержались от жен, — а вот нет такого правила! Вы-то сами, отцы, когда соберетесь служить, неужели по многу дней воздерживаетесь от своих жен?! И если уж для священников нет такого требования, то уж тем более для простецов; так что если кто-нибудь и не воздержался от супружеского общения в посту, допускайте его причащаться.

ქართული თარგმანი: ხოლო მამაკაცთაგან ნუ მოითხოვთ, რათა თავი შეიკავონ მეუღლეებისგან, თუკი ისინი თვითონ არ გააკეთებენ ამას მეუღლეებთან შეთანხმებით. ჩვენ ხომ განწესებული გვაქვს დავიცვათ მხოლოდ წმიდა შვიდეული (დიდხმარხვის პირველი შვიდეული - "აპოკ". რედ.), ვნების შვიდეული და აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულები, ასე რომ ამ შვიდეულებში განუწესეთ თავშეკავება. მე კიდევ მესმა, რომ ზოგიერთი მღვდელი თავის სულიერ შვილს უცხადებს: დაგიშვებთ ზიარებაზე, თუ მთელი დიდი მარხვის განმავლობაში თავს იკავებდით მეუღლეებთან შეერთებისგან, - მაგრამ ამაზე არ არსებობს არავითარი კანონი! თქვენ, თვითონ, მამებო, როდესაც მსახურებას აპირებთ, მრავალდღიანი მარხვით თუ იცავთ თავს მეუღლეებისგან?! და თუკი მღვდლებისთვის არ არსებობს ამგვარი მოთხოვნები, მითუმეტეს ერისკაცთათვის; ასე, რომ თუკი ვინმემ მარხვაში თავი ვერ შეიკავა ცოლ-ქმრული შეერთებისგან, დაუშვით ის ზიარებაზე".

ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ნიფონტი ასე პასუხობს კვირიკეს კითხვას:

"Спрашивал: Достоит ли дати тому причащение, аще в Великий пост совокупляется с женою своею? — Разгневася [владыка]: Ци учите, рече, воздержатися в говение от жен?! Грех вы в том! — Рех: написано, владыко, есть в уставе в бельческом, яко добро есть блюстися, яко Христов пост есть. Аще не могут, а переднюю неделю и последнюю. И Феодос, рече, у митрополита слышав, написал. — Такоже не ни написав, рече, ни митрополит, ни Феодос, разве неделя праздник, а праздное недели вси дние, аки дние неделя. Аще ли створит тако, запрети ему паки творити. А хотяче кому причащатися в неделю, то в суботу измытися рано, и паки к жене в понедельник на вечер" (Памятники древнерусского канонического права, Русская историческая библиотека, т. 6 вопр. 57, столб 37-38).

თანამედროვე რუსულში: А следует ли допускать причащаться тех, кто был со своей женой в Великом посту? — <Святитель Нифонт> рассердился: Вы что, учите воздерживаться в посту от своих жен?! Грех на вас за это! — Я ответил: Владыко, но ведь так написано в уставе для мирян, что хорошо бы воздерживаться, ибо это пост Христов. И Феодосий так написал, со слов митрополита. — <Святитель ответил>: ничего подобного ни митрополит, ни Феодосий не писали. <Речь> только о воскресеньях и Светлой седмице. Ведь на Светлой седмице все дни — как воскресенья. Если так сделают, то запрети им так делать. А если кто хочет причаститься в воскресенье, то пусть с утра в субботу омоется, а в понедельник вечером снова может быть с женой.

ქართული თარგმანი: უნდა დავუშვათ თუ არა ზიარებაზე ისინი, ვინც თავის ცოლთან იცხოვრა დიდ მარხვაში? – "ეპისკოპოსი ნიფონტი გაბრაზდა: თქვენ რა, უკვე თავს იკავებთ თქვენი ცოლებისგან მარხვაში?! ამისთვის ცოდვა გაწევთ! - მე ვუპასუხე: მეუფეო, ერისკაცთა წეს-განგებაში წერია, რომ კარგი იქნებოდა თავშეკავება, რადგან ეს ქრისტეს მარხვაა. და თეოდოსიმაც ასე დაწერა, მიტროპოლიტის თქმით. ეპისოპოსმა უპასუხა: მსგავსი არაფერი დაუწერიათ არც მიტროპოლიტს და არც თეოდოსის. ლაპარაკია მხოლოდ კვირა დღეებზე და ბრწყინვალე შვიდეულზე, რადგან ამ შვიდეულში ყველა დღე - აღდგომასავითაა. ასე თუ გააკეთებენ, მაშინ აუკრძალე ამგვარი დარღვევა. ხოლო ვისაც კვირა დღეს ზიარების მიღება სურს, შაბათს დილიდან დაიბანოს, ხოლო ორშაბათ საღამოს კვლავ შეუძლია შეუერთდეს თავის ცოლს.

წმიდა სამების ლავრის ბიბლიოთეკაში № 365 ნომრით დაცულ XVI საუკუნის თვენში ნათქვამია: "თუკი თავისი ცუდმორწმუნოების გამო არ ძალუძს დიდ მარხვაში შეიკავოს თავი, მაშინ თავი შეიკავოს თევდორეს შვიდეულში (დიდი მარხვის პირველი შვიდეული - "აპოკ". რედ.), ბაიობას (ბზობაზე), ვნების შვიდეულში და ბრწყინვალე შვიდეულში" (С. И. Смирнов. Материалы для истории древнерусской покаянной дисциплины, М. 1912, с. 186). თანაც, თვენის შემდგენელი, დიდი მარხვის წინ ხორცის აღების დროიდან ვიდრე თომას კვირამდე ცოლ-ქმრული ცხოვრებისგან თავშემკავებელს მთელი წლის ცოდვების მიეტევებას ჰპირდება.
"განწესება თეთრი სამღვდელოებისთვის" (სოლოვეცის ბიბლიოთეკის აღმწერელის აზრით, ეს ძეგლი სავარაუდოდ რუსული თხზულებაა), შემუშავებულია სქესობრივი თავშეკავების რეგლამენტი წმიდა საიდუმლოთა (ზიარების) მიღებამდე და მის შემდეგ საშობაო და პეტრე-პავლობის მარხვებში: "დიდ მარხვაში მეუღლეებისგან თავი შეიკავეთ... ფილიპეს მარხვაში და პეტრეს მარხვაში ზიარებამდე ერთი კვირით ცოლისგან თავი უნდა შეიკავოთ, ხოლო ზიარების შემდეგ 3 დღით" (С. И. Смирнов. Материалы для истории древнерусской покаянной дисциплины, М. 1912, с. 184).

უვაროვის ბიბლიოთკაში დაცულ XVI-XVII სს-ის ნომოკანონში (№559 (329)) ეს განწესება განეკუთვნება მხოლოდ კლერიკოსებს: "Заповеди иереям диаконам и клирикам… Аще кто по неудержанию в великий пост блуда не останется с женою своею, да… феодорову неделю и средокрестну и вербную и страстную, а во иныя да приближаются… А в Петров пост и в Филиппов невозбранно с женами своими пребывати, разве понедельника и среды и пятка и субботы и недели и памяти святых. А в Госпожино говение пребывайте в чистоте яко и в Великий пост" (С. И. Смирнов. Материалы для истории древнерусской покаянной дисциплины, М. 1912, с. 43).

თანამედროვე რუსულში: "Заповеди иереям, дьяконам и клирикам. Если кто по неудержанию в Великий пост не воздержится от жены, то… Федорову неделю, Крестопоклонную, Вербную и Страстную, а в остальные будут вместе. А в Петров пост и в Рождественский не возбраняется с женами быть, кроме понедельника, среды, пятницы, субботы, воскресенья и памяти святых. А в Успенский пост пребывайте в чистоте, как и в Великий пост".

ქართული თარგმანი: "მცნება მღვდლებს, დიაკვნებს და კლერიკოსებს... ვინც დიდი მარხვის გამავლობაში თავს არ შეიკავებს თავის ცოლთან, დაე... ასევე... თევდორეს შვიდეულში (დიდი მარხვის პირველი შვიდეული - არქიეპ.პ.), ჯვრის თაყვანისცემის კვირას, ბაიობას და ვნების შვიდეულში, სხვა დღეებში კი მიეახლოს... ხოლო პეტრეს მარხვასა და ფილიპეს მარხვაში ცოლებთან თანაცხოვრება აკრძალული არ არის, ორშაბათის, ოთხშაბათის, პარასკევისა და შაბათ-კვირის გარდა, ასევე ყველა წმიდათა კვირას. ხოლო ღვთისმშობლის მარხვა ისევე წმიდად დაიცავით, როგორც დიდი მარხვა".

XVI ს-ის ტექსტებში ნათქვამია: "Во Святой Великий пост добро удержатися маложенам от себе, аще ли не можета, да первую неделю и последнюю чисто да сохранятся. Такоже и Рожеству Христову пост, и к Петрову дню" (С. И. Смирнов. Материалы для истории древнерусской покаянной дисциплины, М. 1912, с. 119).

რუსულ თარგმანში: "Во святой Великий пост будет хорошо удерживаться молодоженам, если же не могут, то первую и последнюю недели пусть сохраняются. То же и в Рождественский пост и в Петров".

ქართულად: "წმიდა დიდ მარხვაში კარგი იქნება თუ ახალდაქორწინებულები თავს შეიკავებენ თანაცხოვრებისგან, თუკი ვერ შეძლებენ, მაშინ პირველ ან ბოლო შვიდეულებში მაინც შეიკავონ თავი. იგივეს ვამბობთ საშობაო და პეტრეს მარხვებზე".

რუსული აღმსარებლობითი წეს-განგებების დამატებით სტატიებში, რომლებიც შესულია XVI ს-ის ხელნაწერ კურთხევანში (Соф. библ. №875), ვკითხულობთ: "წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა სწავლება, თუ როგორ უნდა იცხოვრონ სულიერმა შვილებმა დიდ მარხვაში": "ხოლო მარხვებში ცოლებთან თანაცხოვრება აკრძალულია, და ასევე პასექისშემდეგ მთელი კვირა წმიდად დაიცავით, რადგან ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მზე მთელი ერთი კვირა არ ჩასულა. ის შვიდეული ერთ დღედ მიიჩნევა. მაგრამ რადგან ადამიანს არ შეუძლია მოთოკოს თავისი ხორცი, დაე დაიცვას პირველი შვიდეული, ჯვრის თაყვანისცემის შვიდეული, ვნების შვიდეული და ბრწყინვალე შვიდეული აღდგომის შემდეგ. ხოლო ამ შვიდეულებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, რომელიმე დიდი წმინდანის დღესასწაული თუ არ დაემთხვევა, შეუძლია შეერთოს თავის ცოლს. უმჯობესია ღმრთისთვის შესაწირი მეათედი ღმერთს წმიდად შესწირო" (დედანში:"Поучение святых апостол и святых отец отца духовного, како жити детям духовным в Великий пост": "А в говение вовсе с женами не совокуплятися, и после Великого дня неделю всю проводити чисто, занеже Христу, воскресшу из гроба, солнцу всю неделю не заходившу. Вся бо та неделя как один день. А коли человек не может воздержати плоти своей, он да блюдет первую неделю и крестопоклонную, и неделю страстную и светлую по празднике. Зане же те недели все четыре за один день. А на тех неделях, во вторник и в четверг, если же не прилучится нарочитого святого, да совокупится с женою. А лучше бы десятину Божию всю чисту Богови отдати" ) (А. И. Алмазов. Тайная исповедь в Православной Восточной Церкви. 1984 г. Том 3, стр. 253).

საეკლესიო კანონთა ავტორიტეტულ ბიზანტიელ კომენტატორს იოანე ზონარას (XII ს) მოჰყავს მოთხრობა-იგავი "ცთუნებულ მღვდელზე". ეს ისტორია საუკუნეების განმავლობაში შედიოდა საეკლესიო სამართლის რუსულ კრებულებში, მათ შორის ძველმოწესეებშიც.

ტრანსლიტერირებული ტექსტი: "Обретохом бо и сказание сице бывше, еже разсудихом написавши и предати. Презвитер бе некий в некоторой веси, име жену же, и млада беста оба. И Великия суботы вечеру приспевшу, вся яже подобная празднику уготова презвитер вечер возлеже со женою своею на одре. Брани ж ему пришедши от беса блуднаго, восхоте смеситися со женою своею, она же не остави его. Востав бо пришед, и бысть со скотиною, не ведущи жене его. Светающи же святей недели Пасхи, утреню совершив иерей, и литургию сотворив, сущим с ним всем людем. По воздвижении же божественаго хлеба и по причащении же облак птиц различных, ядущих крови, падшим на церковь ко вратом церковным прилетаху, яко нецыи ратницы, сретающи и сретаемых, и мечи купно пометающе, людие врата крепко затвориша, внутрь стояху мужие и жены. Святому же причащению бывшу; иерей же слышав и видев бывшее, и рече: "Мое есть согрешение, и моя язва. Мене ради сонм сии птиц бысть". И исповедаяся пред всеми людьми. Тако вопиюще вси, Господи помилуй, первый врата отверз, ничим же врежден быв от птиц. И тако вси людие начаша исходити, и еще же жене иереове, во вратех сущи, восхитиша ю птицы: подробну расторгнуша ю, и с костьми во устех своих вземше отлетаху. Сие преславное видение презвитер нам сказа, списателне к ползе нашей се положихом. Сего ради подобает со опаством вся творити, яко да не мнимое благо в лукавый грех будет".

თავისუფალი რუსული თარგმანი: В некоем селе жил молодой священник с молодой женой. Накануне Великой субботы, подстрекаемый блудным бесом, он начал склонять жену к плотскому общению. Она, будучи женщиной добродетельной и не желая впасть в грех, покинула супружеское ложе. Тогда неудовлетворенный муж согрешил со скотиной, о чем жена, естественно, не знала. Во время воздвижения Святых Даров на пасхальной литургии, которую совершал священник, около его церкви появилась стая ("облак") хищных ("ядущих кровь" или "кровожрущих") птиц, атакующих врата храма. Когда пресвитер узнал об этом, он сразу понял причину зловещего знамения, публично покаялся в содеянном и первым вышел из храма. Птицы не причинили зла ему и всем прихожанам (к тому времени исповедавшимся и причастившимся). Когда же во вратах появилась добродетельная жена священника, птицы набросились на нее, растерзали и улетели.

ქართული თარგმანი: ერთ სოფელში ცხოვრობდნენ ახალგაზრდა მღვდელი და მისი ახალგაზრდა ცოლი. დიდი შაბათის წინ, სიძვის დემონით აღძრულმა მღვდელმა მოინდომა ცოლი ხორციელი შეერთებისკენ მიედრიკა. მაგრამ, ღვთისმოსავმა ცოლმა არ ისურვა ცოდვაში შთავარდნა და დატოვა ცოლ-ქმრული სარეცელი. მაშინ დაუკმაყოფილებელი ქმარი პირუტყვთან დაეცა, რის შესახებაც, ცოლმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. სააღდგომო ლიტურგიაზე, როდესაც მოიწია წმიდა ძღვნის ამაღლების ჟამმა, რომელსაც მღვდელი ასრულებდა, მისი ეკლესიის ირგვლივ მტაცებელ ფრინველთა მთელი ღრუბელი შემოიკრიბა, რომლებიც ტაძრის კარებს თავს ესხმოდნენ. როდესაც პრესვიტერმა ამის შესახებ შეიტყო, მაშინათვე მიხვდა ავისმომასწავებელი ნიშნის მნიშვნელობას, საჯაროდ შეინანა ჩადენილი დანაშაული და ტაძრიდან პირველი გამოვიდა. ფრინველებმა მას არავითარი ზიანი არ მიაყენეს და არც მის მრევლს არც ერთი მათგანი არ გაეკარა. მაგრამ როდესაც კარებში მღვდლის ღვთისმოსავი მეუღლე გამოჩნდა, ფრინველები ერთბაშად დააცხრნენ მას თავს, დაფლითეს და გაფრინდნენ.

სინანულის საიდუმლოს ჩატარების დროს რუსეთში ეკლესიის მღვდლები სარგებლობენ დიდი კურთხევანის აღსარების წეს-განგებით, რომელიც გამოიცა პატრიარქ იოსების დროს XVII ს-ის პირველ ნახევარში. წლის გარკვეულ პერიოდებში მეუღლეთა შორის ურთიერთობის რეგლამენტაციის საკითხთან დაკავშირებით ამ წეს-განგებაში მოცემულია შემდეგი კითხვები:

საეკლესიო სლავურით: "Вопрос замужним и вдовицам: В Великий пост и на Святой неделе не соблудила ли с мужем своим, или с чужими. В воскресение, и в среду, и в пяток, не соблудила ли еси. И в Господские праздники, и Богородичные, и памяти великих святых не соблудила ли еси".

Поучение детям духовным: А с женою живи законно. Среду и пяток, неделю и праздники Господские, и Пречистой Богородицы, и прочих святых, почитай честно".

ქართულ თარგმანში: "კითხვა დაოჯახებულ კაცებსა და ქვრივებს: სჯულიერად ცხოვრობ თუ არა შენს ცოლთან; დიდ მარხვაში ან წმიდა შვიდეულში ხომ არ გიცხოვრია მასთან, ან კვირა დღეებში, ან ოთხშაბათს, ან პარასკევს; ხომ არ გიცხოვრია მასთან საუფლო, ღვთისმშობლის ან დიდ წმინდანთა დღესასწაულებში.
კითხვა გათხოვილ ქალებსა და ქვრივებს: დიდ მარხვაში და წმიდა შვიდეულში ხომ არ დაცემულხარ ქმართან ან სხვა ვინმესთან თავშეუკავებლობით; ან კვირა დღეს, ოხთშაბათს ან პარასკევს, ხომ არ დაცემულხარ ხორციელი ცხოვრებით; ასევე საუფლო, ღვთისმშობლის და დიდი წმინდანების დღესასწაულებზე, ხომ არ შეგიცოდავს ხორციელი ცხოვრების თავშეუკავებლობით"

_____________

ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ სლავურ ეპითიმიურ ნომოკანონებში კანონიერ მეუღლეებს შორის ხორციელი ურთიერთობა მარხვაში იწოდება "სიძვად" (блуд), ასევე კანონიერი ცოლ-ქმრული ურთიერთობები გათანაბრებულია უცხო ქალთან ან კაცთან ურთიერთობასთან (იგივე ტენდენციას ვხედავთ უფრო ადრინდელ აღსარებით კითხვარებში (А. И. Алмазов. Тайная исповедь в Православной Восточной Церкви. 1984 г. Том 3, стр. 187-242).

_____________
მაშ, ვინ იყო ნომოკანონის ავტორი, რომლის მიხედვითაც დღეს სრულდება აღსარებითი წეს-განგება ძველმოწესეობრივ ეკლესიაში?

"ერთადერთი წყარო, საიდანაც შეიძლება მივიღოთ თუნდაც რაიმე განსაზღვრული პასუხი ამ კითხვაზე, გახლავთ ნომოკანონის სლავური თარგმანების ორი რუსული (კიევური) გამოცემა, რომლებიც დაისტამბა XVII ს-ის პირველ ნახევარში. მათში პირდაპირ მითითებულია ათონი, როგორც მისი წარმომავლობის ადგილი, და ასევე ათონელი სულიერი მამები, როგორც ხსენებული გამოცემული წიგნის ავტორები... წიგნი, რომელიც გამოჩნდა ავტორის სახელწოდებსა და იმგვარი პირზე ყოველგვარი მინიშნების გარეშე, რომელიც ეკლესიურად არის უფლებამოსილი გამოსცეს ასეთი წიგნები, ესოდენ მაღალი პრაქტიკული დანიშნულების ხდება იმის წყალობით, რომ ყველანი მას ათონელი მოსაგრეების ნაღვაწად მიიჩნევდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, საუკეთესო სულიერ მამებად მიიჩნეოდნენ მთელ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთში" (Павлов А. С., Номоканон при Большом Требнике, М. 1897, стр. 5).

იბადება საკმაოდ ლოგიკური და მნიშვნელოვანი კითხვა:

საოჯახო და მეუღლეებს შორის ინტიმური ურთიერთობების საკითხს როდის აქეთ არეგულირებენ ათონელი ბერები? ჰქონდათ თუ არა მათ ობიექტური წარმოდგენები ოჯახური ურთიერთობებისა და ფსიქოლოგიის დეტალებზე? ხომ არ იყო მათი მიზანი შეგნებულად დაენგრიათ თბილი ოჯახური ურთიერთობა ასკეტური, იგივე ბერ-მონაზვნური ცხოვრების სასარგებლოდ, რომელსაც უფრო მართებულად მიიჩნევდნენ?

წყარო: https://ruvera.ru/articles/intim_post#_ftn1
Назад к содержимому