ესქატოლოგია - უარყოფა სწავლებისა საყოველთაო ცხონების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
უარყოფა სწავლებისა საყოველთაო ცხონების შესახებ
 
წმიდა წერილზე, წმიდა მამათა შრომებსა და მსოფლიო კრებათა საქმეებზე დაყრდნობით
 
მარადიული სატანჯველის შესახებ
საყოველთაო განახლება
შინაარსი:
 
 
შესავალი
 
1. წინასწარი ცნობები
 
2. მარადისობის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვები და გამოთქმები
 
3. გამოთქმები "დღე და ღამე"
 
4. გამოთქმა "მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს" (ესაია 66:24).
 
5. სიტყვები, "მთლიანად", "ყველა"
 
6. გამოთქმები "ყოველსა ყოველთა", ყოვლად ყოველსა შინა", "ყოველივე ყოველსა შინა", "ყოვლად ყოველსა"
 
7. რატომ ჩავიდა ქრისტე ჯოჯოხეთში?
 
8. წმიდა მამათა "ორი მიმართულება"
 
9. სატანჯველთა საყოველთაო დასრულების შესახებ სწავლების კრიტიკა VI ს-ში.
 
10. სატანჯველთა საყოველთაო დასრულების შესახებ მწვალებლობის დაგმობა XI ს-ში და მისი ანათემირება მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგებაში.
 
11. რა არის ანათემა?
 
12. დასკვნები
 
 
***
 
 
ავტორი: დეკანოზი ნიკოლოზ ბარინოვი.
 
დეკანოზ ნ. ბარინოვის ახალი წიგნი ეძღვნება მნიშვნელოვან თემას - აპოკატასტასისს, დღეს განხილვად თემას საყოველთაო ცხონების შესახებ. ავტორი წმიდა წერილზე, წმიდა მამათა მემკვიდრეობაზე და მსოფლიო კრებათა საქმეებზე დაყრდნობით შესაძლებლობას აძლევს მკითხველს გაერკვეს და ჩაწვდეს აპოკატასტასისის არსს. წიგნი საინტერესო იქნება არა მარტო საღვთისმეტყველო განათლების მქონე ადამიანთათვის, არამედ ყველასთვის, ვინც მოცემული თემით არის დაინტერესებული.
 
 
***


შესავალი
 
მოცემულ წიგნში განხილულია იმ ადამიანთა ძირითადი არგუმენტები, რომელთა შეხედულებითაც მოხდება ჯოჯოხეთური სატანჯველის საყოველთაო შეწყვეტა და დადგება ყოველთა საბოლოო ცხონება. ეს არგუმენტები განხილულია თავისთავად, მათი ავტორების დამოწმების გარეშე, რადგან მოცემული შრომის მიზანი არ გახლავთ ვინმესადმი რაიმე ზიანის ან შეურაცხყოფის მიყენება, არამედ შესაძლებლობას იძლევა გავერკვეთ საქმის არსში და მივიდეთ ჭეშმარიტებამდე, ჩავწვდეთ ამ ცთომილების დამღუპველობას და შევინანოთ. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობდა: "ფსალმუნი დღეს მწვალებლებტან ბრძოლისკენ გვიწევს - არა იმისთვის, რომ აღმარტულნი წავაქციოთ, არამედ იმისთვის, რომ წაქცეულნი ფეხზე წამოვაყენოთ. ასეთია ჩვენი ომი: იგი ცოცხლებს მკვდრებად კი არ შეიქმს, არამედ მკვდრებს ცოცხლებად აქცევს, უხვად ანიჭებს მათ სიმშვიდესა და დიდ სიმდაბლეს. მე საქმით კი არ ვებრძვი, სიტყვით ვდევნი - მწვალებელს კი არა, მწვალებლობას, ადამიანს კი არ ვაქცევ ზურგს, ცდთომილება მძულს და შეცთომილის მოქცევა მინდა" ((Иоанн Златоуст, свт. Беседа о святом священномученике Фоке, и против еретиков // Полное собрание творений святого Иоанна Златоуста. Т. 2. – СПб., 1896. – С. 747) (ქართულად: წმ. მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. შრომები. XIII ტ. საუბარი წმ. მღვდელმოწამე ფოკას შესახებ. თბილისი 2017. გვ. 390).
 
 
1. წინასწარი ცნობები
 
სადღეისოდ კვლავ ვრცელდება სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ ცოდვილთა ტანჯვა ჯოჯოხეთში ოდესღაც დასრულდება, ღმერთი ყველას შეიწყალებს და აცხოვნებს, თვით ეშმაკსაც კი, და ყველანი მარადიულ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში შევლენ.
 
ეს სწავლება პირველად ცნობილი გახდა ორიგენეს წყალობით, რომელიც III ს-ში ცხოვრობდა. ის გახლდათ უჭკვიანესი და ტალანტებით დაჯილდოვებული ადამიანი, მაგრამ ეს ტალანტები მან ეკლესიის საზიანოდ გამოიყენა, რადგან მისი სწავლება დაამახინჯა. ორიგენეს შეხედულებებში შერწყმულია ქრისტიანული და პლატონურ-გნოსტიკური იდეები, რომლებიც შინაგანად შეუთავსებელნი არიან ერთმანეთთან (Сидоров А. И. Святоотеческое наследие и церковные древности.Т. 3. – М., 2013. – С. 30). აი რამოდენიმე მისი ცდომილება: სწავლება სულთა გადასახლების შესახებ (Ориген. О началах. Против Цельса. – СПб., 2008. – С. 137–139; 203–205), ზეციურ მცხოვრებთა სხეულების სფერისებურობის შესახებ (Ориген. Творения. Толкование на молитву «Отче наш» (из трактата « О молитве». https://azbyka.ru/otechnik/Origen/o-molitve/#0_25), სამყაროს მარადიული შესაქმის შესახებ (Ориген. О началах. Против Цельса. – СПб., 2008. – С.316), იმის შესახებ, რომ ზეციური მნათობები გონიერი არსებები არიან (Там же. – С.139; 317–318), სწავლება ყოველთა ცხონების ანუ "ყოველთა აღდგენის", იგივე აპოკატასტასისის შესახებ. ორიგენე მიიჩნევდა, რომ ღმრთის სახიერება შეუდარებელია ბოროტებასთან და ყოველი ქმნილების ბიწიერებასთან. ღმერთი შეუვალად გახდება "ყველაფერი ყოველივეში", და ცხონება და ყოველ ქმნილ არსებათა აღდგენა შეუქცევადად მოხდება ჟამთა აღსასრულს (Там же. – С.131, 139, 147, 320).
 
მაგრამ არა მარტო ორიგენეს მტკიცებულება ყოველთა ცხოვნებაზე, არამედ სასოებაც კი ამგვარ რამეზე, როგორც ცნობილი პატროლოგი ა. ი. სიდოროვი მიიჩნევს: "... საფუძველშივე შეუთავსებელია, როგორც წმიდა წერილთან (მათ შორის თვით უფლის სიტყვებთან), ასევე საეკლესიო გადმოცემასთან... "ყოველთა აღდგენის" ვარაუდიც კი ქრისტიანობის საფუძვლების ფუნდამენტალურ შერყევას წარმოადგენს, ამის შედეგად კი - ერთ-ერთ "არქიმწვალებლობას" მასში" (Сидоров А.И. Святоотеческое наследие и церковные древности. Т. 3. – М., 2013. – С.41). ორიგენესთან მისი სწავლების ყველა ნაწილი ურთიერთდაკავშირებულია, მათ შორის აპოკატასტასისიც.
 
ღირ. ბიკენტი ლირინელი (V ს.) ორიგენეს შესახებ წერს; "ძალა იმაშია, რომ ესოდენ ცნობილი პირის ცდომა... განსაკუთრებულად საშიშია და საკმაოდ მრავალი განაშორა რწმენის მთლიანობას. დიდი და ქებული ორიგენე დიდი ქედმაღლობითა და უსაზღვრობით სარგებლობდა ღმრთის ნიჭით, აქეზებდა თავის გონებას, საკმაოდ თავდაჯერებული იყო და არაფრად აგდებდა ქრისტიანული რელიგიის უძველეს უბრალოებას, წარმოისახავდა რა საკუთარ თავს სხვებზე მაღლა, და, უგულებელყოფდა რა საეკლესიო გადმოცემას და ძველ მამათა დარიგებებს, წმიდა წერილის ზოგიერთ ადგილს კი ახლებურად განმარტავდა... მისი სახელით გამოსული თხზულებები, დიდ საცთურს წარმოადგენენ... სავსეა მრავალგვარი დამასნებოვნებელი მკრეხელობებით... ორიგენეს ავტორიტეტს, როგორც ჩანს, აქვს ძალა ცდომილებაში გაიყოლიოს მორწმუნენი" (Викентий Лиринский, прп. Памятные записки Перегрина о древности и всеобщности кафолической веры против непотребных новизн всех еретиков. Часть 1. URL: URL: https://azbyka.ru/otechnik/Vikentij_Lirinskij/pelegrin/#0_1).
 
ღირ. ბიკენტის ამ სიტყვებში არა მარტო ორიგენეს სწორი ფსიქოლოგიური პორტრეტია დახატული, არამედ ნაჩვენებია "მისი პიროვნებისა და მსოფლმხედველობის გახლეჩვის საშიშროება ქრისტეს რელიგიის მთლიანობისთვის". ეკლესიამ სწორედ იმიტომაც გაკიცხა ორიგენე, რომ "საღვთისმეტყველო შიზოფრენიის ვირუსი", რომლის მატარებელი და გამავრცელებელი თვითონ გახდა, მომაკვდინებელ შედეგებს  უქადდა ეკლესიის შვილებს" (Сидоров А.И. Святоотеческое наследие и церковные древности. Т. 3. – М., 2013. – С.49–50).
 
ამ წიგნში ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რათა განვსაზღვროთ, არის თუ არა წმიდა წერილში სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც უეჭველად და ცალსახად მეტყველებენ ჯოჯოხეთში ცოდვილთა უსასრულო ტანჯვაზე, ასევე არსებობს თუ არა უეჭველი და ცალსახა საწინააღმდეგო გამონათქვამები. ასევე აუცილებელია დავრწმუნდეთ, მართლზომიერია თუ არა სიტყვა მწვალებლობის გამოყენება სწავლებისადმი ჯოჯოხეთური ტანჯვის შეწყვეტისა და ყოველთა ცხოვნების შესახებ. ამისთვის კიდევ აუცილებელია განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული წმიდა მამათა თხზულებები და კრებათა დადგენილებები; გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს, დაკავშირებულნი არიან თუ არა წმიდა წერილიდან, წმიდა მამათა თხზულებებიდან და კრებათა დადგენილებებიდან ამოწერილი ადგილები ორიგენეს იდეასთან სულთა წინასწარ არსებობის შესახებ (რადგან არსებობს აზრი, რომ სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ მწვალებლობაა ოდენ სულთა გადასახლების შესახებ სწავლებასთან მიმართებაში).
 
წმიდა წერილიდან ამოკრეფილ ადგილებს ჩვენ განვიხილავთ სამი თვალსაზრისით: ლოგიკურით, ლინგვისტურით და პატროლოგიურით. ლოგიკურად გამოვიკვლევთ წმიდა წერილის დამოწმებულ ადგილებს მათ კონტექსტში და განვიხილავთ მათ შეთანხმებას წმიდა წერილის სხვა ადგილებთან. ასევე განვიხილავთ შესაბამისი სიტყვების გამოყენებას ბერძნულ და რუსულ ენებში. და, რაც მთავარია, პატროლოგიის თვალსაზრისით განვიხილავთ, თუ როგორ ესმოდათ ეს ადგილები წმიდა მამებს.
 
უნდა ითქვას, რომ წმიდა მამათა თანხმობა - ეს არის წმიდა წერილის მართებულად გაგების საფუძველი, როგორც ამას წერდა წმ. ათანასე დიდი: "... აი ნამდვილი სწავლება და აი ჭეშმარიტ მოძღვართა ნიშანი, როგორც მამები გადმოგვცემდნენ, - ერთმანეთს შორის აღვიაროთ ერთი და იგივე" (Афанасий Великий, свт. Послание о том, что Собор Никейский, усмотрен коварство Евсеевых приверженцев, определение свое против арианской ереси изложил приличным образом и благочестно // Творения иже во святых отца нашего Афанасия Великого. Часть первая. – Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1902 – С. 404). ამ ნაშრომს კი დავამთავრებთ ეკლესიის კრებითი დადგენილებების ანალიზით.
 
წმიდა წერილის განსახილველად არჩეულია ბიბლიის რუსული სინოდალური თარგმანი, რადგან ის ყველაზე ხშირად გამოიყენება ცოდვილთა ტანჯვის დასრულების შესახებ სწავლების დასაცავად. მაგრამ ეს თარგმანი ხშირად იწვევდა კრიტიკას, მაგალითად, თეოფანე დაყუდებულისას (Феофан Затворник, свт. Письма. Выпуск 12. Письмо 1138. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/pisma/12#12_1138 // Флоренский Г., прот. Пути русского Богословия. Четвертое издание – Париж, 1988. – С. 351 –352), ამიტომ ტექსტის მართებულად გაგებისთვის მოვიტანთ ორიგინალურ ბერძნულ სიტყვებს და გამოთქმებს, რომლებიც წერილში გვხვდება.
საყოველთაო განახლება
2. მარადისობის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვები და გამოთქმები
 
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ სიტყვა მარადიული, რომელიც წმიდა წერილის ტექსტში გამოიყენება, ყოველთვის როდი აღნიშნავს უსასრულოს, არამედ ზოგჯერ გამოიყენება ხანგრძლივი დროის (პერიოდის) და არა უსასრულობის გაგებით (რაც ნაჩვენები იქნება ქვემოთ). ამის საფუძველზე არსებობს აზრი, თითქოსდა ჯოჯოხეთში ცოდვილთა მრავალსაუკუნოვანი ტანჯვის შემდეგ უფალი მათ შეიწყალებს და ყველანი აღმოჩნდებიან სამოთხეში. რადგან (ბერძნულისგან განსხვავებულ) სხვა ენებში სიტყვა მარადიულს საზოგადო მნიშნელობის გარდა, - რაც გულისხმობს უსასრულობას დროის თვალსაზრისით, რომელსაც არა აქვს არც დასაბამი და არც დასასრული (Д. Н. Ушаков. Толковый словарь современного русского языка. – М., 2013.-С. 57.), - გააჩნია ასევე დამატებითი მნიშვნელობა, რაც გულისხმობს მრავალსაუკუნოვან არსებობას (Кузнецов С. А. Большой толковый словарь русского языка. – СПб., 2000.-С. 123), ამ მიმართებით მითითებულ თვალსაზრისს გააჩნია განსაზღვრული საფუძვლები. ამიტომაც აუცილებელია განვიხილოთ ორიგინალური ბერძნული სიტყვები და გამონათქვამები, რომლებიც წმიდა წერილში მარადიულობის აღსანიშნად არის გამოყენებული, და ისიც, თუ როგორ ესმოდათ ისინი წმიდა მამებს.
 
 
2.1 სიტყვა αἰώνιος
 
ახალ აღთქმაში, ბერძნულ ენაზე სიტყვათშეხამებანი: მარადიული სასუფეველი, მარადიული განკითხვა, მარადიული დიდება, მარადიული ცეცხლი, მარადიული სავანეები, მარადიული სატანჯველი და მსგავს სხვა გამოთქმებში გამოიყენება რამოდენიმე სიტყვა, რომლებიც სხვა ენებში შეესაბამება ზედსართავ სახელს მარადიული. მათგან ყველაზე გავრცელებულია - ზედსართავი αἰώνιος (1). ის ითარგმნება, როგორც 1) მუდმივი, განუწყვეტელი; და 2) მარადიული (Дворецкий И. X. Древнегреческо-русский словарь / Под ред проф. С. И. Соболевского. Т. 1.-М,, 1958.-С. 59).
 
___________
 
1. იხ. მათე. 18:8, 19:16-17, 19:29, 25:41, 46; მარკოზი 3:29, 10:17, 29-30; ლუკა 10:25, 16:9, 18:18, 29-30; იოანე 3:15, 16, 36, 4:14, 36, 5:24, 39, 6:27, 40, 47, 54, 68, 10:28, 12:25, 50, 17:2, 3; საქმე. 13:46, 48; 1 პეტრე. 5, 10; 2 პეტრე 2, 17; 1 იოანე. 1:2, 2:25, 3:15, 5:11, 13, 20; 2 პეტრე 3, 18; იუდა 1:7, 1:1; რომ. 2:7, 5:21, 6:22,23; 2 კორინთ. 4:17, 18, 5:1; გალატ. 6, 8; 2 თესალონიკ. 1:9, 2:16; 1 ტიმ. 1:16, 6:12, 16; ტიტ. 1:2, 3:7; ებრ. 5:9, 6:2, 9:12, 15, 13:20; გამოცხ. 14,6.
 
___________
 
 
ახალი აღთქმის უმეტეს ადგილებში ამ სიტყვით აღინიშნება, როგორც მარადიული სატანჯველი, ასევე მარადიული სასუფეველი.
 
დავიწყოთ სახარებისეული ციტატით: "და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათე 25:46) (აქ და შემდგომში ხაზგასმები არის ავტორის). უპირველეს ყოვლისა ამ ფრაზაში ყურადღებას იპყრობს ორი ურთიერთწინააღმდეგობა: მარადიული სატანჯველი და მარადიული სასუფეველი, რომლებიც განსაზღვრულია ერთი და იმავე სიტყვით მარადიული (αἰώνιος). მოციქულ მათეს რომ ნდომოდა როგორმე განსხვავებულად გამოეთქვა მარადიული სიცოცხლის უმეტესი ხანგრძლივობა, და არა სასჯელის უსასრულობა, ამ მკაფიო დაპირისპირებაში სატანჯველთა და სიცოცხლის ხანგრძლივობის აღსანიშნად ერთსა და იმავე ტერმინს არ გამოიყენებდა. ხომ შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ღმრთითშთაგონებულ მწერალს შეცდომაში შეეყვანა თავისი მკითხველები. ამის ლოგიკურ დასტურად ჩვენ დავიმოწმებთ ყველა (რამდენის პოვნაც იყო ჩვენთვის შესაძლებელი) წმიდა მამას, რომლებიც განმარტავენ სახარების (მათე 25:46) ამ სიტყვებს.
 
აი რას წერს სახარების ამ ადგილის განმარტებაში ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული: "უფალი ნათელი სიტყვებით, რომელთა სხვაგვარი განმარტება დაუშვებელია, ამბობს: წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში (მათე 25:46)... თუკი ასე ამბობს ის, ვისაც ესოდენ უღირდა ჩვენი ცხოვნება, და ვინც არაფერს იშურებს, რომ ყველა ცხონდეს, სხვაგვარად შეუძლებელია იყოს... არც ერთ მთარგმნელს რომელიმე თარგმანში თავშიც კი არ მოსვლია ოდესმე აზრი სხვაგვარად ეთარგმნა ეს საშინელი სიტყვები: საუკუნო სატანჯველში. ამიტომაც უეჭველია, რომ უფალმა სწორედაც რომ ასე თქვა. აქ არაფერია განსამარტებელი - სიტყვები განმარტების გარეშეც ნათელია. ზოგიერთნი (არა მორწმუნენი, არამედ ურწმუნონი) ცდილობდნენ სიტყვა საუკუნოსთვის მიეცათ ყალბი განმარტება, თითქოსდა საუკუნო აქ აღნიშნავდეს შეფარდებით მარადისობას: ძალიან ხანგრძლივ დროს, მაგრამ არა უსასრულოს, იმდენად ხანგრძლივს, რომ ეს ხანგრძლივობა ადამიანს უსასრულოდ მოეჩვენება, მაგრამ დასასრული მაინც ექნება. ამგვარი განმარტება რომ არასწორია, იმხილება იმავე სიტყვით: საუკუნო სიცოცხლეში (მათე 25:46). ყალბი კომენტატორებიც კი ამ სიტყვაში უსასრულობას გულისხმობენ. სწორედ ასე უნდა გავიგოთ გამოთქმაც საუკუნო სატანჯველში (მათე 25:46) (Феофан Затворник, свт. Алфавит духовный. – М.,2006. – С.59-60).
 
წმ. იმპერატორი იუსტინიანე დიდი წერს: "ორიგენეს მიმდევრებისთვის თითქოსდა არასაკმარისი იყო მისი უკეთური სწავლება სულთა წინარე არსებობის შესახებ და მკრეხელობები წმიდა სამებაზე, რომ მისი სიტყვების არასწორი გაგებით, საკუთარ ცდომილებას ის აზრიც მიამატეს, თითქოსდა ყველა უკეთური ადამიანისა და თვით დემონების ტანჯვაც კი არამარადიული იქნება და, რომ უკეთურები და დემონები თავიანთ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდებიან. ამგვარი მსჯელობით, ისინი ადამიანებს აძლევენ საფუძველს იყონ დაუდევარნი ღმრთის მცნებათა შესრულებაში, განაშორებენ მათ ვიწრო გზას და აიძულებენ იხეტიალონ ფართო და წარმწყმედი გზით. ისინი სრულიად ეწინააღმდეგებიან ჩვენი დიადი ღმერთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სიტყვებს, რომელიც წმიდა სახარებაში ასწავლის, რომ როგორც უკეთურები წავლენ საუკუნო სატანჯველში, ასევე მართალნი საუკუნო სიცოცხლეში (მათე 25:46); და კვლავ: მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან, მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული (მათე 25:34, 41).
 
ამრიგად, როდესაც უფალი წმიდა სახარებაში ნათლად იუწყება, რომ ტანჯვა და ნეტარება მარადიულია, ცხადი ხდება, რომ ორიგენეს მიმდევრები მის ზღაპრებს უფლის სიტყვებზე მაღლა აყენებენ; აქედან კი წარმოჩნდება მათი სიგიჟეც. რადგან, თუკი ვინმე, მისი (ორიგენეს - "აპოკ." რედ.) ფუჭმეტყველებით გარაცებული, დაუშვებს, რომ ტანჯვას ექნება დასასრული, მაშინ აუცილებლობით მან უნდა დაუშვას ისიც, რომ დასასრული ექნება მართალთათვის დაპირებულ ნეტარი ცხოვრების მარადიულობასაც; რადგან მარადიულობა ერთნაირად აღეთქვა ერთსაც და მეორესაც... მაგრამ დაე მიუბრუნდეს ეს მათ, ვინც ამის შესახებ ზღაპრებს ჰყვებიან; რამეთუ ქრისტეს სიტყვები ურყევია მორწმუნეთა სულებსა და თვით ჭეშმარიტ საქმეებშიც" (Слово благочестивейшего императора Юстиниана, посланное к Мине, святейшему и блаженнейшему архиепископу благополучного города и патриарху, против нечестивого Оригена и непотребных его мнений. URL: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom5/1_8_1).
 
ეპიფანე ლათინელი: "და ეს ყოველივე მარადიულია: ცოდვილთათვის მარადიულია ტანჯვა, მართალთათვის კი მარადიულია სიცოცხლე" (Библейские комментарии отцов Церкви и других авторов I-VIII веков. Новый Завет. Том 16: Евангелие от Матфея 14-28. - Тверь, 2007. С. 293) (ანუ ერთნაირია მათი ხანგრძლივობა - მარადიულად).
 
არქიეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი): "წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში - ცოდვილთა ტანჯვა, ზოგიერთი ცრუმოძღვრის საწინააღმდეგოდ, უსასრულო იქნება, რადგან მათ ნებაყოფლობით უარყვეს ღმრთის სიყვარული" (Аверкий (Таушев), архиеп. Руководство к изучению Священного Писания Нового Завета. Четвероевангелие. URL: https://azbyka.ru/otechnik/Averkij_Taushev/rukovodstvo-k-izucheniyu-svjashennogo-pisanija-novogo-zaveta-chetveroevangelie/).
 
ნეტ. იერონიმე სტრიდონელი: "კეთილგონიერო მკითხველო, ყურადღება მიაქციე იმას, რომ სასჯელიც მარადიულია, და შედეგად მარადიულ სიცოცხლესაც არ უნდა ჰქონდეს არანაირი დასასრული" (Иероним Стридонский, блж. Толкование на Евангелие от Матфея. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ieronim_Stridonskij/tolkovanie-na-evangelie-po-matfeju/) (წმიდა მამის წინადადებიდან გამოდის ის აზრი, რომ ერთსაც და მეორესაც ერთნაირად არ ექნება დასასრული).
 
ეპისკოპოსი ფილარეტ მოსკოველი თავის კატეხიზმოში წმიდა წერილის ამ ადგილთან დაკავშირებით, განუმარტებლად წერს: წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში - და ამ სიტყვებს უკავშირებს სახარების სხვა ადგილს - სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი (მარკოზი 9:47-48), რომლებიც მეტყველებენ ცოდვილთა უსასრულო ტანჯვაზე (ამ ადგილების გარჩევა იხ. ქვემოთ) (Пространный Катехизис, Составленный Митрополитом Московским Филаретом. Часть Первая. О Вере. О двенадцатой части Символа веры. URL: https://azbyka.ru/otechnik/Filaret_Moskovskij/prostrannyj-pravoslavnyj-katekhizis/2_21). და კიდევ ის წერს: "იხილეთ, რაოდენ საკვირველია უფლის მსჯავრი! როგორი ზუსტია და მკაცრი!.. ღმრთის მსჯავრის დაკმაყოფილება - ნიშნავს ცოდვილი მიეცეს მარადიულ სიკვდილს; ამის შემდეგ სრულიად ქრება მისთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა" (Филарет (Дроздов), свт. Мысли и изречения. Справедливость Суда Божия. URL:https://azbyka.ru/otechnik/Filaret_Moskovskij/mysli-i-izrechenija/#0_8).
 
ბიზანტიელი ღვთისმეტყველი ექვთიმე ზიგაბენი წმიდა წერილის ამ ადგილის განმარტებაში ასევე არ აზუსტებს სიტყვა საუკუნოს მნიშვნელობას, არამედ სხვა ადგილას გვიჩვენებს, თუ როგორ ესმის მას საუკუნო სატანჯველი: "წარწყმედას მომავალ საუკუნეში ჩვენ არ ვუწოდებთ განადგურებას და არარსებობაში გადასვლას, არამედ დაუსრულებელ დასჯას" (Евфимий Зигабен. Толковая Псалтирь. Псалом 82. URL: https://azbyka.ru/otechnik/Evfimij_Zigaben/tolkovaja-psaltir/82).
 
ეპისკოპოსი ილია მინიატისი: "მას რომ ტანჯვა მილიონი წლებით რომ განესაზღვრა, ამგვარ სატანჯველსაც კი ექნბოდა დასასრული. მაგრამ საუკუნო, დაუსრულებელი ტანჯვა, არასოდეს გარდახდება!... ეს არის რწმენის დოგმატი, წავლენ ესენი, ანუ ცოდვილები, საუკუნო სატანჯველში (მათე 25:46) (Илия Минятий, свт. Слова в Великий пост. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ilija_Minjatij/slova-v-velikij-post/). ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "როგორც წმინდანებს აქვთ განუწყვეტელი სიხარული, ასევე ცოდვილებს - განუწყვეტელი ტაჯნვა; თუმცა ორიგენე ფუჭმეტყველებს, როდესაც ამბობს, თითქოსდა დასასრული ექნება სასჯელს, რომ ცოდვილები მარადიულად არ დაიტანჯებიანო, და დადგებაო დრო, როდესაც ტანჯვით განწმენდილები, იმ ადგილას გადავლენო, სადაც იმყოფებიან მართალნი, მაგრამ ეს ზღაპარი ნათლად იმხილება აქ უფლის სიტყვებში. უფალი ლაპარაკობს მარადიულ დასჯაზე, ანუ ისეთზე, რომელიც იქნება უწყვეტი..." (Феофилакт Болгарский, блж. Толкование на Евангелие от Матфея. Глава 25. URL:https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-evangelie-ot-matfeja/25).
 
წმ. იოანე ოქროპირი: "ის ამბობს: წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში (მათე 25:46). ნუ მეტყვი: სადაა სამართლიანობა, თუკი ტანჯვას არ ექნება დასასრული? როდესაც ღმერთი რამეს იქმს, დაემორჩილე მის განკარგულებას და ნუ დაუქვემდებარებ მას კაცობრივ განსჯას. განა უსამართლოა, თუ ადამიანი, რომელმაც დასაბამიდანვე მიიღო ათასი სიკეთე, შემდეგ თავისი ქცევით სასჯელი დაიმსახურა და უკეთესი არ გახდა არც მუქარით, არც კეთილმოწყალებით, სასჯელს რომ დაექვემდებაროს?" (Иоанн Златоуст, свт. Беседы на 1-е послание к Коринфянам. Беседа 9. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_64/9).
 
წმ. ბასილი დიდი: "მაშასადამე, უფალი ხან გადაჭრით ამბობს, რომ: წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში (მათე 25:46), ხან განამწესებს სხვებს საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული (მათე 45:41), სხვა ადგილას კი მას (ცოდვილთა ადგილსამყოფელს - "აპოკ." რედ.) ცეცხლის გეენას უწოდებს და ამატებს: "ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მარკოზი 9:47-48); და კიდევ ძველთაგანვე ზოგიერთთა გამო წინასწარმეტყველის მიერ თქვა, რომ "მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება" (ესაია 66:24); მიუხედავად მოწმობათა ესოდენი რაოდენოებისა, რომელთაც ღმრთითშთაგონებულ წერილში ვპოულობთ, მრავალი (მ. შ. ორიგენეც - ავტ.) ივიწყებს რა უფლის ყველა მსგავს გამონათქვამს, საკუთარ თავს ტანჯვათა დასრულებას ჰპირდება, რომ თავისუფლად გაბედოს შეცოდება; ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია. რადგან თუკი მარადიული ტანჯვა დასრულდება, მაშინ, უეჭველად, დასასრული უნდა ჰქონდეს მარადიულ სიცოცხლესაც. ხოლო თუკი ვერ გავბედავთ ამგვარი რამის თქმას სიცოცხლეზე, რა საფუძველი გვაქვს დასასრული ვუწინასწარმეტყველოთ მარადიულ ტანჯვას, როდესაც როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში დამატებულია სიტყვა "საუკუნო"?
 
"ესენიო" ნათვამია, წავლენო "საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში" (მათე 25:46). ხოლო თუ ამას დავეთანხმებიტ, მაშინ უნდა ვიცოდეტ, რომ გამოთქმები "საშინლად იგვემება" და "ნაკლებად იგვემება" (ლუკა 12:47-48), აღნიშნავს არა დასასრულს, არამედ ტანჯვათა შორის განსხვავებას" (Василий Великий, свт. Правила, кратко изложенные в вопросах и ответах. Часть 2. Вопрос 267. URL: https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pravila-kratko-izlozhennye-v-voprosah-i-otvetah/2).
 
ჩვენ ვხედავთ, რომ წმიდა წერილის ეს ადგილი მეტყველებს სწორედ ცოდვილთა უსასრულო ტანჯვაზე, და ეს დასტურდება არა მარტო ტექსტის ანალიზიტ, არამედ ყველა იმ წმიდა მამის მიერ (უკიდურეს შემთხვევაში იმათ მიერ, ვინც შეძლებისდაგვარად ვიპოვეთ), რომლებიც განმარტავდნენ წმიდა წერილის ამ ადგილს. გარდა ამისა, ყველა ზემოთხსენებული წმიდა მამა ადასტურებს მათეს 25:46 ციტატის ანალიზს, რომელშიც სიტყვა საუკუნო (αἰώνιος), რომელიც ეხება ტანჯვასაც და სიცოცხლესაც, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე მნიშვნელობისაა - ეს არის მარადიულობა.
 
მაგრამ, თუკი სიტყვა αἰώνιος-ის გამოყენებას ვნახავთ ძველ აღთქმაში, სურათი იცვლება. აქ არსებობს როგორც ადგილები, სადაც ამ სიტყვას აშკარად გააჩნია უსასრულობის მნიშვნელობა, მაგალითად, დარგო იალღუნი ბერშებაში აბრაამმა და ახსენა იქ უფლის, საუკუნო ღმერთის სახელი (დაბ. 21:33), ასევე ის ადგილები, რომლებიც სხვაგვარად განიმარტება. მაგალითად, "დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.  მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები" (ძვ. ქართ.: და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ) (დაბ. 17:7-8).  
 
ა. პ. ლოპუხინი თავის "განმარტებით ბიბლიაში" ამ ადგილს ასე განმარტავს: "სიტყვას "საუკუნე" ბიბლიურ გამოყენებაში თავისი, ჩვეულებრივზე უფრო ვიწრო გამოყენებაც აქვს; ის უთითებს ცნობილი პერიოდის დასრულებაზე ან დასასრულზე, რომლის შემდეგაც უნდა გაიხსნას ახალი "საუკუნე", ანუ დაიწყოს ახალი პერიოდი (იხ. ებრ. 1:3). მოცემულ შემთხვევაში აღთქმის "მარადისობა" ნიშნავს მისი გაგრძელებას ძველაღთქმისეული ეკლესიის პერიოდის დასრულებამდე და ახალაღთქმისეული დროების დასაწყისამდე; ამ უკანასკნელთან მიმართებაში კი მას გააჩნია აბსოლუტური მნიშვნელობა, შესაბამისი ცვლილებების პირობებში" (მათე 28:20; 1 კორინთ. 15:28).
 
პალესტინის ფლობის მარადისობასაც ზუსტად ასეთივე პირობითი ხასიათი გააჩნია, და ის ვრცელდება ებრაული სახელმწიფოს ცალკეული და დამოუკიდებელი არსებობის დასრულებამდე" (Лопухин А.П. Толковая Библия или комментарий на все книги Священного Писания Ветхого и Нового Заветов. Бытие. 2. URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_01/).
 
მართალია, აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ა. პ. ლოპუხინის მიერ მოტანილ წყაროებში (ებრ. 1:2; მათე 28:20) ბერძნულ ტექსტში მოცემულია არა ზედსართავი αἰώνιος - მარადიული, არამედ შესაბამისი τοῦ αἰῶνος - საუკუნე (საუკუნის აღსასრულამდე - მხ. რცხვ. ნ. ბრ.) და τούς αἰῶνας (შექმნა საუკუნენი - მრ. რცხვ. ბ. ბრ.), არსებითი სახელის αἰών-ის ფორმებს - საუკუნე, - ბერძნულ და რუსულ ენებშიც (შესაბამისად იხ.: Дворецкий И. X. Древнегреческо-русский словарь / Под ред. проф. С. И. Соболевского. Т. 1. -М., 1958. С. 59. და Кузнецов С. А. Большой толковый словарь русского языка - СПб 2000. С. 116) გააჩნია შემდეგი მნიშვნელობები: ასწლეული, ეპოქა, ისტორიული პერიოდი, და მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში - მარადისობა. ა. პ. ლოპუხინის მიერ ხსენებულ ადგილში (1 კორინთ. 15:28) მსგავსი სიტყვები საერთოდ არც არის. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენ მიერ ძველი აღთქმიდან მოტანილი ციტატის (სიტყვით αἰώνιος) ა. პ. ლოპუხინისეული განმარტება ტექსტის აზრის მიხედვით სრულიად სამართლიანია.
 
უნდა აღინიშნოს, რომ, ა. პ. ლოპუხინის აზრით, აღთქმის "მარადიულობა" მხოლოდ ძველ აღთქმაშია დროით შეზღუდული, ახალაღთქმისეულ დროებასთან მიმართებაში კი მას აბსოლუტური მნიშვნელობა გააჩნია. ამ აზრის განვითარებისას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიტყვა საუკუნოსაც საერთოდ ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდული მნიშვნელობა გააჩნია მხოლოდ ძღველ აღთქმაში, ახალში კი - ის ყოველთვის აბსოლუტური მნიშვნელობისაა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ოდენ ვარაუდია და მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
 
 
მოტანილი ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:
 
1. არ შეიძლება ვთქვათ, რომ სიტყვა αἰώνιος-ი თავისთვად გამოიყენება წმიდა წერილში მხოლოდ უსასრულობის აღსანიშნად, რადგან ის ზოგჯერ აღნიშნავს საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდსაც. ამ მიმართებაში სწავლებას საყოველთაო ცხონების შესახებ გააჩნია ერთგვარი საფუძველი.
 
2. მიუხედავად ამისა, ყველა წმიდა მამა, ვინც კი განმარტა მათეს სახარების მოცემული ადგილი (მათე 25:46) (რამდენადაც შესაძლებელი იყო ამ ტექსტის ყველა წმიდა მამისეული განმარტების შემოკრება), ერთმნიშვნელოვნად უთითებენ აქ ცოდვილთა სატანჯველის დაუსრულებლობაზე.


2.2. სიტყვა ἀΐδιος
 
ახალ აღთქმაში მარადიულობის აღსანიშნად, სიტყვა αἰώνιος-ის გარდა, არსებობს სიტყვა ἀΐδιος (Вейсман А.Д. Греческо-русский словарь. СПб., 1894. С. 28). ეს სიტყვა უკვე უფრო ზუსტად ასახავს "უსასრულობის" ცნებას, რადგან მუდმივი ნიშნავს უწყვეტს, უცვალებელს და ერთსადა იმავეს ყველა დროში (Кузнецов С. А. Большой толковый словарь русского языка. СПб., 2000. С. 938). ის წმიდა წერილში გამოყენებულია სულ ორჯერ. ერთხელ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება" (ძვ. ქართ.: "უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ") (რომ. 1:20).
 
ამ შემთხვევაში ის უეჭველად ნიშნავს უსასრულობას. კიდევ ერთი მაგალითიც იუდას ეპისტოლედან: "ხოლო ანგელოზები, რომლებმაც არ დაიცვეს თავიანთი დასაბამიერობა, არამედ დაუტევეს თავიანთი სავანე, საუკუნო ბორკილებით შეკრულნი, ქვესკნელის წყვდიადში გამოამწყვდია რათა განეკითხა დიად დღეს" (იუდ. 1:6). ეჭვი რომ არ არსებობდეს იმისა, რომ ეს სიტყვა ცალსახად ნიშნავს უსასრულობას, საჭიროა დავიმოწმოთ წმიდა წერილის ამ ადგილზე წმიდა მამათა შეხედულებებიც.
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი, ამ ადგილის განმარტებაში წერს: ”ხოლო მათ, ვისაც ანგელოზური ღირსება ერგო და თავიანთი დაუდევრობით საკუთარი პირველდაწყებითი მდგომარეობა ვერ შეინარჩუნეს, არამედ მათთვის სახიერებით ბოძებული ზეციური ცხოვრების სახე უარყვეს, ღმერთმა (ქვესკნელის წყვდიადში) გამოამწყვდია, რომ დიად დღეს დაისაჯონ. რადგან სხვა რას უნდა ნიშნავდეს სიტყვა "გამოამწყვდია"? ამიტომაც ბრძანებს უფალი: "წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული"  (მათე 25:41). ნიმუშად იმისა, რომ მათ მოიცავს ჩაუქრობელი ცეცხლი, მოჰყავს სოდომის მცხოვრებნი" (Феофилакт Болгарский, блж. Толкование на послание святого апостола Иуды. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-poslanie-svjatogo-apostola-iudy). აქ ნეტ. თეოფილაქტე, გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს ჩაუქრობელ ცეცხლზე, რომელიც მოიცავს დაცემულ ანგელოზებს და სოდომის მცხოვრებთ, კიდევ ეყრდნობა ადგილს მათეს სახარებიდან (მათე 25:41), რომელსაც განმარტავს ცოდვილთა უსასრულო ტანჯვის თვალსაზრისით (იხ. ზემოთ), და იქვე, იმ სწავლებას, რომლის მიხედვითაც ცოდვილთა ტანჯვა ოდესღაც დასრულდება და ბოლოს და ბოლოს ყველა ცხონდება, იგავ-არაკს და ფუჭმეტყველებას უწოდებს.
 
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი იუდას ეპისტოლეს ამ ადგილის განმარტებაში წერს: "ხოლო "საუკუნო ბორკილები" ეს არის სრულყოფილი და მუდმივი უძრავობა მათი შეფარდებითი სიკეთისა, რომელიც ხორციელდება ნებაყოფლობით, და რომლის ძალით ისინი ვერანაირად და ვერასოდეს დატკბებიან საღმრთო სიმშვიდით... "უკუნი" კი არის საღმრთო მადლის სრული და უმთლიანესი უცოდინრობა... ხოლო თუ როგორ დაიტანჯებიან ისინი სასჯელის დღეს, უწყის მხოლოდ სამართლიანმა მსაჯულმა (2 ტიმ. 4:8), რომელიც ყოველს დამსახურებულად მიუზღავს სამართლიან მისაგებელს, და ბოროტების საპირწონედ განუსაზღვრავს სასჯელის სახეობას, რომელიც მიეგება უსასრულო საუკუნედ (Максим Исповедник,прп. Вопросоответы к Фалассию. Вопрос XI. URL: https://azbyka.ru/otechnik/Maksim_Ispovednik/Voprosootvety_k_falassiyu) (საერთოდ, ღირ. მაქსიმე აღმსარებელი თავის მრავალ ნაშრომში წერს ცოდვილთა დაუსრულებელ ტანჯვაზე, იხ. პ. 8).
 
ღირ. ისიდორე პელულსიელი მოციქულ იუდას ამ ადგილს ასე განმარტავს; "... ტალღებზე, ან ღრუბლებზე, ან კიდევ ხეებზე როდი მეტყველებს ეპისტოლეს დამწერი, - ეს აჩვენებს მთელი ეპისტოლეს უმთავრეს აზრსაც, - არამედ შემცოდე ადამიანებზე, რომელთათვისაც საუკუნო წყვდიადია გამზადებული" (Письмо 561).
 
იმის შესახებ, რომ ღირ. ისიდორეს ცოდვილთა ტანჯვა ესმოდა სწორედ უსასრულო საუკუნეების აზრით, წერს თავის 147-ე წერილში წიგნისმკითხველ ტიმოთესადმი მიწერილ წერილში. კარგი იქნება ამ ციტატას თუ დაიმახსოვრებენ ისინი, ვინც იცავს სწავლებას საყოველთაო ცხონების შესახებ: "... ისინი, ვინც მედიდურობენ აზრით საკუთარ მოდგმაზე და სათნოებებით ღატაკნი, თავმომწონეობენ, თითქოსდა - სასუფევლის შვილები იყვნენ, თვითონვე შთაიგდებენ თავს დაუსრულებელ სატანჯველში" (Исидор Пелусиот,прп. Письма. URL: https://azbyka.ru/otechnik/Isidor_Pelusiot/pisma_1).
 
მიტროპოლიტმა მაკარიმ (ოქსიუკი)ჩაატარა წმ. გრიგოლ ნოსელის შრომებში მოცემული სიტყვა ἀΐδιος-ის ლექსიკური მნიშვნელობის ანალიზი და მივიდა იმ აზრამდე, რომ ის ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს უსასრულობას (Макарий (Оксиюк), митр. Эсхатология св. Григория Нисского. – Киев, 2006. – С. 385–389. URL: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Nisskij/eshatologija-svjatogo-grigorija-nisskogo).
 
ამრიგად, მოტანილი ანალიზის საფუძველზე, რომელიც დასტურდება წმიდა მამათა თხზულებებით, ჩვენ ვხედავთ, რომ მოციქულ იუდას ეპისტოლეს ამ ადგილას ერთმნიშვნელოვნად ლაპარაკია ცოდვილთა სამარადისო ჯოჯოხეთურ ტანჯვაზე.
საყოველთაო განახლება
2.3. გამოთქმა είς τὸν αἰῶνα
 
წმიდა წერილის ბერძნულ ტექსტში გამოიყენება კიდევ სიტყვა τὸν αἰῶνα. სიტყვა-სიტყვით ის ითარგმნება, როგორც საუკუნოდ (რუს. Навеки) (Дворецкий И. Х. Древнегреческо-русский словарь / Под ред. проф. С. И. Соболевского. Т. 1. – М., 1958. С. 59). უმეტესწილად ის გამოიყენება წინდებულ εἰς-თან ერთად (εἰς τὸν αἰῶνα), რაც შეიძლება ითარგმნოს, როგორც საუკუნოდ. თუკი რუსულ ენაში საუკუნოდ (вовеки) შეიძლება ცალსახად გამოხატავდეს უსასრულობას (Ожегов С.И., Шведова Н.Ю. Толковый словарь русского языка), წმიდა წერილის ბერძნულ ტექსტში ის გამოიყენება ორმაგი აზრით.
 
პირველი გამოყენება შეესაბამება უსასრულობის მნიშვნელობას. მაგალითად, მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს (იოანე 8:35). აქ ორივე შემთხვევაში მოცემული გვაქვს: είς τὸν αἰῶνα - საუკუნოდ. ამ ციტატის აზრი ცალსახაა, აქ ლაპარაკია უსასრულობაზე.
 
ამ გამოთქმის მეორე გამოყენება წმიდა წერილში ლაპარაკობს მთელი ცხოვრების განმავლობაზე, სიკვდილამდე პერიოდზე, სხვა ადგილებში ძალიან ხანგრძლივ ვადაზე. მაგალითად: მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ (გამ. 21:6); მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონ (გამ. 32:13).
 
გამომდინარე აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსულ ენაში სიტყვა საუკუნოდ-ის ერთმნიშვნელოვანი აზრის მიუხედავად, წმიდა წერილის ბერძნულ ტექსტში შესაბამისი გამოთქმა είς τὸν αἰῶνα შეიზლება აღნიშნავდეს, როგორც უსასრულობას, მარადისობას, ასევე ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობას ან ძალიან ხანგრძლივ ვადას, მაშასადამე, თავისთავად ეს გამოთქმა ცოდვილთა უსასრულო ტანჯვის მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
 
 
2.4. გამოთქმა εἰς τούς αἰῶνας τῶν αἰώνων
 
წმიდა წერილის ბერძნულ ტექსტში ფართოდ გამოყენებული უკანასკნელი ტერმინი რუსულ ენაზე თარგმნილია, როგორც მარადისობის აღმნიშვნელი, და ეს ტერმინია: εἰς τούς αἰῶνας τῶν αἰώνων. ის ითარგმნება, როგორც на веки веков ან во веки веков (Дворецкий И. X. Древнегреческо-русский словарь / Под ред. проф.С. И. Соболевского. T 1.– М., 1958. -С. 59) (ძვ. ქართ.: "საუკუნეთა საუკუნეთასა" ან "უკუნითი უკუნისამდე" – "აპოკ". რედ.).
 
კუზნეცოვის განმარტებით ლექსიკონში ამ გამონათქვამს ასეთი მნიშნვნელობები ეძლევა: საუკუნითგან მიუკუნისადმდე, საუკუნეთა საუკუნეთესა (ამაღ.) - ყოველთვის; უკუნითი უკუნისამდე (ძვ.) – 1) ყოველთვის, სამუდამოდ, სამარადისოდ; 2) (უარყ. წინადად.-ში) არასოდეს (Кузнецов С.А. Большой толковый словарь русского языка. СПб., 2000. С.116). ჩვენ ვხედავთ, რომ გამოთქმას უკუნითი უკუნისამდე რუსულ ენაში (ასევე ქართულშიც - "აპოკ." რედ.) გააჩნია ცალსახა განმარტება: ყოველთვის, მუდმივად, სამუდამოდ, სამარადისოდ, ანუ უსასრულოდ, ისევე როგორც გამოთქმებს: საუკუნითგან მიუკუნისადმდე, უკუნითი უკუნისამდე.
 
1. ახლა განვიხილოთ ამ გამოთმის გამოყენება წმიდა წერილში: შენ გაქებენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ (ლოცვა მანასესი) (2 ნეშტთა 36:23) (თარგმნილია ბერძნულიდან, ებრაულ ტექსტში ეს მუხლი არ არის - "აპოკ". რედ. იხ. https://azbyka.ru/biblia/?2Chron.36:23&c~r&rus). აქ გამოთქმა "უკუნითი უკუნისამდე" ცალსახად და უეჭველად ნიშნავს უსასრულობას.
 
2. "ხოლო მე, ვითარცა ზეთისხილი ნაყოფიერი სახლსა ღმრთისასა, ვესავ მე წყალობასა ღმრთისასა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე" (ფსალმ. 51:10). ბერძნულ ტექსტშია: εἰς τὸν αἰῶνα καἰ εἰς τὸν αἰῶνα τοῦ αἰῶνοςუკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. თავისთავად ეს გამოთქმა ბერძნულშიც და რუსულშიც (მ. შ. ქართულშიც - "აპოკ." რედ.) უშვებს მხოლოდ ერთ გაგებას - უსასრულობას, მარადიულობას. მაგრამ თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, უეჭველად, ფსალმუნთმგალობელს გააჩნდა ღმრთის წყალობისადმი სასოება არა მარტო მთელი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, არამედ უსასრულოდაც. საკმაოდ უცნაური იქნებოდა მორწმუნე ადამიანისთვის, მითუმეტეს ღმრთის მართლისთვის, უფლისადმი წყალობა მხოლოდ ამ წუთისოფელში ჰქონოდა (ამ დროებით ცხოვრებაში). ამას ადასტურებენ წმიდა მამათა განმარტებებიც.
 
ექვთიმე ზიგაბენი 51-ე ფსალმუნის ამ ადგილის განმარტებაში იმოწმებს ნეტ. თეოდორიტე კვირელს, რომელიც ლაპარაკობს ღმრთისადმი სასოებაზე, როგორც აქ, წუთისოფელში, ასევე იქ, უსასრულო ცხოვრებაშიც. თვით ექვთიმე ზიგაბენი, რომელმაც თავისი განმარტებები მრავალ წმიდა მამათა განმარტებების საფუძველზე შეადგინა, ამ ადგილს ასე განმარტავს: "... უფლის წყალობას მეიმედება არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც (Евфимий Зигабен. Толковая Псалтирь. Псалом 51. URL: https://azbyka.ru/otechnik/Evfimij_Zigaben/tolkovaja-psaltir/51). ამრიგად, წმიდა წერილის ეს ადგილი ცალსახად მეტყველებს დავითის სურვილზე სასოებდეს უფლის წყალობას უსასრულოდ, სწორედ ამაზე მიანიშნებენ სიტყვები უკუნითი უკუნისამდე.
 
3. "რამეთუ დღე სასჯელისა არს უფლისა და წელიწადი კუალად-გებისა საშჯელისა სიონისა წარმოდგა. და გარდაიქცენ ჴევნებნი მისნი ფისად და ქუეყანა მისი წუნწუბას. და იყოს ქუეყანა მისი, ვითარცა ფისი მგზებარე  ღამე და დღე, და არ დაშრტეს საუკუნესა ჟამსა. და აღვიდეს კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს" (ესაია 34:8-10). სეპტუაგინტის ბერძნულ ტექსტში აქ ნაცვლად "უკუნითი უკუნისამდე" მოცემულია: εἰς χρόνον πολύνსაუკუნესა ჟამსა. რუსულად - на долгое время. ეს არის რუსული თარგმანის უზუსტობა, ამიტომ წმიდა წერილის ამ ადგილს არ განვიხილავთ. მაგრამ არცთუ უინტერესი იქნება ყურადღება მივაქციოთ სხვა სიტყვას წმიდა წერილის ამ ადგილას: "და აღვიდეს კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს" (რუსულშია: "вечно будет восходить дым ее"). ბერძნულ ტექსტშია: εἰς τὸν αἰῶνα χρόνονსაუკუნოდ. ეს გამოთქმა თავისი აზრით უკვე მიანიშნებს უსასრულობაზე. განვიხილოთ, როგორ ესმოდათ ეს ადგილი წმიდა მამებს.
 
ნეტ. იერონიმე, ამ თავის განმარტებაში, კერძოდ 1-7 მუხლების კომენტირებისას წერს: "იერუსალიმის დანგრევის შემდეგ... ლაპარაკია ყველა ტომის დაღუპვასა და სამყაროს აღსასრულზე, რომელიც იქნება განკითხვის დღეს (Иероним Стридонский, блж. Библиотека творений святых отцов и учителей Церкви западных, издаваемая при Киевской Духовной Академии. Книга 15. Творения блаженного Иеронима Стридонского. Часть 8. Киев, 1882. С.90). ... რათა დემონთა დასჯის შემდეგ დასჯილნი იქნენ ადამიანთა სულებიც (იქვე. გვ. 92). შემდეგ, ჩვენ მიერ მოტანილ მუხლებში, დაწყებული მე-8 მუხლიდან: ის, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაუწყები იყო იერუსალიმთან დაკავშირებით და რომ, იუდეველთა აზრით, ნათქვამი იყო რომის სახელმწიფოზე, ზოგიერთები განაკუთვნებენ სამყაროს, რათა უთანხმოებაში არ იყონ წინამორბედებთან" (იქვე. გვ. 96). ნეტ. იერონიმე მიიჩნევს, რომ წმიდა წერილის ამ ადგილას ლაპარაკია არა მარტო მიწიერი ისტორიის დროებით მოვლენებზე, არამედ საშინელ სამსჯავორზეც და დასჯაზეც უსაზღვრო მარადისობაში.
 
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "მართალია ის გამოხატავს ედომელთა უმძიმეს გაჭირვებას, მრავალნი მიიჩნევდნენ, რომ ეს ითქვა უკანასკნელ სამსჯავროზე, რადგან, ამბობენ, აქ კუპრსა და გოგირდში მარადიული სასჯელი იგულისხმება, როგორც ამატებს: "არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე" (იხ. ეს. 34:9-10) (Иоанн Златоуст, свт. Т.6. Ч.1. Толкование на Исаию. Глава 34. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolkovanie-na-proroka-isajju/34).
 
როგორც ვხედავთ, ოქროპირს გამოთქმა (εἰς τὸν αἰῶνα χρόνον) "საუკუნესა ჟამსა" უსასრულობის აზრით ესმის, რადგან სასჯელი არის ჩაუქრობელი: "არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე" (გამოთქმებს "არც დღე და არც ღამე" ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ). სწორედ ამ სიტყვების გამო განაკუთვნებს ის წერილის ამ მონაკვეთში აღწერილს არა მარტო პალესტინის ისტორიულ მოვლენებს, არამედ უკანასკნელ სამსჯავროს და დროის მიღმა არსებულ მარადისობას. ამიტომაც წინასწარმეტყველი ესაია, ოქროპირის მიხედვით, აქ ამბობს, რომ კუპრი, გოგირდი და უკუნითი სასჯელი სამარადისოდ არ ჩაქრება, ანუ ეს სასჯელი არასოდეს დასრულდება.
 
ა. პ. ლოპუხინი ერთგვარად აჯამებს ამ განმარტებებს: "წინასწარმეტყველი 34-ე თავში ლაპარაკობს სამყაროს აღსასრულზე, მაგრამ ამ უკანასკნელი კატასტროფის სურათს მოსავს სიმბოლოებით, რომლებიც აღებულია მისი თანამედროვე ცხოვრებიდან, ასე რომ უკანასკნელი საობლოო სამსჯავრო სამყაროზე მასთან დედამიწის ერთი კონკრეტული ნაგლეჯის (ედომის) სამსჯავროს ხასიათს იღებს" (Лопухин А.П. Толковая Библия. Книга пророка Исайи. Глава 34. URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_28/34).
 
ამ ციტატაზე ჩვენ შევჩერდით ორი მიზეზით:
 
1) წმიდა წერილის ეს ადგილი ეხმიანება იოანეს გამოცხადების მსგავს ადგილს, სადაც ლაპარაკია ცოდვილთა უსასრულო ტანჯვაზე (გამოცხ. 21:8) და ასევე გვხვდება სიტყვათშეხამება დღე და ღამე (მას ჩვენ განვიხილავთ ქვემოთ).
 
2) წმიდა წერილის ეს ადგილი გვაძლევს ნიმუშს იმისა, როდესაც მიწიერი და დროებითი მოვლენების სახით ძველი აღთქმის მწერლები გვიჩვენებდნენ საყოველთაო სამსჯავროს და ცოდვილთა დასჯას საშინელი სამსჯავროს შემდეგ, რასაც ქვემოთაც ვნახავთ.
 
ახლა კვლავ დავუბრუნდეთ წმიდა წერილის გამოთქმის უკუნითი უკუნისამდე.
 
4. "უფალი იხსნის ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე" (ეს. 45:17). ბერძნულ ტექსტში აქ დგას სხვა გამოთქმა ἕως τοῦ αἰῶνος - უკუნისამდე, ამიტომ ჩვენ ამოვრიცხავთ ამ ადგილს განხილვიდან.
 
5. "ვითარმედ ყოველნი ერნი ვიდოდიან - თითოეული გზასა თჳსსა, ხოლო ჩუენ ვიდოდით სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა საუკუნოდ და მიერ კერძო" (მიქა. 4:5). აქ ბერძნულ ტექსტში მოცემულია არა უკუნითი უკუნისამდე, არამედ გამოთქმა εἰς τὸν αἰῶναსაუკუნოდ, რომელიც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ და, რომელიც ნიშნავს არა უსასრულობას, არამედ დიდი ხანგრძლივობის დროებას, ამიტომ ამ ადგილსაც ამოვიღებთ განხილვიდან.
 
გარდა განხილული ხუთი ციტატისა, წმიდა წერილში გამოთქმა უკუნითი უკუნისამდე კიდევ გამოიყენება მაშინ, როდესაც ღმერთს დიდება აღევლინება, მაგალითად: "ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ" (გალატ. 1:5) (იხ. ასევე 1 პეტრ. 4:11; ფლპ. 4:20; 1 ტიმ. 1:17; 2 ტიმ. 4:18; ებრ. 13:21; გამოცხ. 1:6; 5:13; 7:12). გამოთქმის უკუნითი უკუნისამდე აზრი ამ ადგილებში ეჭვსაც კი არ იწვევს, რომ ისინი ცალსახად გულისხმობენ უსასრულობას.
 
ასევე ფრაზა უკუნითი უკუნისამდე გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ლაპარაკია ღმრთის ყოფიერების ხანგრძლივობაზე: "ოცდაოთხი უხუცესი კი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 5:14). ამ გამოთქმის ასეთი გამოყენება მოცემულია წმიდა წერილის შემდეგ ადგილებშიც: გამოცხ. 1:17-18; გამოცხ. 4:9-10; გამოცხ. 10:6).ღმრთის ყოფიერება უსასრულოა, ამიტომაც აქ ეს გამოთქმა უეჭველად უსასრულობასვე გულისხმობს. იგივე უნდა ითქვას სიტყვებზეც: "... მისი მონები მოემსახურებიან მას. ... და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 22:3-5). მარადისობა, ანუ სხვანაირად ღმრთის მონათა უსასრულო მსახურება ზეციურ დაუსრულებელ სამეფოში, ასევე არანაირ ეჭვს არ იწვევს.
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ გამოთქმა εἰς τούς αἰῶνας τῶν αἰώνων - უკუნითი უკუნისამდე - წმიდა წერილში მისი გამოყენების ყველა შემთხვევაში, ასევე თავისი საკუთარი ლექსიკური მნიშვნელობითაც, ტექსტში გამოყენების აზრითაც, და წმიდა მამათა განმარტებების მიხედვითაც, ცალსახად და უეჭველად, როგორც რუსულ, ასევე ბერძნულ ენებში ნიშნავს უსასრულობას. და არ არსებობს არც ერთი შემთხვევა მისი გამოყენებისა ხანგრძლივი, მაგრამ არა უსასრულო დროის გამოყენების მიმართებით.
 
ამიტომაც შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ წმიდა წერილის ადგილებშიც, სადაც ეს გამოთქმა გამოიყენება ცოდვილთა ტანჯვის აღსანიშნად, ასევე ცალსახად და უეჭველად გამოხატავს უსასრულობას.
 
"კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (გამოცხ. 14:11).
   
"განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი. ... და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 19:3).
 
"ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 20:10).
 
უკანასკნელი ეჭვიც რომ გავაქარვოთ (თუკი ვინმეს ასეთი აზრი გაუჩნდება), მოვიტანთ წმიდა მამათა განმარტებას პირველ დამოწმებულ ციტატაზე (გამოცხ. 14:9-11).
 
ანდრია კესარიელი წერს: "წამების კვამლი გულისხმობს ან ცეცხლიდან ავარდნილ კვამლს, რომლითაც უკეთურნი ისჯებიან, ან კიდევ დაბლიდან ამომავალ ტანჯულთა ცრემლიან სულთქმას. ხოლო "ავა უკუნითი უკუნისამდე" - ეს ნიშნავს, რომ ცოდვილთა ტანჯვას არა აქვს დასასრული, ისევე როგორც არც მართალთა მარადიულ ნეტარებას" (Андрей Кесарийский, свт. Толкование на Апокалипсис Святого Иоанна Богослова. http://magister.msk. ru/library/bible/comment/andreyk/andrk001.htm).
 
ზუსტად ასე ესმის ეს ადგილი არქიეპისკოპოს ამბერკისაც (ტაუშევი): "... ასეთი იქნება ეშმაკისა და მისი მსახურების, ანტიქრისტესა და ცრუწინასწარმეტყველის ხვედრი: ისინი განწირულნი იქნებიან უსასრულო ჯოჯოხეთური ტანჯვისთვის" (Аверкий (Таушев), архиеп. Апокалипсис. Часть 2. URL: https://azbyka.ru/otechnik/Averkij_Taushev/apokalipsis-ili-otkrovenie-svjatogo-ioanna-bogoslova/).
 
ჩვენ მიერ განხილული გამოთქმის უკუნითი უკუნისამდეს-ს გარდა, საინტერესოა კიდევ შევჩერდეთ ამ თავში დამოწმებულ მე-3 ციტატაზე (ეს. 34:8-10), სადაც მოტანილია გამოთქმა დღე და ღამე.


3. გამოთქმა "დღე და ღამე"

წინა თავში მოტანილი ციტატების გარდა, გამოთქმა დღე და ღამე გვხვდება იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში: "და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 21:10). მაგრამ გამოცხადებაში კიდევ ნათქვამია: "უკვე აღარ იქნება დრო" (გამოცხ. 10:6). და კიდევ: "ღამე კი არასოდეს იქნება იქ" (გამოცხ. 21:25). მაშ, რაღას ნიშნავს სიტყვები "დღე და ღამე" ? როგორც ანდრია კესარიელი წერს: "... მომავალ საუკუნეში დრო უკვე აღარ იქნება, როდესაც განქარდება ის დრო, რომელიც მზით აითვლება, არამედ დადგება მარადიული სიცოცხლე, მიუწვდომელი დრო-ჟამობრივი ათვლისთვის". და კიდევ: "იქ მხოლოდ დღე იქნება, და არა ღამე, რადგან ღამე იქნება მხოლოდ ცოდვილთათვის" (ანდრია კესარიელი. აპოკალიფსისის განმარტება. http://magister.msk.ru/library/bible/comment/andreyk/andrk001.htm). და კიდევ: "დღე და ღამე ნახსენებია არა იმიტომ, რომ მომავალი საუკუნის დინება მზით გაიზომება და ცოდვილებს მაშინ არ ექნებათ მოსვენება, არამედ ან დღევანდელი ჩვეულებისამებრ არის ნათქვამი დღეებით და ღამეებით, ან კიდევ იმიტომ, რომ დღე აღნიშნავს წმინდანთა მარადიულ სიცოცხლეს, ხოლო ღამე - ცოდვილთა ტანჯვას..." (Андрей Кесарийский, прп. Толкование на Апокалипсис Святого Иоанна Богослова) (იქვე).
 
წმიდა მამის ამ სიტყვებში ჩვენ ვხედავთ დღისა და ღამის კიდევ ერთ განმარტებას, რომელიც საშინელი სამსჯავროს შემდეგ ცოდვილთა დაუსრულებელ ტანჯვას ადასტურებს. ამის შემდეგ, მომავალ საუკუნეში, ცოდვილთათვის დადგება ღამე, როდესაც დრო უკვე აღარ იქნება, ანუ დადგება დროისმიღმიერი, უსასრულო ღამე, როგორც ნათქვამია შემდეგ: "უკუნითი უკუნისამდე". მართალთათვის კი დადგება დროისმიღმიერი, მარადიული დღე.
 
აი რას წარს აპოკალიფსისის ამ ადგილის (გამოცხ. 21:23-25) განმარტებაში არქიეპისკოპოპსი ამბერკი (ტაუშევი): "... მიწიერ ეკლესიაში სიკეთე შეეწყობა ბოროტებას და ღვარძლი ხორბალთან ერთად იზრდება, მაგრამ ზეციურ ეკლესიაში დედამიწის ყველა ხალხისგან შეიკრიბება მხოლოდ კეთილი, სუფთა და წმინდა. ხოლო ყოველი ბოროტება, ბილწი და უწმინდური, რომელიც მთელი მსოფლიო ისტორიის განმავლობაში დაგროვა, აქედან გამოიყოფა და ჩაიღვრება ერთ აყროლებულ წყალსაცავში, რომლის უწმიდურება არანაირად შეეხება ნეტარ არსებათა საკვირველ სავანეებს" (Аверкий (Таушев), архиеп. Апокалипсис. Часть 2. URL: https://azbyka.ru/otechnik/Averkij_Taushev/apokalipsis-ili-otkrovenie-svjatogo-ioanna-bogoslova).
 
გამოთქმა "დღე და ღამე" ეხმიანება სხვა გამოთქმას: "მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი" (ესაია 66:23). ეს წინასწარმეტყველება ახალაღთქმისეულ ეკლესიასთან მიმართებაში აღსრულდა იუდეველებზე, რომლებიც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნდნენ. ღირ. ეფრემ ასურელი სიტყვებს "ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე" განმარტავს მუდმივობისა და უწყვეტობის თვალსაზრისით (Ефрем Сирин,прп. Творения. Том 3. Толкование на книгу пророка Исаии. Глава 66. URL: https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-knigu-proroka-isaii/66).
 
ა. პ. ლოპუხინი თავის "განმარტებით ბიბლიაში"ს ამ წინასწარმეტყველებას ახალაღთქმისეულ ეკლესიასაც განაკუთვნებს და ის ესმის მარადისობის, მუდმივობის, უწყვეტობის თვალსაზრისით: "ამ მსახურების მარადიულობისა და უწყვეტობის მაჩვენებლებად აღებულია ორი ყველაზე მყარი და ტიპიური ძველაღთქმისეულ ინსტიტუტი: "ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე..." (Лопухин А. П. Толковая Библия, или комментарий на все книги Священного Писания Ветхого и Нового Заветов. Книга пророка Исаии. URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_28).
 
წმიდა მამების მიერ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა ამგვარი გაგების ნიმუში, როდესაც ერთი და იგივე წინასწარმეტყველება ეხება დროებით მიწიერ მოვლენებს, და ჯამთა აღსასრულის დროებას, საშინელ სამსჯავროს და უსასრულო მიგებას მომავალ ცხოვრებაში, ჩვენ წინა თავშიც ვნახეთ. აი რას წერს კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტი ესაია წინასწარმეტყველის შესახებ დაწერილ წიგნში: "... მეორე ნაწილი მოიცავს თავებს აშკარა ესქატოლოგიური შინაარსით (ეს. 40-62; 65-66), რომ ის არა მარტო სრულიად სამართლიანად იწოდება ძველაღთქმისეულ აპოკალიფსისად, არამედ შეესაბამება ახალაღთქმისეულ სწავლებას სამყაროს აღსასრულის შესახებ, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაშია გადმოცემული (Климент (Капалин), митр. Калужский и Боровский. Эсхатология в книге пророка Исаии. http://www.patriarchia.ru/db/text/57444.html)Ю
 
ამიტომაც, თუკი ესაიას ამ წინასწარმეტყველებებს მომავალ საუკუნესთან კავშირში განვიხილავთ, როდესაც, დრო, თვეები, დღეები და ღამეები ღმრთის სასუფეველში უკვე აღარ იქნება, ანუ არ იქნება დროის 24 საათობრივი და თვეობრივი ათვლები, მაშინ სიტყვები "ახალი მთვარიდან ახალ მთვარემდე, შაბათიდან შაბათამდე" ნიშნავს: მარადიულას, მუდმივად, უწყვეტად. აქ ავტომატურად ამოტივტივდება ანალოგია - ზუსტად ასევე უნდა გავიგოთ სიტყვები: "დღე და ღამე", ანუ მარადის, მუდმივად, უწყვეტად. გამოთქმის "დღე და ღამე" მნიშვნელობა რუსულ ენაში ემთხვევა ისეთი ცნებას, როგორიცაა: ყოველდროულად, უწყვეტად (Кузнецов С. A. Большой толковый словарь русского языка. – СПб., 2000.-С. 251). სინონიმთა ლექსიკონის მიხედვითაც დღითა და ღამით, ანუ მარადიულად, მუდმივად, ყოველთვის. კუზნეცოვის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვითაც დღე-ღამისეულად ნიშნავს უწყვეტად, ყოველთვის, დღითა და ღამით (Кузнецов С. A. Большой толковый словарь русского языка – СПб 2000. – С. 250). ამიტომაც, როდესაც ითქმება, რომ ეშმაკი და მისი მომხრენი "ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 20:10), ეს გამოთქმის "უკუნითი უკუნისამდე" -ს გაძლიერებაა და ნიშნავს: მუდმივად, უწყვეტად, მარადიულად, ანუ უსასრულოდ.
 
კიდევ ერთხელ დავიმოწმოთ წინასწარმეტყველ ესაიას ციტატა წინა თავიდან: "რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის. მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება. არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ" (ეს. 34:8-10). გამოთქმა "არც დღე, არც ღამე" ნიშნავს იგივეს, რაც: განუწყვტლად, მუდმივად, მთელი დღე-ღამის განმავლობაში (Фразеологический словарь. http://www.otrezal.ru/phraseological_dictionary/798.html).
 
როგორც ამ თავში მოტანილი მაგალითებიდან, ეს წინასწარმეტყვეელბა ეხება, როგორც მიწიერი ისტორიის დროებით პერიოდს, ასევე საყოველთაო საშინელ სამსჯავროს და მარადისობას. ასე მიაჩნდათ ნეტ. იერონიმეს, წმ. იოანე ოქროპირს. ასე განმარტავდნენ ა. პ. ლოპუხინი (იხ. წინა თავი). წმ. იოანე ოქროპირის ამ შემთხვევაში სასჯელს "მარადიულად დღე და ღამე" განმარტავს, როგორც ჩაუცხრომელს, ანუ უსასრულოს, დაუმთავრებელს, რადგან ის არ ქვრება არც ღამე და არც დღე, ანუ არ შეწყდება: "მართალია ის გამოხატავს ედომელთა უმძიმეს გაჭირვებას, მრავალნი მიიჩნევდნენ, რომ ეს ითქვა უკანასკნელ სამსჯავროზე, რადგან, ამბობენ, აქ კუპრსა და გოგირდში მარადიული სასჯელი იგულისხმება, როგორც ამატებს: "არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე" (იხ. ეს. 34:9-10) (Иоанн Златоуст, свт. Т.6. Ч.1. Толкование на Исаию. Глава 34. https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolkovanie-na-proroka-isajju/34).
 
ეს არის კიდევ ერთი წმიდა მამებისეული დასტური იმისა, რომ გამოთქმა "დღე და ღამე" აქ ნიშნავს მუდმივობას, უწყვეტობას, უსასრულოდ ჩაუქრობელ სასჯელთ.
 
ამრიგად, ჩვენ ვხედავთ აქ ტერმინ "დღისა და ღამის" ორ მნიშვნელობას, ერთ შემთხვევაში ის ნიშნავს უსასრულო დღეს მართალთათვის და უსასრულო ღამეს ცოდვილთათვის, მეორე შემთხვევაში კი გამოხატავს - მუდმივობას და ცოდვილთა შეუწყვეტელ ტანჯვას.


4. გამოთქმა "მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება"
 
ესაიას წინასწარმეტყველებაში, რომლის განხილვა წინა ორ თავში დავიწყეთ, არის კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც აბსოლუტურად ადასტურებს ცოდვილთა უსასრულო ტანჯვას: "რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება" (ესაია 66:24). საყოველთაო ცხონების (აპოკატასტასისის) სწავლების მომხრეები ცდილობენ გეენიის ცეცხლის უსასრულობა გამოჰყონ მასში ცოდვილთა ტანჯვისგან და ავითარებენ ვარაუდს, რომ ჯოჯოხეთში მატლი არ მოკვდება და ცეცხლი არ ჩაქრება, ისინი უსასრულოდ იქნებიან, მაგრამ მაშინ ჯოჯოხეთში უკვე აღარავინ იქნება, რამეთუ უფალი ყველას შეიწყალებს.
 
წინასწარმეტყველ ესაიას ამ გამოთქმას ყურადღებით თუ წავიკითხავთ, გასაგები გახდება, რომ ეს ასე არ არის: "მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება" (ესაია 66:24). სრულიად ნათელია, რომ მატლი და ცეცხლი - ეს ტანჯვის ერთგვარი სახეებია. ანუ მათ ტანჯვას არ ექნება დასასრული. ამბობენ, რომ ესაიას წინასწარმეტყველება ძველაღთქმისეულ დროებას ეხება, და, როგორც ზემოთ ვაჩვენებთ, ისინი ეხებიან ახალაღთქმისეულ ისტორიასაც, უკანასკნელ ჟამსა და საშინელ სამსჯავროს (Творения иже во святых отца нашего Василия Великого архиепископа Кесарии Каппадокийской. Ч. II. – М., 1993. С. 104. https://azbyka.ru/otechnik/assets/uploads/books/15869/svt_Vasiliy_Velikiy_2.pdf) (Климент (Капалин), митр. Калужский и Боровский. Эсхатология в книге пророка Исаии. URL: http://www.patriarchia.ru/db/text/57444.html):
 
"ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს" (ესაია 66:16). რის შემდეგაც უკვე იქნება ახალი სამყარო: "ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე" (ესაია 66:22), ხოლო "შემცოდე ხალხის გვამების... მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება" (ესაია 66:24).
 
ნეტარი იერონიმე, წმიდა წერილის ამ ადგილის განმარტებისას, ახსენებს მათაც, ვინც ფიქრობდა, რომ ცოდვილთა ტანჯვა ხანგრძლივი დროის შემდეგ შეწყდებოდა. მას მოჰყავს საკუთარი აზრი: "ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ერთი... როგორც დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ ეშმაკის და ყველა უარყოფილისა და უკეთურის ტანჯვა, რომლებიც თავიანთ გულებში ამბობდნენ "არა არს ღმერთი" (ფსალმ. 13:1), მარადიული იქნება, ასევე ვფიქრობთ, რომ მსჯავრი, რომელსაც უფალი გამოიტანს ცოდვილთა, თუმცა არა უკეთურთა მიმართ, რომლებიც ქრისტიანებად დარჩნენ ... არ იქნება იმდენად მკაცრი" (Библиотека творений святых отцов и учителей Церкви западных, издаваемая при Киевской Духовной Академии. Книга 16. Творения блаженного Иеронима Стридонского. Часть 9. – Киев, 1883. – С. 261).
 
ამ წინადადების შინაარსიდან გამომდინარე იერონიმე დარწმუნებულია ეშმაკის, ასევე ყველა უარყოფილისა და უკეთურის უსასრულო ტანჯვაში, რადგან გამოთქვამს აზრს, რომელიც განსხვავდება იმ შეხედულებისგან, რომლის მიხედვითაც ცოდვილთა ტანჯვა დასრულდება. მხოლოდ ცოდვილ ქრისტიანთა მიმართ გამოხატავს ის ერთგვარ იმედს, რომ მათდამი განაჩენი არ იქნებაო ესოდენ მკაცრი. და კიდევ უფრო ზემოთ ის წერს: "იმაში მდგომარეობს ცოდვილთა ტანჯვა, რომ უხრწნელ სხეულში ისინი განიცდიან მარადიულ სასჯელს" (იქვე. გვ. 212). ამასთან ნეტ. იერონიმე იმოწმებს იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისის 20-ე თავს, რომელშიც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ლაპარაკია სწორედ უსასრულო ტანჯვაზე უკუნითი უკუნისამდე (მისი ციტატა კიდევ იხ. პ. 2.1-ში).
 
ა. პ. ლოპუხინი ესაიას წინასწარმეტყველების ჩვენს მიერ განხილვად ადგილთან (ეს. 66:22-24) დაკავშირებით წერს: "ეს სახე გადავიდა ახალაღთქმისეულ მსოფლმხედველობაშიც" (მარკ. 9:44) (Лопухин А. П. Толковая Библия. Книга пророка Исаии. Глава 66. URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_28/66).
 
ახალ აღთქმაში ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ, სიყვარულის წყარომ, რომელიც მან აჩვენა არა მარტო სიტყვებით, არამედ ჩვენ გამო ჯვარზე ნებაყოფლობითი ტანჯვით, გაიმეორა ესაიას ეს წინასწარმეტყველება, მაგრამ უკვე როგორც საკუთარი საღმრთო განსაზღვრება მოუნანიებელ ცოდვილთა გამო: ისინი წავლენ "... გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი" (მარკოზი 9:44, 48). ამ საღმრთო განაჩენში კვლავ ვხედავთ, რომ ცოდვილთა ტანჯვას არ ექნება დასასრული.
 
აი რას წერს წმ. მაქსიმე აღმსარებელი: "... მარცხნივ მდგომარენი დაიმკვიდრებენ მარადიულ ცეცხლს, და გარესკნელის ბნელს, დაუძინებელ მატლს და კბილთა ღრჭენას, უწყვეტ ტირილს და უსასრულო სირცხვილს, რომლისგანაც ყოველი სამარადისოდ განკითხული უსარულოდ დაიტანჯება, ვიდრე სხვა სასჯელთაგან ერთად აღებული. ამ სახელითაც და არსითაც ჭეშმარიტად საშინელ საგნებს არასოდეს დაივიწყებს ის, ვინც სწუხს ღმრთისადმი" (Максим Исповедник, прп. Письма. – СПб., 2007. – С. 103–104. URL: https://azbyka.ru/otechnik/Maksim_Ispovednik/pisma/).
 
შეიძლებოდა კიდევ გამოკვეკვლია წერილი, მაგრამ დამოწმებული მაგალითები უკვე საკმარისია იმისთვის, რათა გავაკეთოთ მყარი დასკვნა: წმიდა წერილში არსებობს უეჭველი და ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ ცოდვილთა ტანჯვას არ ექნება დასასრული.
 
ახლა კი განვიხილოთ წმიდა წერილის სიტყვები და გამონათქვამები, რომელთაც საყოველთაო ცხონების (აპოკატასტასისის) მომხრეები აფუძნებენ თავიანთ თვალსაზრისს.
საყოველთაო განახლება
5. სიტყვები "მთლიანად", "ყველა"

სანიმუშოდ მოვიტანოთ შემდეგი ციტატა წერილიდან: რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, ... როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო, ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს (რომ. 11:25-32).
 
მართლაც, ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ლაპარაკია საერთოდ ყველა ადამიანის ცხონებაზე. დასაწყისისთვის უნდა განვიხილოთ სიტყვა მთელის მნიშვნელობა და გამოყენება რუსულ და ბერძნულ ენებში.
 
 
5.1. სიტყვა მთელი
 
განმარტებით ლექსიკონებში სიტყვა მთელი მისი ძირითადი მნიშვნელობის გარდა, რაც გულისხმობს მთლიანს, სრულს, უნაკლოს (Ушаков Д.Н. Толковый словарь современного русского языка. -М., 2013.-С. 56), მას ასევე გააჩნია რამოდენიმე მნიშვნელობა, მათ შორის ის, რაც ნაღდად გვაქვს (то, что имеется наличное) (Ожегов С. И. Словарь русского языка: 70 000 слов/ под ред. Н. Ю. Шведовой. – 21 изд. – М., 1989. – С. 81.). ეს უკანასკნელი ნიშნავს არა ყველაფერს საზოგადოდ, არამედ მხოლოდ ჩვენს ხელთ არსებულს.
 
ბერძნულ ენაში: πᾶς, πᾶσα, πᾶν – მთელი, მთლიანი, ყოველი (Вейсман А.Д. Греческо-русский словарь. – СПб., 1899. – С. 960); არტიკლით: τό παν მთლიანი, მთავარი; τα πάντα – ყოველივე, სამყარო (იქვე. გვ. 961). ანუ ბერძნულ ენაშიც არსებობს ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობა, რომელიც აღნიშნავს არა სავსებითს (всецелое), არამედ მხოლოდ მთავარს (главное).
 
რომაელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლეს ტექსტში (რომ. 11:25-32) წერია: πᾶς ᾽Ισραὴλ – მთელი ისრაელი. ვნახოთ როგორ გამოიყენება ეს სიტყვა წმიდა წერილში.
 
იმის შემდეგ, რაც მოციქულმა პეტრემ განკურნა დავრდომილი მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს (საქმე 3:9). აზრი სრულიად გასაგებია, რომ არა საერთოდ მთელი ისრაელი ერი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ტაძარში იმყოფებოდა იმ მომენტში, და ისიც, შესაძლოა, არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ახლო-მახლო იმყოფებოდა და შეეძლო ამის დანახვა (ეს ახლოსაა სიტყვის მეორე ზემოთდამოწმებული მნიშვნელობისა განმარტებითი ლექსიკონების მიხედვით). ასეთივე აზრია შემდეგაც: მთელი ხალხი (πᾶς λαὁς – ბერძნ.) განცვიფრებული მისცვივდა მათ "სოლომონის ბჭესთან" (საქმე 3:11). რა თქმა უნდა, არა მთელი მსოფლიოს ყველა ხალხმა ან მთელმა ისრაელის ერმა მიირბინა სოლომონის ბჭესთან, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლოს იმყოფებოდნენ, ესმოდათ ამის შესახებ და ფიზიკურად შეეძლოთ ამისი გაკეთება.
 
აი მსგავსი ადგილი წერილიდან: ხოლო ფარისევლებმა ერთმანეთს უთხრეს: ხომ ხედავთ, რომ ვერაფერს ვხდებით? აჰა, ქვეყნის ხალხი მიჰყვება მას (იოანე 12:19). მაგრამ იმ დროს ქვეყნის (მსოფლიოს) ხალხთა დიდ უმრავლესობას არაფერი სმენოდა ქრისტეს შესახებ, ანუ ადამიანთა უდიდესმა უმრავლესობამ მთელს მსოფლიოში ჯერაც არაფერი იცოდა ქრისტეს შესახებ. თეოფილაქტე ბულგარელი ამ ადგილის განმარტებისას წერს: "ქვეყანა, ანუ მთელი ხალხი, მისდევდა მას" (Феофилакт Болгарский, блж. Толкование на Евангелие от Иоанна.URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-evangelie-ot-ioanna). მაგრამ ესეც პირობითია, რადგან, როგორც ვიცით, ისრაელის ერის დიდი უმრავლესობა არ მიჰყოლია ქრისტეს, როგორც წინა სიტყვებში წერია რომაელთა მიმართ მიწერილ ზემოთდამოწმებულ ეპისტოლეში: ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. ... ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. ... რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული (რომ. 11:1-7). დარჩა მხოლოდ ნატამალი, და წყალობა მიიღეს მხოლოდ რჩეულებმა, დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული. ამიტომაც ყველა ადამიანი, მთელი ქვეყანა, რომ მიჰყვება ქრისტეს, წმიდა წერილის ამ ადგილში უნდა გავიგოთ ისე, რომ ესენი იყვნენ ისრაელის საზოგადოების ყველა ფენის ან ისრაელის ყველა კუთხის წარმომადგენლები, რომლებიც მაშინ მიჰყვნენ ქრისტეს. ხოლო რაოდენობრივი თვალსაზრისით, ადამიანთა მთელ სამყაროსთან ან თუნდაც მთელ ისრაელთან მიმართებაში, ეს იყო სრულიად მცირე ნაწილი.
 
კიდევ ციტატა: როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესუ, ... გაიხსნენ ცანი (ლუკა 3:21-22). რა კარგი იქნებოდა, მაშინ მსოფლიოს ყველა ხალხი რომ მონათლულიყო, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ისრაელის მთელი ერი მაინც! მაგრამ, როგორც ვიცით, ეს ასე როდი მოხდა. აქ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია მხოლოდ იმათზე, ვინც მაშინ იოანე ნათლისმცემელთან ერთად იყო, თანაც არა ყველაზე, რადგან დაწერილია: მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან (ლუკა 7:29-30). ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი ამ ადგილის განმარტებისას წერს: "ამრიგად, ყველა ადამიანმა, ვინც ისმია იოანესი, გაამართლეს ღმერთი, ანუ პატივი მიაგეს მას მით, რომ შეიწყნარეს მისი წინასწარმეტყველი. ფარისევლებმა კი არ მიაგეს ღმერთს პატივი, რადგან იოანე არ შეიწყნარეს" (Феофилакт Болгарский, блж. Толкование ни Евангелие от Луки, Глава 7. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-evangelie-ot-luki/7).
 
მაშასადამე, როდესაც სახარებაში ნათქვამია, რომ მოინათლა მთელი ხალხი, იგულისხმებიან მხოლოდ იქ დამსწრე მორწმუნეები, ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან (ლუკა 7:29-30), თუმცა ზოგიერთი მათგანიც ესწრებოდა ამ ამბებს.
 
კიდევ ბევრია მსგავსი ადგილი წმიდა წერილში, სადაც სიტყვა მთელი არ ნიშნავს ყველას გამონაკლისის გარეშე, არამედ ზოგჯერ მხოლოდ იქ მყოფებს აღნიშნავს (მეორე მნიშვნელობა ს. ი. ოჟეგოვის ლექსიკონის მიხედვით), ზოგჯერ კი, როგორც მოტანილი მაგალითებიდან ვხედავთ, ეს სიტყვა იქ დამსწრეთა სრულ რაოდენობასაც კი არ აღნიშნავს, არამედ მთელი იქ მყოფი საზოგადოების უმცირეს ნაწილს.
 
 
5.2. სიტყვა ყველა.
 
ჩვენ მიერ რომაელთა ეპისტოლედან დამოწმებულ მაგალითში (იხ. პ. 5) ორჯერ გვხვდება სისტყვა ყველას (τούς πάντας – ბერძნ.): ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს (რომ. 11:25-32). ბერძნულ ენაში სიტყვა τα πάνταნიშნავს: ყველას, მთელ სამყაროს (Вейсман А.Д. Греческо-русский словарь. – СПб., 1899. С. 461) (ნათ. ბრ. – τούς πάντας – ყველას).
 
სიტყვა ყველა ს. ი. ოჟეგოვის ლექსიკონში ნიშნავს: "სრული შემადგენლობით, გამონაკლისის გარეშე". კუზნეცოვის ლექსიკონში ყველა - ისინია, "ვინც, არის, სრული შემადგენლობით, გამონაკლისის გარეშე". ერთი შეხედვით, საკმაოდ განსაზღვრულად არის ნათქვამი, მხედველობაშია ყველა გამონაკლისის გარეშე. მაგრამ რუსულ ენაში ამ სიტყვის პრაქტიკული გამოყენება აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის.
 
აი, მაგალითად, ფრაზა: "Он всем надоел" ("მან ყველას მოაბეზრა თავი"). აქ ლაპარაკია არა საერთოდ ყველა ადამიანზე, რადგან ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა არც იცნობს ამ პიროვნებას, არამედ მხოლოდ რამოდენიმე მათგანი, რადგან უმეტეს შემთხვევაში მომაბეზრებელ ადამიანებს მაინც რჩებათ ახლობელთა მინიმალური წრე, რომლებთანაც გააჩნიათ ნორმალური ურთიერთობანი.
 
აი კიდევ მაგალითი. თუკი რომელიმე ქალაქში არის რომელიმე სასწავლო საგნის მხოლოდ ერთი მასწავლებელი, მაშინ ფრაზა: "ყველანი ამ ქალაქში ამ საგანს მასთან სწავლობენ", - ნიშნავს არა იმას, რომ საერთოდ ამ ქალაქის ყველა მცხოვრები მასთან სწავლობს, რადგან ადამიანთა უმეტეს ნაწილს ამ ქალაქში არც კი უფიქრია კონკრეტული საგნის შესწავლა. არამედ ნიშნავს იმას, რომ ვერავინ ამ ქალაქში ამ საგანს მის გარეშე ვერ აითვისებს.
 
განვიხილოთ მაგალითები წმიდა წერილიდან: ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა (საქმე 3:18). მაგრამ, როგორც ვიცით, ყველა წინასწარმეტყველს არ ულაპარაკია ქრისტეზე, მის ტანჯვაზე კი მხოლოდ ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა, უმცირესნი. ა. პ. ლოპუხინი ამ ადგილს ასე განმარტავს: "მართალია, ყველა წინასწარმეტყველი როდი წინასწარმეტყველებდა ქრისტეს ვნებებზე, მაგრამ მოციქული მათზე ასე ლაპარაკობს იმიტომ, რომ ძირითადად ებრაული წინასწარმეტყველების პუნქტს სწორედ ქრისტე მესია წარმოადგენდა" (Лопухин А. П. Толковая Библия. Глава III. URL: URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_55/3).
 
კიდევ მაგალითი: და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს მისი ყოველი საქმისგან (ებრ. 4:4). მაგრამ თუკი ღმერთმა დაასრულა მისი ყოველი საქმე, მაშინ როგორ ამბობს ქრისტე: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი (იოანე 5:17)? აი რას წერს ზიგაბენი: "ღმერთში ჩვენ ვიცით ორგვარი ღვაწლი: ერთი ეხება მთელი სამყაროს შექმნას დასაბამში, ხოლო მეორე - განგებულებას და მის დაცვას. რაც შეეხება პირველს, ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან; ხოლო, რაც შეეხება მეორეს, ის ყოველთვის იღვწის, მართავს ქმნილებებს, ზრუნავს მათზე და იცავს".
 
შემდეგ ამის დასტურად ექვთიმე ზიგაბენს მოჰყავს ღირ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტება: "დააწესა რა ერთხელ და სამუდამოდ ყოფიერებისა და ყოველი არსებულის ბუნების კანონები, ღმერთი დღემდე იღვწის, რადგან არა მარტო იცავს ყოფიერებაში ყველა საგანს, არამედ ქმნის მათი ძალისთვის დამახასიათებელ ახალ ნაწილებს" (Евфимий Зигабен. Толкование Евангелия от Иоанна. Глава 5. URL: https://azbyka.ru/otechnik/Evfimij_Zigaben/tolkovanie-evangelija-ot-ioanna/5). ამრიგად, ჩვენ ვხედავთ, რომ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ამ ნაწყვეტში სიტყვა ყველა არ ნიშნავს საზოგადოდ ღმრთის ყველა საქმეს, არამედ მხოლოდ სამყაროს შექმნას.
 
მოტანილი მაგალითები აჩვენებენ, რომ სიტყვა ყველა (ყველას) წმიდა წერილშიც და ჩვეულებრივ გამოყენებაშიც ყოველთვის არ ნიშნავს ყველას საზოგადოდ, არამედ მხოლოდ მის ცალკეულ ნაწილს, ზოგჯერ კი საერთოდ უმცირეს ნაწილსაც. ამიტომაც, როდესაც წერილის ზოგიერთ ადგილას ნათქვამია ყველა ადამიანის გადარჩენაზე, ეს სულაც არ მეტყველებს საერთოდ, საზოგადოდ ყველა ადამიანის ცხონებაზე. სწორი გაგებისთვის აუცილებელია ამ ადგილების შეთანხმება წერილის სხვა ნაწილებთან და ღვთითშთაგონებულ მამათა განმარტებებთან.
 
როგორც უკვე ზემოთ ვაჩვენეთ, წმიდა წერილში არის ცალსახა გამონათქვამები, რომლებიც ცოდვილთა უსასრულო ტანჯვაზე მეტყველებენ, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით (საქმე 3:21). ღმერთი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია უსამართლობას ამბობდეს და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს: იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა მართალს, ძალმოსილს? (იობი 34:17). ამიტომ სწორედ ამ კუთხით უნდა გავიგოთ სიტყვები ყველა და ყველას.
 
ახლა დავუბრუნდეთ წმიდა წერილის ციტატას, რომლითაც ეს თავი დავიწყეთ:
 
რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, ... ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო, ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ. რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს (რომ. 11:25-32)
 
აი რას წერს ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული: "მთელი ისრაელი - ნაცვლად უმეტესი ნაწილისა - ზურგს შეაქცევს ცოდვებს და უფლისკენ მოექცევა" (ეკუმენიოსი). როგორც მოციქულთა ქადაგების დროს ამბობდნენ: მთელ ისრაელს არ სწამს, და გულისხმობდნენ უმეტესობას, მასას; ასევე ბოლო დროს იტყვიან: მთელი ისრაელი გადარჩა, რადგან მოექცა სარწმუნოებისკენ, და ასე იტყვიან მორწმუნეთა უმრავლესობის გამო. გადარჩენილები ყოველთვის რჩეულები არიან, იქნებიან ისინი წარმართთაგან თუ იუდეველთაგან, და არა ყველანი ადამიანთა ამა თუ იმ კატეგორიიდან. მთელი ისრაელი, - შესაძლოა მოციქულთან ნიშნავდეს ყველა მორწმუნეს, ვინც გინდ იყონ ისინი; რადგან საკუთრივ სწორედ მორწმუნეები იწოდებიან ისრაელად. ნეტ. თეოდორიტე ასეც ვარაუდობს: "მთელ ისრაელს მოციქული მორწმუნეებს უწოდებს, იქნებიან ისინი იუდეველნი, რომელთაც ბუნებრივი ნათესაობა აკავშირებს ისრაელთან, თუ წარმართები, რომლებიც ისრაელის რწმენის მეშვეობით მიუერთდებიან" (Феофан Затворник, свт. Послание святого Апостола Павла к Римлянам, истолкованное святителем Феофаном. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-k-rimljanam/).
 
ამგვარად, თეოფანე დაყუდებულის აზრით: "გადარჩენილები ყოველთვის რჩეულები არიან, იქნებიან ისინი წარმართთაგან თუ იუდეველთაგან, და არა ყველანი". წმიდა წერილშიც და ეპ. თეოფანე დაყუდებულის თხზულებებშიც, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, არსებობს მკაფიო გამონათქვამები ცოდვილთა დაუსრულებელი ტანჯვის შესახებ. ამიტომაც ამ ნაწილების შეთანხმება შეიძლება თუკი მხედველობაში მივიღებთ თეოფანე დაყუდებულისა (და სხვა მამების) მიერ ცხონებულთა გაგებას, როგორც რჩეულთა, მორწმუნეთა, და არა ყველასი. მოუნანიებელ ცოდვილთა ხვედრი არის - დაუსრულებელი სატანჯველი.
 
ღირ. ეფრემ ასურელი ამ ადგილის განმარტებისას წერს: "შეიწყალბს (ისრაელიტებს - ავტ.), რა თქმა უნდა, და მათ (მათ შორის ყველას), თუკი მოქცევას და სინანულს მოისურვებენ" (Ефрем Сирин, прп. Толкование на послания божественного Павла к Римлянам. URL: https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-poslanie-k-rimljanam/). ანუ, უპირობოდ კი არ შეიწყალებს, არამედ თუკი მოექცევიანო და, იმათ ვინც მოექცევა.
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "... როდესაც იუდეველებმა არ ისმინეს ქრისტესი, გადარჩნენ წარმართები, ხოლო როდესაც წარმართები ცხონდნენ, მათდამი თანამოშურნეობით ცხონდებიან იუდეველებიც, და ამგვარად ყველანი შეწყალებულ იქნებიან". მაგრამ ვინ არიან ეს ყველანი, ის წერს ცოტა ზემოთ: "აქ აჩვენებს, რომ ებრაელთაგან ურწმუნოთ არანაირი პატიება არ ექნებათ... ამიტომ, ვინც ისურვა ის ცხონდა. სწორედ ისინი შეადგენენ ღვთის ერეს. მაშასადამე, ღმერთმა ცხონების ღირსი თავისი ერი არ უარყო" (Феофилакт Болгарский, блж. Толкование на Послание к Римлянам святого апостола Павла. Глава 11. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-poslanie-k-rimljanam-svjatogo-apostola-pavla/11).
 
შესაბამისად, ურწმუნოთ არაფერი ეპატიებათ და ღმრთის მთელი ცხონებულის ერის რიცხვში ისინი ვერ შევლენ, და მათ ელოდებათ დაუსრულებელი სატანჯველი, როგორც ამის შესახებ მრავალგზის წერს ნეტ. თეოფილაქტე. მაგალითად კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს 10-ე თავში, განმარტავს და მოციქულ პავლეს სიტყვებს, ის ამბობს, რომ ცოდვილი ქრისტიანები არა მარტო დაისჯებიან, არამედ იუდეველებზე უფრო მეტადაც, "... ეს აღწერილია ჩვენს დასარიგებლად, რომ ჩვენც უნდა ველოდოთ სასჯელთ, და მით უფრო უარესს, რაც უფრო მეტი ნიჭები გვებოძა უფლის მიერ, და - როდესაც წარმოუსახავს მათ სამყაროს აღსასრულს, აცხადებს, რომ თქვენ მიეცემითო არა დროებით ტანჯვას, არამედ უსასრულოს გარდაცვალების შემდეგ" (Феофилакт Болгарский, блж. Толкование на Первое послание к Коринфянам Святого Апостола Павла. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam).
 
არსებობს კიდევ მსგავსი ადგილები წერილში, რომლებიც ყველას ცხონებაზე ლაპარაკობენ (მაგალითად: რომ. 5:17-19; ტიტ. 2:11), მაგრამ მათ განხილვას სიმოკლის გამო დავტოვებთ, რადგან წმიდა მამები ამ ადგილებს ისევე განმარტავენ, როგორც მოციქულ პავლეს ზემოთხსენებულ სიტყვებს რომაელთა მიმართ.
 
ამრიგად, როგორც ვაჩვენეთ, სიტყვა ყველა არ ნიშნავს საზოგადოდ ყველას ყოველთვის, არამედ მხოლოდ მცირე ნაწილს მათსას, როგორც, მაგალითად, ყველა მორწმუნეს, ან ყველა მორჩილს უფლისადმი, ან კიდევ ადამიანებს ყველა საზოგადოებრივი ფენიდან და ადგილიდან. და თუკი წმიდა მამები წერდნენ ყველას ცხონების შესახებ, როგორც ეს ვნახეთ ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელის მაგალითში, ხშირად ისინი სხვა ადგილებში განმარტავდნენ, თუ ვის გულისხმობდნენ ამ ყველაში, და ცოდვილთა დაუსრულებელ სატანჯველზე მეტყველებდნენ.


6. გამოთქმები "ყოველსა ყოველთა", ყოვლად ყოველსა შინა", "ყოველივე ყოველსა შინა", "ყოვლად ყოველსა"

წმიდა წერილში არის გაძლიერებული გამოთქმა, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი იქნება ყველაფერი ყოველში, ან ყოვლის აღმვსები ყოვლით. ბერძნულად: τὰ πάντα ἐν πᾶσιν. წმიდა წერილში ის გვხვდება 4-ჯერ (1 კორ. 12:6; 15:28; ეფეს. 1:23; კოლას. 3:11). ერთი შეხედვით, საკმარისად ცალსახა გამოთქმაა, რომელიც მეტყველებს საერთოდ ყველაზე გამონაკლისის გარეშე. განვიხილოთ იგი უფრო დეტალურად, რადგან ეს არის ერთ-ერთი ძირითადი "მტკიცებულება" საყოველთაო ცხონების (აპოკატასტასისის) მქადაგებელთათვის.
 
წმიდა წერილი დაუშვებელია საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდეს, და ამას სადავოდ არავინ გახდის. მაშასადამე, ის ან საერთოდ ყველა ადამიანის ცხონებაზე ლაპარაკობს, ხოლო ტანჯვათა მარადიულობა გაიგება ხანგრძლივი დროის თვალსაზრისით, ან კიდევ, პირიქით, ტანჯვათა მარადიულობა გაიგება, როგორც უსასრულობა, ყველაფერში კი - ღმრთითრჩეულნი, რომლებიც საზოგადოდ ყველა ადამიანთან მიმართებაში ბევრად მცირენი არიან, მცირე სამწყსო (ლუკა 12:32), არამრავალნი, რომლებიც რთული გზითა და ვიწრო ბჭით მიემართებიან მარადიული ცხოვრებისკენ, უმრავლესობისგან განსხვავებით, რომელთაც აირჩიეს ფართე გზა და ვრცელი ბჭე, რომელთაც ისინი წარწყმედისკენ მიჰყავს (მათე 7:14).
 
როგორც ზემოთგადმოცემულიდან ვნახეთ, ჭეშმარიტია მეორე გამოთქმა. მაგრამ, საბოლოოდ რომ დავრწმუნდეთ ამ ჭეშმარიტებაში, ვნახოთ, რას ნიშნავს ყველაფერი ყოველში და როგორ ესმოდათ წმიდა წერილის ზემოთხსენებული ადგილები ღმრთითგანბრძნობილ წმიდა მამებს.
 
 
6.1. კოლასელთა მიმართ წმიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეს განმარტება: სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში (კოლას 3:11).
 
მოვიტანთ ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის აზრს, რომელმაც თავის განმარტებაში წმიდა მამათა შეხედულებების კვინტესენცია შეჰკრა: "... სად? "ქრისტესთან, რწმენასთან" (ეკუმენიოსი), - ცხოვრების ახალ წესში, საწყისებში და კანონებში, რომელიც შემოიტანა ქრისტესადმი რწმენამ, მისი მადლის სამეფოში. აქ მხედველობაში არ მიიღება არანაირი განსხვავება, არც ეროვნული, - ვინც გინდ იყოს, გინდ წარმართი, გინდ იუდეველი; არც სარწმუნოება - წინადაცვეთილი იქნება ის თუ წინადაუცვეთელი; არც განათლება, - ბარბაროსი იქნება ის თუ სკვითი; არც სამოქალაქო მდგომარეობა, - მონაა თუ თავისუფალი. ვინც გინდ იყოს ესა თუ ის ადამიანი, თუ მას სწამს - შეწყნარებულ იქნება... ის ან სხვა რამე კი არ არის - ქრისტე, არამედ - ყველაფერი; და იმაში ან სხვა რამეში კი არ არის ქრისტე, არამედ - ყველაფერში. ამის გამო ყველა ერთია. ეს როგორ? ქრისტეს შევიმოსავთ ნათლისღებაში... ნეტარი თეოფილაქტე წერს ოქროპირზე დაყრდნობით: "... ყველაში, ვინც ჭეშმარიტად სათნო ცხოვრებით ჩამოყალიბდა, არის ქრისტე, ანუ მოდგმაც და ღირსებაც. სხვაგვარადაც შეიძლება ითქვას: თქვენ ყველანი ერთი ქრისტე ხართ, წარმოადგენთ რა მის სხეულს". ამ მსჯელობას აგრძელებს ეკუმენიოსი: "ყოველი ყველაში არის ქრისტე, რადგან ჩვენ მისი ერთი სხეული ვართ, რომლის თავი არის ქრისტე" (Толкования на Кол. 3,11. Феофан Затворник, свт. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-poslanie-k-kolossjanam/4_1_2).
 
ღირ. ეფრემ ასურელი: "... სადაც არ არის არც წარმართი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთილობა და არც წინადაუცვეთელობა, არც ბარბაროსი და სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში... რა არის ეს, სადაც არ არის ეს ყველაფერი? ეს არის ნათლისღება და ზეციური სასუფეველი. მაგრამ ყოველ მათგანში და ყველაფერში არის ქრისტე" (Толкования на Кол. 3,11. Ефрем Сирин, прп. URL: https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-poslanie-k-kolossjanam/3).
 
ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ნახსენებ წმიდა მამებს ეს ადგილი ესმოდათ ისე, რომ ქრისტე ყველაფერია და ყველაფერში (ნებისმიერ წოდებასა და ეროვნებაში), რომლებიც შეადგენენ მის სხეულს, რომელიც არის ეკლესია (კოლას. 1:24), ყველაფერში ვინც კი შევიდა მასში ნათლისღების მეშვეობით, ყველაში, ვინც სათნო ცხოვრებით ჩამოყალიბდა ჭეშმარიტების სულით". ანუ ყველა მონათლულსა და წმიდა ეკლესიის ღვთისმოსავ წევრში და ცათა სასუფეველში, და არა საზოგადოდ ყველაში.
 
 
6.2. კორინთელთა მიმართ წმიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეს განმარტება (1 კორინთ. 12:4–7): ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.  და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა (1 კორინთ. 12:4-7).
 
თვით მოციქული პავლე შემდეგ განმარტავს, რომ აქ ლაპარაკია მადლისმიერ ნიჭებზე, რომლებსაც იღებენ ეკლესიის წევრები, რომელიც არის ქრისტეს სხეული, და არა საზოგადოდ ყველაზე: რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად (1 კორინთ. 12:13). ასე ესმოდათ ეს ადგილი წმიდა მამებსაც.
 
ღირ. ეფრემ ასურელი წერს, რომ წმიდა წერილის ეს ადგილი ლაპარაკობს ყოფილ წარმართებზე, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ: "ხოლო სულიერთათვის, - ისინი ღირს იქმნენ სულიწმიდის ნიჭებისა და შთაგონებულნი (გახსოვდეთ ადრინდელი თქვენი კნინობა, რადგან წარმართები იყავით) (1-ლი მუხლის განმარტება)... მადლისმიერ ნიჭთა, მსახურებათა და ძალთა დაყოფა არის თქვენს შორის (მ. 4-7)" (Ефрем Сирин, прп. Творения. Том 4. Первое послание к Коринфянам. Глава 12. URL: https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/12). ანუ, როდესაც შეწყვიტეთ წარმართებად ყოფნა და გახდით ქრისტიანები, მხოლოდ მაშინ ღირს იქმენით თქვენ ამ ნიჭთა მიღებისა და არა ყოველი.
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "აქ ახსენა მამაც, რომელიც მოქმედებს ყველა მორწმუნეში (Толкование на 1Кор. 12, 6. Феофилакт Болгарский, блаж. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/12).
 
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ წმიდა წერილის ამ ადგილზე ლაპარაკია სულიწმიდის მადლისმიერ ნიჭებზე: "ამ თავში მოციქული თავის სიტყვას მიმართავს იმისკენ, რათა არავინ თავისი ნიჭი ნაკლებმნიშვნელოვნად არ ჩათვალოს, როგორიც გინდ ყოფილიყო ეს ნიში... ამას ის ხსნის ეკლესიის მოწყობით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ნიჭებს, და ადარებს სხვადასხვა ასოთაგან შემდგარ სხეულს... ჩამოთვლის ეკლესიაში მყოფთაგან ამ ნიჭების სხვადასხვა მფლობელთ... მაგრამ, რადგან კორინთელთათვის ცნობილი იყო სხვა მოლაპარაკე სულებიც, ერთი მეორესთან რომ არ არეოდათ, ის უთითებს მათ სინჯს: ჭეშმარიტი სულით მეტყველი აღიარებს უფალ იესუს; ვინც მას არ აღიარებს, მაში არის უწმინდური სული" (Феофан Затворник, свт. Толкование Первого послания Апостола Павла Коринфянам. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/).
 
ა. პ. ლოპუხინი თავის "განმარტებით ბიბლიაში" ახალი აღთქმის ამ ადგილზე წერს, რომ ღმერთი "ზოგიერთ ქრისტიანს აძლევს ძალას აღასრულონ ზემოთ მითითებული მოქმედებანი. ის აწარმოებს ყველაფერს, - ანუ ნიჭებს, მსახურებებს, და მოქმედებებს, - ყველაში, ანუ იმათში, ვინც ამ მოქმედებათა აღმსრულებელია, და იმათშიც, რომლებზეც აღსრულდებიან ეს მოქმედებანი" (Толкование на 1Кор. 12, 4. Лопухин А.П. URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_64/12).
 
წმ. იოანე ოქროპირი: "ჩემთვის, მორწმუნისათვის, ცნობილია, ვიც აქვს სული, - სახელდობრ, იმას, ვინც მონათლულია; ხოლო ურწმუნოსათვის ეს არსაიდან არ ჩანს, თუ სასწაული არ ნახაო" (29-ე ჰომნილია. 1 კორ. 12:1-5. იხ.: Толкование на 1Кор.12, 5. Иоанн Златоуст, свт. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_64/).
 
ამგვარად, წმიდა წერილის ამ ციტატიდან აზრითაც და წმიდა მამათა განმარტებების ერთსულოვნებითაც ვხედავთ, რომ ღმერთი აწარმოებს მადლისმიერ მოქმედებებს და ნიჭებს (ყველას) საერთოდ ყველა მორწმუნეში, ეკლესიის ყველა წევრში, იმათში, ვინც მონათლულია, და არა საერთოდ ყველა ადამიანში, მითუმეტეს იმათში, "ვისშიც არაწმიდა სულია".


6.3. კორინთელთა მიმართ წმიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეს განმარტება (1 კორინთ. 15:26-28): და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი. რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას (1 კორინთ. 15:26-28).  
 
ეს არის ჯოჯოხეთური ტანჯვის საყოველთაო დასრულების დამცველთა და საყოველთაო ცხონების მოსურნეთა ყველაზე უსაყვარლესი ადგილი, რადგან ის მეტყველებს საუკუნო სიცოცხლეზე, რომელიც დადგება საშინელი სამსჯავროს შემდეგ, ამიოტმ მას ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ და მოვიტანთ შეხედულებებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ყველა წმიდა მამისა, რომლებსაც კი ეს ადგილი განუმარტავთ.
 
წმ. მარკოზ ეფესელი ძალიან კარგად და დეტალურად განგვიმარტავს წმიდა წერილის ამ ადგილს: "თუკი ახლა, ესოდენ მოწყალებათა შემდგომ უმადურნი აღმოვჩნდებით, უარვყოფთ მისდამი (ქრისტესადმი - "აპოკ."რედ.) რწმენას, ზურგს შევაქცევთ მას, უღირსად მივიჩნევთ აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს? (ებრ. 10:29), რაღა დარჩება, თუ არა ის, რომ გამოჩნდება მისი სიმართლე და დადგება დრო მსჯავრისა, რომელზეც ყოველი მიიღებს თავისი ცხოვრების სამართლიან საზღაურს? რადგან მართლმსაჯულება მდგომარეობს არა მარტო იმაში, კეთილთ მიეგოს ქება და პატივი, ხოლო ბოროტეულთ - შესაბამისი გაკიცხვა. ხოლო თუ მიგაჩნია, რომ მათთვის სასჯელი შეზღუდულია და დასრულდება, ხომ არ გგონია ნეტარებაც დროებითია? უგუნურებაა ფიქრი, თითქოსდა წმინდანები ოდესღაც მოაკლდებიან სიკეთეს, რომლისთვისაც იღვწოდნენ, და განშორებულ იქნებიან ღმრთისგან, რომლისთვისაც წუთისოფელი მოიძულეს. საწინააღმდეგოს საწინააღმდეგო მოსდევს; და თუკი ამათ ეკუთვნით მარადიული სიცოცხლე, უეჭველად ბოროტეულთ ელის მარადიული ტანჯვა, და ამგვარად დაცულ იქნება სიმართლე.
 
მაგრამ, მოდი, შეხედე სხვა მხრიდანაც. ცოდვილმა ღმრთის სიყვარულს რომელიღაც სიამოვნება და ვნება არჩია, ან ადამიანთაგან მიღებული ქება და დიდება, ან კიდევ საერთოდ რაღაც დროებითი და წარმავალი. ნათელია, რომ მან ეს ირჩია არა, როგორც დროებითი და სწრაფმავალი, არამედ იმ განზრახვით, რომ ასე ყოფილიყო ყოველთვის, და თუკი შეძლებდა ყოველთვის მოიძულებდა უფალს. ამიტომაც, როდესაც სიამტკბილობებს მოაკლდება, სწუხს მათ გამო და ძლიერ ელტვის მათ მარადჟამ, ღმერთი კი მისთვის - ამაო და არაფრის მომცემი სახელია.
 
ამრიგად, მისი სამართლიანი მსჯავრით ის სამარადისოდ უნდა იქნას განშორებული ღმერთს, რომლის მუდმივად უგულებელყოფა ირჩია მან, და მოაკლდეს იმას, რაც ისურვა, რადგან მას არ ეკუთვნის მარადის ყოფნის თვისება. ღმრთისგან განკვეთა კი მუდმივი და საბოლოო სატანჯველია. ის, დანაშაულებათა შესაბამისად, არის "გარესკნელის ბნელი" (მათე 8:12; 22:13)... და "გაუნელებელი ცეცხლი" (მარკოზი 9:45)... რადგან, თუკი "ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველში" (1 კორინთ. 15:28)ს, მაშინ ღმრთისგან განდგომილთათვის მხოლოდ ბოროტებაღა დარჩება. ხოლო სიამოვნებას მოკლებული ბოროტება, არის ტანჯვა სულისთვის, როგორც სნეულება სხეულისა" (Свт. Марк Эфесский. Ответ царю Иоанну Палеологу на его недоумения, касательно нравственной немощи человека. URL: https://azbyka.ru/otechnik/Mark_Efesskij/otvet-tsarju-ioannu-paleologu/). წმ. მარკოზ ეფესელი წერს, რომ ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველში (1 კორინთ. 15:28) მხოლოდ მართლებში, ცათა სასუფეველში, ხოლო ციდვილთათვის სასჯელი შეუზღუდავი და უსასრულოა.
 
ღირ. ეფრემ ასურელი ამ ადგილს ასე განმარტავს: "... დაე ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში, ანუ: რათა ღმერთი იყოს ყველას შორის, როგორც ის არის თავად, და ყოვლის ადგილად, რამეთუ ახლაც მყოფობს ის დაფარულად მათში, ვინც მას გაურბის, თუმცა დასასრულს ყველაში უკვე აშკარად გამოჩნდება: მასში (ღმერთში) მზესავით გაბრწყინდებიან მართალნი" (Толкование на 1Кор. 15, 28. Ефрем Сирин, прп. URL: https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/15).
 
ამ სიტყვებიდან წმიდა მამის აზრი განსახილველ საკითხზე არც ისე გასაგებია. ერთი მხრივ, შეიძლება გავიგოთ, რომ ლაპარაკია ზოგადად ყველაზე, მათზეც კი, ვისაც ღმერთი არ სურს, მეორე მხრივ კი, მხოლოდ მართლებზე მსჯელობს. ეს შეიძლება გავარკვიოთ, თუკი დავიმოწმებთ მის სხვა გამონათქვამებს: "რას ვიზამთ ძმებო, თუკი გაძევებულნი ვიქნებით უკუნ ბნელში, სადაც იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა (მათე 22:13), სადაც უსასრულოდ არ იქნება ნათლის ხილვის იმედი? გაძევებული დღეებს, ღამეებს და წლებს ითვლის, თუ როდის გაივლიან ისინი, მაგრამ მომავალ საუკუნეში განკითხულს მოუწევს არა დღეების, არა ღამეების, არა თვეებისა და წლების დათვლა, რადგან იქ - უსაზღვრო და უსასრულო საუკუნეებია..." (Ефрем Сирин,прп. Поучительные слова к египетским монахам. URL: https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/pouchitelnye-slova-k-egipetskim-monakham/).
 
ამ ორი ადგილის შერწყმით ნათელი ხდება, რომ ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში მხოლოდ ცათა სასუფეველში, სადაც "მასში მზესავით გაბრწყინდებიან მართალნი", ხოლო მოუნანიებელ ცოდვილთა ხვედრი იქნება უსასრულო ტანჯვა, "სადაც უსასრულოდ არ ექნებათ ნათლის ხილვის სასოება". ღირ. ეფრემ ასურელის ციტატა კიდევ იხილეთ მე-8 პარაგრაფში.
 
მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი წერს: "რადგან, სუფევის დროს მიწაზე მცხოვრები მართალი კაცი, უკვე დაივიწყებს სიკვდილს: "როდესაც ნათქვამია, რომ ყველაფერი დამორჩილებულია, ნათელია, გარდა იმისა, რომელმაც ყოველივე დაუმორჩილა მას. ხოლო, როდესაც ყველაფერი მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძე დაემორჩილება მისთვის ყოველივეს დამმორჩილებელს, და იქნება ღმერთი ყველაფერი ყოველში" (1 კორინთ. 15:27-28)" (Ириней Лионский, сщмч. Обличение и опровержение лжеименного знания. (Против ересей) Книга 5. URL: https://azbyka.ru/otechnik/Irinej_Lionskij/protiv-eresej/5).
 
აქ დაზუსტებული არ არის, რას ნიშნავს ყველაფერი ყოველში. მაგრამ მისი სხვა გამონათქვამებიდან ჩანს, რომ ის სრულიად განსაზღვრულად არ შეიწყნარებდა სწავლებას საზოგადოდ ყველას ცხონების შესახებ. აი კიდევ ციტატა მისი იმავე წიგნიდან: "ხოლო ისინი, ვინც თავისი ნებით განშორდება მას (ღმერთს - "აპოკ." რედ.), ის განიკვეთს თავისგან, რომელიც თვითონ ირჩიეს. განკვეთა ღმრთისგან არის სიკვდილი, და ნათლისგან განშორება არის სიბნელე, ღმრთისგან გაუცხოება არის ყოველგვარი სიკეთის დაკარგვა, რომელიც მას (ღმერთს - "აპოკ." რედ.) აქვს. მაგრამ ღმრთის სიკეთენი მარადიული და უსასრულოა, ამიტომაც მათგან განშორებაც მარადიული და უსასრულო იქნება" (იქვე).
 
წმ. კირილე ალექსანდრიელი იოანეს სახარების განმარტებაში წერს: "სულიერი აუცილებლად მიიჩნევს გვიჩვენოს სიტყვა (ქრისტე - "აპოკ." რედ.), როგორც კაცთათვის სიბრძნის მომნიჭებელი, რათა ღმერთი და მამა შეიმეცნებოდეს ძის მიერ, როგორც არსებული ყოველივეში (1 კორინთ. 15:28), როგორც სიცოცხლე მათთვის, ვისაც სჭირდება სიცოცხლე, და კვლავ, როგორც ნათელი და სიცოცხლე მათთვის, ვისაც სჭირდება ნათელი და სიცოცხლე...
 
სიტყვა არის ყოველი ქმნილების სიცოცხლე, და ეს ცხადია, რადგან ცხოველყოფს სიცოცხლის შემძლეთ, ამგვარადვე ის (ღმერთი - "აპოკ." რედ.) არის ნათელი მათში, ვინაიდან იმას, რისი გულისხმისყოფა და გააზრება შესაძლებელია აცხადებს მით, რომ არის. ღმერთი და მამა ხომ ყოველივეა ყველაფერში ძის მიერ სულში (1 კორინთ 15:28)... ბნელეთად კი საერთოდ უწოდებს მთელ ქმნილ ბუნებას, რომელიც განათლებას საჭიროებს" (Кирилл Александрийский, свт. Толкование на Евангелие от Иоанна. Книга 1. Глава 7. URL: https://azbyka.ru/otechnik/Kirill_Aleksandrijskij/tolkovanie-na-evangelie-ot-ioanna/1_7) (2).
 
___________

2. შემდეგ კი აზუსტებს: "... ნათელს კარგავენ რწმენის არმოსურნენი... ნათელი ჩვენში (მყოფობს) ჩვენი წინარეარჩევის მიხედვით - და მოსურვებითაც. ქმნილებაში ის არსებითად როდი არის, თუკი თავისი ძმის მოძულე იმყოფება ბნელში" (Иоанн Златоуст, свт. Беседа о святом священномученике Фоке, и против еретиков // Полное собрание творений святого Иоанна Златоуста. Т. 2. – СПб., 1896. – С. 747. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/sobranie-sochinenij/).
___________
 
 
ჩვენ ვხედავთ, რომ ნათელს რწმენის მოსურნენი როდი კარგავენ. ხოლო მათ ხვედრს კირილე ალექსანდრიელი სხვა ნაწარმოებში აღწერს: "მეშინია უწყვეტი სატანჯველების. ვძრწი სასჯელთა წინაშე, რომელთაც დასასრული არ აქვს. მეშინია უკუნი სიბნელის და იმ საკვრელების, რომლებიც არასოდეს გაიხსნება" (Кирилл Александрийский, свт. Слово о исходе души и Страшном Суде. URL: https://azbyka.ru/otechnik/Kirill_Aleksandrijskij/slovo-o-iskhode-dushi-i-strashnom-sude/).
 
წმ. გრიგოლ პალამა წერს: "როდესაც მოციქულის თქმით ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში (1 კორინთ. 15:28), და, მაშასადამე, ჩვენ არ დაგვჭირდება გრძნობისმიერი ნათელი, რადგან ღმერთი იქნება ჩვენთვის ყველაფერი, ღვთაებრივი იქნება ნათელიც..." (Григорий Палама, свт. Триады в защиту священно-безмолвствующих. URL: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Palama/triady-v-zashhitu-svjashhenno-bezmolvstvujushhih/).
 
აქვე ის მსჯელობს კითხვაზე: "რატომ ვერ იხილავენ ცოდვილები ამ ნათელს?" და წერს: "სხეული თითოსდა განიძარცვება: ის ისე განილევა, რომ უკვე აღარც კი მოგვეჩვენება ნივთიერად და არ შეეწინააღმდეგება გონიერ ენერგიებს, რადგან გონება იბატონებს მასზე. ამიტომ მართლები ხორციელი გრძნობებითაც იგემებენ იქ ღმრთის ნათელს" (იქვე).
 
წმ. გრიგოლი მიიჩნევს, რომ გამოთქმა ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში ნიშნავს იმას, რომ მართლები იქ იგემებენ ღმრთის ნათელს. ხოლო ცოდვილთა შესახებ სხვა ადგილას წერს: "უკანასკნელი... განსაკუთრებით ეხება მომავალს; რადგან იქ არის აშკარა გამოცდა, უმოწყალო განაჩენი და დაუსრულებელი ტანჯვა" (Григорий Палама, свт. Беседы (омилии) Омилия 36. URL: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Palama/homilia/36).
 
წმ. ათანასე დიდი წერს სადღესასწაულო ეპისტოლეს "ყველა იმათთვის, ვინც პასექის აღსანიშნად მოემზადა": "ის (ქრისტე - ავტ.) ჩვენთვის არის მწყემსიც და მღვდელმთავარიც, გზაც და კარიც და ყველაფერიც ყოველივეში" (Афанасий Великий, свт. Четырнадцатое праздничное послание святого Афанасия. URL: https://azbyka.ru/otechnik/Afanasij_Velikij/prazdnichnye-pashalnye-poslanija/#0_11).
 
წმ. ათანასე ამ ეპისტოლეთი მიმართავს ქრისტიანებს და ლაპარაკობს ჩვენთვის, და არა საერთოდ ყველასთვის. მოუნანიებელ ცოდვილთათვის ის წერს: "ხოლო მათ, ვინც არ დარდობს ღვთიურ ნათელზე, ელოდებათ უკანასკნელი ცეცხლი, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. ამრიგად, ასეთი იქნება უმადურთა დასასრული!" (Афанасий Великий, свт. Праздничные послания. Послание 3. URL: https://azbyka.ru/otechnik/Afanasij_Velikij/prazdnichnye-pashalnye-poslanija/#0_3). უკანასკნელი ცეცხლი და დასასრული ნიშნავს ცოდვილთა საბოლოო ხვედრს.
 
ღირ. ბარსონუფი დიდი და იოანე ამბობენ: "ძმის თაობაზე კი, აი, რას გეტყვი: მდაბალი გულით მიიღე... თუკი ღმერთმა რწმენა მოგანიჭა, მაშინ თავად ის ააღორძინებს და დაიცავს მას, რამეთუ კაცთა შორის უდარესს არ ძალუძს, ვინმეს საიდუმლო აუწყოს, მაგრამ ღმერთი ყველაფერია ყველაში მყოფი" (Преподобных Варсонофия и Иоанна ответы на вопросы учеников. Ответ 117. URL: https://azbyka.ru/otechnik/Varsonofij_Ioann/otvety/117).
 
მაგრამ ეს სიტყვები არ ნიშნავს, რომ ღირ. ბარსონუფი მისდევდა საერთოდ საყოველთაო ცხონების სწავლებას, რადგან სხვა ადგილას ის ასწავლის: "... უმჯობესია ღვთის წინაშე შეინანო ის, რაც იცით თქმულია, და არ აღასრულო, რათა ჰეროდეს მსგავსად არ დაისაჯო, რომელმაც თავისი უღირსი ფიცი აღასრულა და იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა; ის ამის გამო მოაკლდა საუკუნო ცხოვრებას და მძიმე და დაუსრულებელ ტანჯვას მიეცა" (Преподобных Варсонофия и Иоанна ответы на вопросы учеников. Ответ 621. URL: https://azbyka.ru/otechnik/Varsonofij_Ioann/otvety/621).
 
ჰეროდეს მაგალითზე წმ. ბარსონუფი ცოდვილთა დაუსრულებელ ტანჯვაზე უთითებს. თავის პასუხებში ის ეხება წმ. გრიგოლ ნოსელსაც, რომლის შრომებში გვხვდება გამონათქვამები საყოველთაო-საბოლოო ცხონების შესახებ. ის ამბობს, რომ წმ. გრიგოლი ცდებოდა ამ საკითხში, რადგან საკმაოდ ენდობოდა თავი მოძღვრებს და ამის შესახებ ღმერთს არაფერს ეკითხებოდა" (Преподобных Варсонофия и Иоанна ответы на вопросы учеников. Ответ 610. URL: https://azbyka.ru/otechnik/Varsonofij_Ioann/otvety/610).
 
საერთოდ მოცემულ საკითხზე წმ. გრიგოლ ნოსელის აზრის გარშემო რამოდენიმე შეხედულება არსებობს. ა. რ. ფოკინი ასე აღწერს მათ: "ერთნი მათ (წმ. გრიგოლის შეხედულებას საყოველთაო ცხონებაზე - ავტ.) უდავო ცდომილებად მიიჩნევდნენ, როგორც, მაგალითად, VI ს-ში ღირ. ბარსონუფი დიდი და იოანე, XIV ს-ში თესალონიკის მიტროპოლიტი ნილოს კაბასილასი, ხოლო XV ს-ში მარკოზ ევგენიკოსი, თუმცა, მას ამართლებდა მით, რომ მის დროს ეს საკითხები ეკლესიის ჯერაც კრებითად არ განეხილა. სხვები მასში ორიგენისტთა ინტერპოლაციებს ხედავდნენ, როგორც, მაგალითად, VIII ს-ში გერმანე I, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელმაც ამასთან დაკავშირებით სპეციალური თხზულებაც დაწერა სახელწოდებით: ᾽Ανταποδοτικός, ანუ ᾽Ανόθευτος. დასასრულ, მესამენი მიიჩნევდნენ, რომ გრიგოლის თხზულებების ის ადგილები, სადაც აპოკატასტასისზეა ლაპარაკი, ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ, რადგან მათში განსაკუთრებული, ამაღლებული, ფილოსოფიური აზრებია მოცემული (Несмелов. С. 620–621; Оксиюк. С. 574).
 
კერძოდ, მაქსიმე აღმსარებელი მიიჩნევდა, რომ წმ. გრიგოლთან ტერმინი "აპოკატასტასისი" აღნიშნავს არა საყოველთაო ცხონებას, არამედ ადამიანის სულის დაზიანებულ ძალთა აღდგენას მხოლოდ სიკეთის შემეცნებასთან მიმართებაში, და არა მისდამი ზიარებით" (Фокин А.Р. Григорий Нисский. URL: http://www.pravenc.ru/text/166529.html).
 
არსებობს კიდევ ერთი მცირე გამოკვლევა, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ წმ. გრიგოლ ნოსელს ჰქონდა ერთგვარი დროებითი მერყეობა ამ საკითხთან დაკავშირებით (თანაც, საეჭვოა ისიც არსებობდა თუ არა) თავისი ცხოვრების განსაზღვრულ პერიოდში, დაახლოებით 379-დან 385 წლამდე, მაგრამ ცხოვრების ბოლოს სრულიად განიწმინდა ამ ცდომილებისგან და უკვე განსაზღვრულად წერდა ცოდვილთა დაუსრულებელ სატანჯველზე. ამ ნაშრომში ასევე მითითებულია წმ. გრიგოლის გამონათქვამები იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავის ამ მსჯელობებს არ მიიჩნევს სრულ ჭეშმარიტებად, არამედ მხოლოდ მოჰყავს ისინი გონების გასაწრთობად: "მოტანილ აზრებს გადმოვცემთ არა მტკიცებითად, არამედ განსასჯელად" (Баринов Н. Н. прот. Учение об апокатастасисе в трудах святителя Григория Нисского. К вопросу о вечных муках. – Рязань, 2016. – С.96. URL: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Nisskij/uchenie-ob-apokatastasise-v-trudah-svjatitelja-grigorija-nisskogo/).
 
სხვა წმიდა მამებთან გამონათქვამები ამ საკითხზე სრულიად განსაზღვრულია. ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "... როდესაც მტრები დაემხობიან ძის ფერთხით... მაშინ, რა თქმა უნდა, ღმერთი და მამა ყველაფერი იქნება ყოველივეში. ზოგიერთი ამბობს, რომ ამით, ანუ ყველაფრის დამორჩილებით ნაგულისხმევია ბოროტების შეწყვეტა. რადგან როდესაც ცოდვა აღარ იქნება, ცხადია, ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში... ვინაიდან ღმერთი ყველაფერი იქნება ჩვენთვის, საკვებიც, სასმელიც, სამოსიც და აზროვნებაც" (Феофилакт, блж. Толкование на Первое послание к Коринфянам Святого Апостола Павла. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/).
 
თეოფილაქტე ბულგარელი წერს, რომ "ღმერთი ყველაფერი იქნება ჩვენთვის", ანუ ზეციური სასუფევლის შვილთათვის, ხოლო მოუნანიებელ ცოდვილთა ცოდვილთათვის (ანუ ვინც ძის ფერხთით გაეგებიან), ნეტ. თეოფილაქტე ცალსახად ბრძანებს ზემოთ ამავე ნაწარმოებში, რომ მათ "მოიცავს ტანჯვა არა დროებითი, არამედ უსასრულო, რაც დადგება სამყაროს აღსასრულის შემდეგ" (Феофилакт, блж. Толкование на Первое послание к Коринфянам Святого Апостола Павла. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/).
 
ნეტ. ავგუსტინე ძალიან ვრცლად წერს, ამიტომ აქ მხოლოდ ცალკეულ ამონაწერებს დავიმოწმებთ: "და ჯილდო, კეთილი საქმისთვის, რომელიც გადავა, - წარუვალი სიმშვიდეა. შედეგად, ამ ჭვრეტაში ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში, რადგან სხვა არაფერი გახდება საჭირო, გარდა ღმრთისა... ხოლო ღმრთის ხატს, რომელშიც ის თანასწორია მამისა, უკეთურნი, რა თქმა უნდა, ვერ იხილავენ. რადგან ისინი უწმინდურნი არიან გულით... რა არის მარადიული სიცოცხლე, თუ არა ის ხედვა, რომელიც მიუწვდომელია უსჯულოთათვის? ... და როგორც ისინი შევლენ მარადიულ ცეცხლში, ასევე მართალნი - მარადიულ სიცოცხლეში... რადგან, მაშინ ის (ღმერთი - "აპოკ". რედ.) სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას (1 კორინთ. 15:24), რათა კეთილი მონა შევიდეს თავისი ბატონის სიხარულში (მათე 25:23)" (Августин, блж. О Троице. Часть первая. Часть 1. Глава 2. URL: https://azbyka.ru/otechnik/Avrelij_Avgustin/o-troitse/1_3). ნეტ. ავგუსტინეს მიხედვით, მხოლოდ კეთილ მონებში იქნება ღმერთი ყველაფერი ყოველთათვის, და მარადიული ცხოვრება მიუწვდომელია უკეთურთათვის.
 
წმ. იოანე ოქროპირი, წმიდა წერილის ამ ადგილის განმარტებისას (... როდესაც ის (ძე - ავტ.) სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას (1 კორინთ. 15:24)) წერსს: "რას ნიშნავს: როდესაც ის სუფევას გადასცემს? წმიდა წერილიდან ცნობილია ღმრთის ორი სასუფეველი, ერთი შეთვისების, მეორე შექმნის მიხედვით. შექმნის მიხედვით ის მეფობს ყოველივეზე: წარმართებზე, იუდეველებზე, დემონებზე, მტრებზე; ხოლო შეთვისების მიხედვით მეუფებს მორწმუნეებზე, ნებაყოფლობით დაქვემდებარებულებზე, მორჩილებზე... სწორედ ამ სუფევას გადასცემს, ანუ მოაწყობს იგი... საბოლოოდ ყველაფერი მას დაემორჩილება, ვერავინ შეეწინააღმდეგება მას და ვერავინ ჩაიდენს ბოროტებას, - ანუ მაშინ, როდესაც უკვე აღარ იქნება ცოდვა, ცხადია, ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში" (Творения святого отца нашего Иоанна Златоуста, архиепископа Константинопольского. Том десятый. Книга первая. Беседы на 1-е послание к Коринфянам. Беседа 39. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_64/39). მეორე, ანუ მორწმუნეთა სასუფეველში, ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში. ხოლო უკეთურთათვის, როგორც ბრძანებს იოანე ოქროპირი 25-ე ჰომილიაში დაბადების წიგნზე: "არსებობს, საყვარელო, უმეტესი, უსაშინელესი და დაუსრულებელი სასჯელი, რომელიც იქნება მომავალ საუკუნეში" (Иоанн Златоуст,свт. Беседы на книгу Бытия. Беседа XXV. Ное же бе лет шести сот, и потоп водный бысть на земли (Быт.VII, 6). URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_01/25).
 
ღირ. იოანე კასიანე რომაელი: "... როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, და ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში (იხ.: 1 კორინთ. 15:28); ანუ წმინდანები ცაში იმეფებენ უფალთან ერთად..." (Иоанн Кассиан Римлянин, прп. Десять собеседований отцов, пребывающих в Скитской пустыне. 1. Собеседование аввы Моисея первое о намерении и конце монаха. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Kassian_Rimljanin/pisaniya_k_desyati/1). იმეფებენ წმინდანები, და არა ყველანი, უკეთურები კი თავს ვერ დააღწევენ მარადიულ ტანჯვას, რასაც ღირსი მამა აჩვენებს იუდას მაგალითით: "იუდა არ იქნება გათავისუფლებული მარადიული ტანჯვისგან" (Иоанн Кассиан Римлянин, прп. Десять собеседований отцов, пребывающих в Скитской пустыне. 6. Собеседование аввы Феодора об умерщвлении святых. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Kassian_Rimljanin/pisaniya_k_desyati/6).
 
კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს ხსენებული ადგილის განმარტებაში ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებულიც იმოწმებს წმიდა მამებს: "ნეტ. თეოდორიტე ამ სიტყვების განმარტებისას წერს: "ახლა არსებითად ღმერთი ყველგანაა, რადგან მისი ბუნება აღუწერელია, და მასში, მოციქულის თქმით, ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ (საქმე 17:28); მაგრამ ყველაში კეთილნებელობით როდია იგი, რადგან სთნდეს უფალსა მოშიშნი მისნი და რომელნი ესვენ წყალობათა მისთა (ფსალმ. 146:11). თუმცა მათშიც ის - ყოველივე როდია, რადგან ვინმე უკუე წმიდაჲ იყოს მწინკულევანებისაგან? (იობი 14:4)... ხოლო მომავალ ცხოვრებაში, როდესაც შეწყდება ხრწნადობა და მოგვეცემა უკვდავება, აღარ იქნება ვნებები. ვნებათა საბოლოო განდევნით ჩვენზე ვეღარ იმეფებს ვერც ერთი ცოდვა. და ამგვარად, ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში, როდესაც ყველანი გათავისუფლებულ იქნებიან ცოდვით დაცემისგან, მას მიუბრუნდებიან, და უკვე აღარ ექნებათ მიდრეკილება უარესისკენ. მაგრამ ის, რაც მოციქულმა თქვა აქ ღმერთზე, სხვა ადგილას გამოთქვა ქრისტეზე, როდესაც ამბობდა: სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში (კოლას. 3:11) (Феофан Затворник, свт. Первое послание к Коринфянам святого апостола Павла, истолкованное святителем Феофаном. Седьмое отделение. О воскресении мертвых (глава 15). 1. Доказательства истины воскресения мертвых (15, 1–34). Β) Преславное изменение всей вселенной (15, 24–28). URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/7).
 
ერთი შეხედვით, მართლაც, თითქოსდა ლაპარაკია ყველას ცხონებაზე. მაგრამ ეს ასე როდია. ჯერ-ერთი, ნეტ. თეოდორიტე კვირელი წმიდა წერილის ამ ადგილს უკავშირებს პავლე მოციქულის ეპისტოლეს კოლასელთა მიმართ (კოლას. 3:11), რომელიც ზემოთ განვიხილეთ, სადაც გამოთქმაში ყველაფერი ყოველივეში სიტყვა ყოველივე მხოლოდ ეკლესიის ნათელღებულ და ღვთისმოსავ ქრისტიანებს გულისხმობს. მეორეც, თეოფანე დაყუდებულს აქ მოჰყავს ნეტ. თეოდორიტეს არასრული ციტატა, ხოლო თავის სრულ განმარტებაში ნეტ. თეოდორიტე ბრძანებს: "უკანასკნელი მტერი სიკვდილი გაუქმდება. რადგან, ეშმაკსა და მისი თანაშემწეთ შთააგდებს რა უკუნ ბნელში, ქრისტე ბოლოს მოუღებს სიკვდილს..." (Феодорит Кирский, блж. Толкование на Первое послание к Коринфянам. Глава 15. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie_na_pervoe_poslanie_k_korinfinam/15).
 
ამრიგად, იმის შემდეგ, რაც ქრისტე ეშმაკსა და მის თანაშემწეთ უკუნ ბნელში შთაყრის, მოისპობა სიკვდილი და ვნებათა საბოლოო დამხობის შემდეგ უკვე ცოდვის ვერც ერთი სახეობა ვერ იმოქმედებს, და ასე, საბოლოოდ, ღმრთის სასუფეველში ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში. 48-ე ფსალმუნის განმარტებაშიც თეოდორიტე კვირელი განმარტავს, თუ ვინ არიან ყოველნი, რომლებიც დაიმკვიდრებენ მარადიულ სიცოცხლეს: "ვინც ოფლს ღვრიდა მშვიდობისთვის, ისინი არ გაიზიარებენ მარადიულ წარწყმედას და დაუსრულებელ სატანჯველს" (Толкование Пс.48,8. Блж. Феодорит Кирский. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie_na_sto_pjatdesat_psalmov/48). მაშასადამე ღვთისმოსაობის დამცველნი დაიმკვიდრებენ წარუხოცელ სიცოცხლეს, ხოლო წუთისოფლის ბრძენთ, მათ შორის სულის წარმწყმედელი მწვალებლობების დამცველთ, რომელთაც მოციქული უგუნურთ უწოდებს, ელოდებათ მარადიული წარწყმედა და დაუსრულებელი სატანჯველი.
 
თვით თეოფანე დაყუდებული ამ განმარტებაში (1 კორინთ. 15:24-ზე) უფრო დეტალურად განმარტავს თეოდორიტეს სიტყვებს: "ამის შემდეგ იქნება მკვდართა აღდგომა, რომელიც არის სიკვდილის გაუქმება, ანუ მასზე საბოლოო გამარჯვება. დარჩება კიდევ ცოდვა. და ისიც, ცოდვილთა სახით, კვლავ გაუქმებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილებით: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში (მათე 25:41) (Толкование на 1Кор. 15,24. Феофан Затворник, свт. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/7_1_2).
 
ამრიგად, ყველა წმიდა მამა (რამდენადაც შესაძლებელი იყო შეგვეკრიბა ამ ციტატის გარშემო გამოთქმული მათი განმარტებანი) სიტყვებს ყველაფერი იქნება ყოველივეში წმიდა წერილის ამ ადგილას განაკუთვნებენ ღმრთი კეთილ და ერთგულ მონებს, რომლებიც ღირს იქნებიან მიიღონ ზეციური სასუფეველი, ასევე ამბობენ, რომ ცოდვილთა ხვედრი იქნება - მარადიული სატანჯველი.


6.4. ეფესელთა მიმართ წმიდა მოციქულ პავლეს ეპისტოლეს განმარტება (ეფეს. 1:22-23). ეს არის ბოლო ადგილი წმიდა წერილიდან, სადაც გვხვდება გამოთქმა ყველაფერი ყოველივეში: ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით (ეფეს. 1:22-23).
 
ა. პ. ლოპუხინი წერს: "და მაინც, გამოთქმა ყოვლის აღმვსები...” ყველაზე ბუნებრივია, ბოგდაშევსკისთან ერთად, განვმარტოთ ასე: ეკლესია არის აბსოლუტური სრულყოფილება ყველა მიმართებაში... ქრისტე (თავისი მადლისმიერი ძალებით) აღავსებს ყველა მორწმუნეს, მისი (ქრისტეს) სისავსიდან ყველა ჩვენთაგანი მიიღებს იმას, რაც მას სჭირდება "ქრისტეს ასაკის სისრულის" მისაღწევად" (Лопухин А.П. Толковая Библия. Новый Завет. Послание святого Апостола Павла к Ефесянам. Глава 1. URL: https://azbyka.ru/otechnik/Lopuhin/tolkovaja_biblija_67/1).
 
ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი წერს: "... როგორც სხეულია თავის სისრულე, აღავსებს რა მას თავისი წევრებით, ასევე ეკლესია არის ქრისტეს სისრულე, რომელიც ყველაფერს აღავსებს ყოველივეში. რადგან ქრისტე ქრისტე აღივსება და თითქოსდა აღსრულდება ყველა წევრით თითოეული მორწმუნის სახით" (118Толкования на 1Кор.15,24. Феофилакт Болгарский, блаж. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofilakt_Bolgarskij/tolkovanie-na-pervoe-poslanie-k-korinfjanam/15).
 
მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკიმაც ეკლესიას უწოდა "ქრისტეს სხეული, სისრულე, რომელიც ყოვლის აღმვსებია ყოვლით (ეფეს. 1:23) (Иларион (Троицкий), сщмч. О жизни в Церкви о и жизни церковной. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ilarion_Troitskij/o-zhizni-v-tserkvi-i-o-zhizni-tserkovnoj/).
 
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული იმოწმებს ამ ადგილის წმიდა მამებისეულ განმარტებას, მაგრამ ყველა მათგანი ლაპარაკობს უფალზე და ეკლესიაზე. ის წერს: "ვის განვაკუთვნოთ აღსრულება - ეკლესიას თუ უფალს? - შეიძლება უფალსაც განვაკუთვნოთ, რადგან ლაპარაკი მასზეა. შეიძლება ეკლესიასაც, რადგან ღმერთი ყველაფერს აღავსებს, ოღონდ არ აღავსებს განდგომილ ადამიანთა სულებსა და გულებს, რადგან მათ დაკეტეს იგი ღმრთისთვის. უფალ იესუ ქრისტესადმი რწმენით ისინი იღებიან, და ღვთაება შედის მათში და აღავსებს მათ...
 
ის (ეკლესია - ავტ.) სავსეა ქრისტეთი; უფალი მას სრულად აღავსებს, მის ყოველ წევრს ნაწილ-ნაწილ... მისია - ყოვბელი სულიერი ნიჭი, რომელიც ჩანს ეკლესიაში, რადგან ის (უფალი) მათით აღავსებს მათ დამტევ თითოეულ მორწმუნეს. ეკლესიაში ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში (კოლას. 3:11)...
 
ასე ბრძანებენ ეკუმენიოსი და თეოფილაქტე. ეს უკანასკნელი წერს: "აღივსება ქრისტეც, და ერთგვარად ივსება წევრებით მორწმუნეთა მიერ" (Толкования на Еф. 1,23. Феофан Затворник, свт. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-poslanie-k-efesjanam/). ჩვენ კიდევ ვხედავთ, რომ თეოფანე დაყუდებული წმიდა წერილის ამ ადგილს უკავშირებს წმიდა მოციქულ პავლეს კოლასელთადმი მიწერილ ეპისტოლეს (კოლას. 3:11), რომელიც ასევე მორწმუნეებზე ლაპარაკობს, - ანუ ეკლესიაზე, და არა საზოგადოდ ყველაზე.
 
ნეტ. თეოდორიტე კვირელი წერს: ""ყოვლის აღმვსები ყოვლით". ეკლესიას მოციქული მორწმუნეთა შესაკრებელს უწოდებს; მასვე უწოდა ქრისტეს სხეული და მამის აღვსება, რადგან მამამ აღავსო იგი ყოველგვარი ნიჭით, რადგან წინასწარმეტყველის თქმისებრ ჩვენს შორის დაიდებს სავანეს და ივლის ჩვენს შორის (ლევ. 26:12). სრული სიზუსტით ეს აღსრულდება მომავალ ცხოვრებაში. ასე გვალსწავლა მოციქულმა კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში. რადგან, ბრძანა: და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.  რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო (1 კორინთ. 15:26-27). დასასრულ კი დაამატა: რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში (1 კორინთ. 15:28). და თუმცა ეს ჩვენ უკვე ვრცლად განვმარტეთ, რომ ღმერთი აწმყო ცხოვრებაში ყველაშია, რადგან მისი ბუნება აუწერელია, მაინც ყოველივე არ არის ყველაში, რადგან ერთნი ბოროტეულნი არიან, სხვები უსჯულონი, ღმერთი კი მის მოშიშებში დაივანებს, ვისაც სასოება აქვს მისი მოწყალებისადმი. მომავალ ცხოვრებაში კი, როდესაც სიკვდილიანობა შეწყდება, და მოგვეცემა უკვდავება, ცოდვას კი ადგილი არ ექნება, ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში (Феодорит Кирский, блж. Толкование на послание к Ефесянам. Глава 1. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie_na_poslanie_k_Efesjanam/1).
 
ნეტ. თეოდორიტეს აზრით, "მომავალ ცხოვრებაში" ღმერთი ყველაფერი იქნება ყოველივეში. ხოლო მათ შესახებ, ვინც მარადიულ წარწყმედას დაიმსახურებს, ის წერს 48-ე ფსალმუნის განმარტებაში. ისინი "მარადიულ წარწყმედას და დაუსრულებელ სატანჯველს" გაიზიარებენ (იხ. პ. 6.3).
 
გარდა ამისა, ნეტ. თეოდორიტე და ეპ. თეოფანე დაყუდებული ერთმანეთს უკავშირებენ წერილის განსახილველ ადგილებს, სადაც არსებობს ფრაზა ყველაფერი ყოველივეში (აქ: ეფეს 1:22-23 დაკავშირებულია 1 კორინთ. 15:28-სთან, ხოლო პ. 6.3-ში 1 კორინთ. 15-28 დაკავშირებულია კოლას. 3:11-თან). ანუ, არსებითად, წმიდა წერილის ამ ოთხივე ადგილას, სადაც ეს ფრაზა გვხვდება, ლაპარაკია ერთსა და იმავეზე, ყოველივეში გაიგება ეკლესია - მისი ღვთისმოსავი და ნათელღებული წევრები (იხ. ზემოთ ყველა 4 ციტატის განმარტება), და არა საზოგადოდ ყველა გამონაკლისის გარეშე.
 
ამრიგად, სიტყვების ყველაფერი და ყოველივეს გარცევის დასასრულს, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ წმიდა წერილში ისინი გამოიყენებიან არა მარტო საერთოდ ყველაფრის აღსანიშნად გამონაკლისის გარეშე, არამედ ნაწილის გამოსახატავადაც, ზოგჯერ კი ყველასგან გამოყოფილი უმცირესი ნაწილის აღსანიშნავადაც, და, ამიტომ, ამ სიტყვებზე დაფუძნებით, არ შეიძლება ვამტკიცოთ სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ.
 
სიტყვები ყველაფერი ყოველივეში, წმიდა წერილის ყველა ადგილას, სადაც კი გამოყენებულია ეს ფრაზა, წმიდა მამათა თანხმიერი განმარტებით, ნიშნავენ ქრისტეს ეკლესიას, რომლის ღვთისმოსავი წევრები, შევლენ რა მარადიულ სიცოცხლეში, დაუსრულებელ სიკეთეს მოიპოვებენ. უკეთურთა ხვედრი კი - საუკუნო, დაუსრულებელი სატანჯველია. ამიტომაც გამოთქმით ყველაფერი ყოველივეში საყოველთაო ცხონების მომხრეები ვერანაირად გაამართლებენ თავიანთ ცრუსწავლებას. და, პირიქით, წმიდა წერილში არის ცალსახა და ორაზროვანი განმარტების გამომრიცხავი მტკიცებულება, რომელიც უკეთურთა უსასრულო ტანჯვაზე მეტყველებს, როგორც წმიდა წერილის შინაარსის, ასევე თვით სიტყვების ლექსიკური მნიშვნელობის მიხედვით, და თვით წმიდა მამათა განმარტებითაც.
საყოველთაო განახლება
7. რატომ ჩავიდა ქრისტე ჯოჯოხეთში?
 
აუცილებალია თუნდაც მოკლედ შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც ჩვენ მიერ ჩატარებულ ანალიზს ეხება. ჯოჯოხეთური ტანჯვის დასრულებისა და ყოველთა ცხონების დამცველები ცდილობენ თავიანთი შეხედულება დააფუძნონ წმიდა მამათა ციტატებს, რომლებიც ეხება ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლას თავისი აღდგომის შემდეგ. ისინი ამტკიცებენ, რომ მაშინ ქრისტე ჯოჯოხეთიდან ყველა ამოიყვანა, და ამიტომაც, ბოლოს და ბოლოს, ყველას შეიწყალებს (Осипов А.И. Из времени в вечность: посмертная жизнь души. Зачем Христос нисходил в ад. http://predanie.ru/osipov-aleksey-ilich/book/73251-iz-vremeni-v-vechnost-posmertnaya-zhizn-dushi/).
 
ამასთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ:
 
ჯერ-ერთი, ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლა არ განეკუთვნება საშინელ სამსჯავროს და ყველა ადამიანის საბოლოო ხვედრის განსაზღვრას, ამიტომაც, ამის საფუძველზე დაცვა სწავლებისა გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანის ცხონების შესახებ - საკმაოდ ძალდატანებითი არგუმენტია.
 
მეორეც, წმიდა მამათა მრავალი ციტატა, რომლებიც თითქოსდა ამართლებენ სწავლებას ყოველთა ცხონების შესახებ, ამოგლეჯილია კონტექსტიდან, მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირის ცნობილი სააღდგომო სიტყვა: "აღდგა ქრისტე, და არცერთი მკვდარი არ დარჩა საფლავში" (Слово Огласительное во святый и светоносный день преславного и спасительного Христа Бога нашего Воскресения иже во святых отца нашего Иоанна, архиепископа Константинопольского, Златоустого. URL: https://azbyka.ru/slovo-oglasitelnoe-na-svyatuyu-pashu). თვით დიდი წმინდანი სხვა ადგილას განმარტავს, თუ რას ნიშნავს ეს: "... ჯოჯოხეთის ეს ადგილი იყო ყველაზე ბნელი და პირქუში, და არასოდეს შეხებია მას ბუნებითი ნათელი... სანამ იქ არ ჩავიდა მზე სიმართლისა, გაანათა იგი და ჯოჯოხეთი ქმნა ზეცად, - რადგან სადაც არის ქრისტე, ზეცაც იქვეა" (Иоанн Златоуст, свт. Беседа о кладбище и о кресте. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/na_kladbishe/). ანუ ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლის შემდეგ, ის გახდა "ზეცა" და, ამგვარად, "არცერთი მკვდარი არ დარჩა საფლავში".
 
მაშ, ვინ ამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან და აიყვანა ზეცად? თავის 36-ე ჰომილიაში მათეს სახარებაზე წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "ქრისტემ სიკვდილის ძლიერება მოსპო და არა იმაზე, რომ მის მოსვლამდე გარდაცვლილი ადამიანების ცოდვები აღხოცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მან ადრე გარაცვლილი ყველა ადამიანი ამოიყვანა გეენიიდან, მაშ რატომღა თქვა: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის (მათე 11:24)? ამ ნათქვამით ჩვენ უნდა გულისხმა-ვყოთ, რომ ისინიც დაისჯებიან, მაგრამ უფრო მსუბუქად. და თუმცა აქ იწვნიეს უდიდესი სასჯელი, ეს მათ მაინც არ იხსნის". და ქვემოთ, მათ შესახებ, ვინც ამოიყვანა ქრისტემ ნათქვამია: "... ხოლო ისინი, ვინც თუმცა არ იცნობდნენ ქრისტეს, რადგან მის განხორციელებამდე ცხოვრობდნენ, მაგრამ კერპთაყვანისმცემლობა დაუტევეს, ერთ ღმერთს სცეს თაყვანი და სათნოებებში ცხოვრობდნენ, ყველა სიკეთით დაკბებიან" (Иоанн Златоуст, свт. Беседа 36 на Евангелие от Матфея. Т.7. ч.1. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/36).
 
ამგვარად, წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, თავისი აღდგომის შემდეგ ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეტში და დაანგრია სიკვდილის ძალაუფლება, მაგრამ გარდაცვლილთა ცოდვები არ აღუხოცავს, ამიტომაც ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა მხოლოდ მართლები. ცოდვილები კი დარჩნენ ჯოჯოხეთში და თავიანთ სასჯელს მიიღებენ საშინელი სამსჯავროს შემდეგაც. ცოდვილთა უსასრულო ტანჯვის შესახებ წმ. იოანე ოქროპირს აქვს მთელი ტრაქტატები, რომლებშიც ის დეტალურად განმარტტავს, რატომ არ დასრულდებიან სატანჯველნი (იხ. მომდევნო თავი).
 
მესამე, მართლაც, წმ. ამფილოქე იკონიელთან გვხვდება განუსაზღვრელი სიტყვა ყველა, რომელსაც ის იყენებს ჯოჯოხეთიდან ქრისტეს მიერ ამოყვანილ სულებთან მიმართებაში, მაგრამ ისე, რომ არ განმარტავს მის მნიშვნელობას. მაგრამ, როგორც წინა თავში ვაჩვენეთ, სიტყვა ყველა გამოიყენება არა მარტო გამონაკლისის გარეშე ყოველ ადამიანთან მიმართებაში, არამედ ხშირად იმ ნაწილის და ზოგჯერ უმცირესი ნაწილის აღსანიშნავად, რომელიც გამოყოფილია ყველასგან. ამიტომაც ამ სიტყვაზე დაყრდნობით მტკიცება იმისა, რომ ჯოჯოხეთიდან ამოყვანილ იქნენ და ცხონდნენ ყველანი გამონაკლისის გარეშე, არაკორეტქულია (წმ. ამფილოქე იკონიელის შრომებიდან ციტატები კიდევ იხილეთ მე-8 პარაგრაფში).
 
მეოთხეც, არსებობს კიდევ სიტყვები, რომელთაც წმიდა მამები იყენებენ ჯოჯოხეთში ქრისტეს ჩასვლის აღსაწერად, მაგალითად: "გაატიალა", ან "დააცალიერა". ასეთ გამოთქმას იყენებს, მაგალითად, წმ. ეპიფანე კვიპროსელი: "... გამოიყვანა მან დატყვევებულთა სულები, და ჯოჯოხეთი დაცარიელდა" (Епифаний Кипрский, свт. На восемьдесят ересей. Книга первая. О василидианах. URL: https://azbyka.ru/otechnik/Epifanij_Kiprskij/na-vosemdesjaty-eresej-panarij-ili-kovcheg/). მაგრამ იგივე მამა განგვიმარტავს, თუ რა ჰქონდა მხედველობაში: ქრისტემ ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანა არა ყველა ადამიანი გამონაკლისის გარეშ, არამედ მხოლოდ წმინდანები. ის წერს: "ჯოჯოხეთი განიღო, მისი სპილენძის კარები შეიმუსრა, და წმინდანთა სულები ამოვიდნენ ქრისტესთან ერთად" (Епифаний Кипрский, свт. Слово на Святое Воскресение Христово. URL: https://azbyka.ru/otechnik/Epifanij_Kiprskij/slovo-na-svjatoe-voskresenie-khristovo/). და კიდევ: "მაშ, რა? ნუთუ ღმერთი, რომელიც ჯოჯოხეთში ჩავიდა, განურჩევლად იხსნის ყველას? არა. ის იქაც მხოლოდ მორწმუნეთ აცხოვნებს" (Епифаний Кипрский, свт. Слово на Великую Субботу. URL: https://azbyka.ru/otechnik/Epifanij_Kiprskij/slovo_na_velikuyu_subbotu/). მოტანილი მაგალითიდან ჩანს, რომ როგორც სიტყვა ყველა, ასევე სიტყვები "გაატიალა" და "დააცარიელა" სულაც არ გულისხმობენ ყველას გამონაკლისის გარეშე, არამედ ხშირად აღნიშნავენ მხოლოდ გარკვეულ ნაწილს.
 
დასასრულ უნდა ითქვას, რომ თვით ორიგენეც კი, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველას ცხონებაზე ლაპარაკობდა, მიიჩნევდა, რომ ქრისტემ აღდგომის შემდეგ ჯოჯოხეთიდან ყველა როდი ამოიყვანა. ამის შესახებ წერს ეპისკოპოსი ინოკენტი ხერსონელი: "ორიგენეს აზრით, ჯოჯოხეთიდან გათავისუფლებულ იქნენ არა იძულებულნი, არამედ მხოლოდ ისინი, ვისაც თვითონ სურდა მიჰყოლოდა გამოცხადებულ გამანთავისუფლებელს" (Иннокентий Херсонский, свт. Иисус Христос – Искупитель человеческого рода. URL: https://azbyka.ru/otechnik/Innokentij_Hersonskij/iisus-khristos-iskupitel-chelovecheskogo-roda/).
 
ყოველივე ამისგან გამომდინარე, უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ არ არსებობს არანაირი მყარი საფუძველი იმისა, ვამტკიცოთ თითქოსდა თავისი აღდგომის შემდეგ ქრისტემ ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა ყველა გამონაკლისის გარეშე; პირიქით, მრავალი წმიდა მამა წერდა იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთიდან ამოვიდნენ მხოლოდ მართალნი.


8. წმიდა მამათა "ორი მიმართულება"
 
წინა თავის შინაარსთან დაკავშირებით უნდა შევჩერდეთ იმ არსებულ მცდელობებზე, რომლითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ წმიდა მამათა თხზულებებში თითქოსდა არსებობდეს ორი ხაზი. ერთი ხაზი მეტყველებს ცოდვილთა ტანჯვის უსასრულობაზე, მეორე კი - თითქოსდა მათი ტანჯვის დასასრულსა და საყოველთაო ცხონებაზე, თანაც თითქოსდა ერთსა და იმავე წმინდანებს შეიძლება ერთდროულად ჰქონდეთ ორი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულება ერთსა და იმავე საკითხზე (Вопрос заслуженному профессору МДА, академику РАЕН, доктору богословия Осипову А.И.: Что писал св. Иоанн Златоуст о посмертной судьбе души человека? URL: http://www.avs75.ru/osipov-78.html). სინამდვილეში ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა წმინდანთა წინააღმდეგ.
 
როგორ მკაცრადაც გინდ ჟღერდეს, თუკი ადამიანს ერთდროულად ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი გააჩნია ერთსა და იმავე საგანზე, ეს იქნება დაავადების სიმპტომი, რომელიც ჩვენ წინამდებარე წიგნის დასაწყისში ვახსენეთ ორიგენესთან მიმართებით (იხ. პ. 1), კერძოდ ეს არის - საღვთისმეტყველო შიზოფრენია.
 
ტერმინი შიზოფრენია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან σχίζωраскалываю ვხლიჩავ და φρήνგონება, ცნობიერება (Медицинская энциклопедия. Шизофрения). არსებობს ამ დაავადების კიდევ უფრო მძიმე ფორმა: იდენტურობის დისოციაციური აშლილობა (პიროვნების გაორება, პიროვნების გახლეჩა), როდესაც ადამიანის პიროვნება განიცდის გაორება, და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცის სხეულში რამოდენიმე პიროვნებაა (Множественная личность – диссоциативное психическое расстройство. URL: http://www.psystatus.ru/partner_article.php?id=134). ჩვენ არ ვისაუბრებთ ამ დაავადების ბუნებაზე, მაგრამ ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ერთსა და იმავე წმიდა მამასთან ან წმიდა წერილში ერთდროულად ერთსა და იმავე საგანზე შეიძლება არსებობდეს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები, წმიდა მამებს სწორედ ამ დაავადებაში ადანაშაულებენ. ეს უბრალოდ მკრეხელური განცხადებაა და წმიდა მამათა შემოქმედებას უაზროს ხდის, ასევე წმიდა წერილსაც, და მთელ ჩვენს რწმენასაც.
 
რა თქმა უნდა, სხვადასხვა წმიდა მამას ზოგჯერ გააჩნდა განსხვავებული საღვთისმეტყველო შეხედულებები მეორეხარისხოვან საკითხებზე. მაგრამ მთავარ საკითხებში ისინი სრულიად თანხმიერნი არიან, და ამის შესახებ ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ პირველ თავში. ამ თანხმიერ სწავლებებში უმთავრესია - დოგმატები, ანუ ის ჭეშმარიტებები, რომლებიც განსაზღვრულია სულიწმიდით განბრძნობილ კრებათა მიერ. აქედან გამომდინარე კრებათა დადგენილებებში, დაწყებული მოციქულთა წმიდა კრებიდან, ნათქვამია: მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც (საქმე 15:28). აი რას წერს ამის შესახებ ეპისკოპოსი ტიხონ ზადონელი: "იკითხე და პატივი მიაგე ამ კრებებს (მსოფლიო კრებებს - ავტ.), გარდა ამისა, ადგილობრივ კრებებსაც, რომელთაც ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია შეიწყნარებს... კრებათა მოწვევის ჩვეულება დაწესდა მოციქულთა მიერ (იხ. საქმე 15). მათ ეკლესიური უთანხმოებანი გადაწყვიტეს ღირსი და ღვთისმოშიში სიტყვებით: მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც (საქმე 15:28). მაცხოვარი მათ შეჰპირდა ამ სულიწმიდას და მისცა ეს ძალაუფლება (იხ. იოანე 14:14:16, 26, 16:13; მათე. 18:20, 28:19-20). ქრისტემ აქ თქვა, რომ თავის მოწაფეებთან იქნება აღსასრულამდე სოფლისა (მათე 28:20) (Тихон Задонский, свт. Письма келейные и другие творения. Часть 18. Письма. (О вселенских Соборах). URL: https://azbyka.ru/otechnik/Tihon_Zadonskij/pisma-kelejnye-i-drugie-tvorenija/18). ამიტომაც, ვინც კრებათა დოგმატურ განსაზღვრებებს ეწინააღმდეგება ის ეწინააღმდეგება წმიდა სულს, ანუ ხდება მწვალებელი, რომელთაც იგივე ტიხონ ზადონელი მტრებს და სულიერ მხეცებს უწოდებდა (Тихон Задонский, свт. Письма келейные и другие творения. Часть 19. Письма посланные. Письма 21–30. (Почему епископы и пресвитеры называются пастырями?) URL: https://azbyka.ru/otechnik/Tihon_Zadonskij/pisma-kelejnye-i-drugie-tvorenija/19).
 
ამის შესახებ წერდა წმ. ათანასე დიდიც: "ნიკეის კრება ნამდვილად წარმოადგენს ყოველგვარი მწვალებლობის მხილებას და პირქვე დაამხობს სულიწმიდის ყველა მგმობელს..." (Афанасий Великий, свт. Послание Епископов египетских и ливийских (в числе девяноста) и блаженного Афанасия к досточестнейшим Епископам африканским, против ариан. URL: https://azbyka.ru/otechnik/Afanasij_Velikij/Poslanie_episkopov_egipetskih_i_liviyskih/) (Арсений (Писарев), иером. Святоотеческое раскрытие учения о грехе хулы на Духа Святаго. URL: http://pravoslavie.ru/3542.html).
 
ღირ. ეფრემ ასურელიც, თავის "კითხვა-პასუხებში" წერდა: "კითხვა. რომელი ცოდვაა მიუტევებელი. პასუხი. ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ; ეს არის ყოველი მწვალებლის ცოდვა, რადგან მწვალებლები გმობდნენ და გმობენ სულიწმიდას. მათ ეს ცოდვა არ მიეტევებათ არც ამ წუთისოფელში და არც მომავალში, უფლის სიტყვისამებრ (მათე 12:32); რადგან ისინი ამით აუმხედრდნენ თვით ღმერთს, ვისგანაც არის ცხონება; მას ვინღა იქნება მათი შემწე?" (Ефрем Сирин, прп. Вопросы и ответы).
 
ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი): "მწვალებლობათა და, ბოლოს, წარმართული ცხოვრების მეშვეობით ყველა წარმართმა, რომლებმაც ოდესღაც ქრისტიანობა მიიღეს, დატოვეს და ტოვებენ ქრისტიანობას... რა მიზეზია მწვალებლობის ამგვარი მოქმედებისა? მიზეზი იმაშია, რომ ეს საშინელი ცოდვა, რომელიც სულიწმიდის გმობას მოიცავს, სრულიად აუცხოვებს ადამიანს ღმრთისგან, ამის შემდეგ კი გადასცემს სატანის ძალაუფლებას" (Игнатий (Брянчанинов), свт. Понятие о ереси и расколе. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ignatij_Brjanchaninov/agiograficheskie-i-apologeticheskie-sochinenija/#0_3).
 
ამრიგად, ამ ციტატებიდან ჩანს, რომ მწვალებლობა - ეს არის სწავლება, რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიის კრებით დოგმატურ დადგენილებებს, და ის არის სულიწმიდის გმობა.
 
ქრისტემ კი თქვა: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ... ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (მათე 12:31-32).
 
აი რას წერს წმ. ათანასე დიდი მათეს სახარების განმარტებაში, როდესაც მსჯელობს მწვალებლებსა და ორიგენეს შეხედულებაზეც ცოდვილთა ტანჯვაზე: "ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ (მათე 12:31).
 
ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (მათე 12:32).
 
აქ უპრიანი იქნება მოვიტანოთ მოციქულის სიტყვა: ასო კლავს, ხოლო სული აცოცხლებს (2 კორინთ. 3:6). რადგან თუკი საღმრთო წერილში მრავალს ბუკვალურად გავიგებთ, მაშინ უკეთურ გმობაში შთავცვივდებით. ასეთია ახლა შემოთავაზებული უფლის გამონათქვამიც. თუ მას მკაცრი გაგებით მივიღებთ, მაშინ არა მარტო უკეთურ გაგებამდე მივალთ, არამედ აღმოვაჩენთ, რომ უფალი საკუთარ თავის საწინააღმდეგოს ამბობს. რადგან, თუკი ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას (მათე 12:32); მაშინ რატომ თქვა თვითონვე, რომ ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე (ლუკა 12:9)? და კიდევ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს (მათე 12:36)? და თუკი: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს (მათე 12:31), მაშინ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის რატომ ვაგებთ პასუხს ღმრთის წინაშე? რატომ არის ნათქვამი: ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, ... და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს (მათე 5:22)? რატომ ამბობს პავლე: თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ... ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ... ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს (1 კორინთ. 6:9-10)?
 
და ეს ყოველივე თუკი ასეა, მაშინ მითხარი, თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს? და კვლავ, თუკი ეს უკანასკნელია სამართლიანი, მაშინ რისთვისღა დაადანაშაულეს ორიგენე, რომელიც ამბობდა, რომ დასასრული ექნებოდა ტანჯვას და ღმერთი ადამიანებსა და დემონებს ყოველგვარ ცოდვას მიუტევებდა? თუკი, სულიწმიდის გმობა მიუტევებელია, რისთვის გმობს ეკლესია ნოვატს, რომელიც სინანულს უარყოფდა? ამის შემდეგ რისთვის უარვყოფთ ბილწ არიანელებს, რომლებიც აკნინებდნენ ძეს სულიწმიდის წინაშე? და რის გამოც ძე ამბობს: მე და მამა ერთი ვართ (იოანე 10:30), ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს (იოანე 5:23); აქ კი ამბობს: ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას? ამიტომაც მითხარი, - ნუთუ ძის გმობა მიეტევება არიანელებს, სიმონიანელებს, საბელიანოზთ, ფოტინიანელებს და ყველა მტერს, ვინც გმობს ძის განკაცებას? მაგრამ, დე შორს ჩვენგან ასეთი აზრი! ... სულიწმიდის გმობა არის ურწმუნოება, და არ არსებობს სხვა შემთხვევა მიტევებისთვის, თუ არა მართლმორწმუნედ ყოფნა..." (Афанасий Великий, свт. Из Бесед на Евангелие от Матфея. URL: https://azbyka.ru/otechnik/Afanasij_Velikij/Iz_Besed_na_Evangelie_ot_Matfeja/).
 
წმ. ათანასე დიდი უაზრობად მიიჩნევს აზრს მოუნანიებელ მწვალებელთ მიტევებაზე და ამ ტექსტში მრავალ მათგანსაც ასახელებს, რომელთა შორისაა ორიგენე და მისი აზრი ტანჯვადა დასრულების შესახებ. წმიდა ათანასე ორიგენეს ამ შეხედულებას არ უკავშირებს სულთა წინარე არსებობის შესახებ სწავლებასთან, არამედ ცალკე იმოწმებს. ხოლო მოუნანიებელ ცოდვილთათვის ცოდვათა მიუტევებლობა სწორედაც რომ მარადიულ ტანჯვაზე მიანიშნებს.
 
კიდევ წმიდა მამები და კრებები განმარტავენ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს წმიდა წერილსა და წმიდა მამების თხზულებაში მოჩვენებითი წინააღმდეგობებისადმი.
 
ექვთიიმე ზიგაბენი: "... სახარების ბოლომდე აუცილებელია გამოვიჩინოთ განსაკუთრებული მზრუნველობა იმისთვის, რათა ერთმანეთს შევათანხმოთ მახარობელთა გამონათქვამები, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგოდ გვეჩვენება და უყურადღებოთათვის დიდ სირთულეებს წარმოადგენს" (Толкование от Матфея, составленное по древним святоотеческим толкованиям Византийским, XII века, ученым монахом Евфимием Зигабеном. Глава XXVI. URL: https://azbyka.ru/otechnik/Evfimij_Zigaben/tolkovanie-evangelija-ot-matfeja/3_6).
 
წმიდა იმპერატორი იუსტინიანე დიდი: "ვინც ორიგენეს უკეთურ სწავლებას ამართლებს, გაურბის მის წინააღმდეგ მიმართულ ძლიერ არგუმენტებს და ცდილობს დაფაროს თავისი ცდომილება, რისთვისაც ქვეტექსტიდან ამოგლეჯით იმოწმებს წმიდა მამებს, და მათ საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტავს, რაც საკუთარი სნეულებისთვის აქვს მომარჯვებული. ასე იქცევიან ისინი წმიდა წერილთან მიმართებაშიც" (Слово благочестивейшего императора Юстиниана, посланное к Мине, святейшему и блаженнейшему архиепископу благополучного города и патриарху, против нечестивого Оригена и непотребных его мнений. URL: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom5/1_8_1). ამგვარი ვითარება დღემდე არ შეცვლილა.
 
V მსოფლიო კრებაც ამტკიცებს: "ასევე ვნახეთ, რაც უქნიათ თევდორეს დამცველებს და ისიც, რასაც ჩვეულებისამებრ აკეთებენ ერეტიკოსები. რადგან ისინი, რაღაცას ამოიღებენ იქიდან, რაც წმიდა მამებმა დაწერეს, რაღაცას კი თვითონ ჩაუმატებენ და გააყალბებენ. ისინი წმიდა კირილეს ეპისტოლეს მეშვეობით, თითქოსდა მამათა მოწმობების საფუძველზე, ცდილობდნენ ზემოთხსენებული უკეთური თევდორეს გათავისუფლებას ანათემისგან" (Деяния Вселенских Соборов, изданные в русском переводе при императорской Казанской Духовной Академии. Т. 5. Издание 4. – Казань, 1913. – С.208. URL: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom5/). ამ მაგალითებიდანაც ვხედავთ, თუ როგორი ჩვეულებისამებრ იქცევიან ერეტიკოსები.
 
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ წმიდა მამები კი არ უნდა დავადანაშაულოთ პიროვნების გაორებაში, არამედ მათი თხზულებების ერთობლიობაში ვეძებოთ მათი ჭეშმარიტი შეხედულებები. ხოლო საყოველთაო ცხონების მომხრეთა მიერ დამოწმებული ამონაწერები - ეს მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებია. წმიდა მამათა წერილს მთლიანობაში თუ განვიხილავთ, სრულიად ნათელი გახდება, რომ ყველა წმიდა მამა ერთხმად და დაუსრულებლად მიიჩნევდა მოუნანიებელ ცოდვილთა ტანჯვას. ამის დასადასტურებლად აქ დავიმოწმებთ წმიდა მამათა მხოლოდ რამოდენიმე ციტატას (სინამდვილეში მათი რაოდენობა ბევრად უფრო მეტია), რომელთა დამოწმებასაც ცდილობენ საყოველთაო ცხონების დამცველები.
 
წმიდა ათანასე დიდი (ზემოთდამოწმებული ციტატების გარდა) ფსალმუნის განმარტებაში წერს: "ღმერთი ყოველთვის ხედავს ყველა მათ კადნიერებას, და რაიმე შეწყალების ღირსად არ მიიჩნევს არც მას (იუდას) და არც რომელიმე ურწმუნოს". და კიდევ, 93-ე ფსალმუნის განმარტებაში: "... ზოგჯერ ცოდვილებს ეძლევა კეთილდღეობა ეძლევათ, ღვთისმოშიშთ კი - დევნულება; რადგან არც ერთი და არც მეორე არ არის მუდმივი, არამედ ზოგისთვის ჭირვება შეიცვლება კეთილდღეობით, ხოლო ზოგისთვის მოჩვენებითი კეთილდღეობა იცვლება დაუსრულებელი სასჯელით" (Афанасий Великий, свт. Толкование на Псалмы. URL: https://azbyka.ru/otechnik/Afanasij_Velikij/tolkovanie-na-psalmy/); და კიდევ: "... უკანასკნელი ცეცხლი, განმზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. ამრიგად, აჰა უმადურთა დასასრული!" (Афанасий Великий, свт. Праздничные послания. Послание 3. URL: https://azbyka.ru/otechnik/Afanasij_Velikij/prazdnichnye-pashalnye-poslanija/#0_3).
 
წმ. იოანე ოქროპირი: "ყველა ადამიანი იკვლევს საკითხს: დასრულდება თუ არა გეენიის ცეცხლი? ქრისტემ გაგვიმხილა, რომ ამ ცეცხლს არ ექნება დასასრული: ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი (მარკ. 9:44) (Иоанн Златоуст, свт. Алфавит духовный. – М.,2005. – С.102). საეროთდ წმ. იოანე ოქროპირმა დაწერა მთელი ტრაქტატი იმის შესახებ, თუ რატომ იქნება ცოდვილთა ტანჯვა დაუსრულებელი (Иоанн Златоуст, свт. Беседы на 1-е послание к Коринфянам. Беседа 23. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_64/23).
 
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, რომ საიქიოში "დადგება სასჯელის დრო, და არა განწმენდის" და ცოდვილთათვის "სამარადისო სირცხვილი ღმრთის უარყოფისთვის" (Григорий Богослов, свт. Слово 15, говоренное в присутствии отца, который безмолвствовал от скорби, после того как град опустошил поля. URL: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Bogoslov/slovo/15).
 
წმ. ამფილოქე იკონიელი: "... როდესაც მოქმედებაში მოგყავს ეშმაკის ჩაგონება, მაშინ დამწუხრდი, შეიმუსრე გული და იტირე, რადგან სამარადისო ცეცხლისკენ მიექანები... ცოდვილი ხარ? მოინანიე. არ გსურს? მაშინ ცეცხლის გეენაში ეშმაკებზე უარესად დაიწვები... რადგან, ვისაც რაშიც წაასწრებს სიკვდილი, მითვე გააცილებენ მიცვალებულს. თუ ეშმაკის მონად მოკვდები, უბედური იქნები მომავალში" (Амфилохий Иконийский, свт. Беседа о покаянии или о том, что не должно отчаиваться в спасении. URL: https://azbyka.ru/otechnik/Amfilohij_Ikonijskij/beseda-o-pokajanii-ili-o-tom-chto-ne-dolzhno-otchaivatsja-v-spasenii/); და კიდევ: "მიველტვი მას (ქრისტეს - ავტ.). მაგრამ, რომ მივეახლები, რას შევთხოვ? თვალების სიჯანსაღეს? ეს სიხარული ხომ დროებითია. სნეულებათაგან განკუკრნებას? მაგრამ ეს მიღწევა უმნიშვნელოა, რადგან მარადიული სიკვდილი ამაზე უარესია" (Амфилокий Иконийский, свт. Слово о жене-грешнице, помазавшей Господа миром, и о фарисее. URL: https://azbyka.ru/otechnik/Amfilohij_Ikonijskij/slovo-o-zhene-greshnitse-pomazavshej-gospoda-mirom-i-o-farisee/). აქ მოტანილი წინადადების შინაარსით ლაპარაკია დაუსრულებელ წარწყმედაზე - მარადიულ სიკვდილზე, რადგან დროებითს აქვს დასასრული, რომელიც შეპირისპირებულია დროის ჩარჩოებს მიღმა მყოფ მარადიულს, რომელიც უსასრულოა.
 
ღირ. ეფრემ ასურელი: "ნუ ვიქნებით აქ დაუდევარნი, საყვარელნო, რათა მარადიულად არ მოგვიწიოს მწუხარებამ, სადაც ვერანაირ სარგებლობას ვერ მოგვიტანენ ცრემლნი და გოდებანი, სადაც არ არის სინანული" (Ефрем Сирин, прп. Слово о втором пришествии Господа нашего Исуса Христа. URL: https://azbyka.ru/otechnik/Efrem_Sirin/tvorenia/17). (ღირ. ეფრემ ასურელის ციტატები კიდევ იხ. პ. 6.3).
 
ღირ. ისააკ ასურელი ძალიან ბევრს წერს ღმრთის მოწყალებაზე, რომელიც აღემატება ჩვენს ცოდვებს, ამიტომაც მის სიტყვებს ხშირად იმოწმებენ საყოველთაო ცხონების დასაცავად. მაგრამ ის, ისევე როგორც სხვა წმიდა მამები, ამას მხოლოდ მონანულ ცოდვილთ განაკუთვნებს, და არა საზოგადოდ ყველა ცოდვილს. ეს ჩანს შემდეგი მისი თხზულებებიდან. ის წერს, რომ ცოდვისგან შეიძლება წარმოიშვას "სულის დაცემა, მისი სრული წარწყმედა", მაგრამ ამ შემთხვეევაშიც კი არ უნდა მივეცეთ უსასოობას, არამედ ვიაროთ სინანულის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში: "ვაი იმ ბერს, რომელიც ეცრუება თავის აღთქმას და, ქელავს თავის სინდისს, რითაც ხელს უწვდის ეშმაკს... როგორი სახით წარდგება ის მსაჯულის წინაშე, როდესაც, მიაღწევს რა სიწმიდეს, მისი მეგობრები შეხვდებიან ერთურთს, - ისინი, ვისაც დასცილდა თავის გზაზე და წარწყმედის გზას დაადგა, დაკარგა ის გამბედაობა, რომელიც ღმრთის წინაშე აქვთ ღირსეულთ... და ყველაზე საშინელი არის ის, რომ როგორც აქ დასცილდა ის თავის გზაზე მეგობრებს, ისე დააცილებს მათ ქრისტე იმ დღეს, როდესაც მხარზე შემოისვამს ნათლით გაბრწყინვებულთა სხეულებს, და ზეციურ კარიბჭემდე მიიყვანს. რადგან იმის გამო, რომ უკვე აქვეა განკითხული მათი საქმეები, ვერ წამოიმართებიან უღმრთონი სასამართლოში, ხოლო ცოდვილნი - მართალთა კრებულში (ფსალმ. 1:5) (Исаак Сирин, прп. Слово 7//Преподобного Исаака Сирина слова подвижнические. – М., 2002. – С.52–57. URL: https://azbyka.ru/otechnik/Isaak_Sirin/slova-podvizhnicheskie/7).
 
კიდევ 60-ე სიტყვაში: "თუკი ნებაყოფლობით არ მოკვდები გრძნობითი სიკვდილით ღმრთის სიკეთისთვის, უნებლიედ მოკვდები სულიერად - ღმრთისთვის. ამიტომაც, თუკი ასეთია შენი ხვედრი, ნებაყოფლობით მიიღე ღმრთისთვის დროებითი სატანჯველნი, რათა შეხვიდე ღმრთის დიდებაში" (Исаак Сирин Ниневийский, прп. Слова подвижнические. Слово 60. URL: https://azbyka.ru/otechnik/Isaak_Sirin/slova-podvizhnicheskie/60); და კიდევ: "... შეუძლებელია მოსაგრისთვისაც თავისი სული იხსნას წარწყმედისგან, თუკი ის დაინდობს თავის სხეულს" (Исаак Сирин Ниневийский, прп. Подвижнические наставления. URL: https://azbyka.ru/otechnik/Isaak_Sirin/podvijnicheskie_nastavleniya/); და 80-ე სიტყვაშიც: "... ხოლო ჩვენ თვით საქმით და ნივთიერად (ე. ი. სულის ნივთიერებით) შევალთ სამეფო პალატთა შიგნით, თუკი ღირს ვიქმნებით ამისა ჩვენი ცხოვრებით" (Исаак Сирин Ниневийский, прп. Слова подвижнические. Слово 80. URL: https://azbyka.ru/otechnik/Isaak_Sirin/slova-podvizhnicheskie/80). ამ ციტატებიდან ჩანს, რომ უპირობოდ ყველანი როდი შევლენ ცათა სასუფეველში, არამედ მხოლოდ "თუკი ღირს ვიქმნებით ამისა ჩვენი ცხოვრებით". და კიდევ ღირ. ისააკ ასურელი სამსჯავროს შემდეგ ორი კატეგორიის ადამიანთ განსხვავებულ ხვედრზე წერს: "და განჰყო (უფალმა - ავტ.) მათი განსხვავებული ადგილსამყოფელი, როდესაც თქვა: და წავლენ ესენი, - ანუ ცოდვილები, - საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში (მათე 25:46) (Исаак Сирин Ниневийский, прп. Слова подвижнические. Слово 58. URL: https://azbyka.ru/otechnik/Isaak_Sirin/slova-podvizhnicheskie/58) (3).
 
___________
 
3. ამიტომაც ის ლოცულობს: "უფალო, მიხსენ მე სულიერი ბნელისგან!.. არ შეგიქმნივარ, უფალო, გეენისთვის, და დაე ნუ შევიქნები ჭურჭლად წარწყმედისა. ხოლო წარწყმედა, უფალო, მდგომარეობს იმაში, რათა ადამიანი სრულიად იყოს მოკლებული შენს ხედვას, რომელიც ყოველ არსებას ანიჭებს დიდ სიხარულს... ნუ წარმართმევ სასოებას საფლავში ჩასვლისას, და ნუ აღმოვჩნდები ბნელეთში მსხდომებთან ერთად საკუთარ ცოდვათათვის, როგორც მკვდარი სამარადისოდ" (Сидоров А. И. Святоотеческое наследие и церковные древности.Т. 3. – М., 2013. – С. 30. URL: https://azbyka.ru/otechnik/Aleksej_Sidorov/svjatootecheskoe-nasledie-i-tserkovnye-drevnosti-tom-3/).
 
___________
 
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი: "ო, საშინელო და დაუსრულებელო შერცხვენავ, რომელიც მელოდები, თუ არ შევიცვლები... მარადიული ურთიერთობა ეშმაკთან და მის ბილწ დემონებთან; თან მოლოდინიც კი არ გვექნება იმისა, რომ ამ საშინელებათაგან ოდესმე გავთავისუფლდებით" (Максим Исповедник, прп. Письма. – СПб., 2007. – С.88. URL: https://azbyka.ru/otechnik/Maksim_Ispovednik/pisma/); "... საუკუნოდ დაუსრულებელი სატანჯველნი..." (Максим Исповедник, прп. Письма. – СПб., 2007. – С. 103–104. URL: https://azbyka.ru/otechnik/Maksim_Ispovednik/pisma/); "ის ყოველს მიაგებს მარადიულ და დაუსრულებელ სამართლიან მისაგებელს" (Максим Исповедник, прп. Мистагогия. XIV. URL: https://azbyka.ru/otechnik/Maksim_Ispovednik/mistagogiya/#0_15) (კიდევ ციტატები იხ. პ. 2.2).
 
ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი: "შენ დაივიწყე ცოდვილთა მარადიული ხვედრი, რომლებმაც ვერ დაიმსახურეს ღმრთის წყალობა. ისინი, სათნოებათა და სინანულის უარყოფისთვის, რომლითაც იკურნებიან სათნოებათაგან გადაცდომანი, ჩადიან ქვესკნელის ჯოჯოხეთში, ეძლევიან იქ ტანჯვას და სასჯელთ, რომელთაც არა აქვთ არც ზომა და არც დასასრული" (Игнатий Ставропольский, свт. Приношение современному монашеству. – М., 2001. – С. 274–275. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ignatij_Brjanchaninov/prinoshenie-sovremennomu-monashestvu/).
 
გამომდინარე წმიდა მამათა ზემოთდამოწმებული ციტატებიდან, რომლებიც ვითომცდა წერდნენ საყოველთაო ცხონების შესახებ, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ არ არსებობს არანაირი მყარი საფუძველი მივიჩნიოთ, რომ თუნდაც ერთი წმიდა მამა მიჰყვებოდა საყოველთაო ცხონების ცრუ სწავლებას.
 
კიდევ განსახილველი დაგვრჩა, თუ როგორია ეკლესიის კრებითი სწავლება ამ საკითხზე, და რა შედეგები მოაქვს ამ ცრუმოძღვრების გავრცელებას.
საყოველთაო განახლება
9. ცოდვილთა ტანჯვის საყოველთაო დასრულების დაგმობა VI საუკუნეში

არსებობს თვალსაზრისი, რომ მწვალებლობას წარმოადგენს მხოლოდ სწავლება საყოველთაო ცხონების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია სულთა წინარე არსებობის სწავლებასთან, და არა თავისთავად, ამიტომაც აქ განვიხილავთ VI საუკუნის დოკუმენტებსა და მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ მწვალებლობის ანათემირებასთან, რათა ნათელი მოვფინოთ ამ საკითხსაც.
 
553 წელს შედგა V მსოფლიო კრება. ის მოიწვია იმპერატორმა იუსტინიანემ, რათა განხილულიყო ორი საკითხი: "სამი თავისა" (4) და ორიგენეს სწავლების შესახებ. საეკლესიო ისტორიოგრაფიაში არსებობს აზრი, რომ ამ კრების ძირითადი გადაწყვეტილება მიმართული გახლდათ ორიგენეს წინააღმდეგ, რომელიც "სამი თავის" დაგმობაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო. ღირ. თეოფანე აღმსარებელი თავის "ქრონოგრაფიაში" წერს: "ამ წელს შედგა მეხუთე წმიდა და მსოფლიო კრება ამაოდმბრძნობ ორიგენეს, ბრმა დიდიმეს, ასევე ევაგრესა და მათი ელინური ლაყბობების და უთავო თავთა წინააღმდეგაც" (Феофан Исповедник. Хронография. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Ispovednik/hronografija/).
 
___________
 
4. დავა "სამი თავის" შესახებ - შიდაქრისტიანული კონფლიქტის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც მოჰყვა ქალკედონის კრებას. საკუთრივ "საკითხი" მდგომარეობდა მოთხოვნაში ანათემაზე გადაეცათ ნესტორიანელობაში მხილებული პიროვნებები და თხზულებები, კერძოდ, თევდორე მომფსვესტელი, თეოდორიტე კვირელის ზოგიერთი თხზულება და იბა ედესელის ერთ-ერთი წერილი. "თავებად" (ძვ. ბერძნ.: κεφάλαια) მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, როგორც წერილობით გადმოცემული გამონათქვამები ანათემატიზმების ფორმით, ასევე თვით დაგმობის სუბიექტებიც.
 
___________
 
ასე მიაჩნდათ სხვა სასულიერო პირებსაც. მაგალითად, ეპისკოპოსი ტიხონ ზადონელი სწავლებაში მსოფლიო კრებათა შესახებ V მსოფლიო კრების უმთავრეს დადგენილებებზე მსჯელობისას, რაც საინტერესოა, საერთოდ არც ახსენებს "სამ თავს". მისთვის უმთავრესი მოვლენა უბრალოდ ორიგენეს გაკიცხვა კი არ არის, არამედ მისი დაგმობა სწავლებისთვის ცოდვილთა ტანჯვის საყოველთაო დასრულების შესახებ, და სრულიად არ ახსენებს მის სხვა მწვალებლობათ. მისი თქმით ამ კრების შესახებ ამგვარი ცნობები უმნიშვნელოვანესია: "შენ გსურდა გქონოდა მოკლე ცნობა წმიდა მამათა მსოფლიო კრებების შესახებ. აი შენც შემოკლებული და საკმაოდ აღწერილი (ტაბლოს სახით) ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ... V (კრება ჩატარდა - ავტ.) ... ორიგენეს წინააღმდეგ, რომელიც ტანჯვათა დასრულების შესახებ მეზღაპრეობდა" (Тихон Задонский, свт. Письма келейные и другие творения. Часть 18. Письма (О Вселенских Соборах). URL: https://azbyka.ru/otechnik/Tihon_Zadonskij/pisma-kelejnye-i-drugie-tvorenija/18).
 
ასე მიიჩნევდა ეპისკოპოსი ინოკენტი ხერსონელი: მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული (მათე 25:41). დასრულდება თუ არა ეს ცეცხლი, და რა იქნება მის შემდეგ? მართალია, სიტყვა "საუკუნო" ყოველთვის არ ნიშნავს მარადიულობას, მაგრამ აქ ეს სიტყვა სწორედაც რომ მკაცრი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ძველად არსებობდა ორიგენეს აზრი, რომ ეშმაკი შეიძლება მოექცეს, მაგრამ ის დაგმობილია და გადაცემულია ანათემას" (Иннокентий, архиепископ Херсонский и Таврический, свт. О существах, высших человека, или о духах. URL: https://azbyka.ru/otechnik/Innokentij_Hersonskij/o-sushhestvakh-vysshikh-cheloveka-ili-o-dukhakh/).
 
ახლა მივმართოთ თვით კრების საქმეებს. V მსოფლიო კრების მე-8 სხდომაზე მიღებულ იქნა 14 ანათემატიზმა. მე-11 ანათემა ასე ჟღერს: "ვინც არ შეაჩვენებს არიოზს, ევნომეს, მაკედონიოსს, აპოლინარის, ნესტორის, ევტიქისა და ორიგენეს, მათი უკეთური თხზულებებითურთ, და ყველა სხვა მწვალებელს, რომლებიც გაკიცხულ და ანათემირებულ იყვნენ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და ოთხი ხსენებული (მსოფლიო - ავტ.) კრების მიერ, და კიდევ მათ, ვინც ბრძნობდნენ ან ბრძნობენ ზემოთხსენებულ მწვალებელთა მსგავსად, და თავიანთ უკეთურებაში სიკვდილამდე დარჩნენ: ანათემა" (Деяния Вселенских Соборов, изданные в русском переводе при императорской Казанской Духовной Академии. Т. 5. Издание 4. Казань. 1913. С.214. URL: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom5/).
 
ამ ციტატაში გამოყოფილია ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც დეტალურად უნდა განვიხილოთ.
 
მასში მითითებულია, რომ ორიგენე და სხვა მწვალებლები განკითხულნი არიან არა თავისთავად, არამედ "თავიანთი უკეთური თხზულებებითურთ", და ჩვენ უნდა გავარკვიოთ, იყო თუ არა დაგმობილი ორიგენეს სწავლება საყოველთაო ცხონების (ანუ, უფრო ზუსტად აპოკატასტასისის) შესახებ და ყოველთა ტანჯვის დასრულებაზე თვით ეშმაკის ჩათვლითაც კი; იყო თუ არა ეს სწავლება დაგმობილი თავისთავად თუ მხოლოდ სულთა წინარე არსებობაზე ორიგენეს სწავლებასთან კავშირში.
 
V მსოფლიო კრების ამ მე-8 სხდომის საქმეებში მოთავსებულია იმპერატორ იუსტინიანეს წერილი არქიეპისკოპოს მინასადმი ორიგენეს წინააღმდეგ. მასში წმიდა იმპერატორი დეტალურად განიხილავს ორიგენეს სწავლებას და წერს: "ამიტომაც ვთხოვეთ შენს სიწმიდეს, რათა შეკრებილიყავით ამ უკეთურთა და მავნეთა, უფრორე კი მათ სულელურ სწავლებათა გამო, დეტალურად წაგეკითხათ შემოთავაზებული გადმოცემა, დაგეგმოთ მისი თითოეული თავი და ბოლოს უკეთურ ორიგენესთან ერთად გადაგეცათ ანათემაზე ყველა, ვინც კი მის მსგავსად ფიქრობს ან იფიქრებს" (იქვე).
 
იმპერატორი სთავაზობს ანათემათა ათ პუნქტს. მე-9 და 10-ე პუნქტები ასე ჟღერს: "9. ვინც ამბობს ან ფიქრობს, რომ დემონთა და უკეთურ ადამიანთა დასჯა დროებითია და, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის დასრულდება, ან, რომ მოხდება დემონთა და უკეთურ ადამიანთა აღდგინება, ანათემა". 10. ანათემა ადამანტად წოდებულ ორიგენესაც, რომელმაც გადმოსცა ეს სწავლება, მის უკეთურ, უხმარ და დანაშაულებრივ სწავლებასთან ერთად, და ყოველს, ვინც მიყვება მის აზრებს ან იცავს მათ, ან კიდევ რამენაირად ოდესმე გაბედავს მათ განმეორებას" (Деяния Вселенских Соборов, изданные в русском переводе при императорской Казанской Духовной Академии. Т. 5. Издание 4. Казань. 1913. С.209. URL: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom5).
 
მე-9 ანათემაში აშკარად არის დაგმობილი სწავლება დემონთა და უკეთურ ადამიანთა ტანჯვის დასრულების შესახებ, თანაც დაგმობილია ეს სწავლება ცალკე, ორიგენეს სხვა სწავლებებთან დაკავშირების გარეშე. ასე ესმოდა ეს თვით წმიდა იმპერატორ იუსტინიანესაც: ის ითხოვს "თავები სათითაოდ დაგმონ", ანუ ცალ-ცალკე, თავისთავად. მაგრამ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, შემთხვევით ხომ არ მოათავსეს ეს წერილი კრების საქმეებში და დაამტკიცა თუ არა V მსოფლიო კრებამ წმიდა იუსტინიანეს სწორედ ეს 10 ანათემატიზმა გამოთქმული ორიგენეს წინააღმდეგ.
 
რა თქმა უნდა, თუკი წმიდად ლოგიკურად განვსჯით, სრულიად გონივრულია, მწვალებლის დაგმობის შემდეგ, კრების საქმეებს თან დაერთოს მისი დაგმობის მიზეზებიც. მაგრამ ვნახოთ, არსებობს თუ არა ამის გარდა კიდევ რაიმე მტკიცებულება.
 
V მსოფლიო კრების საქმეებში (მე-8 სხდომა) ვკითხულობთ შემდეგს: "როდესაც ამგვარად გამოკვლევულ იქნა თეოდორესა და მისი უკეთურების შესახებ, კეთილად განვსაჯეთ, მკითხველის დასაკმაყოფილებლად, წაგვეკითხა და საქმეებში ჩაგვერთო მცირედი რამ ჩვენში მომხდარიდან, რაც უკეთურად დაიწერა თეოდორიტეს მიერ მართლმადიდებლური რწმენის, წმიდა კირილეს თორმეტი თავის, ასევე ეფესოს პირველი კრების წინააღმდეგ; ასევე რაც მან დაწერა უკეთურ თეოდორესა და ნესტორის დასაცავად, რათა ყველამ იცოდეს, რომ ისინი დაემხნენ და ანათემირებულ არიან სამართლიანად" (იქვე. გვ. 209).
 
ჩვენ ვხედავთ, რომ უკიდურეს შემთხვევაში მითითებული თხზულებები კრების საქმეებში შემთხვევით როდია შეტანილი, არამედ სწორედ კრების წმიდა მამების მიერ, და მითითებულია მიზეზიც, "რათა ყველამ უწყოდეს, რომ "ისინი დაემხნენ და ანათემირებულ არიან სამართლიანად". უნდა ვივარაუდოთ, რომ დანარჩენი დოკუმენტებიც ამავე მიზეზით, და არა შემთხვევით, არიან მოთავსებულნი კრების საქმეებში კრების წმიდა მამების მიერ.
 
V მსოფლიო კრების ისტორიულ ცნობაში, რომელიც ამ კრების აქტებს წინასიტყვაობის სახით ემატება ყაზანის სასულიერო აკადემიის გამოცემას, წერია: "ამ კრებაზე წამოწეულ იქნა საკითხი ორიგენეს, დიდიმეს და ევაგრეს ცდომილებათა შესახებ; და როდესაც წაკითხულ იქნა ბერების ევლოგისა და კონონის, კირიაკესა და პანკრატის თხზულებები, რომლებიც მათ კრებას ორიგენეს ცრუ სწავლების სამხილებლად წარუდგინეს, და ორიგენეს წინააღმდეგ გამოცემული თხზულებანი განიხილეს, რომელიც მოწონებული იყო პაპ ვიგილიუსის მიერ, მაშინ ყველა მამამ ერთხმად დაგმო ორიგენეს ცდომილებები და საერთო განაჩენით ამხილეს მისი ცრუ სწავლებაც" (еяния Вселенских Соборов, изданные в русском переводе при императорской Казанской Духовной Академии. Т. 5. Издание 4. Казань. 1913. С. 10. URL: https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom5).
 
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ისტორიული მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ V მსოფლიო კრებამ დაამტკიცა ორიგენეს წინააღმდეგ წმიდა იუსტინიანეს მიერ გამოთქმული სწორედ ეს 10 ანათემატიზმა.
 
დავუბრუნდეთ V მსოფლიო კრების 11-ე ანათემას: "თუ ვინმე არ შეაჩვენებს არიოზს, ევნომეს, მაკედონიოსს, აპოლინარის, ნესტორის, ევტიქის და ორიგენეს, მისი უკეთური თხზულებებითურთ, და ყველა სხვა დანარჩენ მწვალებელს, რომლებიც დაგმობილ და ანათემირებულ იყვნენ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და ოთხი ხსენებული (მსოფლიო - ავტ.) კრების მიერ..." აქ ნათქვამია, რომ ორიგენე და ხსენებული მწვალებლები, თავიანთი თხზულებებითურთ, "წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და ასევე ოთხი მსოფლიო კრების მიერ" V მსოფლიო კრებამდეც დაგმობილნი იყვნენ. მაგრამ ორიგენე წინამორბედ ხსენებულ მსოფლიო კრებებზე არ დაუგმიათ, მიუხედავად ამისა V მსოფლიო კრება ამტკიცებს, რომ ის თავის უკეთურ თხზულებებტან ერთად წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიამ დაგმო, ანუ ამ კრებათა გარეშეც. აქ მსოფლიო კრება უცდომელად ადასტურებს ძალიან მნიშვნელოვან აზრს, რომ მსოფლიო კრებათა გარეშეც ადგილობრივ კრებებს ძალუძთ უცდომელად გამოხატონ ეკლესიის რწმენა.
 
აი რას წერს ამასთან დაკავშირებით ცნობილი კანონისტი დეკანოზი ვლადისლავ ციპინი: "მსოფლიო კრებები, ეკლესიის სწავლებით, უცდომელნი არიან. მათი უცდომელობა ეკლესიის უცდომელობის დოგმატიდან მომდინარეობს... რაც შეეხება 10 ადგილობრივი კრების სჯულისკანონში შეტანას, ამის საფუძველს წარმოადგენს არა იმისი აღიარება, თითქოსდა ყოველ ადგილობრივ კრებას გააჩნდეს ზოგადსაეკლესიო სჯულმდებლობის უფლება. ადგილობრივი კრების სჯულმდებლობა, ბუნებრივად, მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებში ვრცელდება, და არა საყოველთაო ეკლესიაზე. ადგილობრივ ეკლესიათა კრებები ეკლესიის ისტორიაში უამრავი იყო, მაგრამ მათგან მხოლოდ 10 კრების კანონები შევიდა კანონიკურ კორპუსში. მათი ასეთი ჩართვა სჯულისკანონში ეფუძნება მათ აღიარებას მსოფლიო კრებათა მიერ (ტრულის კრების მე-2 კანონი). იგივე ეხება წმიდა მამათა კანონებსაც" (169Цыпин В., прот. Курс церковного права. – Клин, 2004. – С. 41–42). ჩვენს შემთხვევაში V მსოფლიო კრებამ თავისი უცდომელი ავტორიტეტით აღიარა, რომ ორიგენე (და სხვა მწვალებლები) "თავიანთი უკეთური თხზულებებითურთ... დაგმობილ და ანათემირებულ იქნენ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიერ", ანუ მსოფლიო კრების გარდა ადგილობრივი საეკლესიო კრებების მიერაც.
 
რომელ კრებებზე იყო განკითხული ორიგენე და მისი სწავლება? კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს სწავლება შედგა მსოფლიო კრებამდე ათი წლით ადრე - 543 წელს. აი რას წერს ისტორიკოსი მიხაილ პოსნოვი: "ეს უკანასკნელი (წმიდა იმპერატორი იუსტინიანე - ავტ.) მოშურნეობით შეუდგა ორიგენეს თხზულებების შესწავლას და შეთხზა ტრაქტატი, რომელშიც მისი სწავლება დაგმო როგორც მწვალებლობა. ეს ტრაქტატი თან დაერთო პატრიარქ მინასადმი მიწერილ მის წერილს თხოვნით კრებითად განეხილა ორიგენეს სწავლების პუნქტები და თავისი აზრი გამოეთქვა მათ შესახებ.
 
კრება შედგა 543 წელს. იმპერატორის წინადადებას დაეგმოთ ორიგენეს სწავლების ცალკეული პუნქტები და ანათემას გადაეცათ ისინი "უღმრთო ორიგენესთან" და ყველა მის თანამოაზრესთან ერთად დაეთანხმნენ და ხელი მოაწერეს რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებმა" (Поснов М. Э. История Христианской Церкви. – Брюссель. 1994. – С. 436–437. URL: https://azbyka.ru/otechnik/Mihail_Posnov/istorija-hristianskoj-tserkvi-do-razdelenija-tserkvej-1054-g).
 
ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ, როგორც მ. ე. პოსნოვი წერს, ორიგენეს ცრუმოძღვრება დაგმობილ იქნა სწორედ ცალკეული პუნქტების მიხედვით, მის სხვა სწავლებებთან დაუკავშირებლად, თუმცა ანათემატიზმათა შინაარსიდან გამომდინარე ეს ისედაც ნათელია. და უცდომელი მსოფლიო სტატუსი ამ გადაწყვეტილებას V მსოფლიო კრებამ მიანიჭა. მაგრამ, მეტიც, არა მარტო 543 წლის პატრიარქთა ადგილობრივმა კრებებმა მოაწერეს ხელი მითითებულ დოკუმენტს. ა. გეროსტერგიოსი თავის წიგნში "იუსტინიანე დიდი - იმპერატორი და წმინდანი" წერს: "მისდევდა რა კონსტანტინოპოლის პატრიარქ მინას და კონსტანტინოპოლში პაპის წარმომადგენლის პელაგიუსის რჩევას, მან (იუსტინიანემ) 543 წელს გამოსცა დეკრეტი ორიგენისტების წინააღმდეგ. დეკრეტი დაეგზავნა ხუთ პატრიარქს მითითებით მოეწვიათ ადგილობრივი კრებები და ეცადათ მისი რატიფიცირება. ასეც გაკეთდა. დეკრეტს ხელი ხუთმა პატრიარქმა მოაწერა და შესაბამისი კრებებითაც დამტკიცდა" (Геростергиос А. Юстиниан Великий – император и святой. – М. 2007. – С. 166).
 
ამიტომ V მსოფლიო კრების მიერ ამ ხუთი ადგილობრივი კრებისადმი უცდომელი მსოფლიო ავტორიტეტის მინიჭების გარდა, თავისთავად, ამ ადგილობრივი კრებების მიერ ორიგენესა და მისი ცრუმოძღვრების დაგმობის შემთხვევა უნიკალურია, რადგან დაახლოებით ერთსა და იმავე დრო ამ საკითხზე შეიკრიბა ხუთი ადგილობრივი კრება და ერთნაირი დადგენილება გამოიტანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებითად ეს მსოფლიო კრება გახლდატ, რომელიც ხუთი ადგილობრივი კრებისგან შედგებოდა, ან კიდევ შეიძლება ითქვას, რომ მთელმა ეკელსიამ ამ ხუთი ადგილობრივი კრების სახით ორიგენე და მისი ცრუსწავლება ცალკეული პუნქტების მიხედვით დაგმო.
 
ამრიგად, V მსოფლიო კრებას არანაირი დადგენილებაც რომ არ მიეღო ორიგენეს დასაგმობად, ამის გარეშეც კი შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეკლესია ერთდროულად შეიკრიბა ხუთ ადგილობრივ კრებაზე და თავისი ვერდიქტი გამოიტანა. ეკლესიის ისტორიაში არასოდეს მომხდარა მსგავსი რამ. მაგრამ სინამდვილეში V მსოფლიო კრებამ სწორედაც რომ დაადასტურა ამგვარი ვითარება და ბრძანა, რომ ორიგენე და სხვა მწვალებლები "თავიანთ უკეთურ თხზულებებთან ერთად"... დაგმობილ და ანათემირებულ იყვნენ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიერ (ანუ 543 წელს ხუთი ადგილობრივი კრების სახით - ავტ.) და ოთხი უკვე ნახსენები წმიდა მსოფლიო კრებათა მიერაც".
 
ამრიგად, რომელი მხრიდანაც გინდ შევხედოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ორიგენე და მისი მწავლებლობები ეკლესიამ ცალკეული პუნქტების მიხედვით დაგმო, რომლებიც მითითებული იყო იმპერატორ იუსტინიანეს მიერ პატრიარქ მინასადმი მიწერილ წერილში.
 
გარდა ამისა, არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველა კრება და პატრიარქი ორიგენეს მწვალებლობას უბრალოდ იმპერატორის წინაშე შიშის გამო გმობდა. როდესაც 545 წელს იმპერატორმა გამოსცა განკარგულება "სამი თავის" შესახებ და კვლავ ხუთ პატრიარქს დაუგზავნა იგი დასამტკიცებლად, თავიდან ამან წინააღმდეგობა გამოიწვია, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთშიც (Геростергиос А. Юстиниан Великий – император и святой. – М. 2007. – С. 169), რომელიც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩაცხრა, როდესაც ყველა დეტალი გაირკვა.  აი რას წერს ა. გეროსტერგიოსი: "მსოფლიო კრების მოწვევა ყოველთვის იყო დაკავშირებული მრავალ პრობლემასთან, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის პრობლემებთანაც. ამ სიძნელეებისთვის თავი რომ აერიდებინა, იუსტინიანემ უფრო მარტივ გზას მიმართა და დეკრეტი გამოსცა. ის იმედოვნებდა, რომ ეს აქტი ხუთი პატრიარქის მიერ მოწონებული იქნებოდა, როგორც ეს ორიგენეს წინააღმდეგ გამოცემული დეკრეტის (543 წ.) შემთხვევაში იყო. მაგრამ ამჯერად იუსტინიანეს მოლოდინი არ გამართლდა (იქვე. გვ. 170). ეს მეტყველებს საკმაოდ დიდ დამოუკიდებლობაზე იმპერატორისგან, რომელიც ეკლესიას სარწმუნოებრივ საკითხებში გააჩნდა. ამასთან პირველი დეკრეტი ორიგენეს მწვალებლობების წინააღმდეგ ხელმოწერილ იქნა უცებ და უსიტყვოდ. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წმიდა ეკლესიას ყოველთვის ასე სწამდა და არანაირი ეჭვი ამ საკითხთან დაკავშირებით არ ჰქონია. გარდა ამისა, ა. გეროსტერგიოსი აქ მიგვანიშნებს, რომ, უგზავნიდა რა ხუთ პატრიარქს და ხუთ ადგილობრივ კრებას დასამტკიცებელ დეკრეტს, წმიდა იუსტინიანეს მათი გადაწყვეტილებისთვის მსოფლიო კრების უცდომელობის სტატუსის მინიჭება სურდა საკუთრივ მსოფლიო კრების მოწვევის გარეშე (რათა, როგორც ზემოთ ითქვა), ფინანსური და სხვა სიძნელენი თავიდან აერიდებინა.
 
ამრიგად, ეკლესიამ სამი პატრიარქისა და ხუთი ადგილობრივი კრების სახით მიიღო, დაამტკიცა და ხელი მოაწერა წმ. იმპერატორ იუსტინიანე დიდის ამ დოკუმენტს. შემდეგ V მსოფლიო კრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და დაამტკიცა წმიდა ეკლესიის ეს რწმენა, და უცდომელად დაამოწმა, რომ ორიგენე და მისი მწვალებლობები, რომლებიც იუსტინიანეს დოკუმენტში იყო მითითებული, უკვე დაგმობილ იყვნენ ეკლესიის მიერ ამ კრებამდეც. მაშინ ნათელი ხდება, თუ რატომ შეიტანეს მსოფლიო კრების საქმეებში იუსტინიანეს ხსენებული დოკუმენტი ანათემებითურთ, რომელიც ადრე უკვე დამტკიცებული იყო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიერ.
 
ნებისმიერ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანი და უდავოა ის, რომ სწავლება მოუნანიებელ ცოდვილთა ჯოჯოხეთური ტანჯვის დასრულებასა და ეშმაკთან ერთად მათ შეწყალებაზე მთელი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მიერ არაერთხელ დაგმობილა ისე, რომ ის არ დაუკავშირებიათ სულთა წინარე არსებობის სწავლებასთან. ასე რომ, მართლზომიერია მას მივუყენოთ მწვალებლობის კატეგორია. ანათემას გადაეცნენ ყველანი, "ვინც მიჰყვება ამ შეხედულებებს, ან იცავს მათ, ან რამენაირი სახით ოდესმე გაბედავს მათ განმეორებას".
 
უნდა აღინიშნოს, რომ ვენის ბიბლიოთეკის უფრო გვიანდელ დოკუმენტებში ნაპოვნი იქნა V მსოფლიო კრების 15 ანათემა ორიგენიზმის წინააღმდეგ. პირველი ანათემა ასე ჟღერს: "თუ ვინმე აღიარებს სულთა მითოლოგიურ წინარე არსებობას და მისგან გამომდინარე უცნაურ აღდგენას (ἀποκατάστασιν): ანათემა". ამ ფრაზაში აპოკატასტასისი აშკარად დაკავშირებულია სულთა წინარე არსებობის იდეასთან, და აქედან გაუგებარია, ეს ცრუსწავლებები ცალ-ცალკე იქნენ დაგმობილნი თუ ერთობლივად. მაგრამ, ჯერ-ერთი, ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ ორიგენეს საწინააღმდეგო ეს თვები მექანიკურად მიუერთეს კრების საქმეებს (Православная Энциклопедия под редакцией Патриарха Московского и всея Руси Кирилла. Вселенский V Собор. URL: http://www.pravenc.ru/text/155498.html) (ზოგიერთ მკვლევარს საერთოდ ეჭვიც კი შეჰქონდა მათ სინამდვილეში (Castellano D. J. Origen and Origenism), მეორეც, როგორც უკვე ვაჩვენეთ, ამ კრებამდეც კი ეკელსიამ ერთდროულად ხუთ ადგილობრივ კრებაზე დაგმო ეს მწვალებლობა, ცალ-ცალკე, პუნქტობრივად, ხოლო V მსოფლიო კრებამ ეს დადგენილება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
 
ის, რომ კრების ეს დადგენილება თვით სულიწმიდის განკარგულება იყოს, ადასტურებს VI მსოფლიო კრება, რომლის დადგენილებაშიც ვკითხულობთ: "კიდევ ამ სამეფო ქალაქში იუსტინიანეს ზეობისას - ნეტარი ხსოვნა ჩვენს მეფეს - შეკრებილი ას სამოცდახუთი ღმერთშემოსილი მამის ღვთისსათნო სიტყვებს ვცნობთ, როგორც სულიწმიდისაგან გამოთქმულთ, ... ამ მამებმა თეოდორე მომფსუესტელი, ნესტორის მასწავლებელი, ასევე, ორიგენე, დიდიმე და ევაგრე ერთობლივად შეაჩვენეს და განიშორეს" (Каноны, или Книга Правил святых апостолов, святых соборов, Вселенских и Поместных, и святых отцов на русском языке. – СПб., 2000. – С. 59). კრება ამბობს, რომ ეს დადგენილებები - გამოთქმულნი იყვნენ სულიწმიდის მიერ.
 
სწორედ ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება კრებათა დოგმატურ დადგენილებებს თვით სულიწმიდას ეწინააღმდეგება.
 
V მსოფლიო კრების ანტიორიგენისტული დადგენილებების შინაარსი განმეორებულია მრავალი ძველი ავტორის მიერ და ოფიციალურ საეკლესიო დადგენილებებშია შეტანილი. მაგალითად, მათ შესახებ წერს წმ. სოფრონ იერუსალიმელი: "... მეხუთე წმიდა და მსოფლიო კრება, რომელიც შედგა ამავე სამეფო ქალაქში რომის იმპერიის იუსტინიანეს სკიპტრით მმართველობის ჟამს... შევიწყნარებ მის ყველა დადგენილებას. ის შეიკრიბა ქალკედონის ცნობილი კრების დასამტკიცებლად. ის წარსაწყმედად ანადგურებს და განიკვეთს უპირველეს ყოვლისა უგუნურ ორიგენეს და მთელ მის ნაბოდვარს, ასევე იმ გამონაგონებს, რომლებიც ათასგვარი უკეთურებითაა სავსე" (Софроний Иерусалимский, свт. Соборное послание. URL: https://azbyka.ru/otechnik/Sofronij_Ierusalimskij/sobornoe_poslanie).
 
წმ. პატრიარქი ფოტი კონსტანტინოპოლელი თავად მიხაილ ბულგარელისადმი მიწერილ ეპისტოლეში იმეორებს V მსოფლიო კრების დადგენილებას და წერს: "წმიდა და მეხუთე მსოფლიო კრება... მან დაგმო და დაწყევლა ორიგენე, დიდიმე და ევაგრე, ურწმუნო კაცთა ძველი სნეულებანი, რომლებიც ცდილობდნენ ეკლესიაში დაენერგათ ელინური მეზღაპრეობა... ისინი, სიტყვით მემრუშენი... ქადაგებდნენ უსასრულო ტანჯვათა დასრულებას, და ეს ჭეშმარიტად არის მოწოდება ყოველგვარი ცოდვისა და წარწყმედისკენ; ისინი ასევე ბოდავდნენ, რომ მზაკვარ დემონებს კვლავ მიენიჭებათო მათი პირველი ღირსება და აღსვლა ზეცად, უმაღლეს დიდებაში, რომლიდანაც დაეცნენ..." (Фотиа патриарха Константина града послание к Михаилу князю Болгарскому//Кириллова книга. – М., 1644. – С. 515 об. – 516) (ჩვენი ქართული თარგმანი შესრულებულია ავტორისეული რუსული თარგმანიდან - "აპოკ. რედ.).
 
კრებითი დადგენილების გადმოცემა მოცემული გვაქვს ნომოკანონში ანუ სლავურ "მესაჭე წიგნში" (Кормчая), სადაც ჩამოთვლილია ორიგენეს დაგმობილი მწვალებლობანი, რომელთა შორისაც ვხვდებით მწვალებლობას ცოდვილთა ტანჯვის დასრულების შესახებ (Кормчая, напечатанная с оригинала патриарха Иосифа. – М.: Журнал «Церковь», 1912 (1650). – С. 11(35) – 11 об. (36)).
 
("მეხუთე მსოფლიო კრებამ... ასევე დაწყევლა და უარყო პირველი ბოროტმორწმუნე ორიგენე და ყველა მისი თხზულება... რომელიც უგუნურად ამტკიცებდა... ტანჯვათა დასრულებას და, რომ თითქოსდა დემონები კვლავ დაიბრუნებდნენ პირვანდელ პატივს...") (ჩვენი ქართული თარგმანი შესრულებულია ავტორისეული რუსული თარგმანიდან - "აპოკ." რედ.).
 
ამრიგად, ეკლესიამ VI ს-ში კრებითად, ჯერ ერთდროულად ხუთ ადგილობრივ კრებაზე, შემდეგ კი V მსოფლიო კრებაზე უცდომელად გადასცა ანათემას ცოდვილთა ტანჯვის დასრულების მწვალებლობა და ყოველთა ცხონების სწავლება (აპოკატასტასისი), თანაც ისე, რომ ის არ დაუკავშირებია სწავლებასთან სულთა წინარე არსებობის შესახებ და ამ სწავლებასთნ ერთად შეაჩვენა "ყველა, ვინც ასე ფიქრობს ან მსგავსად იფიქრებს".


10. ტანჯვათა საყოველთაო დასრულების ერესის დაგმობა XI საუკუნეში და მისი ანათემირება მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგებაში.

მაგრამ ეკლესიის მიერ ტანჯვათა საყოველთაო დასრულების ერესის დაგმობა ამით როდი დასრულდა. სწავლება უკეთურთა ტანჯვის საბოლოო დასრულებისა და მათი საყოველთაო შეწყალების შესახებ კიდევ ერთხელ ამოტივტივდა XI ს-ში. ბიზანტიაში გამოჩნდა საკმაოდ ნიჭიერი ფილოსოფოტი იოანე იტალოსი, იტალიელი ბერძენი, ფილოსოფოსთა "იპატოსის" (ანუ "ელჩის") წოდების მქონე, ან კიდევ, როგორც დღეს უწოდებენ ამ თანამდებობას, უნივერსიტეტის მეთაური. ის ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი მასწავლებელი, არისტოტელეს, პლატონის და ნეოპლატონიკოსთა სწავლებების კომენტატორი. მისი პირადი ფილოსოფიური პოზიცია უპირატესად აგებული იყო პლატონიზმზე (Иоанн Итал. URL: http://www.bogoslov.ru/persons/2861248). ის ცდილობდა შეეერთებინა ის ქრისტიანობასთან. მისი სწავლება განიხილა კონსტანტინოპოლის 1076-1084 წლების კრებამ (კრება რამოდენიმეჯერ შეიკრიბა) და გადაეცა ანათემას (Иоанн Итал//БСЭ).
 
VII მსოფლიო კრების შემდეგ კონსტანტინოპოლის კრებებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი დოგმატური მნიშვნელობა. ეკლესიისგან ლათინთა ("კათოლიკეთა") განდგომის შემდეგ ისინი, არსებითად, თავიანთი შემადგენლობით მსოფლიო კრებები გახდნენ (Симон (Новиков), архим. Конспект лекций по истории греко-восточной Церкви (Византология). 1, 2 часть. III курс. Библиотека сектора заочного обучения МДА. Машинопись // Давыденков О., свящ. Догматическое богословие. Введение. Часть первая. Введение в догматическое богословие. Раздел II. Священное Предание) https://azbyka.ru/otechnik/Oleg_Davydenkov/dogmaticheskoe-bogoslovie/ // https://azbyka.ru/otechnik/Oleg_Davydenkov/dogmaticheskoe-bogoslovie/) და მიიღეს ზოგადსაეკლესიო მნიშვნელობა (Апостолов М.Ю. Учебное пособие по византологии для III курса Нижегородской духовной семинарии. – Нижний Новгород, 2002. – С. 39). მრავალი სწორედ მსოფლიო კრებებადაც მიიჩნევს მათ. მაგალითად, აი რას წერს თანამედროვე ბერძენი ღვთისმეტყველი იეროთეოსი (ვლახოსი), ნავპაქტიისა და წმიდა ვლასის მიტროპოლიტი: "მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველი მიიჩნევს, რომ წმიდა გრიგოლ პალამას დროინდელი კრებები აუცილებელია განვიხილოთ და მივაკუთვნოთ IX მსოფლიო კრებას" (Иерофей (Влахос), митр. Навпактский и Свято-Власиевский. IX. Синодик Православия. URL: http://apologet.spb.ru/ru/1300.html#sdfootnote6anc).
 
კონსტანტინოპოლის 1076-1084 წლის კრებამ იოანე იტალოსის წინააღმდეგ გამოიტანა 11 ანათემატიზმა. მე-10 ანათემა ასე ჟღერს: "ყველას, ვინც იღებს და სხვებსაც ასწავლის ცრუ და წარმართულ აზრს სულთა წინარე არსებობის შეახებ და თითქოს ქმნილებანი არ წარმოშობილან არაფრისგან; ასევე თითქოსდა ცოდვილთა ტანჯვა მომავალ ცხოვრებაში დასრულდება და თითქოსდა ქმნილებას და კაცობრიობას ელოდება საზოგადო აღდგინება (აპოკატასტასისი - ავტ.); და ამგვარად ზეციური სასუფეველი წარმოუდგენიათ ნგრევად და წარმავალ რამედ, მაშინ როდესაც თვით იესუ ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა მოგვცა სწავლება, რომ ის მარადიული და დაუნგრეველია, ჩვენ, მთელი წმიდა წერილის, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმის საფუძველზე, გვწამს, რომ სატანჯველნი იქნებიან დაუსრულებელნი და ცათა სასუფეველიც მარადიული იქნება; მათ, ვინც ამგვარი საკუთარი შეხედულებებით საკუთარ თავსაც ღუპავენ და სხვებსაც თავიანთი მარადიული განკითხვის თანამოზიარეებად ქმნიან, ანათემა" (Анафематизмы Константинопольского Поместного Собора 1084 г.). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი, ვისაც ცოდვილთა მარადიული ტანჯვისა არ სწამს, საკუთარ თავს ღუპავენ, და ზუსტად ამ მარადიულ ტანჯვას დაიმკვიდრებენ.
 
იოანე იტალოსის წინააღმდეგ მოწვეული კრების შემდეგ ყველა 11-ივე ანათემატიზმა შევიდა მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგებაში, რომელიც მთელი საყოველთაო ეკლესიის მიერ ყველგან წარმოითქმებოდა (Успенский Ф. Синодик в неделю Православия. – Одесса, 1893. – С. 18). ეკლესიამ, კიდევ ერთხელ, როგორც VI საუკუნეში, კრებითდ დაადასტურა თავისი სწავლების ჭეშმარიტება და უცვალებლობა.
 
რუსეთის ეკლესიამ მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგება, ისევე როგორც ყველაფერი, რაც კი ღვთისმსახურებას შეეხება, საბერძნეთიდან მიიღო. პირველი ისტორიული ხსენება მის შესახებ განეკუთვნება XII ს-ს. დაახლოებით 1135 წელს ნოვგოროდელი თავადი ვსევოლოდი შენიშნავს, რომ მან წმ. სოფიაში გააგზავნა სინოდიკონი, რომლის მიხედვითაც "მართებდათ კრებითი დაწყევლა" (ანუ ანათემაზე გადაცემა - ავტ.). მიტროპოლიტმა კვიპრიანემ ფსკოვის სასულიერო დასს (დაახლ. 1392-1395 წწ.) სხვა წიგნებთან ერთად გაუგზავნა "სწორი სინოდიკონი, რომელსაც კონსტანტინოპოლის სოფიაში წმიდა პატრიარქები კითხულობდნენ". "ხოლო სინოდიკონი, - წერდა იგი, - გამოგიგზავნეთ სწორი და კონსტანტინოპოლისა, რომლის მიხედვითაც აქ მწვალებლებს შევაჩვენებთ" (ანუ ანათემას გადავცემთ - ავტ.).
 
ამრიგად, რუსეთში მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგება აღესრულებოდა იმ სახით, როგორც ის მიღებული იყო საბერძნეთში (Никольский Константин, прот. Анафематствование (отлучение от Церкви), совершаемое в первую неделю Великого Поста// Анафема. История и XX век// Сост. П.Г. Паламчук. – М. 1998. – С. 33. URL: https://azbyka.ru/otechnik/Konstantin_Nikolskij/anafematstvovanie-otluchenie-ot-tserkvi-sovershaemoe-v-pervuyu-nedelyu-velikogo-posta-istoricheskoe-issledovanie-o-chine-pravoslavija/). შემდეგ ის თანდათანობით შეივსო რუსული ანათემატიზმებით. კერძოდ ანათემას გადასცეს: იუდაური მწვალებლობის მიმდევრები, გრიშკა ოტრეპიევი, ტიმოშკა აკუნდინოვი, ივაშკა მაზეპა და სხვები (იქვე. გვ. 41). და, პირიქით, ხელნაწერებში სხვადასხვა დონეზე ეს წეს-განგება შემოკლებულ იქნა რუსეთში ნაკლებად ცნობილ ბერძენ მწვალებელთა ხარჯზე, მითუმეტეს, რომ ასეთი მწვალებლობები რუსეთში პრაქტიკულად არ გვხვდებოდა, მათ შორის ნაწილობრივ ან სრულად ამ ხელნაწერებიდან ამოვარდნენ ანათემები იოანე იტალოსის წინააღმდეგ. წეს-განგებათა მრავალფეროვნებამ გამოიწვია ის, რომ წმიდა სინოდმა ეპისკოპოს გაბრიელ კოლომენსკის დაავალა შეექმნა ერთიანი წეს-განგება, რაც მან გააკეთა კიდევაც 1766 წელს (იქვე. გვ. 59). ამ სახით იარსება მან 1917 წლამდე. ის, რომ მასში დარჩა მე-10 ანათემატიზმა იოანე იტალოსის წინააღმდეგ, რომელშიც ეკლესია გმობს ცოდვილთა მარადიული ტანჯვისადმი ურწმუნოთ, მოცემულია მე-8 ანათემაში და ასე ჟღერს: "ვინც უარყოფს სულის უკვდავებას, საუკუნეთა აღსასრულს, მომავალ სამსჯავროს და მარადიულ მისაგებელს სათნოებათათვის და ტანჯვას ცოდვათათვის, ანათემა" (Кого и за что предавать анафеме. Беседа с протоиереем Владиславом Цыпиным. URL: http://www.pravoslavie.ru/put/60279.htm).
 
საბჭოური ხელისუფლების დროს, პატრიარქ ტიხონის შემდეგ რუსეთში ანათემატიზმების წეს-განგების აღსრულება შეწყდა. საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ანათემები წარმოითქმებოდა რევოლუციამდელი წეს-განგებით, რომელთაც დაემატა მასონთა, ჯადოქართა, ეკუმენისტთა და სხვ. შეჩვენებანი. დღეისთვის რუსეთში ანათემატიზმები ეკლესიის მსახურებაში კვლავ ბრუნდება. და ამას გააჩნია ძალიან დადებითი მნიშვნელობა, რადგან ეს ანათემები ადამიანებს შეახსენებენ იმ ზღვარზე, რომლის მიღმა მთავრდება მართლმადიდებლური რწმენა და შესაძლებლობა მარადიული ცხოვრების დამკვიდრებისა.
 
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგებაზე წერს: "განა ვერ ხედავთ, რაოდენ ბრძნულად და წინდახედულად იქცევა ეკლესია, როდესაც გვაიძულებს დღევანდელ ანათემატიზმებს და მათ მოსმენას? - არადა ამბობენ: ეს არათანამედროვეაო. - ახლაა სწორედ ის თანამედროვე. შეიძლება, ასი წლის შემდეგ არათანამედროვე იყოს. ახლანდელ დროზე კი უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლობის ზეიმის წეს-განგება რომ არ არსებულიყო, მისი შემოღება და შესრულება უნდა დამკვიდრებულიყო არა მარტო საგუბერნიო ქალაქებში, არამედ ყოველ ეკლესიაში ყოველ ადგილას. რათა შეკრებილიყო ყველა ბოროტი სწავლება, რომელიც კი ღმრთის სიტყვის საწინააღმდეგოა, და ანათემირებულიყო, რათა ყველამ იცოდეს, რისი უნდა ეშინოდეთ და რომელ სწავლებებს უნდა გაექცნენ" (Феофан Затворник, свт. Рукописи из кельи. Что такое «анафема»? Слово в неделю Православия. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/rukopisi-iz-keli/3_3).
 
ზემოთხსენებულ კრებათა შესახებ უნდა გაკეთდეს შემდეგი შენიშვნაც. აი რას წერს დეკანოზი ვლადისლავ ციპინი: "XV საუკუნის შუაწლებამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ერთ-ერთი ეკლესია იყო... მისთვის სავალდებულო იყო კირიარხალური ეკლესიის კრებათა, პატრიარქთა და სინოდთა ყველა დადგენილება" (Цыпин В., прот. Курс церковного права. – Клин, 2004. – С. 129) (Цыпин В., прот. Курс церковного права. – Клин, 2004. – С. 129).
 
დღეისთვის "საეკლესიო სჯულმდებლობამ, რომელიც საკუთრივ სინოდალური და უადრესი ეპოქის წარმომავლობისაა, თავისი ძალა იმდენად შეინარჩუნა, რამდენადაც ის არ გაუქმდა, არ შეიცვალა და არ დაძველდა" (იქვე. გვ. 159).
 
უდავოდ, არავის გაუუქმებია და შეუცვლია კონსტანტინოპოლის ზემოთხსენებულ კრებათა დადგენილებები. ამიტომაც, ამ კრებებს ასეთი უდიდესი და პრაქტიკულად მსოფლიო კრებათა მნიშვნელობაც რომ არ მივანიჭოთ (რაც, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება), მათი გადაწყვეტილებები (მითუმეტეს, ზემოთხსენებული V მსოფლიო კრების დადგენილებები) ჩვენთვის სავალდებულოა.
 
მეტიც, 1935 წელს სამღვდელმთავრო კრებამ, ანუ სხვანაირად მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა კრებამ, რომელიც მაშინ თავიუფლებაში იმყოფებოდა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეპისკოპოსოს თითქმის მთელ სისავსეს წარმოადგენდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება, რადგან ანალოგიური დოგმატური დადგენილება გამოიტანა: "არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეშმაკი უკვე ვეღარ მოექცევა, მაშასადამე ყველა მათგანიც, ვინც მას სრულიად ემსახურა. მაშასადამე, "ღმრთის ქალაქის" გვერდით და მის "გარეთ" (აპოკ. 22:15) სამუდამოდ რჩება უარყოფის სფერო, "მეორე სიკვდილი" (აპოკ. 21:8).
 
გამოცხადებამ არ იცის მთელი ქმნილების აპოკატასტასისი, არამედ მხოლოდ იმათი განღმრთობა, ვინც ქრისტესთან იქნება. "ღმერთი იქნება ყოველივე" მხოლოდ "სასუფევლში ძეებში", და ყველაში, ვისი ნებაც შეგნებულად დაეთანხმა ღმრთის ნებას" (იქვე. გვ. 159).
 
ამ სამღვდელმთავრო კრებამ, რომელმაც დაგმო დეკ. სერგი ბულგაკოვის ცრუსწავლება, მათ შორის საყოველთაო აპოკატასტასისი, ამადვროულად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დეკ. ს. ბულგაკოვი "იმეორებს ცრუ სწავლებას, რომელიც უკვე ერთხელ კრებითად დაგმო ეკლესიამ" (იქვე. გვ. 173).
 
აზრი იმის შესახებ, რომ ამ "დაგმობას მიეცა საეკლესიო და კრებითი აქტის" ხასიათი, მოცემულია პარიზის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ინსტიტუტის მასწავლებელთა კომისიის აქტში, რომელშიც შედიოდნენ: ა. კარტაშევი, გ. ფედოტოვი, ბ. ვიშესლავცევი, ვ. ზენკოვსკი, ვ. ილინი, ნ. აფანასიევი და სხვა მეცნიერები. 1936 წ-ს ვ. ლოსკომ ასეთივე აზრი გამოთქვა (იქვე. გვ. 152–153).
 
არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც გმობს დეკ. სერგი ბულგაკოვის მწვალებლობას: "საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კრების 1935 წლის 17/30 ოქტომბრის განსაზღვრება". მისი პირველი პუნქტი ასე ჟღერს: "დეკ. სერგი ბულგაკოვის სწავლება სოფიის, ღმრთის სიბრძნის შესახებ აღიარებულ იქნას მწვალებლობად" (Определение Архиерейского Собора Русской Православной Церкви Заграницей от 17/30 октября 1935 г. URL: https://azbyka.ru/otechnik/Serafim_Sobolev/zashhita-sofianskoj-eresi-protoiereem-s-bulgakovym-pred-litsom-arhierejskogo-sobora-russkoj-zarubezhnoj-tserkvi/).
 
აი რას წერს ცნობილი კანონისტი დეკანოზი ვლადისლავ ციპინი: "დოგმატების გადმოცემა კრებით სიმბოლოებსა და ოროსებში უცდომელია. სწორედ მათშია გამოვლენილი ეკლესიის ჩვენ მიერ აღიარებული უცდომელობა... საღმრთო დოგმატებში არასოდეს აქვს ადგილი იკონომიას ან შემწყნარებლობას, რადგან ისინი ურყევია და ყველა მართლმადიდებელი მათ, როგორც ურყევთ უდიდესი ღვთისმოშიშებით იცავს; და ის, ვინც უმცირესსაც კი დაარღვევს ამ დოგმატთაგან, დაიგმობა და ანათემას გადაეცემა, როგორც სქიზმატი ან მწვალებელი, და ყველანი მას განკვეთილად ჩათვლიან".
 
ამის გამო კრებებს ეკუთვნით უფლება გამოთქვან შეუცვლელი და საბოლოო განაჩენი ყოველ სწავლებაზე, რომელიც ჩნდება ეკლესიაში იმასთან დაკავშირებით, შეესაბამება ის გადმოცემას თუ ეწინააღმდეგება მას, ასევე უფლება ანათემას გადასცენ ცრუმოძღვრები და მათი მიმდევრები" (Цыпин В., прот. Курс церковного права. – Клин, 2004. – С. 266). და კიდევ: "ავტორიტეტულობის მიხედვით პირველი ადგილი, უდავოდ, ეკუთვნის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ კოდექსს... ეს კანონები არ ექვემდებარებიან ცვლილებას, ყველაზე უნაკლებეს ადგილობრივი ეკლესიის ძალაუფლებიდან" (Цыпин В., прот. Каноническое право. – М., 2009. – С. 259).
 
ამრიგად, სწავლება მოუნანიებელ ცოდვილთა ჯოჯოხეთში ტანჯვის დაუსრულებლობის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია მრავალ კრებაზე, მთელი ეკლესიის რწმენაა: "გვწამს, რომ სატანჯველნი იქნებიან უსასრულონი, ისევე, როგორც უსასრულო იქნება ზეციური სუფევა". და ეს არის მართლმადიდებლური სამოციქულო სარწმუნოების ერთ-ერთი ჭეშმარიტება, როგორც ამის შესახებ არის ნათქვამი მართლმადიდებლობის ზეიმში: "ეს არის სამოციქულო რწმენა, ეს არის მამათა რწმენა, ეს არის მართლმადიდებლური რწმენა, ამ რწმენამ სამყარო განამტკიცა!"
 
ვინც ამის საწინააღმდეგოთ ფიქრობს ეკლესიამ ყველა ანათემას გადასცა.
საყოველთაო განახლება
11. რა არის ანათემა?
 
ჩვენ მიერ ჩატარებულ გამოკვლევას გააჩნია არა მარტო შემეცნებითი მიზანი, არამედ პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ცხონებასთან. დაუშვებელიც რომ დავუშვათ - არ მივიღოთ ყოველივე ზემოთთქმული და ვივარაუდოთ, რომ განსახილველი თემა სადავოა (თუმცა, როგორც ვაჩვენეთ, ეს ასე არ არის), უბრალოდ ლოგიკურად შევაჯეროთ საწინააღმდეგო აზრები: ერთნი მიიჩნევენ, რომ ყველანი გადარჩებიან, სხვები კი ფიქრობენ, რომ - ყველა ვერ გადარჩება. თუკი მართლები აღმოჩნდებოდნენ პირველნი, მაშინ ყველანი (ერთნიც და მეორენიც) შევლენ მარადიულ სასუფეველში. მაგრამ მეორეთა სიმართლის შემთხვევასი ბევრნი დაიღუპებიან.
 
ჩნდება კითხვა: რა აიძულებს საყოველთაო ცხონების მწვალებლობის დამცველებს ასე ჯიუტად იდგნენ თავიანთ აზრზე, თუკი იციან, რომ არსებობს საშინელი საშიშროება ადამიანთა ცხონებასთან დაკავშირებით? მით უმეტეს, ამ ცრუსწავლების დაცვით ისინი საკუთარ თავსაც და მრავალ ადამიანსაც უქვემდებარებენ დიდ რისკს მოხვდნენ დაუსრულებელ სატანჯველში: და მით, რომ ცხონებას ჰპირდებიან ყველას, გამონაკლისის გარეშე, ადამიანებს განაწყობენ ცოდვისადმი იოლი დამოკიდებულებისკენ. ხოლო აქედან გამომდინარე, წმიდა მამათა ერთსულოვანი აზრისადმი წინააღმდეგობით ანათემის ქვეშ ექცევიან.
 
პასუხი: ნებისმიერი მწვალებლობის საფუძველი არის საკუთარი აზრის ამპარტავნული დაცვა და დაუმორჩილებლობა ეკლესიის სწავლებისადმი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რა არის ჩვენ მიერ ნახსენები ანათემა?
 
ანათემა (τό ἀνάθεμα) ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს ეკლესიიდან განკვეთას და შეჩვენებას (Вейсман А.Д. Греческо-русский словарь. – СПб., 1899 – С. 86 // Хориков И.П., Малев М.Г. Новогреческо-русский словарь. – М., 1980. – С. 64). ორივე ამ მნიშვნელობით ეს სიტყვა გამოიყენება წმიდა წერილში. აი ზოგიერთი მაგალითი:
 
И еще: но предай их заклятию (ἀλλ᾽ ἤ άναθέματι ἀναθεματιεῖτε αύτούς – но проклятием прокляни их, греч.) (Втор. 20:17). И еще: Кто не любит Господа Иисуса Христа, анафема, маран-афа (1Кор. 16:22).
 
ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და, აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა: ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენს წიაღში,  მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე (άναθέματι ἀναθεματιεῖτεწყევლით დაწყევლე, ბერძნ.) (ძვ. ქართულშია: დაწყევით დასწყევნეთ იგინი - "აპოკ". რედ.) ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. ... დარისხებულს (τοῦ άναθέματος - წყეულს, ბერძნ.) არაფერს მიეწებოს შენი ხელი (მეორე რჯლ. 13:14-17) (ძვ. ქართ.: და ნუცარაჲ შეგეხებინ ჴელთა შენთა ჭურჭელისა მისგან მისისა, რამეთუ წყეულ არს - "აპოკ." რედ.). და კიდევ: წყევით დასწყევნე იგინი (ἀλλ᾽ ἤ άναθέματι ἀναθεματιεῖτε αύτούς) (მეორე რჯლ. 20:17). და კიდევ: ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა! (1 კორინთ. 16:22).
 
ჩვენი გამოკვლევის მე-9 თავში (იხ. ზემოთ) მოტანილია ამონაწერები პატრ. ფოტის ეპისტოლედან თავად მიქაელ ბულგარელისადმი და ასევე Кормчая-დან ("მესაჭე" წიგნი - სლავური დიდი სჯულისკანონი - "აპოკ." რედ.), სადაც სიტყვა "ანათემა" სლავურ ენაზე გადათარგმნილია, როგორც "წყევლა". აი რას წერს ამასთან დაკავშირებით მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო თავის "საეკლესიო-სლავური ენის სრულ ლექსიკონში" (Полный словарь церковно-славянского языка): "სიტყვა წყევლის ქვეშ იგულისხმება კურთხევის ჩამორთმევა და მსჯავრის დადება ბედკრულებაზე და უბედურებაზე. დაწყევლილი მიწები კარგავენ თავიანთ პირვანდელ სრულყოფილებას, პირვანდელ სიუხვეს და სარგებლიანობას ადამიანისთვის. იყოს ქალაქი ესე შეჩუენებულ და ყოველი, რაჲ არს მის შინა ძალითა უფლისათა (იესუ ნავე 6:17) – LХХ-თან ეს ადგილი ასე იკითხება: καὶ ἔσται ὴ πόλις ἀνάθεμα... Κυρίου Ʃαβαώθ. ἀνάθεμα-ში (ἀνατίθιμι – ვდებ ზემოთ, აღვავლენ) იგულისხმება დაპირება, რომ რაღაცას გადავცემ ღმრთის ყოვლისგამანადგურებელ მსჯავრსა და მრისხანებას.
 
ლევიანთა წიგნში (ლევ. 27:28-29) ანათემა ეწოდება ღმრთისადმი აღთქმის ერთ-ერთ სახეობას (და ყოველივე აღნათქუემი, (ἀνάθεμα) რომელი აღუთქვას კაცმან ღმერთსა ყოველთა მათგან), რომლის მიხედვითაც, ღმრთისადმი აღთქმული საგანი რაოდენი-რაჲ არს მისი კაცითგან მიპირუტყუადმდე და ქუეყანითგან სამკჳდრებელისა მისისაჲთ, ვერც გაიყიდება და ვერც გამოისყიდება, არამედ ყოველთვის გადაცემულია სიკვდილს ან განადგურებას. ასეთ აღთქმას შეიძლება ეწოდოს შეჩვენებითი აღთქმა (ანუ აღთქმა შეჩვენებითურთ).
 
როგორც იესუ ნავეს მიერ იერიქონზე გამოთქმული შეჩვენებიდან შეგვიძლია ვნახოთ, ეს დარისხება იყო ღმრთის მრისხანებისა და მსჯავრის გამოხატულება. ადამიანზე შეჩვენებითი აღთქმის გამოთქმისთვის საჭიროა ვიცოდეთ ამაზე ღმრთის ნების უეჭველი განსაზღვრება, როგორიც ჰქონდა იესუ ნავეს  ღმრთის განსაზღვრული მცნებით (მეორე რჯლ. 20:16-17). ამგვარად, გამოთქმა: და იყოს ქალაქი ესე შეჩუენებულ და ყოველი, რაჲ არს მის შინა ძალითა უფლისათა, ნიშნავს, რომ იერიქონი, ყველაფრით, რაც მასში იყო უნდა დაქვემდებარებოდა ღმრთის უეჭველ განკარგულებას და მსჯავრს, და დარისხებით განისაზღვრებოდა იესუ ნავეს მიერ საბოლოო წარსაწყმედად (მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა) (იესუ ნავე 6:17)" (Дьяченко Григорий, свящ. Полный церковно-славянский словарь. – М., 1899. – С. 509–510).
 
აი, რას წერს ანათემის შესახებ ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული: "ავაზაკებსა და ქურდებს ხომ არსად ეძლევათ თავისუფლად და დაუსჯელად მოქმედების შესაძლებლობა! და, როდესაც მათ იპყრობენ, ჰკრავენ და სამსჯავროს გადასცემენ დასასჯელად, არავინ მიიჩნევს ამას არაჰუმანურ გადაწყვეტილებად ან თავისუფლების შევიწროვებად. პირიქით, ამაში ხედავენ კაცთმოყვარეობას, და თავისუფლების დაცვას - საზოგადოების ყველა წევრთან მიმართებაში.
 
მაშ, თუკი ამ შემთხვევაში ასე განსჯით, ასევე იმსჯელეთ საეკლესიო საზოგადოების შესახებაც. ეს ცრუმოძღვრები, ქურდებივით და ავაზაკებივით არიან, რადგან როდესაც რყვნიან ეკლესიის შვილებს და ღუპავენ მათ, ისინი იტაცებენ ღმრთისა და წმიდა ეკლესიის საკუთრებას. მაშ, ცუდად იქცევა ეკლესია, როდესაც სჯის მათ, ჰკრავს და მოიკვეთს თავისი წიაღიდან? კაცთმოყვარეობითი იქნებოდა ქმედება, გულგრილად რომ ეცქირა ეკლესიას ამგვარი პიროვნებების მოქმედებებისთვის და თავისუფლება მიეცა ყოველთა წარწყმედისა? რომელი დედა მისცემს უფლება გველს მიეპაროს მის პატარა შვილს, რომელიც ვერ გრძნობს საშიშროებას, და დაჰკბინოს?... ასე შეხედეთ ეკლესიის მოქმედებებსაც. ის ხედავს, რომ არიან გონებრივად გარყვნილი პირები, რომლებიც რყვნიან სხვებსაც, - და წინ აღუდგება მათ, აგდებს მათ ეკლესიის საზღვრებიდან, და ყველას ამცნობს: შეხედეთ, აი ასეთი და ასეთი სული თქვენს წარწყმედას ცდილობს, ნუ უსმენთ მათ და გაექეცით მათ. ამით ის ასრულებს თავის დედობრივ მოვალეობას და, შედეგად, კაცთმოყვრულად იქცევა...
 
ხოლო თუ უკვე დაკარგე ჯანსაღი სწავლება... შენ უკვე გამოეყავი ეკლესიას. ადამიანს ეკლესიის წევრად მეტრიკული ჩანაწერი კი არ შეიქმს, არამედ სული და ბრძნობის შინაარსი. გადაეცემა თუ არ გადაეცემა შენი სწავლება და სახელი ანათემას, შენ უკვე მის ქვეშ ხარ, როდესაც ეკლესიის საწინააღმდეგოდ ბრძნობ და ამ ბრძნობაში გაჯიუტებული ხარ. საშინელია ანათემა - დააგდე ბოროტი ბრძნობა. ამინ" (Феофан Затворник, сви. Рукописи из кельи. Что такое «анафема»? Слово в неделю Православия. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/rukopisi-iz-keli/3_3).
 
ქრისტე განდგომილ ადამიანებს ადარებს გამხმარ ტოტებს, რომელთა ბოლო - ცეცხლია: ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის (იოანე 15:6).
 
როდესაც ეკლესიისგან განკვეთილ ადამიანზე მსჯელობს, წმიდა გრიგოლ ნოსელი აღნიშნავს, რომ მისი სული "ჩაიმწყვდევა რა ერთგვარ ბნელ ადგილში... იქ დარჩება, და დაისჯება საუკუნოდ დაუსრულებელი და დაუმთავრებელი გლოვით" (Григорий Нисский, свт. Против тяготящихся церковными наказаниями. URL: https://azbyka.ru/otechnik/Grigorij_Nisskij/protiv-tjagotjashhikhsja-tserkovnymi-nakazanijami/).
 
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული წერს: "ნუ იფიქრებთ ანათემა უბრალო სიტყვა იყოს... საეკლესიო ანათემას განამყარებს და განამტკიცებს ღმრთის ნება; შედეგად, საეკლესიო ანათემით შეჩვენებული იდეის გავრცელება ღმრთის წყევლის გავრცელებაა" (Феофан Затворник, свт. Сборник слов на разные случаи. 3. К новоизбранным деятелям общественным. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/sbornik-slov-na-raznye-sluchai/#0_3).
 
ამას თან სდევს სულიერი სიკვდილი: "ვინმე ეშმაკს რომ გადაეცეს, ცხოვნების მემკვიდრე ვერ გახდება, რადგან განკვეთილია ქრისტესგან", - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი "სიტყვაში წყევლის შესახებ" (Иоанн Златоуст, свт. Слово о проклятии. URL: https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/o_prokljatii/).
 
ამიტომაც ჩვენს გამოკვლევას პირდაპირი პრაქტიკული მიზანი აქვს: გააფრთხილოს ადამიანები საყოველთაო ცხონების მწვალებლობის მიღებისგან და, როგორც შედეგი, საუკუნო წარწყმედისგანაც.
 
წმ. ეპიფანე კვიპროსელი ამ მწვალებლობას ყველაზე საშინელს უწოდებდა: "ეს უსაშინელესი და ყველა უძველეს მწვალებლობაზე უარესია, რომელთა მსგავსადაც მჭევრმეტყველებს... რითი გაბედნიერდებიან იოანე ნათლისმცემელი და სხვა წმინდანები, ნუთუ მით, რომ ეშმაკის თანამოზიარენი იქნებიან ცათა სასუფეველში?!" (Епифаний Кипрский, свт. Творения. Против Оригена Адамантова, сорок четвертой и шестьдесят четвертой ереси).
 
მათთვის, ვინც ირწმუნა ეს მწვალებლობა, გამოსავალი მხოლოდ ერთია. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "როდესაც ადამიანი განიზრახავს დატოვოს მკრეხელობა და მიიღოს მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება, ის ვალდებულია, მართლმადიდებლური ეკლესიის წესებით, ანათემას გადასცეს ცრუსწავლება, რომელსაც აქამომდე მისდევდა და, რომელიც მას ღუპავდა, განაშორებდა ღმერთს და ამტერებდა მასთნ, გმობდა სულიწმიდას, რადგან ერთობაში იყო სატანასთან" (Игнатий (Брянчанинов), свт. О православии. (Слово в первую неделю Великого Поста). URL: https://azbyka.ru/otechnik/Ignatij_Brjanchaninov/asketicheskaya_propoved/15).
 
ეს სიტყვები შეიძლება შევავოსთ წმ. ათანასე დიდის ციტატით. ის წერს, რომ ამ ცხოვრებაში სინანული მწვალებელთათვისაც შესაძლებელილა და სულიწმიდის სხვა მგმობელთათვისაც: "ქრისტეს არ უთქვამს: სულიწმიდის მგმობელს, მაგრამ მონანულს არ მიეტევებაო, არამედ მგმობელს, რომელიც თავის გმობაში იმყოფება. რადგან ჯეროვანი სინანული აუქმებს ყველა ცოდვას" (Афанасий Великий, свт. Из бесед на Евангелие от Матфея. В кн: Творения иже во святых отца нашего Афанасия Великого, архиепископа Александрийского. Часть IV. Свято-Троицкая Сергиева Лавра., 1903. – С. 442).
 
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მწვალებლობის დამცველებს სამართლიანად მიესადაგება ღირ. ისიდორე პელუსიელის სიტყვები, რომელიც ამბობდა: "... ისინი, ვინც მედიდურობენ აზრით... თავმომწონეობენ, რომ - სასუფევლის ძენი არიან (ჩვენს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამ დაგმო საყოველთაო ცხონების მწვალებლობა - ავტ.), თვითონვე იგდებენ თავს დაუსრულებელ სატანჯველში" (Исудор Пелусиот, прп. Письма. URL: https://azbyka.ru/otechnik/Isidor_Pelusiot/pisma_1/).

 
12. დასკვნები
 
ამრიგად, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ არც წმიდა წერილში, არც წმიდა მამებში არ არსებობს ცალსახა და უეჭველი მტკიცება იმისა, თითქოსდა ცოდვილთა და ეშმაკის ტანჯვა ოდესმე მათი საყოველთაო შეწყალებით დასრულდება. პირიქით, წმიდა მამებთანაც, და წმიდა წერილშიაც არსებობს მრავალი მკაფიო და არაორაზროვანი მტკიცებულება, რომ ცოდვილთა ტანჯვა მარადიულია.
 
ცოდვილთა ტანჯვის უსასრულობას ცალსახად და უცდომელად ამტკიცებს კრებათა დადგენილებები, რომლებმაც ანათემას გადასცეს საწინააღმდეგოდ მოაზროვნენი. და არსად, არც კრებათა დადგენილებებში, არც წმიდა წერილში, არც წმიდა მამებში, არ არსებობს არანაირი კავშირი  ცოდვილთა სატანჯველის დასრულების დაგმობისა ორიგენეს იდეასთან სულთა წინარე არსებობის შესახებ. როგორც მართლმადიდებლობის ზეიმშია ნათქვამი: "ეს არის მოციქულთა რწმენა, ეს არის მამათა რწმენა, ეს არის მართლმადიდებლური რწმენა, ამ რწმენამ განამტკიცა სამყარო!" ამიტომ, რომც წარმოვიდგინოთ, და რომელიმე წმიდა მამას გააჩნდა საწინააღმდეგო აზრი (რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის), ის, უეჭველად, არასწორი იქნებოდა.
 
კიდევ, ჩატარებული კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ სწავლებისადმი საყოველთაო ცხონების (აპოკატასტასისი) შესახებ სამართლიანად არის მინიჭებული მწვალებლობის კატეგორია. ამიტომაც ვინც ამტკიცებს ცოდვილთა ტანჯვის დასრულების სწავლების ჭეშმარიტებას, თვითონაც წარიწყმედს საკუთარ თავს, რადგან სამარადისო ტანჯვად განაწესებს თავის მომავალს, და სხვებსაც ითრევს ამ უბედურებაში.
 
შეიძლება სრულიად დავეთანხმოთ ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულს (იხ. 10-ე თავი) იმაში, რომ ძალიან სასარგებლო და თანადროული იქნებოდა დაგვემკვიდრებინა საყოველთაო ანათემის წარმოთქმა მართლმადიდებლობის ზეიმზე: "შეგვეკრიბა ყველა ბოროტი სწავლება, რაც ღმრთის სიტყვას ეწინააღმდეგება, და ყველასთვის გვეთქვა, რათა უწყოდნენ, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ და რომელ სწავლებას განვერიდოთ" (Феофан Затворник, свт. Что такое «анафема»? Слово в неделю Православия. URL: https://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/rukopisi-iz-keli/3_3).
 
გარდა ამისა, მიზანშეწონილი იქნებოდა ძველი წეს-განგების შესაბამისად დაგვეზუსტებინა მე-8 ანათემატიზმა მართლმადიდებლობის კვირას, და ცოდვილთა ტანჯვასთან დაკავშირებით დაგვემატებინა სიტყვები "უსასრულოდ"; ანუ, "ვინც უარყოფს სულის უკვდავებას, სამყაროს აღსასრულს, მომავალ სამსჯავროს და მარადიულ მისაგებელს ზეცაში კეთილ საქმეთათვის, ასევე დაუსრულებელ ტანჯვას ცოდვათათვის: ანათემა".
 
და, ბოლოს, გვსურს დავამატოთ, რომ საყოველთაო ცხონების იგავ-არაკით სიამოვნების ნაცვლად, რომელიც ადამიანს უსასრულო სატანჯველთან მიიყვანს, ამ მოკლე დროებით ცხოვრებაში საჭიროა ყოველი ღონე ვიხმაროთ, რათა ვიაროთ ძნელი გზით, რომ შევძლოთ სასუფეველში ვიწრო ბჭით შესვლა (მათე 7:14), და დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრების დამკვიდრება, რომელიც უფალმა მის მოყვარულთ აღუთქვა.

წყარო: Опровержение учения о всеобщем спасении на основании Священного Писания, трудов святых отцов и деяний Вселенских Соборов. К вопросу о вечных муках / протоиерей Николай Баринов. - Рязань : Зёрна-Слово, 2017.
Назад к содержимому