ესქატოლოგია - იუდოფილია როგორც ესქატოლოგიური მწვალებლობა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > ესქატოლოგია
იუდოფილია როგორც ესქატოლოგიური მწვალებლობა
მწვალებლობა
ავტორი: მღვდელი დიმიტრი პოზნანსკი (ქვეყნდება მცირეოდენი ჩასწორებით).

შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, თითქოსდა იუდოფილიაში არავითარი პრობლემა არ არსებობს და ეს სრულიად უვნებელი მიდრეკილებაა. მაგრამ, როგორც ისტორია მოწმობს, თუ მართლმადიდებელი იუდოფილები ამ დაავადებისგან არ განიკურნებიან, ისინი კიდევ უფრო მძიმე ცოდვებში ჩავარდებიან. ჩვენი იუდოფილები თუ ვერ შეძლებენ ან, უბრალოდ არ მოისურვებენ ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ ტრადიციაში დამკვიდრებას, სულიერი განსჯის არ არსებობა მათში, გამრავლებული მათ უსაზღვრო გარეგან აქტივობაზე, შეიძლება ძვირად დაუჯდეს როგორც ჩვენს მამულს, ასევე ეკლესიას. აი, როგორ განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი სახარების სიტყვებს: "არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა" (მათე 25:26). "ასე მიუგო ქრისტემ ქანანეველ დედაკაცს, სადაც "შვილებად" უწოდა იუდეველთ, "ძაღლებად" კი წარმართთ. მაგრამ იხილე, როგორც შეიცვალა შემდეგ ეს თანამიმდევრობა: პირველნი (იუდეველნი) გარდაიქცნენ ძაღლებად, ჩვენ კი შვილებად. "ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ წინადაცვეთას, რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს" (ფილიპ. 3:2-3) (წმ. იოანე ოქროპირი, რვა ჰომილია იუდეველთა წინააღმდეგ, I, 2.).

წმიდა მამის ამ სიტყვებს თანამედროვე ობივატელი თუ სავარაუდოდ "ანტისემიტურ" კატეგორიაში მოაქცევს, თანამედროვე "საშუალოსტატისტიკურ" მორწმუნეს ის საკმაოდ მკაცრად მოეჩვენება. როგორც უნდა იყოს, მართლმადიდებლური ტრადიცია ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ ისეთმა მოვლენამ, როგორიცაა იუდოფილია, მაცხოვრის ჯვარცმის დღიდან სრულიად ამოწურა თავისი დადებითი შინაარსი და არაფერი აქვს საერთო ქრისტეანულ მსოფლმხედველობასთან.

წმ. იოანე ოქროპირი, ისევე როგორც ეკლესიის სხვა მამები, ამტკიცებდა, რომ არა თუ სიმპათიები არ უნდა გვქონდეს იუდეველთა მიმართ, არამედ რამენაირი ურთიერთობაც კი. იუდეველთა წინააღმდეგ იმავე ჰომილიაში წმინდანი ამბობს: "ვინმეს რომ მოეკლა შენი შვილი, მითხარი, ნუთუ ასეთ ადამიანს შეხედავდი და მის ლაპარაკს მოუსმენდი? განა არ თავს არ აარიდებდი მას, როგორც ბოროტ დემონს, როგორც თივით ეშმაკს? იუდეველებმა მოკლეს შენი უფლის ძე; შენ კი ბედავ და ერთსა და იმავე ადგილას იარები მათთან ერთად?" მიუხედავად ამისა, იუდაური გადახრის ტენდენციას ქრისტეანობაში ადგილი ჰქონდა არა მარტო ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში, არამედ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში ვიდრე დღემდე.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ იუდოფილია, თუ არის კიდევაც რაიმე სნეულება, მეტად უწყინარი და უმნიშვნელოა. მაგრამ ასეთი შეხედულება საკმაოდ ზედაპირულად და არასერიოზულად უნდა ვაღიაროთ. როგორც ისტორია მოწმობს, მართლმადიდებელი იუდოფილები, ბოლოს და ბოლოს ან მოწიფული ქრისტეანები ხდებიან და იკურნებიან ამ სენისგან, ან კიდევ უფრო მძიმე ჭაობში ეფლობიან. ასე იყო XV საუკუნეში, როდესაც კიევიდან ჩამოსულმა ებრაელმა სხარიამ მოიგო თავადაზნაურთა და სამღვდელოების უმაღლესი დასის ზოგიერთი წევრის გული, შედეგად (სხარიას დიდი ძალისხმევის შემდეგ) გახდნენ კიდევაც მართლმადიდებლური სარწმუნოების ძირითადი დოგმატების უარმყოფელნი და მკრეხელნი (1), თუმცა, გარეგნულად, ღვთისმოსაობის დამცველებად მოჰქონდათ თავი. ასე იყო არც ისე დიდი ხნის წინათაც, როდესაც ლონდონელი პროტოპრესვიტერი სერგი ჰაკელი ეკლესიის წმიდა წერილის რევიზიის კამპანიაში ჩაერთო, სახარებიდან და საღვთისმსახურო ტექსტებიდან "ანტისემიტური" ადგილების ამოღების მიზნით.

__________________

შენიშვნა: "იუდეველთა მწვალებლობა რუსეთში შეიჭრა XV-ე საუკუნეში. მისი პირველი გამავრცელებელი იყო ებრაელი სხარია (ზაქარია), რომელიც რუსეთში უცხოეთიდან ჩამოვიდა. ეს მწვალებლები უარყოფდნენ წმიდა სამებას, ზიარების საიდუმლოს, ხატებს, ბერ-მონაზვნობას და სასულიერო იერარქიას, ანუ, ფაქტიურად უარყოფდნენ მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამ მწვალებელთა მიმდევრებს შთააგონებდნენ მათ "რჩეულობას", რითაც მრავალი ცნობილი დიდგვაროვანი და მაღალი სასულიერო წოდების პირიც მიიზიდეს. 1487 წელს ნოვგოროდის არქიეპისკოპოსმა გენადიმ დაიწყო ბრძოლა ფარულ იუდაიზმთან, რის გამოც მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ეს მწვალებლობა. 1491 წელს, იმავე გენადიმ მეორე კრებაც მოიწვია, რომელმაც ამ მწვალებლობის ყველა მომხრე, სასულიერო პირებითურთ, ანათემას გადასცა. ამ დროიდან გენადის გვერდში უდგება იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე - წმ. იოსებ ვოლოკოლამელი. XVI საუკუნის დასაწყისში იუდეველთა მწვალებლობას რუსეთში ბოლო მოუღეს. თუმცა მისი ნამუსრევები, დროდადრო, მაინც იჩენდნენ თავს ხან მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმირების ან მისი "განახლების" სახით (Священник Ярослав Шипов, Справочник "Моя церковь").

__________________


ღვთითრჩეული ერი, რომელმაც უარყო თავისი მეფე და მესია, ჩაიდინა ღმრთის მკვლელობა, წარმართი ხალხების მსგავსად, ერთ-ერთ დაბნეულ ერს კი არ წარმოადგენს, პირიქით, თავის ნიშანს ცვლის საწინააღმდეგო ნიშნით და ხდება ღვთისმებრძოლი, ქრისტესა და ქრისტეანობის დაუძინებელი მადევარი. აქედან გამომდინარეობს განსხვავებაც იუდოფილებს, - რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქრისტეანები და იუდეველები თაყვანს სცემენ ერთ ღმერთს, - და წმიდა მამებს შორის, რომლებიც სინაგოგას დემონთა საცხოვრებლად და საკერპდ ხმობდნენ.

"რათქმაუნდა (იუდეველები) იტყვიან, რომ ისინი ეთაყვანებიან ღმერთს. მაგრამ ამის თქმა შეუძლებელია, რადგან არავინ იუდეველთაგან ღმერთს თაყვანს არ სცემს. ვინ ამბობს ამას? ძე ღმრთისა. "არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ" (იოანე 8:19). ამაზე უფრო სარწმუნო მოწმობა რა უნდა იყოს? მაშ ასე, თუკი მათ არ იციან მამა, ჯვარს აცვეს ძე, უარყვეს სულიწმიდის შემწეობა, ვის არ შეუძლია თამამად თქვას, რომ ეს ადგილი (სინაგოგა) დემონთა სამკვიდრებელი არ არის? იქ ღმერთს კი არ ეთაყვანებიან, არამედ კერპთმსახურობენ" (Свт. Иоанн Златоуст, Восемь слов против иудеев, I, 3).

ყოფილი ისრაელის ღვთისმბრძოლობა (რადგან ახალი ისრაელი არის ქრისტეს ეკლესია) მათ შორის მის ისტორიულ და პოლიტიკურ ასპექტში, ბუნებრივად ეხება იუდეო-"ქრისტეანებსა" და იუდოფილებს. როგორც XV საკუნის დასასრულის იუდაური მწვალებლობა, ასევე თანამედროვე იუდოფილია აუცილებლად ეწერება პოლიტიკურ კონტექსტში და მასში არა ნეიტრალურ, არამედ მკვეთრად ანტიქრისტეანულ როლს თამაშობს.

პოლიტიკა, როგორც მოქმედება ისტორიაში, მართლმადიდებლური ქრისტეანობის მიერ ყოველთვის ესქატოლოგიურ პერსპექტივაშიგანიხილება. ეს ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ისტორიის დასასრული ეს არის მისი აღვსება და ახალი, დაუსრულებელი საუკუნის დასაწყისი. მაგრამ თუ ქრისტეანისთვის დროებითი, წარმავალი ცხოვრება და მიწიერი ისტორია გზაა უსასრულობისკენ, იუდეველთათვის ეს ასე არ არის.

ქრისტეანთათვის მესიის სამეფო ეს არის სამეფო, როდესაც იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, როდესაც "ჟამი არღა იყოს" (გამოცხ. 10:6). წმ. ანდრია კესარიელი თავის განმარტებაში იოანეს გამოცხადებაზე (გამოცხ. 10:6), წერს, რომ "ანგელოზი გვარწმუნებს, დრო, როგორც ასეთი, მომავალ საუკუნეში უკვე აღარ იქნება, რადგან აღარ იქნება ხილული მზე, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ამ წუთისოფლის ჟამთაღრიცხვა, არამედ იქნება მარადიული საუკუნე, რომელიც უკვე ჩვეულებრივ ჟამთაღრიცხვას აღარ დაექვემდებარება..." (Свт. Андрей Кесарийский. Толкование на Апокалипсис Святого Иоанна Богослова, X, 28).

იუდეველისთვის კი მესიის სამეფო - დროის უსასრულო პერსპექტივაში გაწელილი სამეფოა. აქედან მომდინარეობს პოლიტიკური იუდაიზმის ამოცანები ქრისტეანობის წინააღმდეგ, რაც საღვთისმეტყველო დონეზე გულისხმობს მართლმადიდებლური სწავლების იმ მომენტების შეცვლას, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მის ისტორიულ განხორციელებასთან, ისტორიაში მის მოქმედებასთან.

მართლმადიდებლურ ესქატოლოგიაში არსებობს ორი განსაკუთრებით გამორჩეული მომენტი, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი მიწიერ ისტორიასთან და მის პოლიტიკასთან. ეს არის წინასწარმეტყველება "უსჯულოების კაცის" (2 თესალონიკ. 2:3), ანტიქრისტესა და მისი"შემკავებელის" შესახებ (2 თესალონიკ. 2:7). თანამედროვე იუდოფილებს, ღირ. იოსებ ვოლოკოლამელის დროინდელი იუდეო-"ქრისტეანებისა" და მღვდელმთავარ გენადი ნოვგოროდელისგან განსხვავებით, სწორედ ქრისტეანული ესქატოლოგიის ამ წერტილებზე მიაქვთ იერიში, რადგან ცდილობენ მოაცილონ მართლმადიდებლურ პოლიტიკურ დისკურსს ნებისმიერი ანტიისრაელური შეფერილობა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, სწორედ ცრუმესია, ანუ მაშიაყი, - ვისაც ელოდებიან იუდეველები, რომელიც გამეფდება ისრაელში და რომელიც მიღებულ იქნება არა მარტო იუდეველთა, არამედ სხვა ხალხთა მიერაც, - არის სწორედ ის ანტიქრისტე, ვისზეც ლაპარაკია წმიდა წერილში. მაგრამ, იუდოფილები, თუმც კი უწოდებენ საკუთარ თავს ქრისტეანებს, ამ ფაქტს უარყოფენ, ხოლო პროტესტანტი მქადაგებლები იმ დონეზე შეთანხმდნენ იუდეველებთან, რომ ანტიქრისტეს გამეფებას რუსეთში ელოდებიან. მაგრამ, წმიდა წერილი და მამათა თხზულებები ეჭვსაც არ ტოვებენ ანტიქრისტესა და მაშიაყის იდენტურობაზე, რომელსაც მიიღებენ კიდეც ქრისტეს უარმყოფელი უდეველები.

ასე მაგალითად, წმ. იოანე დამასკელი თავის "მართლმადიდებლური სარწმუნობის ზედმიწევნით გადმოცემაში", თავში "ანტიქრისტეს შესახებ" წერს, რომ "საკუთრივი მნიშვნელობითა და უპირატესად ანტიქრისტედ იწოდება ის, ვინც საუკუნის (ე. ი. სამყაროს - მთარგმნ.) აღსასრულის წინ მოვა. ამიტომ საჭიროა, რათა პირველ რიგში ქადაგებულ იქნეს სახარება ყველა ხალხში, როგორ თქვა ეს უფალმა, როდესაც ღმერთს ამხედრებულ იუდეველებს ამხილებდა. ამის შემდეგ კი ანტიქრისტეც მოვა. რადგან უფალმა მათ უთხრა: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). მოციქულმაც ბრძანა: "ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:11-12).

იუდეველებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისა და თავად ღმერთი, ამიტომაც მიიღებენ მტყუვარს, რომელიც საკუთარ თავს თვითონ გამოაცხადებს ღმერთად. ამის შესახებ იუწყება ანგელოზიც, რომელიც ასე მოძღვრავდა დანიელს: "არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას" (დანიელი 11:37) და მოციქულიც ამბობს: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3) (ღირ. იოანე დამასკელი, მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა, თ. XXVI).

როდესაც მოციქული ამბობს "ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება", გულისხმობს არა ჩვენს, არამედ იუდეველთა ძველ ტაძარს, რადგან ჩვენთან კი არ მოდის, არამედ იუდეველებთან; ქრისტეს გამო კი არ მოდის, არამედ ქრისტესა და ქრისტეანთა წინააღმდეგ, ამიტომ იწოდება კიდეც იგი ანტიქრისტედ" (2). შემთხვევით კი არ ითხოვს მართლმადიდებლური ეკლესია იუდეველობისგან ახალმოქცეულისა და მართლმადიდებელთა მომავალი ერთმორწმუნისგან ანტიქრისტეს უარყოფას ასეთი სიტყვებით: "... ასევე ვწყევლი და განვკვეთ იუდეველთაგან სასოებულ მესიას, ვითომცდა ქრისტეს, უფრო კი ანტიქრისტეს, უარვყოფ მას და განვუდგები" (წეს-განგება თუ ვითარ ეგების იუდეველთა სარწმუნოებისგან მართლმადიდებლურ და წმიდა სარწმუნოებაში გადმოსულთა ეკლესიასთან შემოერთება. Изложение о еже како подобает приимати от иудеев приступающего к вере христианстей, Требник, Москва, 1884 г., лист 249.).

__________________

შენიშვნა: "უფალი ამბობს: "მე მოვედი ჩემი მამის სახელით". ყველგან ქრისტე თავის მამას ადიდებს და ამბობს, რომ მისგან არის გამოგზავნილი და თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ხოლო სხვა, თუ ვინმე მოვა თავისი სახელით, ე. ი. ანტიქრისტე, რომელიც ცრუდ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ ის არის ერთი "ღმერთი", მას მიიღებთ. მაშ, მე არ მიღებთ, რომელიც მოვედი ჩემიმამის სახელით, ხოლო მას -ანტიქრისტეს, მიიღებთ.

ეს თქვენ იმის გამო დაგემართებათ, რომ ის (ცრუ "ქრისტე") თქვენ დაგპირდებათ ამქვეყნიურ დიდებას, რასაც თქვენ ეძებთ; თქვენ ერთმანეთისგან იღებთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ.

ხოლო მე ვერაფერს მიმზიდველს ვერ დაგპირდებით მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ჩემს სიტყვებში ბევრ სიძნელეს ხედავთ. ამიტომაც, თქვენ არა გწამთ ჩემი, რომ ჩემგან არ ელოდებით არავითარ მიწიერ კეთილდღეობას. ან შეიძლება სხვანაირადაც ითქვას: თქვენ ჩემი იმიტომ არა გწამთ, რომ გიყვართ ერთმანეთისგან დიდების მიღება.

მოსეს გამოთქმა: "წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენ უფალი" - ეხებოდა ქრისტეს, და სხვა მრავალი ადგილი, ნაწილობრივ სიტყვებში, ნაწილობრივ სასწაულებსა და სიმბოლოებში. მოსეს შემდეგი გამონათქვამები ძალიან უწყობდა ხელს ქრისტეს რწმენაზე ადამიანების მოქცევას. იგი ეუბნებოდა ხალხს: "თუ აღდგება ისეთი წინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს აღასრულებს და თქვენი ღმერთისგან განგაშორებთ, ნუ დაუჯერებთ მას, ესეთი ანტიქრისტე იქნება. ხოლო თუკი აღდგება ისეთი წინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებით მიგიყვანთ თქვენ ღმერთთან და მამასთან, რომელიც მისგან არ განგაყენებთ, ასეთს დაუჯერეთ" (II რჯული, თ. 13:1-3).

მაშასადამე, ქრისტე, რომელიც მოვიდა მამის სახელით, აღასრულა სასწაულები და იუდეველთა ხალხი არ განაყენა კეთილმსახურებას, არის ის პიროვნება, რომლის შესახებაც წინასწარმეტყვლებდა მოსე.

თუკი არა გწამთ მოსემ რაც დაწერა, როგორღა ირწმუნებთ ჩემს სიტყვებს? კითხულობს უფალი. თქვენ არ გწამთ დაწერილის (მოსესგან): როგორ უნდა გწამდეთ ჩემი დაწერილი სიტყვებისა?

რისთვის ამბობ, უფალო, ამას, როცა იცი, რომ ისინი არ ირწმუნებენ შენსას? თუმცა, ვიცი, - ამბობს უფალი, რომ ისინი არ მომისმენენ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რაგდანაც მომავალში არ თქვან, ჩვენ გირწმუნებდით, შენ რომ ჩვენთვის გეთქვა".

მსგავსადვე განმარტავს ამ სიტყვებს ნეტ. თეოდორიტე კვირელიც: "იგივე ამბობს ღვთაებრივი მოციქული: "ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით -წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:10-11). ამიტომაც სწორედ ქრისტეს ქადაგებათა მიმართ ურწმუნოთა გამო მოვა სიცრუისა და მზაკვარების მამა. რადგან თავად აშკარად ღმერთს ამხედრებულმა იუდეველებმა, ღმრთისმბრძოლივით ჯვარს მიამსჭვალეს უფალი, მათი უკეთურების სამხილებლად იქნება კიდევაც ანტიქრისტეს მოსვლა".

წმ. კირილე იერუსალიმელიც ამბობს, რომ "იუდეველთა შვილები, რომლებმაც უარჰყვეს უკვე მოსული ჭეშმარიტი მესია, ელიან წარწყმედის ძეს და თავიანთ ცთომილებაში შეიწყნარებენ ცრუმესიას. ამ შემთხვევაშიც აშკარავდება მაცხოვრის სიტყვების ჭეშმარიტება: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43).

წმ. ანდრია კესარიელი გამოცხადების წიგნის 11-ე თავის 7-8 მუხლების განმარტებაში წერს: "ანტიქრისტე გამოვა ბნელი და პირქუში ადგილებიდან, სადაც ჩაგდებულ იქნა ეშმაკი, და მოჰკლავს მათ (ილიას და ენოქს - რედ.) ღმრთის დაშვებით, მათ სხეულებს კი დაუმარხავად დატოვებს ძველსა და გაპარტახებულ იერუსალიმში, სადაც ერთ დროს ევნო ქრისტე. ამ ქალაქში დაამყარებს ანტიქრისტე თავის სამეფოს და საყდარს დავითის მსგავსად, რომლის ხორციელი შთამომავალი იყო განკაცებული ძე ღმრთისა, ჩვენი უფალი და ჭეშმარიტი ღმერთი იესუ ქრისტე, რათა ამით ეჩვენებინა, რომ ის არის ქრისტე, რომელმაც აღასრულა წინასწარმეტყველება: "მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს: გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო" (ამოსი 9:11), და რომელსაც დაბნეული იუდეველები, თავიან მაშიაყს უკავშირებენ".

ღირ. ეფრემ ასურელი თავის ჰომილიაში უფლის მეორედ მოსვლაზე, სამყაროს აღსასრულსა და ანტიქრისტეზე ამბობს, რომ ანტიქრისტე მოვა "როგორც მპარავი, ისეთი სახით, რათა ყველა აცთუნოს, გარეგნულად იქნება მშვიდი, თავმდაბალი, არაკაცთმოძულე, კერპთუარმყოფელი, სათნოებათა მოყვარული, კეთილი, გლახაკთმოყვარე, უმაღლესად კეთილსახოვანი, სათნო და ყველასთან მეგობრული; განსაკუთრებულ პატივს კი მიაგებს იუდეველთ, რადგან სწორედ ისინი ელიან მის მოსვლას".

წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი ანტიქრისტეს შესახებ ამბობს, რომ "როგორც წინადაიცვითა მაცხოვარმა და ისე მოევლინა სამყაროს, ასევე მოვა ანტიქრისტეც. უფალმა თავისი მოციქულები წარაგზავნა მთელს მსოფლიოში ხალხებთან სამახარობლოდ, ასე მოიქევა ანტიქრისტეც და შეკრებს გაბნეულ იუდეველთ. უფალმა თავისი ბეჭედი (სულიერი) უბოძა მისდამი მორწმუნეთ, ასევე მისცემს ბეჭედს (ოღონდ მატერიალურს) ანტიქრისტეც. კაცის სახით მოვიდა ქრისტე და კაცის სახითვე მოვა ანტიქრისტეც. მაცხოვარმა მკვდრეთით აღადგინა თავისი სხეული, როგორც ტაძარი, და ასევე აღადგენს იერუსალემის ქვის ტაძარს ანტიქრსტეც".


__________________

ცნება "შემკავებლის" შესახებ პირდაპირ კავშირშია წინასწარმეტყველებასთან ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ, რომელიც, წმიდა მოციქულ პავლეს თქმით, მანამ არ მოვა, სანამ "შემკავებელი არ გაიყვანება წრიდან".

წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ერთნი ფიქრობენ, რომ ამ სიტყვებში უნდა ვიგულისხმოთ სულიწმიდის მადლი, სხვები - რომის სახელმწიფო. ამ უკანასკნელთ მე უფრო ვემხრობი. რატომ? იმიტომ, რომ მოციქულს სულიწმიდა რომ ეგულისხმა, ასე გაურკვევლად კი არ იტყოდა, არამედ გარკვევით გვამცნებდა - ანტიქრისტეს სულიწმიდის მადლი, ანუ მისი ნიჭები უშლის ხელს მოსვლაშიო. გარდა ამისა, უკვე ჯეროვანიც იქნებოდა მისი მოსვლა, თუკი ის მაშინ უნდა მოსულიყო, როდესაც სათნოებათა და ნიჭთაგან გაღატაკდებოდა ეკლესია, რადგან უკვე დიდი ხანია ყოველივე ამისგან განვიძარცვენით... ანტიქრისტე მოვა მაშინ, როდესაც შეწყდება რომის სახელმწიფოს არსებობა. და სამართლიანადაც. რადგან მანამ, სანამ ექნებათ შიში ამ სახელმწიფოსი, არავინ არ დაემორჩილება ანტიქრისტეს, არამედ იმის შემდეგ, რაც ის დაინგრევა, გამეფდება ქაოსი და უმართაობა და მტარვალი მოინდომებს მიიტაცოს ყოველგვარი ძალაუფლება - ადამიანურიც და ღვთაებრივიც" (წმ. იოანე ოქროპირი, მე-4 ჰომილია მოციქულ პავლეს თესალონიკელთა მიმართ მე-2 ეპისტოლეზე).

აქ იბადება კანონზომიერი კითხვა: როგორ არის შესაძლებელი ჯერ კიდევ წარმართული, მოციქულ პავლეს დროინდელი რომის იმპერიაყოფილიყო უსჯულოების საიდუმლოს შემკავებელი? პასუხი მარტივია: მოციქულ პავლეს დროს რომის ძალაუფლება ისრაელზეც ვრცელდებოდა და აკავებდა რა მის ღვთისმბრძოლობას, იუდეველთა პოლიტიკური მიზნების განხორციელების შესაძლებლობასაც აკავებდა (12). ღმრთის განგებამ კი დაუშვა რა რომის იმპერიის გაეკლესიურება, მთელს მსოფლიოში ეკლესიაც განავრცო და მრავალ ხალხს მიანიჭა ცხოვნების შესაძლებლობა.

წმიდა წერილის ძველი კომენტატორები ძალაში, რომელიც აკავებს ანტიქრისტეს მოსვლას, სხვათა შორის, რომის სახელმწიფოსაც მიიჩნევდნენ. მათ დროში, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა რომის სახელმწიფო, დანიელის წინასწარმეტყველებაზე დაყრდნობით, შესაძლებელი იყო მასზე მითითება. ჩვენს დროში, ასეთი შეხედულების გაზიარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი რომის სახელმწიფოს ქვეშ საერთოდ სახელმწიფოებრიობას ვიგულისხმებთ. სახელმწიფო ძალაუფლება (განსაკუთრებით მონარქიული) ფლობს რა შესაძლებლობას შეაკავოს სახალხო მოძრაობები და თავად გააჩნია რა ქრისტეანული საწყისები, არ დაუშვებს, რომ ხალხი გადაიხაროს მისგან, არამედ შეაკავებს მას. ხოლო რადგან ანტიქრისტეს უმთავრესად შეეცდება ყველას მიმხრობას და ჩამოშორებას ქრისტეანობისგან, მანამ არ მოვა, სანამ ასეთი, ქრისტეანული ძალაუფლება ჯერ კიდევ იარსებებს. ის არ მისცემს მას შესაძლებლობას ფრთები გაშალოს და ხელს შეუშლის მას იმოქმედოს საკუთარი, სატანური სულისკვეთებით. აი ეს არის სწორედ შემკავებელი.

ხოლო, როდესაც საყოველთაოდ დაამკვიდრებენ თვითმმართველობას, რესპუბლიკებს, დემოკრატიას, - მაშინ ანტიქრისტეს გაუჩნდება სამოქმედო სივრცე. სატანისთვის ძნელი არ იქნება მოამზადოს ხმები ქრისტეს უარსაყოფად, როგორც აჩვენა ეს საფრანგეთისა და ამჟამინდელმა რევოლუციამ. ვერავინ იქნება მძლავრი ვეტოს გამომთქმელი და დამდები, ხოლო სარწმუნოების სათნო განცხადებებს არავინ მოუსმენს. აი როდესაც დააარსებენ ისეთ წყობას, რომელიც ხელს შეუწყობს ანტიქრისტეს მისწრაფების გახსნას და ამოქმედებას, მაშინ გამოჩნდება ანტიქრისტეც. მანამდე კი ის მოიცდის, შეკავებული იქნება".

დღეს, როდესაც ასე ღიად ლაპარაკობენ რუსეთის დაბრუნებაზე მის წმიდა მისიასთან, როდესაც ასე მატულობს მონარქიის მომხრეთა რიცხვი, იუდოფილები დაბეჯითებით გვთავაზობენ შემკავებლის გაგების სახეცვლილ ვარიანტს. ისინი ან საერთოდ უარყოფენ სამეფო ძალაუფლების რაიმე მნიშვნელობას ქრისტეანულ სარწმუნოებაში, ან კიდევ, თუ ლაპარაკია პატრიოტ-იუდოფილებზე, ამტკიცებენ, რომ ნებისმიერი, ამა თუ იმ ზომით ქრისტეანული, მ. შ. დემოკრატიული ხელისუფლებაც "შემკავებლად" ანუ "კატეხონად" (ბერძნულად) წარმოგვიდგება. ეს კი ცვლის შემკავებლის ჭეშმარიტ გაგებას და თავდაყირა აყენებს მასში იერარქიულ პრინციპს. აბსოლუტური აზრით შემკავებელი - ეს არის თვით ღმერთი. დემოკრატიული ხელისუფლება შეუძლებელია იყოს შემკავებელი, რადგან ის განხორციელდება არა ზემოდან ქვემოთ, არამედ პირიქით - ქვემოდან ზემოთ. თეოკრატია არასოდეს ყოფილა სახალხო ხელისუფლება - არც ძველაღთქმისეული პატრიარქები, არც მსაჯულნი, არც მართლმადიდებელი მეფეები არ მოქმედებდნენ "მრავალფეროვანი კაცობრივი სურვილების" მიხედვით, არამედ ღმრთის ნებას იქმოდნენ.

საინტერესიოა, რომ იუდოფილებს, რომლებიც საკუთარ თავს პატრიოტებს განაკუთვნებენ, გააჩნიათ ქვეყნის სახელმწიფო და საეკლესიო მოწყობის საკუთარი მოდელიც, რომელიც ამახინჯებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სიმფონიას და ეკლესიის ფუნქციებზე ქრისტეანულ წარმოდგენას, ასევე საეკლესიო მმართველობის კანონიკურ მოდელსაც, რომელიც გამომუშავებულია მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ. ისინი გვთავაზობენ, ამერიკული ტიპის მარიონეტულ, ორპარტიულ სისტემას, რომლის მიღმა, სინამდვილეში იდგება საეკლესიო იერარქიის უხილავი ძალაუფლება. აქ როგორ არ გაგვახსენდება დოსტოევსკის დიდი ინკვიზიტორი? ბუნებრივია, ასეთ, უკიდურეს კლერიკალიზმამდე დაყვანილი და უკიდურესად პოლიტიზირებული ეკლესიის პირობებში, ყოველივე ეს გადადის ღია პაპოცეზარიზმში. ამიტომაც, მაგალითად, სრულიად რუსეთის პატრიარქი ამ მოდელში წარმოჩინდება, როგორც ყველა ადგილობრივი ეკლესიის მეთაური (ამისკენ მიისწრაფვის ამჟამად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც), რომლებიც ერთ იურისდიქციაში გაერთიანდებიან.

რაც შეეხება რუსი იუდოფილების გეოპოლიტიკურ ამბიციებს, მართალია, ისინი თითქმის მთელ დედამიწაზე განავრცობენ მას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მზად არიან ისრაელის კუთვნილი მიწები დათმონ იუდაისტური გეპოლიტიკური მოდელის შესაბამისად. ამასთან იუდოფილთა უკიდურესი ანტიისლამიზმი, შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო მართლმადიდებლური პოზიციებიდან, არაბების წინააღმდეგ ისრაელის მხარდაჭერაში რომ არ გადადიოდეს, არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ათასობით არაბი აღმსარებლობით მართლმადიდებელია, ხოლო არაბი ხელისუფალნი, ისრაელისგან განსხვავებით, არ ერევიან იერუსალემის პატრიარქის საქმეებსი და არ ახდენენ მასზე გამუდმებულ ზეწოლას.

ვუბრუნდებით რა ესქატოლოგიურ თემას, შევნიშნავთ, რომ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, წმიდა წერილში არსად არის ნათქვამი, თითქოსდა აბსოლუტურად ყველა ხალხი დაემორჩილება ანტიქრისტეს. მეტიც, ჩვენამდე მოსული, უკანასკნელი სამი საუკუნის წმინდანთა წინასწარმეტყველებების მიხედვით, შესაძლებელია აქა-იქ მართლმადიდებლური მონარქიის აღორძინებაც, რომელიც მართლმადიდებელთათვის ერთადერთი საყრდენი იქნება მთელს დედამიწაზე ანტიქრისტეს პერიოდში.

მორწმუნე ადამიანის გული შეუძლებელია გულგრილი იყოს ამ წინასწარმეტყველებათა მიმართ. ერთი რამ კი ცხადია: ესქატოლოგიურ კონტექსტში მართლმადიდებლური ტრადიციის ასეთი დამახინჯება, როგორიც არის იუდოფილია, და მისგან გამომდინარე პროისრაელიტური პოზიცია, პოლიტიკაში ქვეყნებს დაღუპვისკენ უბიძგებენ და ესა თუ ის ხალხი მსოფლიო ხალხების აპოსტასიურ ჯოგში შეჰყავთ, რომლებიც ანტიქრისტეს თაყვანსაცემად მიემართებიან. და თუ ჩვენი იუდოფილები არ გადასინჯავენ თავიანთ მსოფლმხედველობას, თუ ვერ შეძლებენ, ან უბრალოდ არ მოისურვებენ ნამდვილად მართლმადიდებლურ ტრადიციაში საკითხის გადაწყვეტას, სულიერი განსჯის მათი ზედაპირულობა, გამრავლებული უზომო გარეგნულ აქტივობაზე, შესაძლოა ძვირად დაუჯდეს ჩვენს ეკლესიასაც და მამულსაც.

წყარო: https://ruskline.ru/monitoring_smi/2007/05/03/yudofiliya_kak_e_shatologicheskaya_eres
Назад к содержимому