აპოლოგეტიკა - კალენდრული საკითხი: მართლმადიდებლური შობაც 25 დეკემბერსაა - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
კალენდრული საკითხი:
მართლმადიდებლური შობაც 25 დეკემბერსაა
მაცხოვრის შობა
გასაოცარია, რომ თანამედროვე, და ერთი შეხედვით, განათლებული ადამიანები ელემენტარულ საკითხებში ვერ ერკვევიან! ის, რომ მართლმადიდებლები ქრისტეს შობას აღნიშნავენ 25 დეკემბერს მრავალ "ქრისტიან" ადამიანში იწვევს ტვინის აფეთქებას... წლიდან წლამდე სასხვათაშორისოდ მოსროლილი ფრაზები გამაოგნებელ რეაქციას იწვევენ ოფისურ თანამშრომელთა შორის.
 
ქრისტეს შობა - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ბეთლემში ყრმა იესუს შობის აღსანიშნად დაწესდა. შობა მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, განსხვავებული მხოლოდ თარიღებია, უფრო სწორედ კალენდრული სტილები.
 
არავის და არასოდეს გადაუტანია ქრისტეს შობა სხვა დღეებზე. უბრალოდ დროთა განმავლობაში ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ადრინდელი საეკლესიო კალენდარი მათ არ მოსწონთ, და ახალი მოიფიქრეს. ეკლესიას კი მოცემულ საკითხში უფრო კონსერვატიული პოზიცია უჭირავს.
 
იულიანური კალენდარი, გამოყენებაში შემოვიდა 46 წელს ქრ.შ-მდე, იულიუს კეისრის დროს. ის უფრო პრაქტიკული კალენდარი იყო, ვიდრე ძველრომაული. მან შემოიტანა ნაკიანი წლის ცნება, რომელიც თებერვლის თებერვლის თვეს 29-ე დღეს ამატებს. მაგრამ "ზედმეტი" დრო თანდათანობით დაგროვდა. ყოველ 128-ე წელიწადს გაუთვალისწინებელი დღე-ღამეები გროვდებიან.
 
XVI საუკუნეში რომის პაპმა გრიგოლ XIII-ემ მოაწყო კალენდრის რეფორმა. მართალია ამ საქმეში ჩარეულნი იყვნენ იმ დროის საუკეთესო ასტრონომები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება გახდა საწყისი კოორდინატების ცვლილება, უფრო სწორედ ათვლის წერტილი. ამან შესაძლებლობა მისცა იმდროინდელ მეცნიერებს მიეღწიათ ნომინალური მიზნისთვის - რათა ქრისტიანული პასექი იუდაურ-ძველაღთქმისეულ პასექზე ადრე არ დამდგარიყო, რაც მოციქულთა კანონებით მკაცრად იკრძალება და ლოგიკასაც ეწინააღმდეგება.
 
წმიდა მოციქულთა მე-7 კანონი:
 
"თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი  ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს" (მოც. 64,70,71; ტრულ. 11; ანტიოქ. 1; ლაოდ. 37,38; კართ. 51,73,106).
 
მაგრამ დრომ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. 1582 წელს კათოლიკური პასექი მართლმადიდებლურს არ ემთხვევა, თანაც კათოლიკეები პასექს ხშირად ზეიმობენ იუდეველებზე უადრეს: განსხვავებით მართლმადიდებელთაგან, რომლებიც გრიგორიანულ კალენდარზე არ გადასულან. მოციქულთა მითითებული კანონის შესრულება მართლმადიდებლებში პასქალიის გაანგარიშების ორი მექანიზმის მეშვეობით მიიღწევა, რაც კათოლიკეთა მიერ დაკარგულ იქნა.
 
მიუხედავად ამისა, კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ქრისტეს შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ.
 
უბრალოდ, კათოლიკური, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ჩვენი 25 დეკემბერი უწევს მათ 7 იანვარს.
 
რუსეთში გრიგორიანული კალენდარი შემოტანილ იქნა ხელისუფლების მიერ 1918 წელს, მაგრამ ეკლესიამ ასეთი გადაწყვეტილება არ მოიწონა.
 
1923 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ინიციატივით შედგა მართლმადიდებლურ ეკლესიათა თათბირი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება იულიანური კალენდრის გასწორების (შეცვლის) შესახებ. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ისტორიულ ვითარებათა გამო ამ კრებაზე მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა. როდესაც ცნობილი გახდა კონსტანტინოპოლის თათბირის შესახებ, პატრიარქმა ტიხონმა მაინც გამოსცა დადგენილება "ახალიულიანურ" კალენდარზე გადასვლისა. მაგრამ ამან მორწმუნე ერში პროტესტები გამოიწვია, და დადგენილება მალევე (თითქმის ერთ თვეში) გაუქმდა.
 
რუსეთის ეკლესიის გარდა, მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის, ქრისტეს შობას ძველი სტილით აღნიშნავენ: საქართველოს, იერუსალიმის და სერბეთის ეკლესიები, ასევე ათონის მონასტრები, რომლებიც ძველი, იულიანური კალენდრით ცხოვრობენ; ამავე კალენდარს (იულიანურს) იყენებენ აღმოსავლური წესის მიმდევარი კათოლიკეებიც (კერძოდ, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია) და რუსი პროტესტანტების ნაწილი.
 
2014 წლიდან უკან, ძველ სტილს ოფიციალურად დაუბრუნდა პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელმაც გააუქმა 1924 წლის 12 აპრილს მიღებული დადგენილება პოლონეთის ეკლესიის ახალ სტილზე გადასვლის შესახებ.
 
მსოფლიოს სხვა დანარჩენი ათი მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობას კათოლიკეებივით აღნიშნავს, ახალის სტილით 25 დეკემბერს. მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ სარგებლობენ არა "კათოლიკურ-გრიგორიანული" კალენდრით, არამედ ე. წ. "ახალიულიანურით", რომელიც ... ჯერ-ჯერობით გრიგორიანულს ემთხვევა.
 
ერთდღიანი განსხვავება ამ კალენდრებს შორის 2800 წლისთვის დაგროვდება (იულიანური კალენდრის ერთდღიანი განსხვავება ასტრონომიულ წელთა გროვდება 128 წლის განმავლობაში, გრიგორიანულისა - 3 ათას 333 წლის განმავლობაში, ხოლო "ახალიულიანურისა" – 40 ათასი წლის განმავლობაში).
 
მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემების მიხედვით, ჩვენს დროში ასტრონომიული და კოსმიური გაანგარიშებები წარმოებს ძველი იულიანური კალენდრითაც, რომელიც უფრო მარტივია გამოსაყენებლად.
 
როდესაც ასი წლის წინ, რუსეთში, ახალ გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლის საკითხი განიხილებოდა, საზოგადოების განათლებული ნაწილი წინ აღუდგა კალენდრის ამ რეფორმას. 1899 წელს რუსეთის ასტრონომიული საზოგადოების კომისიის სხდომაზე, რომელიც კალენდრის რეფორმის საკითხს მიეძღვნა, პროფესორმა ვ. ვ. ბოლოტოვმა, გამოხატა რა თავისი შეხედულება, ბრძანა:
 
"გრიგორიანულ რეფორმას არა აქვს არა თუ გამართლება, არამედ მიუტევებელიცაა... ნიკეის კრებას მსგავსი არაფერი დაუწესებია.
 
რუსეთში იულიანური სტილის გაუქმებას უკიდურესად არასასურველად მივიჩნევ. მე ადრინდელივით პრინციპული პატივისმცემელი ვარ იულიანური კალენდრისა. მისი უკიდურესი სიმარტივე წარმოადგენს მის სამეცნიერო უპირატესობას ყოველგვარი სხვა გასწორებული კალენდრების წინაშე. ვფიქრობ, რომ რუსეთის კულტურული მისია ამ საკითხში მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ რამოდენიმე ასწლეულით შევინარჩუნოთ იულიანური კალენდარი და, მით, გავუადვილოთ დასავლელ ხალხებს სრულიად არასაჭირო გრიგორიანული კალენდრიდან შეურყვნელ ძველ სტილთან დაბრუნება" (Журнал 4-го заседания Комиссии по вопросу о реформе календаря, 20 сенября 1899 года, стр. 18-19 и журнал 8-го заседания Комиссии по вопросу о реформе календаря, 21 февраля 1900 года, стр.34).
 
ნაწილობრივ ეს სიტყვები წინასწარმეტყველური მნიშვნელობისა აღმოჩნდა: გრიგორიანული კალენდარი მართლაც არასაჭირო აღმოჩნდა, და ახლა მეცნიერებს მისი გასწორებაც სურთ. ახალი სტილი უკვე მოძველდა! უკვე რომის პაპიც თანახმაა გასწორდეს გრიგორიანული კალენდარი, და ახალი სტილი შემოიტანონ.
 
პოლონელი ასტრონომი ნიკოლა კოპერნიკი, რომელიც თავგამოდებული კათოლიკე იყო, შემთხვევით როდი უარყოფდა ძველი სტილის ახლით შეცვლას და ამ ახალი კალენდრის შედგენაში მონაწილეობას; ის სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ასტრონომია არ ფლობს საკმარის სიზუსტეს ახალი დროის გამოსათვლელად, და ეს დღემდე სწორია.
 
ვატიკანის მეორე კრებამ 1963 წლის 4 დეკემბერს (ახ. სტ.) ხმათა უმრავლესობით (2057 ხმა 4-ის წინააღმდეგ) განაცხადა, რომ "არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოებაში მარადიული კალენდრის შემოღებას" თანამედროვე გრიგორიანულის ნაცვლად.
 
ამრიგად, გრიგორიანული რეფორმა არასაჭირო აღმოჩნდა, არც მარადიული, რადგან უკვე მისი გასწორებაც სურთ. ახალ სტილს არ გააჩნია არც სამეცნიერო სიზუსტე, რომლის პრეტენზია გააჩნდა, და არც პრაქტიკული მოხერხებულობა, რომლითაც იულიანური კალენდარი ესოდენ ღირებულია.
 
წყარო: starove.ru

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому