აპოლოგეტიკა - კვირინიუსის აღწერა და მისი კავშირი ქრისტეს შობასთან - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > აპოლოგეტიკა
კვირინიუსის აღწერა და მისი კავშირი ქრისტეს შობასთან
მაცხოვრის შობა
ავტორი: პროფ. ნ. ნ. გლუბოკოვსკი.
 
შინაარსი:
 
 
კვირინიუსის აღწერის საკითხის მნიშვნელობა ქრისტეს შობის დროის გამოსარკვევად და ლუკას სახარების სინამდვილის განსასაზღვრავად.
 
Ι. სიძნელეთა არსი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან წმ. ლუკასთან კვირინიუსის აღწერასთან მიმართებაში. - ვარაუდები, თითქოსდა მახარობელმა იოსებ ფლავიუსის ცნობით ისარგებლა კვირინიუსის გვიანდელ ცენზტან დაკავსირებით, და აურია რა საქმე, ის ადრინდელ პერიოდს - ქრისტეს შობას - დაუკავშირა. - ამ განმარტებათა უსაფუძვლობა, რადგან მესამე სინოპტიკოსმა კარგად იცის ორი აღწერა და მკაფიოდ განასხვავებს მათ.
 
II. შეპასუხება, რომ "მთელი სამყაროს" საზოგადო ცენზი ავგუსტუსის დროს უცნობი იყო, ხოლო ჰეროდეს დროს შეუძლებელი, და მათი არადამაჯერებლობა, რადგან ასეთი აღწერა საკმაოდ სავარაუდოა პირველის და შეუძლებელია მეორის შემთხვევაში, რის გამოც ნამდვილ ცნობად აღიარებულ უნდა იქნას წმ. ლუკა მახარობლის მოწმობა.
 
III. წმ. ლუკასთან ნახსენები კვირინიუსის აღწერის სინამდვილე და მისი შესრულების პირობები. - როგორ დუმს მის შესახებ იოსებ ფლავიოსი; ამ ვითარების მიზეზი და მნიშვნელობა. - პერიოდული ცენზები (14 წლის გამოშვებით) და მათდამი კვირინიუსის ორი აღწერის დამოკიდებულება. – ιδία-ს ცენზური პრინციპი და მისით შექმნილი ვალდებულება ჩაწერილ ყოფილიყვნენ წარმოშობის ადგილის მიხედვით, რის გამოც ქრისტეს შობის დროს ყოველი ადამიანი უნდა წასულიყო "თავის ქალაქში"; ამ მოთხოვნის აზრი და მოცულობა.
 
IV. წმ. ლუკასთან აღნიშნული ცენზის კავშირი კვირინიუსთან და ამაში მოაზრებული სიძნელეები. - სირიაში ამ წარჩინებული მოხელეს ორგზისი ლეგატობა და ვარაუდი, რომ პირველად ის საკუთრივ სამხედრო ადგილნაცვალი იყო მეორედ კი - სამოქალაქოდ; ამ განმარტების პირობითობა. - კვირინიუსის ლეგატობის შესაძლებლობა სირიაში ქრისტეს შობის დროს და შესაძლებლობა იმისა, რომ ამ სახელით არსებობდა ორი პიროვნება (decessor და successor). - მიზეზი იმისა, რომ სახარება სწორედ კვირინიუსს ახსენებს და აზრი მთელი ამ ქრონოლოგიური მითითებისა ლუკა მახარობელთან. - საზოგადოდ მესამე მახარობლის უეჭველობა.
 
 
***
 
კვირინიუსის აღწერის საკითხის მნიშვნელობა ქრისტეს შობის დროის გამოსარკვევად და ლუკას სახარების სინამდვილის განსასაზღვრავად.
 
კვირინიუსის აღწერის საკითხი, რომელიც მოხსენიებულია ლუკას სახარებაში (2:2), განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა უკვე იმიტომ, რომ ეს მოვლენა უკავშირდება ქრისტეს შობას და არსებითად, თითქოსდა, უნდა ემსახურებოდეს ამ უკანასკნელის დროისა და ვითარებების განსაზღვრას. ასეთ კომბინაციაში მოცემული ცნობის ძალა სრულიად განსაკუთრებულია, მაგრამ ფაქტობრივად ვერ იღებს საყოველთაო აღიარებას და მეტიც, პირდაპირ უარყოფითი აზრით განიმარტება.
 
მეცნიერება ამბობს, რომ ლუკას ეს ცნობა იმდენ სირთულეს შეიცავს, რომ აყალიბებს "ქრონოლოგიურ ენიგმას" (1), რომლის გადაწყვეტა, სამყაროს აღსასრულამდე ვერ მოგვარდება (2), თანაც ამ სახის ყველა მცდელობა მხოლოდ საქმის გაბუნდოვანებამდე მიდის (3).

__________________

1. ასე, მაგალითად: проф. Гр. Э. Зенгер, Еврейский вопрос в древнем Риме при «Варшавских Университетских Известиях» № 6 за 1889 г. и отдельно, Варшава 1889, стр. 126 прим.
 
2. იხ. Rev. Septimus Buss, Roman Law and History in the New Testament (London 1901), p. 18, 21.
 
3. ამ აზრს გამოთქვამს: † Prof. Emil Shurer "Theologische Literaturzeitung-ში 1883, Nr. 21, Sp 481.

__________________

წმიდა ისტორიის აღმწერი მით უფრო საეჭვო ხდება, რაც უფრო კატეგორიულია მისი მტკიცება. ეჭვი მარტო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით საფუძველს უქმნის მთელი მესამე სახარების ისტორიული ღირებულების გაუფასურებას, რომელთან ერთადაც გაქრებოდა უავტორიტეტულესი მოწმე პირველდაწყებითი ქრისტიანობის ისედაც მცირე რაოდენობის ძეგლებიდან. აქედან კი გასაგებია, რომ ამ მხრიდანაც შენიშვნა კვირინეოსის აღწერაზე არანაკლებ კარდინალური აღმოჩნდება, რადგან სრულიად შეზღუდავს ან უსიტყვოდ შეარყევს წმ. ლუკას სახარებისეული თხრობის ისტორიულ ღირებულებას.
 
ჩვენი ცნობების უკმარობის გამო სრულიად ბუნებრივია, რომ ქრონოლოგიური გამოცანა დღემდე ამოუხსნელად რჩება თავის კერძო ნაწილებში, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას განსახილველი ისტორიულ-ეგზეგეტური პრობლემა, როგორც მესამე სინოპტიკოსის ფაქტობრივი სანდოობის გამოცდა. სწორედ ამ საკითხში ძევს ჯერ-ჯერობით ყველაზე ძირითადი სამეცნიერო ამოცანა, რომელსაც უნდა მოხმარდეს მთელი ძალისხმევა. ჯერ-ჯერობით უნაყოფოა და უიმედოა წარმატების მიღწევა თეორემის გადაწყვეტაში, სადაც აუცილებელი ელემენტები არ გვაქვს, მაგრამ სრულიად კანონიერია გამოვარკვიოთ მისი დასაშვებობა ან აბსურდულობა. ამიტომაც ლუკას ქრონოლოგიური ცნობა უპირველეს ყოვლისა გაშუქებას მისი ისტორიული ალბათობის მხრიდან ითხოვს.
 
მსგავსი თვალსაზრისის დროს უახლოესი მიზანი იქნება საკუთრივ სახარებისეული ცნობის ფაქტობრივი შესაძლებლობის შემოზღუდვა, რომლის გახსნა ამა თუ იმ მიმართულებით უკვე დამოკიდებულია არა სამეცნიერო გამჭრიახობაზე, არამედ ახალი მასალების პოვნაზე.
 
ძირითად და სავალდებულო ამოსავალ პუნქტად უნდა გახდეს სახარების ქრონოლოგიური ცნობის მიღება, რათა მოხდეს მისი სამეცნიერო გადამოწმება ყოველგვარი წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე, რომელსაც ვერანაირად გაამართლებს თვით მისი ერთადერთობაც. ლუკა მახარობელი მიმოწვლილვით ქრონოლოგიასა და ფაქტობრივ დეტალებში (1:1-4) საკუთარ თავს უპირველესად ისტორიულ-პრაგმატულ სიზუსტეს მიაკუთვნებს. საზოგადოდ, ეს თვისება უდავოდ დასტურდება კომპეტენტურ მეცნიერთა უმრავლესობის მიერ, რომლებიც სრულიად ეთანხმებიამ ამბროსი მედიოლანელს იმაში, რომ S. Lucas velut quemdam historicum ordinem tenuit, пользуясь historico stylo (4).

__________________

4. Expositio Evangelii secundum Lucam, in prolog. 4, 7; Migne lat. XV, col. 1530, 1532). ("როგორც ჩანს, წმ. ლუკა მისდევდა განსაზღვრულ ისტორიულ თანმიმდევრობას, იყენებდა რა ისტორიულ სტილს" - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ლათინურიდან თარგმანი შესრულებულია Google tranlates მეშვეობით. ამიტომ დაზღვეულები არ ვართ გარკვეული უზუსტობებისგან – "აპოკ." რედ.

__________________

აქ ერთეულობა მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ მახარობელი ამდიდრებს ჩვენს ისტორიულ ცოდნას, თუკი მისი ცნობები დამაჯერებელია სხვა მონაცემებთან შეფარდებით, და მითითებულ ისტორიულ ვითარებაში ფაქტობრივად შესაძლებელი ხდება.
 
ამ საზღვრებში განვიხილავთ კიდეც მთელ საქმეს, ავიღებთ რა საზოგადო პრიციპულ მონახაზებს ისე, რომ არ შევალთ ისეთ მატერიათა დეტალებში, რომლებიც სხვების მიერ საკმაოდ გამოკვლეულია და ჯერ-ჯერობით სხვა დასკვნათა გაკეთების საშუალებებს არ იძლევა, გარდა სუბიექტური ჰიპოთეზებისა, სადაც შეიძლება უსასრულოდ და უიმედოდ იდავო ნაყოფიერი სამეცნიერო წარმატების მისაღწევად (5)

__________________

5. ამიტომაც შემდეგში დამოწმებული იქნება საკუთრივ მხოლოდ უახლესი ლიტერატურა, მაგრამ მასში საკმარისად არის ამოწურული ადრინდელიც, რომელიც ჩვენ მიერ უკვე შეფასებულია და გამოყენებულია პროფ. მ. დ. მურეტოვის მიერ. "Народоперепись в эпоху рождения Господа" ("სახალხო აღწერა უფლის შობის ეპოქაში"), რომელიც გამოქვეყნდა გამოცემაში "Прибавлениях к Творениям св.отцев". 1884 წ., ტ. ΧΧΧΙV, გვ. 565-653, და პროფ. მ. ი. ბოგოსლოვსკის მიერ ნაშრომში: "Детство Господа нашего Иисуса Христа и Его Предтечи, по Евангелиям св. Апостолов Матфея и Луки" ("ჩვენი უფლის იესუ ქრისტესა და მისი წინამორბედის ბავშვობა წმ. მოციქულთა მათესა და ლუკას სახარებათა მიხედვით") (Казань 1893), стр. 319–343.

__________________
 
 
გაგრძელება იქნება.
 
წყარო: Глубоковский Н. Н. О Квириниевой переписи по связи ее с Рождеством Христовым. Киев, 1913.
 
მასალა ითარგმნა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому