აპოკრიფები - ვინ არის ლილიტი და რას გვასწავლის ეკლესია მის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > აპოკრიფები

ვინ არის ლილიტი და რას გვასწავლის ეკლესია მის შესახებ?

აპოკრიფული ლიტერატურა

ავტორი: მღვდელმონაზონი იობი (გუმეროვი).

თალმუდის ფორმირების დროიდან ებრაულ დემონოლოგიაში ლილიტი (ებრ.Lilith) ეს არის მდედრობითი სქესის ბოროტი სული. ჩვეულებისამებრ არსებობს ამ სახელის ორი განმარტება. 1. სახელწოდება მომდინარეობს შუმერულ-აკადური მითოლოგიის სამი ბოროტი სულის სახელიდან: ლილუ, ლილიტუ და არდატ ლილი. 2. ებრაული არსებითი სახელიდან lail - ღამე. ძველი ებრაელების წარმოდგენით ეს საშინელი დემონური არსება ადამიანებს წყლავს უნაყოფობით ან სხვადასხვა სნეულებებით აზიანებს ახალშობილთ, ღუპავს მათ ან იტაცებს, რათა დალიოს მათი სისხლი ან ამოწოვოს ახალშობილთა ძვლის ტვინი. ის ძალადობით აიძულებს მამაკაცებს მასთან სქესობრივ თანაცხოვრებას, რათა დაფეხმძიმდეს და მრავალი შვილი შობოს.

ლილიტი არ იხსენიება არც ერთ ბიბლიურ წიგნში. ესაიას წინასწარმეტყველების ებრაულ ტექსტში (ეს. 34:14) ლაპარაკია საღმრთო სამსჯავროს შემდეგ იდუმეის გაპარტახებაზე: "და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა, და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი (lilith), რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ" (ეს. 34:13-14) (რუსულ თარგმანში: " И зарастут дворцы ее колючими растениями, крапивою и репейником – твердыни ее; и будет она жилищем шакалов, пристанищем страусов. И звери пустыни будут встречаться с дикими кошками, и лешие будут перекликаться один с другим; там будет отдыхать ночное привидение (lilith) и находить себе покой").

ტექსტიდან ცხადი ხდება, რომ ლაპარაკია ცხოველზე, და არა სულზე, რომელიც მოსვენებას არ საჭირეობს. ეს დასტურდება სეპტუაგინტის ტექსტითაც. ძველი აღთქმის ტექსტის ბერძნულ ენაზე მთარგმნელებად იუდეველთა მღვდელმთავარმა წარაგზავნა იუდეველნი, რომლებიც ღრმად განსწავლულნი იყვნენ წმიდა წერილში და გაცნობილნი იყვნენ ტრადიციას. ბერძნულ ტექსტში მათ დასვეს არა lilith (საკუთარი სახელი უნდა შენარჩუნებულიყო), არამედ onokentavros (ნახევრად კაცი, ნახევრად ვირი) (ანუ როგორც ძველქართულ თარგმანშია: ვირკენტავროსი). სლავურ ბიბლიაში ეს სიტყვა მოცემულია თარგმანის გარეშე: "ту почиют онокентаври , обретшее себе покоища". რუსულ ბიბლიაში lilith განიხილება როგორც ზედსართავი "ღამის" სიტყვიდან lail (ღამე). ამიტომაც მთარგმნელებმა დასვეს სიტყვა: ღამის მოჩვენება, რადგან მხედველობაში ჰქონდათ ცხოველი, რომელიც ღამით ბინადრობს და ძრწოლას ჰგვრის ადამიანს.

თალმუდის ზოგიერთ ტრაქტატში (შაბათი, ერუბინი, ნიდა, ბაბა ბათრა) ლილიტი მოიხსენიება როგორც საშინელი ქალი-დემონი, მაგრამ მის შესახებ არაფერია ნათქვამი როგორც პირველქმნილ დედაკაცზე, რომელიც ადამის ცოლი იყო. ეს მითი გაჩნდა შუასაუკუნეებში იუდეველებში ანტიქრისტეანული ოკულტიზმის საფუძველზე. ამ მითის ყველაზე ადრინდელი წერილობითი ფიქსაცია მოცემული ებრაულ თხზულებაში "ბენ-სირის ალფავიტი" (VIII-X სს. ქრ. შ.-დან). სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ მოვახდინოთ სისაძაგლის ციტირება, მაგრამ ეს არის ყველაზე კარგი მეთოდი ვაჩვენოთ "პირველწყაროს" სულიერი და ინტელექტუალური დონე, რომელიც შეიცავს ამ ზღაპარს, და რომლის წმიდა წერილის დამატებად გამოყენებასაც ცდილობენ: "მან მტვრისგან ასევე ჰქმნა დედაკაცი და უწოდა მას ლილიტი. ისინი (ადამი და ლილიტი - რედ.) იმწამსვე წაიჩხუბნენ. ლილიტმა თქვა: "მე ქვემოთ არასოდეს გაგიწვები! ადამმა უთხრა: მე არასოდეს დავწვები შენს ქვემოთ, არამედ მხოლოდ შენს ზემოდან. შენ უნდა იწვე ჩემს ქვემოთ, მე კი შენს ზემოთ". ლილიტმა უპასუხა: "ჩვენ ორივენი თანასწორნი ვართ, რადგან, ორივენი მტვრისგან შეგვქმნეს". და არც ერთი არ უსმენდა მეორეს. როდესაც ლილიტი მიხვდა, რა მოხდებოდა, წარმოთქვა ღმრთის გამოუთქმელი სახელი და გაფრინდა" (23ა). "ბენ-სირის ალფავიტი" არავითარი კანონიკური ავტორიტეტით არ სარგებლობს. ის განეკუთვნება არა წმიდა, არამედ სფარიმ ხიცონიმის ("გარეშე წიგნები") კატეგორიას, ასეთ თხზულებებს კი არ გააჩნიათ რელიგიური ღირებულება.



ეს მითი განსაკუთრებით შეუთავსებელია წმიდა წერილთან
. ამ არაკის უმთავრესი აზრი (ადამიანის გადაქცემა ბოროტ სულად) ბიბლიური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით სრულიად უწიგნური და აბსურდული იდეაა. ბოროტი სულები არიან დაცემული ანგელოზები. ადამიანი შეუძლებელია იქცეს დემონად. წმიდა წერილი სხვაგვარი გააზრების არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა: "პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა" (1 ტიმ. 2:13). აზრი იმის შესახებ, რომ დაბადების წიგნში მოცემული ორი სხვადასხვა ამბავი პირველწინაპართა შექმნის შესახებ, სრულიად ზედაპირული და თვითნებურია. პირველ თავში ზოგადად არის ნათქვამი სამყაროს შექმნაზე. ადამიანის შექმნაზე ლაპარაკია ლაკონურად "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:27). შესაქმის აღმწერელის მიზანია აჩვენოს ადამიანის განსაკუთრებულობა (რომელიც შეიქმნა ღმრთის ხატად) და მისი ადგილი სამყაროში.

მეორე თავში, უკვე შეუდგება რა ცოდვით დაცემისა და ჩვენი ცხოვნების საღმრთო განგებულების აღწერას, წინასწარმეტყველი მოსე იმეორებს თხრობას ადამიანის შექმნის შესახებ და ბიბლიური ანთროპოლოგიის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვან დეტალებს უმატებს: "გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად" (დაბ. 2:7).

დედაკაცის შექმნას ადამის ნეკნიდან პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია ქმრისა და ცოლის ბუნებათა ერთობისა და კაცთა მთელი მოდგმის ფიზიკური ერთიანობის სამტკიცებულად. ამიტომაც არის ნათქვამი: "ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი" (საქმე 17:26).

პრიმიტიული არაკი ლილიტის შესახებ მრავალი ადამიანის გონებას აშფოთებს, მათ შორის ბევრია ისეთი, ვისაც თავი ინტელექტუალი ჰგონია. ამ არაკის გაზიარების საფუძველს წარმოადგენს მასობრივი ურწმუნოება. რადგან "რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვები საამოდ ელამუნოს მათ სმენას, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას და ზღაპრებს მიუბრუნდებიან" (2 ტიმ. 4:3-5).

წყარო: http://www.pravoslavie.ru/6726.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню