აპოკრიფები - ნაგ ჰამადის ბიბლიოთეკა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > აპოკრიფები

ნაგ ჰამადის ბიბლიოთეკა

აპოკრიფული ლიტერატურა

ნაგ ჰამადის ბიბლიოთეკა წარმოადგენს ხელნაწერ წიგნთა - კოდექსთა კრებულს, რომლებიც დამზადებულია პაპირუსისგან. ეს ბიბლიოთეკა აღმოაჩინეს 1945 წელს ეგვიპტეში, დასახლება ნაგ-ჰამადის რაიონში. ტექტსები ამ წიგნებში დაწერილია კოპტურ, ელინისტური ეგვიპტის სალაპარაკო ენაზე, და წარმოადგენენ ბერძნულის თარგმანს. კოდექსები დამზადებულია ჩვ. წ. IV ს.-ში, მაგრამ თვით ტექსტები თარიღდება უფრო ადრინდელი პერიოდით, კერძოდ: ჩვ. წ. I-III საუკუნეებით.

ნაგ ჰამადის ბიბლიოთეკა შედგება 12 კოდექსისგან და 13-ე კოდექსის რამოდენიმე ფურცლისგან. დღეისთვის ამ ბიბლიოთეკის წიგნები ინახება ქაიროს მუზეუმში. არსებობს მოსაზრება, რომ ერთ-ერთი კოდექსი მოხვდა კერძო კოლექციაში, რომელიც მიუწვდომელია მეცნიერებისთვის.

ნაგ ჰამადის ბიბლიოთეკა, ძირითადად, შეიცავს გნოსტიკური ქრისტეანობის ტექსტებს მის "გვიანდელ ვარიანტში". სავარაუდოდ, კოდექსები ეკუთვნოდა ერთ-ერთ პირველ ქრისტეანულ მონასტერს, რომელიც წმ. პახომის მიერ იყო დაფუძნებული. ამაზე უთითებს პახომის თანამოძმეთა წერილები, რომელთაგან იყო დამზადებული კოდექსთა გარეკნები; ადგილი, სადაც ბიბლიოთეკა იპოვეს, იმყოფება სულ რამოდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მონასტრისგან; კოდექსების დაფლვის დრო (IV ს. ჩვ. წ.) ემთხვევა ალექსანდრიელი მიტროპოლიტის, ათანასეს განკარგულებას არაკანონიკური ტექსტების განადგურების შესახებ.

ა. ლოგინოვი.



კოდექსის შინაარსი

კოდექსი I

1. მოციქულ პავლეს ლოცვა

2. იაკობის აპოკრიფი

3. ჭეშმარიტების სახარება

4. ეპისტოლე რეგინს (ტრაქტატი აღდგომის შესახებ)

5. სამნაწილიანი ტრაქტატი.


კოდექსი II

1. იოანეს აპოკრიფი

2. თომას სახარება

3. ფილიპეს სახარება

4. არქონტების არსი

5. უსახელო ტრაქტატი (სამყაროს წარმოშობის შესახებ)

6. განმარტება სულის შესახებ

7. თომა ათლეტის წიგნი


კოდექსი III

1. იოანეს აპოკრიფი (მოკლე ვერსია)

2. ეგვიპტელთა სახარება

3. ევტნოსტ ნეტარი

4. იესუ ქრისტეს სიბრძნე

5. მაცხოვრის დიალოგი


კოდექსი IV

1. იოანეს აპოკრიფი

2. ეგვიპტელთა სახარება


კოდექსი V

1. ევგნოსტ ნეტარი

2. პავლეს აპოკალიფსისი

3. იაკობის (პირველი) აპოკალიფსისი

4. იაკობის (მეორე) აპოკალიფსისი

5. ადამის აპოკალიფსისი


კოდექსი VI

1. პეტრესა და თორმეტი მოციქულის საქმეები

2. ქუხილი - სრულყოფილი გონება

3. ჭეშმარიტი სწავლება

4. ჩვენი დიადი ძალის შეცნობა

5. პლატონი. "სახელმწიფო"

6. მსჯელობა რვიანისა და ცხრიანის შესახებ

7. მადლობის ლოცვა

8. ასკლეპიუსი


კოდექსი VII

1. სემის პერიფრაზი

2. დიდი შეთის მეორე ტრაქტატი

3. პეტრეს აპოკალიფსისი

4. სილუანეს სწავლანი

5. შეთის სამი სტელა


კოდექსი VIII

1. ზოსტრიანი

2. პეტრეს ეპისტოლე ფილიპესადმი


კოდექსი IX

1. მელქისედეკი

2. ნორინის აზრი

3. ჭეშმარიტების მოწმობა


კოდექსი X

1. მარსანი


კოდექსი XI

1. ცოდნის განმარტება

2. ვალენტინიანური განმარტება

3. ალოგენი

4. ჰიპსიფრონა


კოდექსი XII

1. სექსტის გამონათქვამები

2. ჭეშმარიტების სახარება


კოდექსი XIII

1. სამსახოვანი პროტენოია

2. სამყაროს წარმომავლობა

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню