განმარტება - "ქალი კი ილტვოდა უდაბნოში..." (გამოცხ. 12:6) - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
"ქალი კი ილტვოდა უდაბნოში..."

(გამოცხ. 12:6)
ქალი ილტვოდა უდაბნოში
"ქალი კი ილტვოდა უდაბნოში, სადაც აქვს თავისი ადგილი, გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე" (გამოცხ. 12:6).
 
 
როდესაც გამოცხადების წიგნის 5-7 თავებში უფალი საპასექო კრავის სახით გამოეცხადა ზეციურ კრებულს, რომელიც "დაკლულ იქმნა და თავისი სისხლით გამოგვისყიდა ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან" (გამოცხ. 5:9), - ეს ხატება პირდაპირ უთითებდა იმაზე, რომ ხარების მოვლენებში ქვეყნიერების მასშტაბით აღსრულდებიან წინასწარმეტყველური მნიშვნელობები, რომლებიც სასტიკი მონობიდან ისრაელის გათავისუფლების მოვლენებშია ასახული, რომელშიც ის აღმოჩნდა ეგვიპტეში ყოფნის დროს.
 
თანაც იმისთვის, რათა თავი ეხსნა ფარაონისა და მისი მხედრობისგან და აღთქმული მიწისთვის მიეღწია, ისრაელს სინას უდაბნოს გავლამ მოუწია.
 
12-ე თავის წინასწარმეტყველურ პანორამებშიც "ქალი" საკვირველი ყრმის ამაღლების შემდეგ გაურბის გველ-ურჩხულს არა სხვაგან სადმე, არამედ უდაბნოში, რათა იქ იყოს უსაფრთხოდ (ანუ სპეციალურად მისთვის გამზადებულ ადგილას), და მის ყრმაში გაცხადებული საღმრთო აღთქმების აღსრულებას დაელოდოს.
 
გარდა ამისა, "უდაბნოში ქალის გაქცევის" სახე ახალაღთქმისეულ მოვლენებში წმ. წერილის ერთ-ერთი ყველაზე პოეტური წინასწარმეტყველების აღსრულებაზე მოწმობს, რომელშიც ნაუწყები იყო "არშეწყალებულის შეწყალება" (ოს. 1 - ოს. 2), - ანუ პრინციპული ცვლილებები ქრისტეს მიერ ცხონებული კაცობრიობის სულიერ მდგომარეობაში.
 
"ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო. იქ მივცემ მას თავის ვენახს და ნაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა. იმ დღეს იქნება, თქვა უფალმა, რომ დამიძახებ "ჩემო ქმარო" - და აღარ დამიძახებ ჩემო "ბაალო" (ოს. 2:16-18).
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "უდაბნოში ქალის გასვლის" სიმბოლოში მონიშნულია ახალაღთქმისეული დროების დაწყება, როდესაც ქვეყნიერებას მოევლინა ღვთაებრივი კრავი და ახალაღთქმისეული ერი ცხონების გზაზე დაიძრა (შეად.: "... წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს. მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის ქვეყანას და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში კაციდან პირუტყვამდე, და განვსჯი ყველა ეგვიპტელ ღმერთს. მე ვარ უფალი. სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსრვას დავიწყებ. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული (გამ. 12:11-14)), - ხოლო "ათას ორას სამოცი დღე" აღნიშნავს "დიდი წინასწარმეტყველური შვიდეულის" მეორე ნახევარს (ანუ კაცობრიობის მთელ ისტორიას), როდესაც მორწმუნეები იქნებიან არა სიკვდილის შიშით ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ, არამედ მაცხოვრის მეთაურობისა და მფარველობის ქვეშ.
(აქ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ღვთისმეტყველთა უმრავლესობა იზიარებს ვერსიას, რომლის თანახმადაც ვადა 1260 დღე ნიშნავს არა მთლიან ახალაღთქმისეულ პერიოდს, არამედ ძველი სამყაროს არსებობოს უკანასკნელ სამწელიწად ნახევარს. ასე, მაგალითად, ანდრია კესარიელი ლაპარაკობს 1260 დღეზე, როგორც უკეთურების აღზევების ჟამზე, რომელიც უშუალოდ სამყაროს აღსასრულის წინ დადგება:
 
სამნახევარი წელიწადი - ეს არის ვადა, რომლის დროსაც იბატონებს განდგომილება.
 
მაგრამ მსგავსი შეხედულება ძნელია შევათავსოთ იმ მნიშვნელობებს, რომლებიც ერთ მთლიანობად ჰკრავენ 12-ე თავის ხილვასა და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის მნიშვნელობებს.
 
გარდა ამისა, იდუმალმთხილველის მიერ აღწერილ მოვლენებში არ არის არც პირდაპირი მოწმობა, და მინიშნებაც კი იმაზე, რომ ყრმის ატაცება ზეციურ ტატხთან და "ქალის გაქცევა უდაბნოში" გაყოფილი იყოს ხანგრძლივი დროით, ხოლო ქალის უდაბნოში ყოფნას შეესაბამება ცნება "დიდი ჭირი" (მთ. 24:21-22).
 
მეტიც, მითითება "ღმრთისგან განმზადებულ ადგილზე" გულისხმობს, რომ ეს ადგილი უსაფრთხოა, და რომ "ქალი", მსგავსად ძველაღთქმისეული ისრაელისა, იქ გათავისუფლებულია არა მარტო "დიდი ჭირისგან", არამედ უმნიშვნელო "მიწიერი" ჭირვებებისგანაც, - ხოლო ოსიას წინასწარმეტყველების წიგნში "უდაბნოში ყოფნა" წარმოდგენილია, როგორც დიადი და წმიდა სიხარულის დროება, შეად.: "... იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა" (ოს. 2:15).
 
"უდაბნოში გადასვლის", როგორც ყველა ახალაღთქმისეული დროების გაგების სასარგებლოდ მოწმობს ის ვითარებაც, რომ სამნახევარი წლის ათვლა დღეებში ამ დღეებს წარმოგვიდგენს საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვით, რომლებიც აშკარად არ შეესაბამებიან დახასიათებას "... რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მთ. 24:22). და ეს იმ დროს, როდესაც, ნამდვილად ტრაგიკულ მოვლენებთან მიმართებაში, რომლებიც მონიშნულია გამოცხადების წიგნში დღეები მართლაც ძალიან მოკლედ გამოიყურებიან, შეად.: "სხვადასხვა ტომისა და მოდგმის, ენისა და ერის ხალხი სამნახევარ დღეს უყურებს მათ გვამებს და არავის დართავენ მათი დამარხვის ნებას" (გამოცხ. 11:9)).
მეტიც,12-ე  თავის ყველა "მეორეხარისხოვანი" დეტალი და ვითარება მოწმობს იმის შესახებ, რომ "ათას ორას სამოცი დღე" აღწერს სახარებისეული დროების მთელ სისავსეს. ასე, მაგალითად, უეჭველია, რომ უდაბნოში ქალის ყოფნის პირობები ირიბად უპირისპირდება ძველაღთქმისეულ განსაზღვრებას, რომელიც მოსდევს ადამის დაცემას და კაცობრიობას სწირავს იმისთვის, რათა "ტანჯვით იღებდე მიწისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე" (შეად. დაბ. 3:17-19). ამასთან ქალი უდაბნოში ყოფნის მთელ პერიოდში არა თუ შეჭირვებული არ არის მწუხარებით (და მეტიც, ოსიას მოწმობით, სიხარულისგან მღერის), არამედ სრულიად გათავისუფლებულია საკუთარი თავის გამოკვებისგან (შეად.: "... კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, ..." (გამოცხ. 7:17); "მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?" (ინ. 14:2).
 
ხოლო კიდევ ერთ ბიბლიური წინასწარმეტყველებასთან მიმართებაში, 12-ე თავის მოწმობა "განსაკუთრებულ ადგილისა" და "განსაკუთრებული გამოზრდის" შესახებ მიმდინარე მოვლენებს "ზეციური მანანის" სიმბოლოსთან და მნიშვნელობებთან აკავშირებს, რომლითაც, როგორც ცნობილია, იკვებებოდა ძველაღთქმისეული ისრაელი სინას უდაბნოში ყოფნის ორმოცი წლის მანძილზე. ასე რომ "წინასწარმეტყველური უდაბნო", სადაც იმალება "ქალი, რომელსაც მზე ემოსა", წარმოდგება საუკეთესო ადგილად მისი საკუთარი თავისუფლების შესანარჩულებლად, - ხოლო პირობები, რომლებიც მას ამ უდაბნოში ექმნება, ყველა მნიშვნელობით ხელს უწყობს მისი სარწმუნოების განმტკიცებას და მოწოდებულია მიიყვანოს ის ცხონებამდე (ის ხომ უდაბნოში "ურჩხულისთვის" მიუწვდომელ ადგილას იმყოფება და ამასთან იღებს ზეციურ საკვებს სულიერი ცხოვრებისთვის" (ინ. 6:49-51)).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ "ეგვიპტური" სიმბოლოების მეშვეობით წმ. წერილში, სხვა დანარჩენთან ერთად, მონიშნულია "პურის ორი სახეობის" ურთიერთშეპირისპირებაც, რადგან გზა ეგვიპტისკენ, რომლიდანაც საბოლოოდ გაქცევა გახდა საჭირო, იაკობ-ისრაელმა და მისმა შვილებმა იმიტომ გაიარეს, რომ "მიწიერ" პურს საჭიროებდნენ (დაბ. 47:1-12)).
სწორედ ამ თვალსაზრისით განმარტავს "უდაბნოში გაქცეული ქალის" ხატებას პროფ. ლოპუხინიც:
 
"ქრისტიანული ეკლესია არის ზეციური ყრმა; დედამიწაზე ის მხოლოდ დროებით ცხოვრობს, რადგან მისი სამშობლო - ცაშია. მაგრამ მას ხვედრად ერგო მიწაზე ცხოვრება. რადგან მიწიერი პირობები მის არსებობას არ შეესაბამება და ვერ დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს, ბუნებრივად, მიწაზე ისე უნდა იცხოვროს, როგორც უდაბნოში: მან თავისთვის უნდა ეძებოს ზეციური მანანა და საკვირველი წყალი. ეკლესიამ, თუ მას სურს დარჩეს წმიდად და ქებულად, უნდა უარყოს საცდურები და გაექცეს ეშმაკს, გაიქცეს უდაბნოში, ანუ უარყოფს რა წმიდად მიწიერ სიამეებს და დიდებას, ამ წუთისოფელში უნდა იცხოვროს ისე, როგორც უდაბნოში. ქრისტიანული ეკლესია დედამიწაზე ისე ცხოვრობს, თითქოსდა არც ცხოვრობდეს დედამიწაზე: ის თითქოსდა უდაბნოშია, რადგან თავის არსებობას ინარჩუნებს არა მარტო პურით, არამედ ღმრთის პირიდან გამომავალი სიტყვით".
 
ანალოგიურ სიმბოლოებში (როგორც მორწმუნეთა ნებაყოფლობითი გასვლა "წინასწარმეტყველურ უდაბნოში") წარმოადგენს ქრისტიანულ გზას წმ. მოციქული პავლეც: "
 
"ხოლო ამას გეტყვით ძმანო: ჟამი იწურება, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები იყავით, როგორც უცოლონი; მოტირალნი, როგორც არა მოტირალნი; მოხარულნი, როგორც არა მოხარულნი; მქონენი, როგორც არა მქონელნი; სოფლით მოსარგებლენი, როგორც არა მოსარგებლენი. ვინაიდან წარმავალია სოფლის სახე" (1 კორ. 7:29-31).
 
გარდა ამისა, საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ "უდაბნოში ქალის გამოკვებვა" კიდევ ერთხელ ადასტურებს დრო-ჟამის "საიუბილეო" სისავსის დადგომას, - ანუ უთითებს სრულიად განსაკუთრებულ დროებაზე, როდესაც დედამიწა არ დამუშავდება, ერს კი "მონობისგან გათავისუფლება" და "ვალებისგან თავისუფლება" ენიჭება (ლევ. 25:10).
(ამასთან ძველაღთქმისეული წეს-განგებანი საიუბილეო წლისთვის ამტკიცებენ, რომ ბოლო წინასაიუბილეო "არა-საშაბათო" წლის მოსავალი ერს საჩუქრად ებოძება ისე, რომ ეყოს მთელი სამი წლის განმავლობაში; და მეშვიდე წელსაც, ანუ "შაბათის წელს", და იუბილეს წელიწადს, და იუბილეს შემდგომ მთელ წელიწადს ვიდრე ახალ მკამდე, შეად.: "ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და მოიყვანს მოსავალს სამი წლისთვის. დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს (Лев.25:21-22).
ხოლო რადგან, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ყველა "სამნახევარ წლიან  წინასწარმეტყველურ წელს" ეკლესიას მსოფლიოში მიაქვს ქრისტიანული მოწმობა, რომელიც აღწერილია გამოცხადების წიგნის წინა თავში, სადაც განმარტებულია მსოფლიოში ორი სასანთლე-ზეთისხილის ქადაგების მნიშვნელობა 1260 დღის განმავლობაში, - "საკვირველი გამოკვების" ხატება, რომელიც ებოძა მათ, ვინც გადაწყვიტა გადაევლო ძველი სამყაროს უდაბნო, ერთდება ერთიან მოწმობად იმ წინასახეობრივ მოვლენებთან, რომლებიც ძველაღთქმისეულ დროში ხდებოდა წინასწარმეტყველ ილიას ცხოვრებაში. ილიამ აქაბის უკეთურებისთვის დასაჯა ისრაელი, "დაკეტა ცა", და ისრაელის მიწაზე არ აწვიმა სამ წელიწად ნახევრის განმავლობაში (3 მეფ. 17:1. შეად.: "მათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ იწვიმოს მათი წინასწარმეტყველების დღეებში..." (გამოცხ. 11:6).
 
ამასთან თვით წინასწარმეტყველი ილია აქაბს ემალებოდა იორდანეს მიღმა უდაბურ ადგილას, სადაც მას გარკვეული ხნის განმავლობაში აპურებდნენ ყორნები (3 მეფ. 17:2-6); შემდეგ ის იმყოფებოდა სარეპტელი ქვრივის სახლში, რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში "ქოთანში ფქვილი არ ელეოდა და დოქში ზეთი..." (3 მეფ. 17:16). შეად.: "... რათა არჩენდნენ იქ ათას ორას სამოცი დღე" (გამოცხ. 12:6)).
 
ხოლო, როდესაც ილიას სიტყვით თორმეტი ქვისგან აიგო სამსხვერპლო, რომელიც მან კარმელის მთაზე დადგა, და ციდან ჩამოვიდა ცეცხლი (3 მეფ. 18:30-38), შემდეგ კი ამოწყვიტა ბაალის ოთხას ორმოცდა ათი წინასწარმეტყველი იზრაელის ველზე მეგიდოს წინ, - წინასწარმეტყველი ილია ხელმეორედ დაიმალა უდაბნოში (რადგან უკეთურ დედოფალ იეზაბელს სურდა მოეკლა იგი, 3 მეფ. 18:40; 19:4, შეად. გამოცხ. 12:6, 14; შეად. - "თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს" (გამოცხ. 11:5); "... ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცთუნოს ჩემი მონები" (გამოცხ. 2:20 და სხვა).
 
ამ უდაბნოში, ხორების მთამდე (ანუ სინამდე - 3 მეფ. 19:4-8)) ორმოცი დღის სავალზე უფლის ანგელოზმა საკვირველი სახით უკვე დააპურა წინასწარმეტყველი, - ასე რომ ილიას "განმეორებითი" ყოფნა უდაბნოში შეესაბემბა ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის მოვლენებს და იმ სიმბოლოებს, რომლებიც გამოცხადების წიგნშია აღწერილი:
 
"მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო მას და უთხრა: ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს. ადგა, ჭამა, დალია და ამ საჭმელით მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე (3 მეფ. 19:7-8).
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ თავიდან ილია წავიდა უდაბნოში, "ერთი დღის სავალზე",შემდეგ, რაც ის ორჯერ დააპურა ანგელოზმა, ორმოცი დღის განმავლობაში მიდიოდა ხორების მთამდე, - ასე რომ უდაბნოში ილიას "განმეორებითი" ყოფნისა და საკვირველი დაპურების სრული ვადა ნიშანდობლივ 42 დღეს შეადგენს).
ამრიგად, უდაბურ ადგილას ქალის გაქცევის საკმაოდ ლაკონური მოწმობის მეშვეობით, სადაც ქალი იღებს "საღმრთო დაპურებას", გამოცხადების წიგნი აღწერს დიდი სიმრავლის ძველაღთქმისეულ სიმბოლოთა და წინასწარმეტყველებათა ახალაღთქმისეული რეალობის აღსრულებას, თანაც უდაბნოში ქალის ყოფნის დრო არ არის "აპოკალიპტური" და შეიძლება მას "უკანასკნელი" ეწოდოს იმ პირობით, რომ ეს არის "ბოლო ჟამი", რომლის ბუკვალური ათვლა უკვე ორი ათასწლეულია მიდის.
 
გარდა ამისა, აქვს აზრი კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ 1260 დღიანი ვადა შეადგენს 3,5 წელიწადს მხოლოდ ფორმალური ათვლით, ანუ ეს ციფრი ზუსტად შეესაბამება შვიდი კალენდრული წლის ნახევარს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვიდი წელი "აითვლება" თვეებში (1260:30=42; 42:12=3,5), - მაგრამ თუ სამ წელიწად ნახევარს ავთვლით "მზის" წელიწადის დღეთა რაოდენობის მიხედვით შვიდწლედის ნახევარი იქნება არა 1260, არამედ 1278 დღე.
 
ხოლო რადგან უდაბნოში ქალის ყოფნის დრო მოცემულია არა წლებში ან თვეებში (როგორც, მაგალითად, ეს იყო აღწერილი გამოცხ. 11:2 და გამოცხ. 13:5-ში რიცხვ 42-ის მეშვეობით), არამედ სწორედაც რომ დღეებში, - ეს ვითრება არ ვარაუდობს დღეთა გადაყვანას თვეებში, არამედ აკავშირებს ასეთივე "დღიურ" დროსთან დანიელის წინასწარმეტყველებიდან, და ერთ სრულ შვიდეულად აერთებს "გატიალების სისაძაგლის" 1290 დღეს (დან. 12:11) და იმ 1260 დღეს, რომელსაც "ქალი ატარებს უდაბნოში" (თანაც 1260 დღეს "უდარებს" ნიშანდობლივ 3+45=45 დღეს, რომელიც უდაბნოში წინასწარმეტყველ ილიას ყოფნასთან არის დაკავშირებული, შეად.: "ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს ათას სამას ოცდათხუთმეტ დღეს" (დან. 12:12; 1335-1290=45).


მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროების. მიხედვით. "აპოკალიფსისის" რედ. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому