განმარტება - აპოკალიფსისის მეექვსე ბეჭედი: უფლის რისხვის დღის მოახლოვება - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის მეექვსე ბეჭედი: უფლის რისხვის დღის მოახლოვება
 
(გამოცხ. 6:14-17)
აპოკალიფსისის მეექვსე ბეჭედი
 
"და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:14-17).

***

"და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ" (გამოცხ. 6:14).

"მზის დაბნელებისა" და "ვარსკვლავთცვენის" ახალაღთქმისეულ ნიშანთა გათვალისწინებით, რომლებსაც ადგილი აქვს მეექვსე ბეჭდის მოხსნისას, "ზეცის", "მთების" და "კუნძულების" რყევა სრულიად ბუნებრივად ავსებს სულიერ ცვლილებათა პანორამას, რომლებიც შეესაბამებიან სამყაროში ახალი აღთქმის სულიერი რეალობის დამტკიცებას.
 
ასე, მაგალითად, ცის "შეგრაგნვაზე" ლაპარაკია იმის შემდეგ, რაც "ციდან ჩამოცვივდნენ ვარსკვლავები", - ეს კი ნიშნავს, რომ "ცის დახურვა" ხდება არა "საკუთარ თავში", არამედ მათთვის, ვინც ახალაღთქმისეულ რყევათა შედეგად ციდან იქნა "ჩამოგდებული", შეად.:
 
"... მოგკვეთე ღვთიური მთიდან და გაგანადგურე, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის" (ეზეკ. 28:16).
 
"და გადმოვარდა დიდი ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელსაც ჰქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მაცდური; გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები" (გამოცხ. 12:9; შეად.: ეს. 24:21-22).
 
ამასთან მათთვის, ვინც ირწმუნა მაცხოვარი და შეუერთდა მის ეკლესიას, ზეცა ახალი აღთქმის დროს სულაც არ "იგრაგნება", - და მეტიც, "ღია" იქნება თვით უკანასკნელ დღემდე (ინ. 1:51; მთ. 18:18-20; 28:20; საქმე 1:11; ებრ. 12:22-24 და ა. შ.).
 
გარდა ამისა, მსგავსი დონისა და მასშტაბის ნიშანდობლივ ზეციურ რყევათა შესახებ მრავალი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველიც იუწყებოდა. ასე, მაგალითად, წინასწარმეტყველი ესაია აღწერს ზუსტად იმავე მოვლენას, და ამასთან მოწმობს, რომ ზეცა "იგრაგნება" სწორედ ცის მათგან განწმენდის დროს, ვინც უწმინდური აღმოჩნდა და "ხრწნილებამ მოსწყლა":
 
"გაიხრწნება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად" (ეს. 34:4-5).  
 
მეტიც, ესაიას მოწმობის თანახმად ცის განწმენდის შემდეგ ღმრთის მახვილი ჩამოდის ქვეყნად, ანუ იხსნება ღმრთის სამსჯავრო, რომელიც დედამიწის ყველა ბინადრისკენ არის მიმართული.
 
ამავე მოვლენებზე (ანუ უკვე მიმდინარე ზეციურ მსჯავრზე) მოწმობს იოანეს სახარებაც, შეად.:
 
"აწ განისჯება ეს ქვეყანა, აწ განდევნიან ამ ქვეყნის მთავარს" (ინ. 12:31).
 
"მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას. და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის: ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს. სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ. განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია" (ინ. 16:7-11).
 
ასე რომ "შეგრაგნილი ცის" ნიშან-ხატი უბრალოდ კი არ ამთავრებს ციდან იმათი გადმოგდების მოწმობას, ვინც ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, - არამედ იუწყება დრო-ჟამს მსჯავრისა, რომელიც მთავრდება არა ცაში, არამედ "ცისქვეშეთში", ამ ქვეყნად.
 
ამავე ხატებაშია მონიშნული ყოველი ადამიანის ორი შესაძლო ხვედრის დაპირისპირება, რადგან, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, მაცხოვრის მორწმუნეთათვის ზეცა ახალი აღთქმით კი არ "იხურება", არამედ "იღება", - ამასთან ქრისტიანთა წინაშე იხსნება ყველაზე ამაღლებული ახალაღთქმისეული მნიშვნელობები, რომლებსაც თვით ადამიანი ვერ იპოვის, და ვერც მათი წვდომა ძალუძს.
(თვით გამოცხადების წიგნიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ იმიტომ, რომ იდუმალთმხილველი ავიდა "გაღებულ ცაში" (გამოცხ. 4:1), და "დედამიწაზე ჩამოიტანა" იმ გასაოცარ ხილვათა აღწერა, რომელიც მას ზეციურ რეალობაში გაეხსნა).
ამასთან ურწმუნოთა და ქრისტე მაცხოვრის უარმყოფელთათვის ცა ახალ აღთქმასთან ერთად სრულიად და საბოლოოდ დაიხურა, დაემსგავსა რა "შეგრაგნილ" და "დაბეჭდილ" წიგნს, - ამასთან ერთად ურწმუნოების წინაშე დაიკეტა ნებისმიერი დაფარული საიდუმლო, და შემეცნების გზები, რომლის მიყოლითაც შეუძლია ადამიანს ეზიაროს მაცხოვნებელ ზეციურ მნიშვნელობებს.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ზეცის დახურვის" მომენტიდან ქრიტესა და ეკლესიის გარეთ, ანუ "წუთისოფელში", უკვე ვეღარ გამოჩნდებიან "წინასწარმეტყველი-მოგვები", ვერც "განათლებული ბრძენკაცები", რომელთაც საკუთარი გონებით ან ანტიქრისტიანული "სულიერი შემეცნების" პროცესში ძალუძთ დაფარულის ჭვრეტა ან ადამიანის შინაგანი საიდუმლოებებისა და მთელი სამყაროს შემეცნება. ბუკვალურად ყოველი, ვინც კი ახალაღთქმისეულ დროში ირჩევს "თავისუფალ გზას" ცოდნისა და სიბრძნისკენ (ანუ ქრისტე მაცხოვრისადმი გვერდის ავლით), "ავტომატურად" ხდება ცრუწინასწარმეტყველი და მზაკვარი მაცდური ამ სიტყვების ყველაზე პირდაპირი და ბუკვალური გაგებით, - და საბოლოო ჯამში ეძებს არა სიბრძნეს, არა საზოგადოებრივ აღიარებას, და თვით ბანალურ მატერიალურ მოგებასაც კი, არამედ თვით კაცთა სულებს მათ წარსაწყმედად.
(ეს მტკიცებულებები სრულად ეხებიან ექსტრასენსებს, "ნათელმხილველებს" და "ხალხურ მკურნალებს" (ექიმბაშებს), ასევე ასტროლოგებს, ყოველგვარ მკითხავებს, "ჯადოქრებს", "მოგვებს" და "სულიერ მოძღვრებს" - ანუ ბუკვალურად ყველას, ვინც მათთვის დახურულ ცაში თვითნებურად ცდილობენ შეჭრას და უხილავი რეალობის შეცნობას).
რაც შეეხება "მთებს" და "კუნძულებს", რომლებიც, როგორც ითქვა "იძრნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან", - ეს მოვლენა წარმოადგენს პირდაპირ შედეგს მსოფლიო "სულიერი ლანდშაფტების" ახალაღთქმისეული ფერიცვალების შედეგს, რომელიც მოხდა ახალი აღთქმის "პირველი მიწისძვრის დროს", და მოწმობს ასევე ყველა ძალთა და ხელმწიფებათა გლობალურ რყევაზე, რომლებიც მართავენ სამყაროს (ამ თემას ეძღვნება ცალკე პუბლიკაცია).
 
"ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:15-17).
 
ახალაღთქმისეული რეალობის პანორამები, რომლებიც მონიშნულია მე-6 თავში, მთავრდება დედამიწის მცხოვრებთა მასობრივი გაქცევით "მღვიმეებისკენ" და "მთის გამოქვაბულებისკენ", რომლებიც სიმბოლურად მოწმობენ იმის შესახებ, რომ ბუკვალურად ყოველს, ვინც უარყო ახალი აღთქმა და თვით მაცხოვარი, საკუთარი თავის შიგნით ამა თუ იმ ხარისხში შეგნებული აქვს საკუთარი განდგომილება, და ამასთან ერთად გააზრებული აქვს, რომ თავშესაფარი, რომელსაც შეეძლებოდა ადამიანის დაფარვა ღმრთის რისხვისგან, შეუძლებელია სამყაროს ყველაზე მიყრუებულ კუნჭულებშიც კი იპოვო.
 
ხოლო რადგან უფლის წინაშე უწმინდურად, ანუ ცოდვებსა და ვნებებში წარდგომა შეუძლებელია და წარმოუდგენელია, - ცოდვილი ადამიანი ადამის მსგავსად (შეად.: - "... დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის" (დაბ. 3:8)), ქვეცნობიერად ეძებს თუნდაც რაიმე "თავშესაფარს" ღმრთის პირისახეს რომ დაემალოს და სულიერი რეალობიდან ამ გაქცევაში უნებლიედ თვითონვე აღიარებს სულიერ სოდომს, რომელიც საკუთარ თავზე იწვევს "გოგირდსა და ცეცხლს უფლისაგან" (დაბ. 19:23-25).
 
სწორედ ამ მიზეზით ყველა ისინი, ვინც ნახსენებია გამოცხ. 6:15-ში, სრულიად განსხვავებულნი სოციალური სტატუსითაც და მატერიალური მდგომარეობითაც და ა. შ., მაგრამ სასიკვდილო საშიშროების ერთნაირად შემგრძნობნი, მცდელობაში დაემალონ ღმრთის მსჯავრს ბუკვალურად არაფრით განსხვავდებიან ერთურთისგან, - და ამასთან ეძებენ ამ თავშესაფარს არა ტყეებსა და შორეულ კუნძულებშ, არამედ "მღვიმეებსა და მთი გამოქვაბულებს", ანუ იქ, სადაც არსებობს თუნდაც მცირედი თავშესაფარი ცეცხლოვანი წვიმისგან, რომელმაც უკეთური სოდომი გაანადგურა.
 
მეტიც, ყველა ეს ადამიანი "მთებსა" და "კლდეებს" ევედრებიან "დამატებით" დაცვას ("მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ" (გამოცხ. 6:15-17)), - ანუ მიმართავენ ცისქვეშეთის იმ ძალებსა და ხელმწიფებას, რომლებიც, როგორც ურჯულოებს ეჩვენებათ, შემძლენი არიან "დაიფარონ" ისინი ნამდვილი და მომავალი მსოფლიო რყევებისგან.
 
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმრთის რისხვისგან "მიწაზე მცხოვრებთა" გაქცევის სიმბოლოში იხსნება ახალაღთქმისეული დროების სულიერი რეალობის პანორამა, რომელიც დახატულია ურწმუნო კაცობრიობის პროექციაზე, რომელიც მხილებულია და დაშინებულია საღმრთო გამოცხადების ნათლით.
 
ხოლო ის "მთები", რომელთაც სთხოვენ დაფარვას ურჯულოები, ბიბლიური აზრით წარმოადგენენ "ბნელი საწუთროს მპყრობელთ" (ეფეს. 6:12), - ანუ ამ წუთისოფლის ხელისუფლებათა და ძალებს, რომლებიც ყველანაირი ხერხებითა და მეთოდებით სთავაზობენ ადამიანს მზაკვარ მსახურებას ღმრთისგან მათი მოჩვენებითი დაფარვის თვალსაზრისით და ჰპირდებიან, რომ "დაიცავენ" უკეთურებისა და უსჯულოების საყოველთაო განსჯისგან.
 
ამასთან "მეექვსე ბეჭდის" სიმბოლურ პანორამებში მოცემულია კიდევ ერთი მეტაფორული დაპირისპირება ქვეყნიერებისა და ეკლესიისა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ქრისტიანები სიმბოლურობის "თავიანთ" ხაზში ასევე მოწოდებულნი არიან "მთებში გაქცევისკენ" (მთ. 24:16; მკ. 13:14; ლკ. 21:21). მაგრამ მორწმუნეთათვის "მთებში გაქცევას" სხვა აზრი გააჩნია, და გულისხმობს არა "საკუთარი თავის დაფარვას" ღმრთის პირისახისგან, არამედ განცალკევებას უკეთური ქვეყნიერებისგან და ადამიანური ურჯულოებისგან, - ასე რომ ქრისტიანები მთებში გარბიან არა შიშის გამო, და არ ფიქრობენ, რომ იქ "მღვიმეებსა და გამოქვაბულებს" შეეფარებიან, არამედ ეძიებენ ღმრთის პირისახეს მათ მწვერვალებზე, შეად.:
 
"… თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები" (დაბ. 19:17).
 
"ამისთჳს არა მეშინოდის ჩუენ ძრვასა ქუეყანისასა და ცვალებასა მათთასა, გულთა ზღუათასა" ("ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ") (ფსალმ. 45:3; ეს. 42:10-12; შეად. - გამოცხ. 6:14).
 
და, მიუხედავად ამისა, ღმრთის რისხვისგან "მღვიმეებისკენ და მთებისკენ" გაქცევის ამაოება ქრისტიანებსაც აფრთხილებს, - რადგან თვითონ მართალი ლოტი, რომელიც სოდომისა და გომორას განადგურების მოწმე გახდა, იმდენად გაოგნებული იყო ამ უბედურების შეუქცევადობითა და მასშტაბით, რომ საკუთარი შიშით იქნა ცდუნებული (როგორც შედეგი - საკუთარი ქალიშვილების მეშვეობითაც):
 
"აიყარა ლოტი სეგორიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან სეგორში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად" (დაბ. 19:30).
 
ცალკე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ სწორედ მე-6 თავში, პირველად გამოცხადების წიგნისთვის, წარწყმედადი ძველი სამყაროს ერთ მცნებაში ერთიანდება მიწიერი იერუსალიმის ხატებაც და ზეციური ცეცხლით სოდომისა და გომორას განადგურებაც. ეს შეიძლება ვამტკიცოთ სრული დარწმუნებით, რადგან "მთებისა და კლდეებისადმი" ბუკვალური მიმართვა "დაგვემხეთ თავს" და "კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ", ნაუწყები იყო ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველ ოსეს მიერ, რომელიც ასეთ სიტყვებს წარმართებს და ურჯულოებს კი არ ათქმევინებს, არამედ ისრაელიტებს (ოს. 10:8).
 
თვით უფალი, როდესაც გოლგოთაზე ადიოდა, ისრაელის ხალხს აუწყებდა, რომ დადგება დრო, როდესაც ამ სიტყვებს წარმოთქვამენ არა წარმართი ხალხები, არამედ იერუსალიმში მცხოვრები "ბუნებითი" იუდეველები:
 
"ხოლო იესუ შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ" (ლკ. 23:28-30).
 
მაგრამ სიტყვები "დაგვმარხეთ" და "თავზე დაგვემხეთ" ძირითადი წინასწარმეტყველური აზრით ჟღერს არა ქრისტეს ეკლესიის წევრთაგან, არამედ წუთისოფლის წარმომადგენელთაგან, რომლებიც გრძნობენ, რომ წარმოადგენენ "სულიერ სოდომს", რომ ცდილობენ იპოვონ თუნდაც რაიმე თავშესაფარი ძველ სამყაროზე მოწევნადი და ყოვლისდამთქმელი ცეცხლოვანი წვიმისგან (შეად.: გამოცხ. 11:8; 20:9; 2 პეტ. 3:7 და სხვა).
 
ამრიგად, მოვლენები, რომლებიც ვითარდება "მეექვსე ბეჭდის" მოხსნის შემდეგ არ გულისხმობს უკანასკნელ საყოველთაო კატაკლიზმებს, არამედ გვიხატავს სულიერ ნიშნებს ყველა ახალაღთქმისეული დროისა (გამონაკლისის გარეშე) და იმ გლობალურ სულიერ ცვლილებებს, რომლებმაც ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შეარყიეს და დაამხეს ქვეყნიერების უკეთური "ძალნი, ხელმწიფებანი და უფლებანი" და იუწყეს მსჯავრის დაწყება უკეთურებაზე. თანაც ზუსტად იგივე სულიერი პანორამები იხსნება ელეონის მთაზე წარმოთქმულ ქადაგებაშიც, სადაც მაცხოვრმა მონიშნა ახალაღთქმისეული დროების ყველაზე არსებითი ნიშნები, რომელთაგან თითოეულში იხსნება ძველი სამყაროს უკანასკნელი დღის მოვლენები:
 
"და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი" (ლკ. 21:25-26)
(აქ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ელეონის მთაზე მაცხოვრის მიერ წარმოთქმულ ქადაგებაში "ზეციურ მნათობთა" ნიშნებთან და სხვა გლობალურ უბედურებებთან ერთად ნაუწყებია ზღვის განსაკუთრებული მღველვარება, შეად.: "დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან" (ეს. 5:30), რომელშიც აღწერილია არა ოკეანის უპრეცედენტო შტორმი, არამედ ხალხთა გააფთრება, რომლებიც ბოლო დღეს მაცხოვარსა და მის ეკლესიაზე აღდგებიან, შეად.: "წარმართნი გაშმაგდნენ"... (გამოცხ. 11:18); "... მოედვნენ მიწის მთელ სივრცეს და გარს შემოადგნენ წმიდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს" (გამოცხ. 20:9).
რაც შეეხება გამოცხადების წიგნის მომდევნო თავს, - მასში იხსნება კაცობრიობის მეორე შესაძლო ხვედრი, ოღონდ უკვე არა "უბედური", არამედ ნეტარი და კურთხეული, რომელიც ელოდება მათ, ვინც მიიღებს უფალს და მაცხოვარს, და "სიკვდილამდე" მისი ერთგული დარჩება, შეად.:
 
"სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს" (გამოცხ. 2:10).
 
ხოლო იმაში, რომ ორი ესოდენ განსხვავებული მოწმობა დაკავშირებულია ერთი "მეექვსე ბეჭდით", ვლინდება წმ. წერილის ბოლო წიგნის კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მასში აღწერილ ყველა რყევას და "უბედურ" მდგომარეობას, რაც განკუთვნილია ძველი სამყაროსთვის უმალ უპირისპირდება ქრისტეს ეკლესია, რომელიც თავისი მაცხოვრის მეთაურეობისა და დაცვის ქვეშ იმყოფება.


______________________

მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური .წყაროს. მიხედვით. 2024 წ.

თემატურად მსგავსი პუბლიკაციები: იხ. სარჩევში.
Назад к содержимому