აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
პირველი ოთხი საყვირი
(თ. 8)
ძვ. ქართულით
1. და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. 2. და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი. 3. და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა. 4. და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა. 5. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ. 6. და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად. 7. და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა. 8. და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ, 9. და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა. 10. და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა. 11. და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს. 12. და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე. 13. და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად!
ახ. ქართულით
1. და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას. 2. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი. 3. მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. 4. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე. 5. აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა. 6. და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად. 7. პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა. 8. მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა და თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა. 9. და ამოწყდა სულდგმულთა მესამედი, ზღვაში მცხოვრები, და ხომალდთა მესამედი დაიღუპა. 10. მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. 11. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ. 12. მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის. 13. მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.
IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)
პირველი ოთხი საყვირი (თ. 8)
მე-
1. და როცა ახსნა მეშვიდე ბეჭედი, ასე, ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა ზეცას.
მეშვიდე ბეჭდის მოხსნას უშუალოდ წინ უძღვის დუმილი "ნახევარი საათით". "წმ. იოანე, -
რა შეიძლება იყოს ამ დუმილის მიზეზი და როგორია მისი მნიშვნელობა?
ზეცის ბინადრებთან დაკავშირებით, რომლებიც მიახლოებულნი არიან უზენაესის საყდარს, მხოლოდ ერთი გრძნობაა დასაშვები, -
2. და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წინაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
იოანე ხედავს შვიდ ანგელოზს, რომლებიც იდგნენ "ღმრთის წინაშე". მკვლევართა აზრით, აპოკალიფსისის ტექსტი ღმრთის წინაშე მდგომ ანგელოზთა ცნობილ დასზე მიგვითითებს (იხ. კოლ. 1:16; 2:10; ეფეს. 1:20; 3:10; დან. 10:13 და სხვა), რომლებსაც დავალებული აქვთ განსაზღვრული მსახურება (ტობ. 12:1). მათი ეს მსახურება მითითებულია იმ ატრიბუტიკით, რომელსაც აპოკალიფსისი გვამცნობს -
"წმ. იოანე ამ წუთისოფლისა და მის შემდგომ განსვენების სახედ ხშირად იყენებს შვიდეულს. ამიტომაც, "მეშვიდე ბეჭდის აღება" ამა სოფლის დარღვევასა და მისგან გადასვლას მოასწავებს, რასაც შეეწევიან "შვიდნი ანგელოზნი" და უსჯულოებზე მოწევნული სატანჯველებით შეაგონებენ უგულისხმოთ" (ანდრია კესარიელი).
საყვირის ხმით ძველად ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ (იესუ ნავე 6:4) და ზეიმსა და გამარჯვებაზეც მიანიშნებდა (ფსალმ. 47:6; 814:4; 1 პარ. 15:24). აპოკალიფსისის ამ ადგილას (შეად. მათე 24:31; 1 თესალონიკ. 4:16; 1 კორ. 15:32) ის ცოდვილ სამყაროზე ღმრთის მსჯავრის მაუწყებლად გამოიყენება (შეად. ოსე 8:1), როგორც მომავალ მოვლენათა დადგომის მაუწყებელი თავისებური სიგნალი.
3. მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი.
ამ შვიდი ანგელოზის გარდა იოანე კიდევ ახალ ანგელოზს ხედავს, რომელიც მის მზერას საყდრის წინაშე კი არ წარუდგა, არამედ საკურთხევლის წინაშე. აპოკალიფსისის ტექსტი გვაძლევს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ ეს იგივე საკურთხეველია, რომლის შესახებაც ლაპარაკია გამოცხადების 6 და 9-
ამ საკურთხევლიდან უნდა აეღო ანგელოზს საკმეველი ისე, როგორც იღებდნენ საკმეველს საკურთხევლიდან ძველაღთქმისეული მღვდელმთავრები (ლევ. 16:12) თავიანთი სასაკმევლისთვის, სანამ წმიდათა წმიდაში შევიდოდნენ (ლუკა 1:9).
"ყოველივე, რასაც ხედავენ წმინდანები, -
"ანგელოზს მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი" (ძვ. ქართ.: "და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა"), ანუ "წმინდანთა კეთილსურნელოვანი ლოცვა. მათში უფალს ევედრებიან, სამყაროს აღსასრულს მოწევნად ჭირვებათა გამო, რათა, შეუმსუბუქდეთ ცოდვილთ და უსჯულოთ მომავალი ტანჯვა დაუსრულებელ საუკუნეში, ხოლო თავისი მოსვლისას, გვირგვინოსანყოს ღვაწლმოსილნი" (ანდრია კესარიელი).
"ოქროს საკურთხეველი" -
4. და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე.
3-
საკმევლის კვამლი აქ არ წარმოადგენს ლოცვის აღვლენის საშუალებას, არამედ უბრალო მითითებაა ლოცვის აღვლენისა; და ანგელოზი -
5. აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას; და იქმნა გრგვინვა და გრიალი, ელვა და მიწისძვრა.
"ანგელოზის ხელით", და არა "ანგელოზის მიერ". ანგელოზის სასაკმევლეში ჩაყრილი საკმეველის აზრი გვეხმარება გავიგოთ და შევიმეცნოთ ოქროს საკურთხევლის მნიშვნელობა, რომელიც საყდრის წინ დგას. საყდარი (შეად. 4:2) აქ თვით ღმრთის სიმბოლოა, და გამოთქმა "ტახტის წინ, საკურთხეველზე" ღმერთთან მის ახლო დამოკიდებულებაზე მიანიშნებს. ღმერთთან საკურთხევლის ამ სიახლოვის შედეგად, წმიდათა ლოცვა, რომელზეც საკმეველი მიანიშნებს, ღმრთის მიერ შეიწირება. ამიტომაც, მე-
ამრიგად, ძველაღთქმისეული სიმბოლიკით თუ მივუდგებით და 3-
ამგვარად, ყოველივე, რაც ნახევარსაათიანი მდუმარების დროს ხდება, შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: ანგელოზი სასაკმევლით მიუახლოვდა სამსხვერპლოს და აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით. მაშინ ებრძანა მას გარკვეული ადგილიდან აეღო ბევრი საკმეველი, რათა, მისულიყო ოქროს სამსხვერპლოსთან და ეკმია ("და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი").
როდესაც საკმევლის კვამლი ავიდა, მინიშნებულ იქნა, რომ უფალმა ყველა წმიდათა ლოცვა შეიწყნარა და შეისმინა მათი ვედრება შური იძიოს მოწამეთა სისხლისთვის (გამოცხ. 6:10). ანგელოზი ისევ სამსხვერპლოსთან დაბრუნდა (მ. 5), მაგრამ უკვე აავსო არა იმისთვის, რათა კვლავ მისულიყო ტახტთან და ეკმია, არამედ იმისთვის, რათა ცის კამარიდან, სადაც იოანე ზეციურ ტაძარსა და ტახტს ხედავდა, საკურთხევლის ცეცხლი მიწისთვის გადმოეთხია: "და აიღო ანგელოზმა სასაკმევლე, აავსო იგი საკურთხევლის ცეცხლით და გადმოათხია მიწას" (მ. 5).
"ეს იხილა ეზეკიელმაც და ქერუბიმთაგან ერთ-
"მოგიზგიზე ნაკვერჩხლის" (იგავნი 25:21-
როგორც კი აღასრულა ანგელოზმა ეს ქმედება, ზეცის ბინადრებმა კვლავ განაახლეს უფლის ქება; კვლავ გაისმა ტახტის ირგვლივ "გრგვინვა, გრიალი და ელვა", ანუ უსასრულო სიცოცხლე და მოძრაობა, რომელსაც იოანე მეშვიდე ბეჭდის მოხსნამდეც ხედავდა (შეად. გამოცხ. 4:5). ხოლო მიწაზე, სადაც მოგიზგიზე ნაკვერჩხალი გადმოიყარა, იქმნა მიწისძვრა, რომელიც არის ღმრთის ყოველისშემძლეობის პირველი და უშუალო გამოხატულება და, რაც კაცობრიობის დასჯაში ვლინდება.
ამ დროს შვიდი ანგელოზი, "რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად" (მ. 6), რათა თითოეული საყვირით ამცნონ ახალი სასჯელის დაწყება, რომელიც დედამიწას მოწყლავს.
"ეს ყოველივე იმ საშინელებებზე მიანიშნებს, რაც ქვეყნის აღსასრულს მოიწევა. როგორც იყო ეს სინას მთაზე, სადაც "ქუხილნი და ელვანი", რომელიც აშინებდა ყველას, ღვთისმოშიშთ კი ღმრთისკენ მოაქცევდა, სახე იყო ღმრთის მუნმყოფობისა. ამისთვის მსახურებენ ანგელოზნიც, რომლებიც ქრისტეს მსგავსად, როგორც თანამგრძნობნი მკურნალნი, კურნავენ შემცოდეთა ვნებით მიდრეკილებებს, უფრო სწორად, ამქვეყნიურ ჭირთა და უბედურებათა მოწევნით მომავალ სასჯელს უმსუბუქებენ დაუდევართ, თუკი ეს უკანასკნელნი მადლობით მიიღებენ ყოველივე ამას. ხოლო ჩვენ, ქრისტეს პატიოსანი და უბიწო სახელით აღბეჭდილნი, რომელთაც გვსურს წმინდანთა განდიდება და უფალს ამსოფლიური, დროებითი სატანჯველებით მომავალ დაუსრულებელ სატანჯველთაგან გათავისუფლებას შევთხოვთ, ვევედრებით მას, შეგვიმსუბუქოს ბოროტი დღენი მარადიულ წამებათა, როდესაც თავადი იგი ცოდვისა უფსკრულში დაინთქმება და ბნელით მოცული გეჰენიის ცეცხლს მიეცემა. ვლოცულობთ, მარადის ვიყოთ ქრისტესთან, ღმერთთან და მაცხოვართან, რომელსაც ეკუთვნის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამენ" (ანდრია კესარიელი).
7. პირველმა ჩაჰბერა და იქმნა სეტყვა და ცეცხლი, სისხლში არეული, თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა.
როდესაც პირველმა ანგელოზმა ჩაჰბერა, იოანეს თვალწინ მოხდა სეტყვის, ცეცხლისა და სისხლის ჩვენთვის უცნაური შეერთება, რომელიც "თავს დაატყდა მიწას და ხეთა მესამედი დაწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაბუგა".
ასეთი უცნაური მოვლენა არ გახლავთ იდუმალთმხილველის "ფანტაზია", რომელიც, როგორც ზოგიერთი კომენტატორი ფიქრობს, მან "ძველი ხალხების წარმოდგენებიდან ისესხა", რადგან ეს გამოცხადების საღმრთო ღირსებისთვის შეუფერებელია. ასევე არ შეიძლება ეს სასჯელი გავიგოთ ომის საშინელების ზოგად მითითებად, ან კიდევ ჭირად და შიმშილად, რომელიც რომის იმპერიაში იყო, -
ცეცხლთან შეერთებულ სეტყვაზე ლაპარაკობს ეგვიპტის სასჯელთა ისტორია (გამ. 9:24) ("მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძალზე მაგარი იყო სეტყვა, მისი მსგავსი არ მოსულა ეგვიპტის ქვეყანაში, რაც იქ ხალხი სახლობს" (გამ. 9:24). ხოლო ზეციურ ნიშებს შორის, რომლითაც უფალი უკეთურებს ემუქრება, სისხლსა და ცეცხლზე უთითებს წინასწარმეტყველი იოველი: "გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს" (იოველი 2:30).
რაღაც ამდაგვარს ჭვრეტს იოანეც შორეულ მომავალთან დაკავშირებით. ის ხედავს სასჯელის განსაკუთრებულ იარაღს, რომელიც იმ სამყაროს ცოდვილიანობისა და უკეთურების შესაბამისი უნდა იყოს ეგვიპტურ სამყაროსთან შედარებით. ეგვიპტეზე თუ მხოლოდ ცეცხლთან შეერთებული სეტყვა გადმოვიდა, მომავალში დასასჯელ სამყაროზე გადმოვა არა მარტო ცეცხლთან, არამედ სისხლთან შეერთებული სეტყვა; შედეგად ამ სეტყვას ექნება სისხლში დალბობილი ბურთულების ფორმა, რომელსაც თან ცეცხლიც მოჰყვება.
ამ სასჯელის შედეგს იდუმალთმხილველი ასე აღწერს: "ხეთა მესამედი დაიწვა და მთელი მწვანე ბალახი გადაიბუგა" (გამოცხ. 8:7). რადგანაც თვით სასჯელი, მიუხედავად მისი უცნაურობისა და მიუწვდომლობისა, წარმოადგენს გარკვეულ ფიზიკურ მოვლენას, მიწიერ ბუნებაზე მისი ზემოქმედებაც ფიზიკურ შედეგებში უნდა გამოვლინდეს. და ეს არ არის დედამიწაზე საკვების შემცირება ან შიმშილის დასაწყისი, როგორც ამას ზოგიერთი კომენტატორი ფიქრობს. ეს არის სასჯელი, რომლის დროსაც "იწვის ტყე და ბალახი იბუგება". საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ამ სასჯელის შედეგად თუ ხეთა მესამედი იწვის, ბალახი, როგორც უფრო ნაზი ამონაზარდი, მთლიანად, დედამიწის მთელს ზედაპირზე დაიწვება. რა თქმა უნდა, ასეთი საშინელი მოვლენა აძრწუნებს ყოველ ადამიანს და მისი ბუკვალური გაგებისადმი ეჭვს აღუძრავს. ამიტომაც, სიმბოლური განმარტების მომხრენი ამ სასჯელში მხოლოდ იმ უბედურებებს ხედავენ, რომლებიც ეკლესიაში ხდება და მომავალშიც თავს დაატყდება.
ანდრია კესარიელი განმარტავს, რომ "ზოგიერთთა აზრით, აქ საუბარია ცოდვილთა ტანჯვაზე გეჰენიაში, რომელიც ხშირად გრძნობისმიერ სატანჯველთა სახით გამოითქმება. მაგრამ, ჩვენი აზრით, მომავალ საუკუნეში კაცობრიობის მარტოდენ მესამედი ნაწილი კი არ დაიტანჯება, არამედ უფრო მეტიც (რამეთუ ნათქვამია: "ფართო არს გზაი, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად" (მათე 7:13)). ამ სიტყვებით მინიშნებულია იმ წყლულებზე, რომლებიც ქვეყნიერების აღსასრულს მოიწევა. "სეტყვა" ნიშნავს, რომ ეს სასჯელნი, უფლის მართლმსაჯულებით ზეცითგან მოიწევა. "ცეცხლი შეერთებული სისხლთან" -
პაპე თავის განმარტებაში ამბობს, რომ პირველი საყვირი თითქოსდა იყოს ის უბედურებები, რომელიც ეკლესიამ არიოზის მწვალებლობისგან განიცადა; ხოლო ბრანდტი "ხეებსა და ბალახში" სულიერად ძლიერ და სუსტ ქრისტეანებს მოიაზრებს, რომლებიც ამ და სხვა განსაცდელთა დროს დაეცემიან და თავიანთი ღვთისმოსაობისგან გადაუხვევენ.
მაგრამ, მოდი, განვერიდოთ ამგვარ უსაფუძვლო შეხედულებებს, რათა უძლურთ არ ვექმნათ დაბრკოლებად და გვახსოვდეს, რომ ეს საშინელი და უცნაური სასჯელი არის არა ჩვენი დროის, არამედ შორეული ჟამისა, რომელიც სამყაროს აღსასრულის წინ მოიწევა და, როდესაც მთელი სამყარო საშინელი ფიზიკური გადატრიალებით განახლდება.
პირველი სასჯელი, მართალია პირდაპირ ადამიანებზე არ ვრცელდება, მაგრამ, ტყის მასივების მესამედისა და ბალახეული საფარის სრული განადგურება მთელს დედამიწაზე, უეჭველად მიაყენებს ადამიანებს დიდ უბედურებას.
მეორე საყვირის სასჯელი ამ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს და კიდევ უფრო გაურთულებს ადამიანებს ცხოვრების პირობებს.
8-
მეორე საყვირის შემდეგ "თითქოს უზარმაზარი მთა, ცეცხლით მოლაპლაპე, ჩავარდა ზღვაში, და ზღვის მესამედი სისხლად იქცა". ციდან მთის ჩამოვარდნა სასჯელის ზეციურ წარმომავლობაზე მიანიშნებს, ანუ იმაზედ, რომ ეს არის ღმრთის ყოვლისშემძლეობითა და განგებით დაშვებული მოვლენა. სიტყვა "თითქოს" იმაზე უთითებს, რომ "ეს არ იყო მთა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით" ისევე, როგორც არ არის ის "ხალხური ფანტაზიის ნაყოფი, რომელიც იოანემ გამოიყენა" (ევალდი (Ewald)). ეპითეტები "უზარმაზარი" და "ცეცხლით მოლაპლაპე", ცეცხლის უზარმაზარ მასაზე მიანიშნებს, რომელიც ბოლო ჟამს დედამიწას ციდან უნდა დაატყდეს. ეს იქნება ღმრთის ყოვლისშემძლეობის განსაკუთრებული გამოვლინება, რომელიც თავის მრისხანებას გადმოღვრის ცოდვილ კაცობრიობაზე.
ამ სასჯელის ერთგვარ, თუმცა საკმაოდ შორეულ ანალოგიას ვპოულობთ ეგვიპტის სასჯელებში (გამ. 7:20), როდესაც ნილოსის წყლები სისხლად გადაიქცა. მსგავსად ამისა, ზღვის წყლებიც, მათში ცეცხლით მოლაპლაპე მთის ჩავარდნის გამო, სისხლად გარდაიქცევა. შედეგი -
"ხომალდებში" შეიძლება ვიგულისხმოთ არა მარტო საკუთრივ ხომალდები, რომლებსაც მთის ჩამოვარდნის გამო საშინლად აბობოქრებული ტალღები წალეკავენ, არამედ ადამიანებიც, რომლებიც ამ ხომალდებში იმყოფებიან და მსოფლიოში მოგზაურობენ: მათ ის სიმყრალეც შეიწირავს, რომელიც გაფუჭებულ წყალსა და მასში დახოცილ თევზებს აუვათ.
"ზოგიერთის შეხედულებით, -
სრულიად მიუღებელია "ცეცხლით მოლაპლაპე მთაში" დავინახოთ "მაჰმადიანობა და უბედურებები, რომელსაც ის მიანიჭებს ქრისტეანულ სამყაროს" (Pape), ან კიდევ "იუდეველთა სისასტიკე და სიჯიუტე რომაელებთან ომის დროს" (Calmet). "ხომალდებისა და თევზების დაღუპვაში" ვერ ვიგულისხმებთ ასევე ჭეშმარიტ ქრისტეანებს, რომლებიც ცხოვრობენ უბედურ ხალხებს შორის, რომლებიც აქ (თითქოსდა) გამოსახულნი არიან ზღვის სიმბოლოთი" (brandt). ზოგიერთი კომენტატორის თვითნებური განმარტებით "თევზებში" ადამიანები უნდა ვიგულისხმოთ, ხოლო "ხომალდებში" -
როგორც უნდა იყოს, ეს უბედურება წარმოადგენს -
ბუნების მეშვეობით ადამიანთა დასჯაზე მეტყველებს შემდეგი სასჯელიც:
10-
როგორც პირველი ორი, ასევე მესამე სასჯელიც ღმრთის მრისხანებისა და მისი მსჯავრის გამოხატულებაა, რომელიც ციდან ატყდება დედამიწას და რომელიც იოანეს გამოცხადებაში ანგელოზის მიერ სასაკმევლიდან გახურებული ნაღვერდალის მიწაზე გადმოყრით მიგვენიშნა. ამჯერად ციდან ვარდება ვარსკვლავი, რომელიც პირდაპირ დედამიწას ეცემა და ეს დაცემაც პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ.
1) ვარსკვლავზე ნათქვამია, რომ ის არი "ვეება", ანუ ძალზედ დიდი; 2) ის არის "ლამპარივით მოელვარე", ანუ მხედველობისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი და განსაკუთრებული სიკაშკაშის მქონე იქნება; 3) ვარსკვლავი დაეცემა "მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა" და ბოლოს 4) დამატებით დახასიათებად ნათქვამია ის, რომ "აფსინთად" იწოდება. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ აქ ნახსენები "ვარსკვლავი" არ არის სიკვდილის ანგელოზი, რომელსაც ღმერთი აგზავნის ღმრთის სასჯელის აღსასრულებლად და არც ეშმაკი, რომელიც ღმრთის დაშვებით "მშფოთვარე და მწარე გარყვნილებით ათრობს ადამიანებს" (წმ. ანდრია კესარიელი). იდუმალთმხილველისთვის "ზეცით ჩამოვარდნილი ვეება ვარსკვლავი", მართლაც ვარსკვლავია, რომელსაც სხვა ვარსკვლავთაგან მხოლოდ იმით განასხვავებს, რომ "ვეებაა".
თუმცა, როდესაც მას "აფსინთს" უწოდებს, საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ეს არის ვარსკვლავი, რომელიც თავისი ზეციური მდგომარეობით, სხვა ვარსკვლავთაგან არ განსხვავდება, მაგრამ სასწაულებრივი მოვლენაა და თავის ბუნებაში სხვა ვარსკვლავებზე მეტ საიდუმლოს შეიცავს. ამიტომ გამოისახება ის როგორც "მოელვარე ლამპარი", რომელიც ელვარებს ღმრთის მიუწვდომელი განგებულებით.
ვარსკვლავის დაცემის შედეგები მოცემულია მის სახელწოდებაში. ვარსკვლავს -
პირველ საყვირზე სეტყვამ დედამიწის მწვანე საფარის მესამედი გაანადგურა, ბალახი კი მთლიანად გადაწვა; მეორე საყვირზე -
უეჭველად, ეს ძალზედ ძნელი წარმოსადგენია ჩვენთვის და ჩვენი დროებისთვის, რადგან არაფერი ამდაგვარი ჩვენს ცხოვრებაში არ ხდება. თუმცა ღმრთის განგება, თითქოსდა წინასწარ გვამზადებსო, მცირედი დოზით, მაგრამ მაინც უშვებს ამგვარ უცნაურ მოვლენებს, მაგალითად: ციდან უცნაური ხმები ისმის, აქა იქ წყლები სისხლივით გაწითლდა და აყროლდა, და კიდევ სხვა. სწორედ ამიტომაც, შეუძლებელია აპოკალიფსისში აღწერილ მოვლენათა ბუკვალური გაგების უარყოფა და ვარსკვლავ "აფსინთში" ან მდინარეთა და წყაროს წყალთა დამწარებაში ვიგულისხმოთ პაპის სისტემის წარმწყმედელობა ან უბედურების მომტანი ომები, ან კიდევ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფა, როდესაც დაზიანებული რეაქტორიდან რადიაციამ გამოჟონა, რადგან "ჩერნობილნიკი" (чернобильник, полынь) რუსულიდან სწორედ "აფსინთს" ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი თანამედროვე კომენტატორი მესამე საყვირის სასჯელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უკავშირებს, ამ სასჯელზეც იგივე უნდა ვთქვათ, რაც წინა სასჯელებზე ვთქვით: "ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია" (მათე 19:26). და ესეც მომავლის მოვლენაა.
პირველი სამი სასჯელით მნიშვნელოვნად დაზიანდნენ (მესამედი ნაწილი) დედამიწა, ზღვა და მდინარეები და სწორედ იმ კუთხით, რა კუთხითაც წარმოადგენენ ისინი აუცილებლობას ადამიანის არსებობისთვის. ხოლო მეოთხე საყვირის მოქმედება ჩვენი სინათლის წყაროზე, ცაზე ვრცელდება.
12. მეოთხე ანგელოზმა ჩაჰბერა და მოიწყლა მესამედი მზისა, მესამედი მთვარისა და მესამედი ვარსკვლავებისა და დაბნელდა მესამედი მათი; და აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამის.
ამრიგად, მეოთხე ანგელოზის საყვირზე მოიწყლა მზე, მთვარე და ვარსკვლავები. სულის ექსტატიურ მდგომარეობაში იოანე ხედავს ცის მნათობთა უცნაურ დაზიანებას, რომლის ხარისხსაც ის მათი მანათობელობის დაკარგვით აღწერს და ამბობს, რომ "მათი მესამედი დაბნელდა".
და ეს დაბნელება იყო არა დროებითი, რომელიც მალევე გადავიდა, არამედ პირველი სამი საყვირის მსგავსი, ანუ მუდმივი, რომელიც მომდევნო დროებისთვის ასევე დარჩება.
აქედან გამომდინარე თავისთავად იბადება შეკითხვა: როგორ უნდა გავიგოთ დაბნელების შედეგები -
ზოგიერთი კომენტატორის აზრით მნათობთა მესამედის დაბნელება გამოიხატება იმაში, რომ "აღარ ნათობდა მესამედი დღისა, ისევე, როგორც ღამისა", ანუ როგორც ჩანს, იოანეს იმის თქმა კი არ სურსო, თითქოსდა მესამედით შემცირდა დღისა და ღამის ნათების ინტენსივობა, არამედ იმისა, რომ სრულიად დაბნელდა დღის მესამედი ნაწილი და ღამისაც.
ამ ძნელად გასაგები ადგილის განმარტებისთვის, სამწუხაროდ, წმიდა წერილში შესაბამისი ანალოგია არ გვაქვს. აქ ვერ გამოდგება იოველი 2:10, ამოსი 8:9, ისაია 13:19. მაგრამ, ერთის მხრივ თუ მხედველობაში მივიღებთ წმ. წერილის ამ ადგილებს, ხოლო მეორეს მხრივ თვით იდუმალთმხილველის განცხადებას, რომ მოიწყლა ყოველი მნათობის მესამედი ნაწილი (მოიწყლა, ანუ სრული ნათების უუნარო გახდა), მეოთხე სასჯელის შედეგი ასე უნდა გავიგოთ: რადგან ყველა მნათობი ისე მოიწყლა, რომ დაბნელდა მათი მანათობელობის მესამედი, დღე და ღამე ნაკლებად მზიანი (ნათელი) გახდა, მესამედით ნაკლები, ვიდრე ადრე იყო.
შედეგად, ამ სასჯელშიც ისეთი არაფერი გვაქვს, რაც მიუღებელი ან წარმოუდგენელი იქნებოდა (მიუხედავად იმისა, რომ ესეც სასწაულთა იმ რიგს განეკუთვნება, კაცობრიობას ჯერ რომ არ უნახავს). თუკი ეგვიპტესთვის შესაძლებელი იყო სამდღიანი დაბნელება (გამ. 10:21-
მზეზე დღესაც შეინიშნება შავი ლაქები, რომლებიც, დროთა განმავლობაში, ღმრთის ყოვლისშემძლეობით, კიდევ უფრო გაიზრდება (უნდა აღინიშნოს, რომ მზის შავ ლაქებზე დაახლ. 4000°-
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ყველა ეს მოვლენა სამყაროს აღსასრულის მოახლოებას მოასწავებს. და საერთოდ, ყოვლისშემძლე ღმრთისთვის არაფერია შეუძლებელი და თუკი მან, მხოლოდ თავისი სიტყვით, ყოველივე არაფრისგან შექმნა, ცხადია, მასვე ძალუძს ბუნებაში ჩვენთვის წარმოუდგენელი ცვლილებების შეტანაც, როდესაც ამის გაკეთება საჭირო გახდება ადამიანებზე ზემოქმედების მოსახდენად. ბუნება ყოველთვის იყო და არის მორჩილი იარაღი მისი შემოქმედის ხელში.
ანდრია კესარიელიც განმარტავს, რომ "ეს ძლიერ ემსგავსება იოველ წინასწარმეტყველის ნათქვამს მზისა და მთვარის შესახებ (იოველ 2:10), რაც უფლის განგებით, სამყაროს აღსასრულს მოხდება. ჭირი, რომელსაც უფალი დაუშვებს, კაცობრიობას სინანულისკენ მოუწოდებს".
როგორ შთაბეჭდილებას მოახდნენ საყვირთა დაცემით გამოწვეული სასჯელები ადამიანებზე? თითქოსდა მათმა უჩვეულობამ წაუშლელი კვალი უნდა დატოვოს მათზე, შეაძრწუნოს ისინი და მოაქციოს ღმრთისკენ. მაგრამ, ნურას უკაცრავად... გავიხსენოთ ეგვიპტელთა დასჯა. როდესაც უფალმა რიგ-
ოთხი საყვირის შემდეგ იდუმალთმხილველი არც კი ლაპარაკობს რაიმე შთაბეჭდილებაზე, რაც კი შეიძლებოდა ჰქონოდათ მიწის მკვიდრთ, -
13. მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.
იოანე განსაკუთრებულ მოვლენას აკვირდება. ის ხედავს ანგელოზს, რომელიც "შუა ცაში ფრინავს", რაც ცის ზენიტზე მიანიშნებს და შეესაბამება თავის იმ დანიშნულებას, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აუწყოს, ყველას გასაგონად იღაღადოს იმ მომავალ სასჯელთა შესახებ, რომელიც კაცობრიობას მომდევნო საყვირთა დაცემით დაატყდება.
"ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს", -
"არწივს" ანგელოზს უწოდებს, ხოლო სიტყვები "ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ" ღვთაებრივ ანგელოზთა თანაგრძნობასა და კაცთმოყვარეობაზე მიანიშნებს. ღმრთის მსგავსად, მათაც ებრალებათ ცოდვილები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დასჯისდა მიუხედავად, მაინც უკეთურად ცხოვრობენ; ან კიდევ, ეს "ვაი" სწორედ მათ ეხებათ, რადგან ამქვეყნად მცხოვრებთა აზრი და გონება მიწიერს არის მიჯაჭვული და ჩვენზე მოფენილი მშვიდობის ნაცვლად მიწის მტვრით სუნთქავენ. ხოლო მათთვის, რომელთა საცხოვრისი ზეცაშია, ჭირი და უბედურება უხრწნელ გვირგვინთა მიღების საწყისია" (ანდრია კესარიელი).