აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
რჩეულთა აღბეჭდვა
(თ. 7:1-8)
(თ. 7:1-
ძვ. ქართულით
1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა. 2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ: 3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. 4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა: 5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი, 6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი, 7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, 8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ. 9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები. 10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა. 11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა 12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? 14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. 15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. 16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, 17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.
ახ. ქართულით
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ. 2. და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: 3. ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს. 4. და მომესმა აღბეჭდილთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი იყო აღბეჭდილი ისრაელის ძეთა ყოველი ტომიდან: 5. იუდას ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი, რუბენის ტომიდან თორმეტი ათასი, გადის ტომიდან თორმეტი ათასი, 6. ასერის ტომიდან თორმეტი ათასი, ნეფთალების ტომიდან თორმეტი ათასი, მანასეს ტომიდან თორმეტი ათასი, 7. სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი, ლევის ტომიდან თორმეტი ათასი, ისახარის ტომიდან თორმეტი ათასი, 8. ზაბულონის ტომიდან თორმეტი ათასი, იოსების ტომიდან თორმეტი ათასი, ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი აღბეჭდილი. 9. შემდგომ ამისა, გავიხედე და, აჰა, ურიცხვი ხალხი, რომელსაც ვერვინ დათვლიდა, ყოველი ხალხისა და ტომისაგან, ერისა და ენისაგან, სპეტაკი სამოსით მოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინაშე, და ხელთ ეპყრა პალმის რტონი. 10. ხმამაღლა ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ხსნა ჩვენი ღმერთის, ტახტზე მჯდომარისა, და კრავისაგან არის! 11. ყველა ანგელოზი, რომელიც იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ, პირქვე დაემხო ტახტის წინაშე, თაყვანი სცა ღმერთს და თქვა: 12. ამინ! კურთხევა და დიდება, სიბრძნე და მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ღმერთს ჩვენსას უკუნითი უკუნისამდე. 13. მომმართა ერთმა უხუცესმა და მითხრა: ვინ არიან ეს სპეტაკი სამოსით მოსილნი, ან საიდან მოსულან? 14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი. 15. ამიტომაც არიან ღვთის ტახტის წინაშე, ვისაც დღე და ღამ ემსახურებიან მის ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაიფარავს მათ თავისი კარვით. 16. ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი. 17. რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
შინაარსი
IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-11)
რჩეულთა აღბეჭდვა (თ. 7:1-8)
IV. საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა (თ. 7-
რჩეულთა აღბეჭდვა (თ. 7:1-
საღმრთო განგებულების გამოვლენის მეორე თანამიმდევრობა უკეთურთა მასიდან რჩეულთა გამოყოფასა და მათ აღბეჭდვაზე გვამცნობს. ეს არის მოციქულის სიტყვების: "იცის უფალმა, ვინაა მისი", მეტად თვალსაჩინო გამოხატულება.
1. შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ.
მეშვიდე თავის იწყება სიტყვებით: "შემდგომად ამისა", მსგავსად ლაპარაკობს ის მე-
თავიდან იოანეს წინასწარმეტყველურ მზერას წარუდგება ქრისტეანული სამყაროს მშვიდი განვითარების სურათი, რომელიც გამოხატულია ოთხი ანგელოზის სახით, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე რომ იდგნენ და "ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ".
ოთხი ანგელოზი ქვეყნის ოთხ კიდეზე, ანუ სამყაროს ოთხივე მხარეს დგას: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ყოველ შემთხვევაში, როგორც წმ. ანდრია კესარიელი მიიჩნევს, ესენი არიან კეთილი და არა ბოროტი ანგელოზები.
"ზოგიერთის აზრით, ოთხ ანგელოზში იგულისხმება, რომ ისინი, ვისზეც უნდა მოიწიოს უბედურება, ვერც მიწაზე და ვერც ზღვაზე, ვერანაირად აიცილებენ ღვთის რისხვას და ყოველივე ეს უკავშირდება რომაელთაგან იუდეველთა დევნას. მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს ყოველივე მთელი თავისი სისასტიკით მოხდება ანტიქრისტეს პიერიოდში და არა მხოლოდ იუდეის ქვეყანაში, არამედ მთელს დედამიწაზე, მის ოთხივე კიდეში. როგორც ის ბრძანებს, დადგებიან ღმრთის მიერ განწესებული და ჩვენთვის იდუმალი მსახურების აღმსრულებელი ანგელოზნი. "ჰაერთა პყრობა" ქმნილების დამორჩილებას და ბოროტების გარდაუვალობას ნიშნავს. ეს არის სატანჯველთა სახე, რამეთუ ქართა მიერ იზარდებიან ნერგნი და მათი მეშვეობით მოგზაურობენ მეზღვაურნი" (ანდრია კესარიელი).
ამიტომაც, ეს ხილვა სიმბოლურად მადლმოსილ მშვიდობასა და სიმყუდროვეზე მიანიშნებს, რომელიც ქრისტეანული რელიგიის სახით, მთელს დედამიწაზე ადამიანთა გულებში დამყარდება. უეჭელია, რომ ქრისტეანობა შეუდარებლად უდიდესი გარანტია მშვიდობისა და სიმყუდროვისა ქვეყნიერებაზე, ვიდრე რომელიმე წარმართული რელიგია.
2-
მაგრამ, დროთა განმავლობაში ეს სიმყუდროვე დაირღვევა და მისი საზღვარი ღმრთის მონათა შუბლების საბოლოო აღბეჭდვაა. იოანე ჭვრეტს სხვა ანგელოზს, ღმრთის ერთ ერთ მსახურს, რომელიც "მზის აღმოსავლით" მოდის და რომელსაც აქვს "ცოცხალი ღმრთის ბეჭედი".
ამ ბეჭედთან დაკავშირებით მრავალგვარი აზრი არსებობს. ანდრია კესარიელი მასში უფლის ჯვრის უხილავ გამოსახვას გულისხმობს და ამბობს: "და ვიხილე სხვა ანგელოზი..., რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი", სწორედ ასე იხილა ეზეკიელმა გრძელი სელით შემოსილი კაცი, რომელიც "ნიშანს ადებდა შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესოდა" (შეად.: ეზეკ. 9:4), რათა ცოდვილებთან ერთად არ დაღუპულიყვნენ მართლებიც (რამეთუ თვით ანგელოზებმაც კი არ იციან წმინდანთა ფარული კეთილი საქმეები). ამჯერად უკვე წმ. იოანეს ეცხადება იგივე, ანუ უმთავრეს წმიდა ძალებს ებრძანათ, არ ავნონ შემცოდეთ მანამ, სანამ მათთვის ადვილად საცნობნი შეიქნებიან უფლის ბეჭდით დაბეჭდილნი და მით განეყოფიან მართალნი უკეთურთ. ნაწილობრივ ეს უკვე აღსრულდა მაშინ, როდესაც ქრისტეს ათასობით მორწმუნემ, როგორც დიდი იაკობი ეუბნება ნეტარ პავლეს, შეძლო, აეცილებინა რომაელთა მიერ იერუსალიმის მოოხრება. განსაკუთრებული სისრულით ეს, როგორც უკვე ითქვა, ანტიქრისტეს პერიოდში აღესრულდება, როდესაც მართალნი, რომლებიც შეუმწიკვლელად ატარებენ ქრისტეს ბეჭედს და უკეთურთა წინაშე გაბედულად აღიარებენ უფალს, მათგან ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშნით იქნებიან განსხვავებულნი. ამიტომაც ბრძანებს ანგელოზი: "ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (ანდრია კესარიელი).
სხვა კომენტატორები კი ამ ბეჭედში ხედავენ ისეთივე საიდუმლო ნიშანს, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველი ეზეკიელი გვამცნობს (9:4). მაგრამ პირველი შეხედულება ძნელად მისაღებია, რადგან ჯვარი და პირჯვრისწერა ყველა ქრისტეანის კუთვნილებაა და არა მათ შორის რჩეულთა; ხოლო მეორე შეხედულება საკმაოდ ზოგადი მნიშვნელობით გამოირჩევა აღბეჭდვის არსზე არაფერს ლაპარაკობს.
თანამედროვე კომენტატორთაგან ზოგიერთი ამ ბეჭედს ნიშანს უდარებს, მაგრამ ბეჭედი უფრო მეტი შინაარსის შემცველია, ვიდრე უბრალოდ ნიშანი. ბეჭედი ეს არის სპეციალური, საგანგებო ნიშანი, რომლის დადებითაც წმიდა წერილში: 1) აღინიშნება ერთი საგნის მეორისგან განმასხვავებელი ნიშანი (1 კორ. 9:2; რომ. 4:11), 2) მისი კუთვნილება ამა თუ იმ მფლობელისადმი (2 ტიმ. 2:19); მაგალითად, იმ ბეჭედთა მსგავსად, რომელთაც ადებდნენ საგნებს ან რომაელ მონებს და ჯარისკაცებს და ბოლოს 3) აღბეჭდილის დაცვას იმის ძალაუფლებითა და ძლიერებით, ვისაც აღბეჭდილი მონა ეკუთვნის (გამოცხ. 9:4; მათე 27:66).
წინამდებარე მეორე მუხლის ბეჭედი არ შეიძლება შევადაროთ არც მხეცის სახელის რიცხვს (გამოცხ. 13:17 და სხვა), არც გავაიგივოთ ის გამოცხადების 2:17-
სავარაუდოდ, ღმრთის ნებით, კაენის ნიშანი გამოიხატებოდა კაენის სახესა და ფიგურაში (შესაძლოა მის სუნშიც -
სწორედ ამგვარი (ოღონდ, ცხადია არა კაენისებური) იქნება ის ბეჭედიც, რომელსაც ანგელოზი მისცემს ღმრთის ერგთულ მონებს და აღბეჭდავს მათ შუბლებს. უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იყოს ღმრთის რჩეულ მონათა უპირატესობისა და განსხვავებულობის ნიშანი არა მარტო ცოდვილთა, არამედ ღმრთის სხვა მონათა შორისაც; მეორეც, ის პირდაპირ მიანიშნებს უფლისადმი მათ სიახლოვესა და ერთგულებას; და მესამე, -
ყოველივე ზემოთ თქმულს თუ შევაჯამებთ, უნდა ითქვას, რომ ბეჭედი, რომლის შესახებაც ლაპარაკია მე-
იქნება თუ არა ეს მდგომარეობა გამოხატული რამენაირი გარეგანი ნიშნით, არ უნდა გამოვეძიოთ, რადგან უცნობია და მიუწვდომელია ჩვენთვის. თუმცა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ უფალმა ღმერთმა ძველ აღთქმაში ებრაელთათვის დააწესა წინადაცვეთა, როგორც გარეგანი ნიშანი მასთან დადებული აღთქმისა, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ბოლო ჟამის რჩეულ ქრისტეანებსაც, ვისაც ანგელოზის უფლის ამ ბეჭედს დაადებს, რაიმე გამორჩეული ნიშანი ჰქონდეთ.
ბეჭდის ამგვარ გაგებას ამართლებს აპოკალიპტური ხილვის შემდგომი შინაარსიც. ანგელოზი, რომელსაც ბეჭედი ჰქონდა, მიმართავს ოთხ ანგელოზს, "რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა" ნუ ავნებენ "ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს".
ანგელოზის სიტყვებში მოცემული ბრძანება, რომელიც ღმრთის განკარგულებად უნდა გავიგოთ, რომელიც ანგელოზთა წყობის მიხედვით უმაღლესიდან უქვემოეს ანგელოზებს მიეცა. მოცემულ შემთხვევაში ერთი ანგელოზი ღმრთის განკარგულებას გადასცემს სხვა ანგელოზებს, რომელთაც "ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა", და უბრძანებს შეაკავონ წარმწყმედელ ქართა მოქმედება, "რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ". კეთილ ანგელოზთა მავნებელ სტიქიათა შემკავებლებად წარმოჩენა, სრულიად თანხმიერია წმიდა წერილისა (ფსალმ. 103:4) და შეესაბამება მის იმ წარმოდგენას, რომ დედამიწა, როგორც ადამიანის ცოდვისთვის დაწყევლილი (დაბ. 3:17-
"ადამიანთან ერთად უბედურება დაატყდება ჩვენთვის შექმნილ ბუნებასაც. -
ანგელოზთა მიერ ქარების მავნე მოქმედებების შეკავება, როგორც ამას თვით ანგელოზის სიტყვიდან ვგებულობთ, მანამ გაგრძელდება, სანამ ის თავის თანამსახურ ანგელოზებთან ერთად ბეჭდებს არ დაადებს ღმრთის მონათა შუბლებს. ამ პერიოდის ხანგრძლივობა თვით აღბეჭდვის პროცესში უნდა ვეძებოთ: უხორცო ძალთათვის შეუძლებელია მან დიდი დრო მოითხოვოს, ამიტომაც ღმრთის მონათა შერჩევისდა მიხედვით, ანუ იმის მიხედვით თუ რა დროის განმავლობაში მომწიფდება დედამიწაზე ღმრთის ბეჭდის ღირს მონათა ის რაოდენობა, რომლის შესახებაც ლაპარაკობს ანგელოზი.
და აჰა, ამ აღბეჭდილთა რიცხვი ისრაელის ყველა მუხლიდან აღმოჩნდა ას ორმოცდა ოთხი ათასი.
4-
"იუდა" -
"რუბენი" -
"გადი" -
"ასერი" -
"ნეფთალემი" -
"მანასე" -
"სვიმეონი" -
"ლევი" -
"იზაქარი" -
"ზაბულონი" -
"იოსები" აღნიშნავს მიკუთვნებას, და იმათ ეხება, რომლებიც, უფლის სიტყვისამებრ, ზეციურ სუფევასთან ერთად ერთგვარ დამატებად ღებულობენ ღვთისგან იმასაც, რაც ამქვეყნიურ ცხოვრებაშია საჭირო.
"ბენიამენი" -
შეიძლება მივიღოთ სხვა განმარტებაც: თითოეული ტომიდან ცხოვნებულთა ერთი და იგივე რაოდენობა, ვფიქრობ, სამოციქულო ქადაგების ნაყოფიერებაზე მიანიშნებს -
თითოეული ტომის სახელწოდება შესაძლებლობას გვაძლევს, მათში გარკვეული შინაარსი მოვიაზროთ, რაც ზემოთაც გამოჩნდა. იოსები აქ მოხსენიებულია მისი შვილის -
თვით ეს რიცხვი, ას ორმოცდაოთხი ათასი, როგორც ამას მრავალი კომენტატორიც მოწმობს, სიმბოლურია და მის სისრულეზე (12 x 12 x 1000 = 144 000) მიანიშნებს. კითხვა დგება მხოლოდ აღსაბეჭდ პიროვნებებთან დაკავშირებით, -
მათ "ისრაელის ძენი" ეწოდებათ და თანაც მითითებულია ისრაელის ამა თუ იმ ტომისადმი მათი კუთვნილებაც. მაგრამ არც ეს და არც სხვა რომელიმე ვითარება არ გვაიძულებს აქ უცილობლივ ვიგულისხმოთ ხორციელი ისრაელი, ანუ ისრალის პირდაპირი გაგებით. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული პავლე ყველა ქრისტეანს აბრაამის შთამომავალს უწოდებს (რომ. 2:28, 29; 4:12; 9:7-
ტერმინ "ისრაელის" ამგვარი გაგება უცხო არც აპოკალიფსისისთვის არის, როგორც შეიძლება ეს დავასკვნათ მუხლებიდან: 2:9; 3:9, სადაც ხორციელ იუდეველებზე ნათქვამია, რომ "ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა" (გამოცხ. 2:9; 3:9). რაც შეეხება ისრაელის 12 მუხლის (ტომის) ჩამონათვალს, ყურადღება უნდა მივაპყროთ იმას, რომ:
1) ის არ შეესაბამება არც ერთ იმ ჩამონათვალს, რომელსაც ძველაღთქმისეულ წიგნებში ვხვდებით. იხ. მაგ.: დაბ. 29-
2) ჩვენს ჩამონათვალში ჩართულია ლევიანთა ტომი, რაც ამ ჩამონათვალის აშკარად რელიგიურ აზრზე მიუთითებს.
3) ჩამონათვალში გამოტოვებულია დანის ტომი. დანი იმიტომ კი არ არის გამოტოვებული, რომ დანის შთამომავლობა სრულიად ამოწყდა, და არც იმიტომ, რომ იოანეს სურდა თავი აერიდებინა რიცხვ 13-
წმ. ირინეოს ლიონელი, იერემიის წინასწარმეტყველების 8:16-
ჩამოთვლის რა ისრაელის 12 ტომს, იოანე ღვთისმეტყველი გამოცხადების მე-
"დანი გამოტოვა, რათა ცხად იყოს, რომ მისგან იქნება ანტიქრისტე" (ანდრია კესარიელი).
ეს ძველი გადმოცემა იღებს ირინეოსისგან და იპოლიტესგან იღებს სათავეს, რომლებიც თავის მხრივ იერემიას წინასწარმეტყველებას ეყრდნობოდნენ (იერ. 8:16).
წმ. ირინეოს ლიონელის თქმით: "იერემიამ არა მხოლოდ ანტიქრისტეს უეცარი მოსვლა გაგვიცხადა, არამედ ის ტომიც, რომლისგანაც იქნება წარმოშობით, რადგან ბრძანა: "დანიდან ისმის მისი ცხენების ჭიხვინი; მისი მერნების თქარათქურისგან იძვრის დედამიწა; მოდიან, რომ შთანთქან მთელი ქვეყანა, ქალაქები და მათი მკვიდრნი" (იერ. 8:16). ამიტომაც არ არის ჩართული ცხოვნებულთა რიგში ეს ტომი".
წმ. იპოლიტე რომაელი კი ბრძანებს: "მოსემ თქვა დანზე: "ლომის ბოკვერია დანი, ბანაკიდან გამოვარდნილი" (მეორე სჯლ. 33:22). მაგრამ ვინმემ რომ არ შესცოდოს და არ იფიქროს, თითქოსდა ეს სიტყვა მაცხოვარს გულისხმობდეს, ყურადღება მიაპყროს ნათქვამს, რომ დანი "ბანაკიდან არის გამოვარდნილი", მისგან იქნება ანტიქრისტე. რადგან როგორც იუდას ტომიდან იშვება ქრისტე, ასევე დანის ტომიდან იშვება ანტიქრისტე. ეს რომ ასეა, იაკობისგან შევიტყობთ, რომელიც ბრძანებს: "გველი იქნება დანი გზაზე, უნასი -
სხვა წინასწარმეტყველი ამბობს: "შეჰკრებს მთელ თავის ძალას აღმოსავალით მზისაით დასავლამდე და მიჰყვება ყველა ვისაც მოუწოდებს და არ მოუწოდებს. ზღვა გათეთრდება სიმრავლიგან მისი გემების აფრებისა და გაშავდება ველი მისი მხედრობის აბჯრის სიდიდით; და ყოველი, ვინც მას წააწყდება ბრძოლის ველზე დაეცემა" და ეს ყოველივე სხვა ვინმეზე კი არა, იმ ტირანზე, ურცხვსა და ღვთიმგმობარზე რომ არის ნათქვამი ქვემოთ წარმოვაჩენთ" (წმ. იპოლიტე რომაელი. თქმულება ქრისტესა და ანტიქრისტეზე).
თუმცა, ამ ბოლო სიტყვებს წმიდა იპოლიტე იმოწმებს არა წმიდა წერილიდან, არამედ, როგორც კომბეფიზი ფიქრობს, რომელიღაც იუდაური აპოკრიფიდან. იქიდანვეა შემდეგი სიტყვებიც: "და როდესაც ზემოთდამოწმებული ადგილებიდან გამოაშკარავდა, რომ დანის ტომიდან იქნება ანტიქრისტე (და წარსაწყმედელში წავა), ისიც ვნახოთ რას მომოქმედებს. შემოიკრებს ქვეყნერების ყველა კუთხეში გაბნეულ იუდეველთ, აღუთქვამს მათ თავიანთ მიწაზე დაბრუნებას, აღადგენს მათ სამეფოს და ერიც თაყვანს მიაგებს მას როგორც მეფეს".
ამიტომაც, არ არის გასაკვირი, სერგი ბულგაკოვს დანის ტომიდან ანტიქრისტეს წარმომავლობა ქრისტეანულ ცრურწმენად რომ მიაჩნდა. წარმოდგენას აძლიერებს ისიც, რომ დღეს დანის ტომი სულაც არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ 722 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, იუდეასთან ომის დროს ასურეთის იმპერატორმა სარგონმა ასურეთში გადაასახლა ათი ტომი, რომელთა შორისაც დანიც იყო. შემდგომში ამ ათმა ტომმა სრული ასიმილაცია განიცადა ადგილობრივ მოსახლეობასთან და იმ დროიდან მათზე არაფერი ვიცით. მართალია XX საუკუნეში, ეთიოპიაში აღმოაჩინეს ზანგების ტომი, რომელთაც მრავალი საუკუნეების წინათ გადმოუღიათ ებრაელთა ტრადიციები და ბედის ირონიით, დანის ტომის შთამომავალ იუდეველებად მიიჩნევენ თავს. მაგრამ, ისინი სრულიად შავკანიანები არიან სახის აშკარად გამოხატული ნეგროიდული ნაკვთებით და მათ ებრაულ წარმომავლობაზე ისრაელშიც კი ეჭვობენ (Йосеф Телушкин, «Еврейский мир», Москва-
თუმცა, აქედან შეგვიძლია ადვილად გავაკეთოთ დასკვნა, რომ ანტიქრისტეს წარმომავლობა დანის ტომიდან არ უნდა გავიგოთ უბრალო, ეთნიკური აზრით, თუ, ცხადია, ანტიქრისტეს შავკანიანობას არ ვივარაუდებთ. ყოველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის, რომ ძველი ეკლესიის მამათა აზრი ანტიქრისტეს დანის ტომიდან წარმომავლობის შესახებ უნდა განვიხილოთ არა მარტო ეთნიკურ, არამედ სიმბოლურ ჭრილშიც. ამიტომაც აქ საჭიროა გავიხსენოთ თუ რა ვიცით ჩვენ დანის ტომის შესახებ:
ებრაული ენციკლოპედია გვამცნობს:
დანი -
დანი თავისებურ როლს თამაშობს აგადურ გადმოცემაში ("აგადა" არის თალმუდის შემადგენელი ნაწილი -
დანმა შეიძულა იოსები მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა მამას ამცნო ბილგასა და ზილპას შვილთა ცუდი საქციელის შესახებ. ამის გამო დანს იოსების მოკვლაც კი სურდა. მან თავის ძმებს ურჩია მოეტყუებინათ მამა და ეთქვათ, რომ იოსების დასისხლიანებული კვართი იპოვეს (Завещание Патриарх., Зебулон 4; Дан 1; Гад 1). დანმა და გადმა ეგვიპტის მემკვიდრე პრინცთან ერთად შეთქმულება მოაწყვეს იოსებისა და ასენათის წინააღმდეგ. დანის ტომი უკვე მოსეს დროიდან სცემდა თაყვანს კერპებს, რის გამოც ღრუბლის სვეტმა დაუტევა ისინი. დანის ტომის წევრები თავიანთ ბავშვებს ყამონეველთა ჩვეულებებს ასწავლიდნენ, რომლებიც მთა აბრაიმის ქვაბულებში იყო დამალული (Gaster, Chronicles of Jerachmeel, 1899, стр. 167).
იაკობმა თავისი კურთხევის დროს გველს შეადარა დანი (დაბ. 49:16-
აგადისთვის დანი ცოდვილის ნამდვილი ტიპაჟია. ის ცხოვრობდა ჩრდილოეთში (რიცხვ. 2:25), რომელიც ბნელეთისა და ბოროტების სფეროა (იერ. 1:14) იმ კერპთაყვანისმცემლობისთვის, რომელმაც სამყარო უკუნ სიბნელეში დანთქა (Bemidb. r., II). ამაზე მეტს ამბობს გადმოცემა, რომელიც ერთმანეთთან აიგივებს გველსა და ლომს (დაბ. 49:7, მეორე სჯლ. 33:22) ბელიარს (იხ.Bousset, Antichrist, 1895, стр. 87, 113).
ირინეოსის (მწვალებლობათა წინააღმდეგ, 5:302) იპოლიტეს (ქრისტეს და ანტიქრისტეს შესახებ, 14:15) და ეკლესიის სხვა მამებისთვის ცნობილი იყო უეჭველად ებრაული წარმომავლობის გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ანტიქრისტე დანის ტომისგან და ამ გადმოცემას იერემიას წინასწარმეტყველებას აფუძნებენ (იერ. 8:16). არც ის არის შემთხვევითი, რომ დანი გამოტოვებულია ქრონიკების I წიგნშიც. ბოსე (Bousset), რომელმაც მთელი თავი მიუძღვნა ლეგენდას ანტიქრისტეს დანის ტომიდან წარმომავლობის შესახებ, ვარაუდობს, რომ დანის კავშირი ბელიართან "თორმეტი პატრიარქის ანდერძში", ამ გადმოცემაზევე მიუთითებს.
მკვლევარები დანის ტომის მასონობასთან კავშირზეც უთითებენ:
"რუსეთში მასონობამ გამოიკვირტა ძირითადად იმ ფრანგული ლოჟებიდან, რომლის მეთაური 1904 წ. აცხადებდა: "ჩვენ უბრალოდ კლერიკალები კი არ ვართ, არამედ ყველა დოგმასა და რელიგიას ვეწინააღმდეგებით. ჩვენი ნამდვილი მიზანი ყველა დოგმისა და ეკლესიის დამხობაა".
თავიანთი გენეალოგიისთვის მასონებმა სპეციალურად აირჩიეს ძველაღთქმისეული ამპარტავნები და მატერიალისტები: კაენი, ბაბილონის გოდოლის მშენებლები, მეფე სოლომონი და მისი ტაძრის მშენებელი ხირამი (ადონირამი). ამ ბოლო ორ სახეს უკავშირდება მასონობის უმთავრესი რიტუალები. "სოლომონის ტაძარი -
მასონები საკუთარ საქმიანობას "სოლომონის, ანუ კაცობრიობის ტაძრის მშენებლობას" უკავშირებენ", -
გარდა ამისა, უკვე ძველი აღთქმიდან გამომდინარეობს, რომ ანტიქრისტე მოვა დანის ტომიდან -
მაგრამ თუ მასონობაში ხირამს განეკუთვნება ანტიქრისტეს როლი, ხოლო მისი დედა წარმოშობით იყო დანის ტომიდან, რაც ქრისტეანობაში განასახიერებს განდგომილებას (2 თესალონიკ. 2:3), ცხადი ხდება მასონობის კავშირი ანტიქრისტესთან, რომელიც სულიერად მასონობისგან იშვება. ამგვარად, "უწმინდური მეძავი დედაკაცი", რომლისგანაც იშვება ანტიქრისტე, ებრაელი დედაკაცი კი არ არის დანის ტომიდან, ამ სიტყვის პირდაპირი და ეთნიკური მნიშვნელობით, არამედ "დიდი მეძავი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა" (გამოცხ. თ. 17) და სადაც თვით ანტიქრისტე მერვე მეფის ანუ შვიდი მეფიდან ერთ ერთის სახით არის წარმოდგენილი.
ანდრია კესარიელი: "მხეცი" ეს არის ანტიქრისტე და ის "მერვეა" რადგან შვიდის შემდეგ... აღდგება კაცთა მაცდუნებელი და დედამიწის ამაოხრებელი; ის "ერთია შვიდთაგან", რადგან აღმოცენდება ერთ ერთი ამ სამეფოდან. ხოლო მოვა არა რომელიმე ხსენებული ერიდან, არამედ როგორ რომის იმპერატორი და წარსაწყმედელში წავა" (Андрей Кесарийский, «Толкование на Апокалипсис», Слово 19, Глава 5).
როგორც ცნობილია, ანტიქრისტე იქნება მეძავი დედაკაცისგან, რომლის შესახებაც გამოცხადებაში ნათქვამია: "და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა" (გამოცხ. 17:5). ამის შესახებ წერს მოციქულიც: "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:7-
ამრიგად, "დანის ტომი" ეს არის მასონობის სიმბოლო, რომელიც მოამზადებს ანტიქრისტეს მოსვლას და დასვამს მას სოლომონის ტაძარში.
4) ჩვენს ჩამონათვალში გამოყენებულია იოსების სახელი, რაც მთელს ჩამონათვალს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს.
5) და ბოლოს, ყველა ტომისთვის გამოყენებულია თანაბარი რიცხვი, რომელიც, როგორც ჩანს გამოყენებულია აბსტრაქტული აზრით.
მაშ, ვინ არიან ეს "ისრაელნი" თუკი არ განეკუთვნებიან ხორციელ ისრაელს?
ჩვენის აზრით აღბეჭდილებში ბოლო ჟამის სრულყოფილი მორწმუნენი უნდა ვიგულისხმოთ, რომლებიც მიაღწევენ უმაღლეს სრულყოფილებას და სულიერებას ებრაელთა ქრისტეანობისკენ საერთო მოქცევის შემდეგ, -
ამგვარად, ანგელოზის მიერ აღბეჭდილნი არიან ბოლო ჟამის ქრისტეანთა შორის სრულყოფილნი, ღმრთის რჩეულნი, ისინი, ვისაც გულისხმობს უფალი თავის ესქატოლოგიურ ქადაგებაში (მათე 24:22). სამყაროს აღსასრულის წინ ამ რჩეულთა გამოჩენას გულისხმობდა წმ. მოციქული პავლეც, როდესაც წინასწარმეტყველურ აღტაცებაში იუწყებოდა იმ სულიერ ნიჭთა და სიკეთეთა შესახებ, ეკლესიას რომ მოეცემა ებრაელი ერის ქრისტეანობისკენ მოქცევის შედეგად (რომ. 11:12-
"თუკი ვინმე ზეციური მეფის მხედრობას გაექცევა და სუპოსტატებს შეუერთდება, გახდება მეომარი ბოროტების გამომგონებლისა, გაიხდის ჯავშანს და ყოველგვარ საჭურველს მშვიდობისა, ჭეშმარიტებისგან გაქცეული მშვიდობის უფლის მხედრობაში როგორღა ჩაირიცხება? ცხადია, ნიშანი მისი საჭურველისა აჩვენებს თუ ვისი მხედარია; მისი ბელადი მისივე ცხოვრების წესსა და თვისებებში აირეკლება. ამიტომ, ნეტარ არს ის, ვინც საღმრთო მხედრობის რიგებშია და იმათ შორისაა, "რომელთა აღრიცხვაც არავის შეუძლია" (წმ. გრიგოლ ნოსელი).
"ქალწულთა სიმრავლე ყოველთვის თან მისდევს უფალს, სადაც უნდა იყოს, და ხარობს მასთან ერთად. ამასვე გვიჩვენებს იოანეც, როდესაც ახსენებს ას ორმოცდაოთხ ათასს (გამოცხ. 7:4). მაშ, იარეთ, ახალი საუკუნის უბიწო ქალწულნო! იარეთ და აღავსეთ სიმართლით თქვენი საწყაო, რამეთუ მალე უფალი მოვალს!" (წმ. მეთოდე პატრელი).
"მაშ ასე, წმინდანთა რაოდენობა უთვალავია, ხოლო მათთან შედარებით მცირეა რაოდენობა ქალწულთა" (წმ. მეთოდე პატრელი).