აპოკალიფსისი > განმარტება
აპოკალიფსისის განმარტება
გამოკრებილი თანამედროვე ღვთისმეტყველთა და წმიდა მამათა თხზულებებიდან
სამი ანგელოზი
(თ. 14:6-13)
ძვ. ქართულით
1. და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი. 2. და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი. 3. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს. 4. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა? 5. და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე. 6. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ. 7. და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა. 8. და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა. 9. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ. 10. რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ. 11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.
ახ. ქართულით
1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. 4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? 5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე. 6. და ღვთის საგმობლად განახვნა ბაგენი თვისნი, რათა ეგმო მისი სახელი, მისი სამკვიდრო და ცის მკვიდრნი. 7. და მიეცა მას ძალა წმიდათა წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ძლევისა, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მბრძანებლობდეს ყველა ტომსა და ხალხს, ერსა და ენას. 8. და თაყვანი სცა მას დედამიწის ყოველმა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც, ქვეყნიერების დასაბამიდან, ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში კრავისა, რომელიც დაკლულ იქნა. 9. ვისაც ყური აქვს, ისმინოს. 10. ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა. 11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. 12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა. 13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე. 14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. 15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას. 16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. 17. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. 18. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი.
V. საღმრთო განგებულების გამოვლენის მესამე თანამიმდევრობა (თ. 12-14)
სამი ანგელოზი (თ. 14:6-13)
6. და ვიხილე შუა ცაში მფრინავი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა მარადიული სახარება მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის.
ციდან, სადაც იხილვებოდა წინარე მოვლენა, იდუმალთმხილველი მზერას ისევ დედამიწას მიაპყრობს. ის ხედავს იმას, რაც დედამიწაზე ხდება დაახლოებით იმდროს, რომელსაც განეკუთვნება ამის წინანდელი ზეციერი მოვლენა. ამ უკანასკნელში გაცხადებული იყო ის ჭეშმარიტება, რომ ყველა სრულყოფილი ქრისტეანი ქალწული, ანტიქრისტეს მეფობის ბოლოსთვის შეადგენენ ერთ ზეციერ საზოგადოებას და თავიანთი ღვაწლისა და სათნოებებისთვის კრავთან -
ამ დროს, დედამიწაზე, სადაც ანტიქრისტეს ხელმწიფება სრულ ძალაუფლებაშია შესული და უკიდურეს ბოროტებამდე განვითარდა, აღსრულდება უკანასკნელი მოწოდებები სინანულისკენ და გაფრთხილება ერისა, რომ მალე დადგება საუკუნო სამსჯავრო.
იოანე ხედავს სხვა საიდუმლო ანგელოზს. ის "სხვად" იწოდება არა ანგელოზთა გამოჩენის რიგისა და ადგილის მიხედვით, არამედ, გამოცხადების სხვა შინაარსის გამო; ამიტომაც, 6-
"ანგელოზი" აქ ქრისტეზე არ მიანიშნებს, არც ჩვეულებრივ წინასწარმეტყველთ და ღმრთის ნების განმცხადებელთ, ან საეკლესიო მოძღვართ და მქადაგებელთ. ეს არც მფარველი ანგელოზია და არც წინამძღოლი. იოანეს ხილვაში ის მართლაც ჭეშმარიტი ანგელოზია, ერთ-
ანგელოზს ხელში ეპყრა "მარადიული სახარება", ანუ გარკვეული შინაარსის შემცველი ერთგვარი გრაგნილი, წიგნი (10:2). სახარება აქ "მარადიულად" იმიტომ კი არ იწოდება, რომ ის მარადიულად უცვალებელი დარჩება, როგორც საღმრთო განგების მიერ წინასწარგანსაზღვრული, არამედ იმიტომ, რომ შეიცავს ღმრთის სიტყვას, რომელიც "უხრწნელია, ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვაა და მარადიულია" (1 პეტრე. 1:23-
ანგელოზის ხელში სახარება მხოლოდ მისი ქადაგების სიმბოლოა, ხოლო თვით ქადაგება, როგორც შინაარსი სახარებისა, ცნობილი ხდება მისი მომდევნო სიტყვებიდან, განსაკუთრებით კი მე-
ლუკას სახარებისა (ლკ. 3:8) და გამოცხადების (გამოცხ. 10:7) მიხედვით სახარებად იწოდება ყოველი სამახარობლო სიტყვა, რომელსაც ღმერთი გვაუწყებს ანგელოზის მიერ; ღმრთისგან უწყებული ყოველი სიტყვა სახარებაა, თუნდაც ის საუკუნო სამსჯავროს დადგომას იუწყებოდეს, რადგან სამსჯავროთი დაშინება კეთილი მოწოდებაა სინანულისკენ და დედამიწაზე ღმრთის სიმართლის დადგომის უწყებაა.
ანგელოზის სამახარობლო მისია გამიზნულია "მიწის მკვიდრთათვის, რათა ეხარებინა ყოველი ტომისა და ხალხის, ენისა და ერისათვის". ამ სიტყვებში იგულისხმება დედამიწის ყოველი მკვიდრი გამონაკლისის გარეშე, და არა მარტო ცოდვილები და წარმართები, არამედ მართალნიც. მართალთათვის ეს სახარება გახლავთ განმეორება (13:10) და შეცავს უეჭველ ნუგეშისცემას, რადგან წინასწარმეტყველებს საყოველთაო სამსჯავროსა და საზოგადო საზღაურისთვის, რომელსაც ელოდებიან მართალნი (6:10). ხოლო თუ როგორია ეს სამახარობლო სიტყვა ცოდვილთათვის ნათქვამია მე-
7. და ხმამაღლა ამბობდა: გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგანაც მოვიდა მისი სამსჯავროს ჟამი; თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი.
ამ ქადაგების შინაარსი გახლავთ არა ღმრთის შემეცნება, არამედ შეგონება ღმრთისმოშიშებისკენ, რადგან "უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება" (იგავნი 9:10). ღმრთისმოშიშება ამავე დროს არის აუცილებელი პირობა სინანულისთვის.
თუკი ადამიანები ეშმაკის მოქმედებით და მისი ძალადობისადმი შიშით, ასევე მისი მზაკვარების ძალით დაემორჩილნენ ანტიქრისტეს და თაყვანი სცეს მას (13:7), ახლა, ამის საწინააღმდეგოდ, მათ ღმრთისმოშიშებისა და მისი დიდების აღიარებისკენ მოუწოდებენ, რომელიც არის ჭეშმარიტი ყოვლისმპყრობელი, ცისაც და მიწისაც. დადგა ბოლო ჟამი ადამიანთათვის, ეს არის უკანასკნელი შესაძლებლობა სინანულისთვის, რადგან უკვე მალე დადგება დიდი სამსჯავროს ჟამი, რომლის შემდეგ უკვე სინანული აღარ იქნება.
"თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და წყალთა წყარონი", -
ანგელოზის ეს ხილვა სინანულის მოწოდებით ერთგვარი დამატებაა ორი მოწმის მოვლენისა (11:3-
სინანულისკენ პირველ მოწოდებას მოსდევს შემდეგიც. პირველ მოწოდებას, რომელიც უბრალო ქადაგებაში მდგომარეობდა და წარსულსა და შემოქმედის საღმრთო თვისებებზე უთითებდა, ანტიქრისტეს დროინდელმა ადამიანებმა ისევე წაუყრუეს, როგორც ეს იყო ნოეს პერიოდში. ამიტომაც, მეორე მოწოდება, როგორც ეს იყო ფარაონისა და ეგვიპტელების წინაშე (გამ. 8:2), უკვე ანტიქრისტეანული მსოფლიოს ნამდვილ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული. ეს სასჯელი იქნება -
8. მას მოჰყვა მეორე ანგელოზი, რომელიც ამბობდა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა.
მეორე ანგელოზი, შესაბამისად ახალი, მომდევნო ხილვის მაუწყებელია და ადამიანებს ბაბილონის აღსრულებულ დაცემაზე მიუთითებს იმ მიზნით, რათა ამ მოვლენით შეძრწუნებულნი აღძრას სინანულისკენ.
რა იგულისხმება "ბაბილონში"? ეს იქნება სამსჯავროს დასაწყისი, პირველი ქვა, რომელიც მსოფლიოს მოხვდება თავისი განდგომილებისთვის.
სწორედ ამასთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ თვით ბაბილონის სახელწოდებაც. ვერ დავეთანხმებით იმ კომენტატორებს, რომლებიც ბაბილონში რომის წარმართულ სამეფოს გულისხმობდნენ. ბაბილონი წმიდა ისტორიაში ცნობილია, როგორც იმ სამეფოს უმთავრესი ქალაქი, რომელიც მტრობდა ღმრთის ერს, იუდეველ ხალხს. ამიტომაც, უნდა ვიფიქროთ, რომ ანტიქრისტეს მტრულ ხელმწიფებაში ბაბილონი აღებულია, როგორც ამ სამეფოს უმთავრესი ქალაქი.
ბაბილონი ღმრთისმბრძოლი ქალაქების იდეალური სიმბოლოა, რადგან სწორედ მასში გამოიხატა ყველაზე ძლიერად ადამიანური ძალისხმევისა და ადამიანური სიბრძნის მისწრაფება ყოფილიყო ღმრთის ძალასა და სიბრძნეზე აღმატებული (დან. 4:27). ხოლო რაკიღა ანტიქრისტეს უკანასკნელი სამეფო იმავე მიზანს დაისახავს და შეეცდება შეცვალოს ყოველივე წმიდა და ღვთაებრივი ადამიანურითა და ანტიქრისტეანულით, ამ სამეფოს უმთავრესი ქალაქიც, თავისი ღმრთისმბრძოლი შინაარისთ ყველაზე მეტად დაუახლოვდება ძველ ბაბილონს. და თუკი ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველები ხშირად იუწყებოდნენ ბაბილონის დაცემას და მისი ღმრთისმბრძოლი ძლიერების დამხობას, ზუსტად ასეთივე დამხობაზე მსჯელობა აპოკალიფსისშიც. თვით სიტყვების "დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი" შინაარსი ერთგვარად იმეორებს ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველებებს ქალდეველთა ბაბილონის დაცემის შესახებ, კერძოდ (ეს. 21; იერ. 50:2; 51:8; ზაქ. 2:11). ასე, რომ აქ ლაპარაკია ანტიქრისტეს დროინდელ ბაბილონზე, მომავალ ბაბილონზე, ანტიქრისტეანული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც შესაძლოა ასე არ იწოდებოდეს, მაგრამ მსგავსი ჰქონდეს ხასიათი და ამოცანები. და როგორც ისტორიული ბაბილონის დაცემის შემდეგ ებრაელი ერი დაბრუნდა იერუსალიმში (ის. 21:9), უკანასკნელი ბაბილონის დაცემის შემდეგ დადგება ღმრთის შვილთა თავისუფლებაც, რომელსაც, როგორც მოციქული ბრძანებს, "მთელი ქმნილება მოთმინებით მოელის" (რომ. 8:21-
"რომელმაც ასვა ყველა ხალხს ღვინო თავისი სიძვის რისხვისა". მომავალი ბაბილონის დაცემის მიზაზი იგივეა, რაც ქალდეველთა ბაბილონისა. კერძოდ -
"რისხვაში" წმიდა წერილი ღმრთის რისხვის ძალაზე მიუთითებს, მაგრამ აქ ეს სიტყვა ("რისხვა") გამოყენებულია ბერძნული სიტყვის "qumoj" (სიტყვისგან "quw") მნიშვნელობით და აღნიშნავს სიცხეს, ალს, წვას. სიძვა "რისხვის ღვინოდ" იწოდება ადამიანის ხორცის აღტყინების უნარის გამო, რომელსაც შეუძლია განახურვოს მისი ვნებები.
გარდა ამისა, სიძვა და მეძავები წმ. წერილში ძალზედ ხშირად გამოიყენება კონკრეტულ ქალაქებთან მიმართებაში (ეს. 1:24; 23:15, 17, 22; ნაუმ. 3:4) და ჩვეულებისამებრ უთითებს მის გამრყვნელ თვისებაზე, რომელიც გააჩნიათ ამა თუ იმ ქალაქებს მოსახლეობაზე თავისი ვაჭრობით, უფლებებით და კერპთაყვანისცმემლობით. ჩვენს კონკრეტულ ადგილთან მიმართებაში ბაბილონის მეძავობა მიანიშნებს არა საზოგადო ფუფუნებით ცხოვრებაზე, რომელიც შესაძლოა მაცთური იყოს, არამედ უპირატესად იმაზედ ამ ცხოვრებიდან, რაც ყველაზე მეტად აღძრავს ღმრთის რისხვას ადამიანებისადმი. ამგვარი ცოდვა კი მდგომარეობს უპირველეს ყოვლისა მთელ რელიგიურ-
ბაბილონის, ანუ ანტიქრისტეს სამეფოს დედაქალაქის დაცემა, მხოლოდ დასაწყისი იქნება ღმრთის სამართლიანი სასჯელისა კაცობრიობაზე. სასამართლო მთელს სამეფოზე გავრცელდება და ღმრთის რისხვა უწევს ყველას, ვინც კი ამ სამეფოსადმი იქნება დაქვემდებარებული.
9-
ბაბილონის დაცემის შთაბეჭდილების გასაძლიერებლად მესამე ანგელოზი ხმამაღლა მიმართავს ყველას, ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მიიღებს მის ხატს მარჯვენა ხელსა და შუბლზე. მუქარა, ცხადია, მიმართულია არა იმ ადამიანებისადმი, ვინც იუგულისხმებიან 13:16-
წინასწარმეტყველის თქმით, ღვინო იყო "შეუზავებელი". ამგვარი ღვინო ღმრთის ისეთ რისხვაზე უნდა მიანიშნებდეს, რომელიც არ იქნება შემცირებული ღვთიური მოწყალებით. ღმრთის წყალობა ყოველთვის ახლავს ადამიანზე მოწევნულ ღმრთის მსჯავრს (ფსალმ. 84:11) და თუკი ამჯერად ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, ცხადია, ლაპარაკია უკანასკნელ საშინელ სამსჯავროზე, რომელიც მოიწევა ანტიქრისტეს სამეფოს დაცემის შემდეგ. ამიტომაც, მე-
10-
მხეცის თაყვანისმცემელი ცოდვილები ცეცხლსა და გოგირდში იქნებიან ჩაყრილები. დაბადების წიგნისა (19:24) და ლუკას სახარების (17:29) მიხედვით ცეცხლი და გოგირდი ჯოჯოხეთის სატანჯველთა კუთვნილებას წარმოადგენენ, რაზეც უთითებს წმიდა წერილის შემდეგი ადგილებიც: გამოცხ. 19:20; 20:10; 21:8; მათე 5:22; 13:42; ლუკა .16:24; ეს. 66:24). გამოთქმა, რომ ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებნი და მისი თაყვანისმცემელნი ეწამებიან "გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე" იმაზე მიანიშნებს, რომ ჯოჯოხეთში შთაგდებულთა ტანჯვა მოხდება კრავისა (ქრისტეს) და ანგელოზთა წინაშე, თითქოსდა მათ თვალწინ, რაც ტანჯვა-
მარადიულ ტანჯვათა ნიშანი, რომ "კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე", მოგვაგონებს წმ. წინასწარმეტყველ ესაიას, რომელიც ამბობს: "მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი -
ამგვარად, სატანჯველნი წარმოადგენენ საშინელ და საპირისპირო მდგომარეობას მართალთა მარადიული ნეტარებისა. კონტრასტის მიხედვით, ცოდვილთა მომავალი ხვედრის აღწერიდან იდუმალთმხილველი უკვე შესცქერის წმინდანთ, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობენ.
12-
წმიდა წერილში მკვდრებად ერთნაირად იწოდებიან ცოდვილნიც და მართალნიც (მთ. 8:22; 8:10; 1 თესალონიკ. 4:16; 1 კორ. 15:18), ამიტომაც, იმისთვის რათა გასაგები ყოფილიყო თუ ვისზეა ლაპარაკი და ვის ეკუთვნის მარადიული ნეტარება, მე-
ყოველ სიკეთეს, რასაც ადამიანი აღასრულებს აქ, ამ ცხოვრებაში, ყოველი ქრისტეანული ღვაწლი, არ დაეკარგება არც ერთ ადამიანს და ხელს შეუწყობს მის ნეტარებას მომავალში; ყოველი სიკეთე უკან მიჰყვება ქრისტეანს მისი სიკვდილის შემდგომაც. სათნო ადამიანი, რომელიც სათნოებებში სრულყოფას უძღვნიდა თავის ცხოვრებას, უდიდეს საგანძურს იგროვებს ცაში. მის მიერ დედამიწაზე აღსრულებული კეთილი საქმეები წინ უსწრებენ მას ცაში, სადაც წარსდგება იგი სიკვდილის შემდეგ. სწორედ მათი მიხედვით, ამ საქმეთა ღირსების შესაბამისად, როგორც ერთგვარ სამოსში, განისჯება ყოველი ქრისტეანი (მთ. 22:13; 2 კორ. 5:10): ზოგნი შეპატიჟებულნი იქნებიან ზეციური სიძის ქორწილში (ანუ მარადიულ სასუფეველში), ხოლო ზოგნი შთაგდებულ იქნებიან ცეცხლის გეჰენაში, სადაც იქნება მარადიული გლოვა და სატანჯველი.