ანტიმოდერნიზმი - ფსევდო ხატის დამცველებს... - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > ანტიმოდერნიზმი
ფსევდო ხატის დამცველებს...
პატრიარქი კირილე და სამების ხატი
ავტორი: ალექსანდრე ვოზნესენსკი.
 
პატრიარქის სპიკერმა ვ. რ. ლეგოიდამ თავის ჩატში (https://t.me/vladimirlegoyda/7443) გამოაქვეყნა "ღირებული" მითითება, თუ როგორ უნდა იქნას გაშუქებული ეს მოვლენა, მაგრამ ამასთან მისი არგუმენტაცია, როგორც იტყვიან, ორივე ფეხით კოჭლობს. არგუმენტები ბ-ნ ლეგოიდას დაჰყავს იქამდე, რომ თურმე, ეს არა უბრალოდ პატრიარქი და სამებაა, არამედ, პატრიარქი და სამება ამაღლებულნი არიან რუსეთზე და, რომ ეს თითქოსდა ხატი კი არა საჩუქარია.
 
დავიწყოთ არგუმენტით, რომ ეს სურათი ხატი არ არის. ლეგოიდა წერს:

"სურათის უკანა პლანზე გამოსახულია სამება, თანაც არა როგორც ხატი, არამედ როგორც ნახატი, რომელიც აშკარად წარმოადგენს რუსეთის სიმბოლოს, რომლისკენაც მიდის გზა გორაკზე აღმართული ტაძრითურთ".
 
კი, მაგრამ, ვისთვის არის აშკარა, რომ ეს ნახატი წარმოადგენს რუსეთის სიმბოლოს? უპირველეს ყოვლისა თვალში გხვდება სამების გამოსახულება და პატრიარქის ფიგურა, ხოლო ქვემოთ მოცემული წვრილი დეკორაცია, სულაც არ არის ტილო რუსეთზე. თანაც, რომელიმე ტაძრის მიხედვით როგორ გავიგოთ, რომ ეს რუსეთია? დახატულია ერთი პატარა ტაძარი სამების ფერხთით.
 
თუმცა არსი ამაში როდია: ჩვენ აქტიურად გვინერგავენ აზრს, რომ ღმერთის გამოსახვა არა ხატებზე, არამედ უბრალოდ ნახატით - ეს ნორმალურია. უკაცრავად, მაგრამ არ არის ნორმალური, როდესაც ღმრთის ხატს გამოსახავენ არა თაყვანსაცემად, არამედ დეკორაციის სახით. ნუთუ არასოდეს გსმენიათ, რომ ათი მცნებიდან ერთი ბრძანებს: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა" (ახ. ქართ.: "არ წარმოთქვა ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად წარმომთქმელი" – "აპოკ". რედ.)? და ეს ეხება არა მარტო სიტყვებს. ამ მცნების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთი - ეს არის თაყვანისცემის ობიექტი, და არა სიტყვათა შეხამება ან ფონი. ჩვენ კი ახლა, მამაოები, რომლებიც პატრიარქის დამცველებად გამოდიან, მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად გვარწმუნებენ, რომ "ფონური ღმერთი" - ეს ნორმალურია. უკაცრავად, თქვენ ღმერთს ემსახურებით თუ პატრიარქს? რამე ხომ არ გეშლებათ ამ ცხოვრებაში?
 
შემდეგ, არავინ და არასოდეს ფარავს ხატებზე ღმრთის გამოსახულებას, ანუ ის ხატებზე და ნახატებზე ყოველთვის წინა პლანზე არის წამოწეული, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები და ნივთები კი - მეორე პლანზე. ჩვენთან პირიქით არის? სამება მეორეხარისხოვანი ელემენტია პატრიარქთან შედარებით?
 
ასეთი კონსტრუქცია, როდესაც ვიღაც ფარავს ღმერთს და გამოწეულია წინა პლანზე ცალსახად უფრო პატივდებულია ან მას პირდაპირი კავშირი აქვს ღმერთთან, ან კიდევ, როგორც მინიმუმი მისი მაცნეა ან დესპანი - თითქოსდა უკან მდგომი სამება წინ, ადამიანებთან აგზავნის ამ ფიგურას. ამისი უარყოფა - სიცხადის უარყოფაა და მეტი არაფერი.
 
იკონოგრაფიაში და ნახატებზე, თვით ფოტოგრაფიაშიც კი ზომას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ყოველთვის. ამიტომაც, როდესაც ვიღაც ან რაღაც სხვაზე მეტი ზომით არის გამოხატული, ეს მისი დიდი მნიშვნელობის მანიშნებელია. ეს არის აქცენტის საკითხი.
 
რა არის აქცენტი კომპოზიციაში? ეს არის, როდესაც არსებობს რაღაც საგნები, რომლებიც სხვა საგნების ფონზე გამოიკვეთება. აქცენტი შეიძლება იყოს ფერში, ფორმაში ან ზომასი. მაგრამ ის ყოველთვის კეთდება იმისთვის, რათა მაყურებლის მზერამ ყურადღება მიაპყროს სწორედ ამ მნიშვნელოვან მომენტს. აქ ზომითი აქცენტი მიმართულია სამებისადმი პატრიარქის მიმართებაში, რომელიც შეუდარებლად დიდია ყოველივეზე, რაც კი დედამიწაზე არსებობს (თვით ტაძარზე დიდიც კი).
 
თქვენ ხედავთ ტაძრის, სამების და პატრიარქის პროპორციებს? პატრიარქი შეუდარებლად დიდია ტაძარზე (და შესაბამისად ტაძრისკენ მიმავალ თუ შიგნით მყოფ ადამიანებზე) და პროპორციებით მეტიც კი არის, ვიდრე თვით სამება. კომპოზიციის ამ თვალთახედვამ ხაზი უნდა გაუსვას პატრიარქის განუზომლად დიდ მნიშვნელობას, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანებისას, და უფრო მეტ მნიშვნელობასაც, ვიდრე თვით ღმერთია. მაშ, როგორ არის, - პატირარქი სამების თანატოლია თუ უფრო მეტი?
 
და ბოლოს, რაც გინდ გაჩუქონ: ხომ საპატრიარქოში ირჩევენ, რა ჩამოჰკიდონ მის კედლებზე და რა დელიკატურად გადამალონ სადღაც. ასე არ არის? მოცემულ შემთხვევაში კი საქმე ისე გამოიყურება, რომ ვიღაცა უბრალოდ ხაზს უსვამს ცხოვრებისეულ ვითარებას. ჰკითხეთ ნებისმიერ ეპისკოპოსს, ნიშნავს თუ არა მისი აზრი რაიმეს, როდესაც პატრიარქმა უკვე თქვა თავისი სიტყვა. თუ პატიოსანი კაცია, მაშინ ის იმწუთასვე გეტყვით, რომ სინოდში და სხვადასხვა ღონისძიებებში არსებობს ურთიერთობისა და ქცევის მხოლოდ ერთი მოდელი: პატრიარქის და იმათი აზრი, ვინც მასთან თანხმობაში უნდა იყოს. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს, რადგან პატრიარქი არასოდეს შეიწყნარებს, როდესაც მას ვინმე არ ეთანხმება. და ეს ყველამ იცის. ამიტომაც მოცემული ტილო, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიურად ძალიან შეესაბამება პატრიარქ კირილეს მსოფლმხედველობას, რომ ის დიადია და მნიშვნელოვანი, ყველა სხვა დანარჩენი კი - უმცირესია და უმნიშვნელო, - სადღაც მისი ფიგურის ქვემოთ თუ ირგვლივ - ამიტომაც, როგორც ჩანს, ტილო საჯარო დათვალიერებისთვის გამოფინეს.
 
მე მესმის, რომ ზოგჯერ მოდის განკარგულება ზემოდან დაიწეროს ესა თუ ის ტილო, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ღმერთი, სამება ფონი შეიძლება იყოს ნახატზე და ეს ნორმალურია, თანაც ამით საჯაროდ ირღვევა ღმრთის მცნება - ძალიან ცუდი ფაქტია. ზოგჯერ იფიქრეთ, ვის ემსახურებით.
 
 
წყარო: https://blagogon.ru/news/982

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ.
Назад к содержимому