ანტიერეტიკონი - ტოტალიტარული სექტის 5 ნიშანი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სწავლანი > ანტიერეტიკონი

ტოტალიტარული სექტის 5 ნიშანი

ტოტალიტარული სექტა

არ დავიწყებთ დავას იმის შესახებ, თუ რა არის სექტა და რა იწოდება ეკლესიად (არა აქვს მნიშვნელობა რომელი კონფესიისა იქნება იგი), მაგრამ არსებობს 5 უტყუარი ნიშანი, რომელიც ზუსტად ახასიათებს ტოტალიტარულ სექტას. რაც აღსანიშნავია - ეს არ არის საღვთისმეტყველო არგუმენტები. მათით თქვენ ზუსტად მიხვდებით, რომ აქ რაღაც კარგად ვერ არის.



1. დაციკლულობა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერზე და არა თვით სწავლებაზე. თუ სულიერი სწავლება, ლიდერის ხელში პლასტელინივითაა, მისი სიტყვა კანონია და მას ერთპიროვნული ძალაუფლება უპყრია - ეს უკვე ტოტალიტარული კულტის ნიშანია. ხოტბა-დიდება, ორგანიზაციის ხელმძვანელის განდიდება, მისი რჩეულობისა და უცოდველობის კულტი - ეს სექტის ნიშნებია.

2. მორწმუნეთა შეკავება ერთი რელიგიური სტრუქტურის ჩარჩოებში. განვმარტავთ - რელიგიური ორგანიზაცია, თუნდაც ბიბლიაზე აგებდეს თავის სწავლებას, მაგრამ ნეგატიურად ეკიდება თავისი "ეკლესიიდან" მორწმუნეების გადასვლას სხვა "ეკლესიაში", რომელსაც იგივე სწავლება გააჩნია - ასევე ტოტალიტარული სექტის ნიშნების მატარებელი ორგანიზაციაა. გამოდის, რომ ასეთი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის მორწმუნე მისდევს თუ არა სწავლებას - არამედ ის, რომ მორწმუნე ესწრებოდეს მხოლოდ მათ მსახურებას. შევნიშნავ, რომ მართლმადიდებლობაში არც ერთი მღვდელი ცუდ სიტყვას არ ეტყვის თავის მორწმუნეს, თუ ის სალოცავად ეწვევა სხვა ტაძარს.

3. რელიგიური ორგანიზაციის მისწრაფება შეზღუდოს ურთიერთობა უცხო ადამიანებთან, რომლებიც ამ "ეკლესიას" არ ეკუთვნიან. როგორც წესი სექტები ელტვიან იმას, რათა მათი წევრები ურთიერთობდნენ მხოლოდ ერთმანეთს შორის და უცხოებთან ჰქონდეთ მინიმალური ურთიერთობა. განსაკუთრებით - მათ არ უნდა იმეგობრონ "სხვებთან". კონტროლის ეს უნარი ადამიანებს სექტაში აჩერებს. რადგან აქ არის ყველა მისი მეგობარი, ახლობელი და ნათესავი.

4. რჩეულობა. ტოტალიტარული სექტები თავიანთ მრევლს უნერგავენ რჩეულობისა და უპირატესობის გრძნობას. ისინი განსხვავებულნი არიან სხვებისგან. სხვები - ეს დაცემული და ცუდი ადამიანები არიან, თვითონ კი კარგები. მხოლოდ ისინი არიან "ღირსეულნი" და "ცხონებულნი". განსაკუთრებით, ასეთს წარმოადგენს განზოგადების თვისება - "ყველა სხვაგვარად მორწმუნე ადამიანი გაფუჭებულია, და პირიქით, - ვინც მათთან მიდის მსახურებაზე "წმიდაა", ღმრთის რჩეულია. მაგალითად, მსმენია ერთმა სექტანტმა ქალმა როგორ თქვა - "ყველა მართლმადიდებელი - რაღაცნაირად ბოროტები არიან..."

5. ტოტალიტარულ სექტებში ითრევენ ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ადამიანებს. იქ ძალზედ ცოტაა მოხუცი და ინვალიდი, რადგან სექტის ლიდერებისთვის ასეთი ხალხი ბალასტია. ისინი "არც მსახურები" არიან და არც "დონატები". მათ არ აგდებენ - მაგრამ არც იწვევენ. მოხუცი და სნეული ადამიანები თავისთავად იდევნებიან ტოტალიტარული სექტებიდან - რასაც ხელს უწყობს სექტის პრინციპი, რომლის მიხედვითაც მართლები ყოველთვის ბედნიერნი არიან (თუ შენ მართალი ხარ - შენ ვალდებული ხარ იყო ჯანმრთელი, წარმატებული, და ცხადია, ახალგაზრდა).

ადამიანთათვის ბუნებრივია ხანდაზმულ ასაკში რწმენაში მოსვლა. და თქვენ თუ ღვთისმსახურებაზე ვერ ხედავთ ბებიებს და ბაბუებს - ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ - აქ რაღაც რიგზე ვერ არის.

თქვენ თუ თქვენს რელიგიურ ორგანიზაციაში მსგავს რამეს ხედავთ - მაშინ, სავარაუდოდ თქვენ დადიხართ ტოტალიტარულ სექტაში - იფიქრეთ, საითკენ წაგიყვანენ "ბრმა" წინამძღოლები?!

ღმერთო გადაარჩინე ყველა დაბნეული.

წყარო: http://kishertskiy.blogspot.com/2017/05/5.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню