ანტიერეტიკონი - როგორ ამოვიცნოთ "მართლმადიდებლური" სექტა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ანტიერეტიკონი
როგორ ამოვიცნოთ "მართლმადიდებლური" სექტა?
 
ანუ
 
11 შეკითხვა საკუთარ თავს
სანამ ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის ხელმძღვანელს ან მიმდევრებს მივენდობოდეთ - იქნება ეს მონასტერი, სამრევლო, საძმო, მისიონერული თემი და ა. შ., სასურველია საკუთარ თავს დავუსვათ შემდეგი შეკითხვები:
1. როგორია ამ ჯგუფის ისტორია და მისი იურისდიქცია? აქ ხომ არ ამბობენ: "ყველა სხვა მონასტერი (სამრევლო, თემი) არაფრად ვარგა, მათ ნუ ენდობით, თქვენ კი ყველაფერი რიგზე გაქვთ!" მსგავსი ფრაზები - სექტანტური სულისკვეთების აშკარა ნიშანია.
 
2. ხომ არა აქვთ ჯგუფის ხელმძღვანელს ან თემის წევრებს დევნულების მანია ("ყველა ჩვენს წინააღმდეგაა") ან სამყაროს ხომ არ ყოფენ "ჩვენიანებად" და "მათიანებად" (მტრებად)? ხომ არ მიაჩნიათ ხელმძღვანელი "დევნილ" და "ვერ გაგებულ" პიროვნებად მართლმადიდებლურ სამყაროში? ხომ არ განიხილებიან უცხოები "მტრებად"?
 
3. ხომ არ იზღუდება ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც ჯგუფის გარეთაა? კრიტიკოსებთან მიმართებაში ხომ არ იყენებენ გამოთქმებს "დებილი", "შტერი", "პლებსი", "ამსოფლიური" და სხვა?
 
4. ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჯგუფის წევრებს სთხოვეს გაეკეთებინათ რაიმე წინდაწინ ცნობილი უკანონობა, ამორალურობა ან დამამცირებელი ქმედება? აქ ეშმაკობა იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც აითვისებს სექტანტურ მსოფლმხედველობას, ყველაფერს ამართლებს "მორჩილებით", ან პირიქით, საკუთარი უპირატესობის გრძნობით.
 
5. ხომ არ გაისმის ისეთი გამოთმები, როგორიცაა: "ჩვენ ეპისკოპოსები და მღვდლები აღარ გვჭირდება და ისინი ჩვენთვის დამრიგებლები არ არიან"?
 
6. ხომ არ არსებობს მცდელობა ძირი გამოუთხარონ ეკლესიის ცნობილ ავტორიტეტებს ან ეჭვი ჩათესონ მათ კომპეტენტურობაში?
 
7. თუნდაც ჯგუფი აშკარად ღარიბულად ცხოვრობდეს, სასარგებლო იქნება იმის გაგება, ხომ არ უბიძგებენ ახალმოქცეულთ შემოწირულობებისკენ (თანხები, ქონება, კრედიტები). ეს საკითხი მაშინაც კი გასარკვევია, თუკი მონასტერში მიხვედით: ჩვეულებისამებრ მორჩილის მონასტრული აღკვეცა არ ითხოვს, რათა ის გამოემშვიდობის თავის პირად დანაზოგს ან მონასტრის, ან კიდევ საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ. ანალოგიური კითხვა - ხომ არ მიაგებენ განსაკუთრებულ პატივს თემის წევრთა ნათესავებს და სტუმრებს, რათა მათ შემდეგ დიდი რაოდენობით შემოწირულობანი გამოსტყუონ?
 
8. ხომ არ გამოიყენება დაშინება ან რაიმეში ბრალდება ჯგუფში მისაზიდად ("არ მიიღებ მონაზვნობას - ჯოჯოხეთში მოხვდები!") ან მასში გასაჩერებლად ("თუ წახვალ - დაიღუპები, საკუთარ ადრინდელ ცოდვებს დაუბრუნდები")? რომ არ ცრუობენ მათ შესახებ, ვინც ჯგუფი დატოვა? ცნობილია, მაგალითად, რომ ვიღაც კაცი საკუთარი ნებით წავიდა ჯგუფიდან, ხოლო ხელმძღვანელები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ის "გააგდეს", როგორც გარყვნილი და უგუნური, ან როგორც დაუმორჩილებელი, ნაცვლად იმისა, უბრალოდ თქვან, რომ - ადამიანს არ ჰქონდა მონაზვნობისკენ მოწოდება.
 
9. თქვენ თუ ერისკაცი ხართ და ეკლესიაში დადიხართ, გავალდებულებენ თუ არა მიიღოთ ნებართვა (კურთხევა) თემის მღვდლისგან სამუშაოს შეცვლაზე, მანქანის ყიდვაზე და სხვა? ნორმალურ ვითარებებში ბოლო სიტყვა ასეთ საკითხებში თქვენ გეკუთვნით, მათ მღვდელი არ უნდა წყვეტდეს, რაოდენ ბრძენი და ღვთისმოშიში გინდ იყოს იგი. რა თქმა უნდა, ყოველ ქრისტიანს შეუძლია - და ვალდებულიც არის - ითხოვოს ლოცვითი შემწეობა და რჩევა თავის ყოფა-ცხოვრებით საკითხებში, მაგრამ დაუშვებელია მღვდელმა საკუთარი ნება მოახვიოს ეკლესიის რომელიმე წევრს და დათრგუნოს სხვისი ნება. ეს კატეგორიულად დაუშვებელია.
 
10. თუ შეგიმჩნევიათ, რომ თემის ხელმძღვანელი ამახინჯებდეს ფაქტებს, ხოლო ამას იმით ამართლებდეს, რომ ჯგუფი, თითქოსდა, ემსახურება "უზენაეს მიზანს"? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამართლებენ თუ არა მიზნის მიღწევას ნებისმიერი საშუალებებით?
 
11. ხომ არ ეტყობა თემის ხელმძღვანელს განდიდების მანია? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხომ არ მიაჩნია საკუთარი თავი და საკუთარი ჯგუფი მთელი ეკლესიის გადამრჩენლებად?
 
თუკი პასუხები ამ შეკითხვებიდან თუნდაც ერთზე დადებიტია, ასეთი ჯგუფი უმჯობესია დატოვოთ: მორჩილებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ნებაყოფლობითია, და არა იძულებითი, გამოწვეული შიშით, დანაშულის გრძნობით ან ემოციური შანტაჟით.
 
ბოლო დროს გამოჩნდა მრავალი ფსევდოპატრიოტული ორგანიზაცია, რომლებიც ხიბლავენ და მიიმხრობენ მორწმუნეებს, "სამართლიანი" ლოზუნგების გამოყენებით. მაგრამ შედეგად მათი მოწოდებები დადის მხოლოდ იერარქთა წინააღმდეგ ბრძოლამდე. და რაც განსაკუთრებით დასანანია, ამაში მონაწილეობს ზოგიერთი სასულიერო პირიც, რომელიც "კომკავშირული შემართებით" ცდილობს ბუკვალურად შერეკოს ეკლესიაში ჯერ კიდევ არაგაეკლესიურებული ადამიანები. თანაც, იმ "ეკლესიაში", რომლებიც მათ თვითონ მოიფიქრეს.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому